-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ჩეჩნეთის ვედენოს რაიონის სასამართლომ შამილ ბასაევის რაზმის ორ წევრს, სტავროპოლელ მაქსიმ პონარინსა და ყარაჩაევო-ჩერქეზელ რაშიდ ატუოვს 12-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ფედერალური ჯარების წარმომადგენლების სიცოცხლის მოსპობისთვის. აქედან მაქსიმ პონარინი უკვე იმყოფება სამუდამო პატიმრობაში, ხოლო რაშიდ ატუოვს 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გამოძიების ვერსიით, ატუოვი და პონარინი ბასაევისა და ხატაბის მეთაურობით 2000 წლის 29 მარტს ვედენოს რაიონის სოფელ ჯანი-ვედენოს მახლობლად თავს დაესხნენ ჩეჩნეთის კომენდატურისა და პერმის ოლქის პოლიციის საგანგებო დანიშნულების პოლკის მებრძოლთა შერეულ რაზმს. ამ თავდასხმის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაიჭრა. როგორ „კავკაზ. რეალიი“ წერს, ატუოვმა და პონარინმა გამოძიებასთან სასამართლოსწინა შეთანხმება გააფორმეს, აღიარეს დანაშაული და უარი თქვეს სასამართლოში მათი დანაშაულის დამტკიცებაზე. მაქსიმ პონარინი მანამდე გასამართლებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ექვს ეპიზოდში. მათ შორის ფსკოველ მედესანტეებზე თავდასხმასა და მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში, რის გამო უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. რაშიდ ატუოვი კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბანდიტიზმში, ფედერალური ჯარის მებრძოლებისა და ძალოვნების სიცოცხლის მოსპობაში. რადიო თავისუფლება
-
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. "ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები. აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები," - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
-
ვინც ამბობს, პარლამენტის წევრის მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში ჩვენს პარტნიორებს სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდება - სასაცილოა ეს ყველაფერი! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ვიღაცებს კერძო პარტიული ინტერესი აქვთ, რადგან თავად პარლამენტში არ არიან და არ აწყობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 30 კაცით იყოს წარმოდგენილი. „მათ ურჩევნიათ ვიყოთ ქუჩაში, რათა საერთაშორისო ურთიერთობებს მოვწყდეთ. თუკი დეპუტატის სტატუსი არა გაქვს, არც ერთი კონგრესმენი არ შეგხვდება და არც პარტნიორები დაიჭერენ ურთიერთობას. არჩევნები მოვიდა - სჯობს, არჩევნებისთვის მოვემზადოთ და მინიმალური რესურსები რაც გვაქვს, ის გამოვიყენოთ. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო - მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, მაშინ ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. იპნ
-
უკრაინაში დაიღუპა ბატალიონ „ოსეთის“ მეთაურის მოადგილე, ვიქტორ ჟიდაევი, რომლის სიკვდილის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. ტელეგრამის არხ "ალანიაში" გამოქვეყნებული ნეკროლოგის თანახმად, ჟიდაევი, რომელსაც სამხედროები „ვიტოსის“ მეტსახელით იცნობდნენ, ორი კვირის წინ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიალომ დააჯილდოვა მედლით „ოსეთის დიდებისათვის“. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი InformNapalm-ი 2018 წელს აღნიშნავდა, რომ ასეთი სახელისა და გვარის კაცი, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში დაბადებული, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა შორისაც ფიგურირებდა. მოხალისე გამომძიებლების თანახმად, მას დანაყოფში მსროლელ-მეზენიტის თანამდებობა ეკავა. ხოლო 2012 წელს, ჩრდილოთ ოსეთში დაბადებული ვიქტორ ჟიდაევის სახელისა და გვარის კაცი გაუსამართლებიათ დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვისთვის, რაც ბრალდებულს სასამართლოზე უღიარებია. უკრაინაში მოკლული ვიქტორ ჟიდაევი, ბატალიონთან ერთად გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჰყვებოდა, რომ მისი პაპა უკრაინაში 1943 წელს იბრძოდა. გარდა ამისა ნეკროლოგში ხაზგასმულია, რომ ბატალიონ „ოსეთის“ დაღუპულ მეთაურის მოადგილეს „უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა“. რადიო თავისუფლება
-
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის მაჩულიშის აეროდრომის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც „მიგ 31კა“-ს ტიპის გამანადგურებლები და გალავანით გამაგრებული დიდი კონტეინერი ჩანს. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ, მასში რაკეტები ინახება. როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რუსეთი ამ რაკეტებს 2018 წლიდან იყენებს, მაგრამ ბელარუსში ადრე არ განუთავსებია. ბრიტანელი მზვერავები ვარაუდობენ, რომ ეს რაკეტები დასავლეთისთვის სიგნალის გადასაცემად და ომში ბელარუსის თანამონაწილედ წარმოჩენის მიზნით იქნა განთავსებული. ავტორი - გივი ბარამიძე
-
ვინმეს თუ დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, ოპოზიციამ კონკრეტული საკითხების გარშემო უნდა ითანამშრომლოს. „ნაციონალური მოძრაობა“ მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც რეალურად სურს ცვლილება ამ ქვეყანაში და ვინც რეალურად უპირისპირდება ოლიგარქიული ტიპის მმართველობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გამონაკლისის გარეშე უნდა მოხდეს თანამშრომლობა, რათა მიტაცებული სახელმწიფო დაუბრუნდეს ხალხს. რაც შეეხება კონკრეტულ პრაიმერიზს, თუ ვინმეს დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც უცხო ნამდვილად არ არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს მარტივი მიზეზის გამო და ამ მიზეზებს ახლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა? ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ივანიშვილის ოლიგარქიული წყვდიადი არ გაქრება“, – განაცხადა მელიამ. ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციამ ჯერ სამართლიანი საარჩევნო გარემო უნდა მოიპოვოს და შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტია ინდივიდუალურად გაძლიერდეს. „ვფიქრობ, უნდა ვითანამშრომლოთ პარტიებმა კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, ეს პოზიცია არის ჩამოყალიბებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, მოვიპოვოთ სამართლიანი საარჩევნო გარემო და მერე ყველა ოპოზიციური პარტია ინდივიდუალურად გაძლიერდეს. ვფიქრობ, მთელი ძალ-ღონე და ენერგია ამ მიმართულებით უნდა მოახმაროს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განსაკუთრებით შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიებმა, ვიდრე ეს არის „ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ შარშან და შარშანწინ პრაიმერიზის გზით რომ შეგვერჩია მერობის კანდიდატი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ყველაგან გაიმარჯვებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს რომ ვიცოდით ამიტომ ჯენტლემენურად, კოლეგიალურად დავსხედით და გავაკეთეთ სამართლიანი ჟესტი ოპოზიციური პარტიების მიმართ. ჩვენ რისთვის გვინდა კონკრეტული პროექტის განხორციელება, იმისთვის, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან. მიმაჩნია, რომ მსგავსი გეგმის განხორციელება ჩიხში შეიყვანს ოპოზიციას და არა ხელისუფლებას“, – განაცხადა მელიამ. ამასთან, ნიკა მელიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ოპოზიციის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით, მელიას თქმით, „დეპუტატების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა პარლამენტს დატოვებასთან დაკავშირებით ჩიხში უნდა შეიყვანოს ხელისუფლება და ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს სახელმწიფო“. „ყველა ადამიანის მოსაზრებას ვცემ პატივს, მით უფრო, რომ ვაცნობიერებ ოპოზიციურ პლატფორმაზე, სადაც ბევრი განსხვავებული ადამიანია მეტი და ნაკლები გამოცდილებით, მეტი და ნაკლები დამსახურებით ქვეყნის წინაშე, მაგრამ აერთიანებს ერთი ეროვნული იდეა, სურთ არაფორმალური ოლიგარქიული ტიპის მმართველობის დასრულება. მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით. პატივს ვცემ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას, ისევე როგორც სხვა ადამიანის მოსაზრებებს, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, მიმაჩნია რომ ქართული, რეალური ოპოზიციური დეპუტაციის პარლამენტის დატოვება უნდა ნიშნავდეს ხელისუფლებისთვის კრიზისის შექმნას. ასეთ შემთვევაში ეჭვი არ მეპარება, ყველა ანთებული, გულახდილი ოპოზიციონერი იქ საკუთარ თავს ვერ იპოვის და იქნება ხალხთან ერთად. დეპუტატების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა პარლამენტს დატოვებასთან დაკავშირებით ჩიხში უნდა შეიყვანოს ხელისუფლება და ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს სახელმწიფო“, – განაცხადა მელიამ. ავტორი - მაკა ლაშხია
-
ემირატებში ვიზიტის დროს განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილის თქმით, შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, რომ წახალისდეს საქართველოში ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. „ჩვენმა კოლეგებმა დაადასტურეს, რომ მომავალი წლის დასაწყისში უკვე შესაძლებელი იქნება მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, ასეთი შეთანხმება გაფორმდეს ქვეყნებს შორის, რაც მოიცავს მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ წახალისდეს ინვესტიციები საქართველოში, რა თქმა უნდა, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ემირატები ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, 400 მილიარდიანი ეკონომიკაა, ეკონომიკა, რომელიც განიცდის ტრანსფორმაციას და უფრო და უფრო ინოვატორული ხდება. საქართველოც ძალიან დინამიურად ვითარდება, და ვფიქრობ, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა საკმაოდ დიდია და ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ მოვახერხებთ რეალური, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების დადებას, რაც წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ავტორი - ანა ბროლაძე
-
აშშ ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს თავიანთ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და ფუნქციონირება, რათა გადაწყვეტილებების მიღება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომელსაც ჟურნალისტებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადების თაობაზე დაუსვეს კითხვა. კელი დეგნანის თქმით, ბევრ ქართველ მოსამართლესთან ჰქონდა შეხვედრა, რომლებიც ამბობენ, რომ დაინტერესებული არიან აშშ-ში მეტი ვიზიტით, მეტი ტრენინგით, მოსაზრებების მეტად გაცვლით, რადგან ძალიან სასარგებლოა, როდესაც მოსამართლეები ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას. ელჩის შეფასებით, ტრენინგებმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზების ძალისხმევაში. „მქონდა პატივი, შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს სასამართლოს ყველა დონეზე ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში. მათ შორის არიან რეგიონის მოსამართლეები. მოვისმინე ყველა მათგანისგან აზრთა ურთიერთგაცვლის შესახებ აშშ-ში ვიზიტის დროს. არის ტრენინგები, ჩვენ ვკრებთ ამერიკელ მოსამართლეებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. ასევე, მოვისმინე მათგან, რომ დაინტერესებული არიან მეტი ვიზიტით, მეტი ტრენინგით, მოსაზრებების მეტად გაცვლით, რადგან ძალიან სასარგებლოა, როდესაც მოსამართლეები იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ, რა მუშაობს კარგად პროგრამაში, როგორ უმკლავდებიან განსხვავებულ გამოწვევებს. ეს ტრენინგები და ურთიერთგაცვლა ძალიან კარგად მიიღეს და დიდი წვლილი შეიტანა ქართული მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზების ძალისხმევაში. ეს არის ის, რასაც აშშ წლების განმავლობაში აკეთებს. საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი სასამართლოს ეფექტურობის და ფუნქციონირების კუთხით. ახლა საჭიროა ამ სამუშაოს გაგრძელება, ევროკავშირის მიერ დასახული 12 პრიორიტეტის შესრულება. ეს არის იგივე საქმე, რაც დიდი ხანია, საქართველოს დღის წესრიგშია. აშშ ძალიან ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს თავიანთ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და ფუნქციონირება, რომ გადაწყვეტილებების მიღება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე“, – აღნიშნა კელი დეგნანმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა: „ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს, კარგია, რომ დაისვენებენ, ნახავენ, რა დიდებულია აშშ, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ“. ავტორი - გივი ბარამიძე
-
რუსეთში მობილიზაციის დასრულებისთანავე საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეიდან, 1 ნოემბრიდან რუსეთის არმიაში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა არმიაში 120 ათასი წვევამდელის გაწვევაა დაგეგმილი, მობილიზაციის დასრულებიდან მალევე, რომლის ფარგლებშიც 300 ათასი ადამიანის გაწვევა იყო გათვალისწინებული. რუსეთის გენშტაბის თანახმად, ახალწვეულებს უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში არ გაგზავნიან. სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება ითვალისწინებს წვევამდელების გაგზავნას კონფლიქტის ზონაში გაწვევიდან მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, როცა არწმუნებს, რომ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში საომრად არ გაგზავნიან. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთი ამ გზით ცდილობს გეგმური საშემოდგომო გაწვევისთვის თავის არიდების აღკვეთას. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რუსულ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში გაგზავნიან მომავალი წლის მარტში ან აპრილში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 31 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დასრულებულია "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში მიმდინარე გაწვევის პროცესი. ამასთან, პრეზიდენტ პუტინს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცია დოკუმენტი მის მიერ 21 სექტემბრიდან გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" დასრულების შესახებ. უკრაინასთან საომრად მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად რუსეთი დატოვა ათეულობით ათასმა მოქალაქემ. რადიო თავისუფლება -
შსს: ამოვიღეთ 2კგ-ზე მეტი "კოკაინი", ასევე "კეტამინი", "სუბუტექსი", "ჰეროინი"
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს. ჯამში ამოღებულია 2კგ-ზე მეტი "კოკაინი", 490 აბი "სუბუტექსი", ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინი" და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, "ჰეროინი" და "ალფა პვპ". "სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხა", - უთხრა მედიას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ. თბილისსა და ბათუმში დაკავებულია სამი ადამიანი: 1977 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ა. დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის; 1986 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ი.ლ. და ი.პ. - კი სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი". გარდა ამისა: თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინი". ბათუმში დააკავეს პირი, რომლის მანქანაშიც "ბუპრენორფინის" შემცველი 490 აბი "სუბუტექსი" აღმოაჩინეს. "მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები: "ჰეროინი", "კოკაინი", "ალფა პვპ", "კეტამინი" და "სუბუტექსი", - თქვა თეიმურაზ კუპატაძემ. განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 273-ე, 18-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. -
კორუფციასთან ბრძოლა და მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდა – ფრაქციამ „თბილისი საქართველოსთვის“ მოქალაქეებს ანგარიში წარუდგინა თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ მოქალაქეებს წლიური ანგარიში წარუდგინეს. ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა შეხვედრაზე საკრებულოში საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს გაუსვეს ხაზი: – კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა – მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდა საკრებულოს წინაშე – მერიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა – ბიუჯეტის პრიორიტეტების სამართლიანი განაწილება – გაუმჯობესებული სატრანსპორტო პოლიტიკა „ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე, 2021 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე, რომელზეც მოხდა თბილისის მთავრობის დამტკიცება, გამოვედით ინიციატივით თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც დაკომპლექტდება ოპოზიციის წარმომადგენლებით და რომლის მიზანიც თბილისის მმართველობაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის, კორუფციის რისკების პრევენციის ეფექტიანი და ქმედითი ანტიკორუფციული სისტემის დანერგვა იქნება! მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივის განხორცილებას დღემდე ეწინააღმდეგება როგორც საკრებულოს უმრავლესობა, ისე თბილისის მერი, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მუდმივად ვაყენებთ ამ საკითხს, ვატარებთ ბრიფინგებს, გვაქვს კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ. ფრაქციის თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით, „ჩვენთვის, როგორც საკრებულოს წევრებისთვის – დემოკრატიული მართვის უმნიშვნელოვანესი რგოლის, ადგილობრივი თვითმმართველობის, წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, თუ რამდენად გამართული თვითმმართველობით ხვდება საქართველო იმ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესს, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ქვია. ამ მიმართულებით ჩავატარეთ რამდენიმე ბრიფინგი და გამოვედით კონკრეტული ინიციატივით თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, სადაც მთავარი საკითხი უნდა ყოფილიყო ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა და საქართველოს ევროპული მომავალი“. სალომე კობალაძის თქმით, გაუმჯობესებული სატრანსპორტო პოლიტიკა მთავარ პრიორიტეტად რჩება. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავ მუშაობასა და გაზრდილ ფასებზე ჩავატარეთ რამდენიმე ბრიფინგი, მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია მედიასთან და გამოვედით კონკრეტული ინიციატივით, სატრანსპორტო რეფორმის დასრულებამდე შეღავათიანი ტარიფის დაწესების შესახებ. არაერთგზის გავაპროტესტეთ ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასების ზრდა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მიწოდებული სერვისის ხარისხის შესაბამისობა გაზრდილ ტარიფებთან და გამორიცხულიყო თბილისელების დისკომფორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას. გამოვედით ინიციატივით, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტების დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილ იქნას თბილისელების აქტიური თანამონაწილეობა, ჩართულობა, მაქსიმალური ინფორმირება და საგზაო სამუშაოთა ისეთი დაგეგმარება, რომ გამოირიცხოს მოქალაქეების დისკომფორტი და თბილისელებს ქონდეთ უსაფრთხო და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“.
-
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ინსპექტორებმა უკრაინაში დაიწყეს ორი ობიექტის შემოწმება. სააგენტოს ექსპერტები კიევმა მიიწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ე.წ. ბინძური ბომბების დამზადებასა და მათი გამოყენებით პროვოკაციის მზადებაში. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ინსპექტორები ორი ობიექტის შემოწმებას მალე დაასრულებენ. გროსი შედეგების საფუძველზე მომზადებულ წინასწარ დასკვნას ამ კვირაში გამოაქვეყნებს. საერთაშორისო სააგენტო არ აკონკრეტებს, რომელ ობიექტებზე მუშაობენ ინსპექტორები, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ორივე მის კონტროლქვეშაა და რეგულარულად მოწმდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტზე ინსპექტირება ჩატარდა ერთი თვის წინაც და არანაირი არადეკლარირებული საქმიანობა ან ბირთვული მასალები არ აღმოუჩენიათ. 23 ოქტომბერს, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, პროვოკაციას ამზადებდეს ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით, კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურს და კიევსა და ხარკოვში მდებარე სამეცნიერო ცენტრებს ასახელებდნენ სავარაუდო ადგილებად, სადაც „ბინძურ ბომბებს“ ამზადებენ. 24 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ "ბინძური ბომბის" შექმნა დავალებული აქვს ორ ორგანიზაციას და მუშაობა ბოლო სტადიაზეა. კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებს, რუს გენერალს არ უთქვამს, თუმცა, დაამატა, რომ უკრაინაში არსებობს ბირთვული მრეწველობის ობიექტები, რომლებსაც აქვთ რადიოაქტიური მასალები და ეს ობიექტებია სამხრეთ უკრაინის, ხმელნიცკის და როვნოს ატომური ელექტროსადგურები და ჩერნობილის დახურული სადგური, რომლის საცავებში ინახება რადიოაქტიური ნარჩენები. მას შემდეგ, რაც 23 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თურქეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს დაურეკა და უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენებაზე ელაპარაკა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას. "ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს. უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი თავად აპირებს ამ ტიპის შეიარაღების გამოყენებას, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს. რადიო თავისუფლება
-
ეს არის „ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტების კითხვას, პრაიმერზით ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. „ვიდრე გავიგებდი, ვისგან მოდის ეს ინიციატივა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა სავარაუდოდ ბატონი ვაშაძე, რადგან ის გამოირჩევა ასეთი ინიციატივებით, რომელიც საბოლოო ჯამში ერთადერთი, რასაც აკეთებს, ეს არის „ოცნების“ გაძლიერება. რატომ აკეთებს ამას – ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე შეიძლება, ჩემი ვარაუდები მქონდეს. ეს არის „ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია. იდეა რა არის? რა უნდა გააკეთოს ალტერნატიულმა მთავრობამ? ჯერ მანდატები გამოიყენონ, რომელიც პარლამენტში აქვთ. ის ფუნქციები და შესაძლებლობები გამოიყენონ რაც აქვთ პარლამენტში, მათ შორის, როდესაც ევროკავშირი და აშშ, ჩვენი ნამდვილი პარტნიორები მათ მოუწოდებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ყველა პროცესში, ეს გაითვალისწინონ და მაიმუნობის დრო თუ დარჩებათ, მერე კი ბატონო, შეიძლება, იმაიმუნონ. ოპოზიცია ერთიანად არ უნდა მოვიხსენიოთ, ოპოზიცია სხვადასხვანაირია. ჩვენი კორპორაცია იცით, რომ მანდატს მაქსიმალურად ვიყენებთ, დანარჩენ ოპოზიციას კი ჰკითხეთ საერთოდ, რას აპირებენ ცხოვრებაში“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
-
უკრაინაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედროების მცირერიცხოვანი რაოდენობა გასვლით ინსპექციას ახორციელებს, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სათანადოდ აღრიცხავენ დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანს, რომელიც მედიას ანონიმურად ესაუბრა, არ უთქვამს, კონკრეტულად სად ტარდება ინსპექტირება ან რამდენად ახლოს არიან ამერიკელი სამხედროები ფრონტის ხაზთან. მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები ვერ ახორციელებენ ინსპექციას ფრონტის ხაზის სიახლოვეს, თუმცა ისინი გაემგზავრებიან იქ, სადაც ამის საშუალებას უსაფრთხოების პირობები იძლევა. მაღალჩინოსნის თქმით, ჩატარდა რამდენიმე ასეთი ინსპექტირება. ინსპექტირებას ატარებს აშშ-ის თავდაცვის ატაშე და კიევში არსებული თავდაცვითი თანამშრომლობის აშშ-ის ოფისის გუნდი. როგორც მედიას პენტაგონის წარმომადგენელმა განუცხადა, ამ დრომდე უკრაინელი მაღალჩინოსნები ავლენენ გამჭვირვალობას იარაღის განაწილებასთან დაკავშირებით და ინსპექციას მხარს უჭერენ. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ეს ძალისხმევა არის გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული უფრო ფართო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი არ აღმოჩნდეს რუსეთის ძალების, მათი მარიონეტების ან სხვა ექსტრემისტული ჯგუფების ხელში. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველი ნოემბრიდან განაცხადების მიღებას და განხილვას იწყებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია, ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია. „დღეიდან, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სააგენტოს განცხადებით მიმართოს. ჩვენი უწყება საქმის შესწავლას განახორციელებს სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში თუ აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში – მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს. ახალი კანონის თანახმად, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი, რომელიც ეხება მხოლოდ ონლაინ ვაჭრობას და სარეწგარეთ დადებულ ხელშეკრულებებს. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს – დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა. კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. ჩვენი უმთავრესი მიზანია, მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული, მეორე მხრივ კი – მოვაჭრის მიერ ყველა ვალდებულება მოწესრიგებული, რათა დარღვევის პრევენცია მაქსიმალურად მოხდეს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის და კონკურენციის ეროვნული სააგენტო, აღნიშნული მიმართულებით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. მისივე განცხადებით, 2022 წლის 16-17 ნოემბერს, საქართველოში, ხუთივე მარეგულირებლის ეგიდით, იგეგმება პირველი საერთაშორისო კონფერენცია – კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები. ღონისძიების ფარგლებში განიხილება კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები. კანონი პირველ ივნისს ძალაში შევიდა. აღნიშნულ პერიოდში, შეიქმნა და დაკომპლექტდა შესაბამისი დეპარტამენტი. განხორციელდა საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა/ანალიზი, მოხდა თანამშრომელთა გადამზადება. გაიწერა სამოქმედო გეგმა. დამუშავდა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მომზადებული კანონქვემდებარე აქტი, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში მოქმედ 20-მდე ბიზნეს ასოციაციის, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო კოლეგა უწყებების, ელექტრონული კომერციის ასოციაციის პარტნიორ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ. კანონის გაცნობის მიზნით, აქტიური დიალოგის რეჟიმი მიმდინარეობს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან. ამოქმედდა ცხელი ხაზი – (032) 2 05 4422; 598 05 4422, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო ინფორმაცია მიიღოს. ევროკავშირის დაფინანსებით, სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, TWINNING-ის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ დაიწყო, რომლის ხანგრძლივობაც ორი წლის ვადით განისაზღვრა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
-
გაერო-ში იმედოვნებენ, რომ მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მარტინ გრიფიტსმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა შეაჩერა და არ შეუწყვიტავს. „მჯერა, მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა განახლდება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამაში დავრწმუნდეთ. ამისთვის 18 ნოემბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ეს ინიციატივა შეჩერებულია და არა შეწყვეტილი. სხვაობა ძალიან მარტივია. განსხვავება არის ის, რომ როგორც მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივის მონაწილეები, ისინი მასთან კვლავ ვალდებულებით არიან დაკავშირებული“, -განაცხადა გრიფიტსმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აცხადებს, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება საომარ მოქმედებებს უნდა გამოეყოს. ამის შესახებ ჰულუსი აკარმა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კურბაკოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. როგორც თურქული მედია წერს, მოლაპარაკებების დროს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა „მარცვლეულის შეთანხმების“ მნიშვნელობას. აკარის თქმით, ამ შეთანხმების საშუალებით უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სურსათის ექსპორტი მოხერხდა. თურქი მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი გაცილებით სწრაფი და კომფორტულია, ვიდრე სახმელეთო მარშრუტი და ამიტომ „მარცვლეულის შეთანხმება უნდა გამოეყოს კონფლიქტის პირობებს“. 29 ოქტომბერს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დროებით აჩერებს „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობას. ამის მიზეზად კრემლმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა დაასახელა. მიუხედავად ამისა, როგორც ცნობილია, უკრაინულ და თურქულ პორტებს შორის სურსათით დატვირთული გემები კვლავაც გადაადგილდებიან. თურქეთის მთავრობა, უკრაინის ხელისუფლება და გაერო აცხადებენ, რომ შეთანხმების შესრულებას განაგრძობენ. ავტორი - ლევან ახალაია
-
საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა. როგორც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, კულტურის სამინისტრომ ეს კონკურსი წელს პირველად გამოაცხადა. „ჩვენ არაერთხელ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჩვენი სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა, მივიღეთ შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო, კულტურის სამინისტრო ამ შემთხვევაში ხელს არ უწყობს საცირკო ხელოვნებასო. სულ ბოლოს ასეთი შენიშვნა ჩვენ მივიღეთ მინისტრის საათის დროს პარლამენტში. ვინაიდან, იგივე დაინტერესებული ჯგუფები მიმართავენ ხოლმე თავიანთ წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში, ვინაიდან საბიუჯეტო წელი იწურება, ჩვენ მოვიძიეთ სხვადასხვა პროექტიდან გამოყოფილი ეკონომიები და ვაცხადებთ დღეს კონკურსს საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად. კონკურსის ბიუჯეტია 80 000 ლარია და ეს კონკურსი შეიძლება ითქვას, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველად ცხადდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, კონკურსის, „ცირკის განვითარების ხელშეწყობა“, მიზანია საცირკო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში მოქმედი ცირკის პროფესიული თუ სამოყვარულო დასების, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის გზით კონკურსის ფარგლებში მიიღება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს პროფესიული თუ სამოყვარულო საცირკო დასების, მათ შორის – მობილური საცირკო დასები, ე.წ. შაპიტოს, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საჭირო (შემოქმედებითი, სასწავლო და/ან მატერიალურ-ტექნიკური) ხარჯით უზრუნველყოფას. ავტორი - თათია ბუხრაშვილი -
დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთი ტარიფი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს. კლინიკა კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უწყება თანაგადახდის ნაწილსა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს.
-
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, თუ 1-ელი იანვრიდან კომპანია რეგულაციას დაარღვევს და თამბაქოს შეფუთვა სადა არ იქნება, ის 5000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი ჯარიმა 10 000 ლარი იქნება. როგორც მან „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერთფეროვანი კოლოფები მნიშვნელოვანი ბერკეტია იმისთვის, რომ ახალგაზრდებში თამბაქოსადმი ინტერესი და მიმზიდველობა დაიკარგოს. მან სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონაცემებზე დაყრდნობით, სადა შეფუთვის რეგულაცია ორჯერ ამცირებს თამბაქოს მოწევის დაწყებას. ამასთან, განმარტავს, რომ ერთფეროვანი კოლოფების მწარმოებელი ქვეყანა უკრაინაა, სადაც მიმდინარე საომარი მოქმედებები წარმოების შეფერხებას არ გამოიწვევს. „სადა შეფუთვა ნიშნავს ერთფეროვან კოლოფებს. ვიზუალი და მიმზიდველობა მნიშვნელოვანი საკითხია ფსიქოლოგიურად ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ადამიანისთვის, როგორიც არის ბავშვები და ახალგაზრდები. ეს ეფექტური ზომაა იმისთვის, რომ თამბაქომ მიმზიდველობა დაკარგოს ახალგაზრდებში. ერთფეროვან კოლოფზე, რა თქმა უნდა, სამედიცინო გაფრთხილება იქნება. ეს კოლოფები იწარმოება უკრაინაში. ომიანობის პერიოდშიც კი, ამ მწარმოებელმა შეუთანხმა სხვა მწარმოებელს და ისევ უკრაინაში ხდება კოლოფების დამზადება, როგორც საქართველოსთვის, ისე ისრაელისთვის. ძირითადი პრევენციული ზომაა, რომ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა თამბაქოს მოხმარება არ დაიწყონ. თუ პოტენციურად ახალგაზრდების 15-20 პროცენტი იწყებს მოწევას, სადა შეფუთვის გამო, ეს ციფრი 10%-მდე ჩამოდის. ორჯერ ამცირებს თამბაქოს მოწევის დაწყებას. საკმაოდ ეფექტური ზომაა. ამასთან, უკვე ზრდასრული ადამიანებისთვისაც კარგავს მიმზიდველობას და ასოცირება ხდება, რომ ეს არ არის ნორმალური პროდუქტი.მნიშვნელოვნად ეფექტური ზომა რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, თამბაქოს ინდუსტრია არ გააგრძელებდა მცდელობებს. სამწუხაროდ, ცდილობენ კონკრეტული პოლიტიკოსებით, რომ გადავადდეს, თუმცა ამის არგუმენტები არ არსებობს. საჯარიმო სანქცია ყოველ აღმოჩენილ შემთხვევაზე 5000 ლარია, განმეორებისას 10 ათასი ლარი და ასე შემდეგ“,- აღნიშნავს ბახტურიძე. მან სტატისტიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველი მეხუთე მოქალაქე საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ნაადრევად გარდაცვლილი ადამიანია. მწეველების საშუალო ასაკი 56 წელია, როდესაც მთელ პოპულაციაში 73 წელია. რაც შეეხება არსებულ რეგულაციებს, ბახტურიძის თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ყოველთვე ასობით სავაჭრო ობიექტი არღვევს წესებს. „ყოველთვე ასობით სავაჭრო ობიექტს ვავლენთ, სადაც არ იცავენ წესებს. ეს არის გარე და შიდა ხილვადობის დარღვევა, პრომო აქციები...თამბაქოს ინდუსტრია ხელს უწყობს უკანონო მარკეტინგს, არ ერიდება კანონდარღვევებს. ასეთი ასობით შემთხვევაა და ამის ნიველირება სურთ, ან სატელიტი ორგანიზაციებით ჩანაცვლება, რაც არ გამოვა“,- აღნიშნავს ბახტურიძე.
-
2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ, ჯამში, 86 794 კვ.მ.-ის ფართის სანაცვლოდ 178 996,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, მუნიციპალიტეტმა 45 584 კვ.მ-ის ფართის ქონების გაცვლა-გამოსყიდვა განახორციელა, რისთვისაც მას ჯამში, ბიუჯეტიდან 142 756 ლარი აქვს გადახდილი, ფართების ნაწილის გაცვლისთვის კი, მესაკუთრეებს 84 127,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გადასცა. ამასთან, ამავე პერიოდში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მხოლოდ 2 ფართი აქვს გამოსყიდული, რაშიც 142 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. კერძოდ, 2022 წლის 1-ელ მარტს საბურთალოსა და ხვიჩიას ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ 52 კვ.მ-ის ფართში 85 644 ლარი გადაიხადა, ხოლო 2022 წლის 5 ივლისს, სოფელი დიღომში, ტიმოთე ბელოის ქუჩა N7გ-ში მდებარე 484 კვ.მ-ის ფართში 57 112 ლარი აქვს გადახდილი. რაც შეეხება 2021 წელს, მერიას ფართები არ გამოუსყიდია, მან ჯამში 41 210 კვ.მ-ის ფართის ქონების მუნიციპალიტეტისთვის დასაბრუნებლად, ჯამში, 94 869 კვ.მ-ის ფართის ქონება დათმო.
-
ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია, რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულო ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, დღეს ომი მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვასა და კიბერსივრცეში. „გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას? მხოლოდ დღეს მტერმა გამოიყენა Х-101 ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა და Х -59 ტიპის ერთი მართვადი საჰაერო რაკეტა, S-300 ტიპის 22 ფრთოსანი რაკეტა, Shahid-136-ის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „ლანცეტ-3”, - წერს ზალუჟნი. მისი თქმით, უკრაინელები აკავებენ მტერს, აძლიერებენ რეზერვებს, აძლიერებენ თავდაცვას და თანდათანობით ათავისუფლებენ თავიანთ სამშობლოს. „გამარჯვებას ძალიან რთულად ვაღწევთ, მაგრამ აუცილებლად იქნება“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. ipn
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 72 470-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათ შორის 650 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2698 ტანკს, 5501 ჯავშანტექნიკას, 1730 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 276 საბრძოლო თვითმფრინავს და 257 ვერტმფრენს, 4143 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1415 უპილოტო საფრენ აპარატს, 154 ერთეულ სპეცტექნიკას, 397 ფრთოსან რაკეტას. ipn
-
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. „როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს. კლინიკა კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უწყება თანაგადახდის ნაწილსა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
გუბერნატორი - უკრაინელებმა ლუგანსკში ცხრა დასახლება გაათავისუფლეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. "ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. იმედი მაქვს, ჩვენი დამცველები ყოველ კვირას გაზრდიან ამ მაჩვენებელს", - აღნიშნა მან. გაიდაის თქმით, ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას ტერიტორიები ფრონტის ხაზზე ცხელ ზონებად რჩება. ipn