Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გამარჯვებულ პარტიებსა და მანდატმოპოვებულ პირებს მიულოცა და წარმატება უსურვა. „შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად, ქვემდგომ კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, როგორც დროებით, ზემდგომი კომისიის მიერ არჩეულს, ასევე, პარტიულებს, დღეიდან შეუწყდათ უფლებამოსილება. დღევანდელი სხდომა მინდა დახურულად გამოვაცხადო და წარმატებებს გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, ვულოცავ გამარჯვებულ პარტიებს, ვულოცავ მანდატმოპოვებულ პირებს აღნიშნულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ყველას აბსოლუტურად თავიანთ საქმიანობაში", - განაცხადა კალანდარიშვილმა. სხდომათა დარბაზის დატოვებამდე მან რეპლიკის სახით აღნიშნა: "ღირსება არ უნდა დაკარგო!“ იპნ
  2. ეს პროტესტი იქნება განგრძობადი. ხელისფულებას მოუწევს უკან დახევა, ხელისუფლებას მოუწევს იმის აღიარება, რომ მან ეს არჩევნები გააყალბა. ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1208463000267159
  3. ცესკოს სხდომაზე, სადაც არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა შეადგინონ, ცესკოს თავმჯდომარე გიოგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხეს. კალანდარიშვილს შავი სითხე ცესკოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში დავით კირთაძემ შეასხა. „შენ ხარ ჩვენინ ქვეყნის სირცხვილი! შენი რეალური სახე არის შავი ლაქა“ შენ ხარ შავი ლაქა!“ – მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს და შავი სითხე შეასხა. ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა. ნეტგაზეთი
  4. დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საქართველო - უკრაინის შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს - უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6-6 ქულა აქვს ალბანეთს და საქართველოს. ხოლო 4 ქულა უკრაინას. ცნობისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. იპნ
  5. თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა “ინტერპრესნიუსს” თსუ-სთან განუცხადა. ბუჩუკურის თქმით, ივანიშვილი ამდენი წლის მანძილზე ახალგაზრდებს ვერ ხედავდა და ახლა მოუწევს, რომ დაინახოს. „ახალგაზრდების აქციები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. მე არ ვარ ორგანიზატორი, უბრალოდ ამ ადამიანების გვერდში ვდგავარ იმიტომ, რომ სტუდენტების მთელი ხიბლი არის თავისუფლებისა და გულწრფელობის მაღალი ხარისხი, შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი აქცია არის მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ივანიშვილს გაუგზავნონ მესიჯი, არამედ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ამ არჩევნების შედეგებს საქართველოს მოქალაქეების ნდობა არ აქვს. თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს ამ ქვეყანაში. მე მხოლოდ მადლობა მეთქმის თითოეული ამ სტუდენტისთვის. ივანიშვილს ახალგაზრდების არ ესმის, ჩვენ ეს ვნახეთ “რუსული კანონის” მიღების დროსაც, დღემდე ვერ აუხსნია ივანიშვილს, ამ კანონის გაპროტესტებისას იმდენი ახალგაზრდა საიდან გაჩნდა, რა თეორია არ მოიგონა, რა არ შეთხზა. ფაქტია, რომ ახალგაზრდებს ვერ ხედავდა ამდენი ხნის განმავლობაში ივანიშვილი და ახლა მოუწევს, რომ ეს ხალხი დაინახოს”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. იპნ
  6. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. პარალელურად, ცესკოში 11:00 საათზე სხდომაა ჩანიშნული, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებაა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ცესკოში სხდომა მაქსიმალური დისკომფორტის ფონზე წარიმართოს, ვინაიდან ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ. ადგილზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოსა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები და მხარდამჭერები არიან, ასევე აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა მოძრაობის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები. „აქ მდგომი მოქალაქეები ქვეყნის მომავალს იცავენ, იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც არჩევნები მიიტაცა და ყველა უწყებასთან 3-4 მეტრიანი რკინის ღობეები აღმართა. ხელისუფლება, რომელიც არაფრის გაფუჭებას არ აპირებს არ სჭირდება ამხელა ღობეები, მოქალაქეებისგან თავდაცვისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელია მობილიზებული. იპნ
  7. 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში ზარების მიღება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებას ალტერნატიულ ნომრებს სთავაზობს. „გაცნობებთ, რომ გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება. გადაუდებელი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 577011139; 577011174; 591544384; 591946840; 591946870; 591544375. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
  8. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას უცხადებს ბსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც შედეგებს აპროტესტებენ. „თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას, სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუერთდებით გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში!“, – ნათქვამია მათ განცხადებაში. ნეტგაზეთი
  9. 16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ცესკოში 16 ნოემბერს სხდომა ჩაინიშნა, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება. ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე სტუდენტები ცესკოს შენობასთან შეკრებას 11:00 საათისთვის აანონსებენ. "ძლიერი საქართველო" კი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 10:00 საათიდან მივიდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან. იპნ
  10. ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის უნივერსიტეტისა და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებს. უნივერსიტეტის დაცვამ ეზოს ჭიშკარი ჩაკეტა. აქციის მონაწილეები მათ მოუწოდებენ, გახსნან კარი და ისინი შენობაში შეუშვან. „გაგვიღონ ჩაკეტილი ჭიშკარი, რათა შევიდეთ შიგნით და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ბათუმელ და თბილისელ სტუდენტებს. მობილიზება გამოაცხადეს, შიგნით შევიდნენ და ჩაკეტეს ჭიშკარი“, – განაცხადა აქციის მონაწილემ. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა. „ვაპროტესტებთ არჩევნების შედეგებს, რომელიც არც ერთმა ცივილურმა ქვეყანამ ლეგიტიმურად არ ცნო და ეს იყო მთავრობის დაწერილი შედეგები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციაზე სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ერთად შეკრებილები არიან პოლიტიკოსებიც. „ქვეყანაში არის დიქტატურა, მოიპარეს არჩევნები. თბილისში, ბათუმში ახლა დგანან ახალგაზრდები ნათელ მხარეს, აპროტესტებენ და იცავენ არა მარტო თავიანთ, ჩვენს ხმებსაც და ყველა, ვინც ახლა ამას ხედავს, უნდა იდგეს ამ ახალგაზრდების გვერდით. არაა ახლა ნიჰილიზმის და სახლში დგომის დრო“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა. პუბლიკა
  11. არჩევნების დღეს ძალადობის კადრები რომ ვნახე ტელევიზორით, დავურეკე შს მინისტრს, მის მოადგილეს… ვერსად დავუკავშირდი და დღემდე არ გადმოურეკავთ. შემიძლია დავადასტურო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ გიცავდათ იმ დღეს და არ გვიცავს დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ბრძოლა ახლა მხოლოდ პირველ ეტაპზეა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საზოგადოება არის ბევრად უფრო გაერთიანებული და საზოგადოება აჩვენებს გზას პოლიტიკოსებს. „არ ვიყავი დამკვირვებელი, მაგრამ ვუკვირდებოდი ყველაფერს ტელევიზორით იმ დღეს და რაღაც მომენტში, გადმოცემული იყო ეპიზოდი, სადაც ძალიან დიდი ძალადობის ფაქტები იყო ასახული. სამეგრელოში, თუ არ ვცდები. როგორც მევალება, დავურეკე შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა გამეგო, სად იყო პოლიცია, რადგან სამართალდამცველები არსად ჩანდნენ. დავურეკე მობილურზე, მის მოადგილესაც დავურეკე სახელისუფლებო ხაზზე, რომელიც მუდმივად ჩართული უნდა იყოს. ვერსად დავუკავშირდი და დღემდე არ გადმოურეკავთ. შემიძლია დავადასტურო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ გიცავდათ იმ დღეს და არ გვიცავს დღემდე. ეს არაფერს ნიშნავს, ფაქტია, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, არ ჩატარებულა ლეგიტიმურად, გაყალბდა, მოპარულია. დარწმუნებული ვარ, რომ აქ იყო დიდი ინსპირაცია რუსული სცენარის და ამიტომ არის, რომ ბევრი რამ წინასწარ ვერ იქნა გათვლილი. ფსიქოლოგიური ნაწილი იყო ძალიან კარგად გათვლილი, როგორც იცის ჩვენმა მეზობელმა, ძალიან ბევრი წელია, რაც შესწავლილი აქვს ქართული ფსიქოლოგია და ბევრი რამ იყო ძალიან კარგად ჩასმული და თუნდაც “რუსული კანონის” გამოყენება, რომელმაც დამკვირვებლების მომზადება შეაფერხა იმიტომ, რომ სულ სხვა კუთხით წაიყვანა ამ ორგანიზაციების ძალისხმევა, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეუდგნენ ამ ძალიან დიდ საქმეს, მაგრამ, ფსიქოლოგიურადაც და საქმიანობაშიც ძალიან დიდი შეფერხება იყო იმ მომენტში “რუსული კანონის” შემოდგება, რომელზეც სულ ვფიქრობდით, რატომ დასჭირდათ ამ მომენტში. დღეს ბევრად უფრო ადვილი გასაგებია. ეს ბრძოლა მხოლოდ პირველ ეტაპზეა ახლა. ჩემი როლი, როგორც პრეზიდენტის, მაინც არის ის, რომ მე ვიყო კავშირში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და მაქსიმალურად გადავცე ის გზავნილები და ის მოთხოვნები, რაც არის. ჩვენი მტკიცებულებების დრო, ჩემი აზრით, დამთავრდა, მაგრამ თუ ჩათვლიან, რომ ქმედებები კიდევ საჭიროა იმისთვის, რომ რაღაც დროის მოგება უნდათ, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და თქვენ ხართ მზად, თუ იქნება საერთაშორისო გამოძიება, თქვენ უნდა იყოთ ის, ვინც მათ კითხვებს უპასუხებს და არა ვინმე სახელისუფლებო პირები. მნიშვნელოვანია შემართება შიგნით, რაც არ უნდა იყოს სირთულეები. ვიცით, რა არის პოლიტიკური სპექტრი, ვიცით, რამდენად ძნელია მათი გაერთიანება სხვადასხვა კუთხით, თუმცა ეს გრძელდება. საზოგადოება არის ბევრად უფრო გაერთიანებული და საზოგადოება აჩვენებს გზას. მე, როცა ჩემს „პარასკევებს“ დავამთავრებ, აქ ვარ, სადაც საჭირო ვარ, იქ ვიქნები და დარწმუნებული ვარ, რომ, თქვენთან ერთად ვიქნები”, - განაცხადა პრეზიდენტმა. იპნ
  12. საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. დღეს, 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას გეგმავდა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა. სიტუაცია დაიძაბა გარე ტერიტორიაზეც, სადაც მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის ღობე მოანგრიეს და რამდენიმე საათის შემდეგ შენობაც დაიკავეს. როგორც Ekho Kavkaza წერს, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იუწყება, რომ მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს „საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პროექტის უკან გაწვევის შესახებ. მანამდე გავრცელდა ე.წ. ოპოზიციის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ“. „პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ვუსვამდით ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. თუმცა ასლან ბჟანია, მთელი მმართველობის დროს, ამ ურთიერთობების გამოყენებას საკუთარი ანგარებიანი ინტერესებისთვის ცდილობდა“, – აღნიშნულია განცხადებაში. პუბლიკა
  13. თსუ-სთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და ილიაუნისკენ მიდიან. მათ ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ: „საქართველო”. თუმცა, მანამდე დაძაბულობა იყო თსუ-ის I კორპუსის შესასვლელთან. შეკრებილ სტუდენტებს, რომლებსაც პროტესტის შენობაში გამოხატვა სურდათ, შიგნთ არ უშვებდნენ. ხოლო იმ ლექტორებს და სტუდენტებს, რომლებიც მანამდე ლექციაზე იყვნენ, გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული პოლიციელი. იყო სიტყვიერი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის. საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა თქვა: სტუდენტები, აქტივისტები და სხვა მოქალაქეები არჩევნების შესაძლო გაყალბებას აპროტესტებენ და მის ხელახლა დანიშვნას ითხოვენ. სტუდენტების პროტესტს ბიძგი გუშინ, 14 ნოემბრის საღამოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მისცეს. მათ ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. ისინი ბსუ-ს ადმინისტრაციასაც სდებენ ბრალს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობაში. ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დღესაც დარჩებიან უნივერსიტეტის შენობაში. პარალელურად კი თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაათენებენ ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ბსუ-ის სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად. პუბლიკა
  14. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება. ისინი მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. „ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და რთული. ჩვენ შევდივართ ლაბირინთში, მაგრამ გპირდებით, რომ გავარღვევთ მას. გპირდებით, რომ ზღაპრის ბოლო იქნება კეთილი, მაგრამ ამისთვის ახალგაზრდებს ჩვენი მშობლების, ბებია-ბაბუების თაობა უნდა გამოგვყვეთ ამ ბრძოლაში. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მეორე დღეა, სტუდენტების ნაწილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. აქცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ასევე ნახეთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა - ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა - ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა. არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციის ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაც. რედიო თავისუფლება
  15. არის ისეთი საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით, ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მომდევნო არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „მინდა, ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ თქვენი მომავლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ რეალურად, თქვენ იყავით ძალიან უსამართლო ბრძოლაში ფრონტის ხაზზე და იყავით ის ჯარი, რომელიც ჩვენს ხმებს იცავდა. მე ვიტყოდი, რომ ახალი მტკიცებულებები ნამდვილად არ არის საჭირო იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ვნახეთ და ყველა დავრწმუნდით იმაში, რომ ყველაზე მთავარი პრინციპები იქნა დარღვეული ამ არჩევნებზე და არ შედგა არჩევნები, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის პირველადი მტკიცებულება, რაც არის თქვენი პირადი გამოცდილება. თუ გადახედავთ დღევანდელ დარბაზს, დარწმუნდება იმაში, რომ ამდენი სხვადასხვა ფორმით, ამდენი სხვადასხვა გამოცდილება არის ის, რაც საფუძველს უქმნის ყველა იმ მტკიცებულებას, რაც გვაქვს პირველი დღიდან. თქვენ ხართ ის ცოცხალი მოწმეები, რომლებიც არსად წავლენ და რომლებიც დარჩება, როგორც ყველაზე მთავარი მტკიცებულებები. თქვენი გამოცდილება არსად დაიკარგება, რადგან იქნება ახალი არჩევნები, როდის და როგორ, ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ იქნება არჩევნები, რადგან ეს არჩევნები არ შედგა და ამას არავინ შეეგუება, ამიტომ, თქვენი ხვალინდელი ბრძოლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებში ყველაზე კარგად დაიცავთ ჩვენს ხმებს იმიტომ, რომ გექნებათ ეს გამოცდილება, იცით უკვე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუმცა, ალბათ კიდევ ცვლილებები იქნება შეტანილი, მაგრამ მაინც არის ისეთი საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით და ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ, ყველაფერს სჭირდება თავისი გამოცდილება და თქვენი გამოცდილება მართლაც ფასდაუდებელია. მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ ჩემი სახელით, სანამ რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, მაგრამ ჩემი სახელით ნიშნავს ასევე საზოგადოების სახელითა და ქვეყნის სახელით”, - განაცხადა პრეზიდენტმა. ipn
  16. ფოტო: ნათია ლევერაშვილი/პუბლიკა თბილისსა და ბათუმში სტუდენტების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები შეიკრიბნენ როგორც ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან, ისე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები, მათ შორის მოძრაობა „დაიტოვეს” წევრები უკვე დაიძრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ. თსუ-ის ერთ-ერთმა ლექტორმა, დიპლომატმა გიორგი ბადრიძემ დაწერა, რომ „არ უშვებენ შენობიდან, რათა არ შემოუშვან სტუდენტები”. მოძრაობა „დაიტოვეს” წევრის, ილია ღლონტის თქმით, მიდიან თსუ-სთან, რადგან „სტუდენტებს მათი დახმარება სჭირდებათ”. მოქალაქეები არჩევნების შესაძლო გაყალბებას აპროტესტებენ და მის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ. სტუდენტების პროტესტს ბიძგი გუშინ, 14 ნოემბრის საღამოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მისცეს. მათ ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. ისინი ბსუ-ს ადმინისტრაციასაც სდებენ ბრალს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობაში. ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დღესაც დარჩებიან უნივერსიტეტის შენობაში. პარალელურად კი თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაათენებენ ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ბსუ-ის სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად.
  17. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ,,ჩემმა ხმამ”, საიამ და ,,სამართლიანმა არჩევნებმა” დამკვირვებლების და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საჯარო შეხვედრა მოაწყო. დამკვირვებლები პრეზიდენტს არჩევნების დღეს აღმოჩენილ დარღვევებზე ესაუბრებიან. „მინდა თქვენ ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. რეალურად თქვენ იყავით ამ ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ჩვენს ხმებს. ახალი მტკიცებულებები ნამდვილად არ არის საჭირო, ყველამ ვიცით, ვნახეთ, ყველა დავრწმუნდით იმაში, რომ ყველაზე მთავარი პრინციპები დაირღვა ამ არჩევნებში და არ შედგა არჩევნები, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია ადამიანური, პირველადი მტკიცებულება, რაც თქვენ ნახეთ, რაც დაწერეთ, რაც ვერ დაწერეთ, მაგრამ შეინახეთ და ეს მეხსიერება მნიშვნელოვანია. ვინმე თუ გადახედავს ამ დარბაზს, დარწმუნდება, რომ ამდენი სხვადასხვა გამოცდილება საფუძველს უქმნის მტკიცებულებებს, რაც გვაქვს პირველი დღიდან. თქვენ ხართ ცოცხალი მოწმეები, რომლებიც არსად არ წავლენ და რომელიც დარჩება, როგორც მტკიცებულება, ყველაზე მთავარი. თქვენი გამოცდილება არსად დაიკარგება, შედგება ახალი არჩევნები, როდის და როგორ, ვერ ვიტყვით, მაგრამ შედგება ეს არჩევნები, რადგან ამას არავინ შეეგუება და თქვენი გამოცდილება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ხვალინდელ არჩევნებში ყველაზე კარგად დაიცავთ ჩვენს ხმებს. ძალიან ბევრი რამეა, ჩვენ ვერ დავინახეთ, ვერ ვნახეთ, წინასწარ არ დავაზღვიეთ, იმიტომ რომ ალბათ ვიყავით ნამეტანი თვითდაჯერებულები, ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ. ყველაფერს სჭირდება თავისი გამოცდილება და თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელია. მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ ჩემი პირადი სახელით, მაგრამ ჩემი პირადი სახელი, სანამ რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, არის ასევე საზოგადოების სახელით და ამ ქვეყნის სახელით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. publika
  18. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ. როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია. როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოეხატათ ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობა. ადგილზე ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, რომლებიც თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. სტუდენტები სკანდირებენ -"შეუშვით". ipn
  19. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. მსვლელობის ორგანიზატორი ჯგუფი „დაიტოვე“ არის, რომლის ორგანიზებითაც საპროტესტო მსვლელობა წინა კვირაშიც გაიმართა. „პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – აცხადებენ ორგანიზატორები. მსვლელობას შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოაწყვეს. netgazeti
  20. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს. „მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, - - ნათქვამია განცხადებაში. აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას „პრეზიდენტის” თანამდებობიდან უპირობოდ გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა. დემონსტრანტთა ნაწილი ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტში” შეიჭრა. ipn
  21. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შემდეგ, სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია დაიწყო თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. სტუდენტების ნაწილმა დერეფნები და აუდიტორიები შემოიარა სკანდირებით: „გამოდით, გამოდით“. მათ შეურთდნენ აუდიტორიებიდანაც. „ოლიგარქმა მოიპარა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, არჩევნები. მოგიწოდებთ ყველას, იბრძოლეთ, დაგვიდექით გვერდზე“, — აცხადებენ სტუდენტები. ილიას უნივერსიტეტიდან სტუდენტები მსვლელობით გაემართნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ, 17:00 საათზე კი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „დაიტოვეს“ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. 14 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილმა დაიწყო საპროტესტო აქცია. სტუდენტები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებასა და ამ პროცესში აკადემიური სფეროს, უნივერსიტეტის ჩართულობას. სტუდენტები ითხოვენ ხელახალ, ვადამდელ არჩევნებს და მოუწოდებენ ყველა თაობის მოქალაქეს, შეუერთდნენ მათ პროტესტს. 14 ნოემბერს ბსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს. შენობაში არ იყო გათბობა, ორჯერ გაითიშა ელექტროენერგია, მაგრამ სტუდენტებს შენობა არ დაუტოვებიათ. ბსუ-ს გაფიცული სტუდენტები დღეს, 15 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციას აანონსებენ და მოუწოდებენ ყველა თაობას, შეუერთდნენ მათ პროტესტს. „უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ერთადერთი დემოკრატიული გზა, რომელიც გვქონდა არჩევნების გზით შეგვეცვალა ხელისუფლება, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვიკეტა. „ქართული ოცნების“ პირობებში, ამ ცესკოს პირობებში, ამ სუსის პირობებში, არცერთ შემდეგ არჩევნებს აზრი არ ექნება“, – უთხრა „ბათუმელებს“ მათე ცენტერაძემ, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა. ბათუმში მიმდინარე სტუდენტების საპროტესტო აქციას, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა 14 ნოემბერს დაიწყო, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ფეისბუქზე ეხმიანებიან სტუდენტური ჯგუფები. პირველი, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმელ სტუდენტებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა იყო. განცხადება „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ბათუმელი სტუდენტების აქციას ეხმიანება და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი, თსსუ-ს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი და ქუთაისელი სტუდენტების ნაწილიც.
  22. ოცი ორგანიზაცია აცხადებს, რომ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს. მათი თქმით, მიზეზი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებაზე. ამის შესახებ წიგნის გამომცემლებმა და გამავრცელებლებმა 15 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეების გახსნის დღეს ისაუბრეს. ისინი ამბობენ, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციად დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება ასოციაციის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა. გამომცემლები აღნიშნავენ, რომ რუსული კანონის აღსრულების ფარგლებში შექმნილ რეესტრში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება ასოციაციის ხელმძღვანელობამ 2024 წლის 29 აგვისტოს მიიღო. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კი ვერ მოახერხეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ლებანიძესთან და დირექტორთან, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან კონსტრუქციული დიალოგი. წესდებაში არსებული ხარვეზების გამო, წევრთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, შეუძლებელი გახდა ასოციაციის მმართველების შეცვლა. „ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვტოვებთ ასოციაციას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა. მაისის წიგნის ფესტივალის დროსაც გამოვთქვით პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. ახლა საქმითაც ვადასტურებთ, რომ ეს და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი სხვა კანონები მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ არც გაყალბებულ არჩევნებს ვაღიარებთ და ერთად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას“, — ნათქვამია 20 გამომცემლისა და წიგნის გამავრცელებლის ერთობლივ განცხადებაში. გამომცემლობების, “ინტელექტის”ა და “არტანუჯის” მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აგენტად რეგისტრირება დამანგრეველია გამომცემლობების რეპუტაციისთვის, რომლებიც ერთად და ინდივიდუალურად თვეების განმავლობაში იბრძოდნენ ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული ყაიდის კანონების წინააღმდეგ. „ასოციაციაში ჩვენ წლების განმავლობაში ვიბრძოდით ღირებულებებისთვის, თითოეული წევრის უფლებების დასაცავად, რაც მთავარია, ვიცავდით ჩვენი სახელმწიფოს იდეალებს. ჩვენი რეპუტაციისთვის არის დამანგრეველი, რაც გააკეთა ასოციაციის მენეჯმენტმა, როდესაც ფაქტობრივად, ზურგს უკან დაგვარეგისტრირეს აგენტების რეესტრში და ხელი მოაწერეს იმას, რასაც მთელი ჩვენი პროფესიული საქმიანობით ვებრძვით. თითოეული ჩვენგანი თვეების განმავლობაში ვიდექით ქუჩაში რუსული კანონის წინააღმდეგ, ცენზურის კანონის წინააღმდეგ, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა დაარქვეს და ასე გაყიდეს. ამ ჩემთვის მკვდრადშობილი და ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კანონების ძალით ჩვენს ქვეყანაში დაწესდება ცენზურა, რაც ჩვენი სფეროსთვის მომაკვდინებელია. ეს გზა ხელახლა ხომ არ უნდა გავიაროთ? ასოციაციას თითოეული გამომცემლობისა და წიგნის გამავრცელებლის უფლებებისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ დავინახეთ საპირისპირო. საერთაშორისო პლატფორმებზეც ვაპროტესტებთ, რაც ქვეყანაში „ოცნების“ ხელისუფლების ხელით ხდება, რომ არ წავიდეთ ავტორიტარიზმისკენ, დავიცვათ თავისუფალი საზოგადოება, რაც გამოგვარჩევს რეგიონში და რისთვისაც ადვილად არ მიგვიღწევია, თაობების, დიდი მსხვერპლის, შრომის ფასად მოვიპოვეთ. ილუზიებში არ ვცხოვრობთ. ძალიან კარგად ვიცით, რომ პატარა ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარებას დიდი დრო არ სჭირდება. უამრავი ადამიანი იწვნევს საკუთარ თავზე ამ კანონების ამოქმედებას“, — ამბობს ზვიად კვარაცხელია. გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ასოციაციის აწ უკვე ყოფილი წევრები ახალი ასოციაციის შექმნაზეც მსჯელობენ. „ორგანიზაცია, რომელიც თავისი არსით, მიზნებით, საქმიანობით, მთლიანად ამ ქვეყნის მომავალზე, განათლებაზე, სწორ ღირებულებებზეა მიმართული, აღმოვჩნდით აგენტებად დარეგისტრირებულები. თვითონ არიან აგენტები! ძალიან მძიმედ გვაწვა ეს იარლიყი, რომელიც ასოციაციამ მოგვაწება და გვაკადრა, მაგრამ არ დავიტოვეთ. ვიცით ის, რომ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მთავარი იდეითა და დანიშნულებით — იყოს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის თავისუფლება, გავრცელდეს განათლება, წიგნიერება და რომ არ მიეცეთ ვიღაც პროპაგანდისტებს უფლება, რომ გადახედონ და რევიზია გაუკეთონ კაცობრიობის ლიტერატურულ მემკვიდრეობას“, — ამბობს მაია ალუდაური. ნატა ძველიშვილი, “ინდიგოს” დირექტორი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ასოციაციას სინამდვილეში აგენტების რეესტრში დარეგისტრირებას რუსული კანონი არც ავალდებულებდა. „საერთო კრებაზე მოვისმინეთ მხოლოდ ის, რომ დაგვეკისრებოდა ჯარიმა და არ გვინდოდა გადახდაო. თუმცა ესეც წევრებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. იქნებ ჩვენ თვითონ შეგვეკრიბა ჯარიმის ფული და გვეთქვა, რომ თავად გადავიხდით. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება წევრებს უნდა მიეღოთ“, — ამბობს ნატა ძველიშვილი. ასოციაცია თავის დროზე დატოვეს სულაკაურისა და ქარჩხაძის გამომცემლობებმა, სანტა ესპერანსამ, ლოგოს პრესმა და კიდევ სხვა გამომცემლობებმა. ასოციაციიდან დღეს გამოსული გამომცემლობები და წიგნების გამავრცელებლები არიან: პალიტრა L, ბიბლუსი, ინტელექტი, არტანუჯი, ზიარი, ინდიგო, ზებრა, მედუზა, პეგასი, ბუქმანია, ბუქმარკი – წიგნები ვაკეში, საბა, ალონი, აგორა, ელვა იმპორტი, რასთი, კავკასია, ელვა ჯი, ლაზარე, წიგნის მაღაზია “შაქრო ბაბუა”. ნეტგაზეთის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარესთანაც ცდილობდს დაკავშირებას.
  23. ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შევიდნენ – ისინი უშიშროების ძალებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებენ. როგორც Ekho Kavkaza წერს, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იუწყება, რომ მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს „შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პროექტის უკან გაწვევის შესახებ. მანამდე გავრცელდა ე.წ. ოპოზიციის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ“. პროტესტი დილიდან დაიწყო, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურის ჩაშლა მოჰყვა. მოქალაქეებმა მოანგრიეს ე.წ. პარლამენტის ღობე და შიდა ტერიტორიაზე შევიდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა ძალოვნებსა და აქციის მონაწილეების შორის, რომელთა წინააღმდეგაც ძალოვნებმა ცრემლმდენი გაზი და კვამლის ყუმბარები გამოიყენეს. დღეს, 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას გეგმავდა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა. „საინვესტიციო შეთანხმება” აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთთან 30 ოქტომბერს გააფორმა. „შეთანხმება“ რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საინვესტიციო პროექტები ოკუპირებულ აფხაზეთში. „შეთანხმებას“ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება. publika
  24. ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია, მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ "ტელეგრამ" არხი "D News Абхазия" იუწყება. მანამდე აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და ე.წ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ. აქციის მონაწილეებსა და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. შეგახსენებთ, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ. ipn
  25. ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას - ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია, მძევლად ჰყავს აყვანილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მტკიცებულებებს, რომლებსაც არ ასაჯაროებენ, უმოკლეს პერიოდში შეეძლო არჩევნების გაყალბების დადასტურება ან უარყოფა. „პროკურატურამ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით, რომ არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება - ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია, მძევლად ჰყავს აყვანილი. ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას. სხვა სახელი ვერ დაერქმევა 17 დღის განმავლობაში მტკიცებულებების დამალვას და შემდგომ ცესკოს კარნახით იმ პროკურატურის მიერ მათ გატაცებას, რომელსაც არც ერთი მძიმე საარჩევნო დანაშაული ამ დრომდე არ გამოუძიებია. ამ მტკიცებულებებს უმოკლეს ვადაში შეეძლო არჩევნების გაყალბების დადასტურება ან უარყოფა და პოლიტიკური კრიზისის დასრულება. როგორც კი ეს მოვითხოვეთ, 29 ოქტომბერს, პროკურატურამ ცესკოს მითითებით 30 ოქტომბერს ყალბი გამოძიება დაიწყო. ხოლო, როგორც კი 1-ელ ნოემბერს სასამართლოს მივმართეთ მტკიცებულებების გადაუდებლად დაცვის მოთხოვნით, 1-ელ ნოემბერსვე პროკურატურამ ცესკოში არსებული მტკიცებულებები დააყადაღა. სასამართლომ კი უარი გვითხრა სარჩელის განხილვაზე იმ მოტივით, რომ მტკიცებულებები პროკურატურამ წაიღო. პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების კვალიფიკაცია და მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას დასმული კითხვები ცალსახად ადასტურებს, რომ პროკურატურას არჩევნების სისტემური გაყალბების ობიექტური გამოძიების ინტერესი არ აქვს. „ოცნების“ მიზანია მისი მორჩილი ინსტიტუტების - ცესკოს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით დაადგინოს, რომ თითქოს არჩევნები არ გაყალბებულა და ამ გზით შეეცადოს ყალბი ლეგიტიმაციის მოპოვებას. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ მტკიცებულებების განადგურების მცდელობა გაყალბებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის საკმარისი საფუძველი გახდეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. ipn
×
×
  • შექმენი...