-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს, აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ საპასუხო ზომებზე. „როგორც იცით სანქციებს ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, მაგრამ როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ მათ ვაკეთებთ. თქვენ უკვე ნახეთ, რომ სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დავაწესეთ, დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, მივიღეთ სხვა ზომები, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს“, - განაცხადა მილერმა. მეთიუ მილერის მტკიცებით, აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას. ipn
-
საჯარო პროტესტის შემდეგ კალაძემ თანამდებობის დატოვება მომთხოვა – ნინია მაჭარაშვილი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორის, ნინია მაჭარაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კრიტიკის გამო თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. ნინია მაჭარაშვილის ცნობით, გაერთიანების დირექტორის განთავისუფლების მოთხოვნის მიზეზი გახდა 30 ნოემბერს ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების 246 თანამშრომელი აპროტესტებს „საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი ძალის გამოყენებას“. „დღეს დამიბარეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, კერძოდ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და მომთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ორი მოტივით: „ჩვენი დამოკიდებულებები (ჩემი და მერიის) მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ ემთხვევა ერთმანეთს“. დასახელდა ისიც, რომ კახა კალაძეს ჩემ მიმართ პირადი გაღიზიანება აქვს. ცხადია, ეს პოლიტიკური მოტივია. ცხადია, მერიაში გადაწყვეტილების მიმღები პირები გაღიზიანებული არიან „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების“ თანამშრომლების საჯარო პროტესტით, რომელიც ორი დღის წინ გავავრცელეთ. გაერთიანების 246-მა თანამშრომელმა საჯაროდ გააპროტესტა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევა“, – აცხადებს ნინია მაჭარაშვილი. როგორც ნინია მაჭარაშვილი აცხადებს, გათავისუფლებაზე განცხადების დაწერას არ გეგმავს და მზადაა დაიცვას თავის უფლებები. „მსურს, ჩემი ეს გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს. აქვე აღვნიშნავ, რომ თუ განცხადებას საკუთარი ნებით დავწერდი, მაშინ აღარ მომთხოვდნენ აღნიშნულ განცხადებაზე ხელმომწერთა სიას, რომლის გაზიარებაზეც თავიდანვე უარი ვუთხარი, რათა ისინიც არ აღმოჩენილიყვნენ ზეწოლის ქვეშ და სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ არცერთი პოზიცია, არცერთი სამსახური არ ღირს საკუთარი სინდისის ღალატად. მტკიცედ მჯერა იმ განცხადების შინაარსისა, რომელიც ორი დღის წინ ჩემი ინიციატივით გამოქვეყნდა. მადლობას ვუხდი ბიბლიოთეკარებს სწორი პოზიციისთვის, მხარდაჭერისთვის, მათ მიერ გაწეული შრომისა და საბიბლიოთეკო საქმეში მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობისთვის“, – აცხადებს ნინია მაჭარაშვილი. ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიასაც დაუკავშირდა, მათგან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 1 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. თბილისის მერის მიერ რეორგანიზაციის პროცესის დაანონსებას წინ უძღოდა მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ „ქართული ოცნების“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მერიაში დასაქმებული პირები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას. პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. რა უნდა იცოდეთ, თუ საჯარო მოხელე ხართ და სამსახურიდან წასვლას გაიძულებენ ნეტგაზეთი -
რეალური გამოსავალი ვადამდელი სამართლიანი არჩევნებია – ჯაში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა მოლაპარაკებების გზით, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში, პოლიტიკურად ნეიტრალური მანდატის მიუხედავად, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობას ან გაეროს გენერალური მდივნის მიერ კრიზისულ სიტუაციებში დანიშნულ საგანგებო ელჩს შეუძლია მიუკერძოებელი მედიატორის როლის შესრულება. „2019 წლის ნოემბერში, ზუსტად 5 წლის წინ, დავტოვე საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, როგორც კი გამოჩნდა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების იგნორირების პირველი ნიშნები და “ქართულმა ოცნებამ” დემონსტრაციულად ჩააგდო საარჩევნო საკონსტიტუციო რეფორმა. ბუნებრივია, ჩემი პოზიცია უცვლელია და ყოველთვის ვიამაყებ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ხმა მივეცი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის ურყევ კურსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ კონკრეტულად 78-ე მუხლის დამტკიცებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. დღეს, აღნიშნული ისტორიული მიზნის ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მათ შორის დროში გადავადება, კონსტიტუციისა და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაა. და ის, რაც რუსთაველზე და არამხოლოდ თბილისში ხდება დღეს, ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში დაშვებული შეცდომების შედეგია და უპირველესი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება! არაჩვეულებრივი ცნებაა, რომ “პოლიტიკა ანაცვლებს ომებს” და ვთვლი, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. მაგრამ რუსეთთან სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილების მართებული მცდელობის ფონზე, ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა არანაკლები საშიშროება – საზოგადოებრივი დაპირისპირება. დღეს ორივე მხარეს დგას ჩვენი ხალხი და დაპირისპირება უნდა შეწყდეს რაც შეიძლება სწრაფად! არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი არის არა რევოლუცია, არამედ ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა მოლაპარაკებების გზით, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით. შექმნილ ვითარებაში, პოლიტიკურად ნეიტრალური მანდატის მიუხედავად, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობას ან გაეროს გენერალური მდივნის მიერ კრიზისულ სიტუაციებში დანიშნულ საგანგებო ელჩს შეუძლია მიუკერძოებელი მედიატორის როლის შესრულება. რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქოს ასევე უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლია როგორც დაპირისპირების შეჩერების, ისე სამომავლო მედიაციის ხელშეწყობაში. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყველა თაობას, ახალგაზრდებსა და ჟურნალისტებს გამორჩეულად, ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, პოლიტიკოსებს, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ვინც დღეს გულწრფელად იცავთ საქართველოს უალტერნატივო მომავალს!“, – წერს Facebook-ზე მარიამ ჯაში. netgazeti -
აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოჰყვეს, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოჰყვეს. ჩვენ ყველა მათგანის გვერდით ვდგავართ, ვინც დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის“, - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი. ipn
-
ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა თუ მათ აქვთ სურვილი, აბსოლუტურად მზად ვარ, ჩვენ მზად ვართ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი პოზიცია მიხეილ ჯანელიძისა და თინათინ ხიდაშელის მხრიდან საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანების სურვილის შემთხვევაში, დისკუსიისთვის მზად არის. „ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში. აქედან გამომდინარე, თუ ეს სურვილი არსებობს, აქვე გიდასტურებთ ჩვენს მზაობას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ადამიანების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, მზად ვართ, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის „გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „სხვანაირად გაიგო“, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დისკუსიის მზადყოფნა გამოთქვეს. ipn
-
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. „უარი ეთქვათ ლიეტვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს“, - წერს ლანდსბერგისი. შეგახსენებთ, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაბრიელიუს ლანდბერგისმა, ბაიბა ბრაჟემ და მარგუს ცაჰკნამ გუში განაცხადეს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს იპნ
-
შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის, გიორგი გაბეხაძის თქმით, თანამდებობას ტოვებს. გაბეხაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მას პირველი მერცხალი უწოდა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია“. პუბლიკა -
სოფო ხორგუანის ჩართვა აქციიდან - ეს ხელისუფლება ჩამოყალიბდა ავტოკრატიულ რეჟიმად და ავტოკრატიული რეჟიმი, რისი რეჟიმია, თუ განსხვავებული აზრი აიტანა? ეს ისეთი მართალი ბრძოლაა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ! სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი. AQNBtK5JxS1uQsiRLcttLq69xqCX7MgxVgxNj_VejuDYOMNgUWMTOB0QFMGNKR5wPrqyFlSIKTpzWE6wcJ6-ZpEm.mp4
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შსს-ის აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება, მას პირველ მერცხალს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია“. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ წერს. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ უნდა იყოთ თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ !“,- წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე „ფეისბუქზე“ წერს, მან თანამდებობა დატოვა. „დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს-ის აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს-ის აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შს სამინისტროს სისტემიდან“,- წერს გაბეხაძემ. იპნ
-
როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი, დღევანდელებივით კი არ ვიმალებოდი, სადმე კონფლიქტი თუ იყო, წინა ხაზზე მე ვიყავი. კი არ ვქეიფობდი, მაშინ როცა ხალხს არბევდნენ, ვიყავი იქ - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გახარია სახალხო დამცველის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ლევან იოსელიანი მასზე საუბრობს და აღნიშნა, რომ სჯობს, სახალხო დამცველმა აქციაზე დაკავებული მოქალაქეები დაიცვას. „მე, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერ იმაზე, რასაც მე ვაკეთებ და ვსაუბრობ და რასაც მე მოვუწოდებ. მე როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი, დღევანდელებივით კი არ ვიმალებოდი, ხალხს რომ სჭირდებოდა მივდიოდი და ველაპარაკებოდი. სადმე კონფლიქტი თუ იყო, წინა ხაზზე ვიყავი. კი არ ვქეიფობდი, მაშინ როცა ხალხს არბევდნენ, ვიყავი იქ და ყოველთვის ვიყავი პირველი. ჩემს ქვეშევრდომებსა და ჩემს კოლეგებს კი არ ვაბრალებდი რამეს, მათზე კი არ გადამქონდა პასუხისმგებლობა, ამ პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე. ასე ვიქცევი ახლაც. მე სრულად ვარ პასუხისმგებელი, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ იმაზე. დღეს საქართველოში არის ივანიშვილის სამართალი. საქართველოში არც კონსტიტუცია არსებობს, აღარც კანონი არსებობს. მაგალითად, სახალხო დამცველი, სამარცხვინო კაცი, რომელიც ახლა აფუსფუსდა. პარტიიდან უთხრეს, დაურეკეს, კაიო, ახლა შენი გინება ჩვენც გვხვდებაო, გაინძერი ცოტა, რაღაც ქენიო. რაღაც სისულელეებს ბოდიალობს იმის მაგივრად, რომ ადამიანებთან ერთად იდგეს და შუაში ჩადგეს იმიტომ, რომ სახალხო დამცველია, რომელსაც ამხელა მანდატი აქვს. დღეს რომ მოიკითხოთ, რამდენიმე დაკავებული ადამიანი ჯერ კიდევ არაა მიყვანილი, არავინ იცის სადაა, სადღაც გზაშია შუაში გაჭედილი, არავინ იცის ზუგდიდში თუ თელავში ჩაიყვანენ, სასამართლო პროცესებს ადვოკატების გარეშე უტარებენ და ნაცემები გამოდიან იქიდან. მე კი არ უნდა მიპასუხოს, საკუთარი საქმე უნდა გააკეთოს. ეს სამარცხვინო სახალხო დამცველი რისთვის იყო არჩეული, ყველამ ვიცით. იყო არჩეული იმისთვის, რომ „გაეპრავებინა" პირველი ხდომა, რაც უკვე გააკეთა. და იყო არჩეული იმისთვის, რომ არჩევნები "გაეპრავებინა", რისი მცდელობაც ჰქონდა. ეს ხომ გააკეთა, მაგაში ფული ხომ აიღო? წავიდეს და ბავშვები მაინც დაიცვას! მეორედ არ გავიგო მაგის ხმა და პასუხი!“- განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, ლევან იოსელიანი ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა. მან გახარიას მატყუარა უწოდა იმ ინფორმაციის გავრცელების გამო, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი აცხადებდა, რომ მისი პარტიის ათეულობით ადამიანია დაკავებული და სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს. იპნ
-
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საია“ აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოხატეს პოზიცია და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები. განცხადება თბილისის მერიის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა 30 ნოემბერს გაავრცელა. 1 დეკემბერს კი მერმა და „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, კახა კალაძემ თქვა: „მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა“. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის ძალისხმევა, მათ შორის, მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ემსახურება კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, არ უნდა გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძველი. ორგანიზაციები ასევე ხაზს უსვამენ, რომ „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია“. ასევე იხილეთ კალაძე მერიის თანამშრომლების განცხადებაზე: მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა 01 დეკემბერი, 2024 პუბლიკა
-
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტის ნიშნად იფიცებიან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტის ნიშნად იფიცებიან და გაკვეთილებზე არ შედიან. სკოლებს შორის, სადაც მოსწავლეები პროტესტს გამოხატავენ, არის თბილისის 52-ე საჯარო სკოლის, თბილისის 199-ე საჯარო (კომაროვის) სკოლა, ილია მართლის სახელობის სკოლა, ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა, ქობულეთის 138-ე სკოლა, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა… ფოტო: Facebook-ის ჯგუფიდან „დაიტოვე“ ნეტგაზეთი -
აქციებზე დაკავებულ 17 და 21 წლის პირებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 17 და 21 წლის პირები არიან დაკავებული. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, მიმდინარე აქციების ფარგლებში, „ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს 9 აპრილის ქუჩაზე, ბრალდებულმა [2003 წელს დაბადებულმა] გ.მ.-მ პიროტექნიკის სროლის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხოლო, [2007 წელს დაბადებულმა] მ.გ.-მ იმავე დღეს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს. ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აცხადებს შსს. სამინისტროს განცხადებით, 1-2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა. მათი ცნობით, დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მათივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. გარდა ამისა, შსს ინფორმაციას ავრცელებს ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულია პირების შესახებ. მათი ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 პირი. „დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან, 36 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა; 34 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა; 4 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა. დანარჩენი პირების მიმართ სასამართლოებში გრძელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოება“, – აცხადებს შსს. ნეტგაზეთი -
თბილისში აქციის დარბევისას IDFI-ის იურისტი გიორგი დავითური დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
2 დეკემბერს გამთენიისას თბილისში საპროტესტო აქციის დარბევისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური დააკავეს. როგორც ნეტგაზეთს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა განუცხადა, ჯერ დავითურთან ადვოკატი არ შესულა და იგი დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მისივე თქმით, უცნობია აქვს თუ არა ფიზიკური დაზიანებები დავითურს მიყენებული, ასევე უცნობია რა ბრალდებითაა დაკავებული. ფოტო: პუბლიკა ნეტგაზეთი -
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ისინი გმობენ დემონსტრანტებზე ძალადობასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს ისტორიის უაღრესად ობიექტურ და უტყუარ ცნობებს. საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ. ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენი ევროპული აზროვნების მასაზრდოებელი იყო; ასევე, ცენტრის კოლექციები ინახავს რუსეთის იმპერიასთან სხვადასხვა ფორმით მებრძოლი, ევროპულად მოაზროვნე დიდი ქართველი მოღვაწეების: ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და სხვათა პირად არქივებს, რომელთა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გამორჩეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მივიჩნევთ, რომ: საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა! ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას! 1. მზექალა შანიძე – აკადემიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი კონსულტანტი. 2. მაია რაფავა – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 3. მზია სურგულაძე Mzia Surguladze – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 4. ლია ახობაძე Lia Akhobadze – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 5. მაია მაჭავარიანი Maia Matchavariani – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 6. თამარ ოთხმეზური – სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 7. ნინო მელიქიშვილი – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 8. ნანა ჩიკვატია – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 9. ვასილ თარგამაძე Vasil Targamadze – დიგიტალიზაციის ლაბორატორიის უფროსი. 10. ნესტან ბაგაური – საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი. 11. შალვა გლოველი Shako Gloveli – სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 12. ლელა გოცირიძე Lela Gotsiridze – კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 13. თამარ დვალიშვილი Tata Td Dvalishvili – კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 14. ასმათ გვაზავა Asmat Gvazava – კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 15. სოფიო ცერცვაძე Sopo Tsertsvadze – კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი 16. თემო ჯოჯუა Temo Jojua – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 17. ესმა მანია Esma Mania – ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 18. ნათია ხიზანიშვილი Natia Khizanishvili – ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 19. ნინო კობაური Nino Kobauri – ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომელი. 20. ნიკოლოზ ჟღენტი ნიკოლოზ ჟღენტი – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 21. თეა ქართველიშვილი Tea Kartvelishvili – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 22. ქეთევან ტატიშვილი Ketevan Tatishvili – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 23. ნათია ვეკუა Natia Vekua – საქმისწარმოების სამსახურის გაციფრებისა და ელექტრონული ბაზის კოორდინატორი. 24. ირინე ლეჟავა Irina Lezhava – ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. 25. ქეთევან პატარიძე Qetusia Pataridze – ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. 26. ქეთევან ხითრიშვილი Qeti Khitarishvili – არქივთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 27. შორენა მურუსიძე Shorena Murusidze – არქივთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 28. ქეთევან პეტრიაშვილი-ცუცქირიძე Keti Petriashvili – არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის სპეციალისტი. 29. ლანა გრძელიშვილი HaeLan Vaim – საგამომცემლო სამსახურის უფროსი 30. ხათუნა გორდეზიანი Khatuna Gordeziani – ადამიანური რესურსების მართვისა და მონიტორინგის კოორდინატორი. 31. დიმიტრი გურგენიძე – დიგიტალიზაციის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი. 32. ელენე ჩაგელიშვილი – არქივთმცოდნეობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 33. ნინო ქავთარია – ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 34. ნუცა კვერნაძე – კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის სპეციალისტი, რესტავრატორი. 35. თამარ ჟღენტი – საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორი. 36. ეთერ ედიშერაშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 37. ნუცა ციციშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 38. ნათია მიროტაძე – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 39. ირაკლი გელაშვილი – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 40. ვლადიმერ კეკელია – არქივთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 41. Მანანა ვარადაშვილი – საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 42. ციცი გულედანი – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. ნეტგაზეთი
-
ჩვენ, საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, ვემიჯნებით და კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების” მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს, დაფიქსირებულ პოზიციებს, და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ეს და “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში მიღებული სხვა გადაწყვეტილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეების ნებასა და კონსტიტუციას. ტექნოლოგიური სექტორი მნიშვნელოვანი აქტორია ქვეყნის სწრაფ განვითარებაში. საქართველოს პარტნიორ დასავლურ საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ქვეყნებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ქვეყანაში არამარტო ტექნოლოგიური, არამედ განათლების, ჯანდაცვის და სხვა სექტორების განვითარებაში. დღეს გადამწყვეტი მომენტია საქართველოსათვის, მისი გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. ევროკავშირი იყო და არის საქართველოს კერძო სექტორის განვითარების მთავარი მხარდამჭერი. სწორედ ევროკავშირისა და მისი პროექტების დახმარებით განვითარდა საქართველოს სტარტაპ და ტექნოლოგიური ეკოსისტემა. ეს მხარდაჭერა მოიცავდა გრანტებს, სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომელთა გარეშე ჩვენი ეკოსისტემა ვერ მიაღწევდა წარმატებას. ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება არის პირდაპირი საფრთხე საქართველოს ყველაზე დინამიკური და პროგრესული ინდუსტრიების განვითარებისთვის. ეს ნაბიჯი გვაშორებს ევროპულ ბაზრებს, აფერხებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ასუსტებს საქართველოს ტექნოლოგიურ პოტენციალს. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ ნაბიჯის გადადგმას. “ქართული ოცნების” ეს ქმედება ეწინააღმდეგება დემოკრატიულ და პროევროპულ ღირებულებებს, რომელზეც ჩვენი საზოგადოება დგას. ჩვენ, საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები, ვემიჯნებით და ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას ე.წ. პოლიციური ძალების მხრიდან. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს - პატივი სცენ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური გაერთიანებებისკენ სწრაფვას, დაუყოვნებლივ დააბრუნონ ქვეყანა დემოკრატიის გზაზე, შეწყვიტონ ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე, იზრუნონ საზოგადოებრივი პოლარიზაციის შემცირებაზე, და იმოქმედონ ქართველი ხალხის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველო, თავისი კულტურითა და მისწრაფებებით, არის ევროპული სახელმწიფო, მისი ადგილი არის მხოლოდ ევროპულ გაერთიანებაში. ამ განცხადებაზე ხელის მოწერით შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი და გახდეთ პეტიციის მონაწილე. ხემოწერის ფორმის ბმული: https://airtable.com/app1WyGCLZr4kgKGT/page334hZqeVJQHeI/form ხელმომწერების სიის ბმული: https://airtable.com/app1WyGCLZr4kgKGT/shrmrkC3bHakC0yBM (R) იპნ
-
მზად ვარ თქვენთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია, - ამ შეთავაზებით საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“. “მგონი, კარგად მიცნობთ და ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. თუ რაიმე შედეგს მიაღწია “ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი“, - მიმართავს ჯანელიძე ირაკლი კობახიძეს. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში წაკითხულის და მოსმენილის გააზრების სერიოზული პრობლემაა. “ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 28 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნით აღარ მიმართავს. იპნ
-
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, დღეს დილით, 06:00 საათზე დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მსახიობი განმარტავს, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როცა გულწასული ადამიანის დახმარებას ცდილობდა. ბახუტაშვილის თქმით, მასაც, ისევე როგორც დემონსტრანტების უმეტესობას, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „დღეს დილით, 06:00 საათზე გამომიშვეს, აქციაზე, დარბევის დროს დამაკავეს. ახალი ხომ არ არის, როგორც მოქმედებენ და როგორც აკავებენ ხალხს. მირტყეს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს გარშემო ადამიანებს ისე უმოწყალოდ ექცეოდნენ, ამის აღნიშვნაც არ ღირს ალბათ, ისეთი არაფერი, ნაკაწრებია, გაივლის, ჩემს თვალწინ ხალხს ხოცავდნენ. დაკავების მერე ძალადობას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. დაკავების შემდეგ, კიდევ მეორე ეტაპი იყო სისტემური დანაშაულის, სხვა ადამიანები გაკავებენ - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გაკავებს, მერე საპატრულო პოლიციას გადასცემენ და მერე ისეთი ადამიანები მოდიან და ისე ფუთავენ ამას, თითქოს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაგაკავეს. წლებია ეს სისტემა ასე მუშაობს და ახალი არ არის. მე კიდევ ერთხელ გავიარე და კიდევ ერთხელ ძალიან თვალსაჩინო იყო ჩემთვის ეს სისტემური დანაშაული. მართლა ძალიან ბევრი, ათასობით ადამიანია ჩართული სხვადასხვა რგოლები - პოლიცია, სასამართლო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მოდიან მერე, სასამართლოში აძლევენ ცრუ ჩვენებებს, მოსამართლემაც იცის, რომ ცრუ ჩვენებებს ისმენს, მაინც ასე გამოაქვთ ეს გადაწყვეტილებები. ჩემი პროცესი ჯერ არ გამართულა, 48-საათიანი პატიმრობის ვადა გამივიდა და სასამართლოს დანიშნავენ ალბათ. დაშავებულები გამომყავდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოვიყვანე მანქანაში და მეორე გულწასულ ბიჭს მიათრევდნენ, ამის გამო შევბრუნდი, ის გამომატანეს და პირიქით, რტყმით შემაგდეს მანქანაში“, - განაცხადა ბახუტაშვილმა. ინფორმაციისთვის, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გურჯაანის იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი. იპნ
-
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. „სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ეს კონსტიტუციაშია ასახული!“- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ამასთან, როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კიდევ ერთ პოსტში წერს, ხელისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ თანამშრომელთა გათავისუფლებას გეგმავს, ვინც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების წინააღმდეგ საკუთარი აზრი დააფიქსირა. „არალეგიტიმური პრემიერი მივიდა საგარეოში. რისთვის? - ალბათ, იმისთვის, რომ თანამშრომლებს დაემუქროს. აპირებენ რეორგანიზაციით გაუშვან ყველა, ვინც ხელს აწერს პროტესტს. კონსტიტუციით დაცული კიდევ ერთი უფლების ფეხქვეშ გათელვა!“- წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სამინისტროში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იმყოფება, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებს ახალი მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნდა წარუდგინოს. უწყებასთან დღეს დილიდან აქცია იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მხარდაჭერას უცხადებენ უწყების თანამშრომლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გადადებასთან დაკავშირებით. იპნ
-
ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ამბოხის დროს ძალადობაზე, - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროპამ, საუბრის ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. „ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ამბოხის დროს ძალადობაზე. დროა, სიტყვების ნაცვლად, ევროპამ იმოქმედოს“, - წერს გაი ვერჰოფშტადტი. იპნ
-
ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა მივაღწიოთ არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას, - ასე მიმართავს „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეგობრებს. ის მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხალხი მოქმედებას ითხოვს, რადგან სიტყვები აღარ კმარა. „საქართველოს მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში: ქართველი ხალხი ქუჩაშია და ივანიშვილის რეჟიმის სასტიკ ძალადობას უძლებს. ნაცემი, თუმცა ვერ გაჩუმებულნი და მარტოდ დარჩენილები, მათი ეს სიმამაცე ასახავს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შეუპოვარ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მათი ბრძოლა - ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის ავტოკრატიის წინააღმდეგ. ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა. ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მარტო ამ ბრძოლაში. დადექით მათ გვერდით ახლა, სანამ გვიანი არ არის! სანახევრო ზომები სახიფათოდ არასაკმარისია. ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა მივაღწიოთ არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას - რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში მთავარ ინსტიტუციებში ხელმძღვანელობის სრული ცვლილებით! მათ შორისაა: ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური“,-აღნიშნულია გახარიას მიმართვაში. იპნ
-
ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს, - ამის შესახებ UFC-ის მებრძოლი, ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს. თოფურია ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას და განვითარებულ მოვლენებს „ინსტაგრამზე“ და წერს, რომ რცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. “ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია. ჩვენ გვინდა უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან ეს ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობებისა და პროგრესის მომავალია. ერთად უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის”, - წერს თოფურია "ინსტაგრამის სთორიში" გამოქვეყნებულ განცხადებაში. ipn
-
მას შემდეგ რაც პოლიციამ ძალადობრივად დაშალა აქცია რუსთაველის გამზირზე, გაუსწორდა მოქალაქეებს მეტროში და დააკავა მათი ნაწილი, პროტესტი ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდა. მზიურთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა აქაც გამოჩნდა პოლიცია, რომელმაც ერთი მოქალაქე ძალადობრივად დააკავა. მოქალაქეები შეიკრიბნენ ვაკის პარკთანაც. netgazeti
-
მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ასევე, შსს აფრთხილებს აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. „საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალყურს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. შეკრების დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე დაფიქსირდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, როგორც წინა დღეებში, დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. საზოგადოება რამდენიმე საათია ნათლად ხედავს, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს პოლიციელებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის შენობის დაზიანების მიზნით, ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიერ, თავდაპირველად ხდება ფანჯრების ჩამსხვრევა ქვებისა და სხვა მძიმე საგნების მეშვეობით, შემდეგ ადვილად აალებადი ნივთიერებების სროლა პარლამენტის შენობის ოთახებში და ბოლოს პიროტექნიკის გამოყენებით ხანძრის გაჩენა. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერებით ვრცელდება კადრები, სადაც მიმდინარე შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეინიშნებიან მცირეწლოვანი ბავშვები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. თუმცა, მიმდინარე აქციები მრავალგზის გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი. ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოთი და საჯარო სივრცით, შესაბამისად მშობელი ან ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაიცვას იგი. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ჩატარებულიყო მშვიდ გარემოში და ადგილი არ ჰქონოდა ძალადობრივ ქმედებებს, საზოგადოება მკაფიოდ ხედავს, რომ პროტესტის გამომხატველთა ქმედებები არაერთხელ გასცდა კანონით გათვალისწინებულ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები. ასევე, ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც, ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
მოვუწოდებ “ოცნებას” შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა- გია დვალი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ფიზიკოსი გია დვალი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების დარბევა. “ქართულ ოცნებას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს თუ რამხელა კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა და დათანხმდეს ახალ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოს საზოგადოების და საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური კონტროლით. ამ კრიტიკულ პერიოდში პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც სტაბილურობის და ქვეყნის სუვერენიტეტის უმაღლესი გარანტი, უმნიშვნელოვანესია და საჭიროებს საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურ თანადგომას”, – აცხადებს გია დვალი. თბილისში მრავალათასიანი პროევროპული დემონსტრაციები იმართება რამდენიმე დღეა, რომელსაც რამდენიმე დღეა სასტიკად არბევს სპეცრაზმი და აკავებს მომიტინგეებს. დემონსტრაციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე. ნეტგაზეთი