-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით პროცესი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ, საქართველო ამ გზიდან გადავიდა. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერით და შესაძლოა, ასევე მთავრობის ქმედებით, ისინი დაუბრუნდებიან ევროპულ გზას, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მისი მოსმენა გაიმართა. მისი თქმით, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად პირველი წინაპირობაა თავიდან მოიშორონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ღირებულებებს. „თუ ისინი გადაწყვეტენ, ევროპულ გზას დაუბრუნდნენ, მე ვიქნები პირველი, რომელიც გააგრძელებს ამ პროცესს, მაგრამ გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს. ჩვენ შევწყვიტეთ მოლაპარაკებების პროცესი, საქართველოს ევროპულ გზაზე ჩართვა კანონების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ასე რომ პირველი წინაპირობაა, თავიდან მოიშორონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ღირებულებებს“, - აღნიშნა მარტა კოსმა. ამასთან, მან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „რაც შეეხება იმას, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემი აზრით, სამოქალაქო საზოგადოება არის მთავრობის ერთგვარი დარაჯი, მეთვალყურე არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებში, არამედ წევრ სახელმწიფოებშიც“, - აღნიშნა მარტა კოსმა. იპნ
-
ქუთაისის მერიის თანამშრომელი, აქტივისტი, ცოტნე თვარაძე „მთავარ არხთან“ ჰყვება, რომ სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც არჩევნების დღეს დამკვირვებელმა დაინახა, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ არ მისცა. მისი თქმით, ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი დამკვირვებელმა გამოართვა იმ მოტივით, რომ თითქოს აპარატი კონვერტს არ მიიღებდა თუ კარგად არ გაწევდა. თვარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. ის ვარაუდობს, რომ „ოცნებას“ ექნებოდა მცდელობა მერიაში დასაქმებული სხვა პირებისთვისაც მიეცა პარტიული დავალება. პუბლიკა
-
თბილისის სააპელაციომ ხმის ფარულობის დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის სააპელაციომ არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა – გაუქმდა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაც. სასამართლოში 22 საათი მიმდინარეობდა უწყვეტი პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. ამ საქმეთა შორის გაერთიანებული იყო საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა (1293) ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე. საქმეს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია, რომლის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია. გვრიტიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები ე. წ. სასამართლო კლანის წევრად მოიხსენიებენ. 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვდა, გაუქმებულიყო ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგები, სადაც ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული წესით წარიმართა, ვინაიდან დაირღვა ხმის ფარულობა – ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩევლების მიერ გაფერადებული წრეები, ხოლო არსებული ინფრასტრუქტურა ამის დაფარვას ვერ უზრუნველყოფდა. 5 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. პუბლიკა -
„ტურები გაცილებით ადრე იგეგმება, შესაბამისად, არჩევნებს ამ კუთხით გავლენის მოხდენა ვერ შეეძლო,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების და შემდგომ პერიოდშიც მოსალოდნელი იყო საპროტესტო აქციები, ტურების ნაწილი დასავლეთ საქართველოში დაიგეგმა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტურისტების მიერ მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში თბილისი იყო, ტურის ორგანიზება რუსთაველის გამზირიდან მოშორებით ხორციელდებოდა. „ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის ბოლომდე საქართველოში შედარებით პასიური ტურისტული სეზონია. ფაქტობრივად, მე დღეს დავხურე სეზონი. ბევრი სასტუმრო, რომელიც ახლა მუშაობს, სხვა ფასებს სთავაზობს სტუმრებს. ზოგადად, საქართველოში ნოემბერში 70%-ით ნაკლები ტურისტი ჩამოდის, ვიდრე მაგალითად სექტემბერში,“ - აღნიშნავს გიორგიძე. ალექსანდრე გიორგიძის თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირებას საფრთხე დაემუქრა და ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა, საქართველო გახდება არასანდო პარტნიორი დასავლეთისთვის. „ჩვენი სექტორის უმეტესი ნაწილი კარგად ხვდება, რომ თუ ის რეალობა დარჩა, რაც ამჟამად გვაქვს, დავშორდით დასავლეთს, ამას მოჰყვა ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ეს ჩვენს სექტორს, ისევე როგორც ქვეყანას, დიდ ზიანს მოგვიტანს. იმ შემთხვევაში თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდა ან შეიზღუდა, ამას თავისთავად მოჰყვება რეისების და შესაბამისად, ტურისტების შემცირება - ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. თუ საქართველო აღმოჩნდება არასასურველი ქვეყნების რიგში, რა თქმა უნდა, შემცირდება ტურისტების რაოდენობა. ამასთან, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვას მოჰყვება რეისების შემცირება, გამომდინარე იქიდან რომ რეისების სიმრავლე განპირობებულია, როგორც უცხოელების საქართველოში ვიზიტებით, ასევე იმითაც რომ ქართველები ხშირად ვმოგზაურობთ ევროპაში,“ - განაცხადა გიდმა. ავტორი: მერი ტაბატაძე
-
ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის, „ლიგა 1“-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა ნომინირებული. დავითაშვილმა, რომელიც „სენტ-ეტიენის“ ღირსებას იცავს, 3 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა. დავითაშვილი ფრანგულ კლუბს ამ სეზონის დასაწყისში შეუერთდა. მისი კონკურენტები არიან ბრედლი ბარკოლა და ლუკას შევალიე. ნეტგაზეთი
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს. ზელენსკის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო დიალოგს შეინარჩუნებენ და თანამშრომლობას გააძლიერებენ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მას გამარჯვება უკვე მიულოცეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს ფლორიდაში Fox News-ის მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მიმართა და განაცხადა, რომ ეს დღე მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება დღედ, როცა ამერიკელებმა „საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნეს“. „მე არ დავიწყებ ომს, მე ომებს შევაჩერებ“, – განუცხადა ტრამპმა ამომრჩეველს. პუბლიკა
-
ევროპარლამენტარი: მარნეულში იყო გაყალბების ფესტივალი, მთელი პალიტრა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ, რომელიც საქართველოში არჩევნებს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ფარგლებში აკვირდებოდა, ერთ-ერთ ფრანგულ გადაცემაში იმ დარღვევებზე ილაპარაკა, რომლებიც აქ თავისი თვალით ნახა და აღბეჭდა. ნატალი ლუაზოს თქმით, ის აკვირდებოდა არჩევნებს თბილისის გარეუბანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში. რაც შეეხება დარღვევებს, ლუაზოს თქმით, მან მარნეულში ნახა დაშინება, გაყალბება, ხმების ყიდვის შემთხვევები. „ეს იყო გაყალბების ფესტივალი“, – თქვა ნატალი ლუაზომ. -
ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა. „ასევე, ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას განვიხილავთ“, - ნათქვამია შარლ მიშელის წერილში. ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება, ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაერო-ს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ. „აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ იგი გავაღრმაოთ. სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად ჩვენი პრიორიტეტების განხორციელება უნდა გავაგრძელოთ, ძლიერი და სუვერენული ევროპის მშენებლობისკენ აქტიურად ვიმუშაოთ“, - აღნიშნავს შარლ მიშელი. ასევე, დღეს ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 47 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო მიიღებს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ევროპის უსაფრთხოების გამოწვევების, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის, არალეგალური მიგრაციისა და გლობალური ვაჭრობის საკითხების შესახებ იმსჯელებენ. იპნ
-
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა, განაცხადეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს. „თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერები“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
-
ყველაზე საშიში რასაც ივანიშვილი ცდილობს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დააკარგინოს რწმენა არჩევნების, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1102929648124288
-
პროკურატურას და სამთავრობო მედია საშუალებებს ერთნაირი კითხვები ჰქონდათ, ფაქტიურად მე მთხოვდნენ გამოძიების ჩატარებას. გამოძიების მიზანი გაყალბებული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებაა. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/452568517437308
-
მათ (ქართულ ოცნებას) წარმოდგენა არ აქვთ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებში. "ოცნება" ძალიან ცდება, თუ ფიქრობენ, რომ ტრამპის გამარჯვების პირობებში, მათ რაიმე შეუმსუბუქდებათ - პირიქით, საქართველოსთან ამერიკის პოზიცია უფრო გამკაცრდება. გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი. ვიდეო: https://www.facebook.com/reel/2239494939758384
-
ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო და ევროპის კომიტეტების ხელმძღვანელები და ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ხელომწერების თქმით, მტკიცედ უჭერენ მხარს ქართველ ხალხს და მის ევროპულ არჩევანს. ხელომწერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ: ყველა ბრალდება საარჩევნო მანიპულაციებზე (მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში), განსაკუთრებით ამომრჩევლის დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული. რომ, რადგან ხელთ არსებული ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია მიმართოს და გამოიძიოს ეს არჩევნები და ყველა დაფიქსირებული დარღვევა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს; გახადოს საჯარო და გამჭვირვალე ხმის მიცემის ოქმები, რათა თითოეულმა ამომრჩეველმა შეძლოს საკუთარი ხმის მიცემის დროის, ადგილის და ფაქტობრივი მისამართის გადამოწმება; იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. გარდა ამისა, ხელმომწერები მოუწოდებენ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს, სანქციები დაუწესოს საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევებზე, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საარჩევნო პროცესის განმავლობაში. დეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს, გადაიხედოს საქართველოსთვის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი და არ გამორიცხონ მისი სრული შეჩერების შესაძლებლობა, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობები არ შესრულდება. მოუწოდებენ ევროკავშირს ყველა ფონდის გაყინვისკენ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო და საჯაერო დაწესებულებებთან თანამშრომლობას მოიცავს, გარდა იმ ფონდებისა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას ეხება. ხელმომწერები ამავდროულად მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, გაზარდონ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფინანსური მხარდაჭერა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის საფუძველზე. პუბლიკა
-
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიკერძოებაში ადანაშაულებს. ქურდოვანიძის თქმით, ამის დასასაბუთებლად ცესკო სააპელაციო სასამართლოში ხუჭუას ცოლის, ელზა გურგენიძის ფეისბუქ პოსტებს წარადგენს. ამის პარალელურად, ცესკო ითხოვს საქმიდან ამორიცხოს რაიონულ სასამართლოში, ხმის ფარულობის შემოწმების მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტი. “თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება. საარჩევნო ადმინისტრაცია ითხოვს, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო, რადგან მისი ცოლი სოციალურ ქსელებში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაჰპირდა. პოსტების სქრინები დაურთეს საქმეს. ასევე ითხოვენ, რომ ჩატარებული ექსპერიმენტი, სხდომაზე დათვალიერებული ბიულეტენები მტკიცებულებად არ ჩათვალონ და ამორიცხონ საქმიდან”, – წერს ქურდოვანიძე. საია-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ ბოლო წუთებამდე არ აწვდიან ინფორმაციას, მოსამართლეთა რა შემადგენლობა განიხილავს მათ საქმეებს სააპელაციო სასამართლოში. დღეს, 6 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს საია-ს სარჩელებს. ორგანიზაციამ გაასაჩივრა იმ საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებმაც არ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც საია-ს სარჩელი პირველივე ინსტანციაში დააკმაყოფილა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუაა. მან თეთრიწყაროსა და წალკის ოლქებში, იმ უბნების შედეგები ცნო ბათილად, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ეს საქმეც, სააპელაციოში, დღეს, 6 ნოემბერს განიხილება. ნეტგაზეთი
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება. როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ცირკი და ყალბი გამოძიება. „ეს არის ყალბი გამოძიება, ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ დაიწყო ცესკოს და ივანიშვილის კარნახით. შესაბამისად, ამ გამოძიების მიმართ არავითარი ნდობა არ გამაჩნია. მოვედი მაგისტრატ მოსამართლესთან იმისთვის, რომ ჩვენი პარტიის სახელით დავიცვათ ის ხმები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოპარეს. რა თქმა უნდა, კონკრეტული მტკიცებულებები მოვიტანე. ამ მტკიცებულებების შესახებ ხელისუფლებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ალბათ, ამ სხდომამდე და სხდომის შემდეგაც ეს ადამიანები დაიწყებენ მასშტაბურ პროპაგანდას, თითქოს როგორ არ არსებობს მტკიცებულებები, მაგრამ მოვიტანე ზუსტად ის მტკიცებულებები, რასაც საზოგადოებას ძალიან ბევრი თვის განმავლობაში ვუზიარებ, ამ ყველაფერს ვასაჯაროებ, ეს ყველაფერი მიტანილი გვაქვს დამკვირვებლებთან და ამას ვაპირებთ აქაც. ჩვენება იწერება და როდესაც დადგება ნამდვილი გამოძიების ჩატარების დრო, ეს ჩვენება, რომელსაც მივცემ, დარჩება და ნამდვილ გამოძიებას გადაეცემა. მერე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ცესკო-ს თავმჯდომარე, ვერც პროკურატურა, რომელიც მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ხელს უწყობს და ეხმარება ცესკოს. ასევე, ვერცერთი ის უწყება და თანამდებობის პირი, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ. ანომალიაა ის, რაც ახლა ხდება. ის მუხლი, რა მუხლითაც მე ახლა აქ ვარ გამოცხადებული, მე ვიყავი ერთ-ერთი ის, რომელიც ამ მუხლის დაწერაში მონაწილეობდა და ჩვენ ეს მუხლი ამისთვის არ დაგვიწერია. სასამართლოში დაკითხვის მუხლი არ დაგვიწერია ამ ცირკისთვის, რასაც ახლა სამწუხაროდ, ის უწყება, სადაც 11 წელი ვმუშაობდი, აქ აწყობს და ვითომ გამოძიებას ატარებენ",-განაცხადა მეზვრიშვილმა. იპნ
-
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა. სენატორი ჯეი დი ვენსი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი გახდება. იპნ
-
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე რეაგირება უნდა მოხდეს დარღვევებზე. „ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების გვერდით. საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს. [პრეზიდენტ ზურაბიშვილთან] საუბარში ხაზი გავუსვით დიალოგის საჭიროებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – წერს იგი. გარეკანის ფოტო: EPA ნეტგაზეთი
-
ტრამპი - 267, ჰარისი - 214 | როგორია ბოლო მონაცემები აშშ-ის არჩევნებში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს – POLITICO-ს ბოლო მონაცემებით, ტრამპს 267, ხოლო კამალა ჰარისს 214 დელეგატის ხმა აქვს. ტრამპმა მოიგო ორი მერყევი შტატი, ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯია. დარჩენილია 5 შტატი, სადაც ორივე კანდიდატს გამარჯვების შანსი აქვს. სწორედ ამ შტატებში წყდება არჩევნები და მათ უწოდებენ გადამწყვეტ ან მერყევ შტატებს. ესენია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი. POLITICO წერს, რომ ჩრ. კაროლინაში ხმების 90 დათვლის შედეგად ტრამპს აქვს 50,8%, ხოლო ჰარისს – 48%. რაც შეეხება ჯორჯიას, სადაც 4 წლის წინ დემოკრატებმა გაიმარჯვეს, ტრამპს აქვს 50,7%, ხოლო ჰარისს – 48,5%. CBS წერს, რომ კიდევ ერთ მერყევ შტატში, პენსილვანიაში წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს დონალდ ტრამპი. პენსილვანიას ამომრჩეველთა კოლეგიაში 19 ხმა აქვს. მიჩიგანმა, პენსილვანიამ და ვისკონსინმა მხოლოდ 2016 წელს მისცა ხმა რესპუბლიკელებს, ხოლო ნევადამ რესპუბლიკელებს ბოლოს 2004 წელს დაუჭირა მხარი. საბოლოო შედეგი წყდება არა სახალხო კენჭისყრაზე, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში – კანდიდატის მიერ შტატში ხმების უმრავლესობას მოიპოვებით, ის იღებს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებს, რომელიც ჯამში 538-ს შეადგენს, ხოლო კანდიდატს გამარჯვებისთვის, მინიმუმ, 270 ხმის მოპოვება სჭირდება. აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის სისტემის ფარგლებში თითოეულ შტატს ხმების რაოდენობა მოსახლეობის ზომის შესაბამისად ენიჭება. იმ შემთხვევაში თუ კოლეგიის ხმები იქნება თანაბარი, არჩევანს აკეთებს წარმომადგენელთა პალატა და წევრები ხმას აძლევენ არა დამოუკიდებლად, არამედ როგორც ერთი შტატის დელეგატები. რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტს, მას ახლად არჩეული სენატი ირჩევს. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა კოლეგია დეკემბერში არჩევანს გააკეთებს, გადაწყვეტილება ეგზავნება კონგრესს, რომელიც ხმებს ითვლის და 6 იანვარს ოფიციალურ შედეგს აფორმებს. პუბლიკა -
გიორგი გახარია „ამერიკის ხმის“ შეკითხვებს პასუხობს. ინტერვიუ ჩაწერილია 4 ნოემბერს
-
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერ ნათია მეზვრიშვილს არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 6 ნოემბერს, 12 საათზე, მაგისტრატი მოსამართლე გამოკითხავს. ამის შესახებ ინფორმაცია ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. „ხვალ, 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის – რატომ არ რეაგირებდა თვეების განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე დანაშაულებთან დაკავშირებით და რატომ ეხმარებიან ცესკოს მტკიცებულებების შესაძლო განადგურებაში. დანარჩენი ხვალ“, — წერს მეზვრიშვილი. გენერალურ პროკურატურაში მეზვრიშვილი გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს, თუმცა მან განაცხადა, რომ უწყებაში მისვლას არ აპირებდა, მაგრამ მზაობა გამოთქვა, მაგისტრატ მოსამართლეს გამოეკითხა. „ტყუილად გგონიათ, რომ გამაჩერებთ. არჩევნების გაყალბების საქმის ბოლომდე მისაყვანად გავაკეთებ ყველაფერს. პირადად ჩამოვივლი ყველა პარტნიორს, რომ თქვენი საბოლოო დელეგიტიმაცია მოხდეს. შემდეგ კი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გავატარებთ პროკურატურის, სასამართლოს, სამართალდამცავების და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას“, — ამბობდა ნათია მეზვრიშვილი. პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების ფარგლებში პროკურატურას ასევე დაბარებული ჰყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. პროკურატურა აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მიმართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გახმიანებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა და პროკურატურას მიმართა იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ნეტგაზეთი