Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 21 ნოემბრის დილას, დნიპროზე შეტევისას, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ასტრახანის რეგიონიდან იქნა გაშვებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია РС-26 Рубеж-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტაზე, რომელსაც პოტენციურად, ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში ბირთვული ქობინების გარეშე გაუშვეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის სავარაუდო გაშვების შესახებ კითხვა თავდაცვის სამინისტროსკენ გადაამისამართა. რუსეთის თავდაცვის უწყებას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. РС-26 Рубеж-ის პირველი წარმატებული გამოცდა 2012 წელს მოხდა. მაშინ დასავლეთში რუსეთს აკრიტიკებდნენ საშუალო რადიუსის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულების (INF) ირიბად დარღვევის გამო. 2018 წელს რაკეტა რუსეთის იარაღის პროგრამიდან 2027 წლამდე, სავარაუდოდ, ამოირიცხა, თუმცა მიმდინარე წლის ივლისში კრემლი დაიმუქრა, რომ განაახლებს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების წარმოებას. „რუბეჟის“ რაკეტის ზუსტი მახასიათებლები ამჟამად უცნობია. ყველაზე შორ მანძილზე 5 800 კმ-ზე არის გამოცდილი, თუმცა ყველა შემდეგი გამოცდა 2 000 კმ რადიუსით შემოიფარგლა. ნეტგაზეთი
  2. 24 ნოემბერს თბილისში, 3 საათზე, ქალთა მარში გაიმართება. მისი ორგანიზატორები არიან „ქალთა მოძრაობა“, პარტიების ქალთა ორგანიზაციები („ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“), ასევე, „საფარი“ და „ქალები საქართველოდან“. მარში დაიწყება თავისუფლების მოედანთან და დასრულდება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. „ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი იძულებით არ ჰყავდეს საზღვარგარეთ წასული. სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო ოჯახები გახლეჩილია: მშობლებს შვილები ენატრებათ, შვილებს – მშობლები. თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში. გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე. ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავალისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის (“კოალიცია ცვლილებებისთვის”, “კოალიცია ძლიერი საქართველო”, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, პარტია ,,საქართველოსთვის”) ორგანიზებით, გელით ქალთა მარშზე. შემოგვიერთდი, თან წამოიღე ისეთი ჩემოდანი ან დიდი ჩანთა, რომელსაც შეელევი. მარში დასრულდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან, პერფორმანსით. გელით! ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო“, – წერენ ორგანიზატორები. ნეტგაზეთი
  3. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში აქციების დარბევისას გადამეტებული საპოლიციო ძალების გამოყენებით. ორგანიზაცია მოწუოდებს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებსა და ჩაერთოს დიალოგში ძალადობის გარეშე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვის უფლება უმნიშვნელოვანესია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ნეტგაზეთი
  4. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, არსებულ ვითარებაში შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს. შესაბამის განცხადებას გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ფიშერის თქმით, მსგავსი დასკვნა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა. “პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში იყო 24 საათით. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს”, - წერს ფიშერი. იპნ
  5. ხმაური და დაპირისპირება იყო ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათევდნენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, მათ დაცვის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის შიდა სივრცეში გადადგილება აუკრძალეს, რაც სტუდენტებმა გააპროტესტეს, სწორედ ამას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. სტუდენტები ამბობენ, რომ სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. სტუდენტების თქმით, დაცვის თანამშრომლების გარდა უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ უცნობი პირები, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ და მათი შეკითხვების მიუხედავად ვერ გაარკვიეს ვინ იყვნენ ეს ადამიანები. მომხდართან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, „პუბლიკა“ თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. 20 ნოემბერს გამთენიისას სტუდენტები თსუ-ის I კორპუსში შევიდნენ. ისინი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ. დაახლოებით 24 სტუდენტი პროტესტის ნიშნად ღამეს თსუ-ის 023 აუდიტორიაში ათევს. სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ნაწილის პროტესტი მედიაში გავრცელებულ კადრებს მოჰყვა, სადაც ჩანს, როგორ შედიან თსუ-ის პირველ და მეორე კორპუსებს შორის არსებულ ჭიშკარში სპეცრაზმელები (სავარაუდოდ, გამთენიისას) და იკავებენ უნივერსიტეტის ტერიტორიას. დღეს განმავლობაში სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გავრცელდა, როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტების მხრიდან, რომლებიც ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას განმარტებას სთხოვდნენ. პუბლიკა
  6. აქვს თუ არა გახარიას გუნდს პარლამენტში შესვლაზე ბიძინა ივანიშვილისგან რაიმე სახის გარიგების შეთავაზება? - გიორგი გახარიას ამბობს, რომ “ასეთი ტიპის შემონათვალი არც არის და ვერც იქნება, რადგან ძალიან კარგად იციან, რა პასუხსაც მიიღებენ.“ ექსპრემიერი არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდი ცდილობს, ინდივიდუალურად ვიღაცებს ემუშავოს და პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს, თუმცა ეს მათ პარტიასთან არ ხდება. გახარიას თქმით, ინდივიდუალურად ვის აშინებენ და ელაპარაკებიან ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ქმედება სამართალიანობის და კანონს მიღმაა.
  7. “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მშვიდობიან აქციაზე მოსვლით, ხმა გააგონოს პარტიას, რომელსაც მისი თქმით, პრივატიზებული აქვს სახელმწიფო. გახარია ამბობს, რომ ოქტომბრის არჩვენები იყო საჩუქარი და შესაძლებლობა “ოცნებისთვის“, ქართველი ხალხისთვის დიდი დაძაბულობა, რომელიც ბოლო წლებში დაგროვდა, მოხსნილიყო, მაგრამ კიდევ უფრო დამძიმდა და ქვეყანა შევიდა ჩიხში. “იმის ნაცვლად, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, დავრბუნდით უკან“, - განაცხადა გახარიამ. ტვ პირველი
  8. ექსპრემიერი VS ივანიშვილის გუნდი - გიორგი გახარია “ქართული ოცნების“ მხილების ახალ რაუნდს აანონსებს. განცხადება მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, მმართველი პარტიის ბრალდებების საპასუხოდ, “ტვ პირველის“ გადაცემა დღის ამბებში გააკეთა. საუბარია ივანიშვილის გუნდის მესიჯბოქსზე, რომლებიც ექსპრემიერს “მოღალატეს“ უწოდებენ. გახარია “ოცნებას“ ეუბნება, რომ ბევრ რამეს წამოაძახებს - მათ შორის ბოდიშის თემას. ტვ პირველი
  9. საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. საგამოძიებო უწყება ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ კონკრეტული პირი პოლიციელების მისამართით ჯოხს რამდენჯერმე იქნევს. იპნ
  10. საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა. როგორც მოკლული ქალის ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა. ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა. "საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე [ყოფილ ცოლზე]. 2 შვილი დარჩათ, სკოლის მოსწავლეები. სახლში მიაკითხა ბავშვს ვნახავო, წასვლისას უთქვამს, თუ შეიძლება გარეთ გამოდი სალაპარაკო მაქვსო და ქვით სცემა თავში, ისე რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. გახეთქილი ჰქონდა თავი. გაშორებულები იყვნენ და შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გაცემული, როგორც ვიცი", - განაცხადა მოკლული ქალის ახლობელმა ambebi.ge-სთან. იპნ
  11. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრების ორდერებს სავარაუდო დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასა და ღაზაში ისრაელის სამხედრო პასუხთან. ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს. ის უარყოფს ღაზაში ომის დანაშაულების ჩადენას. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ იბრაჰიმ ალ-მასრის ლიკვიდაცია განახორციელეს, თუმცა ამას „ჰამასი“ არც ადასტურებს და არც უარყოფს. იპნ
  12. მესიების და სასწაულების ძებნას თავი უნდა დავანებოთ - ერთი აგერ, მთაზე ზის და მეორე ციხეშია - ერთი და იგივე გააკეთეს, იქ ფიზიკური ძალადობა იყო, იმიტომ, რომ ტვინი არ ჰყოფნიდათ, უტვინოები იყვნენ, აქ ცოტა უფრო მეტი ტვინი და მოხერხებულობაა და ნაკლებად გცემენ, მაგრამ ნებას გართმევენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა და ერთპარტიულობისა და ერთ ლიდერზე დამოკიდებულების უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ახლა შანსი აქვს დემოკრატიული განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და ამას კონსენსუსური დემოკრატია ჰქვია. „მარტივია, როდესაც გინდა, ერთ ადამიანს და ერთ ლიდერს ელაპარაკო. მე ვფიქრობ, რომ საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში იმდენჯერ იწვნია ამ ერთ ლიდერსა და ერთ პარტიაზე ჩამოკიდებულობის უბედურება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას თავი უნდა დავანებოთ. არ არსებობს მესია, ყველა შემთხვევაში რამდენჯერაც გამოვიარეთ, იმდენჯერ გავაღმერთეთ და ის გაღმერთებული იმდენჯერ მოგვდგა და დაგვღუპა ჩვენც და ქვეყანაც. ამიტომ ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა დემოკრატიული განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, ამას ჰქვია კონსენსუსური დემოკრატია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება და მესიების და სასწაულების ძებნას თავი უნდა დავანებოთ- ერთი აგერ, მთაზე ზის და მეორე ციხეშია. ორივემ ძალიან კარგად კარგად დაიწყო და საბოლოო ჯამში, ორივემ მიგვიყვანა იქ, სადაც მიგვიყვანა. დიდი სხვაობა კი არ არის, ერთი და იგივე გააკეთეს. ერთგან ცოტა უფრო მეტი ძალადობა იყო, მეორეგან ცოტა უფრო ნაკლები ძალადობაა, მაგრამ სამაგიეროდ კორუფცია, ფული, მოსყიდვა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა ბევრად უფრო მეტი. იქ ფიზიკური ძალადობა იყო, იმიტომ, რომ ტვინი არ ჰყოფნიდათ, უტვინოები იყვნენ, აქ ცოტა უფრო მეტი ტვინი და მოხერხებულობაა და ნაკლებად გცემენ, მაგრამ ნებას გართმევენ. აბა, ავირჩიოთ ახლა რომელი სჯობს?! ამიტომ, რამდენჯერაც ერთ კონკრეტულ ადამიანსა და თუ პარტიაზე ჩამოვკიდებთ ქვეყნის ბედს, იგივე შედეგამდე მივალთ.“- განაცხადა გახარიამ. მან ამასთან აღნიშნა, რომ საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩატარებული არჩევნების არ სჯერა. „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩატარებული არჩევნების არ მჯერა და არ ვთვლი, რომ ეს საჭიროა. მე ვთვლი, რომ ახალი არჩევნების პირობებში თუ ასეთი პოლიტიკური შეთანხმება შედგება, ქვეყანაში გამოსაცვლელია კონსენსუსის საფუძველზე 6 ინსტიტუტში ადმინისტრაცია - ეს არის ცესკო, სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სახელმწიფო აუდიტორი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ეს არის სუსი. ამ 6 ინსტიტუტში თუ ადმინისტრაცია შეიცვალა, მაშინ ქვეყანაში შესაძლებელია ნორმალური არჩევნების ჩატარება, თუ არ შეიცვალა, მაშინ არანაირ ახალ არჩევნებს აზრი არ აქვს, იგივე იქნება. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებამდე ამ 6 ინსტიტუტში კონსენსუსის საფუძველზე ადმინისტრაცია შეიცვალოს.“- განაცხადა გახარიამ. იპნ
  13. მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება „ყველამ ერთად გააგონოს საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ თვლიან, არც სამართლიანად და არც დემოკრატიულად“. „მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს. მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი. ასევე, ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის შინაარსის და აზრის, საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილებისთვის. მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების შედეგებს. ისევე, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თქვენი სახელმწიფოების და ევროკავშირის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია სრულყოფილი დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს. ამ არგუმენტებიდან გამომდინარე მინდა გთხოვოთ, რომ არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და ამით დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ნება, რომ შემდგომი არჩევნები მოპარული არ იყოს. დავიცვათ შემდგომი არჩევნების შინაარსი და აზრი. დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება არჩევნებით და მშვიდობიანად ჰქონდეთ შესაძლებლობა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში შეცვალონ ხელისუფლება“, - აღნიშნა გახარიამ. მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები სისტემურად გაყალბებული იყო. „სისტემური ხასიათის სამი ძირითადი ფაქტორი იყო. ეს იყო ფარულობა, კომისიების ფორმირება სრულად „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირებით, ასევე, ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების სისტემური გამოყენება, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ დღეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც ჩვენი მოქალაქეები, ამ არჩევნების შედეგებს არ იღებენ, როგორც ლეგიტიმურს და სამართლიანს. „ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის, რომ ეს კრიზისი არ მომხდარიყო და ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოეყვანა. მათ უბრალოდ შეეძლოთ გამოექვეყნებინათ არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების სია და ამით ყველა კითხვას გაეცემოდა პასუხი. ისინი საპირისპიროდ მოიქცნენ და დაიწყეს ხელოვნური „ფეიქ“ გამოძიება და პროკურატურას, ფაქტობრივად, ტყვედ ააყვანინეს ის აპარატურა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება. დღეს, როდესაც ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ როდესაც თითოეული საქართველოს მოქალაქე თვლის, რომ არჩევნები და ხმა მას მოჰპარეს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების - ლეგიტიმაციის მიღების. მეორე მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ ვთვლით, არც სამართლიანად და არც დემოკრატიულად. შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ მანამ, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიება და ყველა ლეგიტიმურ კითხვას, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრულფასოვანი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა გახარიამ. იპნ
  14. ფოტოზე: ლიზი თირქია 19 ნოემბრის დილას მოქალაქე ლიზი თირქია, რომელიც 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, „ფეისბუქზე” წერს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ „აქციაზე თავს 5 პოლიციელს დაესხა, გაიქცა და იმალება”. მან „პუბლიკას” უთხრა: 19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. მათ შორის, იძალადა ჟურნალისტებზე, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს იღებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით დააკავა 16 ადამიანი. მათგან 3 ხელწერილით იმავე დღეს გათავისუფლდა. ნაწილმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს, 21 ნოემბერს დატოვა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან ერთ-ერთი, 21 წლის მათე დევიძე კი ახლა სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. უწყების განცხადებით, მან „19 ნოემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს, კერძოდ, თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა”. პუბლიკა
  15. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი დააკმაყოფილა და პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება, რა მოხდება ამ შემთხვევაში. 19 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების­ არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა პარლამენტის 30-მა წევრმაც. მდინარაძე ამბობს, რომ ნორმა, რომელშიც წერია ინდივიდუალურ საკითხთან დაკავშირებით რეგულირება, არ შეიძლება განზოგადოებული იყოს ისე, რომ შეეხოს ყველას. პუბლიკა
  16. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ როდესაც დაიწყება კონტრქმედებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგნ არ დაზიანდეს საქართველო, როგორც სახელმწიფო. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1087564915945479
  17. ჩვენი გუნდი მონაწილეობას იღებს ყველა მშვიდობიან აქციაში. შეუძლებელია მომდევნო ოთხი წელი მართოს “ოცნებამ” ქვეყანა, როდესაც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია არ აქვს. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/430185853483329
  18. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელის მიმართ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში გაწეული სამსახურისთვის მადლიერებას გამოხატავს. „გმადლობთ, ძვირფასო ჯოზეფ ბორელ თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. იპნ
  19. გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო, გაჩნდა რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ზოგადად ნატო-ს წინააღმდეგ და სერიოზულად აღიქვამს თუ არა და განიხილავს თუ არა ამას შეერთებული შტატები ნატო-ს მოკავშირეებთან. „ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას ნატო-ს მოკავშირეებთან მთელ რიგ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს თავისი აგრესიით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის. გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას. ჩვენ ვაგრძელებთ ნატო-ელ მოკავშირეებთან იმ ასიმეტრიული საფრთხეების განხილვას, რომელსაც რუსეთი ევროპის გარშემო ქმნის“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა. იპნ
  20. აქტივისტი ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტისთვის „საქმიანობაში ხელის შეშლას”. როგორც მანაგაძე წერს, საგამოძიებო სამსახურს თავად ტელეკომპანია „იმედმა” მიმართა. გუშინ, 20 ნოემბერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა მედიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პუბლიკა
  21. 19 ნოემბრის აქციის მონაწილე, 21 წლის მათე დევიძე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შსს-ს განცხადებით, მატე დევიძემ 19 ნომბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება. 19 ნოემბერს, გამთენიისას, პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაშალა აქცია, რომელზეც მოქალაქეები ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით უკვე მე-2 ღამეს ათევდნენ. დარბევის დაწყებამდე შსს-ს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ეწერა, რომ მათ 15 წუთს აძლევდნენ ტერიტორიის დასატოვებლად. მათი თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ გზის გადაკეტვის საჭიროება ყოფილიყო. აქციის მონაწილეების უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ნეტგაზეთი
  22. უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან ლოხიშვილი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ხერსონის მიმართულებით მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა. ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ომის მიმდინარეობას არსებული ცნობებით, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. იპნ
  23. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე, მთავრობის დამტკიცებას და მათ შორის, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა და ბუნებრივია, პოლიტსაბჭომ მას სრულად დაუჭირა მხარი. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.ასევე, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრული. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ipn
  24. იმ თემებზე შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას შეეხება, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ , - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იღებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ძლიერი საქართველოს“ ოფისში მიმდინარე საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა განიხილება. კახა ქემოკლიძის განცხადებით, ის თვლის, რომ იმ შეხვედრებში მონაწილეობა, რომელიც მიტინგების ორგანიზებას შეეხება, აუცილებელი არ არის და ეს მათ არასდროს დაუმალავთ. „არის შეხვედრები, სადაც ვმონაწილეობთ, არის შეხვედრები, სადაც არ ვმონაწილეობთ. იმ თემებზე შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას შეეხება, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ, ეს არც დაგვიმალავს არასდროს, ეს არ არის აუცილებელი და არც დიდ პრობლემად მიმაჩნია“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. კახა ქემოკლიძის განცხადებით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები, 25 ნოემბრის აქციას შეუერთდებიან და ამასთან, მონაწილეობას მიიღებენ მის დაგეგმვაშიც. „არის აქციები, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ ისე, როგორც უნდა ვმონაწილეობდეთ და ასეთი აქციების დროს გარკვეული კოორდინაცია არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადაც სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ შეკრებას, მაინც და მაინც ამ ტიპის აქციების კოორდინაციაში და დაგეგმვაში უნდა ვიყოთ ჩართული. ეს ასე არ არის და არ იქნება. მე არ ვიცი ოპოზიცია საბოლოო ჯამში რას გადაწყვეტს, მაგრამ 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, ცხადია მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვაშიც და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალიან ბევრი მომხრე იქ იდგება იმ კონკრეტულ დღეს და სხვადასხვა დროის მონაკვეთში“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. იპნ
  25. დღეს ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არის, რომ ამ არჩევნებმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ მიიღოს. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/535980892609612
×
×
  • შექმენი...