-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. „თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად“, - წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. იპნ
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს, 18 ნოემბერს, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ - ევროკავშირის პასუხზე რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირი-აშშ ურთიერთობებს. კერძოდ, ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით. ასევე, განხილვის თემა იქნება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. საბჭო გამართავს დისკუსიას ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდის მოვლენებზე იპნ -
პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენელი აქციაზე იმყოფება, თუმცა კარვების გაშლაში ისინი არ მონაწილეობენ. ამის შესახებ პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. „ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ, მაგრამ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ინდივიდუალურად პროტესტში მონაწილეობენ, რადგან ჩვენ ვართ ყველგან, სადაც ჩვენი მოქალაქეები და ამომრჩეველია, რომელიც მშვიდობიანი ფორმით იცავს არჩევნებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განუცხადეს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში. თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, კარვები გაშალეს და ტერიტორიის პიკეტირება მოახდინეს, შეკრებილებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მიმართეს სიტყვით. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია, ასევე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, გიგი უგულავა და სოფო ჯაფარიძე. 1ტვ
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ ოპოზიციამ კარვები გაშალა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს იქნება 24-საათიანი, მშვიდობიანი აქცია და ქუჩაში გაათენებენ ღამეს. ადგილე მიიტანეს პლედები და „პარალონები“. პროტესტს უერთდებიან პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეებიც. საკანონმდებლო ორგანოსთან მანამდე აქცია „დაიბრუნე ხმა“ გაიმართა. თსუ-სთან მიდიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებიც, მათ შორის ალეკო ელისაშვილი და სალომე სამადაშვილი. ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე, ვარაზისხევზე მოძრაობა შეზღუდულია. პუბლიკა
-
“ხალხის მხარდასაჭერად სოხუმში ჩამოვედი” – “პიატნაშკას” ლიდერი ახრა ავიძბა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების მიერ დაფუძნებული ინტერნაციონალური დაჯგუფება “პიატნაშკას” ლიდერმა, ახრა ავიძბამ “Газета.Ru-თან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სოხუმში “ხალხის მხარდასაჭერად” და მათთვის “საფრთხეების თავიდან ასარიდებლად” ჩამოვიდა. “ხალხის მხარდასაჭერად მოვედი, რადგან ყოველთვის გვასწავლიდნენ – სადაც სამზე მეტი აფხაზია, ყოველთვის ადექი და იკითხე რა და როგორო. ამიტომ, მოვედი, რომ ჩემს ეთნიკურ ჯგუფთან დავდგე და საფრთხეები თავიდან ავარიდო,” – თქვა მან. მან ასევე აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, აფხაზეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გეგმავს. “მე არ ვაპირებ თანამდებობაზე კენჭისყრას, რადგან არ მიმიღია ხალხისგან ისეთი დავალება, რომ ვყოფილიყავი მათი წარმომადგენელი ამ რანგში,” – აღნიშნა ავიძბამ. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, დატოვოს გადადგეს იმის შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომს არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს. “აფხაზეთის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. პარლამენტის წევრებზე არის უზარმაზარი ზეწოლა, რომ პარლამენტმა მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. მეორეც, რომც იყოს მიღებული, არ განხორციელდება. არ მინდა, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მე ძალაუფლების შენარჩუნება მსურს. არა, მე მინდა ვთქვა შემდეგი: თუ სიტუაცია კონსტიტუციურ ჩარჩოში არ მოექცა, ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს, ამიტომ, ვინც სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას ცდილობს, მათ უნდა დატოვონ სამთავრობო შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მზად ვარ დავნიშნო არჩევნები და გადავდგე. ვიცე პრეზიდენტი დაიწყებს ქვეყნის მართვას. მე კი მზად ვარ მივიდე არჩევნებზე და შემდგომ უკვე ხალხმა თქვას, ვის დაუჭერენ მხარს. დაე, სიმართლე იყოს ხალხის ნების შედეგი. სხვაზე არაფერზეა საუბარი. გმადლობთ ყურადღებისთვის,” – განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ამასთან, იქამდე, 15 ნოემბრის პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა.”პრეზიდენტი, პრემიერი, სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები ადგილზე რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას. გთხოვთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებზე. მე ვრჩები აფხაზეთში და ვიმუშავებ, როგორც ადრე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან“, – თქვა მან.მის გადადგომას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს.პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. ნეტგაზეთი -
„არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და პარლამენტს ლეგიტიმურად" - სტუდენტების მანიფესტი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოში მოქმედი 13 უნივერსიტეტის სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არ ცნობენ 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და მისი შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის ლეგიტიმურობას. ამ მანიფესტს ხელს აწერენ სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებისა: ილიას უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; აგრარული უნივერსიტეტი; თავისუფალი უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; GIPA-ს უნივერსიტეტი; BTU; საქართველოს უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პუბლიკა -
აფხაზურ ოპოზიციას ჩამოხსნილი ღობის “საქართველოსთან საზღვარზე” გადატანა სურს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აფხაზურმა ოპოზიციამ სოხუმში, დე ფაქტო სამთავრობო შენობების კომპლექსის მახლობლად დაშლილი ღობის “საქართველოს საზღვარზე” გადატანის იდეაზე ისაუბრა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა კან კვარჩიამ განაცხადა, რომლის თქმითაც, ღობეები, რომლებზეც აფხაზეთის [დე ფაქტო] გერბებია აღბეჭდილი, “ფრთხილად იქნება დაშლილი.” “ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გავაფრთხილეთ (სასაზღვრო სამსახური), თუკი საშუალება ექნებათ, ყველაფერი გულდასმით უნდა შეაგროვონ… ვაპირებთ, რომ ოფიციალურად ჩავაბაროთ,”- განაცხადა მან. დღეს, ოპოზიციის მომხრეებმა დაიწყეს ღობის დემონტაჟი, რომელიც დე ფაქტო მთავრობამ დე ფაქტო სამთავრობო კომპლექსები რამდენიმე თვის წინ შემოღობა. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, დატოვოს გადადგეს იმის შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომს არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს. “აფხაზეთის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. პარლამენტის წევრებზე არის უზარმაზარი ზეწოლა, რომ პარლამენტმა მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. მეორეც, რომც იყოს მიღებული, არ განხორციელდება. არ მინდა, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მე ძალაუფლების შენარჩუნება მსურს. არა, მე მინდა ვთქვა შემდეგი: თუ სიტუაცია კონსტიტუციურ ჩარჩოში არ მოექცა, ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს, ამიტომ, ვინც სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას ცდილობს, მათ უნდა დატოვონ სამთავრობო შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მზად ვარ დავნიშნო არჩევნები და გადავდგე. ვიცე პრეზიდენტი დაიწყებს ქვეყნის მართვას. მე კი მზად ვარ მივიდე არჩევნებზე და შემდგომ უკვე ხალხმა თქვას, ვის დაუჭერენ მხარს. დაე, სიმართლე იყოს ხალხის ნების შედეგი. სხვაზე არაფერზეა საუბარი. გმადლობთ ყურადღებისთვის,” – განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ამასთან, იქამდე, 15 ნოემბრის პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა.”პრეზიდენტი, პრემიერი, სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები ადგილზე რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას. გთხოვთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებზე. მე ვრჩები აფხაზეთში და ვიმუშავებ, როგორც ადრე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან“, – თქვა მან.მის გადადგომას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს.პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. netgazeti -
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 18 ნოემბერს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 18 ნოემბერს 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ - ევროკავშირის პასუხზე რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირი-აშშ ურთიერთობებს. კერძოდ, ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით. ასევე, განხილვის თემა იქნება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. საბჭო გამართავს დისკუსიას ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდის მოვლენებზე. ipn -
პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ. ამ ვითარებაში რთულად წარმოსადგენია მშვიდობა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისივე თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ცესკომ დაწერა ის, რაც ივანიშვილმა უკარნახა კალანდარიშვილს. „რაც შეეხება პატრიარქს, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს აქვს მნიშვნელოვანი როლი, ადგილი და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სულიერების კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს კონკორდატი, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია არ ერევა საერო საქმეებში. პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ. ამ ვითარებაში, რთულად წარმოსადგენია მშვიდობა, როდესაც ხდება ძალადობა, ახალგაზრდების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გამოყენება, პროტესტის უფლებაში ჩარევა, არჩევნების თავისუფლება მიტაცებული აქვს ივანიშვილს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს და დემოკრატია, არა ავტორიტარიზმი, რაც ივანიშვილმა დაამყარა“,- აღნიშნა აქუბარდიამ. ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განმარტა, რომ ლეგიტიმაციას არ შეუქმნიან გაყალბებულ არჩევნებს. „ივანიშვილი არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სიის პირველი ნომერია. იქნება 89 ოცნების დეპუტატი არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული. ის რომ, ლეგიტიმაციას არ შევუქმნით გაყალბებულ არჩევნებს, ეს არის ფაქტი“, - აღნიშნა აქუბარდიამ. ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეჯამების ფაქტს გამოეხმაურა. ილია მეორე გამოთქვამს იმედს, რომ „ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის“. „დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“, - აღნიშნა პატრიარქმა. ipn
-
ადვოკატი: სამართალდამცავები დაკავებულებს ურტყამდნენ ფეხებს, აღენიშნებათ დალურჯებები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ადვოკატის განცხადებით, გუშინ, 16 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებულებზე პოლიციამ იძალადა. აქციის დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის, „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლიფონავა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ვანო გომურაშვილი. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ადვოკატი, მარიკა არევაძე ამბობს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. -
ჯასტინ ტრუდო - უკრაინაში ომი, შეიძლება, უახლოეს თვეებში დასრულდეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებას პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ ომის დასრულება რუსეთის პრეზიდენტთან გარკვეულ ჩართულობას მოითხოვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. “ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ძალადობის დასრულება, კონფლიქტების დასრულება მთელს მსოფლიოში. ეს მოითხოვს გარკვეული დონის ურთიერთქმედებას კოლეგებთან, რომლებთანაც ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთქმედებას არ ვეთანხმებით“, - აღნიშნა ტრუდომ. ამასთან, მისი თქმით, კანადა რჩება უკრაინის გამარჯვების ერთგული და სურს ომის დასრულება რაც შეიძლება მალე და რომ, შესაძლოა, "ეს უახლოეს თვეებში მოხდეს". შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ორი წლის განმავლობაში პირველად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ამ სატელეფონო ზარზე კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი იმსახურებს იზოლაციას და ეს სატელეფონო საუბარი იყო ზუსტად ის, რაც პუტინს დიდი ხანია სურს. იპნ -
ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას გვესმის, რომ მარტივი არ არის ამ დიქტატურის დამარცხება, რომელიც არჩევნების გასაყალბებლად ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/921942146069505
-
ქურდოვანიძე: იმ მუხლებს, რომლითაც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა შეხებოდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ წესით იმ მუხლებს, რომლითაც ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელები სასჯელს იხდიდნენ, „წესით ამნისტია არ უნდა შეხებოდა”. „5 ივლისის” საქმეზე მსჯავრდებულები – დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე და ცოტნე ჩიხლაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ადვოკატ სერგი ხურციძის თქმით, 3.4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მათ ამნისტია შეეხოთ და საპატიმრო დაახლოებით 8 თვით ადრე დატოვეს. კიდევ ერთი მსჯავრდებულის, თორნიკე დავლაშერიძის გათავისუფლების IPN-თან ადასტურებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი. ბრალდებულები დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი, გია გიგუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ „სასამართლო მათ მიმართ გამოყენებულ სანქციაში ისედაც ლმობიერი იყო და საქმის განხილვისას მოუხსნა ერთი მუხლი, რომელიც უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებდა. ამის გამო მათ ციხე 2025 წლის ზაფხულში უნდა დაეტოვებინათ”. პარლამენტმა ამნისტიის კანონი 17 ოქტომბერს მიიღო. კანონი მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს არ უნდა შეეხოს. TV პირველის“ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 2021 წლის 5 ივლისს პროფესიული მოვალების შესრულებისას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ მას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. 11 ივლისს ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას. ექსპერტიზის ბიურო მისი გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობას მიიჩნევს. პარლამენტმა„ამნისტიის შესახებ“ კანონი 17 სექტემბერს მიიღო. პუბლიკა -
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა - მამაკაცი დაკავებულია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. იპნ -
რუსული მედია - დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა. „კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (თაღლითობა განსაკუთრებით დიდი მასშტაბით). გარდა ამისა, დედაქალაქის სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეარჩია“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში. მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ რუსულ გამოცემა TASS-ს დაუდასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლად დააპატიმრეს. ამასთან, რუსული მედია წერს, რომ კეზერაშვილის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს და ის კანონიერ ძალაში შევიდა. ბრალდებულთან დაკავშირებით შსს-ს ძებნის ბარათში მითითებულია, რომ ის სისხლის სამართლის ორ საქმეზეა ბრალდებული. იპნ -
ხვალ, პარლამენტთან, აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
17 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე. ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე. გარდა ამისა, ხვალ სტუდენტები რამდენიმე ადგილიდან მსვლელობით დაიძვრებიან რუსთაველის გამზირისკენ და შეუერთდებიან პარლამენტთან დაგეგმილ აქციას. იპნ -
„დაიტოვეს” წევრებს პოლიცია საშუალებას არ აძლევს, გასაპროტესტებლად კალანდარიშვილის სახლისკენ წავიდნენ „დაიტოვეს” წევრებს, რომლებიც კალანდარიშვილის სახლისკენ მიდიოდნენ, უცნობი კაცი თავს დაესხა. აქტივისტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახლისკენ მიდიოდნენ, როცა მოულოდნელად აგრესიულმა კაცმა მათ გინება დაიწყო და ფიზიკურად დაუპირისპირდა. „ტვ პირველს” მან უთხრა, რომ „მეზობელია”. ვითარება პოლიციამ განმუხტა. ამავე დროს, ისინი „დაიტოვეს” წევრებს საშუალებას არ აძლევენ, გიორგი კალანდარიშვილის სახლისკენ წავიდნენ. ადგილზეა გოგა მენანიშვილი, პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. არის შეხლა-შემოხლა. დღეს, 16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცესკოს თანახმად, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53,93% და 89 მანდატი მიიღო. პუბლიკა
-
„5 ივლისის” საქმეზე მსჯავრდებულები – დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე და ცოტნე ჩიხლაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, – ინფორმაციას „პუბლიკას” ადვოკატი სერგი ხურციძე უდასტურებს. ხურციძის თქმით, 3.4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მათ ამნისტია შეეხოთ და საპატიმრო დაახლოებით 8 თვით ადრე დატოვეს. კიდევ ერთი მსჯავრდებულის, თორნიკე დავლაშერიძის გათავისუფლების IPN-თან ადასტურებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი. 2022 წლის 4 აპრილს ლექსო ლაშქარავას ცემაში ბრალდებული ექვსი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ კი, გასული წლის იანვარში, ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო ჯგუფური ძალადობის ნაწილში და მათ პატიმრობა თითო წლით შეუმცირა. ბრალდებულები დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი, გია გიგუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. „TV პირველის“ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 2021 წლის 5 ივლისს პროფესიული მოვალების შესრულებისას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ მას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. 11 ივლისს ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას. ექსპერტიზის ბიურო მისი გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობას მიიჩნევს. პარლამენტმა„ამნისტიის შესახებ“ კანონი 17 სექტემბერს მიიღო. პუბლიკა
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზეა დაგეგმილი. ბრიფინგის თემა უცნობია. იპნ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ პრეზიდენტის „ადმინისტრაციასთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „სამთავრობო“ შენობების დატოვებაზე უარი განაცხადეს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ თანახმა მხოლოდ ე.წ. პრეზიდენტის გადადგომაზე იქნებიან. მანამდე, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ გადადგომისთვის მზად იყო, იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები „სამთავრობო“ შენობებს დატოვებდნენ. იპნ
-
ასლან ბჟანიას განცხადებით, მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, „პრეზიდენტის“ თანამდებობას დატოვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს. „მათ ვინც შენობა დაიკავა, ვინც სახელმწიფო გადატრიალების დასრულებას ცდილობდა, შენობის კომპლექსი უნდა დატოვონ, რის შემდეგაც მე მზად ვარ არჩევნები დავნიშნო, მზად ვარ გადავდგე და არჩევნებში მონაწილეობა მივიღო“, - განუცხადა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში შეკრებილ მხარდამჭერებს. მისივე თქმით, გადადგომის შემდეგ „ქვეყნის მართვას ვიცე-პრეზიდენტი გააგრძელებს“. ipn
-
დღეს აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რეჟისორი გიორგი ლიფონავა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რეჟისორი გიორგი ლიფონავა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, სამივე დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით. აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო აქცია დასრულდა. პოლიტიკოსებმა მოქალაქეებს ხვალ, 19 საათზე პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდეს. ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს აღმაშენებლის ხეივანზე. პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს უფლებას არ აძლევს გზის სავალი ნაწილის სრულად გადასაკეტად. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად შეხლა-შემოხლაა. ცესკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა. ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგებით, „ქართულ ოცნებას” 89 მანდატი აქვს, ხოლო ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამში – 61. დღეს სხდომის დაწყებიდან მალევე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახეზე შავი საღებავი შეასხეს. სიტყვას ცესკოს წევრი ენმ-დან, დავით კირთაძე ამბობდა. მან კალანდარიშვილს მიმართა, „თქვენ თავმჯდომარესაც ვერ გიწოდებთ, თქვენ ხართ „ტოჩკა.რუ”. პუბლიკა -
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ