Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ipn
  2. საქართველოს ეროვნული ნაკლების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობა. „ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპული ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა — საქართველოს ადგილი ევროპაშია“, — წერს ზივზივაძე „ინსტაგრამზე“. მასობრივი პროევროპული და ანტისამთავრობო დემონსტრაციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბერს დაიწყო. ამ დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ “ოცნება” უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“. კობახიძის ამ განცხადებას მოყვა სპონტანური აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან, რაც შემდგომ გადაიზარდა მრავალათასიან დემონსტრაციაში. სპეცრაზმმა 28 ნოემბერს დაარბია და დაშალა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია, 29 ნოემბრის გამთენიისას კი რუსთაველის გამზირზე დარჩენილ მომიტინგეთა მცირე რაოდენობას სასტიკად გაუსწორდა. ამის მიუხედავად 29 ნოემბერს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან, ისევე როგორც სხვა ქალაქებში. სპეცრაზმმა იძალადა არაერთ ჟურნალისტსა და მოქალაქეზე. netgazeti
  3. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, იზოლატორებში გუშინ აქციისას დაკავებულთა რიგებია. მისივე თქმით დაკავებულები ნაცემები არიან და აღენიშნებათ სხვადასხვა დაზიანებები. ადვოკატები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, თბილისის იზოლატორებში არსებული რიგების გამო, დაკავებულები, სიღნაღის, საგარეჯოსა და თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაჰყავთ. შსს-ს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 107 პირი. გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა. უკვე მეორე ღამეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. publika
  4. დღეს, თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა. აქციის მონაწილეები 17:00 საათზე საქართველოს „პირველი არხის“ შენობასთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით - „ხალხის ტელევიზიაა“, ხოლო 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას - „ჩემი შვილია, ხელი გაუშვი“. პროტესტის მონაწილეები მივლენ პარლამენტთანაც, თუმცა რომელ საათზე დაიწყებენ მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას - საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. იპნ
  5. მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და მათზე მაღლა არავინ დგას. „მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა. მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!“ - წერს კვარაცხელია. იპნ
  6. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი, ეხმაურება რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს. „საქართველო იმსახურებს ერთიანობასა და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ“, – წერს იგი „სთორიში“. netgazeti
  7. შსს-ს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 107 პირი. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა“,- ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ცნობით, 107 პირი დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა. უკვე მეორე ღამეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. publika
  8. განახლება: 04:03-ზე ტატო ქელბაქიანმა დაწერა: „ახლა გამოუშვეს დემეტრე. ახლა კლინიკაში მიგვყავს, რომ დაზიანებები ვნახოთ“. იურისტი ტატო ქელბაქიანი აცხადებს, რომ მის 17 წლის შვილს, დემეტრე ქელბაქიანს სცემეს და დააკავეს. „აქციიდან ვბრუნდებოდით მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ჩემი ძმიშვილები და უცებ გამომგლიჯეს ჩემი შვილი ხელიდან. 17 წლის ბიჭი დააგდეს და 7-8 კაცი ურტყამდა. რომ ჩავეხუტე, ჩემი შვილია-მეთქი, უფრო მაგრად ურტყეს. მე ხელი არ მომკიდეს და შვილი წაიყვანეს. გაათავისუფლეთ ჩემი შვილი, არასრულწლოვანია!“, – ამბობს ტატო ქელბაქიანი. დაახლოებით, 40 წუთის წინ (00:54) ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ ვერ პოულობს ცოლს და ძმიშვილს. publika
  9. განახლება: არხი დატოვეს მარიამ მენაბდემ და ვანო გავაშელმაც. „რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა. ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურა მარიამ ჯანელიძემ. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჯანელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. „ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე“, – ამბობს ჯანელიძე. „რადიო თავისუფლება“ ესაუბრა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნინო შუბლაძესაც: „თვითონ თუ თქვეს, რომ აქციას უკავშირდება არ ვიცი, მაგრამ მანამდეც გვქონდა დიდი ხანი საუბარი და ბოლოს ასე გადაწყვიტეს. კონკრეტული წინადადება არ თქმულა. მე მათი შეხედულებები ვიცოდი მანამდეც და მანამდეც გვქონდა ეს საუბრები, მერე რატომღაც გადაწყდა რომ დარჩებოდნენ“, – ამბობს კობახიძე. publika
  10. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 107 მოქალაქე. პოლიციელებმა შეკრებილებს სცემეს და რუსთაველის მეტრომდე სდიეს. შეყვნენ მეტროშიც. უკვე მეორე ღამეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. publika
  11. „დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია“, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს. გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 107 მოქალაქე. პოლიციელებმა შეკრებილებს სცემეს და რუსთაველის მეტრომდე სდიეს. შეყვნენ მეტროშიც. უკვე მეორე ღამეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. publika
  12. ადვოკატების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადვოკატზე, ბექა ბასილაიაზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. მათი უმეტესობა იზოლატორებში ადგილის არ არსებობის გამო შესახლების რიგში საპოლიციო მანქანებში იმყოფება. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დაზიანებები თვალნათლივ ეტყობათ. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვთ. უფლებადამცველ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წუხელ, 9 აპრილის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როცა ნათესავის დაბადების დღეზე მიდიოდა. „თეთრებში გამოწყობილი დააკავეს, პარლამენტის უკან ერთ-ერთ რესტორანში მივდიოდი, 9 აპრილით ავედი, წრე აღარ მოვარტყიო და დააკავეს. დაკავებულებს შორისაა ექიმიც, რომელიც ჰიმნის სიმღერის დროს აიყვანეს. ძალიან ნერვიულობს, საოპერაციო პაციენტები ჰყავს მისაღები“, - აცხადებს ცუცქირიძე. მისივე თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ძმებიდან ერთ-ერთს ისეთი ფიზიკური დაზიანებები აქვს, რის გამოც, მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, ის კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ცნობისთვის, 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 150 პირი სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს. ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ipn
  13. შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი. ერთ უნიღბო პოლიციელს ვერ იპოვის ადამიანი რამე რომ დასჭირდეს. ეს რა უბედურებაა? როდემდე შეიძლება ჩვენი შვილები ცემონ ვიღაც ნიღბიანმა პოლიციელებმა, რომელთაც არანაირი საიდენთიფიკაციო ნიშნები არ აქვთ. ყველა არის ნიღბით, რაც პირდაპირ დაუსჯელობის სინდრომს ნიშნავს. ეს არასდროს მომხდარა აქამდე... გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. AQNpFAbZdOBWwUo-zQeNAqBC8oNWrdk9Utx-9QfTOVOwkoRQnLt5HEd2HY4hDYHidB42_AZxkVrIv41PsZludIIl.mp4
  14. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი - ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს. ფინელი მინისტრი მკაცრად გმობს მშვიდობიანო დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. “ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. საქართველო ევროპაა", - წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი. ipn
  15. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით უერთდებიან საჯარო მოხელეთა პროტესტს და ემიჯნებიან „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება უზენაესი კანონის ვალდებულებას. ამასთან, ხელმომწერები გმობენ საპოლიციო ძალების მიერ აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას. გთავაზობთ განცხადებას სრულად: განცხადებას ხელს აწერენ: ბარამაშვილი თამარ – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი; გორგილაძე გოდერძი – სპეციალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი; დოლუაშვილი ნინო – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი; კენჭაძე მარინა – კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო; კიკნაძე თამარი – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო; ლაშხია გვანცა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო; მაჭარაშვილი ლელა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო; მესხია თამარ – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო; მძევაშვილი მარი – სპეციალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი; ობოლაშვილი თორნიკე – კოლეგიის თავმჯდომარის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო; პირველაშვილი ნიკა – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი; სულხანიშვილი გიორგი – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი; ქსოვრელი ირაკლი – სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი; ღოლიჯაშვილი დავით – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო; ჭიოკაძე ლევანი – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო; ხავთასი ივა – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო. პუბლიკა
  16. საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება – 17 მოსამართლის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. განცხადებას ხელს აწერენ: ლევან დარბაიძე; მადონა მაისურაძე; ეკა არეშიძე; მანანა მესხიშვილი; ციცინო კიკვაძე; თამარ ჩიხლაძე; დევი დევიძე; თამარ ხაჟომია; დავით წერეთელი; ქეთევან მესხიშვილი; ვლადიმერ ხუჭუა; ეკატერინე გასიტაშვილი; ნინო გერგაული; ლაშა დადეშქელიანი; თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი; მამუკა წიკლაური; ლელა ნოზაძე. პუბლიკა
  17. „მხარს ვუჭერთ უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იცავს და მომავალშიც დაიცავს საქართველოს თავისუფლებასა და ევროინტეგრაციას“,- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა ნაწილი განცხადებას ავრცელებენ. სია განახლებადია. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: სია განახლებადია: 1. გიორგი არქანია – სენატის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მოწვეული ლექტორი 2. თეა ქარჩავა, თსუ სენატის წევრი, ისტორიკოსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი 3. გიორგი ლაბაძე – სენატის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მოწვეული ლექტორი 4. ნინო პაქსაშვილი – სენატის წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი 5. იზაბელა პეტრიაშვილი – სენატის წევრი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი 6. მანანა რუსიეშვილი – სენატის წევრი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი 7. თამარი ჯინჭარაძე – სენატის წევრი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი 8. ილია თავხელიძე – სენატის წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი პუბლიკა
  18. აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია ეხმაურება 28-29 ნოემბერს ღამით თბილისში გამართულ პროტესტს. „ქართველი ხალხი მშვიდობიანად გავიდა ქუჩებში სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის. მათ შეხვდნენ ძალადობით და რეპრესიით. ისინი უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გახდომაზე. გვერდზე დავუდგეთ ქართველ ხალხს“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში. 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ძალადობდნენ მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. მათ არაერთხელ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც, სავარაუდოდ, გაურკვეველი ნივთიერებები იყო გარეული. გამთენიისას, როცა მოქალაქეთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, სპეცრაზმელები მიმდებარე ქუჩებში, ეზოებში, სადარბაზოებში, აფთიაქებსა და მაღაზიებში დასდევდნენ მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28-29 ნოემბრის ღამეს, ჯამში, დააკავეს 43 ადამიანი. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. გარდა ამის,ა უწყების ცნობით დაშავდა 32 სამართალდამცველი, რომლიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ ფაქტებზე გამოძება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ჟურნალისტებს, მედიაჩეკერის ინფორმაციით, აქციაზე 40-მდე ჟურნალისტიდაშავდა. მათ შორის, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაგეგმილია დღესაც, 29 ნოემბერს. ნეტგაზეთი
  19. არ მოექცეთ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის მოღალატე მთავრობის პროპაგანდის გავლენის ქვეშ! ევროიტეგრაციის პროცესის გაგრძელება ორმხრივ ნებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაცია გაჩერდა იმიტომ, რომ ამაზე უარს ამბობს ივნიშვილი და მისი არალეგიტიმური ხელისუფლება, საბოლოო წევრობამდე კი გრძელი გზაა გასავლელი თავისი ეტაპებით. "გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნა შემდეგი სავალდებულო ეტაპია, რომელსაც ვერ გადაახტები. ამაზე უარი ნიშნავს ევროკავშირის წევრობაზე უარს, ანუ საგარეო კურსის ოფიციალურ ცვლილებას. ეს პროპაგანდაც, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსული სპეცოპერაციის ნაწილია. მოღალატე ხელისუფლება ცდილობს ამ გზით პროტესტის განელებას და ტყუილის მორიგ რაუნდში ხალხის შეტყუებას. და საერთოდ, არალეგიტიმური პარლამენტის და მთავრობის, მათი პროპაგანდისტული მედიების და პროპაგანდისტების არც ერთი სიტყვის დაჯერება აღარ შეიძლება.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
  20. ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. „მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - წერს სანდუ. იპნ
  21. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების პროტესტი, რომ გამოხატონ თავიანთი ნება. გუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/503106826100076
  22. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები ემიჯნებიან „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევრკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. ამ დროისთვის განცხადებას 200-მდე ხელმოწერა აქვს, თუმცა, ხელმოწერები გრძელდება. პუბლიკა
  23. თბილისის პროტესტებიდან ჩანს, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს მთავრობის კურსს და მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა გამოცემა Deutsche Welle-სთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, თუ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ევროკავშირის კარი ღია რჩება. “გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში. და თუ ქვეყანა მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ევროკავშირის კარი ღია რჩება. რაც შეეხება თბილისში პროტესტებს, ჩანს, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს მთავრობის კურსს და თვალსაჩინოა ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამ ხალხს საკუთარი მოთხოვნების მხარდასაჭერად გამოსვლის სრული უფლება აქვს, სამართალდამცავი ორგანოებისგან თავშეკავებულობასა და ძალადობაზე უარს ველით, - განაცხადა ვაგნერმა. იპნ
  24. მივმართავ და მოვითხოვ საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს - გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და იმ მოქალაქეებზე ძალადობაში, რომლებიც გუშინ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა „დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე“ საჭიროა, ახალი არჩევნების თარიღი და კონკრეტული ადმინისტრაციების ცვლილება. „რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ვალია, გავერთიანდეთ. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, ევროპული განვითარების გზაზე. მინდა გითხრათ, რომ ამ გზაზე ჩვენი მიზანია: მივიღოთ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი; პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, მივაღწიოთ და აირჩეს ცესკო-ს, სუს-ის, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სახელმწიფო აუდიტის ადმინისტრაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შემდგომ არჩევნებს აზრი არ ექნება. ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს - დავიბრუნოთ არჩევნები, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი უფლებები, მხოლოდ ამ ადმინისტრაციების ცვლილებით. ამ მიზნის მისაღწევად, მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს და ყველას მოგიწოდებთ, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, რათა ეს პროტესტი იყოს მრავალი, სისტემური და მთელი ქვეყნის მასშტაბით. მივმართავ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე უკანონოდ დანიშნულ პირებს. გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები. არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მაგალითად, ვგულისხმობ, უვიზო რეჟიმის შეჩერებას. არამედ გამოიყენონ, კონკრეტულად და პერსონალურად იმ რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, არჩევნების გაყალბებაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და რაც მთავარია, საქართველოს იმ მოქალაქეების ძალადობაში, რომლებიც გუშინ თბილისის ქუჩებში ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
  25. 13 ბიზნესასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ბიზნესასოციაციები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. 13 ბიზნესასოციაციის ერთობლივი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: განცხადების ტექსტს BMG ავრცელებს. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...