Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას - ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება მოხდეს


ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება - ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს ომის გახანგრძლივება, არამედ ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე უჭერს მხარს.

„მთავრობებს და მმართველებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის [ვიქტორ ორბანის] და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ჩვენი ქვეყნების და ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს. ომი უკრაინაში აბსოლუტურად მიუღებელია. ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, წარმოიშვა კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და ამას სჭირდება ადეკვატური გამკლავება. საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე, კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...