Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" (ავტორი - ენდრიუ კრამერი). "თბოვიზორის [ინფრაწითელი] კამერის ეკრანზე ჩანს, თუ როგორ გაქრა კვამლის ღრუბელში რუსული ჯავშანტრანსპორტიორი. "მშვენიერი აფეთქებაა", - თქვა ლეიტენანტმა სერგეიმ, უკრაინული უპილოტო საფრენის აპარატის ოპერატორმა, რომელიც პორტატული მოწყობილობით თვალს ადევნებდა დრონის მოქმედებას რუსეთის ჯარის მიერ კონტროლირებად სოფელში, სადაც ხსენებული ჯავშანტრანსპორტიორი გააანადგურეს, - "ადრე ჩვენ ასეთ აფეთქებებს ყოველთვის "ვაშას" შეძახილებით ვხვდებოდით, ახლა კი მივეჩვიეთ". მაშინ, როცა ომის პირველ ეტაპზე და ზაფხულის განმავლობაში რუსეთი უპირატესობას ფლობდა არტილერიაში, ბოლო თვეებში სიტუაცია შეიცვალა. უკრაინელი ოფიცრებისა და სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ძლიერი დასავლური იარაღის წყალობით უკრაინას ამჟამად არტილერიაში უდაო უპირატესობა აქვს მოწინააღმდეგის მიმართ. უკრაინა ამჟამად ფლობს ისეთ იარაღს, რომელიც ბევრად სჯობს რუსულს, როგორც სროლის სიშორეში, ასევე სროლის სიზუსტეშიც. უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის არმიას მილიონობით დოლარის ღირებულების ჯავშანტექნიკას უნადგურებენ იაფფასიანი დრონებით, [რომლებთაგანაც ზოგი უკრაინაშია აწყობილი, ზოგიც თურქეთისა და აშშ-ის, აგრეთვე მათი ნატოელი პარტნიორებისგან არის მიწოდებული]. რასაკვირველია, რუსეთის ჯარები ჯერ კიდევ მრისხანე ძალად რჩება - ფრთოსანი რაკეტებით, ავიაციით, ცოცხალი ძალის რაოდენობით და მილიონობით საარტილერიო ჭურვით (მართალია, არაზუსტი მოქმედებით, მაგრამ მაინც). მოსკოვმა ახლახან დაასრულა ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაცია" და ფრონტზე 300 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, თუმცა ბევრი მათგანი ცუდად არის გაწრთვნილი და აღჭურვილი. ამასთან, მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს ომის აუცილებლად მოგება და ამისთვის არაფერს არ დაიშურებს, მაგრამ სამხრეთის ფრონტზე სიტუაცია აშკარად უკრაინის სასარგებლოდ იცვლება. დასავლური იარაღის წარმატებული მოქმედებით უკრაინის არმია ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა უახლოვდება სტრატეგიულად მნიშვნელოვან საოლქო ცენტრს, სანავსადგურო ქალაქ ხერსონს, რომელიც რუსეთის არმიამ თებერვლის ბოლოს პრაქტიკულად უბრძოლველად დაიკავა. უკრაინის ჯარმა თავისი უპირატესობა შაბათსაც დაადასტურა, განთიადზე, როცა დრონებით სევასტოპოლის მკაცრად დაცულ ზონაში პორტში მდგარი შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდი დააზიანა. და ეს ხდება ყირიმში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ სამხედრო ბაზაზე, ე.წ. "მიუდგომელი ბასტიონის" წინააღმდეგ. თუ ერთმანეთს შევადარებთ რუსეთისა და უკრაინის ჯარების მიერ დონბასში ზაფხულში წარმოებულ საარტილერიო დუელს, დღეს სხვაობა მნიშვნელოვანია: ზაფხულში ათ რუსულ გასროლილ ჭურვს უკრაინა მხოლოდ ერთი გასროლით პასუხობდა, ახლა სამხრეთის ფრონტზე, ხერსონთან, სროლების ინტენსიურობა თითქმის თანაბარია, მაგრამ უკრაინელები უფრო შორს ისვრიან და უფრო ზუსტად. "რუსებს ჩვენნაირი იარაღი არ აქვთ", - ამბობს მაიორი სერგეი, დასავლური საარტილერიო ბატარეის მეთაური, - "მათი სროლების ინტენსიურობა თითქმის სამჯერ შემცირდა". ხერსონისაკენ მიმავალი მთავარი ავტომაგისტრალი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებით და სამხედრო ტექნიკით არის გადატვირთული - განუწყვეტლივ მოძრაობენ მისაბმელი ქვემეხები და ჰაუბიცები, მათ შორის ამერიკული წარმოების M777-ები, გრუხუნით მიდიან თვითმავალი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები, "ჰაიმარსები", "გრადები" და სხვა უამრავი ტექნიკა. ხერსონის ახლო-მახლო მდებარე ტერიტორია შიშველ სტეპს წარმოადგენს, ხეებს აქა-იქ თუ ნახავ, ძალიან ბევრია სარწყავი არხის კალაპოტები, რომელთა გამოყენება, ტრანშეის სახით, თავდაცვითი პოზიციისათვის შეიძლება. ასეთი რელიეფი რუსებს უპირატესობას აძლევს. მაგრამ არის მეორე მომენტი, რომელიც უკრაინის არმიისათვისაა სასარგებლო: ხერსონი დნეპრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, ის მარცხენა ნაპირთან ხიდებით არის დაკავშირებული, რომლებიც ამჟამად დაზიანებულია - მათ უკრაინის არტილერია სწვდება და ანგრევს, ანუ მძიმე ტვირთების გადატანა უკვე შეუძლებელია. ასე რომ, ქალაქში მყოფი რუსული ჯარების გარნიზონის მომარაგება ძალიან არის გართულებული. როგორც ამბობენ, ვლადიმერ პუტინმა უარყო თავისი გენერლების წინადადება ხერსონის დატოვების შესახებ. ამიტომ ღიად რჩება საკითხი, თუ რამდენ ხანს გაჭიანურდება ბრძოლა ხერსონისათვის. "რუსეთს აღარ აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე თავისი ქვედანაყოფებისათვის ლოჯისტიკური ოპერაციები წარმატებულად განახორციელოს", - ამბობს კონრად მუზიკა, გდანსკში (პოლონეთი) მდებარე კვლევითი ორგანიზაციის Rochan Consulting-ის ანალიტიკოსი. მისი თქმით, "უკრაინელები წარმატებით იყენებენ როგორც ამერიკულ ჰაუბიცებს (M777), ასევე ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარებს (M142 HIMARS), სლოვაკურ და პოლონურ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს (Zuzana და Krab). ამას წინათ უკრაინელებმა ისეთი სროლა აუტეხეს რუსებს და მათი პოზიციები ისე მიანგრიეს, რომ მოწინააღმდეგემ მთელი 48 საათის განმავლობაში პასუხის გაცემა ვერ შეძლო". უკრაინის არმია ასევე კარგად სარგებლობს საკუთარი წარმოების დრონებით, სახელწოდებით "პერუნი", რომელიც, მართალია, ყველაზე სრულყოფილი არ არის, მაგრამ თავის ფუნქციებს უმეტეს შემთხვევაში კარგად ასრულებს. დნეპრის ხიდების დაზიანება რუსული არმიისათვის დიდ დარტყმას წარმოადგენს. "წარმოიდგინეთ ხერსონთან პოზიციებზე მყოფი "ორკების" (ასე უწოდებენ უკრაინელები რუსებს) მდგომარეობა, რომლებსაც დღეს მძიმე ტექნიკა აღარ აქვთ, აკლიათ ჭურვები, სხედან ცივ სანგრებში და თავზე წვიმა ასხამთ. ასეთი სიტუაცია მათ მორალურ სიმტკიცეს აქვეითებს, - ამბობს ლეიტეტნანტი ოლეგი, - "თუ რუსები ხერსონში დარჩენას გადაწყვეტენ და ქალაქს არ დატოვებენ, მათთვის ზამთრის სტალინგრადი განმეორდება". როგორც უკრაინის არმიის თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეის მეთაური, მაიორი ალექსანდრე ამბობს, მას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ "თუ რუსეთის პოზიციებს კარგად დავფერთხავთ, ისინი გაიქცევიან", თუმცა არ გამორიცხავს იმასაც, რომ თავიანთი სიჩუმით რუსები რაღაც ხაფანგს ამზადებენ უკრაინელთა მისატყუებლად. "ჩვენი სარდლობის გეგმებიც მოულოდნელია ხოლმე, ჩვენც ხშირად ვუმზადებთ რუსებს მოულოდნელ სიურპრიზებს და უკან ვახევინებთ, ეს მე ძალიან მომწონს", - ამბობს უკრაინელი მაიორი "ნიუ-იორკ თაიმსის" კორესპონდენტთან საუბარში. წყარო მოამზადა სიმონ კილაძემ
  2. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და აეროპორტი მგზავრების მიღებას 31 ოქტომბრის 01:00 საათიდან განაახლებს. რეაბილიტაციის დროს შეაკეთეს ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილები, გაამაგრეს საფუძველი და ჩაატარეს 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა 10 ოქტომბრიდანაა შეჩერებული. რეისებმა, რომლებიც აქ უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოინაცვლა.
  3. კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღიარა თავისი როლი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შექმნასა და დაფინანსებაში, რუსეთის გენერალურ პროკურორს სთხოვს, რომ მთელ ქვეყანაში დაიბლოკოს და შეიზღუდოს წვდომა ვიდეოჰოსტინგ Youtube-ზე, ხოლო მისი მფლობელი, კორპორაცია Google არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდეს. ამის შესახებ იუწყება პრიგოჟინის კუთვნილი კორპორაცია „კონკორდის“ პრესცენტრი, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს ასევე გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვისადმი პრიგოჟინის წერილის გასკანირებული ვარიანტი. როგორც პრიგოჟინი წერს, YouTube „წალეკილია რუსი სამხედროების დისკრედიტაციისკენ მიმართული ფეიკებით, ქვეყნდება წინასწარ დამახინჯებული ინფორმაციები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა და პატრიოტული ძალების საქმიანობაზე. პრიგოჟნის აზრით, სერვისი წარმოადგენს ინსტრუმენტს „საინფორმაციო ომისა“, რომელსაც თითქოსდა რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს აშშ-ი, ხოლო რუსეთის არხების მიმართ ტარდება „თანამიმდევრული ცენზურის პოლიტიკას“. გენერალური პროკურორისადმი წერილში პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ „იუტუბით ქვეყნდება რუსოფობიური კონტენტი, დესტრუქციული მასალები და რუსეთის ხელისუფლებისადმი დამხობის შესახებ მოწოდებები.“ რაც შეეხება Google-ის აკრძალვა, პრიგოჟინი აცხადებს, რომ ამ ქსელით „ვრცელდება ინფორმაციები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისადმი საფრთხის შექმნას ემსახურება.“ Youtube-მა ომის დაწყების შემდეგ არაერთი რუსული არხი დაბლოკა. ცოტა ხნის წინ, აშშ-ს სანქციების შესაბამისად, დაიბლოკა ასევე ფედერაციის საბჭოს ანგარიში. ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები თავშეკავებულნი არიან პოპულარული სერვისის დაბლოკვის შესაძლებლობაზე საუბრის დროს. ფედერაციის საბჭოს ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთში YouTube-ზე წვდომის დაბლოკვა არ იგეგმება.
  4. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ, საქართველოში შემოსვლა მოახერხეს დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებმა დებმა ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევებმა, ამინატ გაზიმაგომედოვამ და ფატიმატ მაგომედოვამ, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ და საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. კრიზისული ცენტრ SOS-ის ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას უწევს, დები ახლა საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ გოგონების ახლობლები დაჰპირდნენ, რომ მათ საზღვრის გადაკვეთისას ოჯახის სხვა წევრები შეხვდებოდნენ. "კავკაზ.რეალიის" ცნობით, წუხელ რუსმა მესაზღვრეებმა დებს პასპორტები ჩამოართვეს და პოლიციას გამოუძახეს. მათ აინტერესებდათ გაეგოთ, დართეს თუ არა მშობლებმა მათ საქართველოში წასვლის უფლება, რის შემდეგაც ადვოკატ ლეიზან მანაპოვას უთხრეს, რომ დაღესტნელ ქალებს ვალების გამო საზღვარგარეთ წასვლა ეკრძალათ. მას შემდეგ, რაც ადვოკატმა ვალის არარსებობის სერტიფიკატი აჩვენა, მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ისინი "ფილტრაციის ზომებს" ახორციელებენ. კერძოდ, სურთ ცალ-ცალკე დაელაპარაკონ დებს. ნათესავები დების სახლში ძალით წაყვანას ცდილობდნენ, მაგრამ ადვოკატმა მოახერხა, პოლიცია დაერწმუნებინა, რომ არ დაეშვათ გოგონებთან მათი ნათესავები. დებმა ოჯახის წევრებზე განცხადებები დაწერეს, სადაც მათი მხრიდან გამოხატული ძალადობა აღწერენ. ამის შემდეგ ისინი ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს, შემდეგ კი საქართველოში შესვლის უფლება მისცეს.
  5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ტ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტ.ძ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. მათივე ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  6. ორი წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25,9% და საშუალო ხელფასი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. „ანუ, ინფლაციამ შეჭამა შემოსავალი და ამ 9%-ით გაზრდაში კიდევ რამდენი იყო ტოპმენეჯმენტის და ადმინისტრაციის წილი და რამდენი დასაქმებული ადამიანების, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკონომიკური ზრდაა საჭირო, მაგრამ როგორი ტიპის ეკონომიკური ზრდაც არ უნდა გვქონდეს, თუ იქ გარკვეული რეგულაციები არ იქნა, როგორ იქნება? ჩვენ ჯერ ველური ბაზარი გვაქვს, შრომითი ბაზარიც ველურია და სანამ ამ სიველურიდან არ გამოვალთ და არ ვიტყვით, რომ აი, მინიმუმი ეს არის, უსაფრთხოებასთან, ხელფასებთან, ბიზნესის ხელშეუხებლობასთან, მისი გაკოტრებისგან დაცვასთან, დასაქმებულის მონად ქცევასთან დაკავშირებით და ა.შ, საქმე არ გამოვა. აი, ეს გარანტიები უნდა იყოს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა. ამასთან, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ თქვა, რომ აუცილებელია, მოხდეს შეთანხმება მინიმალურ ხელფასთან და პირობებთან დაკავშირებით. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში, ბიზნესს არაადეკვატური შეთავაზება აქვს, რის გამოც მოქალაქეებს დასაქმება არ სურთ. „ვაკანსიებს გადავხედოთ, დამლაგებელი რომ უნდა ხოლმე ბიზნესს 90/60/90 და სამი ენის ცოდნა, ასე კადრებს ვერ იპოვიან და ხელფასს გააჩნია კიდევ, რას აძლევენ“, – განაცხადა პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, მუდმივად მიდის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში უმუშევრობაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შრომის ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა, ვის სურს დასაქმება რეალურად, რა კვალიფიკაცია აქვთ ადამიანებს და სახელმწიფოს წვლილი რა არის იმაში, რომ მათი პერეკვალიფიკაცია მოახდინოს. „ბოლო-ბოლო, გზა გაგვყავს და საქართველოს არ სჭირდება წელიწადში 3 000, ან 3 500 მეწაღე, მეგზევე სჭირდება და მეგზევის პროფესია უნდა აითვისოს. ამას თუ ჩავანაცვლებთ ჩინელებს, როგორც ახლა არის ჩანაცვლებული, მაშინ პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები ვერ საქმდებიან“, – განაცხადა პეტრიაშვილმა. ირაკლი პეტრიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბიზნესი კადრის გაზრდაზე უნდა ფიქრობდეს. „ამის ნათელი მაგალითი არის კვარაცხელია. კვარაცხელიას უქირავებენ კარგ მწვრთნელს, დებენ მასში ფულს და პლუს, ხელფასს უმატებენ, რომ კონკურენცია არ გაუწიოს „რეალმა“, „ლივერპულმა“, თუ სხვამ. ამიტომ, ბიზნესმა კადრის განვითარებაში ფული უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, ბიზნესი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს პროფესიული სასწავლებლების განვითარების პროცესში.
  7. რუსეთის ხელისუფლებამ გააფართოვა ე.წ. არამეგობრულ ქვეყანათა და ტერიტორიათა სია და მასში ბრიტანეთის 11 ზღვისიქითა ტერიტორია შეიტანა, მათ შორის არიან ცნობილი ოფშორული იურისდიქციის მქონე ბერმუდის კუნძულები და კაიმანი. ქვეყნების სია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული. საუბარია ძირითადად მცირე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთზე არ იმყოფება მუდმივი მოსახლეობა, ან მათზე მცხოვრებთა რაოდენობა ათეულ ან ასეულ ადამიანს არ აღემატება. გარდა ამისა, ბერმუდზე დარეგისტრირებულია ასობით თვითმფრინავი, რომლებიც რუსეთის ავიაკომპანიებს ლიზინგის წესით ჰყავთ შეძენილი. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ბერმუდის ხელისუფლებამ ამ თვითმფრინავებს გაუუქმა ზაფხულის პერიოდში მოქმედი სერტიფიკატები, მაგრამ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აკრძალვის მიუხედავად მათ ფრენის ნებართვა მისცა. მაგრამ იმის გამო, რომ არსებობს საფრენი აპარატების დაპატიმრების საფრთხე, რუსული კომპანიების კუთვნილი სანქცირებული ლაინერები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვეღარ დაფრინავენ. მანამდე არამეგობრულ ქვეყანათა შორის რუსეთმა შეიტანა ბრიტანეთის სამეფოს მფლობელობაში არსებული ჯერსი, გერნსი და მენი და ასევე ოფშორული იურისდიქციით ცნობილი ზღვისიქითა ტერიტორიები - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და გიბრალტარი. მთლიანობაში უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ რუსეთმა არამეგობრულად ცნო 40-ზე მეტი სახელმწიფო, ბრიტანეთის მფლობელობაში არსებული ტერიტორიების ჩათვლით მათი რაოდენობა უკვე 60-ს აღემატება. რუსეთის მთავრობა ამ სიას ადგენს პრეზიდენტ პუტინის მიერ 2021 წლის აპრილში გამოცემული განკარგულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს „უცხოეთის სახელმწიფოების არამეგობრულ ქმედებებზე ზემოქმედებისთვის ზომების მიღებას". ამ ჩამონათვალშია უკრაინა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური და იაპონია. რადიო თავისუფლება
  8. 72 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობა და ფიზიკური დაზიანებები - სავარაუდო მოძალადეს, 30 წლის მამაკაცს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ირკვევა, რომ მამაკაცი, რომელსაც ეძებენ, ძალადობის მსხვერპლი ქალის მეზობელია. "კურიერმა" ცოტა ხნის წინ ჩაწერა მსხვერპლი ქალი, რომელიც თავდასხმის გარემოებებს აღწერს. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. "შემოვიდა ღამის 10:00 საათზე. დამესხა თავს, მკრა ხელი და დამაწვინა იატაკზე, თან კარები ჩაკეტა, შუქი ჩააქრო. მოწეულში იყო. ქილა გამიტყდა და ამ შუშაზე მაფხოკიალა. მე მხოლოდ ფეხი გამეჭრა, იმასაც სულ სისხლიანი ჰქონდა ყველაფერი. დალურჯებები მაქვს, პოლიციამაც შემამჩნია. პირზე ხელს მაფარებდა. ვიცნობდი, მეზობელია. უნდა დაიჭირონ, ახლა ეძებენ, გაქცეულია," - აცხადებს ქალი "კურიერთან" ინტერვიუში.
  9. 5 წლის ელენე ხერგიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, მისი დიაგნოზია ყიფლიბანდის ნაადრევი გაძვლიანება, რაც თავის ტვინს ხელს უშლის განვითარებაში, იწვევს მის დაზიანებას, რამაც გამოიწვია პატარა ელენეს ჯანმრთელობის დარღვევა, დაუქვეითდა მხედველობა, ყურთასმენა და ყოველივე ეს აისახა ბავშვის მეტყველებაზე. ელენეს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მსგავსი ოპერაციები საქართველოში არ კეთდება. აუცილებელია, მას ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდეს თურქეთის რესპუბლიკაში. ოჯახს არ გააჩნია ბავშვის მკურნალობისათვის საჭირო თანხა და საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ანგარიშის ნომრები: საქართველოს ბანკი Bank of Georgia #GE90BG0000000538242199 ლიბერთი ბანკი Liberty bank #GE83LB0711177643480000 მიმღები: მონიკა აბრალავა - ელენე ხერგიანის დედა (მიუთითეთ ქველმოქმედებისთვის)
  10. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე წერს, რომ, ე.წ. "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის გამო, რუსეთს ყველა სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა. „ჩვენ გაფრთხილებდით რუსეთის გეგმებზე, ჩაეშალა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. ახლა მოსკოვი ტყუილი საბაბით ბლოკავს „მარცვლეულის დერეფანს“, რომელიც უზრუნველყოფდა მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოითხოვოს რუსეთისგან - შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს“, - წერს კულება ტვიტერზე. „მარცვლეულის შეთანხმებას“ მოქმედების ვადა ნოემბერში ეწურება და, როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ბოლო პერიოდში აცხადებდა, ჯერ გაურკვეველი იყო მისი შემდგომი გაგრძელების საკითხი. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი საბაბს ეძებდა. 29 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ ქვეყანა გამოეთიშა „მარცვლეულის შეთანხმებას“, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, ივლისის ბოლოს შედგა. ამ შეთანხმების შედეგად მოხერხდა, უკრაინის პორტებიდან გაეტანათ მანამდე რუსეთის მიერ „დაპატიმრებული“ უკრაინული ხორბალი. რუსეთის დაყოლიებას მაშინ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა მსოფლიოში არ ეშიმშილა მილიონობით ადამიანს. მაგალითად, ეთიოპიაში სურსათით დახმარება 20 მილიონ ადამიანს ესაჭიროება. რუსეთი აცხადებს, რომ „მარცვლეულის შეთამხმება“ შეაჩერა გაურკვეველი ვადით, რადგან ვეღარ იძლევა უსაფრთხოების გარანტიებს ანექსირებულ სევასტოპოლში მომხდარის შემდეგ. თავდაცვის სამინისტროს მსგავსად, რუსეთის საგარეო უწყებაც იმეორებს, რომ ანექსირებულ სევასტოპოლში რუსეთის გემებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ „ტერაქტი“ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ განახორციელეს. რუსეთი ირწმუნება, რომ „ტერაქტი“ მიმართული იყო, მათ შორის იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ „ჰუმანიტარული დერეფნის“ უსაფრთხო ფუნქციონირებას და ამიტომ, თითქოს, გარანტიები აღარ არსებობს. „რუსული მხარე ვერ იძლევა „შავი ზღვის ინიციატივაში“ მონაწილე სამოქალაქო მშრალი ტვირთის გემების უსაფრთხოების გარანტიას და დღეიდან გაურკვეველი ვადით აჩერებს მის განხორციელებას. შესაბამისი მითითებები მიეცათ რუსეთის წარმომადგენლებს სტამბოლში მოქმედ ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრში, რომელიც აკონტროლეს უკრაინული სურსათის ტრანსპორტირებას“, - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, "ბრიტანელი სპეციალისტები", რომლებიც უკრაინელ სამხედროებს "ტერაქტში" ეხმარებოდნე, ბაზირებული არიან ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვში და იქ წვრთნიან მათაც. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ბრალდებებს „ეპიკური მასშტაბის ტყუილი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტყუილებს რუსეთის იგონებს, რათა „ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში უკანონო შეჭრასთან დაკავშირებული კატასტროფული სიტუაციიდან“. 29 ოქტომბერს, დილით, აფეთქებების ხმა გაისმა ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის ყურეში. სევასტოპოლის "გუბერნატორის" მიხაილ რაზვოზჟაევის თქმით, შავი ზღვის ფლოტის გემები "უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმას იგერიებდნენ". რადიო თავისუფლება
  11. „მზიურის“ პარკში „ევროპის სპორტის კვირეული“ გაიხსნა, რომელიც ევროკომისიის ინიცირებული პროექტია. „მზიურის“ პარკში მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც წარმოდგენილი იყო სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. პროექტი ზედიზედ მეხუთედ ჩატარდა. ევროპის სპორტის კვირეულზე წარმოდგენილი იყო მხიარული სტარტები, ფრისბი, სახალისო ხელბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ბეისბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, სკეიტბორდი, ბავშვთა ძიუდო, უშუ, ფარიკაობა, ბადმინტონი, სამაგიდო თამაშები (ჭადრაკი, შაში, გო, ნარდი), ნორდიული სიარული, ბავშვთა კუთხე. სპორტული კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტის სხვადასხვა სპორტულ ფედერაციასთან ერთად“. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკომისია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. ავტორი - მერაბ მამულაშვილი
  12. ლიზ ტრასის მობილური ტელეფონი გატეხეს კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, როდესაც ის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. კიბერკრიმინალებმა მოახერხეს ღირებულ მონაცემებზე წვდომა. ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ზე დაყრდნობით ავრცელებს, შემდეგ კი ეს სიახლე Reuters-მაც გააშუქა. გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა, სავარაუდოდ, მიიღეს წვდომა საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების საიდუმლო დეტალებზე, მათ შორის უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე, ასევე ტრასის და კვაზი კვარტენგის კერძო მიმოწერაზე, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ფინანსთა სამინისტროს. კიბერკრიმინალების განკარგულებაში იყო მიმოწერა ბორის ჯონსონის კრიტიკასთან დაკავშირებითაც. ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ აკეთებს, მაგრამ თქვა, რომ მთავრობას აქვს საიმედო მექანიზმები კიბერშეტევებისგან დასაცავად. ოპოზიცია აღშფოთებულია ფაქტით და გამოძიებას ითხოვს. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სრულად დაცვის მნიშვნელობას... ასევე არსებობს სერიოზული კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ გაჟონა ამ ინფორმაციებმა“,- თქვა ლეიბორისტების სპიკერმა, ივეტ კუპერმა. პრაიმ თაიმი
  13. ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებაში“. განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. „რუსეთის გადაწყვეტილება, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს მარცვლეულის ექსპორტის მთავარ მარშრუტს. ევროკავშირი დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს მარცვლეულის შეთახმებაში“, – განაცხადა ბორელმა. შეგახსნებეთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა. ავტორი - თამთა რუხაძე
  14. რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას. „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არის განცხადება, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ“, – აცხადებს ბლინკენი. სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს ამწვავებს. ავტორი - თამთა რუხაძე
  15. რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო განიხილავს ტიტულის ჩამორთმევას იმ ვარსკვლავებისთვის, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, ვარსკვლავთა შორის არიან ალა პუგაჩოვა, მაქსიმ გალკინი, ანდრეი მაკარევიჩი და სხვები. მოგეხსენებათ, ახლა ეს საკითხი კანონპროექტის ეტაპზეა. თუმცა, თუ ეს კანონი გახდება, ისინი, ვინც საჯაროდ არ დაუჭირა მხარი „სვო“-ს (ასე ჰქვია ომს რუსეთში) „სახალხო“ და „დამსახურებულთა“ რიგებიდან ამოირიცხება. ასევე დაზუსტებულია, რომ მათ სურთ გააუქმონ მოქალაქეობა იმ ვარსკვლავებს, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად. პრაიმ თაიმი
  16. ამერიკელი ქალი ირწმუნება, რომ წითელი ლაქის წასმის შემდეგ, მას პაემნებზე უფრო ხშირად პატიჟებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. „წითელი ფერის ლაქის თეორია - რეალურია. მას შემდეგ რაც წითელი ლაქის წასმა დავიწყე, უამრავი მამაკაცი მპატიჟებს პაემანზე", - ამბობს მელის მარტინო. ნუნუკა სუხიაშვილი
  17. აშშ-ში კაცი, რომელმაც მკვლელობისთვის ციხეში თითქმის ოთხი ათეული წელი გაატარა, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა სხვა პირის დანაშაულზე მიუთითა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მორის ჰასტინგსი 1983 წელს კალიფორნიაში რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობისთვისა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ის შტატების ციხეში სასჯელს 38 წელზე მეტხანს იხდიდა. თუმცა, დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა მიუთითა სხვა პირის დანაშაულზე, რომელიც ციხეში 2020 წელს გარდაიცვალა. რობერტა უაიდერმაიერის ცხედარი 1983 წელს თავის მანქანის საბარგულში იპოვეს. მას ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, ასევე აღენიშნებოდა სექსუალური ძალადობის კვალი. დაზარალებულის გაკვეთის დროს პირის ღრუში სპერმა აღმოაჩინეს. ჰასტინგი დაკავების მომენტიდან თავს უდანაშაულოდ გრძნობდა, მაგრამ 2000 წელს ოლქის პროკურორმა უარი განაცხადა არსებული ბიოლოგიური მასალით დნმ-ის ტესტის ჩატარებაზე. საბოლოოდ ჰასტინგის მოთხოვნა ტესტის ჩატარების შესახებ 21 წლის შემდეგ მიიღეს, შედეგებმა კი აჩვენა, რომ სპერმა სხვა პირის დნმ-ს შეესაბამებოდა. ქალის მკვლელობისთვის ბრალი სწორედ ჰასტინგს წაუყენეს, პროკურორები მისი სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. 1988 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა ჰასტინგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს პირობით გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. პრაიმ ტაიმი
  18. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში ბრიტანეთს ადანაშაულებს. „ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ბრიტანეთშიც. ლონდონი რუსეთს „ეპიკური მასშტაბის ტყუილში“ ადანაშაულებს. „უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად მიღებული კატასტროფული შედეგების გადასაფარად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ეპიკური მასშტაბის სიცრუის გავრცელებითაა დაკავებული. ეს გამოგონილი ისტორია უფრო მეტს ამბობს, რუსეთის მთავრობაზე, ვიდრე დასავლეთზე“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ავტორი - თამთა რუხაძე
  19. 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, სომხეთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ამზადებს თუ არა ამერიკა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს და თუ ასეა, რით განსხვავდება ის პუტინის სამშვიდობო ვერსიისგან, როგორია მათი მოლოდინები სოჭის შეხვედრასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, პირდაპირი დიალოგი სასარგებლოა საკითხების გადასაჭრელად და ამ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. „როდესაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით: ბოლო მოეღოს ძალადობას, ეს ქვეყნები გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გზაზე დადგნენ. ჩვენ ამ ქვეყნებს მოვუწოდეთ, რომ ისინი უნდა შეხვდნენ იმ ფორმატში, რომელიც მათთვის ყველაზე სასარგებლოა. გვწამს, რომ პირდაპირი დიალოგი სასარგებლოა საკითხების გადასაჭრელად და ამ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. არ ვაპირებ კონკრეტულად კომენტარს რუსეთის ფედერაციის ძალისხმევაზე, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიდგომა ექნებათ ამ მოლაპარაკებების მიმართ. ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის სამეზობლოსა და მის მეზობლებს. 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი. ვფიქრობთ, ის მკვეთრად განსხვავდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან. კიდევ ერთხელ, ჩვენი ერთადერთი მიზანია, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ძალადობის დასრულებას, გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში, რაც ასე ძალიან სურთ სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს“, – განაცხადა პრაისმა. ავტორი - თამთა რუხაძე
  20. ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 52 უკრაინელი სახლში დაბრუნდა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა. "ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. განვახორციელეთ ტყვეების მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 52 ჩვენი ადამიანის - ოფიცრების, მედიკოსების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების გათავისუფლება. მათ შორის - უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ორი "აზოველის" ჩათვლით, საზღვაო ძალების 18 მებრძოლი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის 8 წარმომადგენელი, ტერიტორიული თავდაცვის ძალების 9 მებრძოლი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 3 ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე“, - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, არ წყდება ძალისხმევა პრეზიდენტის დავალების შესასრულებლად, რომელიც ყველა უკრაინელის სახლში დაბრუნებას ითვალისწინებს. იპნ
  21. სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახლახო დამცველის აპარატი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე. ინფორმაციის მიხედვით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უცხო პირები სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას და მათთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე დაყოლიებას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სახალხო დამცველი უკვე სწავლობს მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საზოგადოების ინფორმირებას ამ საკითხზე; ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს - განახორციელონ პროაქტიული და კოორდინირებული ქმედებები. ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ: ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის, ან საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს; საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებს და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ; საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების შემჩნევის შემთხვევაში გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროულად მიმართოს სამართალდამცავებს, მათ შორის, დააფიქსიროს შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112-ში“. სახალხო დამცველი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგიარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს. საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე - 1481“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  22. საქართველოში 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.
  23. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ახლა მკაცრი საერთაშორისო რეაქციაა საჭირო. როგორც გაეროს, ისევე სხვა დონეებზეც, მათ შორის “დიდი ოცეულის” დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის? ეს ნონსენსია. “დიდ ოცეულში” რუსეთის ადგილი არ არის”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მილიონობით მცხოვრები ხელოვნური შიმშილის ან როგორც მინიმუმ, ფასების მკაცრი კრიზისის პირობებში აღმოჩნდეს. “მაგრამ რატომ შეუძლია სადღაც კრემლში მყოფ პირთა ამ რაღაც ხროვას გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ხალხს მაგიდაზე საჭმელი ეგვიპტეში ან ბანგლადეშში? რა არის ეს? მსოფლიო აქვს ძალა, რომ ხალხი ამისგან დაიცვას”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ჩაშლის შესახებ რუსეთის განცხადება “საკმაოდ პროგნოზირებადი” იყო, ვინაიდან მოსკოვმა სასურსათო კრიზისის გააზრებულად გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როდესაც სურსათით სავსე უკრაინული გემების მოძრაობა დაბლოკა. “სექტემბრიდან დღემდე, მარცვლეულის დერეფანში უკვე 176 გემი დაგროვდა, რომელსაც არ შეუძლია თავისი მარშრუტით გასვლა. ეს რუსეთის სრულიად გააზრებული ბლოკადაა”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. იპნ
  24. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. მომხდარზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 23 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.
×
×
  • შექმენი...