-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთობლივ საპროტესტო მარშს მართავენ. მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი) დაიწყო. თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი, მათ შორის დაანონსებულია 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა, სადაც გაშლიან კარვებს და პროტესტის მონაწილეები ღამეს გაათევენ. 15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ორგანიზებული მარში. 17:00 საათზე, გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე. 17:00 საათზე, გაიმართება სახელოვნებო პროტესტი, მონაწილეები რუსთაველის მეტროდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას. 21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან. პუბლიკა
-
ხვალ, 25 ნოემბერს, 9:00 საათზე პარტია საქართველოსთვის პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს. “25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას! ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრენიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს! ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოპარა და უნდა დავანახოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თუ სად დგას ქართველი ხალხი და მათი ნება! ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას,” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პარტიამ ფეისბუგის გვერდზე გაავრცელა. როგორც ცნობილია, 25 ნოემბერს “ქართული ოცნება” გეგმავს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასა და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა. ამავე დღეს, 09:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება აქცია “დაიბრუნე ხმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. სამინისტრო აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლიციის პოზიცია მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა. მან და 34-მა დეპუტატმა არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა კონსტიტუციონალისტების განცხადებით, სანამ სასამართლო სარჩელს არ განიხილავს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა. ნეტგაზეთი
-
„რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების მონაწილე პირების სისხლის სამართლის საქმეების განხილვას სასამართლო აჭიანურებს. ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლო კვლავ განიხილავს აპრილი-მაისის "რუსული კანონის" საპროტესტო აქციებზე დაკავებული 6 აქტივისტის საქმეებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები დიდი ხანია პატიმრობაში იმყოფებიან, საქმეების განხილვა მუდმივად ჭიანურდება. „პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება, რათა პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილების ვადაში შეწყალება ვერ მოასწროს. ამგვარი მიდგომა სამართლიანი მართლმსაჯულებისა და პატიმართა უფლებების დარღვევას წარმოადგენს. მოვუწოდებთ სასამართლოს იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა არ გააჭიანუროს სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა. ასევე საია მოითხოვს, სამართალდამცავთა მხრიდან აქციების დარბევისას ძალადობის ფაქტების ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირების პასუხიგებაში მიცემას”, - წერია განცხადებაში. საია-ს სრული განცხადების ნახვა შესაძლებელია ბმულზე. ipn
-
„ბიძინა წადი! მე ვრჩები!“ - თავისუფლების მოედნიდან ქალთა საპროტესტო მარში დაიწყო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს, 24 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის („კოალიცია ცვლილებებისთვის”, „კოალიცია ძლიერი საქართველო”, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, პარტია ,,საქართველოსთვის”) ორგანიზებით, ქალთა მარში იმართება. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სამზდავრო ჩემოდნები მიიტანეს წარწერებით,- „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „ჩვენ ვრჩებით, შენ წადი!“ მარში დასრულდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან, პერფორმანსით. გარდა ქალთა მარშისა დღეს თბილისში კიდევ რამდენიმე საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი: 17:00 საათზე, გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე. 17:00 საათზე, გაიმართება სახელოვნებო პროტესტი, მონაწილეები რუსთაველის მეტროდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას. 21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან. პუბლიკა -
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ მკვლელობის დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. იპნ
-
ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა, - ამის შესახებ პატია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ. „ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას! ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს! ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა. უნდა დავანახოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თუ სად დგას ქართველი ხალხი და მათი ნება! ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას!“,- აღნიშნულია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში. იპნ
-
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციის პოზიცია მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა. “ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კონსტიტუციის კიდევ ერთი და მთავარი პრინციპის, მანიფესტაციის და შეკრების უფლების – დარღვევა! რა მნიშვნელობა აქვს კანონით ზღუდავენ ამ უფლებას, თუ დადგენილებით! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!,” – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. დღეს, 21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან. 25 ნოემბერს, 09:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება აქცია “დაიბრუნე ხმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. სამინისტრო აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად. როგორც ცნობილია, 25 ნოემბერს “ქართული ოცნება” გეგმავს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასა და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა. არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 34-მა დეპუტატმა. კონსტიტუციონალისტების განცხადებით, სანამ სასამართლო სარჩელს არ განიხილავს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა. ნეტგაზეთი
-
შსს დღევანდელი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.“ დღეს, 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილია ოთხი საპროტესტო მარში. 15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ორგანიზებული მარში. 17:00 საათზე, გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე. 17:00 საათზე, გაიმართება სახელოვნებო პროტესტი, მონაწილეები რუსთაველის მეტროდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას. 21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან. პუბლიკა -
არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ BBC-ს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გასროლა რუსეთში "თავდაცვის ლოგიკით", მაგრამ არ დაადასტურა, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ ფრანგული იარაღი. ჟან-ნოელ ბარომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა დააწესონ რაიმე შეზღუდვა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერაზე და „არ დაადგინონ და გამოკვეთონ წითელი ხაზები". კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ნიშნავდეს ფრანგული ჯარების ბრძოლაში ჩართვას, ჟან-ნოელ ბარომ უპასიხა: „ჩვენ არ უარვყოფთ არცერთ ვარიანტს“. "ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ინტენსიურად და მანამ, სანამ საჭირო იქნება. რატომ? იმიტომ, რომ სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევს. ყოველ ჯერზე, როცა რუსული არმია წინ მიიწევს ერთი კვადრატული კილომეტრით, საფრთხე ერთი კვადრატული კილომეტრით უახლოვდება ევროპას", - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ. იპნ
-
19 ნოემბერს, თსუს-თან აქციის დარბევისას დაკავებული ქალი ნათია ძიძიგური ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემაში დაკავების დეტალებს იხსენებს. „აქციის დროს ტროტუარზე ვიდექი და დავინახე, როგორ მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, თმებში ჩაფრენოდნენ 10 პოლიციელი. მივუახლოვდი და ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ჩემს მიმართ, პირდაპირ გინებაზე გადმოვიდა და მაშინვე ჩამსვა დაკავების მანქანაში. დაკავების მანქანაში პოლიციელების მხრიდან ხდებოდა ჩემი სექსუალური შევიწროება. ისინი დამამცირებელი ჟესტებით მიმითითებდნენ და შეურაცხმყოფლად მომმართავდნენ. მუხლებზე დამაყენეს მანქანის იატაკზე, მიუხედავად იმისა, რომ უკანა სავარძელზე მხოლოდ ერთი პოლიციელი იჯდა. ვთხოვდი, რომ სავარძელზე დავესვი, თუმცა ისინი უარს ამბობდნენ. ამავდროულად, ვცდილობდი ამეხსნა, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევით გადავაადგილდებოდი, მაგრამ პასუხად ირონიული რეპლიკები მომდიოდა: „ღვედი ხომ არ გაგიკეთოთ?“, „ახლა გავაჩერებთ და დაგსვამთ“. მთელი გზა მუხლებზე ვიდექი და ასე გადამიყვანეს”. ნათია ძიძიგური იხსენებს, რომ დაკავების ოქმზე ხელი მოაწერეს სხვა პატრულ-ინსპექტორის, ქალის სახელით, თუმცა იგი სხვამ დააკავა, მისი ფოტოც აქვს და ამოცნობაც შეუძლია. პუბლიკა
-
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება, განცხადებას ავრცელებს. პაველ ჰერჩინსკის თქმით, გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაა. ელჩის განცხადებით, უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება და უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა. „გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ეს ასევე არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მასშტაბებს ავლენს: თითქმის ყოველმა მესამემ მსოფლიოში, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განიცადა. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში ყოველი მეორე ქალი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ძალადობას განიცდიდა. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობებს აძლიერებს. ჩვენი პროექტები ძალადობის პრევენციის მიზნით ცნობიერებას ამაღლებს და ქალებს უფასო იურიდიულ, სოციალურ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შესაცვლელად და საინფორმაციო კამპანიების დასაწყებად მუშაობს. ასევე, ეს პროექტები SafeYou აპლიკაციის გამოყენებას უწყობს ხელს. უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება. უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა. წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის თემა არის: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“. ერთად შეგვიძლია შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია”, - ნათქვამია ელჩ ჰერჩინკსის განცხადებაში. იპნ
-
პოლიტიკური სიტყვის ფასის დამკვირდება პოლიტიკურ დღის წესრიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს ამომრჩეველს ჩვენი პოლიტიკური სიტყვის ფასი გააზრებული აქვს, მათ არ სჭირდებათ ჩვენი მხრიდან რაიმე პოლიტიკური მანიპულაცია. მათ პირველივე დღიდან მოისმინეს, რომ ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას მოპარულ არჩევნებს. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2010789396091439
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში თოვლი. მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ipn
-
ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს გვერდში უნდა დაუდგეს. „მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. „მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს. ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს“, - განაცხადა უილსონმა. ამასთან, როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ის მხარს დაუჭერს იმ კურსს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს. „მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში“, - განაცხადა უილსონმა. ipn
-
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც უნდა განიხილონ მისი სარჩელი არჩევნების გაბათილებაზე. „საკმარისია, იმ სამ მოსამართლეს, რომელიც ჩემი იმპიჩმენტის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ. მინდა მივმართო, დაფიქრდით – 1 თუ 2 წელი, რაც დაგრჩათ, ღირს იმისთვის, რომ შეხვიდეთ ისტორიაში, როგორც მოღალატე? თუ როგორც ნამდვილი გმირები? არ გინდათ, ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?“, – განაცხადა მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა netgazeti
-
აქციის დროს დაკავებული ისაკო დევიძე ვივამედში გადაჰყავთ - ადვოკატი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ისაკო დევიძე, რომელსაც 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, კლინიკა ვივამედში გადაჰყავთ. როგორც პუბლიკას მისმა ადვოკატმა უთხრა, იზოლატორიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სასწრაფო გამოიძახეს და ისაკო დევიძე კლინიკაში გადაჰყავთ, ადვოკატი ამ წუთებში მიემართება „ვივამედისკენ”. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ, რომელსაც 8-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მშრალი შიმშილობა დაიწყო. 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა. დააკავეს 16 ადამიანი. 15 მათგანს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ერთს – მათე დევიძეს კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – „პოლიციელზე თავდასხმას და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანების მიყენებას”. 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი დაკავებულის საქმე განიხილა: ირაკლი ანდღულაძეს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ორს – ისაკო დევიძეს და დავით წოწორიას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. publika -
ვაკეში, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები წითელი საღებავებით გადაღებეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, მას არ სჯერა, რომ გამოფენასთან დაკავშირებით ვინმეს პრობლემა ექნებოდა. „სამწუხაროდ, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ ასე დასრულდა. გამოფენა ვაკეში ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე იყო განთავსებული. არ მჯერა, რომ გამოფენასთან დაკავშირებით ვინმეს პრობლემა ექნებოდა“, - წერს პეტრ კუბერნატი და სოციალურ ქსელში ფოტოებს აზიარებს. პეტრ კუბერნატს სოციალურ ქსელში საქართველოში დანიის ელჩი, ენნე ტოფტ სორენსენი გამოეხმაურა. „თბილისში დანიის საელჩო საქართველოში ჩვენს ჩეხ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს. ასეთი ქმედებები კულტურული დიალოგის პატივისცემის ძირითად ღირებულებებს ძირს უთხრის“, - წერს საქართველოში დანიის ელჩი. ipn
-
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ალმატის, მთის ალპურ ზონაში გაჩნდა. ხანძრის რამდენიმე კერა ადგილობრივებმა შენიშნეს და სახანძრო - სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მეხანძრე - მაშველები უკვე მუშაობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია. იპნ
-
მოსამართლე ნათია გუდაძემ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდებიის პატიმრობა ძალაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ დამდგარი ზიანი – 400 ლარი ორგანიზაცია DRI-იმ ივლისში გადაიხადა, მოსამართლე გუდაძე აღკვეთის ღონისძიებას არ ცვლის და ახალგაზრდებს ციხეში ტოვებს. 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. მათ მათ დაკავების დღიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ხოლო სასჯელის სახით 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულების ბოლო პროცესი სექტემბერში იყო, ამ სხდომაზე მათ პროტესტი გამოთქვეს მომდევნო პროცესის ორი თვის შემდეგ, ნოემბერში ჩანიშვნის გამო. დაცვის მხარე პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობდა. ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის პატიმრობა სამაგალითო დასჯის და პოლიტიკური შურისძიების მაგალითად აფასებს. სასამართლო პროცესზე საბა მეფარიშვილის დედა შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. პუბლიკა
-
სააკაშვილმა როგორც გააყალბა 2008 წელს არჩევნები, იგივენაირად გააყალბა “ოცნებამ” 26 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენზე ზეწოლას ვერც “ნაცები” და ვერც “ოცნება” ვერ განახორციელებს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/539207068980088
-
მოსამართლე დავით კურტანიძემ 21 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 19 ნოემბრის დილას საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა. დააკავეს 16 ადამიანი, მათ შორის, მათე დევიძე. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს მხოლოდ მათე დევიძეს ედავებიან. სხვა დაკავებულთაგან ორს: ისაკო დევიძეს და დავით წოწორიას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა თქვა, რომ მათე დევიძე „არ არის ნასამართლევი, არ გამოირჩევა აგრესიულობით, ხოლო ჯოხის ქნევა იყო თავდაცვითი რეფლექსი“. მან აღკვეთის ღონისძიებად 2000-ლარიანი გირაო მოითხოვა. თუმცა მოსამართლე კურტანიძემ მისი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გაითვალისწინა პროკურატურის მტკიცება – ბრალმდებელ ანი ხუბეჯაშვილის თქმით, მათე დევიძემ „მძიმე დანაშული ჩაიდინა“, მიუხედავად იმისა, რომ „სამართალდამცველებს აქვთ დაზიანებები, რომელსაც არ გამოუწვევია მათი ჯანმრთელობის მოშლა, თუმცა საქმეში არის შესაბამისი სამედიცინო ბარათები, რომლებშიც ასახულია, რომ დარტყმის შესაბამისად, თუ სადაც მოხვდათ პოლიციის თანამშრომელს შესაბამისი ჯოხი, აქვთ დაზიანება”. პუბლიკა
-
ძალაუფლებაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან - აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია. არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში! - ამის შესახებ 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება. „26 ოქტომბრის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლის, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და მოსყიდვის დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით ჩატარდა. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა. შედეგი, რომელიც ცესკო-მ გამოაცხადა, არ ასახავს მოქალაქეების ნებას. ეს არ იყო არჩევნები, რადგან არ იყო ფარული, თავისუფალი და სამართლიანი. ამ ვითარებაში გვესმის, რომ საზოგადოებაში შესაძლოა ბევრი იმედგაცრუებულია, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ რას მივაღწიეთ ამ დრომდე: სადამკვირვებლო მისიებმა და სამოქალაქო დამკვირვებლებმა შეძლეს მტკიცებულებების მოპოვება. ჩვენ ვიდავეთ საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოში და გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. ამ პროცესში მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს ხელისუფლების რეალური სახის კიდევ ერთხელ წარმოჩენა. სწორედ ის ფაქტი, რომ არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა ამ არჩევნების ლეგიტიმაციას დამატებით კითხვის ნიშნებს სძენს; რომ არა მოქალაქეების მობილიზაცია და მაღალი აქტიურობა არჩევნების დღეს, რომლებმაც საკუთარი სამსახურის, სოციალური დახმარების, უსაფრთხოების დაკარგვის რისკის ფასად საქართველოს ევროპულ მომავალს მისცეს ხმა, ხელისუფლება უფრო მეტ ხმას გააყალბებდა და დაანონსებულ საკონსტიტუციო უმრავლესობას “გაიფორმებდნენ”. ამიტომ, ჩვენ აქტიურობას და არჩევნებში მონაწილეობას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ვერ გაიმარჯვეს პრორუსულმა ძალებმა. ეს ყველაზე კარგად უწყის “ქართულმა ოცნებამ”. უპრეცედენტო დეზინფორმაციის, ზეწოლისა და კონტროლის მიუხედავად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აირჩია საქართველოს ევროპული გზა და უარი უთხრა საქართველოს რუსეთში ინტეგრაციას. “ქართული ოცნება” ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას ვერც საერთაშორისო პარტნიორების და ვერც საკუთარ მოქალაქეების თვალში ახერხებს. ყოველივე ეს სწორედ სამოქალაქო დაკვირვების და მედიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დამსახურებაა. “ქართულმა ოცნებამ” “გამარჯვებაც” კი ვერ იზეიმა. დემოკრატიულ სამყაროს “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვება არ მიულოცავს. ისინი არ აღიარებენ არჩევნებს, როგორც თავისუფალსა და სამართლიანს. არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში დაიწყო სხვადასხვა ჯგუფებს შორის კოორდინაციის პროცესები. მოხდა შეთანხმება საერთო მოთხოვნაზე, კერძოდ, დაინიშნოს ხელახალი თავისუფალი არჩევნები. რა უნდა გავაკეთოთ: ჩვენი ყველას მიზანი ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მიღწევაა. ამ მიზანზე შეთანხმება აუცილებელია საზოგადოების ყველა ჯგუფს შორის; ძალაუფლებაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან, “ე.წ. ხელისუფლებასთან” თანამშრომლობაზე უარის თქმა ყველა ფორმატში; უნდა მოხდეს საერთაშორისო იზოლაცია იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც ხელისუფლება კრიმინალის გზით მოიპოვა; ამისთვის უნდა გაგრძელდეს მუშაობა საერთაშორისო არაღიარების შესანარჩუნებლად და გასამტკიცებლად; სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას ევროკავშირის ტექნიკურ მისიას მივაწოდოთ საარჩევნო დარღვევების დოკუმენტირებული მტკიცებულებები, შევახვედროთ მოწმეები; საერთაშორისო საზოგადოებას მნიშვნელოვანია ეცნობოს იმ პირთა ვინაობა, ვინც ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებებს ასრულებდა არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზოგადოებამ კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს იმ პირთა წინააღმდეგ ვინც ივანიშვილს არჩევნების გაყალბებასა და გაყალბების სქემების განხორციელებაში ეხმარებოდა; აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია და ერთიანი მოთხოვნის კომუნიკაცია არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის და ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან; ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში. არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში; მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაცია. პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს საკუთარი კონტაქტების გამოყენებით საერთაშორისო ზეწოლის და მოთხოვნების გასაძლიერებლად. მივესალმებით 18 ნოემბერს პრეზიდენტის მხრიდან მოვლენების განვითარების საკუთარი ხედვის წარმოდგენას; აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა და მობილიზაცია. მშვიდობიანი მასობრივი მობილიზაცია და პროტესტების მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ; მოქალაქეებო, ჩვენი სამოქმედო გეგმა არის ამ საპროტესტო აქციებზე დგომა. ეს არის ყველაზე დიდი საქმე, რასაც გავაკეთებთ. ხალხს დანაშაულებრივად წაგვართვეს ძალაუფლება, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ კონსტიტუციური უფლებები, აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი. უნდა გვახსოვდეს ის, რომ როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება. არავინ იბრძოლებს ჩვენს ნაცვლად, მაგრამ ისინი იდგებიან ჩვენ გვერდით, თუ ჩვენ არ შევეგუებით მიტაცებულ არჩევნებს და მოპარულ ევროპულ მომავალს. მხოლოდ საერთო ეროვნული შეურიგებლობა და კოორდინაცია ყველა ჯგუფს შორის არის გზა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ხელახალ არჩევნებამდე. და ამას ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ჩვენი ერთიანობით, შეურიგებლობით და სამართლიანი პროტესტით!“- ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელ აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“; „საქართველოს ევროპული ორბიტა“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“; „პრევენცია პროგრესისთვის“; „დაქალი.Daqali“; „საფარი“; საეას იმერეთის წარმომადგენლობა; დემოკრატიის მცველები; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; ყვარლის ევროკლუბი; ღია სივრცე კავკასია; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; პროაქტივ ჯგუფი საქართველო; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ევროპის ფონდი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT; პროგრესის სახლი; პრევენცია პროგრესისთვის. იპნ