Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. "ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმ ხალხზე, ვის დასჯასაც ცდილობს "ოცნების" რეჟიმი - მინდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო და მათი ბრძოლა არ არის ფუჭი." სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7232904170166709
  2. ივანიშვილმა წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად ისეთი ადამიანი, როგორც ხედავს თვითონ ქართულ სახელმწიფოს. ივანიშვილის გარემოცვის 80% არიან ყოფილი ნაცები, მან გათვლა ამ ხალხზე გააკეთა, რადგან მონობაში კარგად გამოწრთობილები არიან. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2306769163035258
  3. ეს ბრძოლა არის გრძელვადიანი, სადაც გვჭირდება ნებისყოფა და ცრუ მოლოდინების არ შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლება დარჩეს ლეგიტიმაციის გარეშე. ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაც ჰაერშია ჩამოკიდებული, ვერ გაუძლებს პოლიტიკურ კრიზისს. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3914999048821543
  4. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. “საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. 2024 წლის ოქტომბერში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18.6% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება. 2024 წლის პირველი სამი კვარტლის მანძილზე არსებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მშპ-თან ფარდობის გაპის დახურვის ტემპი შეანელა, თუმცა სესხების მშპ-თან ფარდობა განაგრძობს მის გრძელვადიან დონესთან ეტაპობრივ დაახლოებას. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას. ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ სებ-ი ასევე აქტიურად ადევნებს თვალყურს დეპოზიტების დოლარიზაციის დინამიკას, რომლის დონეც ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა და ფინანსურ სისტემაში ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობის დაგროვებას შეუწყო ხელი. იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, - აცხადებს ეროვნული ბანკი. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 26 თებერვალს გაიმართება. იპნ
  5. საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წევრები. კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ კანდიდატი პირველივე ტურში აირჩეს, მან კოლეგიის წევრთა ხმების 2/3 მაინც უნდა მოაგროვოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი 2/3-ს ვერ მოაგროვებს, მეორე ტური გაიმართება. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევის დღის მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება. სახელმწიფოს მეთაური თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს. სახელისუფლო პარტია “ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. იპნ
  6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დილით, ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომის, შემდეგ კი უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. იპნ
  7. გიორგი გახარია იყო პირველი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არჩევნების მეორე დღესვე თქვა, რომ ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა, რაც ყველამ ნახა დღეს. რა ფორმით ჩავხსნით სიებს, როდის ჩავხსნით ეს არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი, როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ჩვენ კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან გვაქვს. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/556539093655789
  8. ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ერთპიროვნულად დანიშნული პაპუაშვილის გადასაწყვეტი გახდეს ჩვენი მანდატების ჩახსნა არ ჩახსნის საკითხი. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მთავარია, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9151502004883060
  9. სიის ჩახსნაზე უარის თქმის უფლება ცესკოს არ აქვს, მაგრამ რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას , ეს "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, შესაბამისად ჩვენ ამ თამაშში შესვლას არ ვაპირებთ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1086900336553709
  10. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა 14 დეკემბერს ჩანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ღონისძიებების გრაფიკი და კოლეგიის კვოტები. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, არაუგვიანეს 5 დეკმებრისა საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა უნდა წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არაუგვიანეს 8 დეკემბრისა გატარდება რეგისტრაციაში. პარლამენტმა, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა საბჭოებმა არჩევნების თარიღის დანიშვნიდან ორი დღის ვადაში, არაუგვიანეს 28 ნოემბრისა, უნდა წარადგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრთა მონაცემები. სამივე წარმომადგენლობითი ორგანო კოლეგიაში სრული შემადგენლობით იქნება ანუ პარლამენტის 150 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი. არაუგვიანეს 28 ნოემბრისა უნდა წარადგინონ პარტიებმა განსაზღვრული კვოტებით საკრებულოების წევრები. 2021 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, საკრებულოებიდან კოლეგიაში პარტიების კვოტები შემდეგნაირად ნაწილდება: „ქართული ოცნება“ – 54 წევრი „ნაციონალური მოძრაობა“ – 36 წევრი „გახარია – საქართველოსთვის“ – 9 წევრი „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1 წევრი „ევროპული საქართველო“ – 2 წევრი „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 წევრი „ლელო“ – 4 წევრი „ლეიბორისტული პარტია“ – 1 წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1 წევრი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრის გამოკლებით, კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 156 წევრი, ხოლო დანარჩენ პარტიებს – 124 წევრი. პრეზიდენტობის კანდიდატი პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება, თუ მიიღებს კოლეგიის 200 წევრის მხარდაჭერას (2/3). წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური, რომელიც იმავე დღეს ჩატარდება. მეორე ტურში კანდიდატი ხმათა უმრავლესობით იმარჯვებს. კანონის მიხედვით, არჩევნები დილის 09:00-ზე იწყება და მაქსიმუმ 14:00-ზე სრულდება. პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებელი. გიორგი გახარიამ უკვე განაცხადა, რომ მისი პარტია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მან ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა დანარჩენ პარტიებსაც. 25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება” პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა; ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში გამართულ სხდომას არ დასწრებია. კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა. მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება. პუბლიკა
  11. როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. აუსტრევიჩუსი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება. „ველოდებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საკმაოდ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით. როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას. ჩვენ არაერთი ანგარიში მივიღეთ არჩევნებიდან და ყოველივე ამან მიგვიყვანა იმ აზრზე, რომ შევთანხმებულიყავით არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გამჭვირვალე, არც თავისუფალი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს საქართველოში ექნება უზარმაზარი გავლენა ევროკავშირთან ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საქართველოს სტატუსს კანდიდატ ქვეყანას”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა, რომლის თარგმანიც "მთავარ არხს" ეკუთვნის. იპნ
  12. რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები. მაგალითად, ინდივიდუალურად, მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარკეტა გრეგოროვას თქმით, რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, საუბარი იქნება მოგზაურობის აკრძალვაზე ინდივიდებისთვის, რადგან „ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ ევროპაში და არ უნდა მივანიჭოთ მათ ეს ფუფუნება“. „მე აქ ვიმყოფები არა მხოლოდ როგორც საქართველოს მეგობარი ამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრიც და ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენლებს, გვინახავს არაერთი მანიპულაციის მეთოდი არჩევნებში. რა თქმა უნდა, თქვენ გინახავთ ეუთოს, ევროკავშირის ანგარიშები და იცით, რომ, ჩვენი აზრით, ეს არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად. ჩვენ ასევე ვნახეთ, რა ხდებოდა, სანამ ჩატარდებოდა არჩევნები. ტყუილები და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე, რუსეთის მთავრობის მიერ, რათა მოეტყუებინათ ქართველი მოქალაქეები. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მოქალაქეები ძირითადად პროდასავლურად და პროევროპულად არიან განწყობილი, თუმცა ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ევროკავშირისათვის ხმის მიცემა, ავტომატურად ნიშნავს „გლობალური ომის პარტიისათვის“ ხმის მიცემას. ჩვენთვის შეიძლება, ეს ძალიან სულელურად ჟღერდეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ამის და ეს ინფორმაცია ვრცელდება ადამიანების მიერ, რომლებიც აღვნიშნეთ. მაგალითად, ბატონი კობახიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ამ შეთქმულების თეორიის ავტორია. მე მინდა, დავეხმარო ქართველებს, რომ შეინარჩუნონ ევროპული მომავალი. რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც ევროპელი პოლიტიკოსები და ევროკავშირის საქართველოსათვის და რისი გაკეთება შეგვიძლია ამ გზაზე?“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ, რომლის განცხადების თარგმანიც "მთავარ არხს" ეკუთვნის. იპნ
  13. "ვისაც 2023 წლის მარტიდან გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას. დიახ, 7 მარტიდანვე ცხადი იყო „ოცნების“ მიერ მისი არჩევის, მისი თითოეული მოქმედების და მეტწილად უმოქმედობის მიზანი - გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. არც „რას ერჩი, კარგი ბიჭია“ კალანდარიშვილი მყავდა „ამოჩემებული“. უბრალოდ ცოტა მეტი დაკვირვება, სტრიქონებს შორის კითხვა და პოლიტიკის ანალიზი იყო საჭირო. სხვა დროს რომ უნდა გავითვალისწინოთ, იმ გაკვეთილებიდანაა. არჩევნების დაცვის გარანტად დამოუკიდებლები გვჭირდებოდა და არა ოჯახებში და მეგობრებში „კაი ბიჭები.", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია” ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27853268787619878
  14. ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი, სადაც ვართ, მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის , - ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას მოსაზრებით, აქციის შედეგების ხალხზე დაბრალება „არის ისეთი წარმოუდგენელი შეცდომა, რომელსაც ხალხი არავის აპატიებს“. „ნებისმიერი რადიკალიზაცია, სადაც არ უნდა იყოს: ქუჩაში, დაპირისპირება.... ეს ივანიშვილისთვის ისეთი საჩუქარი იქნება, რომ ამის გაკეთება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენი გზა არის თანმიმდევრული, გონიერი ცივსისხლიანი იმისათვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე. რა აჯანყება?- აჯანყებას რომ იძახიან, იმიტომ მოხდა გუშინ ის, რაც მოხდა. ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი, სადაც ჩვენ ვართ, ეს მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალიც არის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ თავისი პასუხისმგებლობა გაიაზროს. ყველამ უნდა გაიაზროს თავისი შეცდომები, წინააღმდეგ, შემთხვევაში სულ ასე ვიქნებით. ჩვენ არასდროს შეგვშინებია შეცდომების აღიარების, თუ ჩვენ შეცდომა არ ვაღიარეთ, ხვალ და ზეგ ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ხალხისთვის დაბრალება - ეს არის ისეთი წარმოუდგენელი შეცდომა, რომელსაც იგივე ხალხი არავის აპატიებს. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა გუშინ“, - განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, ოპოზიციაში ყოფნა ორჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. როგორც გახარია აღნიშნავს, გადამეტებული მოლოდინების შექმნას, ადამიანების ემოციებზე და სენტიმენტებზე თამაშს მოჰყვება დიდი იმედგაცრუება და გაბრაზება, რაც დღეს საზოგადოებაშია. გახარია ფიქრობს, რომ თუ ასე გაგრძელდება, ხალხის გაბრაზება ოპოზიციის მიმართ უფრო გაიზრდება, ვიდრე ხელისუფლების. „გუშინდელი აქციის ორგანიზატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. გუშინ იქ იყო ჩვენი ამომრჩეველი და მე, რა თქმა უნდა, მათ გასამხნევებლად მივედი. ძალიან კარგად ჩანდა ის იმედგაცრუება, რომელსაც გუშინდელი აქცია გამოიწვევდა. ეს იმედგაცრუება რომ არ გადადებოდა ჩვენი გუნდის წევრებს და ჩვენს მხარდამჭერებს, სწორედ ამიტომ მივედი იქ და ვამაყობ იმით, რომ მივედი. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ხარ ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან. პირიქით, მაშინ, როდესაც ასეთი უვარგისი ხელისუფლება გვყავს, ოპოზიციაში ყოფნა ორჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ნებისმიერ სიტყვას, არაგონივრულ, გადამეტებული მოლოდინების შექმნას, ადამიანების ემოციებზე და სენტიმენტებზე თამაშს, მოჰყვება ის დიდი იმედგაცრუება და გაბრაზება, რომელიც დღეს არის ჩვენს მოქალაქეებში, თუ ასე გაგრძელდება, ეს გაბრაზება ოპოზიციაზე უფრო გაიზრდება , ვიდრე ხელისუფლებაზე. გიჟური იდეებით, დღეს ერთი, ხვალ მეორით , ყველანაირი გეგმის და თანმიმდევრულობის გარეშე, ეს პრობლემა იქნება. მე ამ ხალხთან [ოპოზიცია] მაკავშირებს ერთი რამ, ეს არის გაყალბებული არჩევნები და ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ქვეყნის დაკარგული და მოკლული ევროპული პერსპექტივა. სხვა ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს“, - განაცხადა გახარიამ. გახარია გამორიცხავს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რადიკალიზმში მიიღებს მონაწილეობას. „ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ნებისმიერი ფორმის რადიკალიზაციის წინააღმდეგი. მე რადიკალიზაციის მოლოდინი მაქვს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნებისგან“. რადიკალიზაცია, რომ მოახდინო ორი მხარეა საჭირო. სარკეში ხომ არ დადგები და თავს ხომ არ გაიგიჟებ?! მთელი ჩვენი უბედურება მდგომარეობს იმაში , რომ რადიკალიზაცია ხდება ნაცების“ და „ოცნების“ ურთიერთ დინამიკაში და ისინი ერთმანეთს უწყობენ ხელს. რადიკალიზმი არ არის, პარლამენტში, საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის გარეშე, ოპოზიციის გარეშე მარტო ზიხარ და რაღაც თეატრში მონაწილეობ?!“, - განაცხადა გახარიამ. ასევე ის გამოეხმაურა ოპოზიციის იდეას “სახალხო პარლამენტის“შექმნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ყოველდღე საზოგადოებას სიურპრიზებით აღვიძებდე. „აქამდე ერთი არალეგიტიმური პარლამენტი გვქონდა, ახლა ორი არალეგიტიმური პარლამენტი იქნება. იქ არ შევდივარ და მეორე არალეგიტიმურ პარლამენტში არ შემიყვანოთ. ქვეყანაში გვყავს ერთი არალეგიტიმური პარლამენტი, რა გინდათ, კიდე ერთი არალეგიტიმური პარლამენტი შევქმნათ? რატომ აკეთებ იმას იმას, რომ ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ აქეთ დაგცინოს. შემდეგ ერთმა უნდა უძახოს შენ ხარ არალეგიტიმური, მეორემ არა შენ ხარ. ეს არის არა თანმიმდევრულობა,. არ შეიძლება ყოველდღე საზოგადოებას სიურპრიზებით აღვიძებდე“,- განაცხადა გახარიამ. იპნ
  15. საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო. „აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ. ვთვლით, რომ აღნიშნული შეფასებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და არ ასახავს რეალობას. ცესკო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპების სრული დაცვით და ცესკოს მიერ შედგენილი იქნა კანონშესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. პარტიული სიების გაუქმების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებები და წერილები გაეგზავნებათ შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  16. სახალხო დამცველის თანამშრომლები არ ეთანხმებიან ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია”. ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებაში წერს, რომ „სამწუხაროდ მიიჩნევს სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს ომბუდსმენის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას”. ლევან იოსელიანმა, რომელიც 25 ნოემბერს „ქართული ოცნების” პარლამენტის შეკრებასაც დაესწრო, დღეს თქვა, რომ „კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღეში, საქართველოს პარლამენტი უნდა შეიკრიბოს”. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს – ლევან იოსელიანის განცხადებით, „ეს განხილვის საკითხია”. თანამშრომლების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ და რჩებიან ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების ერთგულნი. განცხადებას ხელს აწერენ: ანი სალდაძე ეკა მამრიკიშვილი ელენე ჩავლეშვილი ევა ფაჯიშვილი გიორგი კვირიკაშვილი გიორგი ტყებუჩავა გიორგი მელიქიძე გიორგი ქაჯაია გიორგი ჩარკვიანი გიორგი ძაძუა გვანცა ხარატიშვილი ლარა ჯამარაული ლიკა ბაციკაძე ლიკა ღვინჯილია ლევან პაპავა მაკო არაბული მარიამ თავდგირიძე მარიამ მახარაძე მარიამ მოსეშვილი მერაბ დობორჯგინიძე ნათია გორგილაძე ნათია ფიცხელაური ნათია საღრიშვილი ნინო ათაბეგაშვილი ნინო ბერიშვილი ნინო ლეჟავა ნინო შალამბერიძე ნინო სულამანიძე ნინო ვალიკოვი სოფო რუსეცკი თამარ გუგუტიშვილი თამარ ოგანოვა თამარ ხოხობაშვილი თამთა პაპუაშვილი თამუნა აბაზაძე თინათინ თინიკაშვილი ქეთი ხვედელიანი პუბლიკა
  17. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ანატოლი გიგაური ჰყვება, რომ აქციაზეც და განყოფილებაშიც პოლიციამ აქეთ სცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა. როგორც ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, 25 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ მოძრაობის დროს, მას პოლიციელმა სახელი მუშტი დაარტყა: “ჩვენ ვმოძრაობდით რუსთაველზე. გვერდიდან დაახლოებით, ხუთი პოლიციელი გადმოვიდა და ჩაგვიკეტეს გზა. ერთ-ერთი ტანად დაბალი იყო, მანქანიდან შეიძლებოდა მძღოლს ვერ დაენახა და უბედურება მომხდარიყო. მივედი და ვუთხარი, მანქანამ არ გადაგიაროს თქო. მოვკიდე ამ გოგონას ხელი, წინააღმდეგობა არ გაუწევია და გავიწიეთ, ჩემს უკან რომ მანქანას გაევლო. ამ დროს სახეში მხვდება მუშტი. ხელის მოხვედრისთანავე წავავლე ხელი პოლიციელს, რომელმაც მე ხელი დამარტყა და ვეუბნები: რატომ დამარტყი ხელი? ამ დროს დედა შემაგინა და დასარტყმელად ხელი კიდევ მოიღერა. ამ დროს მდგომარეობიდან გამოვედი და მოშორების მიზნით ვკარი ხელი.” მისივე თქმით, ამ მოვლენების შემდეგ, დაახლოებით, საათსა და ნახევარში აქციიდან წამოვიდა: “სანაპიროთი წამოვედით „ვეფხი და მოყმეს“ მხარეს. პოლიციამ უკნიდან გვანიშნა, რომ გაგვეჩერებინა მანქანა. მძღოლმა მანქანა გააჩერა თუ არა, ჩვენს გვერდით საპატრულო პოლიციის მეორე მანქანაც გაჩერდა. წრე შემოგვარტყეს. კარი გავაღე, დავდექი და ხელი დავალაგე საპატრულო მანქანის საბარგულზე, წინააღმდეგობას არ გიწევთ-მეთქი. ამ დროს მომვარდა ორი პოლიციელი და ზურგს უკან ხელბორკილები დამადეს. მერე მესმის ხმები, აქეთ გამოიყვანეო. მანქანის უკან გამიყვანეს, ამბობდნენ, ვის დაარტყი ხელიო და თან თავში უამრავი რაღაც მომხვდა. დაბლა ვიხედებოდი, მაღლა ვერ ვწევდი თავს. დამახეთქეს ძირს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ. შემდეგ ამაყენეს ფეხზე, უკვე სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს,” – იხსენებს ანატოლი გიგაური. ანატოლის მონათხრობის მიხედვით, ამის შემდეგ ის საბურთალოს პოლიციაში წაიყვანეს: “გზაში სხვადასხვა პოლიციელი დამიჯდა გვერდით და ცდილობდნენ, რომ სისხლდენა შეეჩერებინათ. მანქანა გააჩერეს, აფთიაქში შევიდნენ, რაღაც საშუალებები იყიდეს და ვაშლიჯვრის ასახვევში სისხლი მომწმინდეს. გზაში ურეკავდნენ ჩემს გვერდზე მჯდომს, ეკითხებოდნენ, სისხლი თუ შეუწყვიტეთო? შემდეგ საპატრულოს შენობაში მიმიყვანეს. ერთ-ერთ ოთახში შემიყვანეს, მკითხეს, კაცურად გვითხარი, რა მოხდაო. სისხლზე ვანიშნე, ეს მოხდა-მეთქი. მაძალებდნენ, რომ ეს ტანსაცმელი გამეხადა და მათი მოტანილი ტანსაცმელი ჩამეცვა, რაზეც უარს ვაცხადებდი.” მისივე განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში მას ისევ სცემეს: “ჩემთან მოვიდა ის პირი, რომელმაც ხელი დამარტყა და რომლის მოშორებასაც მე ვცდილობდი. შემოვიდა ოთახში და მითხრა, რომ ეს ტანსაცმელი ჩაიცვიო. მე ვუთხარი, არა. უარის შემდეგ, მომკიდა ხელი და თავში ერთი ათჯერ ჩამარტყა. შემოვიდნენ საპატრულოს თანამშრომლები, ხომ გითხარით ხელი არ დაარტყაო და ეს ბიჭი გაიყვანეს. მერე მეუბნებოდნენ, ამაზე ხელი მოგვიწერე, იმაზე ხელი მოგვიწერეო, არაფერზე არ მოვაწერე ხელი,” – აღნიშნავს ანატოლი გიგაური. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციამ რამდენიმე დღის წინ თსუ-სთან აქციაზე დააკავა 21 წლის მათე დევიძეც, რომელსაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლო აჭიანურებს აპრილი-მაისის მოვლენებისას, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის საქმეების განხილვას. ნეტგაზეთი
  18. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. მათივე თქმით, თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში“,- ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  19. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის პროგრამები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წელთან შედარებით ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან ამოღებულია გარკვეული ნაწარმოებები: სულხან-საბა ორბელიანი „მემკვიდრის აღზრდის ამბავი“; „მეფე ხორასნისა“; „ძუნწი და ვაჭარი“; „უგუნური მცურავი“; „სამნი ბრმანი“; „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“ დავით გურამიშვილი „სწავლა მოსწავლეთა“; „ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი“; „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“; „ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება“; „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“; „დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება“; „ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, ამისი მოთქმა დავითისაგან“; „ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“; „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“; „დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“ ალექსანდრე ჭავჭავაძე „გოგჩა“ გრიგოლ ორბელიანი „საღამო გამოსალმებისა“; „პასუხი შვილთა“. ნიკოლოზ ბარათაშვილი „არ უკიჟინო, სატრფოო…“; „ცისა ფერს“; „ხმა იდუმალი“; „სულო ბოროტო“; „ვპოვე ტაძარი“. ილია ჭავჭავაძე „ბედნიერი ერი“; „პასუხის პასუხი“; „ჩემო კალამო“; „განდეგილი“; „აჩრდილი“ (VII თავი). აკაკი წერეთელი „აღმართ-აღმართ“; „სულიკო“; „ქებათა ქება (სხვებმა სვან ღვინო…)“. ალექსანდრე ყაზბეგი „ხევისბერი გოჩა“. ვაჟა ფშაველა „რამ შემქმნა ადამიანად“; „იას უთხარით ტურფასა“; „ბახტრიონი“; კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი. პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“. გალაკტიონ ტაბიძე „მშობლიური ეფემერა“. გიორგი ლეონიძე „ნინოწმინდის ღამე“. პაოლო იაშვილი „ლექსი პოეზია“. ამასთან, წინა წელთან შედარებით, ისტორიის პროგრამაში აღარ შევა აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ეროვნული გამოცდების პროგრამის ნაცვლად ისაუბრა სასწავლო პროგრამაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ „სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა”. გამოცდების ცენტრში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ გამოცდების ცენტრი მაშინ გვიპასუხებს კითხვებზე, „როდესაც ამას გადაწყვეტენ“. პუბლიკა
  20. ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი მთავრობის თავმჯდომარე, თავისი პრეზიდენტი, თავისი თოჯინების თეატრი , - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია ამ პროცესში მის გარდა არავინ მიიღოს მონაწილეობა. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია, პრეზიდენტის არჩევნების პროცედურაში, როგორიც არ უნდა იყოს ის, არავინ მიიღოს მონაწილეობა ერთი პარტიის გარდა და ეს ერთი პარტია არის “ქართული ოცნება” და აირჩევს თავის პრეზიდენტს. ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი მთავრობის თავმჯდომარე, თავისი პრეზიდენტი, თავისი თოჯინების თეატრი. მერე ათამაშებს ხოლმე - ერთს ერთს ათქმევინებს, მეორეს - მეორეს და გაერთობა ხოლმე”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
  21. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას გამოეხმაურა. განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებით გასაგები ხდება რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო. „2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას „ბედნიერ ერს“, „პასუხის პასუხს“, „განდეგილს“, „აჩრდილს“ და „ოთარაანთ ქვრივს“, როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპე კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად ან კიდევ ვაჟას "პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმს" ... ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!“- განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. მათივე თქმით, თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. იპნ
  22. სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას - მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ -ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო სიების ჩახსნით ოპოზიცია იმ კრიზისზე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა. „რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თემაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არაფერი რეალური არ აქვს შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ ამომრჩეველი რეალურად გაბრაზებულია. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რომ სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ. ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით იმ კრიზისზე მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება. ვინმე თუ ფიქრობს ან „ნაცები“, ან „ოცნება“, რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, რომ ჩვენ მათი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ასე არ იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება. რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე როგორც ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“ და არც ივანიშვილსა და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ“,- განაცხადა გახარიამ. იპნ
  23. პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციის ღონისძიებას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღწევად. გახარია ამბობს, რომ ისინი მიიჩნევენ, პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი გზით უნდა აირჩიონ. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევენ პრეზიდენტობის კანდიდატად, მთავარია, არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების და უკანონო პარლამენტის ლეგიტიმაცია. საარჩევნო კოლეგიის დასაკომპლექტებლად სიების წარდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 28 ნოემბერი. 5 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ პრეზიდენტობის კანდიდატები. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა. ინაუგურაციის ჩატარების თარიღად 29 დეკემბერი განისაზღვრა. პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი არჩევნების გზით აღარ ჩატარდება. მომავალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით აირჩევს საარჩევნო კოლეგია. კანონმდებლობით, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. „ამ 300 წევრიდან 150 გახლავთ პარლამენტის წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა – 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა – 20 წევრი, დარჩენილი 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობით, რომელიც დადგა 2021 წლის არჩევნების შედეგად“, – განაცხადა პაპუაშვილმა. პუბლიკა
  24. რუმინელი ევროპარლამენტარი, "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი, ზიგფრიდ მურესანი მის ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს. „ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, შეიძლება მოხდეს ყველა ქვეყანაში. ეს მოხდა მოლდოვაში, ეს მოხდა საქართველოში და ეს ყველგან შეიძლება მოხდეს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა ბრძოლა ექსტრემიზმის წინააღმდეგ. „რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ვიბრძოლოთ ექსტრემიზმის წინააღმდეგ და შევინარჩუნოთ რუმინეთი ევროპულ გზაზე“, - წერს რუმინელი ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. დასავლური მედიის შეფასებით, კალინ ჯორჯესკუ ნატო-ს მიმართ კრიტიკითა და რუსეთის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა. იპნ
  25. რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ქართული ლეგიონის“ მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კიდევ სამ ქართველ მებრძოლს, გიორგი რუსიტაშვილს, ნოდარ პეტრიაშვილსა და ვანო ნადირაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ შესახებ მუხლით შეუფარდა. “სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე მამულაშვილმა უცხო ქვეყნებიდან, რომლებიც კონფლიქტის მხარეები არ იყვნენ, დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირება მოახდინა, უპირატესობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ენიჭებოდათ. ამის შემდეგ მან ისინი გაწვრთნა და მათი საომარ მოქმედებებში მონაწილეობა უზრუნველყო. ამისთვის ბრალდებულმა 23 მილიონ რუბლზე მეტის ეკვივალენტი მიიღო”, - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში. იპნ
×
×
  • შექმენი...