Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციას ავრცელებს. პუბლიკა
  2. ყოფილი საჯარო მოხელეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ დღეს დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო შორდებოდა მის ისტორიულ ევროპულ კურსს. განცხადებას 90-ზე მეტი ყოფილი საჯარო მოხელე უერთდება. „ჩვენ მრავალი წელი გავატარეთ საჯარო სამსახურში და ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში გულწრფელად და თავდაუზოგავად ვემსახურებოდით ქვეყნის განვითარებას და მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. თითოეული საჯარო მოხელის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ბევრი წარმატება იქნა მიღწეული ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით. თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო შორდებოდა მის ისტორიულ ევროპულ კურსს. დღეს კი, ჩვენი აზრით, დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას.გვჯერა, რომ ბევრი ჩვენი დღეს მოქმედი კოლეგა ჩვენსავით იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ჩვენსავით მიაჩნია, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს და ისინიც შემოგვიერთდებიან, მათი თავისუფალი აზრის გამოხატვით“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას უერთდებიან: ნიკოლოზ ალავიძე – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე; ზაზა ბროლაძე – თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე; ქეთი ბოჭორიშვილი – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე; ნიკოლოზ გაგუა – ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე; ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი; მირზა გელაშვილი – ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; გიორგი თაბუაშვილი – ფინანსთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე; ნოდარ კერესელიძე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე; დავით ლეჟავა – ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; დავით ლომიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე; შალვა ფიფია – სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი; ირმა ქავთარაძე – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ყოფილი; გიორგი ციკოლია – მეწარმეობის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, აშშ-ში ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; ნინო ჯავახაძე – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე; შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; თეიმურაზ მურღულია – განთლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; გიორგი შარვაშიძე – საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; თეონა კონტრიძე – საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; ნინო ბერუაშვილი – ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების ყოფილი უფროსი; იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი თინათინ პაპაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამისტროს, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის, ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი. გვანცა მელაძე – ეკონომიკის სამინისტროს ინვესტიციების და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაბრიელ წულაია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ანა კვარაცხელია – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორი; რუსუდან მამაცაშვილი – ტურიზმის სააგენტოს დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილი; ხათუნა გოგალაძე – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი; გვანცა ცქიტიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების ყოფილი უფროსი; ნათია ბრეგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების ყოფილი წამყვანი სპეციალისტი თეა ბოლქვაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; ეკატერინე გრიგალავა – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე; სალომე სხირტლაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი დეპარტამენტის უფროსი; კონსტანტინე მდინარაძე – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; ოთარ ანთია – აწარმოე საქართველოში სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სოფიო ბენდიაშვილი – შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტოს ყოფილი უფროსი, აწარმოე საქრთველოში გიორგი ჟვანია – მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი; ელენე გოცაძე – სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი დირექტორი; ქეთევან მახარაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი; სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ყოფილი დირექტორი; საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი; ქეთევან გომელაური – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე; თამარ ქაროსანიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე; კახა სეხნიაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ყოფილი უფროსი ეკატერინე მაჭავარიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მიხეილ დარჩიაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე; ნანა ავალიანი- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, პროექტების მართვის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე; თამარ სიგუა – თსუ უცხო ენების კათედრა, იტალიური ენის ლექტორი; თათია სალუქვაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, პროექტების მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი; რატი ჯაფარიძე – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე; ბაკურ კვარაცხელია – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის მოდგილე; ანა კვერნაძე – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; მინდია დავითაძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” ყოფილი თავმჯდომარე; ქ. თბილისის პროკურატურის ყოფილი პროკურორი; ანა ადეიშვილი – ქ. თბილისის პროკურატურის ყოფილი პროკურორი; ბექა ჭულუხაძე – დანაშაულის პრევენციის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, იუსტიციის სამინისტრო; მაია გუნცაძე- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე; ეკატერინე ნაკაშიძე – გარემოს დაცვის სამინისტრო, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; თამარ ქუსიკაშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; სალომე მექვაბიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; ზაზა ჭელიძე – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი; გრიგოლ კაკაურიძე – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსი; ალექსი პეტრიაშვილი – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში; მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი; ალექსანდრე დადალაური – შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი. ანა დალაქიშვილი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” სასწავლო ცენტრის ყოფილი უფროსი მედეა ჭიჭინაძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ბრეგაძე – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ნინო მღებრიშვილი – შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს ყოფილი სპეციალისტი; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” საფინანსო დეპარტამენტის ყოფილი მთავარი სპეციალისტი ნათია გვაზავა – საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ქეთი ცანავა – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. მარიამ ფირცხალაიშვილი – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ლაშა მარკოზაშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიტიკური სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე. გიორგი ბესტავაშვილი – თავდაცვის სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის ყოფილი მოადგილე. სოფიო ბერიაშვილი – შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი თათია ჩიხლაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიტიკური სამმართველოს ყოფილი უფროსი. თეონა კაჭარავა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს ყოფილი უფროსი რატი დევაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე; ნიკოლოზ გაგნიძე – სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე; თამარ ქიტიაშვილი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე; პროფესიული უნარების სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი; გოგა რაზმაძე – შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი; გიორგი გაბრიელაშვილი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე; ლიანა ახობაძე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იურიდიული სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე; ირაკლი კოკაია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; ივანე ჩიტაშვილი – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს პროკურატურის ყოფილი პროკურორი; რამინ სირაძე – შსს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოფილი ინსპექტორი. ირინა აბულაძე- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ბობღიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი გოგა ხატიაშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსი. ირინა წეროძე – პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო. ლაშა ვერულავა – სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ყოფილი უფროსი ნაკო ტაბაღუა – შსს-ს ანალიტიკური სამმართველოს ყოფილი უფროსი; ირაკლი ივანიძე – შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე; კაკი კერვალიშვილი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი; სსიპ კოლეჯ “მოდუსის” ყოფილი დირექტორი; ივანე მესხი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინვესტიციების მოზიდვის და ხელშეწყობის განყოფილების ყოფილი უფროსი; მიხეილ სხიერელი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის ყოფილი უფროსი; გურანდა რომანაძე – თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი. სოფიო სოხაძე – თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ფანიაშვილი – თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ხამაშურიძე- განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნიკოლოზ ქავთარაძე – შსს მეკავშირე ოფიცერი ნატოში და პოლიციის ატაშე ბელგიის სამეფოში. ნეტგაზეთი
  3. საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დავუწესებთ და ამას რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობით გავაკეთებთ, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაუწესებს თუ არა კანადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს. „ამ შეკითხვას გუშინ ვუპასუხე, რიგაში, სადაც „3+1“ შეხვედრას ვესწრებოდი. მე ვთქვი, რომ ნამდვილად დავუწესებდი სანქციებს თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს საქართველოში და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან მუშაობით გავაკეთებთ“, - აღნიშნა მელანი ჯოლიმ. შეგახსენებთ, გუშინ მელანი ჯოლიმ ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულები. იპნ
  4. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე განმარტავს, მასზე არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ, სამართალდამცავებს არ უძალადიათ. უფლებადამცველის თქმითვე, მას პოლიციელები ტელეფონით უღებდნენ და თან კითხვებს უსვამდნენ, შემდეგ კი, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ტყეშელაძის განმარტებით, დაკავებულ ქალს 11 წლის შვილი ჰყავს და მასზე ნერვიულობს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. იპნ
  5. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომელსაც ხელისუფლება პოლიციისა და სპეცრაზმით ხელით ძალადობრივად არბევს ყოველ ღამით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, თავშეკავებას მოუხმოს და თავიდან აიცილოს მდგომარეობის მეტად გამწვავება. იაპონია საქსტატის თანახმად, საქართველოში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მე-2 ადგილზეა 2024 წლის II კვარტალში. „იაპონია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენების განვითარებას, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ. განსაკუთრებით შეშფოთებულები 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი მდგომარეობით ქვეყანაში, რაც საქართველოს მთავრობის განცხადებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ ისინი არ აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განახლებას 2028 წლის ბოლომდე. ამას მოჰყვა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და უშიშროების ორგანოებს შორის, მრავალი დაკავება და ადამიანების დაშავება. იაპონია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ გამოიჩინოს თავშეკავება და თავიდან აირიდოს სიტუაციის მეტად გამწვავება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს კონსტრუქციულ ზომებს, რომ მიაღწიოს ურთიერთგაგებას თავის ხალხთან და მდგომარეობაც მალე განმუხტოს“, — აცხადებს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი კიტამურა ტოშიჰირო. მასშტაბურმა პროტესტი, რომელმაც არამარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება. ხუთი ღამე გავიდა, რაც ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში ყოველდღე. დემონსტრაციები ძალადობრივად ირბევა გამთენიისას და 2 დეკემბრის ღამეს უკვე 10-ის ნახევრიდან. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი უკვე ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. ნეტგაზეთი
  6. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება. „ნუ აბრალებთ სხვებს“ - წერს საელჩო. აშშ-ის დიპლომატიური უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. #ყველაფერიგასაგებია“, - აღნიშნავს საელჩო. იპნ
  7. საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. განჩინებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას შეეხება.ასევე განჩინებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას ეხება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელებით პრეზიდენტი და ოპოზიცია 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა. სარჩელის ავტორების დავის საგანი ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევა იყო. იხილეთ განჩინება. იპნ
  8. გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ის საპოლიციო ქვედანაყოფებს - მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული. ის მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩეროს „სისასტიკე და ძალადობა თბილისის ქუჩებში“ და მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს გაავრცელოს სრული ინფორმაცია ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში დაზარალებული ადამიანების რაოდენობისა და ადგილსამყოფლის შესახებ. „არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში უკვე საშიშ ფორმას იძენს და განსაკუთრებული სისასტიკით გუშინდელი ღამე გამოირჩევა. ჩვენდა საუბედუროდ, ნიღბის უკან დამალული ადამიანები მეხუთე ღამეა თბილისის ქუჩებში ძალადობენ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ამას აკეთებენ განსაკუთრებული სისასტიკით, უკანონოდ დაკავების შემდეგ უსწორდებიან მათ ფიზიკურად, ძირითადად დაზიანებებს აყენებენ სახისა და თავის არეში, შემდგომ დაზარალებულის მდგომარეობიდან გამომდინარე ზოგს ადგილზე ტოვებენ, ზოგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, ზოგი გადაჰყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ეს მძიმე დანაშაული, რომელსაც დღეს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები სჩადიან, რა თქმა უნდა, დაუსჯელი ვერ დარჩება. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს. ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი გუშინაც განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, ორი მათგანი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ორი წინასწარი დაკავების იზოლატორში და ასეთი შემთხვევები არ ეხება მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს. არიან ახალგაზრდები, დაზარალებულები, რომელთა ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და არავინ არ ვიცით რამდენია ეს ადამიანი, სად იმყოფებიან ისინი დღეს და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საუბედუროდ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული და ისინი იმ დონეზე ძალადობენ და ძალადობასთან ერთად მოროდიორობენ, რადგან დაზარალებულ და ნაცემ ადამიანს ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს და ა.შ. მე მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩერეთ ეს სისასტიკე და ძალადობა თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით ღამით, მაშინ როცა განსაკუთრებულ დაცვას უნდა უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები. ნიღაბი და დაუსჯელობის გარანტია არის ის, რაც მათ უფრო მეტ სისასტიკეს სძენს. მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის სამინისტროს, ბოლოს და ბოლოს, ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში დაზარალებული ადამიანების რაოდენობის და ადგილსამყოფლის შესახებ მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია და ასევე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ის ადამიანები, რომლებიც გადაყვანილი გყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში მთელი საქართველოს მასშტაბით, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, სად არიან ეს ადამიანები, რა მდგომარეობაში არიან, როდის გადაიყვანენ მათ სასამართლოში ან როგორ დავუკავშირდეთ მათ. ის, რაც ბოლო ხუთი ღამეა ხდება, არის სრული განუკითხაობა, უკანონობა და ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით, ეს ანგრევს პოლიციას. პოლიციას თუ არ შერჩა იმის მორალური და სამართლებრივი უნარი და უფლება, რომ დაიცვას წესრიგი ჩვენს ქუჩებში, ჩვენ მივალთ სრულ ქაოსამდე და ეს ქაოსი თავიდან ბოლომდე იქნება მმართველი ძალის პასუხისმგებლობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
  9. მოქალაქე დავით ჯანიაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე, სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს. როგორც ის ჰყვება, ფიზიკური ძალადობა დაპატიმრების მომენტიდან დაიწყო და იზოლატორში შეყვანამდე გაგრძელდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. განცხადების მიხედვით, ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: „ტ**კში გაგთხრით დუბინკას“, „შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ****რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან“. publika
  10. მოქალაქე გიორგი ჩუტკერაშვილი, „ტვ პირველთან“ ჰყვება, რომ სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. publika
  11. 2 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე ნაცემი მოქალაქე ლაზარე მაღლაკელიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ გუშინ გამთენიისას დააკავეს და სპეცრაზმელებმა რამდენჯერმე სცემეს. მან ინგოროყვას კლინიკა ამ დილით დატოვა. ლაზარე მაღლაკელიძე ჰყვება, რომ ცემის შემდგომ გონება დაკარგა, გამოფხიზლებულს კი ისევ თავიდან დაუწყეს ცემა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდა, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. განცხადების მიხედვით, ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: „ტ**კში გაგთხრით დუბინკას“, „შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ****რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან“. publika
  12. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სავარაუდოდ დააკავეს აქტივისტი და ბლოგერი დოდი ხარხელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროევროპულ საპროტესტო აქციებში. მოქალაქის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხარხელს პოლიციელები აკავებენ ბაღთან, შვილის დატოვების შემდეგ. შსს-ს ამ დრომდე არ ამბობს მიზეზს და იმას არის თუ არა ოფიციალურად დაკავებული დოდი ხარხელი. პოლიციაში არც იმას აცხადებენ რა მუხლით მიმდნარეობს გამოძიება. დოდი ხარხელის საცხოვრებელ სახლში პოლიციაა შესული და ჩხრეკა მიმდინარეობს. სახლში მიიყვანეს თავად დოდი ხარხელიც, რომელიც ჩხრეკაში მონაწილეობს. “ეს არის რუსული ტერორი” – ამბობს დოდი ხარხელი დაკავების ამსახველ ვიდეოში და განმარტავს, რომ აქტიურობის გამო აკავებენ. თბილისში, სიმონ ჩიქოვანის 20 ნომერში შეკრებილები არიან ხარხელი მეგობრები და მეზობლები. პოლიციას გაკეთებული აქვს კორდონი. netgazeti
  13. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობენ და აპროტესტებენ ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 60 თანამშრომელი აწერს, აღნიშნულია, რომ გრძნობენ, რა მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მიესალმებიან და მოითხოვენ, მათი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს. „საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლით მყარდება („კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”). საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ვალდებულებას, რამაც გამოიწვია მასობრივი აქციები და მანიფესტაციები თბილისსა და რეგიონებში. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი. ამ მნიშვნელოვან პროცესებში განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა გაწერილი („კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.”). თითოეულ თანამშრომელს გვჯერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალის და გავლენის, იდეის, რომ ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს. განცხადებას ხელს აწერენ: გივი კიტია ვიდეო მემონტაჟე სოფიო ქელბაქიანი ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური/ინჯესტი თამაზ მამალაძე ვებ-რედაქტორი ეკატერინე კოპალიანი ჟურნალისტი ნიკოლოზ ბერაძე კორესპონდენტი ლექსო ქურხული ვებრედაქტორი სოფო ჩინჩალაძე არქივის რედაქტორი მამუკა ბერძენიშვილი ანონსების მემონტაჟე ირაკლი რატიანი პროდუსერი შავლეგო გეგეჭკორი რადიოგადაცემების წამყვანი გიორგი ღრეული პროდაქშენის ოპერატორი რობერტ ბუაძე ოპერატორი ელენე კვირცხალია პროდიუსერი შალვა შენგელი რეჟისორი სოფიო დემეტრაშვილო კორესპონდენტი თამთა რუხაძე ჟურნალისტი თამარ ჭინჭარაული აღმასრულებელი პროდიუსერი მარიამ ფირცხალავა აღმასრულებელი პროდიუსერი ნია ბარაბაძე აღმასრულებელი პროდიუსერი ქეთევან ვაშაგაშვილი რეჟისორი ირმა ჩუბინიძე რეჟისორი ნინო დადვანი რეჟისორი დიმიტრი სილაქაძე თანაწამყვანი ლიკა ევგენიძე წამყვანი გიორგი შარვაშიძე წამყვანი ანა მეტრეველი პროდიუსერის ასისტენტი ლევან ლეკიაშვილი ოპერატორი თორნიკე მიროტაძე ოპერატორი სოსო კაციტაძე რეპორტიორი მერი შიხაშვილი რეპორტიორი პაატა კახაძე მონტაჟის რეჟისორი ომარ წოწორია რეპორტიორი ირმა ჩინჩალაძე საქმისწარმოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ტუხა კვინიკაძე რედაქტორი გურანდა გოგოჩაშვილი რეპორტიორი ელენე ქავთარაძე საქმისწარმოების სამსახურის უფროსი მარიამ ქართველიშვილი კორესპონდენტი ცირა კობეშავიძე აღმასრულებელი პროდიუსერი ზურა ხოფერია მონტაჟის რეჟისორი ანი ჯობავა ჟურნალისტი თეა კახიანი მონიტორინგის მენეჯერი ალექსანდრე შერვაშიძე ოპერატორი გოჩა ჟორჟოლიანი პროდიუსერი ანა აბაკელია ჟურნალისტი თამთა წერეთელი ჟურნალისტი დავით ქავთარაძე გრაფიკოსი კახა ბუხრაშვილი ოპერატორი გიორგი დეკანოიძე რეჟისორი თამარ მშვენიერაძე რეპორტიორი/პროდიუსერი კახაბერ მელიქიძე რეჟისორი რომან ხრიკული ოპერატორი გივი ჩიმაკაძე ოპერატორი ვასილ ივანოვ ჩიქოვანი წამყვანი დათო ტიღაშვილი ოპერატორი ქეთევან კაპანაძე პროდიუსერი ნინო ზაუტაშვილი წამყვანი მაია ნაცვლიშვილი ადამიანური რესურსების მენეჯერი გიორგი ვაშაყმაძე ოპერატორი პაპუნა მოსიძე რეჟისორი გიორგი ებრალიძე რეჟისორი ხელმოწერები გრძელდება netgazeti net
  14. ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მე ცალსახად ვგმობ ამას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად და ვფიქრობ, ეს არის ყველა ქართველის ინტერესი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, როდესაც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ნატო არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პატივისცემას. „მტკიცედ მჯერა, რომ ეს ღირებულებები არის ჩვენი კოლექტიური მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. რასაც ამ მომენტში ვხედავ, არის ის, რომ ყველა მოკავშირე ნათლად აცხადებს, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, ან დემოკრატიის წინსვლას და ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას. მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დარჩეს იმ გზაზე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაადგა“, - აღნიშნა მარკ რუტემ. ipn
  15. ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა თვალის ბუდის შეშუპების გამო ექიმებმა მისი დასრულება ვერ შეძლეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბიჭს ტვინის დაზიანება აქვს. „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და დამსხვრეული აქვს ძვალი. დილამდე დააძინეს. დინამიკაში ნახავენ შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას. იმედია ღმერთი არ გაგვწირავს“,- აცხადებს დაშავებულის მამიდა, ეკა თირქია. არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი 14:30 საათზე გაკეთდება. ipn
  16. თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა და მშობლებმა, გიმნაზიის წინ აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: „ჩვენ არ გავჩერდებით“, „ჩვენ ვართ ევროპა“. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. როგორც ერთ-ერთი მშობელი განმარტავს, ბავშვების პროტესტი სამართლიანია. „გუშინ სკოლის დირექტორმა პოზიცია დააფიქსირა. კლასიკური გიმნაზია ყოველთვის იყო ქვეყნის საჯარო სკოლების სახე. ყველა რუსთაველის გამზირზე დგას. მოვუწოდებ ყველა მშობელს, მოქალაქეს, გაიაზრონ ქვეყანაში არსებული ვითარება, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი”, -აღნიშნა მშობელმა თამარ კარტოზიამ. იპნ
  17. საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი თეა მაისურაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ჩეხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „ძვირფასო თეა, ნამდვილად ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას. თქვენ გაქვთ ჩემი პატივისცემა! დიდი სიამოვნება იყო თქვენთან თანამშრომლობა. დიდი მადლობა. მზად ვარ მხარი დაგიჭიროთ, სადაც არ უნდა იყოთ. მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და საქართველოს!“- წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. „ჩეხეთში საქართველო ელჩის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. ჩემთვის დიდი პატივია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მსახურობა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები!“, - დაწერა მაისურაძემ სოციალურ ქსელში. იპნ
  18. 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა დაკავებული. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გუშინ მიმდინარე აქციის დროს 12-მა სამართალდამცავმა მიიღო დაზიანება. დაკავებული პირები სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. იპნ
  19. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ლეგიონის“ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი რუსულ დეზინფორმაციად აფასებენ და უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავენ. „ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური უარყოფა ყალბი ინფორმაციის შესახებ, თითქოს უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ჩამოვიდოდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდებოდნენ. სრული პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მანამდე, „ქართულმა ლეგიონმა“ გაავრცელა განცხადება, რომ რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ განცხადებების გავრცელება იმის შესახებ, რომ ქართული ლეგიონი გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია. „ქართული ლეგიონი“ 2014 წლიდან მტკიცედ დგას უკრაინის მიმართ ერთგულებაში და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგომას. ჩვენი თავდადება უკრაინის გამარჯვებისთვის ურყევია და ჩვენ ვიქნებით ფრონტზე, სანამ ეს მიზანი არ მიიღწევა“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  20. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს - მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „გლობალნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და „ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს“. „ნამდვილად შთამაგონებელია იმის ყურება, თუ როგორ განაგრძობს ქართველი ხალხი პროტესტს მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მიუხედავად. ეს ერთგვარი ტრადიციის გაგრძელება გახლავთ, რაც წარსულში ბუქარესტში, აღმოსავლეთ გერმანიასა, ბუდაპეშტსა, თუ სხვა ქვეყნებში ვიხილეთ. გვახსოვს, როგორ წამოდგა მაშინ სრულიად საზოგადოება ფეხზე საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ, წინ აღუდგა ბოროტებას და თავისუფლებაც მოიპოვა. ხალხის ძალას ყოველთვის მოაქვს პოზიტიური ცვლილებები. საბოლოოდ, აუცილებლად თავისუფლება იმარჯვებს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს მომავლის დაცვის გზაზე წარმატებას მოიპოვებს და გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი“,- აცხადებს ჯო უილსონი. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, უილსონი ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის. „ჩემი აზრით, საქართველოში ვიხილეთ უამრავი დარღვევა, რაც დაასაბუთეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმურობა დამტკიცებული რომ არ იყოს. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის. მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად“, - განაცხადა ჯო უილსონმა. რაც შეეხება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჯო უილსონი ამბობს, რომ დონალდ ტრამპიც „ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა“. „დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა“,- აცხადებს უილსონი. იპნ
  21. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას. მათივე ცნობით, 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო. „შსს 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას. აქციის დაშლისკენ დემონსტრანტებს შსს-მ 21:15 საათისკენ მოუწოდებდა, ხოლო დარბევის ოპერაცია 21:44 წუთიდან დაიწყო. პარლამენტის წინ აქციის დაშლისთვის შსს-მ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ინტერვიუში (22:13) განაცხადა შემდეგი: „მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება […]". შსს ამ შეფასებით ვერ გაამართლებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ საყოველთაო ძალის გამოყენებას და შესაბამისად, 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო. პარლამენტის წინ შეკრების დაშლის შემდეგ საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდებოდა. მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია, საპოლიციო ძალები პერიოდულად დევნიდნენ დემონსტრანტებს, უსაფრდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უსაფუძვლოდ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ მათ და იყენებდნენ გაზის კაფსულებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, („ტვ პირველის“ ეთერი, 02:19), რუსთაველის გამზირზე გაზის კაფსულებს შენობის სახურავიდან ისროდნენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველ პრაქტიკას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 03:00 საათზე, როდესაც შევჩენკოს ქუჩაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დევნა დაიწყო, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, შევჩენკოს ქუჩაზე დროებით განათებები ჩაქრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  22. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით. განცხადებას ხელს შემოსავლების სამსახურის 150-მდე თანამშრომელი აწერს. „ჩვენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, წლების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რასაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის ისტორიული სტატუსის მინიჭება მოჰყვა. საქართველოს მთავრობის განცხადება მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ათწლეულების განმავლობაში, ვინაიდან მოლაპარაკების გახსნიდან წევრად ქცევამდე ეტაპი ცალკე აღებული, თავისთავად ხანგრძლივი პროცესია და ამავდროულად, ევროკავშირის წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის სურვილზე, საჭიროებს, თავად ევროკავშირის შიგნით შესაბამისი პოლიტიკური სურვილისა და მზაობის არსებობას. ჩვენ, შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომლები ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები”, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაზე ხელს აწერენ: ნატო ბოლქვაძე თამარ ჯაფარიძე თამარ გოლეთიანი ირაკლი ლომიტაშვილი ირინა ხმალაძე ირინა ქორიძე სოფიკო მალაყმაძე გიორგი სარალიძე შორენა ლუტიძე ანა ლუტიძე თამარ მელაძე ნინო ირემაძე მედეა მანაგაძე ლია ნოზაძე მარინა ქორიძე მადონა კირკიტაძე მეგი გალოგრე გიორგი გოგოლაშვილი ლევან გობეჩია არჩილ მამულაშვილი შალვა მალაყმაძე შორენა ბედოიძე ბესიკ ფუტკარაძე მადონა ბეჭვაია ანა კუხალეიშვილი ანა კალმახელიძე დავით გელაშვილი სოფიო ჩანქსელიანი ნათია ღვაჩლიანი ნინო ზოსიძე ნოდარი წიწრიაშვილი ჟანა მერკვილაძე ირინა სიგუა თამარ ბუხრაშვილი რატი ზანთარაია ვიქტორია კუპრეიშვილი მიხეილ ფეიქრიშვილი სუზანა წითელაძე ლელა მარკოზაშვილი დავით ზალოშვილი რევაზ ძირკვაძე მარიამ გიორგაძე დავით ხოჭოლავა მანონი დალაქიშვილი ომარ ქულიჩიშვილი ნინო ჯაშიაშვილი გოგა სამსონია თეონა ჯანანაშვილი თამთა თვაური. თამარ ჯელაძე თამარ ქალდანი სოფო გოგიძე ნინო მეტრეველი ქეთევან მაკარაძე, ხატია შენგელია. ნინო თავდიშვილი ნაზი ჭანკვეტაძე მაკა ლაზარიშვილი, მევლუდი პაქსაძე მიმი ჩხენკელი ლევან სესიაშვილი ალექსანდრე მჭედლიშვილი ნინო ოგნაძე გიგა ნასარაია ლევან ქართველიშვილი ვახტანგ ხუციშვილი გიორგი ხუჯაძე ლევან გაუარაშვილი ავთანდილ ზარნაძე თორნიკე მაისურაძე გელა ქავთარაძე ანნა ტაბატაძე ბელა გვიჭიანი ქეთევან ტარყაშვილი ზაზა ხოზრევანიძე ირინა ყველაიძე ანა გეგეშიძე ავთანდილ მოდებაძე ალექსანდრე ბადაგაძე თამარ ქირია ლევან გობაძე ანა მირცხულავა ვერა გაბესკირია თინათინ ნანიტაშვილი თამარ ასანიშვილი ლაშა გვალია გიორგი რობიტაშვილი გიორგი რამაზაშვილი გიორგი ფუტურიძე მარიამ ლილუაშვილი თეიმურაზ ბახტურიძე საბა შუბითიძე მარი ღვარძელაშვილი სოფიო თევდორაძე თამთა თურმანიძე ანა თევზაძე თორნიკე პატარიძე გიგა მაისურაძე სოფიო გამცემლიძე ეკატერინე ლომაძე ამირან მარგველაშვილი ნანა ბოჭორიშვილი თეონა ქათამაძე მიხეილ ზურაშვილი ხათუნა მამულაშვილი ალექსანდრე კლდიაშვილი ანა ასლანოვა სალომე სამადაშვილი ლაურა ჩხაიძე ია მიხელიძე ირაკლი კოღუა ბადრი ბაქრაძე მაია არაბული ნაზიბროლა ქუთათელაძე მერაბ გუგულაშვილი კონსტანტინე ვაშაკიძე ქეთევან სალაძე ლევან შავაძე ალეკო მელაძე დალი ბერიძე მინდია ბოლქვაძე მიხეილ ჩხიტუნიძე სოფიკო წულუკიძე თამაზ დიმიტრაძე არშალუის ტანკამიანი ანა უბილავა ასმათ დიასამიძე გიორგი სამარღანიშვილი ავთანდილ ჭელიძე ნანა ელიოზიშვილი თამთა აბზიანიძე ლალი თუთაშვილი გიორგი აბუაშვილი ნინო რამაზაშვილი მამუკა ასპანიძე თორნიკე სამხარაძე ნატო ნასიძე ნინო ლომიძე ირაკლი შავაძე ბესიკ ხიჯაკაძე მარი მეუნარგია ნანა მიქაია ეკა ტალახაძე ნინო ჩუტკერაშვილი ტარიელ ქურდაძე რევაზ მეშველიანი მერაბ ლიპარტელიანი მარინე კარალიძე ანა სარალიძე იპნ
  23. აქციაზე დაკავებული დავით ჯალიაშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა, დაკავების პროცესში და მის შემდეგაც, სასტიკად სცემეს, ხოლო ერთ-ერთ სხვა დაკავებულს გაუპატიურებითაც დაემუქრნენ. ამასთან ერთად, ჯალიაშვილის თქმით, ძალოვნებმა მას ფეხსაცმელიც კი წაართვეს. „ფორმულასთან“ საუბარში იგი ყვება, რომ 1 დეკემბრის 4 საათზე დააკავეს, შემდეგ კი: „ვცდილობდი ხალხს დავხმარებოდი, გარეთ გამეყვანა, სადაც არ დაიჭერდნენ. მე დამიჭირეს ამ დროს. აქციის მონაწილე რომ მეგონა, რობოკოპი ან შენიღბული ვინმე ყოფილა. ეგრევე რტყმა არ დაუწყიათ, წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, ვუხსნიდი, რომ არ ვიყავი აგრესიულად განწყობილი. არ გაჭრა, მაგრამ სიმართლე იყო და შემათრიეს თავიანთ რიგებში. რაც იქ მოხდა, ყველანაირ ადამიანურ საზღვრებს სცდება. ფილმშიც არ მინახავს ეგეთი რამ. გამატარეს კორიდორში, დამიწყეს რტყმა, თითო ადამიანმა ერთი-ორჯერ მაინც დამარტყა მუშტი და წიხლი, სანამ მიმიყვანდნენ მიკროავტობუსამდე, რომელიც ხსნა მეგონა ამ დერეფნისგან. აღმოჩნდა, რომ პირიქით — იქ იწყებოდა მთელი დამუშავება თუ რაც იყო. შემდეგ, როცა სპეცრაზმის თანამშრომელი შემოვარდა მიკროავტობუსში, დაგვიწყეს უსასტიკესად გასწორება. დაგვაგდეს ძირს, გვირტყამდნენ წიხლებს სახეში, თავში. შემთხვევით მომხდარი არ იყო. აშკარად დირექტივები იყო, ეს ადამიანი ცემეო. ამ ადამიანის ამდენჯერ აქ დაარტყიო… მესმოდა სიტყვები – ამას ეყო, საკმარისად ნაცემია, ახლა ამას მივხედოთო. 20, შეიძლება მეტი კაციც მცემდა. ალბათ, ჯამში, 50-მა დამარტყა, მაგრამ ეს იყო მონაცვლეობით. არაადამიანური რაღაც იყო. ჩემზე მეტად ეგენი შემეცოდნენ, რა კაი ფეხსაცმელები გაცვიაო, გამხადეს და წამართვეს. მერე კიდევ ერთი ადამიანი შემოიყვანეს, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, დუბინკას გაგიკეთებთო უკან. ასეთი ხელისუფლება ხომ უკვე მოვიშორეთ… თავი მაქვს გატეხილი, ნაკერები მაქვს დადებული. თვალები ჩალურჯებული, კიდევ კარგი, დამტვრეული არ არის. ცხვირი მაქვს ოდნავ გატეხილი“, – აცხადებს იგი. ნეტგაზეთი
  24. აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ. „ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული ვითარებით, სადაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უხეში ძალითა და ძალადობით დაუპირისპირდნენ. ეს საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებით ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებების უგულებელყოფა მოახდინა. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელსაც მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს“, - ნათქვამია სენატორების განცხადებაში ამასთან, ამერიკელი სენატორები თავიანთ განცხადებაში ქართველი ხალხის მიმართ კონგრესის მხარდაჭერის შესახებაც საუბრობენ. „აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობისა და იმ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის, პასუხისმგებლები არიან“, - აღნიშნავენ სენატორები. სენატორები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის ამჟამინდელი გამოყენების შესახებ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ და გარკვევით გამოხატვისკენ მოუწოდებენ „ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციებს მოვუწოდებთ, რომ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ვალდებულება აიღონ. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა აშშ-ის მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, სანქციების ჩათვლით, რათა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ქართველი ხალხი იმის ცოდნას იმსახურებს, რომ აშშ ამ ვითარების გაუარესების ფონზე უქმად არ იჯდება“, - აღნიშნავენ სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. იპნ
  25. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე გადადგა. „დავწერე განცხადება ჩეხეთში საქართველოს ელჩის პოსტიდან გადადგომის შესახებ. დიდი პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებისთვის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ხელი შემეწყო მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციისთვის, და დამეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა. მე საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები“, — წერს მაისურაძე X-ზე. თეა მაისურაძე მეხუთე ელჩია, რომელმაც თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ განაცხადა. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...