Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ჩემი გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არც არასამთავრობოები და არც მოსამართლეები. შესაბამისად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვისაც მივმართე, მისთვის ყველაფერი გასაგები იქნება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მურუსიძეს ჰკითხეს: „გუშინ განაცხადეთ, რომ მოსამართლეები, რომლებიც ამერიკაში მიდიან, შენობების სანახავად მიდიან და არა რეალურად, საქმისთვის. მესამე სექტორი და თავად მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ მიმართ და ამერიკელი პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელია. რა პასუხს გასცემთ მათ?“. ლევან მურუსიძის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორები თავისი მიმართვის შინაარსს ზუსტად გაიგებდნენ. „მახსენდება ერთი ლათინური გამოთქმა, საპიენტი სატ, რომელიც გულისხმობს, გამგები გაიგებს. ჩემი გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არც არასამთავრობოები და არც მოსამართლეები. შესაბამისად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვისაც მივმართე, მისთვის ყველაფერი გასაგები იქნება. ვის მივმართე? ვთქვათ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და დარწმუნებული ვარ, ისინი ზუსტად გაიგებდნენ ჩემი მიმართვის შინაარსს. რაც შეეხება ჩემი კოლეგების დღევანდელ გამონათქვამებს, მიმაჩნია, რომ ამის ადრესატი მე არ ვარ. შესაბამისად, მიმართვის დროს ჩემი მიზანი არ ყოფილა, ვინ რა შეჯიბრებითობის პრინციპი შეისწავლა კარგად. ვთქვათ, სარჩელის დაწერა, საკონსტიტუციოს თუ ასე შემდეგ. ახლა იმასაც ვერ დავიწყებ, რამდენ მოსამართლესთან მქონია ურთიერთობა, რომელიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი ნასწავლი აქვს და იქ ჩასვლა მისთვის ნაყოფიერი იყო თუ – არა. ეს არ არის არსებითი თემა. გუშინდელი საუბრისას ჩემი ადრესატი არ ყოფილან არც არასამთავრობო სექტორი, არც ჩემი კოლეგა მოსამართლეები. რისი თქმაც მინდოდა, დროთა განმავლობაში გაიგებთ. პატივისცემას გამოვხატავ იმ გონებრივი შესაძლებლობის და ზოგადად, ყველაფრის მიმართ, რომელიც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს აქვთ. დარწმუნებული ვარ, პირველივე სიტყვიდან გაიგებდნენ, რა არის ჩემი თხოვნა, ჩემი მოთხოვნა. ჩემი მოთხოვნა არ იყო, ვინ რა შეჯიბრებითობის პრინციპი ისწავლა და ასე შემდეგ. მაგალითად, შეიძლებოდა ადრესატი ყოფილიყვნენ ჩემი კოლეგა მოსამართლეები, როდესაც ვთქვი არასამთავრობო სექტორი მოსამართლეებს ვირთხებსა და მონებს უწოდებს-მეთქი. თუ რომელიმე მოსამართლე კოლეგა დაწერდა „ფეისბუქზე“, ეს მისთვის მისაღებია თუ არ არის მისაღები, ამ შემთხვევაში, ჩემი მიმართვის ადრესატები იქნებოდნენ ჩემი კოლეგა მოსამართლეები. გუშინ არ მიმიმართავს ჩემი კოლეგა მოსამართლეებისთვის, არც მქონია აზრად, მათი აზრი მომესმინა. დიდი სიამოვნებით მოვისმენ, მაგრამ მე მივმართე ჩვენს პარტნიორებს და დარწმუნებული ვარ, ისინი ზუსტად ჩაწვდებიან ჩემი თხოვნის, მოთხოვნის შინაარსს. გუშინ ვთქვი, მაგალითი მოვიყვანე, რომ არ შეიძლება იუსტიციის საბჭოს იგნორირება. თუ ჩვენ ვიმუშავებთ კოორდინირებულად, შემიძლია, ისეთი რაღაცები ვთქვა, რაც ჩვენი პარტნიორების დახმარებას უფრო ეფექტურს გახდიდა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ. მურუსიძეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს: „გვესმოდა, რომ სასამართლო ხელისუფლების მიმართულებით განხორციელებულ ძირითად რეფორმებში ჩართული იყვნენ ამერიკელები. სასამართლო ხელისუფლება დიდ კმაყოფილებას გამოთქვამდით. რამ განაპირობა ახლა ამერიკელი პარტნიორების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება?“. ლევან მურუსიძის განცხადებით, მისი გუშინდელი საუბარი უკმაყოფილებას არ ეხებოდა. „ჩემი გუშინდელი საუბარი უკმაყოფილებაზე არ არის. ზუსტად გაიგებენ, რაც ვთქვი. კონსტიტუციური ორგანო არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პატივი უნდა სცენ, პატივი სცენ მის შემადგენლობას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემოვედი, რათა ისეთი რაღაცების ლაპარაკი შემიძლია, რასაც, ვთქვათ, მოსამართლეებმა გარკვეული მიზეზის გამო შეიძლება, თავი აარიდონ. ჩემი მოსვლა კიდევ ერთმა რამემ განაპირობა. 2013 წელს საბჭოს მდივნად ამირჩიეს, სასამართლოში იყო ერთობა ასოციაცია და მოსამართლეთა ასოციაცია. მოსამართლეებს შორის არსებობდა დაპირისპირება და ჩემი მიზანი იყო, ეს დაპირისპირება რაღაცნაირად დარეგულირებულიყო. ჩემი მდივნობის პერიოდში ბევრი მოსამართლე, რომელიც იყო მოსამართლეთა ასოციაცია ერთობის წევრი, გადაინიშნა უვადოდ. მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართული იყო, რომ სასამართლო სისტემაში გარეფაქტორებს არ ჰქონოდა გავლენა, რათა დაპირისპირება არ მომხდარიყო. ახლაც, წლების განმავლობაში როდესაც ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იგნორი, აშკარა ნიშანს ვხედავ, რომ ცდილობენ, სასამართლო სისტემაში ისევ არეულობა და დაპირისპირება შემოიტანონ. აქედან გამომდინარე, ჩემი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსვლის მიზანია, სასამართლო სისტემაში იყოს ჯანსაღი სიტუაცია და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მშვიდ ვითარებაში განიხილონ საქმეები. ამიტომ, როდესაც ხდება მოსამართლეებთან მოძრაობები იუსტიციის საბჭოს გვერდის ავლით და ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გვერდის გავლით, არის ნიშნები იმისა, რომ უნდათ, განმეორდეს 2013 წელი. ვფიქრობ, ეს არ იქნება ჯანსაღი სიტუაცია და არ იქნება ვითარება, რომელიც წაადგება დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ. საქართველოს პირველი არხის ეთერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ გუშინ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სურს, საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლოს პირდაპირ და არა არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით. მისივე თქმით, ცუდია, როცა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სასამართლო სისტემისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით და იგნორირებით ხდება. ლევან მურუსიძემ გამოცდილების გასაზიარებლად მოსამართლეების აშშ-ში წასვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს. კარგია, რომ დაისვენებენ, ნახავენ, რა დიდებულია აშშ, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ“. ავტორი - გიორგი იდუკაშვილი
  2. ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ვადამდელი აკრძალვის შესახებ. აკრძალვა ძალაში შედის 5 დეკემბრიდან, ევროკავშირის მიერ დაწესებული გადამავალი პერიოდის დასრულებამდე, იტყობინება სააგენტო Baltic News Service-ი. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ურმას რეინსალუმ დააზუსტა, რომ 5 დეკემბრიდან სრულად შეწყდება ესტონეთში რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი. ადრე ესტონეთის საგარეო უწყებამ ევროკომისიას გაუგზავნა წინადადება რუსეთისთვის ნავთობის და გაზის სფეროში გადაუდებელი და ყოველმხრივი სანქციების დაწესების შესახებ. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში ომის გამო სანქციების ექვსი პაკეტი დაუწესა, რომელთა შორის არის ნავთობის და გარკვეული ნავთობპროდუქტების შესყიდვის, იმპორტის და ტრანზიტის აკრძალვა. ნავთობის თაობაზე სანქციები ამოქმედდება დაწესებიდან ექვს თვეში, ხოლო ნავთობპროდუქტებისა, რვა თვეში. რადიო თავისუფლება
  3. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი აღნიშნულ ვიდეო და ფოტო მასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ. განცხადების თანახმად, საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარუდგინა. 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა დაექვემდებარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 157 პრიმა, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც. რადიო თავისუფლება
  4. რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც უშვებს მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების გაწვევას სამხედრო სამსახურში მობილიზაციის ფარგლებში. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება დანაშაულები, რომლებიც 5 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დუმის დეპუტატებმა, ამ გადაწყვეტილებით, ომში წასვლის ნება დართეს ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის ნასამართლევ პირებს. ახალმიღებული კანონით, კვლავ აკრძალულია ომში იმ პირთა გაგზავნა, რომლებიც სასჯელს იხდიან არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის, ე.წ. ტერორისტული და ექსტრემისტული მუხლებისთვის, ასევე მძევლების აყვანის, არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ან მასში მონაწილეობის, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო მიზნებისთვის შეიარაღებულ კონფლიქტებსა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. ამავდროულად, ომში შესაძლოა გაიწვიონ ისინი, ვინც გასამართლებულია ან დროებით მსჯავრს იხდის მობილიზაციის პერიოდში სამხედრო სამსახურზე უარისთვის. მაგალითად, დეზერტირობისა და ბრძანების შეუსრულებლობისთვის გასამართლებულები. უფლებადამცველების მონაცემებით, მობილიზაციის დაწყებიდან სამხედრო კომისარიატებმა უკვე გამოიძახეს მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები, რითაც კანონით გათვალისწინებულ იმ აკრძალვას არღვევდნენ, რომელი ნორმაც დღეს გააუქმა სახელმწიფო დუმამ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის იზოლატორებში მყოფ პატიმართა გადაბირებით დაკავებული იყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და როგორც გამოცემა "Важные истории" წერდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მსჯავრდადებულებმა, რომლებიც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას დათანხმდებიან, 6 თვე უნდა დაყონ ფრონტის წინა ხაზზე, დახვრეტის მუქარით მათ ეკრძალებათ უკან დახევა და ტყვედ ჩაბარება. 6 თვის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილებს შეწყალებას ჰპირდებიან. გამოცემის თანახმად, კერძო სამხედრო კომპანიამ ამ გზით თითქმის 6 ათასი ადამიანი გადაიბირა. რუსეთი უკვე წლებია, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. "ვაგნერის" მფლობელად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. ის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია. რადიო თავისუფლება
  5. საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეების 8,8 პროცენტი სოციალურად დაუცველია. ეს არის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 21 ოქტომბერს მიაწოდა ლევან ბეჟაშვილს დეპუტატის კითხვის პასუხად. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 2086 სკოლაა, რომლებშიც 571 402 მოსწავლე სწავლობს. მათგან 50 130 სოციალურად დაუცველია. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებიდან ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონის ორ სკოლაში სწავლობს. ამ სტატისტიკური მაჩვენებლის პირველ ხუთეულში მოხვდა ჭიათურის ორი და აფხაზეთის ერთი სკოლა. თბილისის №180-ე სკოლაში 2221 მოსწავლე სწავლობს, საიდანაც 370 სოციალურად დაუცველია; თბილისის №131-ე სკოლაში 1119 მოსწავლე დადის, საიდანაც 264 სოციალურად დაუცველია; ჭიათურის №1 სკოლაში 985 მოსწავლე დადის, მათგან 253 სოციალურად დაუცველია; ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში 413 მოსწავლიდან 199 სოციალურად დაუცველია; ჭიათურის №7 სკოლაში 390 მოსწავლე დადის, საიდანაც 198 სოციალურად დაუცველია. განათლების სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, არის ისეთი სკოლები, რომლებშიც ყველა მოსწავლე სოციალურად დაუცველია. მაგალითად, სოციალურად დაუცველია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის 19 და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიჩის 12-ვე მოსწავლე. ასეთი სკოლა საქართველოში სულ ექვსია. რადიო თავისუფლება
  6. გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციამ, Unesco-მ, აღნუსხა და აღწერა უკრაინის კულტურის ობიექტები, რომლებიც რუსეთთან ომის შედეგად დაზიანდა. ორგანიზაციამ შექმნა სატელიტური ფოტოების ბაზა, რომელშიც გამოსახულია მათი მდგომარეობა ომამდე და შემდგომ. 26 ოქტომბრისთვის განადგურებული და დაზიანებულია კულტურის 207 ობიექტი. Unesco-მ შექმნა საგანგებო ონლაინ პლატფორმა შესაბამისი ინფორმაციით, რომელიც, ორგანიზაციის თანახმად, ჯერ მხოლოდ ექსპერტებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მალე საჯარო გახდება. სატელიტურ ფოტოებზე ჩანს ბევრი ობიექტი, მათ შორის მარიუპოლის თეატრი, რომელიც დაიბომბა, როცა მის სარდაფს მარტში ასეულობით სამოქალაქო პირი აფარებდა თავს. უკრაინაში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შვიდი ძეგლია, რომლებიც ომს არ დაუზიანებია. რადიო თავისუფლება
  7. ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს, - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი “დროას“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“, და “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებს, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ “ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე“ შეხვედრას სთავაზობენ. რაც შეეხება ამ სამი პოლიტიკური ორგანიზაციის შესაძლო გაერთიანებას, როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, “როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტისგან საერთო ჰონორარები მიიღონ“. “რაზეც არ უნდა გაერთიანდნენ, მათ გარშემო ხალხი და საზოგადოება ვერ გაერთიანდება, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სად გადის მათი ინტერესები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ბრალს იმაში სდებენ, რომ თითქოს ჩვენ ევროპისკენ არ მივისწრაფვით. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდისტები არიან. მათ ქვეყნის შიგნით არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, არა აქვთ საზოგადოებასთან მისვლისა და მათგან მხარდაჭერის მიღების რესურსი. ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დადიან, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციას და კამპანიას ეწევიან. ეს არის სამარცხვინო საქციელი და საბოტაჟი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ. როცა არჩევნები შედგება, საზოგადოება მათ მორიგ საკადრის პასუხს გასცემს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები: გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ და "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობენ. როგორც პარტიების საერთო განცხადებაშია ნათქვამი, მათ უნდათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აუხსნან, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები ევროკავშირის რეკომენდაციების თითოეულ პუნქტთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ თუ არგადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ამასთან, რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იპნ
  8. დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის საწამლავი, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება და, სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ვებრძვით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელიც მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ კონფერენციის დაესწრო. „მოხარული ვარ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც მედია წიგნიერებას შეეხება. მოხარული ვარ, რომ ღონისძიების მხარდამჭერი არის ევროკავშირი. დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის საწამლავი, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება და, სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ვებრძვით. მედია წიგნიერება საუკეთესო პასუხია პროპაგანდის გამოწვევის მიმართ. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მედია წიგნიერებას და მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ ღონისძიებაში“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
  9. არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით სამი პოლიტიკური ძალა - იმედია, ეს წრე გაფართოვდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მისი პარტიის, ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პროევროპელთა ერთობა მნიშვნელოვანია და კარი ღიაა ყველა პროევროპელისთვის. „პროევროპელთა დიდ ერთობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ მიტაცებული სახელმწიფო დავუბრუნოთ პროევროპელ ქართველ ხალხს, ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ, მეტი ადამიანი და მეტი პარტია ერთვება. სამი პოლიტიკური ძალა, არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ეს წრე გაფართოვდება, არაპარტიული ადამიანებიც შემოვლენ, რადგან ეს არის გზა ქართველი ხალხის გამარჯვებისკენ. ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადაიდოს, რადგან დღეს სხვა ვითარებაა - ან რუსეთი ან ევროპა. რუსეთისკენ ვინც მიდის ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ. ამ სამ პოლიტიკურ ძალას აქვს ყველაზე მეტი სინერგიული და საერთო სამოქმედო გეგმა. ეს არ ნიშნავს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას, ეს ნიშნავს სამშობლოს გადასარჩენად საერთო სამოქმედო გეგმას. ეს არის სიღრმისეული მუშაობა ქვეყნის შიგნით და გარეთ. ჩვენი ამოცანაა ყველა პროევროპელი დავდგეთ ერთად, პრორუსები კი, რომლებიც უმცირესობაში არიან, რეალურ უმცირესობაში გადავიყვანოთ. ჩვენთვის ამ პლატფორმაზე თუ რაც გინდათ დავარქვათ, ყველა პროევროპელისთვის, როგორც პარტიისთვის, უპარტიოებისთვის, ასევე სხვა ტიპის ორგანიზაციისთვის კარი ღიაა“, - განაცხადა ვაშაძემ. ინტერპრესნიუსი
  10. სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", სატელევიზიო ეთერებში შეხვედრასა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ხარვეზების განხილვას სთავაზობენ. "სტრატეგია აღმაშენებლიდან" გიორგი ვაშაძე, "დროადან" ელენე ხოშტარია და "გირჩი-მეტი თავისუფლებიდან" ზურა ჯაფარიძე მმართველი პარტიის პასუხს ელოდებიან. "მივმართავთ "ქართულ ოცნებას", თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენ მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა", - წერია ერთობლივ განცხადებაში. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდნენ ევროპელ პოლიტიკოსებსა და ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს საკითხებზე მუშაობენ და ჩართული არიან რეკომენდაციების შესრულების შეფასებაში. მათთან შეხვედრების შემდეგ ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე აღნიშნავენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, 2022 წლის ივნისში, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ქვეყანას მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. "ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები "ქართული ოცნების" საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან ისევე, როგორც სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე, გვიწოდეს "უსაქმურები", "ქვეყნის მტრები" და ა.შ.", - წერია განცხადებაში. გუშინ, 26 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა სამი ოპოზიციური პარტია: „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი-მეტი თავისუფლება" და „დროა". რადიო თავისუფლება
  11. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ე.წ. მეორე არმიას არ გააჩნია არანაირი ჰუმანურობა, ხოლო კრემლი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები "პათოლოგიური მატყუარები არიან", სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე უკან დახევისას განახორციელებს ტერაქტებს საცხოვრებელი რაიონების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აფეთქებით. კიევში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერლმა გრომოვმა არ გამორიცხა, რომ „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის მზადებაში უკრაინის დადანაშაულების გათვალისწინებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფეთქებები მოაწყონ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რათა მწყობრიდან საბოლოოდ გამოიყვანონ, ლოკალური ტექნოგენური კატასტროფის პროვოცირება მოახდინონ და ამაში უკრაინა დაადანაშაულონ. ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს "პროვოკაციას ბინძური ბომბის გამოყენებით". კიევი ამას კატეგორიულად უარყოფს, "ბირთვულ შანტაჟს" უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ რუსეთი თავად აპირებს "ბინძური ბომბის" აფეთქებას, რომელსაც უკრაინას დააბრალებს. რუსეთის განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ დასავლეთის სახელმწიფოები და ნატო. რადიო თავისუფლება
  12. ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება - ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს ომის გახანგრძლივება, არამედ ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე უჭერს მხარს. „მთავრობებს და მმართველებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის [ვიქტორ ორბანის] და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ჩვენი ქვეყნების და ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს. ომი უკრაინაში აბსოლუტურად მიუღებელია. ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, წარმოიშვა კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და ამას სჭირდება ადეკვატური გამკლავება. საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე, კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ინტერპრესნიუსი
  13. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა. "ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონო ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს არის ძალიან წარმატებული ქვეყანა, ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დროს ქვეყნები რთული გამოწვევების წინაშე დგანან. "ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობას და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნების და საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა აქვე აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხი დავიცვათ ამ რთულ დროს", - თქვა ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერმა ერთობლივ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. "ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება", - თქვა მან. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ ახლა ქვეყანაში ევროკავშირის გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობენ: "მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება, მალე მიიღოს". საქართველოს პრემიერი უნგრეთს 26 ოქტომბერს ესტუმრა. ღარიბაშვილი ბუდაპეშტში ასევე შეხვდა უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს, ლასლო კოვერს. მათ განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აგრეთვე რეგიონში არსებული გარემო. რადიო თავისუფლება
  14. აშშ-მა ორ მოლდოველ ოლიგარქს, ვლადიმირ პლახოტნიუკს და ილან შორს, კორუფციული ქმედებებთან და მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა. კერძოდ, აშშ-მა დაუწესა სანქციები რუსეთისა და მოლდოვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში, ასევე სისტემატურ კორუფციულ ქმედებებში. „აშშ განაგრძობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირების, ანგარიშვალდებულების გაძლიერების და დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალეობის გაძლიერებისკენ მიმართული მოდლოვის ძალისხმევის მხარდაჭერას“, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა. ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლოდვის პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელიც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მანიპულირებდა მოლოდვის ხელისუფლების საკვანძო, მათ შორის სამართალდამცავი, საარჩევნო და სასამართლო სექტორებით. რაც შეეხება, ილან შორს, ის ისრაელში ცხოვრობს და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის საქმის ფარგლებში. მისი მომხრეები უკვე მეექვსე კვირაა მოლდოვაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს მართავენ. მოლდოვის პრეზიდენტის, მაისა სანდუს განცხადებით, შორი ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის ძირის გამოთხრას. „მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხელს უწყობს კორუმპირებული მაღალჩინოსნების დასჯას. ვიმედოვნებ, რომ ეს სანქციები იქნება მაგალითი მოლდოვის სასამართლო სისტემისთვის, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს, კორუფციულ დევნას, პლახოტნიუკისგან, შორისგან და სხვა კორუმპირებული მაღალჩინოსნებისგან ფულის დაბრუნებას აჭიანურებს და საბოტაჟს აწყობს“, – განაცხადა სანდუმ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  15. არაფერი ისეთი არ ჩამიდენია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რისიც უნდა მრცხვენოდეს და შესაბამისად არც ისეთი, რაშიც დანაშაულის ნიშნები შეიძლება იყოს, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას სოსო გოგაშვილის მხრიდან მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით. „არა არს რა დაფარული, რაცა არა გაცხადდესო, ხომ არის ნათქვამი და ვნახოთ. მე ძალიან მშვიდად ვარ და ძალიან წყნარად. არაფერი ისეთი არ ჩამიდენია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რისიც უნდა მრცხვენოდეს და შესაბამისად არც ისეთი, რაშიც დანაშაულის ნიშნები შეიძლება, იყოს“, – განაცხადა მურუსიძემ. შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ის გოგაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს, როგორც უსაფუძვლოს, მურუსიძემ თქვა, რომ ამ თემაზე აღარ ისაუბრებს. „რამდენჯერ უნდა გამამეორებინოთ? ამ თემაზე ვეღარ ვილაპარაკებ. სხვა თემაზე გადავიდეთ. იმიტომ, რომ ჩემთვის პიროვნულად ძალიან ძნელია ლაპარაკი ადამიანზე, რომელთანაც მეგობრობა მაკავშირებდა და აღარ მინდა. ზოგადად, ძალიან განვიცადე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოსვლა რომ მომიწია ამასთან დაკავშირებით. ადამიანურად ძალიან განვიცდი და ეს იმდენად პიროვნულია, მერწმუნეთ, აბსოლუტურად არ ეხება სასამართლო სისტემას და მგონი, არ არის საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის“, – განაცხადა მურუსიძემ. მურუსიძემ ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სრული აბსურდია. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ „მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძე და მურუსიძე გარიგდნენ ივანიშვილთან, ჩინჩალაძის მოთხოვნით კოორდინაცია დამყარდა სუს-თან და მთავარი საკონტაქტო პირები „ოცნების“ სასარგებლოდ დავების გადაწყვეტის ნაწილში ვიყავით მე და მურუსიძე. ინტერესის სფერო არ იყო მხოლოდ საარჩევნო დავები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეკვეთა, რაც პარტიიდან მოდიოდა, უნდა შეესრულებინათ“. მანამდე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ გეგმავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს პროკურატურაში უჩივლოს. მისი განმარტებით, გოგაშვილი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ თუ არ შეწყდებოდა მის მიმართ სამართლებრივი დევნა, ის სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას მოახდენდა. პირველი არხი
  16. დღეს მე მაკრიტიკებენ ადამიანები, რომლებმაც გირგვლიანთან დაკავშირებით სამ კვირაში მიიღეს კანონები, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „მაშინ, საქართველოს პარლამენტმა სამ კვირაში მიიღო ცვლილებები, რომელიც პირადად გირგვლიანის საქმის გამო მიიღეს. იმ დეპუტატებიდან ზოგიერთი შეიძლება, ახლანდელ პარლამენტშიც იყოს. ადამიანები, რომლებიც მე მაკრიტიკებენ და, რომლებმაც გირგვლიანთან დაკავშირებით მიიღეს აღნიშნული კანონები, ერთმანეთთან კარგად ლაპარაკობენ. საბოლოო ჯამში, გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ მე კანონიერი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული“, – განაცხადა მურუსიძემ. ლევან მურუსიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2013 წელს, როდესაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა, ტელევიზიები მის გვარს ნორმალურადაც ვერ ამბობდნენ. „ასე ამბობდნენ – მუსერიძე, მურუსაძე. გიგაური ეკა ჩემთან მოვიდა და მემორანდუმი გამიფორმა, როგორც საბჭოს მდივანს. მითხრა, ბატონო ლევან, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან მემორანდუმის გაფორმებაო. მაშინ არავის არ ახსოვდა გირგვლიანის საქმე. 2013 წელს, როდესაც მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გავხდი, ამაზე ჩემთვის პრეტენზია არავის არ წამოუყენებია. არასამთავრობო სექტორი თანამშრომლობას აპირებდა. ხომ გითხარით, საბჭოს მდივანი რომ გავხდი, არავის არ ახსოვდა ჩემი გვარი. მერე, 2014 წლიდან რომ დაიწყეს, დღემდე მოდის და მოდის და ეს გირგვლიანის გამო არ მომხდარა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ის მაქსიმალურად ცდილობდა, გადაწყვეტილება კანონის შესაბამისი ყოფილიყო. „მერწმუნეთ, ადამიანებს, რომლებმაც სამ კვირაში შეცვალეს სისხლის სამართლის კოდექსი, მე რომ პატარა ნაბიჯი გადამედგა და უკანონობა ჩამედინა, არ გაუჭირდებოდათ უფლებამოსილების გადამეტებაში პასუხისგებაში მიეცათ ჩემი თავი. ამიტომ, მე მაშინ რა საქმესაც ვიხილავდი, მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი გადაწყვეტილება კანონის შესაბამისი ყოფილიყო“, – განაცხადა მურუსიძემ. პირველი არხი
  17. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ენერგეტიკულ საკითხზე თანამშრომლობა იგეგმება. როგორც ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაძლოა, უნგრეთმა საქართველოს და რუმინეთის გავლით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მიიღოს. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება თანამშრომლობა სხვა მიმართულებებითაც. „უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი გრძნობები საქართველოს მიმართ, შეიძლება ითქვას მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები გეოგრაფიულად დაშორებულნი არიან, სხვაობები ბევრია, მაგრამ მსგავსებაც ბევრია და ჩვენთვის არ არის რთული იმ ძირითადი საკვანძო ხაზის გაგება, რომელიც საქართველოს, ქართველ ერს გააჩნია. არ არის იმის გაცნობიერება რთული, რა ამოძრავებს საქართველოს. ჩვენს ორივე ერს გააჩნია მდიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციებიც, ჩვენ უნიკალური ენები გვაქვს. ეს კულტურა და ეს ენა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მდიდარი მემკვიდრეობა გადაეცეს მომავალ თაობებს და ჩვენი არსებობის მისია შედგეს. რაც შეეხება პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დღიდან“, - განაცხადა ორბანმა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეთანხმდა, რომ მომდევნო წელს საქართველოში მთავრობათაშორისი შეხვედრა გაიმართება. „რადგან არანორმალურ დროში გვიწევს არსებობა, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით - ეს არის ფასების კრიზისი, ენერგეტიკული მატარებლების კრიზისი და ვატარებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. ასევე შევეხეთ შეხვედრებზე ენერგეტიკულ საკითხს. მინდა ვაცნობო უნგრეთის საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის საინტერესოა. ჩვენ გვინდა ელექტროენერგიის გადამცემი ახალი, დიდი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს და რუმინეთის გავლით. ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ჩვენ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ. თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალში, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა. ძალიან გამიხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას. ეს საკითხი უნგრეთისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა. ჩვენ გვინდა, რომ ენერგეტიკული კრიზისი, მაღალი ფასებით გამოწვეული კრიზისი დავძლიოთ. ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ენერგორესურსების მიღების კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ შედეგი იქონიოს ამან არა მარტო მოკლევადიან, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ძალიან დიდ იმპორტს ვახორციელებთ ძალიან დიდი მასშტაბით შორეული ქვეყნებიდან. საქართველოს მთავრობის მეთაურს და მე, მომდევნო წელს გვექნება მთავრობათაშორისი შეხვედრა საქართველოში. მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროების პირველ პირებს შორის. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი სტიმული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ორბანმა. ამასთან, პრესკონფერენციაზე ვიქტორ ორბანმა მოკლედ ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ომი მალე დასრულდეს და საქართველოს მოსაზრებაც იგივეა. ინტერპრესნიუსი
  18. ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან იმუშაოს, რათა გამონახოს გზები ორმხრივი სარგებლის მიზნით თანამშრომლობისთვის. მისი მტკიცებით, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიერონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყონ მსოფლიოს სტაბილურობას. Reuters-ი წერს, რომ ორ ქვეყანას რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ტაივანის მიმართ ჩინეთის პოლიტიკასთან და ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობებთან, უთანხმოება აქვთ. რამდენიმე კვირის წინ პეკინი აღაშფოთა ამერიკელი კანონმდებლების ტაივანში ვიზიტებმა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აგზავნის "საშიშ სიგნალებს დემოკრატიულად მართულ კუნძულზე“, რომელსაც ჩინეთი თავის საკუთრებად მიიჩნევს. ინტერპრესნიუსი
  19. ევროკავშირი ცდილობს დაეხმაროს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებაში. სასამართლო სისტემის რეფორმა არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის. ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო სისტემა საქართველოში პროფესიონალური და დამოუკიდებელი უნდა იყოს. „უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი იყოს “, - აღნიშნა ელჩმა. ინტერპრესნიუსი
  20. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მიერ ზაფხულში მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისგან თავი შეეკავებინა, „დისკრიმინაციულს“ უწოდებს. როგორც მან უნგრეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ვერც მორალურად იქნება გამართლებული. უნგრეთის პრემიერის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. „კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შევეხეთ, ეს იყო ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ საქართველოს სულისკვეთება და სურვილი. ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში, ვიტყოდი, დისკრიმინაციული იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლოდვას და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერც მორალურად იქნება გამართლებული. ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ბოლო წლებია ძალიან ბევრს მუშაობს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უპატივცემულო იყო- ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ. რას გავაკეთებთ?! ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერას, რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით. 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. ინტერპრესნიუსი
  21. კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 34 წლის ქალი მოკლეს. პოლიციამ ქალის ძმა, 35 წლის კაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რადიო თავისუფლება
  22. აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა და პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა,- ამის შესახებ „სიენენი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, ბერნსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის ფონზე აშშ-ის ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის მიმართ. „სიენენის“ წყაროებს დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. მათივე განცხადებით, მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ომის დაწყების შემდეგ ახლა ყველაზე მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მხარე ოფიციალურ განცხადებებში ამბობს, რომ ისინი ვერ ხედავენ რუსეთის ნაბიჯებს ბირთვულ მზადებასთან დაკავშირებით. ავტორი - სალომე თორაძე
  23. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ „პირველი არხის" ეთერში გააკრიტიკა საქართველოს მოსამართლეების ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ის კი არ გვჭირდება, რომ მოსამართლეები ექსკურსიაზე დაჰყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხუთი დღე რა უნდა ისწავლოს მოსამართლემ იქ? რომელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად? მაგიტომ მინდა, რომ შევხვდე [საერთაშორისო პარტნიორებს]. ის თანხა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ცოტა ჭკვიანურად, კარგად, მოხდეს ისე, რომ ეფექტური იყოს. ვთქვათ, სამოქალაქოს მოსამართლეები მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცდილების გასაზიარებლად. ამერიკული სამოქალაქო სამართალი და ჩვენი ისე არის ერთმანეთთან, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი - ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ - ფეხით", - თქვა მურუსიძემ. მოსამართლეს სურს, რომ საერთაშორისო პარტნიორები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ, იმისთვის, რომ რესურსი უფრო ეფექტიანად იყოს გამოყენებული. „ამიტომ ვიძახი, რომ საბჭოს გარეშე რომ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, გვკითხე, ეფექტურად, როგორ შეიძლება... მეც მიკვირს, ამიტომ ვიძახი, რომ ხელგაშლილი შევეგებები, რჩევებსაც მივცემთ, როგორ იქნება ეფექტური. ხუთი დღით წავლენ [მოსამართლეები აშშ-ში], დაათვალიერებენ შენობებს, კარგია, რა თქმა უნდა, მივესალმები. გულწრფელად გეუბნებით, რომ ყველა იძახის, ჩავალთ შენობას ვნახავთ... კარგია, გასაგებია, რომ დაისვენებს მოსამართლე, შენობას ნახავს, ნახავს, რა დიდებულია ამერიკის შეერთებული შტატები, ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო ეფექტურად რომ იყოს ეს ყველაფერი გამოყენებული, ხომ შეიძლება, რომ გქონდეს ურთიერთობა, კონტაქტი. ამიტომ ვიძახი, რომ ჩემზე მეტი პროამერიკელი თუ ვინმე იყოს... ამერიკული ლიტერატურა, ბავშვობიდან მაგაზე ვიზრდებოდი, მაგრამ მოყვარეს პირში უძრახეო, ნათქვამი რომ არის. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო", - აღნიშნა ლევან მურუსიძემ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის განცხადებას „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე. ის არ იზიარებს მურუსიძის შეფასებას და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რაც აშშ-ში სასწავლო ვიზიტებზე შეიძინა. „სიამოვნებით ვივლიდი აშშ-ში ექსკურსიებზე, თუმცა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია რაც ამ სასწავლო ვიზიტებით შევიძინე, მათ შორის გამოცდილების გაცვლით და პროცესებზე დასწრებით. ბოლო ვიზიტის დროს 8-დან საღამოს 7 საათამდე, ყოველ დღე პროცესებს ვესწრებოდით და ამერიკელ კოლეგებს ვხვდებოდით. მაოცებს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შენობების მეტი არაფერი დაამახსოვრდა ამ ვიზიტებით, იმედია ასეთები უმცირესობაში არიან. მადლობა ყველა იმ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც წლებია იღვწის და უამრავ რესურსს ხარჯავს ქართული სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის. იმედს ვიტოვებ რომ ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და იმ ეტაპამდე მივალთ, რომ ექსკურსიებზე სიარულიც საკმარისი იქნება", - წერს ეკა არეშიძე. აშშ-ში საქართველოდან მოსამართლეების ვიზიტების საკითხი მას შემდეგაა აქტუალური, რაც 20 მაისს ცნობილი გახდა, რომ „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოიხსნა. ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ქართველ მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, გაეცნონ ამერიკულ სასამართლოებს, საქმის წარმოების წესსა და ეთიკას. ამ საკითხზე ღიად საუბარი მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ გადაწყვიტა. მაგალითად, 17 ივლისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "იმედის" ეთერში თქვა, რომ მან თავის კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. "დღემდე ჩემთვის ეს კითხვა აბსოლუტურად პასუხგაუცემელია - არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული თუ არ არის. თუ არის, ამას, ბუნებრივია, მოსდევს კითხვა - რატომ", - თქვა მოსამართლემ. უფრო ადრე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე სანქცირებული არ არის. „რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან", - თქვა ელჩმა. 23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მეორე ვადით აირჩია. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან. რადიოთავისუფლება
  24. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 1996 წელს დაბადებული კაცი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, ცდილობდა ბავშვის მოტყუებითა და მუქარით მის ბინაში შესულიყო. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. "მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში. გამოძიების ვერსიით, ბავშვმა კაცს უთხრა, რომ პოლიციის გამოძახებას აპირებდა, რის შემდეგაც დამნაშავე მიიმალა. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.
  25. დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადაიდო სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა. პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კანდიდატების მოსმენის გრაფიკი დაზუსტდება და შესაბამისად ინფორმაციასაც გაავრცელებენ. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია. ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 19 კანდიდატიდან 7-ს მოუსმინა. აქამდე არსებული განრიგით, კანდიდატებთან გასაუბრება 29 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო. ამავე დღეს იყო დაგეგმილი კენჭისყრა. სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო. რადიო თავისუფლება
×
×
  • შექმენი...