-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, - ამის შესახებ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი, ბაიბა ბრაჟე და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ. „დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, - აცხადებენ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები. იპნ
-
სენატორი ჯიმ რიში - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი შეფასებით საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს. „ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, - წერს ამერიკელი სენატორი. იპნ -
თეიმურაზ ჯანჯალია: თანამდებობა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო დავტოვე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია ამბობს, რომ „ზოგიერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი” მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. თეიმურაზ ჯანჯალიამ პოსტი გუშინ, 30 ნოემბერს დატოვა. დღეს, 1 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება„ქართულმა ოცნებამ” მიიღო. publika -
„ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორიც არის, თავისი სპონტანურობით და თავისუფლებით, და თვითორგანიზებით. არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მხარდაჭერა რაში უნდა გამოიხატებოდეს? – ზურაბიშვილმა რამდენიმე ასპესქტზე გაამახვილა ყურადღება: publika
-
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქციაზე დაკავებულების ჯარიმების დასაფარად ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აქციაზე იმყოფებიან სუს-ის წარმომადგენლებიც და საჭიროა, პროვოკაციებისგან თავის დაცვა. „მათი დაცვა, ასევე, იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ძალიან მალე საჭირო იყოს რამე ფონდის შექმნა. დღეს, ჯერ კიდევ არის იმის საშუალებები, რესურსები სხვადასხვა არასამთავრობოებიდან იმისთვის, რომ ჯარიმები დაფარული იყოს, მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა იყოს იმისთვის საჭირო, რომ ფონდი შეიქმნას და ამ ადამიანებს დავეხმაროთ. დახმარება კიდევ სხვა რამეში გამოიხატება, ჩვენ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან. მინდა პირდაპირ ვთქვა, ჯერ ერთი, თქვენს შორის, ვინც ქუჩაში გამოდიხართ, შეიძლება სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პროვოკაციებს ეწევიან, მათ მიმართ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ მე ამას ვერ გასწავლით, მაგრამ მე შემიძლია იმაზე გაგაფრთხილოთ, რომ მე რამდენიმე გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, რომელიც იმას ეხება, ვითომც, უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან, ან ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩაერთონ, როგორც სამხედროები ამ პროტესტში, ეს პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ ამას, რადგან ეს პირდაპირ მიმართულია პროტესტის წინააღმდეგ, ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აწუხებს მმართველ პარტიას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ipn
-
საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას, ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა - სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მის სარჩელზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური საშუალება, რომ გადაწყვიტონ ქვეყანაში არსებული „ძალიან ღრმა კრიზისი“. „ჩვენ არა მხოლოდ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოში, არამედ პირველი ეტაპი და ქმედება, რაც დაიწყება ამ საღამოსვე ბათუმში, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური საშუალება ქვეყნის და ადამიანის ისტორიაში, რომ გადაწყვიტონ ქვეყანაში ეს ძალიან ღრმა კრიზისი, რაც არ ვიცით, საით შეიძლება წავიდეს, ეს კრიზისი გადაწყვიტონ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ამის მაგივრად, საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას. ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტაც დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში. სტატუს-კვო ანტე - არჩევნები არ შემდგარი, პარლამენტი არაა ლეგიტიმური, მაგრამ დაბრუნდება ძველი პარლამენტი და გვექნება გარდამავალი, სტაბილური ცვლა ახალი არჩევნებისკენ“,- განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს. ipn
-
პრემიერის დღევანდელი განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ არ ელოდებოდა საზოგადოებისგან იმგვარ რეაქციას, როგორიცაა და „დაბნეულები არიან“. „არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას, არა მხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც, ალბათ, ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იციან, როგორ მართონ გარდა ძალადობისა. ეს ძალადობა ბოლომდე ვეღარ იქნება და აქვს თავისი ლიმიტი. ალბათ, უფრო დაბნეულები არიან იმის გამო, რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნეს სექტორში და თუნდაც ეკლესიაში, როცა ახალი ხმები ისმის, რომელიც ასევე არ ეთანხმება ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას, რომელიც გვაშორებს ევროკავშირიდან, ევროინტეგრაციიდან და მიჰყავს ეს ქვეყანა იქითკენ, საითკენაც არცერთი ჩვენი წინაპარი არ მიდიოდა თავისი ნებით. ჩვენი ეკლესია იქითკენ თავისი ნებით ნამდვილად არ მიდიოდა და ეს არის ის მომავალი, რომელზედაც ქუჩაში ისევე, როგორც ყველა სხვადასხვა დაწესებულებაში, საქართველო დღეს უარს ამბობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებებისა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პრემიერის გადაწყვეტილება, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე, ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაა. „განცხადებები, რომებიც დღეს კეთდებოდა, რომ თურმე ჩვენ ვერ გავიგეთ და არ აჩერებენ [ევროინტეგრაციას], მაგრამ რაღაც უშვრებიან, რაც გაუგებარია. სრულიად ბუნდოვანი განცხადებები ამას არ ცვლის იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ეს იყო ცვლილება ჩვენი ორიენტაციის და რეალურად ზურგის შექცევა ევროკავშირისთვის და პირიქით, მიბრუნება რუსეთისკენ. ძალიან კარგად გაიგეს ჩვენმა პარტნიორებმა იგივე. ეს ვითომ დაზუსტებები არაფერს არ ემსახურება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ipn
-
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიტანე განცხადება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის ღალატზე სამართლებრივი რეაგირების შესახებ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს. მეზვრიშვილის განმარტებით, ეს იქნება კანონის სამართლიანი აღსრულება იმ არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, „რომელმაც გაბედა და ხალხს წაართვა ევროპული არჩევანი და შეცვალა საგარეო კურსი“. „ეს განცხადება იქნება ივანიშვილის და მისი არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ მომავალში წარმოებული სისხლის სამართლის საქმის პირველი ფურცელი, რომელიც ვერსად გაქრება და რომელზეც სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში შექმნილი დამოუკიდებელი პროკურატურა მოახდენს რეაგირებას; ეს არ იქნება პოლიტიკური შურისძიება. ეს იქნება კანონის სამართლიანი აღსრულება იმ არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, რომელმაც გაბედა და ხალხს წაართვა ევროპული არჩევანი და შეცვალა საგარეო კურსი; ეს სამართლებრივი პროცესი, რომელმაც მათ შორის უნდა დაადგინოს ხელისუფლება მარტო მოქმედებდა თუ ოკუპანტ რუსეთთან ერთად, გახდება მყარი საფუძველი იმის, რომ არავინ, არასოდეს დაუშვას მოღალატე პოლიტიკურ ძალასთან კოჰაბიტაცია, თანამშრომლობა და რაიმე სახის კომპრომისი; ეს განცხადება არ არის პოლიტიკოსი ნათია მეზვრიშვილის და არც მხოლოდ მოქალაქე ნათია მეზვრიშვილის. ეს პროცესი უნდა იყოს ყველასი, ვინც მის სულისკვეთებას იზიარებს; დღეიდან ვიწყებ მტკიცებულებების შეგროვებას. შეგიძლიათ მომაწოდოთ პირადში. როცა არალეგიტიმურ ხელისუფლებას მოვიშორებთ, სათანადო სამართლებრივი ბაზა უკვე შექმნილი იქნება”, - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში. იპნ
-
გახარია აშშ-ს ივანიშვილის და „ოცნების“ სანქცირებას მოუწოდებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გიორგი გახარია ეხმაურება აშშ-ის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და მოუწოდებს ვაშინგტონს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და „ოცნების“ ლიდერები. ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა „აშშ-ს პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ: „ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას. ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა – ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი, რომლის რეპრესიულმა კონტროლმა ჩვენი ერი ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ – — კრიტიკულად აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით“, – წერს იგი. ნეტგაზეთი -
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 38 თანამშრომელი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. „კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს ისტორიის უაღრესად ობიექტურ და უტყუარ ცნობებს. საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ. ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენი ევროპული აზროვნების მასაზრდოებელი იყო; ასევე, ცენტრის კოლექციები ინახავს რუსეთის იმპერიასთან სხვადასხვა ფორმით მებრძოლი, ევროპულად მოაზროვნე დიდი ქართველი მოღვაწეების: ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და სხვათა პირად არქივებს, რომელთა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გამორჩეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მივიჩნევთ, რომ: საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა! ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას”,- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას უერთდებიან: 1. მაია რაფავა - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 2. მზია სურგულაძე - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 3. ლია ახობაძე - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 4. მაია მაჭავარიანი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 5. თამარ ოთხმეზური - სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 6. ნინო მელიქიშვილი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 7. ნანა ჩიკვატია - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 8. ვასილ თარგამაძე - დიგიტალიზაციის ლაბორატორიის უფროსი. 9. ნესტან ბაგაური - საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი. 10. შალვა გლოველი - სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 11. ლელა გოცირიძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 12. თამარ დვალიშვილი - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 13. ასმათ გვაზავა - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 14. სოფიო ცერცვაძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი 15. თემო ჯოჯუა - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 16. ესმა მანია - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 17. ნათია ხიზანიშვილი - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 18. ნინო კობაური - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომელი. 19. ნიკოლოზ ჟღენტი - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 20. თეა ქართველიშვილი - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 21. ქეთევან ტატიშვილი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 22. ნათია ვეკუა - საქმისწარმოების სამსახურის გაციფრებისა და ელექტრონული ბაზის კოორდინატორი. 23. ირინე ლეჟავა - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. 24. ქეთევან პატარიძე - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. 25. ქეთევან ხითრიშვილი - არქივთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 26. შორენა მურუსიძე - არქივთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 27. ქეთევან პეტრიაშვილი-ცუცქირიძე - არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის სპეციალისტი. 28. ლანა გრძელიშვილი - საგამომცემლო სამსახურის უფროსი 29. ხათუნა გორდეზიანი - ადამიანური რესურსების მართვისა და მონიტორინგის კოორდინატორი. 30. დიმიტრი გურგენიძე - დიგიტალიზაციის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი. 31. ელენე ჩაგელიშვილი - არქივთმცოდნეობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 32. ნინო ქავთარია - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 33. ნუცა კვერნაძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის სპეციალისტი, რესტავრატორი. 34. თამარ ჟღენტი - საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორი. 35. ეთერ ედიშერაშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 36. ნუცა ციციშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 37. ნათია მიროტაძე - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 38. ირაკლი გელაშვილი - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. ipn
-
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოსტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კიევში ჩავიდნენ, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ანტონიო კოსტა, კაია კალასი და მარტა კოსი უკრაინას ახალი თანამდებობების ოფიციალურად დაკავების პირველივე დღეს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. „თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ვიზიტისას ჩემი გზავნილი ნათელია: ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - წერს კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა 27 ნოემბერს დაამტკიცა. ახალმა ევროკომისიამ ოფიციალურად მუშაობა დღეიდან დაიწყო. იპნ
-
მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე, - ამის შესახებ ფეხბურთელმა შოთა არველაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „საიდან დავიწყო რთულია, ალბათ, ყველას თავისი პროტესტი აქვს საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე - ზოგი წერს, ზოგი მოდის და აქ აპროტესტებს. მე გუშინდელმა ღამემ, რა თქმა უნდა, ვერ გამაძლებინა, რომ დღეს, არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა და არ შევერთებოდი პროტესტის მონაწილეებს. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი იყო, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე. რაც ხდება საშინელებაა. ის, ვინც მართლა უნდა გიცავდეს, ის, ვინც მართლა შენსკენ უნდა იყოს, ასე ექცევა თანამემამულეს, ქალს არ ვიცი, ვინც არ უნდა იყოს - თუ ეს, როდისმე ხდებოდა და ცუდი იყო და დღესაც ხდება, ეს, ისეთივე ცუდია, როგორც ადრე. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გამოხატო, თქვა, დაწერო, მაგრამ მე, სხვათა შორის გადავწყვიტე, რომ საერთოდ ამ ბოლო მოვლენებზე არაფერი არასდროს დამეწერა და თუ მექნებოდა საშუალება მოვსულიყავი და თვითონ შევუერთდი ამ მოვლენას და პროტესტს“, - განაცხადა შოთა არველაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღეა თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება ipn
-
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჯამინ ჰადადი X-ზე წერს, რომ ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ჰადადის განცხადებას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც დაწერა, რომ „საქართველო აფასებს საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. ქართველი ხალხი არ დანებდება!“. publika
-
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი. მოგვიანებით, მეთიუ მილერმა ეს კონკრეტული პოსტი პლატფორმა X-დან აიღო და ახალი დაწერა, ასევე გაავრცელა ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე. „ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი”, – ნათქვამია განცხადებაში. publika
-
იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას ტოვებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ვეკუა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ვეკუამ სოციალურ ქსელში დაწერა. „როგორ ეწერა სენიორ პესოას? - არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე... ყველას გვაქვს ასეთი. მე - ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ. დღეს, ამ ფიქრებით ვამბობ „უარს“ და ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანს განგებამ აჩუქოს. მათ შორის, იმის განცდა, რომ რამდენჯერაც ხელმოცარული ჩამოვა საბა პარიზიდან და ურბედან, იმდენჯერ ჯიუტად უნდა მიბრუნდეს უკან, რადგან ამათ იქეთ - ვსესვიატსკოეა, ქართველთა გადათხრილი საფლავები და ექსპორტისთვის გამზადებული რუსი სტარცები. ის დათვიც სადღაც იქ ტრიალებს... მადლობა სითბოსთვის, გაძლებისთვის და რაც მთავარია, პატიებისთვის“, - წერს ირაკლი ვეკუა სოციალურ ქსელში. ipn -
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია, რაც მისი ხალხის მისწრაფებებს ასახავს. ერთად, ჩვენ ვიცავთ დემოკრატიისა და ერთიანობის ღირებულებებს. ერთად საქართველოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
"პერსონალურად მოგმართავთ: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს - კოკა კაციტაძეს; გენერალური პროკურორს - გიორგი გაბიტაშვილს, გენერალური პროკურორის მოადგილეებს - გიორგი ბადაშვილს, ავთო კოჭლამაზაშვილს, ნათია მერებაშვილს, შოთა რიჟამაძეს. მინიმუმ ჩაატარეთ ბრიფინგი და გვითხარით - აპირებთ სასწრაფოდ იმოქმედოთ და აღკვეთოთ ძალადობა თუ ფორმდებით სახელმწიფოს, კონსტიტუციის და ხალხის ღალატის და ევროინტეგრაციის პროცესის ძალადობით შეჩერების თანამონაწილე? კიდევ ერთხელ: ძალიან ვაფასებ ერთად გაკეთებულ კარგ საქმეებს, მაგრამ ახლა წყდება ქვეყნის ბედი, რაც ყველაზე მაღლა დგას. კანონი და მანდატი გავალდებულებთ გაემიჯნოთ ივანიშვილის და მისი „ოცნების“ ღალატს და იმოქმედოთ. ხალხს აჩვენეთ სად დგახართ. აჩვენეთ, რომ დგახართ კონსტიტუციის და კანონის სადარაჯოზე." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27890372200576203
-
დღეს საქართველოს სამარცხვინო სახალხო დამცველი ჰყავს, რამდენიმე საათი გავიდა და ოჯახები ეძებენ ასობით დაკარგულს, დაკავებულს და სხვადასხვა სამედიცინო უწყებაში მოხვედრილ ადამიანებს და სახალხო დამცველი სადარის არავინ არ ვიცით, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გიორგი გახარია საპროტესტო აქციაზე დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას უცხადებს და საზოგადოებას მოუწოდებს გვერდში დაუდგნენ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ დააპატიმრეს. „ჩვენი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი უკანონო თავდასხმების შედეგად უკანონოდ არის დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ, სად და რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილები, ამასაც ვერ ვიგებთ და სახალხო დამცველი არაფერს არ აკეთებს. დრო და ადგილი დაუთმო პრემიერს ელაპარაკა ტყუილების მთელი კასკადი, არაპროვოცირებულ ადამიანებს ესხმოდნენ ნიღბიანი პოლიციელები თავს, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები. ჩვენს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს ლევან თორიას, როდესაც ის აქციას ტოვებდა ათობით ნიღბიანი პოლიციელი, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები, თავს დაესხა და ეს ადამიანი ჩვენ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში [ვიპოვეთ]... ყველა ადამიანი, რომლებმაც გუშინ ეს აქცია გამოიარეს და მსხვერპლი გახდნენ ძალადობის, მე თანადგომას ვუცხადებ და თითოეული მოქალაქის ვალდებულებად უნდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ და უსამართლოდ არიან დაკავებულები ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ჯანმრთელობისა და გათავისუფლებისთვის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ipn
-
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო რამდენიმე რესტორანი მუშაობას აჩერებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე 2028 წლამდე მთავრობის მიერ უარის თქმის ფონზე, ქვეყანაში განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების გამო, კვების რამდენიმე ობიექტი მუშაობას აჩერებს. კომპანიებმა შესაბამისი ინფორმაცია სოციალური ქსელებით გაავრცელეს. ჩამონათვალში არიან „ნინიას ბაღი“, „კაკლები“, „შავი ლომი“, „კაფე ლეილა". „არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“, - აღნიშნავენ კომპანიები. ავტორი: ნათია ზარიძე -
შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის შესახებ, მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას, - ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი გაერთიანების უფლებისა და შეკრების თავისუფლების საკითხებში, ჯინა რომერო სოციალურ ქსელში წერს. „შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ პოლიციის ძალადობის შესახებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადების გადაწყვეტილებას მოჰყვა. მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას და ნაკლებად სასიკვდილო იარაღის გამოყენება შეწყვიტოს. საქართველოს ყურადღებით ვაკვირდებით“, - წერს გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი. ჯინა რომერო აღნიშნავს, რომ პროტესტის უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სახელმწიფოები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან ზედმეტი შეზღუდვები არ დააწესონ და მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას ხელი არ შეუშალონ. ასევე, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, იმის უზრუნველყოფით, რომ აქციის მონაწილეებმა თავიანთი საქმიანობა დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის გარეშე განახორციელონ. „განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომელსაც ვიღებ მომიტინგეების სახეებში წიწაკის სპრეის მიზანმიმართული, ასევე წყლის ჭავლისა და ქიმიური გამაღიზიანებლების კომბინაციის გამოყენების შესახებ. მშვიდობიანი შეკრების უფლების შესახებ 37-ე კომენტარი მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ „ნაკლებად სასიკვდილო იარაღი, მოქმედების ფართო არეალით, როგორიც ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლია, როგორც წესი განურჩეველი ეფექტით ხასიათდება. ასეთი იარაღის გამოყენებისას ყველა გონივრული ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული რისკების შესამცირებლად და ასეთი იარაღი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალება, სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ და როდესაც შეკრების მონაწილეებს დაშლის ადეკვატური შესაძლებლობა მიეცემათ“, - აღნიშნავს ჯინა რომერო. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნაკლებად სასიკვდილო იარაღის გამოყენების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო მითითებებში ნათქვამია, რომ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯგუფების და არა ცალკეული პირების წინააღმდეგ. „გამაღიზიანებელი სახის ჭურვების (ცრემლსადენი გაზი) ინდივიდების წინააღმდეგ გასროლა ზოგადად არ უნდა მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჭურვების თავისა და სახის მიმართულებით გასროლა არ უნდა მოხდეს, სიკვდილის ან სერიოზული დაზიანების რისკის გამო. გარდა ამისა, სახელმძღვანელო მითითებებში ნათქვამია, რომ ცივ ამინდში (განსაკუთრებით თუ წყალი გამთბარი არ არის), წყლის ჭავლმა შეიძლება ჰიპოთერმია და ცივი წყლის შოკი გამოიწვიოს. აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წყლის ჭავლის გამოყენება ყურადღებით უნდა იყოს დაგეგმილი და უმაღლეს დონეზე მკაცრი მეთაურობითა და კონტროლით განხორციელდეს“, - აცხადებს ჯინა რომერო. იპნ
-
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქალაქის მთავარ სამმართველოში გუშინ დაკავებულები მოინახულა. მისი თქმით, იზოლატორში მყოფი 13 პირიდან 11 სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და მათ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ. ლევან იოსელიანმა პოლიციელებს მოუწოდა დაკავების დროს თავის უფლებამოსილებას არ გადაამეტონ. პუბლიკა
-
„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებიც ემიჯნებიან. შესაბამის განცხადებას ხელს 500-ზე მეტი თანამშრომელი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება მათთვის „მეტად მტკივნეულია“. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს. იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია. გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი! ვემსახურებით საქართველოს და უპირობოდ ვიცავთ მის კონსტიტუციას!“- ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს. მათივე ცნობით, განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში დააანონსებენ. „გაცნობებთ რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია. ბილეთების მფლობელების საყურადღებოდ - განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას დავაანონსებთ უახლოეს პერიოდში“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
-
ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან - ქართველებო, თქვენს გვერდით ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა. „ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა! საქართველოს მომავალი არის ევროპა!ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა და მშვიდობისადმი ერთგულებას! ქართველებო, თქვენს გვერდით ვარ!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე „ინსტაგრამზე“. ipn