-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
„ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ხალხს" - პრეზიდენტმა ელჩებს, ჯარსა და პოლიციას მიმართა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს, პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც მან მიმართა პოლიციას, ჯარს და დიპლომატიურ კორპუსს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ელჩებს მოუწოდა, დღესვე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდეც უნდა მიეღოთ. ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა ქართულ ჯარსაც და აღნიშნა, რომ ის არის ქვეყნის ყველაზე ერთგული და ყველაზე მეტად მათ სტკივათ, რომ ქვეყანა რუსეთს უბრუნდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადება მიმართული იყო პოლიციის მიმართაც – პრეზიდენტმა მათ მოუწოდა, ემსახურონ სახელმწიფოს და არა „მონებს, რუსებსა და მოღალატეებს”. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს და ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს „მიიღონ ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის. პუბლიკა -
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიმართავს საჯარო მოხელეებს, რომ დროა, გადაწყვეტილებები მიიღონ. “არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ. დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ",- წერს ჯანელიძე „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. იპნ
-
ნიღბები საბოლოოდ მოიხსნა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. „12 წლის მანძილზე ივანიშვილი და "ქართული ოცნება" კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ, იგნორირებას უკეთებდნენ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მისწრაფებებს. მაგრამ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი? ნამდვილად სურთ მათ რუსეთთან დარჩენა?" , - წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე. იპნ
-
მთელი ეს ყალბი კამპანია, რომ თითქოს " ოცნება" ღირსებითა და მშვიდობით მიდიოდა ევროპისკენ, ერთი ხელის მოსმით ჩამოიშალა. თუ ეს ქვეყანა მოექცა საერთაშორისო იზოლაციაში გაზაფხულზე ეკონომიკური კრიზისი მძიმე ტვირთად დაგვაწვება, რასაც, პირველ რიგში, იგრძნობენ საქართველოს რიგითი მოქალაქეები. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/547697861378790
-
გაოცებული ვიყავი იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს მთავრობა “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს იცავდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, საქართველოს მოვლენებს გაკვირვებული ადევნებდა თვალს. “როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალს ვადევნებდი ამას. მათთან, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები არ გვაქვს, არანაირი. მაგრამ, უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ. ახლა ამ მოსაზრებას შეფასებას არც მივცემ”, - განაცხადა პუტინმა. იპნ
-
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან მთავრობის დღევანდელ, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, 2028-ის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააჩეროს. პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად შეცვალა ქვეყნის დასავლური კურსი. „ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ უბრალოდ დაასწრო ევროკავშირს, სანამ უკანასკნელი თავად გაწყვეტდა ურთიერთობებს. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ „დე ფაქტო აღიარა, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა“. „ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა“, – აღნიშნავს იგი. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია კი წერს, რომ საქართველომ „იანუკოვიჩზე ბევრად უარესი მიიღო“. ნეტგაზეთი
-
გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით , - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. გიორგი გახარიას განცხადებით, ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას „ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა“. „გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა“, - წერს გიორგი გახარია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. იპნ
-
„ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხად. კობახიძემ განცხადება მმართველი გუნდის სახელით გააკეთა. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. კობახიძემ თქვა ისიც, რომ ევროკავშირთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკების გახსნა ქვეყნის დაშანტაჟების ინსტრუმენტად გამოიყენება. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს და ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს „მიიღონ ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციითვის. პუბლიკა -
„საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ეხმაურება შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრებით საქართველოს მოუწევს, სავიზო რეჟიმი დაუწესოს დსთ-ის წევრ ქვეყნებს. შალვა პაპუაშვილმა 27 ნოემბერს „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში „ბევრ ქვეყანასთან მოგვიწევს თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება, მათ შორის, ჩინეთსა და დსთ-ის ქვეყნებთან”. პაპუაშვილმა ევროკავშირის შესახებ ასევე თქვა, რომ „გაერთიანების წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილისა და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას“. გოგოლაშვილის თქმით, პაპუაშვილი დეზინფორმაციას ავრცელებს და არაფერს ამბობს იმ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირის წევრობას მოაქვს. publika
-
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებს და „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას ითხოვს. რეზოლუციას მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ბიძინა ივანიშვილის გარდა, სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისთვისაც ითხოვს. რეზოლუცია, სახელწოდებით „გაღრმავებული დემოკრატიული კრიზისი საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო საარჩევნო გაყალბების შემდეგ“, ასევე ითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესებას. „[ევროპარლამენტი] მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალური პირებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და საჯარო ინსტიტუტების არასწორ გამოყენებაზე, მათ შორის: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს კახა კალაძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს. და გაავრცელონ ეს სანქციები იმ მოსამართლეებზე, რომლებსაც გამოაქვთ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზნობრივი სანქციები პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და გაყინონ მთელი მისი ქონება ევროკავშირში, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და ქვეყნის კონსტიტუციურად გაცხადებული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის, ქვეყანაში რუსული გავლენის აღდგენის მცდელობების ჩათვლით“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ „ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებისთვის და მოუწოდებს კომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით, თუკი ჩაითვალა, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული“. ასევე, რეზოლუციის პროექტში არის მოთხოვნა ჰუმანიტარული მიზნით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არ იცავდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოვლინდა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ამასთან, რეზოლუციის პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ დარღვევების მასშტაბის გამო სერიოზულად შელახულია ლეგიტიმურობა და საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები. „შესაბამისად, [ევროპარლამენტი] უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მოუწოდებს მათ [საქართველოს მთავრობას],ერთი წლის განმავლობაში, ხელახლა ჩაატაროს არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ამასთან, რეზოლუციის პროექტი მხარს უჭერს არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელ, გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებას და მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის შესახებ. როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებას განზრახ მიჰყავს ქვეყანა შიდაპოლიტიკური კრიზისისა და საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისგან საერთაშორისო იზოლაციისკენ. რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირს, მკაცრად შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ასევე, ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების მიერ განხორციელებული პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. გარდა ამისა, მოუწოდებს საბჭოს, კომისიას, EEAS-ს და ევროკავშირის ახალ უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა. ასევე, მოუწოდებს კომისიას, გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევრო- რომელიც თავდაპირველად განზრახული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად. netgazeti -
ვისურვებდი, გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა დავიწყოთ – ზარქუა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან გასაწვევია. ასე გამოეხმაურა ის გერმანიის ელჩის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მალე შეიცვლება, რადგან უკრაინაში შექმნილმა პროცესებმა შექმნა ის ფაქტორები, რამაც ეკონომიკა გაზარდა, თუმცა ეს დროებითია. ზარქუას თქმით, ფიშერი თავისი განცხადებებით და ქმედებებით არ შეესაბამება ელჩის მანდატს. „რაც შეეხება გერმანიის ელჩის განცხადებას, ამ ადამიანს თავისი უფლება-მოვალეობები ცოტა არეული აქვს. მე მგონია, რომ ის თავის ფუნქცია-მოვალეობებში დაბნეული და დაკარგულია. მე მივმართავდი ბატონ ფიშერს, კარგად გაიაზროს თავის უფლება-მოვალეობები. მე მგონია, რომ ამ ტონალობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა ელაპარაკოთ. მით უმეტეს, თქვენ ლეგიტიმაცია გაქვთ თუ არა, ეგეც არ ვიცი, რადგან დაიშალა ის მთავრობა, რომელმაც დაგნიშნათ. იმდენს ბედავთ, რომ პოლემიკაში შედიხართ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ… მინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ ამ ელჩის აქ მოღვაწეობით დაინტერესდეს და ვისურვებდი, ამ ელჩის გაწვევის პროცედურა დავიწყოთ, რადგან ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით მგონია, რომ ის მავნებლობს. არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს. ფაქტობრივად, იგივე როთია, როთი 2… ის მავნებლობს, არ ვიცი რა დაკვეთა აქვს. ფაქტობრივად, იგივე [მიხაელ] როთი 2 არის. მინდა ამ ხალხს, ამ „როთებს” მივმართო, რომ ლეგიტიმაცია არ გაქვთ და ამ ტონალობაში ელაპარაკებით 54%-ით არჩეულ მთავრობას, ამას არ გაგიტარებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. ნეტგაზეთი -
დღეს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 18:00 საათზე, მმართველი გუნდის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირს განცხადებით მიმართავს. იპნ
-
დღეს, 27 ნოემბერს, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, ოლიმპიური ჩემპიონები და ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე თავიანთი ინიციატივებით გამოვიდნენ. გენო პეტრიაშვილის ინიციატივა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემას გულისხმობს. „პატარა ინიციატივით შემოვდივარ. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ დიდი შრომა და თავდადება გაწია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის. ხომ არ აჯობებდ,ა უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა ამ თავდადებული კაცისთვის სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ასე გვერდში დგომისთვის?!“- განაცხადა გენო პეტრიაშვილმა. ლაშა ტალახაძემ კი იკითხა, ხომ არ იგეგმება სპორტსმენებისთვის სამთავრობო პრემიების გაზრდა. „სანაკრებო დონეზე სპორტში 2012 წლიდან ჩართული ვარ და ვხედავთ, როგორ წინ მივიწევთ და ვითარდება სპორტი. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდაჭერაა და მადლობა ამ გვერდში დგომისთვის. ვიტყვი, რომ არა მარტო პირად სახეობებში, არამედ გუნდურ სახეობებში ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და მინდა, რომ ეს ასე გაგრძელდეს. ბევრჯერ მიფიქრია და ჩემი სპორტული გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ ხოლმე, რომ ალბათ წარმატების პიკში ვართ. ახლა სჭირდება სპორტს ყველაზე დიდი ხელშეწყობა. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც კიდევ უფრო მეტად განავითარებს სპორტს. ვინაიდან ბევრ სპორტსმენს, ვინც წარმატებს აღწევს, გვიფასდებოდა და გვიფასდება პრემიების სახით, ზუსტად ამაზე მაინტერესებს – ხომ არ იგეგმება პრემიების ცვლილებაზე მთავრობის მხრიდან რეფორმა?“- განაცხადა ლაშა ტალახაძემ. ნეტგაზეთი
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, როდის შეწყვეტს პარტია საპარლამენტო მანდატებს და რა ფორმით, ეს თვითონ პარტიის გადასაწყვეტია, რასთან დაკავშირებითაც საკუთარ ამომრჩეველთან კომუნიკაცია აქვთ. „პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას და პარლამენტის ლეგიტიმაციის განსაზღვრას იწვევს არა განცხადებების დაწერა, არამედ ის, რომ ჩვენ ამ პარლამენტში არ ვართ წარმოდგენილი და ის, რომ არც საქართველოს მოქალაქეები და არც ჩვენის საერთაშორისო პარტნიორები არ თვლიან ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, ისევე, როგორც ჩვენ პოლიტიკური ძალები ოპოზიციური ფლანგიდან. ამიტომ, ახლა, ამ საკითხის წარმოჩინება ისე, რომ ეს განსაზღვრავს ან არ განსაზღვრავს ლეგიტიმაციას, მსუბუქად, რომ ვთქვათ, ეს არის უბრალოდ, საკითხის უცოდინარობა. ჩვენ ამომრჩეველს, რა კითხვებიც უჩნდებათ, ვპასუხობთ ძალიან ღიად და გულწრფელად. ჩვენ, როდის შევწყვეტთ ამ მანდატებს და რა ფორმით, ეს ჩვენი გადასაწყვეტია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ამომრჩეველთან კომუნიკაცია გვაქვს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტს, ისევე, როგორც პარლამენტიდან გამომდინარე ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს, ეს იქნება პრეზიდენტის არჩევა, თუ მთავრობის დამტკიცება, ლეგიტიმაცია არ ჰქონდეს. „ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი ამ პარლამენტში, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს. დანარჩენი, ტექნიკურ და რიტუალურ საკითხებზე პოზიცია ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არ მოვექცევით არცერთი მხარის გავლენის ქვეშ და გადავდგამთ მანდატებთან დაკავშირებით ნაბიჯებს, იმ ფორმით და იმ დროს, როდესაც ამას საჭიროდ ჩავთვლით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. იპნ
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. მათივე ცნობით, თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მომიმატებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი -5, -8 გრადუსამდე დაეცემა. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9, -12 გრადუსამდე დაეცემა. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 2 დეკემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსლოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შესაძლოა -4, -6 გრადუსამდე დაეცეს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6, -10 გრადუსამდე დაეცემა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -4, +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -8, -13 გრადუსამდე დაეცემა. ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ულოცავს ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას და ახალ მანდატს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ მისი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მისცემს, რათა დაეხმაროს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე. “გილოცავთ, პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ როგორც აქამდე იგივე ერთგულებით გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში თავისუფლებისა და დემოკრატიის და უფრო დიდი და ძლიერი ევროპის პრინციპის დაცვას. დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში”, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ipn
-
ტრამპმა უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში თავის წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი, კიტ კელოგი დანიშნა. კელოგი ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ივლისში კელოგი საუბრობდა გეგმის შესახებ, რომელიც უკრაინაში ომს დაასრულებდა, რომელიც, მისი თქმით, ტრამპსაც მოეწონა. გეგმის თანახმად, თუ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავა, კიდევ უფრო მეტ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, ხოლო ცეცხლი არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა შეწყდეს. ნეტგაზეთი -
ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 - 2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: "ჩვენ გვინდა ვიყოთ დემოკრატია, გვინდა ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ". სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი. თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ფაქტები [რეალობა] ამ კურსს ეწინააღმდეგება, რადგან, თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობა. ძალიან მარტივია. ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა ხდება ახალი წევრის ქვეყნის კანონმდებლობაც. როდესაც ეს მოხდება, თქვენ წევრი ხართ. სანამ ეს არ მოხდება, არ შეგიძლიათ იყოთ წევრი, რადგან ევროკავშირის არსი ესაა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა ერთსა და იმავე კანონმდებლობას იზიარებს... ჩვენ ყველაზე დიდი პარტნიორობისა და მეგობრობის დამადასტურებელი ჟესტიც კი შემოგთავაზეთ, თუ გნებავთ, ვიტყვი, რომ ეს იყო სიყვარულის და ზრუნვის ნიშანი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ... გასული წლის დეკემბერში, მგონი, 15 დეკემბერი იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს მთავრობასთან და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ერთად ვიდექი თავისუფლების მოედანზე 100 000 ადამიანის წინაშე და კანდიდატის სტატუსის მიღება ყველამ აღვნიშნეთ. ამის შემდეგ განწყობა შეიცვალა. საქართველოს მთავრობამ ხელახლა შემოიღო ე.წ. კანონი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რაც ევროკავშირის საფუძვლებს ეწინააღმდეგება. ეს არა მხოლოდ შეუსაბამოა, არამედ უხეშ წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან, რასაც ევროკავშირი უჭერს მხარს, რადგან ევროკავშირის საფუძველია დემოკრატია და კანონის უზენაესობის ინსტიტუტები. ეს კანონი კი სრულიად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან. მიზეზები ყველამ იცის. ევროკავშირის სახელით, საქართველოს მთავრობას ექსპერტიზა გადაეცა. მან მიიღო კიდევ ერთი კანონი LGBTQ-ის შესახებ ["ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"], რომელიც ასევე შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან და შეცვალა თავისი რიტორიკა - გერმანია აღარ მოიაზრება მეგობრად და პარტნიორად. ფორმულა ნიუსი
-
რუსული მედიასაშუალებები – განსაკუთრებით, სპორტული მიმართულების – საინტერესოდ აშუქებენ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატადად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას. ისინი იხსენებენ ეპიზოდს ყაველაშვილის საფეხბურთო კარიერიდან, როცა 1995 წელს ალანიას „სპარტაკის“ შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა. „ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა“ — ასეთი ან მსგავსი სათაურით მასალა სულ მცირე რვა რუსულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. მათ შორისაა რუსეთში საკმაოდ პოპულარული „მატჩ-ტვ“. „ქართულმა ოცნებამ“ მომავალ პრეზიდენტად ყოფილი ფეხბურთელი და ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ყაველაშვილი სამი მოწვევის პარლამენტის წევრია, რომელმაც საზოგადოებას თავი გინებით, ჩხუბით და ანტიდასავლური განცხადებებით დაამახსოვრა. 2022 წელს, მე-10 მოწვევის პარლამენტში ყოფნისას, მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, „ქართული ოცნება“ დატოვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩა. „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას. „ხალხის ძალა“ იქცა „ოცნების“ მთავარ რუპორად მმართველი პარტიის მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდისა, თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო. 2022 წელს სწორედ მიხეილ ყაველაშვილმა გაავრცელა ღია წერილი აშშ-ის მაშინდელი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, სადაც აცხადებდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი მოდის არა რუსეთისგან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან. თუმცა წერილმა კითხვები გააჩინა, იყო თუ არა ნამდვილად ყაველაშვილის დაწერილი, რის გამოც „ხალხის ძალის“ წევრს მტკიცება მოუწია, რომ ტექსტის ავტორი თავად იყო. თავად კელი დეგნანმა კი ყაველაშვილის წერილს ტყუილებზე აგებული უწოდა და განაცხადა, რომ „ბოლომდე ვერც კი წაიკითხა“. თავდაპირველად სწორედ „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მომზადდა მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი რუსული კანონი, რომელიც მათ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას ითვალისწინებს. მართალია, პირველ ეტაპზედ „ხალხის ძალის“ სახელით შემუშავებული კანონპროექტი საზოგადოებრივი პროტესტის გამო ვერ მიიღეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ პარლამენტში „ოცნების“ ხელმოწერით შემოაბრუნეს და საბოლოოდ დაამტკიცეს. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უდიპლომო პრეზიდენტი იქნება. საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტს განათლების ცენზს არ უწესებს. თუმცა მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება დასჭირდა 2015 წელს, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა. მაშინ სწორედ უმაღლესი განათლების არქონის გამო ვერ შეძლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი ქონება 22 000 დოლარიანი ავტოფარეხია. თუმცა ყაველაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებიც ქონებრივი დეკლარაციის შევსებას პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან. საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციის არასწორი შევსების გამო ის არაერთხელ დაუჯარიმებია. ნეტგაზეთი
-
დღეს, 28 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს. მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრი იქნება. მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა: პრემიერ მინისტრი - ირაკლი კობახიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი; იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი; შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური; კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე; ოკუპირებული ტერიტირიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე; ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი; რეგიორნული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასროწობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი. იპნ
-
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მიიღებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
28 ნოემბერს, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე - როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“. „ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან. გუშინაც შევხვდით ძალიან ბევრ ევროპარლამენტარს, რომლებიც ხედავენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება. 28 ნოემბერს მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან რეზოლუციას, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ასევე, საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი მოწოდება იქნება, რომ გათავისუფლდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან დაუშვებელია ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები, მას ჰყავდეს პოლიტიკური პატიმარი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სახით. ეს რეზოლუცია, როგორც ევროპარლამენტარებმა უკვე აღნიშნეს, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა. ეს არის მომენტი, როდესაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. იპნ