Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ. მათი შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადად გაგრძელება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სააგენტოს ყოველდღიური მუშაობა. თუმცა, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ამ მიზანს და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. “ვაცხადებთ, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის განვითარებას, თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის სისტემის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საფუძველია (მაგალითად: სააგენტოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ვიზალიბერალიზაციის, სერვისების მიწოდების ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაციის, კვალიფიციური, სანდო მომსახურების დანერგვასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებში). ევროპული სტანდარტების დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უდიდეს ენერგიასა და რესურსს ვხარჯავთ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული მოვალეობა, არამედ პასუხისმგებლობა თანამოქალაქეებისა და სამშობლოს მომავლის წინაშე […] ვაგრძელებთ მუშაობას იმ პასუხისმგებლობით, რაც აკისრია სააგენტოს და თითოეულ ჩვენგანს, რათა მოქალაქეები კიდევ უფრო სწრაფად და ინტენსიურად გრძნობდნენ იმ ცვლილებებს, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ საქმიანობა შეუფერხებლად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და დავიცვათ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ფასეულობები. ვრჩებით ერთგულნი ქვეყნის, მისი კონსტიტუციის, კანონის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების, ხალხისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რაც თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და განმტკიცებული დათქმაა”, – წერია სააგენტოს თანამშრომელთა ერთობლივ განცხადებაში. განცხადებას 100-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა სია განახლებადია. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ერთობლივი განცხადებებით გააკრიტიკეს საგარეო და განათლების სამინისტროების თანამშრომლებმაც. ამავე თემაზე: გაუმართლებელია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება – თსუ-ს პროფესორთა ნაწილი 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ძალადობდნენ მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. მათ არაერთხელ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც, სავარაუდოდ, გაურკვეველი ნივთიერებები იყო გარეული. გამთენიისას, როცა მოქალაქეთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, სპეცრაზმელები მიმდებარე ქუჩებში, ეზოებში, სადარბაზოებში, აფთიაქებსა და მაღაზიებში დასდევდნენ მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28-29 ნოემბრის ღამეს, ჯამში, დააკავეს 43 ადამიანი. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. გარდა ამის,ა უწყების ცნობით დაშავდა 32 სამართალდამცველი, რომლიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ ფაქტებზე გამოძება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ჟურნალისტებს, მედიაჩეკერის ინფორმაციით, აქციაზე 40-მდე ჟურნალისტიდაშავდა. მათ შორის, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაგეგმილია დღესაც, 29 ნოემბერს. ნეტგაზეთი
  2. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაშია ნათქვამი. ის მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია. „ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა. გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად. მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია. მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს”,-აღნიშნავს აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანი. იპნ
  3. მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთთან სიახლოვესა და დიდ გაურკვევლობამდე მიჰყავს. „ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები“, - წერს ევროპარლამენტარი. იპნ
  4. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი - თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი, რომელიც არჩევნებამდე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. „იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ თურმე ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, - განაცხადა კობახიძემ. იპნ
  5. ამ საჯარო განცხადებით, მსურს გაცნობოთ, რომ ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე, - ამის შესახებ ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს, ან კომპრომეტირებული იყოს არავითარ შემთხვევაში. არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ“, - წერს ელჩი. ipn
  6. შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე. „29 ნოემბრის დილის 02:00 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო საპოლიციო ღონისძიებების გატარება, დიდი რაოდენობით ადამიანური საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით. შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა. გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. „ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართული დაზიანება, რაც წარმოადგენს ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველ ქმედებებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ საქმიანობაში. სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. აღნიშნული კი განპირობებულია რაზმის წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულების არარსებობით, წინა აქციების დროს მოძალადე პირების დაუსჯელობითა და სხვა. ნიშანდობლივია, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს და ნების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის უზრუნველყოფა არ უნდა საჭიროებდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას. საგულისხმოა, რომ ამ საკითხზე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაშიც“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  7. ჩვენს განყოფილებაში კიდევ ერთი მამაკაცი სახის ძვლის მოტეხილობით და კისრის მეშვიდე მალის რკალის ხაზოვანი მოტეხილობით იმყოფება, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა ჟურნალისტებთან აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს ასევე ჰქონდათ სხეულის ზედაპირზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, თუმცა ახლა მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. „ერთ-ერთ მათგანს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ასევე ჩვენს განყოფილებაში კიდევ ერთი მამაკაცი სახის ძვლის მოტეხილობით და კისრის მეშვიდე მალის რკალის ხაზოვანი მოტეხილობით იმყოფება. დანარჩენ მოქალაქეებს ჰქონდათ სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. დანარჩენი მოქალაქეების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ექიმმა. ექიმმა ასევე ისაუბრა „ფორმულას“ ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმელი გაუსწორდა. როგორც ექიმმა აღნიშნა, რომ მას აქვს სახის ძვლების და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა. „მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. დაახლოებით, 5 წუთის წინ მქონდა პაციენტთან შეხება. მას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა. კისერი დაფიქსირებულია, ნანახია ყბა-სახის ქირურგის და ნეიროქირურგის მიერ. ამ მომენტისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, - განაცხადა ინგოროყვას ექიმმა. ipn
  8. ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო, - ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, თარაშ პაპასკუა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა სჭირდება. „დღეს, როცა რუსეთი: აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას; აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ; ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას... ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა! #საქართველოარისევროპა“, - წერს თარაშ პაპასკუა სოციალურ ქსელში. ipn
  9. "საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა. ვიცი თათბირს თათბირზე გიტარებენ, ცდილობენ გაფაგარწმუნონ, მაგრამ ხვდებით, რომ სხვა საქართველოში გაიღვიძეთ. ვხედავ ერთმანეთის ოთახებში, დერეფნებში ჩუმად როგორ იკრიბებით და გინდათ თქვენი ხმა ხალხს გააგონოთ. ხოდა, მეტი დრო აღარ გექნებათ პოზიციის დაფიქსირების. არასოდეს მითხოვია. ყოველთვის მესმოდა საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი შეზღუდვები. მაგრამ ახლა აღარ არის ის „ყოველთვის”. ძალიან მძიმე იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი. უმორჩილესად გთხოვთ, მინიმუმ ხმა ამოიღოთ იმ ხალხის გასაგონად, ვინც ხელფასს გიხდით." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27878720325074724
  10. საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟუნალისტებს განუცხადა. „ჩვენ გავუღეთ ჩვენი კარი, ევროკავშირის კარი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიდიან წინ. როგორც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად სურს მათი ქვეყანა იყოს. „ჩემი გზავნილი იქნება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალსხს, ჩვენ დაგელოდებით. ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ ის იყოს“, - აღნიშნა ელჩმა. ipn
  11. ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „პირადად ჩემთვის ეს არის ნამდვილად გულსატკენია. მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს, ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება საქართველოს გარეშე“. ეს იყო ჩვენი აქ მუშაობის, ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის აქ მუშაობის გზამკვლევი 2 წლის განმავლობაში. ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა კარი გაუღო საქართველოს, ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატი სტატუსი და რაც გუშინ მოხდა აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა და საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა მიჰყვეს ევროპული ინტეგრაციის გზას, ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო და გულსატკენია“, - აღნიშნა ელჩმა. ipn
  12. ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლეონიდ სლუცკი, აქებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროინტეგრაციაზე. „თბილისი არ შედის მოლაპარაკებებში ევროშანტაჟისტებთან. ქართველებმა არ გაიმეორეს უკრაინელების შეცდომები და არ მისცეს საშუალება, თავიანთი ქვეყნიდან დასავლეთის მარიონეტი აქციონ. ღირსეული და პატივსაცემი წინააღმდეგობაა“, – წერს სლუცკი. ნეტგაზეთი
  13. გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე, რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ, ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, მაგრამ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება და გამოხვიდე, ამ ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა. ხომ არ შეიძლება გადააყოლო ქვეყნის ბედი და ისევ რუსთაველზე დააპირისპირო ქართველები ერთმანეთს?! როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახლა გამოსავალი ისაა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე პარტნიორების მხრიდან ზეწოლით, ხელისუფლება უნდა აიძულონ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნონ ის, რაც მოჰპარეს და მისცენ არჩევნების ახალი თარიღი. „არის საკითხები, რომელზეც ჩვენ კი არა, საზოგადოებაა შეთანხმებული. ეს საკითხი არის, მაგალითად, ქვეყნის ევროპული მომავალი. ეს საკითხი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და არჩევნები, როგორც მშვიდობიანი გზა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის. ქართველები დაიღალნენ იმით, რომ ყველა ჯერზე რუსთაველზე გადაწყდეს პოლიტიკური ხელისუფლების საკითხები, აღარ უნდათ, უნდათ რომ ეს არჩევნებით გააკეთონ. მაგრამ არჩევნები ხელისუფლებამ მოგვპარა მაშინ, როდესაც შეეძლო ეს არჩევნები გამოეყენებინა ქვეყნის დამშვიდების გზისთვის. მშვიდობა, მშვიდობაო და საბოლოოდ, მიგვიყვანა იქ, სადაც მიგვიყვანა - ერთმანეთთან დაპირისპირებამდე. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ხელისუფლება, რომელსაც მშვიდობა უნდა, როდესაც მსოფლიოში გლობალურ დაპირისპირებას ხედავს, გამოდის და ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა ერთობას, სადაც მშვიდობაა, არას ეუბნება და სად მიჰყავს ქვეყანა, გაუგებარია. ვერც ამბობენ, რა უნდათ. გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე, მათ ღირსებას ვიღაც შეეხო. რა ღირსებას? ვის ღირსება? ადამიანების ღირსებას, რომლებიც წლებია, გვატყუებენ, რომელთაც არჩევნები მოგვატყუეს, შემდეგ აიღეს და მოტყუებით მოიწვიეს პარლამენტის პირველი სხდომა, მოტყუებით აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე და ახლა, უნდათ პრეზიდენტი აირჩიონ მოტყუებით. არჩევნების წინ ხომ გვეუბნებოდნენ, ევროპაში ღირსებით მიგიყვანთ, ცალ ფეხზე კი არა, ორი ფეხით მიგიყვანთო. ახლა გვეუბნებიან, ოთხი წელი დაელოდეთ, ევროპაში აღარ მივდივართ, ოთხი წლის მერე მიგიყვანთ, მაგრამ უფრო სწრაფადო. ეს სისულელეებია. გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ. ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, დათვრე იმ სიგიჟისგან, რაც გაკეთებული გაქვს. მაგრამ შენ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება და გამოხვიდე, ამ ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა. ხომ არ შეიძლება გადააყოლო ქვეყნის ბედი, მომავალი, შენი შვილების მომავალი, შენი ქვეყნის ნორმალური დემოკრატიული განვითარება და ისევ რუსთაველზე დააპირისპირო ქართველები ერთმანეთს?! როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ამიტომ, ჩვენი, თითოეული ქართველის ბრალია. ბოლომდე ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ. გზა არის მთავარი - უნდა მოვახერხოთ, რომ ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, ქვეყნის შიგნით მასზე ზეწოლით, მუდმივი მშვიდობიანი აქციებით ქუჩაში, ჩვენი პარტნიორების ზეწოლით. საქართველოს მოქალაქეებს კი არ უნდა გაუუქმონ თავისუფალი, უვიზო რეჟიმი, არამედ ისინი უნდა დაასანქცირონ, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა. ვინც დღეს დადგა კიდევ ერთხელ სცენა, რომ ქართველი ქართველის წინააღმდეგ დგას - ერთ მხარეს პოლიცია, მეორე მხარეს რიგითი მოქალაქეები, ეს ხალხი უნდა დასანქცირდეს და მათზე ისეთი წნეხი განხორციელდეს, რომ იძულებულები გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნონ ის, რაც მოჰპარეს და მისცენ არჩევნების ახალი თარიღი. ეს იქნება გამოსავალი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
  14. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ამ ეტაპზე, აქციაზე დაკავებული 16 პირის შესახებ არის შესული შეტყობინება. მათივე ცნობით, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში. შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს და რამდენი დაშავდა საპროტესტო აქციაზე. იპნ
  15. პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. “უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად”, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  16. აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტის მიმართულებით გარბის, რის შემდეგაც გურამ როგავა ძირს ეცემა. პოლიციელმა მას, სავარაუდოდ, ჩაარტყა და გაიქცა. რუსთაველის გამზირზე პოლიცია მოქალაქეებს ძალადობრივად აკავებს და მათ ფიზიკურად უსწორდება. ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის. მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები საავადმყოფოში. ალექსანდრე ქეშელაშვილს ჩამოართვეს აპარატურა. პუბლიკა
  17. ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის. მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები საავადმყოფოში. ალექსანდრე ქეშელაშვილს ჩამოართვეს აპარატურა. პოლიციამ სცემა „ტვ პირველის” ოპერატორ გიორგი შეწირულს – ის წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორნენ. დაუმტვრიეს კამერა. ფოტოზე: გიორგი შეწირული აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტის მიმართულებით გარბის, რის შემდეგაც გურამ როგავა ძირს ეცემა. პოლიციელმა მას, სავარაუდოდ, ჩაარტყა და გაიქცა. ფიზიკურად გაუსწორდნენ „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ დავით ცაგარელს. „პუბლიკის” ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილს მუშაობის დროს ხელში ჩაარტყეს და ტელეფონის დამტვრება სცადეს. OC Media-ს დამფუძნებელმა მარიამ ნიკურაძემ თქვა, რომ ორჯერ დაუგდეს ტელეფონი და ხელს უშლიდნენ მუშაობაში. მუშაობაში ხელი არაერთხელ შეუშალეს „პუბლიკის” ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილს, ასევე, რამდენჯერმე კრეს და დაარტყეს ხელი. ცემლსადენი გაზით დაშავდა „პუბლიკის” კიდევ ერთი ჟურნალისტი მინდია გაბაძე, OC Media-ს დამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე; „ნეტგაზეთის” ჟურნალისტი გივი ავალიანი; TV პირველის ჟურნალისტები: ანა მდივანი, ნატა ქაჯაია; ოპერატორი ნიკო კოკაია; ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი; აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ნინო ლორჩოშვილი; რუსთავი 2-ის ჟურნალისტი; „ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე და ოპერატორი თედო ქვაჩახია; „მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი. ნიკო კოკაიას ორჯერ დასჭირდა სამედიცინო დახმარება. მთელი ღამის განმავლობაში ჟურნალისტებს აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა მედიაზე ძალადობას და განაცხადა, რომ „დგას ქართულ მედიის გვერდით, რომლის მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას – უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას”. პუბლიკა
  18. საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. ალესანდრე ქეშელაშვილი უკვე გაათავისუფლეს. „პუბლიკის” ჟურნალისტი პოლიციამ ძალადობით დააკავა. როგორც ჟურნალსიტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში. პოლიციამ ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვა კამერები. „მცემეს, დამაკავეს, კამერები წამართვეს. მივყავარ ჯეო ჰოსპიტალში. დაკავებული ვიყავი. ცხვირი მაქვს გატეხილი. თავზეც ვნახავ, რომ გადამიყვანენ. ჩემზე უარესად იყვნენ სხვები, მაგრამ მეც კარგად მირტყეს, კი”. – ამბობს ლექსო ქეშელაშვილი. პუბლიკა
  19. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. „ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია. დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას“, — ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, საგარეო უწყების თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. „დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე. ჩვენ, ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“, — ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: 1. ანნა ბაღბაბია – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი 2. ანა ძოწენიძე – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი 3. ანა ქოიავა – დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი 4. ანა შაიშმელაშვილი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი 5. ანა ჩიტალაძე – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი 6. არჩილ მენთეშაშვილი – საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში 7. ასმი გრძელიძე – საკონსულო დეპარტამენტი 8. ალექსანდრე გოგოლაძე – სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 9. ბაია კაპანაძე – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი 10. ბონდო მესხი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი 11. გიორგი წიქარიშვილი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი 12. გიორგი მურღვაშვილი – ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი 13. გიორგი თავართქილაძე – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი 14. დავით ბაზერაშვილი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი 15. ერეკლე იანტბელიძე – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი 16. ეკა ფხოველიშვილი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი 17. ვაჟა გვარამია – საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში 18. ვერა ხაჯალია – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი 19. თამარ ჩაჩიბაია – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი 20. თამარ ბალავაძე – უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი 21. თამთა უგლავა – პოლიტიკური დეპარტამენტი 22. თეონა ჯანაშია – უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი 23. თორნიკე ფარულავა -ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი 24. თინათინ თაბუკაშვილი – დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი 25. თინათინ ლოლომაძე – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი 26. ირაკლი სიმონიშვილი – ევროინტეგრაციის დეპარტამენტი 27. ირმა კილასონია – ამერიკის დეპარტამენტი 28. ლანა ჯალაღონია – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი 29. ლუკა გაწერელია – პოლიტიკური დეპარტამენტი 30. მარიამ არბოლაშვილი – დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი 31. მარიამ ჯანელიძე – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი 32. მამიკა ანთაძე – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი 33. ნესტან ბეჟანიშვილი – – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი 34. ნინო საღინაძე – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი 35. ნინო ჩხიკვაძე ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი 36. ნინო ყამარაული – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი 37. ოლღა სპირანდი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი 38. საბა ფუტკარაძე – საკონსულო დეპარტამენტი 39. სალომე აქუბარდია – ევროინტეგრაციის დეპარტამენტი 40. ქეთევან სხილაძე – ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი 41. ქეთევან ფრუიძე – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი 42. ქრისტინე ჟღენტი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი 43. ხატია ხორავა – ევროინტეგრაციის დეპარტამენტი 44. ხუტა სალია – საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში ნეტგაზეთი
  20. შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს მოუწოდებს, „პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში”. უწყების განცხადებით, „თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”. პუბლიკა
  21. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, დღეს ევროინტეგრაციის შეჩერებაზე განცხადების შემდეგ და საპროტესტო აქციის პარალელურად, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მთავრობა რესტორანში იმყოფებოდნენ. „ტვ პირველმა“ კობახიძე და მთავრობის სხვა წევრები წყნეთში, რესტორან „კაკლებიდან“ გამოსვლისას დააფიქსირა. კობახიძემ და მინისტრებმა არ უპასუხეს ჟურნალისტის კითხვას, რას აღნიშნავდნენ. „ქართულმა ოცნების“ პარლამენტმა დღეს დაამტკიცა მთავრობა და სამთავრობო პროგრამა. მოგვიანებით პარტიის ოფისში გაიმართა უმრავლესობის სხდომა. სხდომის შემდეგ, 18:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ხსნის ევროკავშირში გაწევრიანების დაწყებასაც კი. „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ნეტგაზეთი
  22. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "ქართველების 80%-ზე მეტი საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის მისაღწევად სიტყვები საკმარისი არ არის, ქმედებები და რეფორმებია საჭირო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე. იპნ
  23. მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მისვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ახლა იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. “დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ყველას მოვუწოდე, ვინც უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს, ეს არის მიზანი შიგნით, ეს არის მიზანი გარეთ, რომელზედაც ასევე ვმუშაობ, რომ ამაში გვქონდეს სრული მხარდაჭერა. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს. მოქალაქეები აქციებზე თვითდინებით მას შემდეგ მივიდნენ, რაც რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. იპნ
  24. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სცპერაზმთან მივიდა. მთავარსარდალმა სპეცრაზმელებს მიმართა. „თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცავთ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არაა, რომ დაშალოთ ხალხი. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ? არც თქვენი შვილების? არც თქვენ წინაპრებზე?, - მიმართა პრეზიდენტმა სპეცრაზმელებს. პარალელუად, აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „დაემორჩილეთ მთავარსარდალს”, “გადმოდით ჩვენ მხარეს” - ასე იპნ
  25. როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და ამ ღალატის აქტს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელ საკითხზეც ყველას შეგვიძლია ველაპარაკოთ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, ყველა პროცესში მისი გუნდი სრულად იქნება ჩართული. “ძალიან მძიმე დღეა ქვეყნის ისტორიაში, “ქართულმა ოცნებამ” უღალატა ქვეყნის კონსტიტუციას, სახელმწიფოსა და ხალხს, რომელიც 85%-ის არჩევანი არის ევროპული არჩევანი და არჩევნების გაყალბების შემდეგ დღეს უკვე არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და უარი თქვა ევროკავშირზე - ეს არის ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია. რა თქმა უნდა, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და ამ ღალატის აქტს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელ საკითხზეც ყველას შეგვიძლია ველაპარაკოთ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა. პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან კარგი ბრიფინგი, ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა მასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების. უმთავრესი საკითხი, რაც მან დააყენა და აბსოლუტურად ვიზიარებთ და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხის ირგვლივ ერთობა იქნება, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება. მან თქვა, რომ შეხვდა დიპლომატიურ კორპუსს, წაუყენა მათ კონკრეტული მოთხოვნები და აბსოლუტურად ვიზიარებთ ყველა ამ მოთხოვნას. წინააღმდეგობა ყველა შესაძლო ფორმით იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. რაც პრეზიდენტმა გააჟღერა, ამ საკითხების ირგვლივ ჩვენ გვექნება სრული მზაობა, სრული ერთიანობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან და ყველა ამ პროცესში ვიქნებით”, - განაცხადა მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ipn
×
×
  • შექმენი...