-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
აშშ-მა ჰიპერბგერითი შეიარაღების კომპონენტები წარმატებით გამოსცადა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-მა ჰიპერბგერითი შეიარაღების კომპონენტები წარმატებით გამოსცადა. პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რაკეტა ვირჯინიის სანაპიროდან გაუშვეს, რაც იარაღის ახალი კლასის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჰიპერბგერითი საშუალებების გაშვება რაკეტის გამოყენებით ხდება, რომელიც მიზნის მიღწევამდე ატმოსფეროს ზედა ნაწილში მიფრინავს და ბგერის სიჩქარეს ხუთჯერ აჭარბებს. ჰიპერბგერითი რაკეტა საათში 6 000 კილომეტრს ფარავს. დასავლური მედია წერს, რომ აშშ-მა და მისმა გლობალურმა კონკურენტებმა დააჩქარეს ჰიპერბგერითი იარაღის შექმნის ტემპი, რომელიც მოწინააღმდეგეებს რეაქციის დროს უზღუდავს და ბრძოლის ტრადიციულ მექანიზმებს მნიშვნელობას უკარგავს. -
ყაზახეთი და უფრო ფართო რეგიონი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთში ვიზიტისას განაცხადა. მიშელის თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მიწოდების დივერსიფიკაცია. შარლ მიშელის განცხადებით, ყაზახეთი ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო არენასა და რეგიონში. „მინდა მოგილოცოთ, პირველი ევროკავშირი-ცენტრალური აზიის ლიდერთა შეხვედრის მასპინძლობა. ცენტალური აზიის ქვეყნების მტკიცე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და რეგიონის განვითარებისთვის. დღევანდელი შეხვედრა უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური დიალოგი ორ რეგიონს შორის. ჩვენ გვსურს, განვავითაროთ ეს თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებზე დაყრდნობით. დღეს ევროკავშირი ყაზახეთის პირველი სავაჭრო პარტნიორი და პირველი უცხოური ინვესტორია. ყაზახეთი ევროკავშირის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია ცენტრალურ აზიაში. თქვენ ასევე ხართ რეგიონალური სატრანსპორტო ჰაბი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და მუშაობთ კავშირების დივერსიფიცირებაზე. სიმართლე გითხრათ, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია, ყაზახეთი და უფრო ფართო რეგიონი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის. ენერგეტიკული კრიზისს უზარმაზარი გავლენა აქვს და ჩვენ ვიტანჯებით ევროპაში ამ ენერგეტიკული კრიზისის გამო“, – განაცხადა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორდღიანი ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება. ავტორი - სალომე თორაძე
-
NASA-ს ხომალდმა დედამიწა და მთვარე ერთ კადრში გადაიღო — #1tvმეცნიერება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თქვენ წინაშეა დედამიწის და მთვარის ფოტო. სურათის მარჯვენა მხარეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პლანეტაა, მაგრამ მთვარის შემჩნევა ცოტა რთულია. ხედავთ? NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა Lucy-მ, რომლის მიზანიც იუპიტერის სიახლოვეს არსებულ ასტეროიდთა კვლევაა, ეს ფოტო 13 ოქტომბერს, დედამიწასთან გადაფრენისას გადაიღო. ჩვენი პლანეტისა და მისი ბუნებრივი თანამგზავრის ასეთი ხედით გადაღება არც ისე ბევრ კოსმოსურ ხომალდს შეუძლია. მთვარე დედამიწისგან საშუალოდ 384 000 კილომეტრით არის დაშორებული. კოსმოსური მასშტაბით ეს არც ისე დიდი მანძილია, მაგრამ ამ სივრცეში თავისუფლად მოთავსდებოდა 30 დედამიწა. სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ „აპოლოს“ მისიების ასტრონავტებს მთვარეზე ჩასასვლელად სამი დღე. NASA-ს მთვარის ახალ რაკეტას, სახელად „კოსმოსური გაშვების სისტემას“, მთვარემდე მისაღწევად 25 დღე დასჭირდება, მას გარს შემოუვლის და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდება. მოკლედ რომ ვთქვათ, მთვარე ჩვენგან საკმაოდ შორსაა. თუ ამ ფოტოზე მთვარეს ვერ ხედავთ, მინიშნებას მოგცემთ: დააკვირდით სურათის მარცხენა მხარეს. ზონდმა Lucy-მ დედამიწასთან გადაფრენით დამატებითი გრავიტაციული ბიძგი (დახმარება) მიიღო იუპიტერამდე მისაღწევად. ეს ფოტო ხომალდის კამერების სისტემამ ინსტრუმენტების კალიბრაციის მიზნით, 611 000 კილომეტრის მანძილიდან გადაიღო. მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი -
ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს ძალიან მჭიდრო ვადები დაუწესა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, რომლებმაც ამ საერთო ძალისხმევაში ძალიან კონსტრუქციულად უნდა მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩმა უპასუხა კითხვას, როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიისგან მიღებულ რეკომენდაციებს. პაველ ჰერჩინსკის თქმით, შესრულების ნაწილზე საუბარი ჯერ ადრეა. „ჯერ ზედმეტად ადრეა ამის თქმა. ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს. სამუშაო მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო კომიტეტებში. ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს ძალიან მჭიდრო ვადები დაუწესა. მქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გუშინაც, კვლავ წავალ პარლამენტში ხვალ. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებით ამ პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, რომლებმაც ამ საერთო ძალისხმევაში ძალიან კონსტრუქციულად უნდა მიიღონ მონაწილეობა. ვისურვებდი, რომ თქვენი კითხვისთვის პასუხის გაცემა შემძლებოდა, თუმცა ჯერ ზედმეტად ადრეა, შეფასების პროცესი მოხდება მომავალ წელს. თავდაპირველად, მოხდება ევროკომისიის მიერ შეფასება ე.წ. გაფართოების პაკეტის ფარგლებში და შემდგომ, ამას ხელახლა განიხილავენ ევროპელი ლიდერები მომავალი წლის ბოლოსკენ. ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით სამომავლო ნაბიჯების შესახებ“, – განაცხადა ჰარჩინსკიმ. ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს სასამართლო რეფორმაში, რაც 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთია. „როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს სასამართლო რეფორმებში. მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთია 12 რეკომენდაციას შორის. ასე რომ ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში იყოს ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი. ეს ყოველთვის იყო ევროკავშირის პოზიცია“, – აღნიშნა ელჩმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირს უდიდესი გავლენა ჰქონდა, უზრუნველყო ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ვედანტ პატელმა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ მოუწოდებს მხარეებს გამართონ შეხვედრა ნებისმიერ ფორმატში. „ჩვენ ორივე ქვეყნის ლიდერებს მოვუწოდეთ, შეხვდნენ ნებისმიერ ფორმატში, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ამ საკითხის მოგვარებისთვის და ხანგრძლივ მშვიდობის მიღწევისთვის პირდაპირი დიალოგი უმნიშვნელოვანესია. არ არსებობს უფრო დიდი მხარდაჭერა, ვიდრე აშშ-ის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირს უდიდესი გავლენა ჰქონდა, უზრუნველყო ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები“, - განაცხადა პატელმა.
-
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ხახუბიას საცხოვრებელ სახლში მიდიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მათ შორის ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ინტერპრესნიუსი
-
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ირაკლი ხახუბიას ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ინტერპრესნიუსი
-
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. „ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია, რითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს და 19 სხვა ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული არიან სისტემურ კორუფციასთან და კრემლთან დაკავშირებულ არჩევნებში ჩარევასთან მოლდოვაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის დემოკრატიის მხარდაჭერას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“.
-
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. „ინტერპრესნიუსი“ დეტალების დაზუსტებას ცდილობს. ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი - 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა. ipn
-
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ელჩმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინტერესო დისკუსიის შემდეგ, მათ მკითხეს: „რა უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირში შევალთ?“ მე ვუთხარი მათ: „იყავით საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ინფორმირებული და ჩართული მოქალაქეები. ეს თქვენს მომავალს ეხება“, – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
დიალოგის დასაწყებად რუსეთმა უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან, უმარუ სისოკუ ემბალოსთან გამართულ საერთო პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. ემბალუმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გუშინ ვიზიტით იყო მოსკოვში, სადაც პუტინს შეხვდა და რომელმაც სთხოვა უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაეცა წინადადება დიალოგის დამყარების საჭიროების შესახებ. გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის თქმით, მან დასკვნა გამოიტანა, რომ პუტინის მზადაა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ემბალოს სიტყვებით, პუტინს დიალოგისთვის “არხების დამყარება” სურს. “მე ვთქვი, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოებს შორის არხები რომ იყოს, საჭიროა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფოში ინფრასტრუქტურას არ აფეთქებდნენ. აშკარაა, რომ ასეთ შემთხვევაში მომავლში რამეზე საუბარი შესაძლებელი იქნება”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ასევე კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ რუსეთმა გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის მეშვეობით უკრაინას ურთიერთობების დებლოკირების საჭიროების შესახებ გადასცა წინადადება. “მეც ასევე ვამბობ, რომ საჭიროა დებლოკირება. მე ვამბობ, იცით, მოდით, როგორც მინიმუმ, ჩვენი შავი ზღვის დებლოკირებით დავიწყოთ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დიალოგისთვის საჭიროა, რომ ერთი სახელმწიფო პატივს სცემდეს მეორე სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრებს. “ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი მარტივი ფუნდამენტური საგნებით იწყება ნებისმიერი რამ… ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ არის, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ლაპარაკის სურვილი, ვფიქრობ, რომ მეტი არაფერია, ვიდრე დაგეგმილი რიტორიკა, რომელმაც უნდა იმუშაოს მის შიდა აუდიტორიაზე და იმ სახელმწიფოების აუდიტორიაზე, რომლებმაც ჯერ არ მოახდინეს საკუთარ სახელმწიფოსა და სახელმწიფოს სახელად, რუსეთს შორის პოლიტიკის იზოლირება”, - დასძინა ზელენსკიმ. ინტერპრესნიუსი
-
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევისთვის. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები შეეხო ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალჩინოსნებს, ასევე ირანის სასჯელაღარსულების წარმომადგენლებსა და ინტერნეტში ცენზურასთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს. „შავ სიაში“ მოხვდა ევინის ციხის ხელმძღვანელიც, სადაც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ძირითადად პოლიტპატიმრები იმყოფებიან. სანქცირებულთა შორის არის ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი, ასევე რავინის აკადემია, სადაც აშშ-ის ცნობით, ხდება კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების მომზადება და სამინისტროს თანამშრომელთა რეკრუტირება. სანქციები დაუწესდა ირანულ კომპანია Samane Gostar Sahab Pardaz Private Ltd Co-ს, რომელიც ამერიკული მხარის განცხადებით, უზრუნველყოფს ირანის მთავრობისთვის ინტერნეტში ცენზურას, თვალთვალსა და ჯაშუშობას. „ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რომ მხარი დავუჭიროთ ირანელ ხალხს მაშინ, როდესაც ისინი მშვიდობიანად მართავენ საპროტესტო გამოსვლებს თავიანთი უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად და ჩვენ გავაგრძელებთ საფასურის დაკისრებას ირანში იმ პირებსა და კომპანიებზე, რომლებიც ჩართული არიან ირანელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ რესპრესიებში“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში. ირანში უკვე თვეზე მეტია, იმართება ანტისამთავრობო გამოსვლები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო. ახალგაზრდა ქალი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავებისას გარდაიცვალა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
პუტინმა მასირებულ ბირთვულ დარტყმებში სტრატეგიული ძალების წვრთნა ჩაატარა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა დაამუშავეს მოწინააღმდეგის თავდასხმის საპასუხო მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. ”რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასწავლო გეგმის შესაბამისად, თქვენი ხელმძღვანელობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მართვისათვის წვრთნა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება დავალებები სტრატეგიული შეტევითი ძალების მიერ მტრის ბირთვული იერიშის საპასუხო მასიური ბირთვული დარტყმისთვის“, - მოახსენა შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. შესაბამისი კადრები კრემლის მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანია "როსია 24"-მა უჩვენა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ წვრთნაში ჩართული იყო სტრატეგიული სარაკეტო ძალების სარაკეტო სისტემა "Ярс-ი", ჩრდილოეთის ფლოტის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა ნავი "Тула" და ორი რაკეტმზიდი Ту-95МС. ითქვა, რომ რაკეტებმა დანიშნულების ადგილს მიაღწიეს. დღეს, 26 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა სტრატეგიული შეკავების ძალების წვრთნაში. ის სწავლებას სიტუაციური ცენტრიდან აკვირდებოდა. რუსეთმა სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები „გრომ 2022“ უკრაინის წინააღმდეგ ომის პარალელურად დაიწყო. სტრატეგიული შეკავების ძალების (მათ შორის ჰიპერბგერითი და ბირთვული იარაღის ჩათვლით) უკანასკნელი წვრთნა ბალისტიკური რაკეტების გაშვებით 19 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე 5 დღით ადრე ჩატარდა. 26 ოქტომბერს დაწყებული სწავლება მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ დისკუსიის ფონზე. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს იარაღის გამოყენების მუქარაში ადანაშაულებენ. რუსი ოფიციალური პირები ამას უარყოფენ. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთისგან მიიღეს ოფიციალური შეტყობინება ყოველწლიური სწავლების შესახებ. პენტაგონის პრესმდივნის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, ამ მხრივ, რუსეთი იცავს შეიარაღების კონტროლის და შეტყობინების საერთაშორისო ვალდებულებას. აშშ სწავლებას აქტიურად დააკვირდება. რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები 26-29 ოქტომბერს ჩატარდება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში და სწავლებისას გამოყენებული იქნება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. მეორე კვირაა, ნატო ბელგიაში ატარებს წევრი სახელმწიფოების სამხედრო-საჰაერო ძალების სწავლებას Steadfast Noon, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით. რადიო თავისუფლება -
ყირგიზეთის მთავრობამ დაბლოკა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ყირგიზული სამსახურის ვებსაიტი, მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ უარი განაცხადა წაეშალა ვიდეორეპორტაჟი ტაჯიკეთთან საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შესახებ. ყირგიზეთის ინფორმაციის სამინისტრო 26 ოქტომბრის განცხადებაში წერს, რომ ეს ზომა გატარებულ იქნა პასუხად "სანდოობის არმქონე მასალებზე", რომლებიც "წინააღმდეგობაში მოდის ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებთან". სამინისტროს მხედველობაში აქვს, მისი თქმით, არაზუსტი ინფორმაცია საზღვარზე სექტემბერში მომხდარ შეტაკებებზე. მანამდე, მიმდინარე კვირაში, სამინისტრომ RFE/RL-ს გამოუგზავნა წერილი და შეატყობინა, რომ განხილვის შემდეგ მასალა მიჩნეულ იქნა "მიკერძოებულად, ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მოვლენების გაშუქებისას ძირითადად ტაჯიკური მხარის პოზიციის დაკავებით". შუა აზიის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, ითვლება, რომ ყირგიზეთის მედია უფრო დინამიკურია და პლურალისტური, თუმცა უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ მედიაგარემო გაუარესდა 2020 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში სადირ ჯაფაროვის მოსვლის შემდეგ. ვიდეორეპორტაჟი, რომელსაც წერილი ეხება, მოამზადა პროექტმა Current Time-მა, რუსულენოვანმა ქსელმა, რომელსაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება "ამერიკის ხმასთან" თანამშრომლობით მართავს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ განაცხადა, რომ კომპანია "სერიოზულად ეკიდება ბალანსირებული მაუწყებლობის" პრინციპს და რომ ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ კომპანიის სტანდარტების დარღვევა არ აღმოჩენილა. რადიო თავისუფლება
-
პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. ინფორმაცია ამის შესახებ სენატის ვებგვერდზეა განთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული, მას 85-ვე სენატორმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში პოლონეთის სენატი “მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად. რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი გააჩაღეს, რომლის მიზანიც ამ სუვერენული ქვეყნის მსოფლიო რუკიდან წაშლა და მისი ერის განადგურებაა. სენატორები ასევე აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით რუსი ოკუპანტები უკრაინული ქალაქების მცხოვრებლებს ატერორებენ. “რუსულ ფორმაში გამოწყობილი ბანდიტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ტყვეებსა და სამოქალაქოებს აწამებენ და კლავენ. ისინი იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს, ადეპორტებენ, ასახლებენ და რუსეთის შორეულ პერიფერიაში აგზავნიან უკრაინის მოქალაქეებს”, - წერია რეზოლუციაში. ინტერპრესნიუსი -
იენს სტოლტენბერგი - არ შეგვიძლია პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
არ შეიძლება პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ, ეს კატასტროფა იქნებოდა უკრაინისთვის და ნატო-ს უფრო მოწყვლადს გახდიდა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “არ დავიწყებ ფიქრს თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. პირველი - ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. არ შეგვიძლია პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. ეს კატასტროფა და ტრაგედია იქნებოდა უკრაინელებისთვის, მაგრამ ამავდროულად ჩვენც, ნატო-ს მოკავშირეებს, უფრო მოწყვლადს გაგვხდის, ვინაიდან ამის მერე აქედან გაკვეთილი იქნება გამოტანილი, რომ პრეზიდენტ პუტინს შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევა. და ეს გაკვეთილი გამოტანილ იქნება არა მხოლოდ მის მიერ, არამედ მთელს მსოფლიოში სხვა ავტორიტარული ლიდერების მიერაც”, - თქვა სტოლტენბერგმა. როგორც მეორე პუნქტი მან ასევე აღნიშნა, რომ “ყველა ომი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება”. “ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ ის, რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან შეუძლია, მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რის მიღწევას შეძლებს ბრძოლის ველზე”, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. ამასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებით მოკავშირეები ცდილობენ იმ შედეგის მაქსიმიზაციას, რომელიც მისაღება იქნება უკრაინისთვის, და დროის მინიმიზაციას, რომელიც ამას დასჭირდება. “რაც უფრო ძლიერია უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო მალე მიიღწევა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეძლებს იმის გარანტირებას, რომ უკრაინა გაიმარჯვებს როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში”, - თქვა სტოლტენბერგმა. ინტერპრესნიუსი -
ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 10 ჯარისკაცი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი "ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. "ჩვენები სახლში არიან. მოვახდინეთ ტყვეთა მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 10 უკრაინელი სამხედროს სახლში დაბრუნება. მათ შორისაა ერთი ოფიცერი, 9 რიგითი და სერჟანტი. 17:52 / 26-10-2022 ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 10 ჯარისკაცი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი "ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. "ჩვენები სახლში არიან. მოვახდინეთ ტყვეთა მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 10 უკრაინელი სამხედროს სახლში დაბრუნება. მათ შორისაა ერთი ოფიცერი, 9 რიგითი და სერჟანტი. ასევე გადმოგვეცა ამერიკელი მოხალისის, აშშ-ის არმიის ვეტერანის ჯოშუა ალან ჯონსის ცხედარი, რომელიც უკრაინისთვის ომობდა და ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. მადლობას ვუხდი სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბს. ვაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ყველა ჩვენიანს სახლში არ დავაბრუნებთ" - წერს ერმაკი. ამბები
-
"ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს" - პესკოვი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს არ მიულოცავს პრემიერ - მინისტრად დანიშვნას, რადგან დიდი ბრიტანეთი "არამეგობრული ქვეყანაა". ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ცნობისთვის, რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად 25 ოქტომბერს დაინიშნა. შეგახსენებთ, რუსეთი ბრიტანეთს არამეგობრულ სახელმწიფოდ განიხილავს. ოფიციალურმა ლონდონმა მოსკოვს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები დაუწესა. ამბები -
რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. სწავლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა. როგორც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, სტრატეგიული შეკავების ძალებმა მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს. რუსეთის გენშტაბის ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების მობილური სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი Ярс-ი, ჩრდილოეთ ფლოტის სტრატეგიული წყალქვეშა ნავი „ტულა“, ორი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95МС. სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტები პლესეცკის კოსმოდრომიდან და ბარენცის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს. პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების წინა წვრთნა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე, 19 თებერვალს ჩატარდა.
-
საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ნაწილი პრემიერს დახმარებას სთხოვს. მათი სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მესამე თვეა, უშედეგოდ ელიან დაპირებულ ფულად დახმარებას. "გაირკვა, რომ ეს შემწეობა, გაცხადებულის საწინააღმდეგოდ, არც სასტუმროში მცხოვრებებს მიუღიათ. მოგმართავთ ბატონ პრემიერ-მინისტრს და ყველას, ვისაც ეს კითხვა ეხება. ჩვენ მადლობელი ვართ იმისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენთვის, მადლობელი ვართ ქართველი ხალხის, მაგრამ გთხოვთ, განიხილოთ შეღავათების საკითხი. თქვენ თვითონ გესმით, რომ ჩვენს მდგომარეობაში, ჩვენი შვილებისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია", - წერია საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ მიმართვაში. უკრაინელების ამ მიმართვას ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტო განცხადებით პასუხობს და გაწეულ დახმარებაზე საუბრობს. სააგენტოს ინფორმაციით, დაიხარჯა 3 მილიონ ლარამდე, მათ შორის 1 800 000 ლარი სოციალურ დახმარებასა და ბინით უზრუნველყოფაში, 200 000 ლარი დროებით საცხოვრებლებში და დაახლოებით 800 000 ლარი სამედიცინო სერვისებში. "პროგრამის განხორციელების პროცესში არანაირი შეფერხება არ არსებობს და დღეის მდგომარეობით, 2064 ოჯახს (4050 პირს) დახმარება უკვე გაეწია... 2022 წლის 25 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე 6 თვის ვადით გახანგრძლივდა უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა... გამოქვეყნებულ წერილში მითითებული პიროვნებებიდან, სააგენტოს მხრიდან ფინანსური დახმარება სრულად მიღებული აქვს უკრაინის 10 მოქალაქეს, რომლებიც მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. სააგენტოს ყოველდღიური კავშირი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი მხრიდანაც დასტურდება, რომ უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს", - აღნიშნავს დევნილთა სააგენტო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც 3 ოქტომბრის მდგომარეობას ასახავს, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებიდან დარჩა 25 799 ადამიანი.
-
რუსმა ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, 2018 წლის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც, შესაძლოა, 26 ოქტომბერს გამოძიებას დაეკავებინა, ქვეყნიდან გამგზავრება შეძლო, ამ ცნობას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ სააგენტოები ТАСС-ი და "База". ჟურნალისტის გამგზავრებას წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს სახელმწიფო სააგენტო "РИА Новости-ც". არსებული ინფორმაციით, სობჩაკი მინსკის გავლით ლიეტუვაში გაემგზავრა. დილით ჩხრეკა ჩატარდა სობჩაკის სახლში, რომელიც მდებარეობს მოსკოვის შემოგარენის ელიტურ დასახლებაში. იუწყებოდნენ, რომ ჩხრეკა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც აღიძრა სობჩაკის ჰოლდინგის, "ოსტოროჟნო.მედიას" კომერციული დირექტორის, ახლახან დაპატიმრებული კირილ სუხანოვის წინააღმდეგ. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმეზე დააკავეს ჟურნალ "ტატლერის" ყოფილი მთავარი რედაქტორი არიან რომანოვსკი. რადიო თავისუფლება
-
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ღია ზღვაში მიმდინარეობს, მასში ჩართული არიან მყვინთავები და მაშველები. ასევე, ხდება სანაპიროს დათვალიერებაც. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა, ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა, ზღვისკენ მიმავალი დააფიქსირეს, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ავტორი - თეა აბსარიძე
-
მინსკის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მუსაჯა ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტ სატსუკს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მინსკის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტს, სიარჰეი სატსუკს, ბრალდებით, რომელსაც ბევრი უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს - იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გრძელდება რეპრესიები დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პირობებში. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსამართლე სვიატლანა ბანდარენკამ განაჩენი გამოაცხადა 26 ოქტომბერს. პროკურორებმა გასულ კვირაში ითხოვეს სატსუკის დამნაშავედ ცნობა და მისთვის რვაწლიანი პატიმრობის მისჯა მექრთამეობისთვის, საზოგადოებრივი სიძულვილის გაღვივებისთვის და საქმიანობის ბოროტად გამოყენებისთვის. სატსუკი მთავარი რედაქტორია ვებსაიტისა "ეჟედნევნიკი". ჟურნალისტის სასამართლო 23 სექტემბერს დაიწყო, ის დეკემბრის დასაწყისში დააკავეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი ბინა გაჩხრიკა. ბელარუსის უფლებადამცველი ორგანიზაციები მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ. სატსუკი ერთ-ერთია იმ 28 ბელარუსი ჟურნალისტისგან, რომლებიც დაპატიმრებული არიან, ბევრი მათგანი ციხეშია 2020 წლის აგვისტოს შემდეგ - ანუ მას მერე, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად, თუმცა უფლებადამცველები და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები კენჭისყრას გაყალბებულად მიიჩნევენ. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რომელთა დროს ასობით მოქალაქე დააკავეს, ვრცელდება დამაჯერებელი ცნობები დაკავებულების წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ. რეპრესიებს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდანაა ხელისუფლებაში, უარს აცხადებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე, ოპოზიციის ბევრი ლიდერი დააპატიმრეს ან იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინა. აშშ, ევროკავშირი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა უარს აცხადებენ არჩევნებში ლუკაშენკას გამარჯვების აღიარებაზე, არჩევნების გაყალბების და დემონსტრანტებზე ზეწოლის გამო ლუკაშენკასა და მის რეჟიმს დაუწესდა სანქციები. რადიო თავისუფლება -
სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან რეორგანიზაციის პროცესში ამ სააგენტოს შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, გუგა გოგაძის გათავისუფლება და სახელმწიფოს მისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა - ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც გოგაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა. გადაწყვეტილება გოგაძის უკანონო გათავისუფლების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 26 ოქტომბერს მიიღო. 2022 წლის 23 მაისს საქალაქო სასამართლომ უარი თქვა გოგაძის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სააპელაციო სასამართლომ კი საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გააუქმა და სახელმწიფოს დააკისრა კომპენსაციის გადახდა. სააგენტომ ყოფილ თანამშრომელს უნდა გადაუხადოს ხელფასის ოდენობის თანხა გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გოგაძე ასევე ითხოვდა კომპენსაციას, იმისთვის, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გოგაძე ერთ-ერთია იმ ათობით ადამიანს შორის, რომელიც 2022 წლის დასაწყისში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან რეორგანიზაციის პროცესში სამსახურიდან გაათავისუფლეს - მათი ნაწილი სასამართლოში წავიდა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. სააგენტოს გარდა რეორგანიზაცია თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩატარდა ეროვნულ მუზეუმშიც, საიდანაც 70-მდე ადამიანია სხვადასხვა დროს გათავისუფლებული. რადიო თავისუფლება
-
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ოქტომბრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებიდან 112 733 ადამიანი კვლავ საქართველოში რჩება. მონაცემები სამინისტრომ პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატს, ლევან ქარუმიძეს მიაწოდა. დოკუმენტები პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ზუსტად იმავე პერიოდში, საქართველოში ოთხჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა, ვიდრე უკრაინის, სადაც ომი ამ დრომდე გრძელდება (25 779). სტატისტიკური მონაცემები დეპუტატმა პარლამენტს წერილობით 28 სექტემბერს მიმართა, პასუხი კი 11 ოქტომბერს მიიღო. დეპუტატის კითხვა და სამინისტროს პასუხი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ,საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი გაზრდილია, მათ შორის მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა.