-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რაღაც რიტუალებში მონაწილეობა არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ჩვენს სიტყვას და საქმეს აქვს ფასი. სიტყვა გვითქვამს და ის ქცეულა საქმედ. ჩვენგან ეს პარლამენტი ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას. საერთო მიზანი უნდა გვამოძრავებდეს ყველას - ამ ქვეყანაში იმედის გადარჩენა. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/520310834338005
-
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და ისინი ამ წუთებში მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან. ცესკო-ს ეზო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ მათ ინდივიდუალური განცხადებები უნდა შეეგროვებინათ და ისე უნდა წარედგინათ ცესკო-ში. მსვლელობაში მონაწილეობენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსებიც. ხატია დეკანოიძემ სამართალდამცველებს მიმართა, რომ მსვლელობის დროს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იყოს. მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი. იპნ
-
ცესკოსთან ქალების აქცია იმართება - შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ცესკოს შენობასთან ქალების აქცია მიდინარეობს – ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცველები დგანან შენობის შესასვლელთანაც. როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით შესასვლელი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებს სურთ, ცესკოში ფარულობის დარღვევების შესახებ განცხადებები შეიტანონ. რამდენიმე დღის წინ ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ახალი კამპანიის მოამზადებდა 2 განცხადებას. ერთი განცხადება იქნებოდა ემიგრანტებისთვის, რათა მათ მიმართონ ცესკოს და დაადასტურონ, რომ არ მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. მეორე განცხადება კი არის ის, რაც დღეს ქალებს ცესკოში შეაქვთ – „საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ცესკოს და განაცხადოს, რომ დაირღვა არჩევნების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი – ხმის ფარულობა”. დღეს, 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმის ფარულობაზე სარჩელებს განიხილავენ. სარჩელები შეიტანეს კოალიციებმა „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობამ“; „ლელოს“ თორნიკე ართქმელაძე წარმოადგენს, „ერთიანობას“- თამარ კორძაია. ასევე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. მოპასუხე სამივე შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. სამივე სარჩელით მოთხოვნილია საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ამ შედეგების ბათილად ცნობა. პუბლიკა -
ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში კაცი და ქალი ამომრჩევლების საშუალო წილი 50-50 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ამავე უბნებზე ერთიანი სიიდან ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო დონე ქალების შემთხვევაში 48%, ხოლო კაცების შემთხვევაში 77%-ია. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“) კიდევ ერთხელ ეხმიანება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებში არსებულ არაბუნებრივ მახასიათებლებს. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო), ჩატარებული ორი ბრიფინგის მიუხედავად, ვერ უპასუხა იმ მთავარ კითხვებს, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ 7 ნოემბრის განცხადებაში დასვა. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, მის მიერვე წარმოებულ და გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არსებული შეცდომებისა და არაბუნებრივი მაჩვენებლების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და დეტალურად ახსნას აღნიშნულის მიზეზები. ცესკომ 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით 11 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულზე მეტი კაცი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული არაზუსტი მონაცემებით ახსნა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია მოცემულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის დაზუსტებული მონაცემები გენდერულ ჭრილში. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ნაწილდება ამ უბნებში კენჭისყრაში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა. საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის მონაცემებში ცვლილება მხოლოდ 11 საარჩევნო უბნის 150 ამომრჩეველს შეეხო, წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას. ამას ადასტურებს ცესკოს ვებგვერდზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებში აუხსნელი ცვლილებები. მაგალითად, 73 საარჩევნო ოლქიდან 57-ში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების, ხოლო 2 საარჩევნო ოლქში ქალი ამომრჩევლების რაოდენობის კლება, რაც შესაძლებელია, აიხსნას მხოლოდ მათში შეცდომის არსებობით ან მონაცემების მანიპულაციით. საერთო ჯამში, კენჭისყრის დღის შემდეგ, ცესკოს მონაცემებში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების რაოდენობის კლება 88 975-ით და ქალი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა 91 911-ით. საყურადღებოა, რომ 10 საარჩევნო ოლქში შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც. მაგალითად, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, ბოლოს მიღებული მონაცემები კი აჩვენებს 43 858 ამომრჩევლის გამოცხადებას. საარჩევნო ადმინისტრაციას არ განუმარტავს, თუ რამ გამოიწვია მსგავსი არალოგიკური ცვლილებები მის მიერ გამოქვეყნებულ და საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, თუკი შეცდომა მხოლოდ 11-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაუშვა. საარჩევნო ადმინისტრაცია საერთოდ არ გამოხმაურებია იმ საარჩევნო უბნებზე აქტივობის საეჭვო მახასიათებლებს, სადაც კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის განსხვავება არაბუნებრივად მაღალია. თუკი ცესკო გამორიცხავს ამგვარი საარჩევნო უბნებიდან მონაცემების შეგროვებისას შეცდომის დაშვებას, ნორმალური განაწილებიდან კაცი ან ქალი ამომრჩევლის აქტივობის გადახრა შესაძლოა, კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ მანიპულაციებზე მიუთითებდეს. „სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება. მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში კაცი და ქალი ამომრჩევლების საშუალო წილი 50-50 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ამავე უბნებზე ერთიანი სიიდან ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო დონე ქალების შემთხვევაში 48%, ხოლო კაცების შემთხვევაში 77%-ია. 32 საარჩევნო უბანზე, სადაც ქალი ამომრჩევლის არაბუნებრივად მაღალი აქტივობაა გამოხატული, ერთიან სიაში კაცი ამომრჩევლები საშუალოდ 51%-ით, ხოლო ქალები 49%-ით არიან წარმოდგენილი, თუმცა კაცი ამომრჩევლების აქტივობის საშუალო დონე ამ უბნებზე 48%-ს, ქალების კი 80%-ს უტოლდება. „სამართლიან არჩევნებს“ ცესკოსგან ჯერ კიდევ არ მიუღია გამოთხოვილი ინფორმაცია საარჩევნო უბნებში სპეციალურ სიებში გენდერული შემადგენლობის შესახებ. თუმცა, როგორც არ უნდა ნაწილდებოდეს სპეციალური სიიდან არჩევნებში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა, ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით, უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ამომრჩეველთა აქტივობის არაბუნებრივი ხასიათი უცვლელი რჩება. „სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს მოუწოდებს, სრულყოფილი პასუხები გასცეს მისი მისამართით არსებულ კითხვებს, წარმოადგინოს საარჩევნო უბნებიდან მიღებული ქვითრები და ანგარიშები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ და საზოგადოებას მიაწოდოს დადასტურებულად ზუსტი ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული შემადგენლობის შესახებ საარჩევნო უბნების მიხედვით, რაც მნიშვნელოვანია სტატისტიკური ანალიზის შედეგად გამოვლენილი არაბუნებრივი მაჩვენებლების ასახსნელად“,- აღნიშნულია განცხადებაში. ipn
-
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის გზას ჩემი ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ჭარბი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო ხარჯების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ“, - აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, დეპარტამენტი მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა. „მცირე მთავრობა, მეტი ეფექტურობითა და ნაკლები ბიუროკრატიით, იქნება შესანიშნავი საჩუქარი ამერიკისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების 250 წლისთავზე. დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებას მიაღწევენ! ”- განაცხადა ტრამპმა. ილონ მასკის თქმით კი ახალი დეპარტამენტი შოკისმომგვრელი იქნება იმათთვის, ვინც ჩართულია სამთავრობო რესურსების გაფლანგვაში. „ეს შოკისმომგვრელ ტალღებს გადასცემს სისტემას და ნებისმიერს, ვინც მონაწილეობს სამთავრობო გაფლანგვაში, რაც უამრავი ადამიანია!“ - აღნიშნა მასკმა. მილიარდერი მეწარმის, ილონ მასკის კომპანიების შემადგენლობა მოიცავს ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს, სოციალური მედიის პლატფორმა X-ს და სარაკეტო კომპანია SpaceX-ს. რამასვამი ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც კენჭს იყრიდა „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის, მაგრამ მოგვიანებით საარჩევნო რბოლას გამოეთიშა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა. იპნ
-
საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Mirage 2000-5F ტიპის 6 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე თავდაცვის ინვესტიციების საკითხებში, აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი გორდონ დევისი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება. შეგახსენებთ, ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას რამდენიმე ფრანგულ Mirage 2000-5 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემდნენ და 4 500 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებდნენ. იპნ
-
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაასახელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „პიტმა მთელი ცხოვრება გაატარა, როგორც მეომარმა ჯარებისა და ქვეყნისთვის. პიტი მკაცრი, ჭკვიანი და ჭეშმარიტად სწამს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულები არიან - ჩვენი არმია კვლავ დიდი იქნება და ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან“, - აღნიშნა ტრამპმა. ჰეგსეთს სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, ის ავღანეთისა და ერაყის მისიებშიც მსახურობდა. იპნ
-
როდესაც ცესკო არის დისკრედიტირებული, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული არჩევნების გაყალბების პროცესში, არ შეიძლება ასეთ დროს შენი უპასუხისმგებლო ქმედებებით ცესკო გამოიყვანო რაღაცაში მაინც მართალი. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1849231912276077
-
არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს, რითაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართვას ეხმაურება. "როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას. კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს. არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
-
გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არ აპირებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს იმავე ტიპის განცხადებით, რა განცხადებებითაც ცესკოს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიმართავენ. ანა ბუჩუკურის თქმით, ცესკოს მიერ პარლამენტისთვის გადასაგზავნი დეპუტატების სიის გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს. პარტია „საქართველოსთვის“ აქცენტს საარჩევნო კოდექსის 120-ე და 131-ე მუხლებზე აკეთებს. 120-ე მუხლის თანახმად: 131-ე მუხლის თანახმად: დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შეწყვეტას პარლამენტის თანხმობა სჭირდება. „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ” და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკოს მიმართეს, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“. თინა ბოკუჩავამ არგუმენტად მოიყვანა საარჩევნო კოდექსის 131-ე და კონსტიტუციის 25-ე – „საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების“ მუხლი. ეს მუხლი ბოკუჩავამ ასე განმარტა: „ერთიანობის“ კოალიციის წევრმა, თამარ კორძაიამ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ ცესკომ პარლამენტს 150-ის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის სია უნდა გაუგზავნოს. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ ცესკოს არ აქვს უფლება, დააკმაყოფილოს იმ ტიპის განცხადება, რაც ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გააკეთა. კომენტარი გააკეთა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა და თქვა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.
-
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილების ასაკი 25 წლამდეა, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ნეტგაზეთს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნეტგაზეთი
-
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტის არჩეული წევრები ინდივიდუალური განცხადებით მიმართავენ ცესკოს, არ გატარდნენ რეგისტრაციაში როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი და არ გაიცეს მათზე პარლამენტის არჩეული წევრის დროებითი მოწმობა. საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლში წერია, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ. „პუბლიკა“ დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა, ცესკომ გაითვალისწინოს ოპოზიციონერთა განცხადებები და უარი თქვას პარლამენტის არჩეულ წევრთა რეგისტრაციაში გატარებაზე. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ კანონით, ცესკო შემაჯამებელი ოქმის მიღების შემდეგ ვალდებულია, პარლამენტის არჩეული წევრები გაატაროს რეგისტრაციაში და გადასცეს პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობა. ხმალაძის თქმით, დროებითი მოწმობა პარლამენტის არჩეულ წევრს აძლევს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს პირველ სხდომაში. პირველ სხდომაზე პარლამენტის სულ მცირე 76-მა დეპუტატმა უნდა ცნოს არჩეული წევრების [2/3] უფლებამოსილება. ხმალაძის განმარტებით, არჩეულ წევრს შეუძლია, ცესკოსგან არ აიღოს დროებითი მოწმობა, მაგრამ პარლამენტის უმრავლესობის მიერ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში დეპუტატად ის მაინც გამოცხადდება. შეკითხვაზე, ცესკოს თუ აქვს უფლებამოსილება, გაითვალისწინოს კოალიციების განცხადება და არ გაატაროს ისინი რეგისტრაციაში, ხმალაძე პასუხობს, რომ არა. დღევანდელ განცხადებაში „ერთიანობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ მიუთითა კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ნორმატიულ შინაარსზე. ბოკუჩავას თქმით, ამის მიხედვით, პარლამენტში არჩეულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას საჯარო თანამდებობის დაკავებაზე. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ თანამდებობის დაკავების ან გადადგომის პროცედურები კანონმდებლობითაა გაწერილი, საარჩევნო კანონმდებლობით კი პირებს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის უფლება აქვს ან არჩევნებამდე 16 დღით ადრე ან პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რომ დღევანდელ განცხადებაში არა მანდატებზე უარის თქმაზე, არამედ პარლამენტის არჩეულ წევრად რეგისტრაციაში არგატარებაზე იყო საუბარი, ვახუშტი მენაბდე პასუხობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობით ასეთი პროცედურა გათვალისწინებული არაა. ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ კანონმდებლობა უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. „მოქმედი კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის შემთხვევაში, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში და სხვაგვარი რეგულირება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არ არის“, – ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი. როდისაა შესაძლებელი დეპუტატის მანდატის დატოვება და საპარლამენტო სიის ჩახსნა ვახუშტი მენაბდეს განმარტებით, კანონმდებლობით, საპარლამენტო სიის ჩახსნა შესაძლებელია არჩევნებამდე ან პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიებს შეუძლიათ, ცესკოს მიმართონ და მათი პროპორციული სიიდან ჩახსნან ის წევრები, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდნენ. ხოლო უკვე პარლამენტის დეპუტატებმა უნდა მიმართონ პარლამენტს და მოითხოვონ მანდატის გაუქმება. პუბლიკა
-
საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ცესკო „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართვას ეხმაურება. ცესკო-ს განცხადებით, პარტიებმა მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ. „მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც არჩევნების შეფასებისას, მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, ამ საკითხთან მიმართებაშიც ზედმიწევნით დაიცავს კანონს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით კი განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში. ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ მიიღო. იპნ
-
"ნაციონალურ მოძრაობას" სჩვევია პოპულისტური განცხადებები და ამ ქმედებებით საკუთარ ამომრჩევლებში კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევენ. მსგავსი ქმედების საფუძველი კანონში არ არსებობს. ჩვენ ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და მივყვებით გეგმას. ჩვენზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს, მათი ქმედება კი პოტენციურად შეიძლება "ქართული ოცნების" ინტერესებს წარმოადგენდეს, იმ თვალსაზრისით, რომ ამაზე შეიძლება გამოვიდნენ და პირდაპირ დასცინონ. ვამბობდით, ვამბობთ და მომავალშიც ამას ვიტყვით - ჩვენ, ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივანიჭებთ" ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/510794451956543
-
მესტიის მერია: მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მაინერების მფლობელებს მოუწოდებს, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები. უწყება ამბობს, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. მერიის განცხადებაში წერია, რომ მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება. სვანეთში ბოლო რამდენიმე წელია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ პრობლემის მიზეზი მოსახლეობის მიერ მაინერების მუშაობაა. publika -
გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანიის სამი მთავარი პარტიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე შობამდე დააყენებს. შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია გასულ კვირას მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადააყენა. იპნ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, - დაპირისპირების ამსახველ ვიდეო მასალას ტელეგრამ არხი - RESPUBLICA ავრცელებს. ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა. კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული ოპოზიციონერები ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. 12 ნოემბერს გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც „უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა „უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს“. მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ოპოზიცია“ 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა. იპნ
-
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. Decision Desk HQ-ის წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო 218-ე ადგილი მოიპოვეს და ამრიგად, „რესპუბლიკური პარტია“ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის კონტროლს შეინარჩუნებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადგილების საბოლოო გადანაწილება ჯერჯერობით უცნობია, რადგან კალიფორნიის შტატის რამდენიმე ოლქში ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება. ცნობისთვის, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ სენატზე კონტროლი გასულ ოთხშაბათს მოიპოვა. Associated Press-ის ბოლო ინფორმაციით, სენატში „რესპუბლიკელებმა“ 53 ადგილი მოიპოვეს, ხოლო „დემოკრატებმა“ - 47. აშშ-ის ახალი კონგრესის პირველი სხდომა 3 იანვარს გაიმართება. იპნ
-
რა უთხრეს ევროპელმა პარლამენტარებმა რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს ევროპის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებმა. მათ შორის იყვნენ გერმანელი მიხაელ როთი, პოლონელ მიხაილ კამინსკი, ლიეტუველი ჟიგიმანტას პავილიონისი, ფინელი იუკა კოპრა და შვედი ერიკ ოტოსონი. „ნეტგაზეთი“ მათი გამოსვლების თარგმანს გთავაზობთ: მიხაელ როთი ჟიგიმანტას პავილიონისი ერიკ ოტოსონი იუკა კოპრა მიხაელ კამინსკი -
როთი თბილისში აქციაზე: დემოკრატია ცოცხალია თქვენი წყალობით
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ვიცი, რომ დაღლილები ხართ, იმედგაცრუებულები, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ”, – ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის წინ 11 ნოემბერს გამართულ აქციაზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა განაცხადა. მან ქართულ საზოგადოებას შემართებისკენ მოუწოდა, უპასუხა მმართველი გუნდის განცხადებებს ევროპელ ლიდერებზე და აღნიშნა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია რუსული იმპერიალიზმია, რომელიც საფრთხეს უქადის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებსაც. გთავაზობთ მისი გამოსვლიდან ამონარიდებს: -
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ ცნობები ვრცელდება. როგორც მედია წერს, დაკავებების თაობაზე ინფორმაცია "ტელეგრამ არხებზე" გავრცელდა. კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში "საჯარო შეხვედრიდან" დაბრუნებული "ოპოზიციონერები" ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ამასთან, აღინიშნება, რომ დაკავებულების ახლობლებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა გუმისთას ხიდი გადაკეტეს, "დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით". როგორც მედია აღნიშნავს, "ტელეგრამის" არხების ცნობით, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სპონტანურ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები "სოხუმის თავისუფლების მოედანზე" გადავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობამდე სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ოპოზიცია" 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა. იპნ
-
რაც უფრო მალე მოვა გონს ხელისუფლება, მით უფრო ნაკლები იქნება კრიზისი, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საგარეო ზეწოლა, რომელიც ქვეყანას სამართლიან გარემოში დააბრუნებს. “მე არ ვიცი, ეს აქციები ყოველდღიური იქნება თუ პერიოდულად ჩატარდება, ეს დამოკიდებულია იმ განწყობაზე, რომელიც საზოგადოებაში არის. ადეკვატური და გონიერი ხელისუფლება მოუსმენს თავის მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ ხან ბევრია ხალხი აქციაზე და ხან, შედარებით, ნაკლები, მაგრამ, ფაქტია, რომ ქვეყანაში არის უკმაყოფილება და უსამართლობის განცდა. ამის გამოსავალი მხოლოდ ერთია - თუ იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, საერთაშორისო გამოძიება და ამას უნდა დათანხმდეს ხელისუფლება. საქართველოში არც ერთი დამოუკიდებელი სტრუქტურა აღარ არსებობს, რომლის მიმართაც ქვეყანაში ნდობა არის. ამიტომ, რაც უფრო მალე მოვა გონს ხელისუფლება, მით უფრო ნაკლები იქნება კრიზისი. სხვა შემთხვევაში, ქვეყანა შევა კრიზისში და ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა მთლიანად მასზეა. საერთაშორისო და საგარეო ზეწოლის შედეგად, მე ვფიქრობ, რომ მაინც უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა სამართლიან გარემოში დაბრუნდეს და დემოკრატიული განვითარების ძირითად გზაზე დადგეს ისევ”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა. კითხვაზე, ამჯერად მაინც თუ იქნებიან გახარიას გუნდის წევრები აქციის დროს სცენაზე, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სცენაზე დგომის განსაკუთრებული სურვილი არ არის, თუმცა, ისინი პროტესტის ნაწილად რჩებიან. “სცენაზე დგომის განსაკუთრებული სურვილი მაინც და მაინც არ გვაქვს. ჩვენ ვართ იმ პროტესტის ნაწილი, რომელიც არის საზოგადოებაში. ჩვენ ვართ ამ საზოგადოების ნაწილი. ჩვენი გეგმა არის ის, რომ პროტესტის მონაწილეებიც ვიყოთ, გავაძლიეროთ ის მტკიცებულებები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს სჭირდებათ იმისთვის, რომ მათ ჩამოაყალიბონ საბოლოო შეფასებები საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და საბოლოო ჯამში, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ დათანხმდეს საერთაშორისო გამოძიებას, რომელმაც საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოიტანოს”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. იპნ
-
საქართველოში ცვლილებებს ყოველთვის ახდენდა ხალხთა მცირე ჯგუფი, რომელიც იყო იდეის ერთგული. გაზაფხულზე დაიბადა ახალი საზოგადოება, რომელსაც ბიძინა ივანიშილი ვერ შეევაჭრება, ამიტომაც ეშინია მას მათი. ვიკა ფილფანი, სამოქალაქო აქტივისტი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066913091646548