Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. თბილისის მე-3 და მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, მწერალი და ესეისტი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ. ზაალ სამადაშვილი არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი". ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა ლიტერატურული პრემია, „გალა“. 2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა წიგნისათვის იუნკერ ერისთავის ბუცები ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“. ზაალ სამადაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. იპნ
  2. სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობის (voter suppression) ტაქტიკა გამოიყენა. ამის შესახებ დოლიძე ფეისბუკზე წერს. როგორც ნინო დოლიძე განმარტავს, ასეთი ტაქტიკის მიზანია უპირატესობის მოპოვება არჩევნებში, გარკვეული ჯგუფის ამომრჩეველთა აქტივობის შემცირებით და გულისხმობს: “ნებისმიერი სამართლებრივი ან სხვა ტიპის ღონისძიების გატარებას/არგატარებას, რომლის მიზანია კონკრეტული ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ ხმის მიცემის შემცირება”. “ეს მეთოდი არადემოკრატიული ტაქტიკების სიაშია და ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს. სწორედ ასეთ ტაქტიკასთან გვქონდა საქმე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმის უფლების რეალიზების ნაწილში, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. წინასაარჩევნო პერიოდში – არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ცესკომ არ გახსნა დამატებითი საარჩევნო უბნების ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმ ქალაქებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები კომპაქტურად ცხოვრობენ და ითხოვდნენ უბნების გახსნას. შეგახსენებთ, რომ ორი სარჩელი გვქონდა ამასთან დაკავშირებით სასამართლოში, რომელიც აპელაციაშიც წავიღეთ. თუმცა, უშედეგოდ. არჩევნების დღეს – ნაცვლად 5 რეგისტრატორისა, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში არ იყო საკმარისი რაოდენობის კომისიის წევრები/რეგისტრატორები (დამკვირვებლებისგან მოწოდებული ინფორმაციით ზოგან იყო ერთი, ორი ან სამი რეგისტრატორი), რამაც გამოიწვია რიგები უცხოეთის საარჩევნო უბნებზე. უბნის შიდა და გარე ტერიტორიაზე საათობით იდგნენ რიგში ამომრჩევლები, რის გამოც უწევდათ უბნის დატოვება. მაგ. : სტოკჰოლმი, ბერლინი, პარიზი, მადრიდი, რომი, ბარი, ლონდონი, სალონიკი, ვარშავა, ნიუ-იორკი 1, ნიუ-იორკი 2, სან-ფრანცისკო, ვენა, ბრატისლავა. სხვა პრობლემებიც ვიხილეთ საზღვარგარეთის უბნებზე, თუმცა ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. უღრმესი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს საზღვარგარეთ”, – წერს ნინო დოლიძე. ნეტგაზეთი
  3. ყოფილი სახალხო დამცველი მოქმედს უხსნის არჩევნებზე „კარუსელების“ მუშაობის პრინციპს და შეახსენებს, რომ მისი მანდატი საარჩევნო უფლებაზე ზედამხედველობას ფარავს. p.s. თქვენთან ერთი განცხადებაც რომ არ არის შემოსული, იმას ნიშნავს, რომ არ გენდობიან“, – წერს ნინო ლომჯარია. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ვერ იმსჯელებს, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, რადგან სახალხო დამცველი არჩევნებს არ აკვირდებოდა. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის” ეთერში ლევან იოსელიანს ჰკითხეს, თვლის თუ არა, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში და არჩევნების დროს დამდგარი შედეგები არის თუ არა ლეგიტიმური. „ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს. არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს. ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას“, – განაცხადა იოსელიანმა. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ 350 ათასი ხმა გააყალბა „ოცნებამ“, იოსელიანი ამბობს:
  4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა. იპნ
  5. სინამდვილეში ამ არჩევნების გაყალბება გაცილებით ადრე დაიწყო, - ამის შესახებ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, არჩევნები 2021-ის დეკემბერშიც ყალბდებოდა, როცა ინსპექტორის სამსახური გააუქმეს, რომ დღეს სახელმწიფოს დანაშაულები და პერსონალური მონაცემების დარღვევა არავის გამოეძიებინა. "2022 წლის 15 დეკემბერს ყალბდებოდა, როცა ანტი-კორუფციული ბიურო შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი (ოპოზიციური პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დევნა) იმთავითვე ცხადი იყო; 2024 წლის 30 აპრილს ყალბდებოდა, როცა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი, ორწლიანი უკანონო თავმჯდომარეობის შემდეგ, ხელახლა აირჩიეს; 2023 წლის 07 მარტს ყალბდებოდა, როცა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი იმისთვის აირჩიეს, რომ დღეს გაყალბებული არჩევნები ეღიარებინა; 2023-2024 წლებში მუდმივად ყალბდებოდა - როცა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის, ცესკოში გადაწყვეტილების მიღების წესი ისე შეცვალეს, რომ ეს უფლებები მხოლოდ „ოცნებას“ მიანიჭეს; 2024 წლის აგვისტო-ოქტომბერში ყალბდებოდა, როცა საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების ვადა შეცვალეს და რეგისტრატორებად ყოფნის უფლება მხოლოდ ცესკოს (ანუ „ოცნების“) წევრებს მიანიჭეს; ყალბდებოდა 2023-ის მარტში და 2024-ის აპრილში, როცა რუსულ კანონებს აინიცირებდნენ, რომ მიზანში სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამოეღოთ. ყალბდებოდა, როცა გენპროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ჩააგდეს, როცა იუსტიციის საბჭოში „ოცნების“ მორჩილი წევრები აირჩიეს. 2024 წლის მარტიდან 26 ოქტომბრამდე ყველა მთავრობის სხდომაზე ყალბდებოდა, როცა კობახიძე მოსყიდვებს აანონსებდა. ყალბდებოდა შალვა პაპუაშვილის ყოველ ბრიფინგზე, სადაც ძირს უთხრიდა და თავს ესხმოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ყალბდებოდა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას. და კიდევ ბევრჯერ ყალბდებოდა. და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით გაუთავებლად. მახსოვს გაკვირვებული სახეები. ზოგს გიჟები ვეგონეთ. ვერ გაეგოთ რა კავშირი იყო რუსულ კანონსა და არჩევნების გაყალბებას შორის, იოსელიანის არჩევასა და არჩევნების გაყალბებას შორის, მურუსიძის მეორედ არჩევასა და არჩევნების გაყალბებას შორის … ვერავის გაეგო რატომ ვაგროვებდით მტკიცებულებებს და გიჟებივით შეგვქონდა პროკურატურაში. არანაირი ნიშნისმოგება, უბრალოდ ფაქტები. ცხადზე ცხადი იყო „ოცნების“ სტრატეგია. ეს არჩევნები მხოლოდ 26 ოქტომბერს არ გაყალბებულა, მთელი წელი (წლები) ყალბდებოდა.", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
  6. მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ - ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, პროგრესი არ არის. „მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ - „ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, როდესაც მას [ანგარიშს] კითხულობთ“. პროგრესი არ არის, ჩიხია, უწყვეტი ჩიხია, რეგრესი თუ არა,” - წერს ვიტკაუსკასი. ipn
  7. ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ბენჯამინ ჰადადმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ჩარევით ევროპული იდეა, მათი ინტერესები, ევროპის საზღვრებთან მყოფი ქვეყნების სტაბილურობაა თავდასხმის ქვეშ. „დამკვირვებლებმა ცხადად თქვეს, ეს არაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“ – თქვა მინისტრმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სენატში საუბრისას. მისი თქმით, არჩევნებში „პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა, 54%-ს ითვლის, პროევროპულმა კოალიციებმა არჩევნების მიტაცების შესახებ განაცხადეს და თითი კრემლისკენ გაიშვირეს.“ „კავკასიის ქვეყანაში კენჭისყრა დაზიანდა კანდიდატებს შორის უთანასწორობით, ზეწოლითა და დაძაბულობით – განაცხადეს ეუთოს დამკვირვებლებმა“, – აღნიშნა მინისტრმა. ბენჯამინ ჰადადმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არალიბერალური მიმართულება ევროპულ პერსპექტივას დააზიანებს. „ძალიან ცხადად უნდა ვთქვათ, საქართველო გასული წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამას მოჰყვება მოთხოვნები და ვალდებულებები კანონის უზენაესობასთან და არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ზიანის მომტანი იქნება ევროპული პერსპექტივისთვის, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“, – განაცხადა ჰადადმა. Public senat-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში მომხდარი თაღლითობები ნაწილია სამეზობლოში რუსეთის ჩარევის უფრო ფართო ჩარჩოსი. ის ახსენებს გაყინულ კონფლიქტებს და ნაცრისფერ ზონებს, რომელთაც „აყვავების საშუალება მისცეს და უგულებელყოფდნენ ხანგრძლივად“, როგორიცაა საქართველოში, მოლდოვაში, ბალკანეთსა ან უკრაინაში მაიდნის მოძრაობის შემდეგ. „ეს მოითხოვს ჩვენგან ხელახლა ჩართულობას ჩვენს პარტნიორებთან“ – აღნიშნა მან. „საქართველოში რუსეთის ჩარევით ევროპული იდეა, ჩვენი ინტერესი, ქვეყნების სტაბილურობა არის თავდასხმის ქვეშ“, – აღნიშნა მინისტრმა. მან სენატორები დაარწმუნა, რომ ევროკავშირში კავკასიური ქვეყნების მხარდაჭერასა და მაღალ სტანდარტებს შორის დიდი შეუთავსებლობა არაა. publika
  8. ბოტსვანაში საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო „დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც თითქმის ექვსი ათწლეული არის ხელისუფლებაში, იტყობინება „როიტერსი“. მოქმედმა პრეზიდენტმა [გარეკანის ფოტოზე] უკვე აღიარა მარცხი და აღნიშნა, რომ ხვალიდან ხელისუფლების გადაცემას დაიწყებს, მისი პარტია კი ერთგული ოპოზიცია გახდება და ახალ პრეზიდენტს, თუ დასჭირდება, ყველანაირ რჩევას მისცემს. არჩევნებში გამარჯვება კოალიციის წევრმა, დუმა ბოკომ მოიპოვა. მმართველი ძალის დამარცხებას ეკონომიკური სტაგნაციით ხსნიან. „ბოტსვანას დემოკრატიული პარტია“ ქვეყანას 1966 წლიდან მართავდა – მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გახდა. netgazeti
  9. თუ დასამალი არაფერი აქვს ცესკოს, გამოიტანოს ყველაფერი სააშკარაოზე. ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მტკიცებულებები ნადგურდება. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/537268065890936
  10. მივმართავ “ოცნებას”, თუ ასეთი დარწმუნებულები ხართ, რომ 53 %-იანი მხარდაჭერა გაქვთ და არაფერი გაქვთ დასამალი, გახსენით კონტრაქტი, გვაჩვენეთ რამდენი ხანი უნდა ინახებოდეს ჩატვირთული მონაცემები და მიეცით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა საკუთარი თავი გადაამოწმონ. ის, რომ ამდენი ხანი წელავენ გასაჯაროვებას, ესეც პასუხია. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1661453661253991
  11. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია რა საკითხები განიხილეს სატელეფონო საუბარში. ipn
  12. პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, კახა ქემოკლიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიასა და IRI-ის წარმომადგენლის შეხვედრის კადრები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყოს გადაღებული. საუბარია გიორგი გახარიასა და IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორი, ჯონ დიპიროს შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამთავრობო მედია „იმედმა“ 24 სექტემბერს გაავრცელა შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან ერთად. „ეს „ნიუსი“ ხომ გახსოვთ, აქტიური წინა საარჩევნო კამპანია რომ იყო?! საინტერესო მოკვლევა ჩავატარეთ: ეს შეხვედრა შედგა 17 სექტემბერს, კაფე „ლეიზიში“ (თბილისი) 12:30-სა 13:30 საათს შორის. სამი დღით ადრე ვიდრე ეს „ნიუსი“ „იმედმა“ დადო. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ფოტო გადაღებულ იქნა რუსი “ტურისტების” მიერ (ერთი მამაკაცი და 1 ქალი), რომელიც, როგორც ჩანს, მიწოდებულ იქნა სამთავრობო ტელევიზიისთვის და გამოყენებულ იქნა პროპაგანდის მიზნით… ისმის ვალიდური კითხვა – ვის „ეჯდა“ რუსული ოპერატიული კუდი შუაგულ თბილისში?! – გახარიას (ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს) თუ IRI-ს (ერთ-ერთი საკვანძო სადამკვირვებლო ორგანიზაციის) დირექტორს?! ეს ინფო თუ დადასტურდა და არ ვცდებით ეგეც თქვენი რუსეთის სპეც. სამსახურების ჩარევა არჩევნებში! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მეგობრებო მოქმედების დროა: გაქვთ ლოკაცია, გაქვთ ზუსტი დრო, გაქვთ გარე და შიდა კამერები და ე.წ. Face recognition (“სახის ამომცნობი”) ტექნოლოგია“, – წერს კახა ქემოკლიძე Facebook-ზე. „იმედი“ ირწმუნება, რომ შეხვედრის ამსახველი ფოტო თავად მოიპოვა. netgazeti
  13. არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას.ასე იყო წინა აქციაზეც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან 4 ნოემბერს, 3 ოპოზიციური კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მათ როგორც შეუძლიათ, დანარჩენ ოპოზიციურ სუბიექტებს ეხმარებიან, ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თუ სხვა საორგანიზაციო საკითხები. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა ხმების დაცვისთვის და იმისთვის, რომ მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი N1 ამოცანა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას. ასე იყო წინა აქციაზეც. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დეტალებში შეიძლება რაღაც განსხვავებული იყოს, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გვაქვს, რომელსაც არ ვაპირებთ გადავუხვიოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას - ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თუ საორგანიზაციო საკითხები“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მეზვრიშვილის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოს“ წარმომადგენელი შეხვედრებში, რომელიც ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მონაწილეობს. „სხვა ოპოზიციურ პარტიებს მაქსიმალურად ვეხმარებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მიწოდებით, მათ შორის გუშინ შეხვედრა იყო, სადაც ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა - საღამოს შეხვედრაზეც და მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზეც. აქციებშიც მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არის ეს. რაც შეეხება კარვებს, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი, მაგრამ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პირიქით, ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საერთო მიზანსაც ემსახურება. საერთო მიზანი კი ხმების დაცვა და ჩვენი მოქალაქეებისთვის ხმების დაბრუნება გახლავთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. ცნობისთვის, ოპოზიციამ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა. აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც. იპნ
  14. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით არცერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია სასამართლო დავებისთვის ემზადება. ამ დროისთვის საია-ს საჩივრები უკვე განიხილა 72-მა საოლქო კომისიამ. დარჩა მხოლოდ ერთი – ჭიათურის საოლქო კომისია, რომელიც საკითხზე დღეს იმსჯელებს. საია-ს დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებული მათი სარჩელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოში შევა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე. საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. ნეტგაზეთი
  15. „გახარია საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ცესკო აიძულოს, ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქვთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. „ამ დრომდე ცესკო თავს არიდებს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია. ცესკო ასევე თავს არიდებს გადმოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია „სმარტ მატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების შესახებ, ვგულისხმობთ დოკუმენტაციას, რომელიც არეგულირებს ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, სიის შენახვის ვადას და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს. დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას - ცესკო-ს სერვერებზე და ელექტრონულ აპარატებში. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თითოეული დაგვიანებული დღე, ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია. ამიტომ, დღეს მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნება“ მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. იპნ
  16. აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “საქართველოს პრობლემების შემცველი არჩევნები ჰქონდა, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას. აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  17. 1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა სრულდება. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ წელს 240 288 ფიზიკურ პირს, რომლებსაც 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ გასულ წელს, მიწერეს დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ. კანონმდებლობის თანახმად, თუ პირის და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი გადააჭარბებს 40 ათას ლარს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაგებეგრებათ. [მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა, იახტები [კატარღები], შვეულმფრენები, თვითმფრინავები და მსუბუქი ავტომობილები.] “ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2024 წლის წლიური (2023 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.” – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგადასახადო ორგანო ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. თანხის რაოდენობა შემდეგი პრინციპით ანგარიშდება: 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა; 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა. 2023 წელს შევსებული დეკლარაციების თანახმად, 40-დან 100 ათასამდე ლარის ოდენობის შემოსავალი – 62 811 ოჯახს ჰქონდა. ხოლო, 100 ათასზე მეტი წლიური შემოსავალი – 20 225 ოჯახს. 2023 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, დარიცხულმა ქონების გადასახადმა 84 489 056 ლარი შეადგინა.
  18. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საჩივრების დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიების უარის შემდეგ დავას სასამართლოებში აგრძელებენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარდგენილი სარჩელების განხილვა დაიწყო. სარჩელების თემა ძირითადად ხმის ფარულობის დარღვევის გამო შედეგის ბათილად ცნობაა. გუშინ, 31 ოქტომბერს საჩივრების განხილვა უმეტესად ხმაურის ფონზე წარიმართა. მაგალითად, ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა სხდომიდან „ერთიანობის“ წარმომადგენელი გააძევა. კომისიამ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ საჩივრები უსაფუძვლო იყო. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. „განვიხილეთ 8 საჩივარი, ეს ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ბევრი მოთხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა, მაგრამ არ იყო ის საფუძველი, რის საფუძველზეც შეიძლებოდა მომხდარიყო შესაბამისი უბნების, 23-ვე უბნის გადათვლა და შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა“, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ. საჩივრები არ დაკმაყოფილდა არც ოზურგეთში, არც გორსა და თელავში. პუბლიკა
  19. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციადქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. „ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნება. „ყვავილების გამოფენაზე“ თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საშემოდგომო გვირგვინების, ლენტებით ქარგვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. ღონისძიება 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  20. არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას , - ამის შესახებ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, “გასაკვირი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები“. „უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა. მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის მიცემის გამჭვირვალობის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მასმედიამდე წვდომის შეზღუდვა - ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რითაც ამ არჩევნებმა თავი დაგვამახსოვრებინა. გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გზასთან ევროკავშირისა და ნატოსკენ. არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას”, - წერია განცხადებაში. ipn
  21. საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ ალექსანდრ მალკევიჩი, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი, 26 ოქტომბრის არჩევნებზე თბილისში იყო. ორგანიზაციის განცხადებით, „შეშფოთებულია კრემლის რუპორის როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში საქართველოში”. RSF აღნიშნავს, რომ ალექსანდრ მალკევიჩი ძებნილია აშშ-ისა და უკრაინის მიერ. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” წერს, რომ მალკევიჩი რუსული შეიარაღებული დაჯგუფება „ვაგნერის” დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირი იყო. ალექსანდრ მალკევიჩმა თავადაც დაადასტურა, რომ საქართველოში იყო. ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან მან თქვა, რომ აინტერესებდა „საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, აქციები, თავად კენჭისყრა და საქართველოში ამიტომაც გაჩერდა”. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება” არ არის პრორუსული პარტია – ის ეროვნული ინტერესების პარტიაა. სწორედ ამავე მესიჯებს იყენებს თავად „ქართული ოცნებაც”. ალექსანდრ მალკევიჩი 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზეც იმყოფებოდა და ცხინვალის რეჟიმის ე.წ ხელმძღვანელს, ალან გაგლოევს შეხვდა. შესაბამისად, მას დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი. publika
  22. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს არ ესმის, საარჩევნო ელექტრონული სისტემების შესაბამისობის აუდიტში დამკვირვებლების ჩართულობა როგორ უნდა განხორციელებულიყო, როცა აუდიტის გარკვეულ ფაზაში სამუშაოები ამერიკიდან, დისტანციურად ჩატარდა. ასე გამოეხმაურა კალანდარიშვილი რადიო „სივრცის“ ეთერში ეუთო/ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას აუდიტის შესახებ. „ხორციელდება ტირაჟირება ეუთო/ოდირის დასკვნაში გაკეთებული შეფასებისა იმაზე, რომ თითქოს აუდიტის დასკვნასთან მიმართებაში ნაკლოვანება იყო გამჭვირვალობის კუთხით. პირველ რიგში ასეთი ტიპის მომართვა, რომ აუდიტორულ პროცესში ვინმეს ჩართულობა ან მონიტორინგი ყოფილიყო, ნამდვილად არ მახსენდება. მეორე, ცოტა არ იყოს გაუგებარია, როგორ უნდა ყოფილიყო ეს ჩართულობა მაშინ, როდესაც ამ ადამიანებმა გარკვეული ფაზაში სამუშაოები ამერიკიდან დისტანციურად განახორციელეს, როდესაც ე.წ. source კოდის, საწყისი კოდის რევიზია ხორციელდებოდა. ან რას უნდა დაჰკვირვებოდნენ, როგორ უნდა დაჰკვირვებოდნენ და ვინ უნდა დაჰკვირვებოდა, ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია“, — განაცხადა კალანდარიშვილმა. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი არ ითვალისწინებს საარჩევნო ტექნოლოგიების დამოუკიდებელ ვერიფიკაციასა და სერტიფიცირებას. 2023 წლის ოქტომბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეარჩია კერძო კომპანია (pro v&v) შესაბამისობის აუდიტის განსახორციელებლად, რომელმაც დაადასტურა, რომ მოწყობილობები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქვეყნის კანონმდებლობას. „2024 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმავე კომპანიას მოწყობილობების სპეციფიკურად საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი აუდიტის ჩატარება დაავალა. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამი ფაზიდან ორი დასრულებული იყო, შესაბამისი ანგარიში კენჭისყრის დღემდე არ გამოქვეყნებულა. ძირითადი დაინტერესებული მხარეები, როგორებიც არიან პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივი დამკვირვებლები, არ დაუშვეს აუდიტის პროცესზე დასასწრებად და მათ შეზღუდულად მიუწვდებოდათ ხელი რელევანტურ დოკუმენტაციაზე, რაც ზღუდავდა გამჭვირვალობას და არ შეესაბამებოდა საერთაშორისო კარგ პრაქტიკას“, — ნათქვამია მისიის შეფასებაში. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ „pro v&v”-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები წარმოადგინა და დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად. netgazeti
  23. „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მხარს უჭერს ქართველ ხალხს ბრძოლაში, თავისუფლად და ყოველგვარი დაშინების გარეშე აირჩიოს თავისი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორის, - ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტია“ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ყველა დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ. „ყველა დარღვევა, რომელიც ხელისუფლების ორგანოებმა ბოლო არჩევნების დროს ჩაიდინეს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული“, - აღნიშნულია განცხადებაში. ipn
  24. ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი პასუხობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, რომლის მტკიცებითაც, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს წინსვლას ადასტურებს. „ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პროგრესი აქვს ევროკავშირის გზაზე და ჯერ კიდევ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვასა და უკრაინას ფუნდამენტური უფლებების თავში“, — წერს სამხარაძე X-ზე. დეპუტატის ეს პოსტი გაზიარებული აქვს და პასუხობს ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი: „არა, ბატონო სამხარაძე. ეს ასე არ არის. საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკან დახევაა. ამის გამო შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“, — წერს იგი. ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა გაფართოების ყოველწლიური ანგარიშები, რომლებიც გაწევრიანების მსურველ 10 ქვეყანაში (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი) არსებულ მდგომარეობასა და პროგრესს აფასებს. ევროკომისია იმეორებს ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს, წევრი სახელმწიფოების მეთაურებისგან დაკომპლექტებული ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსის გამო გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია განვიხილოთ“, — ნათქვამია ანგარიშში. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ მანიპულაციურად ცდილობს, ანგარიში დადებითად წარმოაჩინოს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად შეჩერებული არ არის. ნეტგაზეთი
  25. პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლულუაშვილის განცხადებით, ცესკოსგან ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. პარტიამ ცესკოს მიმართა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი / ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მოახდინა ხმის მიცემა. გარდა ამისა, პარტია ითხოვს, რომ ცესკომ არჩევნების ელექტრონულად ჩამტარებელ კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტი და ყველა ის ცვლილებაც გაასაჯაროოს, რომელიც ამ დოკუმენტშია შეტანილი. როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს წარმომადგენლებისა და „ქართული ოცნების“ ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების სისტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც სწორედ ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებაა, არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ. „დროის გაყვანის მცდელობას ადასტურებს ისიც, რომ ცესკოს ჯერ არ წარმოუდგენია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვის ვადების მარეგულირებელი დოკუმენტაცია. ამ ინფორმაციის მოთხოვნით ჩვენ ცესკოს ორი დღის წინ მივმართეთ. ამ არჩევნებზე არჩევნების შედეგებზე სისტემურად ტექნოლოგიური მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა სწორედ ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება. ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტის მიხედვით, თავდაპირველად რა ვადაში იყო ან/და ცვლილების შედეგად ახლა რა ვადაში უნდა მოხდეს ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის გასუფთავება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოს მოუწოდებენ, გადამოწმდეს, ვინ მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. დამკვირვებელი ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა” აცხადებს, რომ არჩევნებში ადგილი ჰქონდა ე.წ. სისტემურ კარუსელს, რომლის ფარგლებშიც ერთმა და იმავე ადამიანებმა არაერთგზის მისცეს ხმა სხვისი, მათ შორის შესაძლოა ემიგრაციაში მყოფი ადამიანების პირადი ნომრების გამოყენებით. ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის განცხადებით, ცესკოს მარტივად შეუძლია ამ პოზიციის გაბათილება, თუ ის ამომრჩევლებს მისცემს საშუალებას, შეამოწმონ, მათი პირადი ნომრით ვინ მისცა ხმა, სად და როდის. პირობითად ემიგრანტი, რომელსაც რეალურად არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუ აღმოაჩენს, რომ ვიღაცამ მისი პირადი ნომრის გამოყენებით საქართველოში მისცა ხმა, ეს “კარუსელის” დამადასტურებელი ფაქტი იქნება. ცესკო უარს აცხადებს იმ მონაცემების გასაჯაროებაზე, რომელიც ოპოზიციას “კარუსელის” არარსებობაში დაარწმუნებდა ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...