Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. დღეს გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის ანგარიშშია ნათქვამი. განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველად საკითხად არის დაგეგმილი. გერმანელი პარლამენტარები გერმანიის ფედერალური მთავრობისგან ანგარიშს მოისმენენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. იპნ
  2. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და ამის შესახებ მეთიუ მილერმა 4 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, როდესაც მას საქართველოში არჩევნების გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს მოსახლეობის მოლოდინებზე ჰკითხეს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ეს მკაფიოდ გამოვხატეთ. ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ამბიციებს. მხარს ვუჭერთ მათ შემდგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. როგორც ეს უკვე იცით, ჩვენ გადახედვას დავუქვემდებარეთ საქართველოს მთავრობისათვის გამიზნული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ ამ დახმარების 95 მლნ დოლარიანი წილი იმ ნაბიჯების გამო, რასაც ისინი დგამენ. დავაკვირდებით, არის თუ არა კიდევ სხვა შესაბამისი დამატებითი ზომები, რისი გატარებაც შეგვიძლია და თუ არის, არ მოგვერიდება მათი გატარების“, — განაცხადა მეთიუ მილერმა. მეთიუ მილერმა ეს განცხადება გააკეთა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს საერთაშორისო გამოძიებაზე (არჩევნებთან დაკავშირებით) და ოპოზიცია უწყვეტ პროტესტს აანონსებს. საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა, ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას. აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს და დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ. „ნაცვლად კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო“ – სენატორი როჯერ უიკერი ნეტგაზეთი
  3. გახარიას პარტია აცხადებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე. „გახარია საქართველოსთვის“ შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. „პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია. ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივად, მძევლად აჰყავს როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი“, — ნათქვამია განცხადებაში. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 29 ოქტომბერს მოითხოვა სიების გასაჯაროება, 30 ოქტომბერს პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. 1-ელ ნოემბერს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა სასამართლოს და მოვითხოვ მტკიცებულებების დაცვა. ნეტგაზეთი
  4. ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს. „რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა. რუსეთთან დაკავშირებული გავლენის აგენტები აწარმოებენ ვიდეოებს და ყალბ სტატიებს, რათა შეარყიონ არჩევნების ლეგიტიმაცია, ჩანერგონ შიში ამომრჩევლებში არჩევნების პროცესთან დაკავშირებით და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები მზად არიან მიმართონ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციების გამო“, - აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის (ODNI), გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) ერთობლივ განცხადებაში. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება აცხადებს, რომ ეს მცდელობები ძალადობის წაქეზების საფრთხეს ქმნის, მათ შორის, საარჩევნო მოხელეების წინააღმდეგ. „ჩვენ მოველით, რომ რუსი აქტორები ამ თემებზე დამატებით კონტენტს გამოაქვეყნებენ არჩევნების დღეს და არჩევნების დასრულებიდან მომდევნო დღეებსა და კვირებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მტკიცებით, რუსეთის გავლენის აქტორებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ყალბად ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები სხვადასხვა შტატებში გეგმავენ არჩევნების გაყალბების ორგანიზებას სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა და კიბერშეტევები. „რუსეთის გავლენის აქტორებმა ასევე შექმნეს ვიდეო, რომელიც ყალბად ასახავდა ინტერვიუს პირთან, რომელიც ირწმუნებოდა, რომ არიზონაში არჩევნები ყალბდება, მათ შორის, ყალბი ბიულეტენების შექმნით და ამომრჩეველთა სიების შეცვლით ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის სასარგებლოდ. არიზონას სახელმწიფო მდივანმა უკვე უარყო ვიდეოში გამოთქმული ბრალდება და განაცხადა, რომ ეს სიყალბეა“, - აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მტკიცებით, აშშ-ის არჩევნებისთვის უცხოური გავლენის მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება ირანიც. იპნ
  5. ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში - სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. „როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, ხოლო პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორც თავიდანვე ვამბობდით, ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივად მძევლად აჰყავს, როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი. შეგახსენებთ, ცესკოს პერსონალურ მონაცემთა კანონი, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ავალდებულებდა ამ მონაცემების გასაჯაროებას. ამის ნაცვლად, ცესკო თითქმის 10 დღეა ინფორმაციას მალავს, არ ასახელებს შენახვის ვადას და პროკურატურასთან ერთად ხელს უწყობს მტკიცებულებების განადგურებას. ამის დასტურია შემდეგი: 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება; 30 ოქტომბერს პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე ყალბი გამოძიება დაიწყო; 1 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ მტკიცებულებების დაცვა; 1 ნოემბერს ცესკოს თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში სწორედ პროკურატურისთვის გადაცემაზე გააკეთა მინიშნება. სწორედ 1 ნოემბერს მიმართა პროკურატურამ ცესკოს. ანუ, ცესკო და პროკურატურა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კოორდინირებულად მოქმედებდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. იპნ
  6. ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება ისეთი არჩევნების ჩატარება, სადაც ქართველი ხალხის ნება იქნება ასახული. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1659436914639266
  7. “ოცნებამ” 2021 წლიდან დაიწყო იმ სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმება, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ არჩევნების დაცვაზე. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/572589602032201
  8. ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, რადგან “ოცნებამ” გამოიყენა ყველა მეთოდი, რომ მიეტაცებინა ჩვენი მოქალაქეების არჩევანი. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1977623932747370
  9. ჩვენი გუნდი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების მოგროვებაში. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/805565774930558
  10. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, - ინფორმაციას BBC-ი „ფლორიდის უნივერსიტეტის საარჩევნო ლაბორატორიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით არჩევანი 81 379 684-მა ადამიანმა დააფიქსირა, აქედან: 44 402 375-მა ხმა წინასწარ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მისცა, 36 977 311-მა კი ფოსტის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, აშშ-ში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველმა, 101,5 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, 2016 წელს კი არჩევნების დღემდე აშშ-ში საკუთარი არჩევანი 47-მა მილიონმა ადამიანმა გააკეთა. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში დღეს, 5 ნოემბერს გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. იპნ
  11. აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში. დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში ცხადდება, მაგრამ წლევანდელი დაძაბული კონკურენციის პირობებში, შეიძლება, მეტი ლოდინი გახდეს საჭირო. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს. იპნ
  12. მაგდალენა გრონო, რომელმაც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი შეცვალა, საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. მაგდალენა გრონო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უფროსი დიპლომატიური მრჩეველია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში, ის კარგად იცნობს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას. ნეტგაზეთი
  13. საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. როგორც ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. „აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან. შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში“, — ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. ცესკო ამტკიცებს, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფდა სპეციალური ჩარჩო ფორმა. „ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად“, — აცხადებს ცესკო. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა. თეთრიწყაროს სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგები გააუქმა. ნეტგაზეთი
  14. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს სხდომათა დარბაზში კენჭისყრის იმიტაციისას სასამართლომ დაადასტურა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა. "რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი იყო. სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მოსამართლემ. იპნ
  15. საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით საიას სარჩელი დააკმაყოფილა. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ქვეყანაში. “საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი - ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად”, - წერს სალომე ზურაბიშვილი. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ გადაწყვეტილებით თეთრიწყაროს და წალკის 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები ბათილად ცნო. იპნ
  16. რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“. „რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ, იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება“, - განაცხადა მეთიუ მილერმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შესაძლო დამატებითი სანქციების მიღების შესახებ განცხადებას არ გააკეთებდა. ipn
  17. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა. „ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა ბიულეტენების გამოთხოვაზე და დადასტურდა ის, რაც ამ საქმისთვის არსებითია”, - წერს ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“. თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის ფარულობის საკითხზე საიას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საიას ინფორმაციით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია. „მოსამართლემ, ასევე, მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია”, - ნათქვამია საიას ინფორმაციაში. იპნ
  18. მივმართავ ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცით, აშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით - მოლდოვა თქვენთანაა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, გუშინ მოლდოველებმა ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. „მოლდოველებმა გუშინ ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება“, - წერს სანდუ. იპნ
  19. იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 0 საჩივარი დაწერეს. საუბარია ორგანიზაციებზე: „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“ (2654 დამკვირვებელი) და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ (2492 დამკვირვებელი). „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ დირექტორი ეკა აგლაძეა, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ ეკა აგლაძის მეუღლე, გრიგოლ გაგნიძე ხელმძღვანელობს. ორივე ორგანიზაცია წინა არჩევნებსაც აკვირდებოდა და მათი წარმომადგენლები სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობაში არიან შემჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ წელს, ჯამში, ორივე ორგანიზაციას 5146 დამკვირვებელი ჰყავდა რეგისტრირებული, ცესკოს საჩივრების რეესტრში მათი სახელით საჩივარი არ იძებნება. გარდა ამ ორგანიზაციებისა, 26 ოქტომბრის არჩევნებს 1000-ზე მეტი წარმომადგენლით აკვირდებოდნენ ისეთი ორგანიზაციებიც, რომელთა საქმიანობაზე ან მათ ხელმძღვანელებზე ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება. ამ ორგანიზაციების ნაწილსაც არჩევნებზე დარღვევების შესახებ საჩივარი საერთოდ არ დაუწერიათ, ან მათ სახელზე თითო საჩივარია რეგისტრირებული არჩევნების რეესტრში. მაგალითად: ორგანიზაცია „თავისუფალ ხმას“, რომელსაც 1614 დამკვირვებელი ჰყავდა, მხოლოდ 1 საჩივარი აქვს რეგისტრირებული საბურთალოს საოლქო კომისიაში უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არყოფნასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ კურტანიძეა. საჯარო რეესტრის მიხედვით, ორგანიზაციის იურიდიული მისამართი ქალაქ ხაშურშია. არჩევნებზე დარღვევა არ დაუფიქსირებია სადამკვირვებლო ორგანიზაციას „მონიტორინგის ცენტრი – საზოგადოებას“, რომელსაც 1039 დამკვირვებელი ჰყავდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ქისტაურია, მისი გამგეობის წევრები ეკატერინე კერესელიძე და ნათია რიჟამაძე არიან. 1 საჩივარი დაწერა ბიულეტენებთან დაკავშირებით და შემდეგ უკან გაითხოვა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი“. ორგანიზაციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე 1364 დამკვირვებელი ჰყავდა. ორგანიზაციის დირექტორი დიმა ქარჩავაა. რეესტრის მიხედვით, ორგანიზაციის იურიდიული მისამართი სენაკის სოფელ თეკლათშია. 0 საჩივარი აქვს დაწერილი „ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანებასაც“, რომელსაც 386 დამკვირვებელი ჰყავდა. ორგანიზაცია ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციას დამკვირვებლებად დარეგისტრირებული ჰყავდა კაცები, მათ შორის, თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგებელი. ცესკოს ინფორმაციით, ოლქებში, ჯამში, 1 170 საჩივარი შევიდა. აქედან 600 საჩივარი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, დანარჩენი 570 კი – სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. ვინ ვინ არის დამკვირვებლებიდან – არჩევნები 2024 ნეტგაზეთი
  20. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო. მაია სანდუს მხარი 929 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. მისმა კონკურენტმა, ალექსანდ სტოიანგლომ კი – 44,67% (750 644 ხმა). სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ განაცხადა, რომ მეორე ტური რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე წარიმართა – პრორუსულმა ძალებმა მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება. მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესის საბოტაჟს – შედიოდა ზარები, რომ უბანზე ბომბია, რის გამოც პროცესი რამდენიმე ქვეყნის უბანზე შეწყდა. მისივე თქმით, ხორციელდებოდა კიბერთავდასხმები. მიუხედავად ამისა, მაია სანდუმ არჩევნებში გამარჯვება შეძლო. მაია სანდუს გამარჯვება მსოფლიო ლიდერებმა მიულოცეს. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ ჩატარდა, ხოლო პირველი ტური და რეფერენდუმი 20 ოქტომბერს. რეფერენდუმის შეკითხვა იყო, უჭერენ თუ არა მხარს, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა. დადებითი პასუხი მოლდოველთა 50%-ზე მეტმა გასცა. არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და ალექსანდრ სტოიანგლო. სტოიანგლო მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟეა. დოდონმა გადაწყვიტა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო და სწორედ სტოიანგლოს კანდიდატურას დაუჭირა მხარი. პუბლიკა
  21. ურსულა ფონ დერ ლაიენი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლახან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. არჩევნების შემდგომი ვითარება კვლავ შემაშფოთებელი რჩება. თუ საქართველოს სურს ევროკავშირისკენ სტრატეგიული ორიენტაცია შეინარჩუნოს, ჩვენ ხელისუფლებისგან კონკრეტული ქმედებები გვჭირდება. ჩვენი გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. იპნ
  22. სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სპიკერი, ლონდა თოლორაია წერს, რომ დღეს, 4 ნოემბერს პროკურატურიდან დაურეკეს და სთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა. საქმე ეხება ცენრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე. მისი თქმით, პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ აპირებს. თოლორაია წერს, რომ თუ პროკურატურისთვის რეალურად მნიშვნელოვანია მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, სასამართლოში გამოცხადდება.
  23. პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია საუბრობს სქემაზე, რის მიხედვითაც, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად, მოქალაქეების ნებაზე კონტროლი მოახდინა. გახარია გამოთქვამს ვარაუდს, რომ სახელმწიფო პერსონალურ მონაცემებზე წვდომით და ჯვარედინი ანალიზის მეთოდით იმის დადგენით, რა საჭიროებები არსებობდა სხვადასხვა ოჯახში, ახდენა მათზე ზემოქმედებას. ხშირად მესმის, რომ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები ხშირად ნაწყენები არიან, როგორ შეიძლება 100 ლარად გაიყიდოს ხმა – ხმა 100 ლარად კი არ იყიდებოდა, ხმა იყიდებოდა 100 ლარად ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში 1000 ლარად იყიდებოდა, მესამე შემთხვევაში 10 000 ლარად იყიდებოდა – რა მოთხოვნაც იყო, სახელმწიფო აკმაყოფილებდა ყველაფერს ოღონდ ზეწოლის საშუალებით და ადამიანებს უხსნიდა, რომ მე შენს ნებას ვაკონტროლებ და შენ თუ ჩემთან ზეწოლით შემოდიხარ ამ ურთიერთობაში, მე გავაკონტროლებ შენ საბოლოოდ, როგორი ხმა მიეცი. ეს იყო მთელი ეს ჯაჭვი. მეორე მხრივ, უკვე დალექილი ჰქონდა ფარულობის პრობლემა და შემდგომ მივიღეთ რა: ადამიანი, როცა მიდიოდა უბანზე და უბანზე მას ჰქონდა რამდენიმე კორდონი – იყო გარე პერიმეტრი, სადაც ცალკე იყო პარტიული აქტივი, გარე პერიმეტრზე იყო „ოცნების” მიკრო-ოფისები, მიკრო-ავტობუსებში, რომლებიც უბრალოდ ფულს არიგებდნენ; გარე პერიმეტრზე იყო ეს „მოძველბიჭო”, კრიმინალური დაჯგუფებები. შემდეგ ადამიანი შედიოდა უბანზე და უბანზე მას ხვდებოდა თავიდან ბოლომდე „ოცნების” აქტივით და საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული კომისია და რაც ყველაზე სამწუხაროა, დამკვირვებლის ფუნქციითაც 2/3 „ოცნებასთან” აფილირებული. გარდა იმისა, რომ უბანზე ერთმნიშვნელოვნად ხვდებოდა ეს შიშის გარემო, კიდევ კამერა, რომელიც არავინ არ იცოდა, ვისი იყო. შესაბამისად, 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ცდილობდა გაეკონტროლებინა ადამიანის ნება და ეს იყო თანმიმდევრული. ჩვენ ამიტომ ვაფრთხილებდით, ეს არ იქნება მარტივი არჩევანი, რა თქმა უნდა, ფარულობის გარანტირება აპარატულ დონეზე უნდა მომხდარიო და მოხდა კიდეც, მაგრამ ბიულეტენით თაღლითობა.. საბოლოო ჯამში, ამ დეტალებში არ უნდა წავიდეთ, უნდა წავიდეთ იქ, რომ ფარულობის დამუქრებით, რომ „ჩვენ გვეცოდინება შენ ხმა ვის მიეცი”, ფარულობის არარსებობის მუქარით და მთელი სახელმწიფო აპარატის ზეწოლით, შეძლო „ოცნებამ”, თვითონ „ოცნებამ” კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად გაეკონტროლებინა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილის არჩევანი და მათი ნება”, – განაცხადა გახარიამ „ფორმულას” ეთერში. პუბლიკა
  24. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის მზადაა საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურა მათ მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებზე ცალკე გამოძიებას დაიწყებს. „პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარცხად გამოძიება რომ დავიწყეთ, მაგაზე გიბარებთ, რადგან თქვენ გაყალბების მტკიცებულებებსა და სქემებზე საუბრობთო. 1. კარგია, რომ გაყალბების მტკიცებულებებმა და სქემებმა შეგაშინათ; 2. ჩვენ დაკვეთილ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და არჩევნების მოპარვის გაფორმების მიზნით წარმოებულ გამოძიებებში არ დავდივარ; 3. უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ათობით განცხადება გვაქვს ოფიციალურად შემოტანილი (მტკიცებულებებით დადასტურებული), რომელიც არჩევნების გაყალბების მიზნით ძალადობაზე, მუქარაზე, კორუფციაზე მიუთითებს. არც ერთზე არათუ გამოძიება არ დაგიწყიათ, არც კი დაგირეკავთ. შესაბამისად, როგორც კი ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ ამ ნამდვილ დანაშაულებზე ნამდვილ გამოძიებას (ცალკე და არა იმავე საქმეში) დაიწყებთ, რა თქმა უნდა, მოვალთ და ყველაფერს მოვიტანთ (მიუხედავად იმისა, რომ არ გენდობით); რაც შეეხება ამ ყალბ გამოძიებას, თუ ჩემ გარეშე გამოძიებას ვერ ატარებთ (რაც ცოტა სასაცილოა, როცა მტკიცებულებები სოციალურ მედიაში, რასაც ჰქვია, ყრია), იცით მაგისტრატი მოსამართლის გზა. აქვე, ტყუილად გგონიათ, რომ გამაჩერებთ. არჩევნების გაყალბების საქმის ბოლომდე მისაყვანად გავაკეთებ ყველაფერს. პირადად ჩამოვივლი ყველა პარტნიორს, რომ თქვენი საბოლოო დელეგიტიმაცია მოხდეს. შემდეგ კი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გავატარებთ პროკურატურის, სასამართლოს, სამართალდამცავების და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას“,- წერს მეზვრიშვილი. იპნ
  25. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი ხმის ფარულობის უფლებაზე. ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილეს არც სხვა ქალაქების მოსამართლეთა უმეტესობამ. „ახლახანს დასრულდა საქალაქო სასამართლოში საია-ს სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმის ფარულობის უფლება და სასამართლოს მიმართ ნდობა. მან ეს შანსი არ გამოიყენა. ეს შანსი არ გამოიყენეს არც სხვა ქალაქებში მდებარე სასამართლოების მოსამართლეებმა, რომლებმაც ანალოგიური საქმეები დღეს და გუშინ განიხილეს და არ დააკმაყოფილეს. რამდენიმე სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ველოდებით. ჯერჯერობით შედარებით საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები თეთრიწყაროს სასამართლო სასამართლოში, სადაც ხვალ მოსამარატლე ბიულეტენებს დაათვალიერებს და მარკერსაც შეამოწმებს“, – წერს ნონა ქურდოვანიძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის გამოვლენის შემდეგ, როცა გამოიკვეთა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა გაფერადებული წრეები, ცესკო-ს მიმართა გაეუქმებინა ყველა ის უბანი, სადაც ხმის ფარულობა დაირღვა. საჩივრების დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიების უარის შემდეგ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ დავას სასამართლოებში გააგრძელებდნენ. 24 სასამართლოში 24 სარჩელს შეიტანდნენ, რომელიც გააერთიანებდა 73 ოლქის შედეგების ბათილად ცნობას ტექნოლოგიურ უბნებზე. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...