Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი, – ამის შესახებ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა მას შემდეგ, რაც სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის განკარგულება გასცა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან. „ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაველოდებით და ვნახავთ, რა მოხდება რეალურად ადგილზე. რაც ვიცით, არის ის, რომ რუსეთი ჯერ კიევის გარშემო ჩრდილოეთიდან განდევნეს, შემდეგ ხარკოვის გარშემო აღმოსავლეთიდან და ახლა ვხედავთ, როგორ ახერხებენ უკრაინელები, ნელ-ნელა უკან დაახევინონ სამხრეთში, ხერსონის გარშემო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებები, მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა ქალაქ ლაიდში ის ბაზაც მოინახულა, სადაც უკრაინელ სამხედროებს ბრიტანელი, კანადელი და ლიეტუველი ინსტრუქტორები წვრთნიან. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბრძანებით, რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს. ავტორი - სალომე თორაძე
  2. ხერსონიდან რუსული ძალების გასვლას სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ეხმაურება. „რუსეთის არმია არ ტოვებს ხერსონს, ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა გააძევა. ნოკაუტში ჩააგდეს მძიმე ბრძოლით, დანაკარგებით, მტრის თავდაცვის მეთოდური გამოფიტვით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით. ძვირფასო ხერსონელებო, აქ ვართ, დავბრუნდით. ასე რომ, თქვენც ბრუნდებით. კეთილი იყოს, თქვენი სახლში დაბრუნება“,- წერს არესტოვიჩი. მისი თქმით, შეტაკებები მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელება, რის შემდეგაც დადგება რთული პერიოდი სტაბილიზაციის ზომებისთვის. ავტორი - სალომე თორაძე
  3. საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განაცხადებით, გერმანიას სურს, საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. როგორც ელჩმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამები მიმართულია ქვეყნის ევროკავშირის გზაზე მხარდაჭერისკენ. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კონცეფციას, იდეას და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ იცით, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანამ უნდა შეასრულოს სამი მოთხოვნა. პირველი არის ევროკავშირის მიზნებისა და ღირებულებების მხარდაჭერა, მეორეა მდგრადი პლურალისტული დემოკრატია და მესამე – ისეთი ეკონომიკა, რომელიც გაუძლებს ევროკავშირის შიდა ბაზრის კონკურენციას. ჩვენ დავუჭერთ და ვუჭერთ მხარს საქართველოს ამ სამივე სფეროში. ჩვენ გვაქვს მრავალი პროგრამა, სადაც ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან პოლიტიკურ ასპექტზე, იქნება ეს ადმინისტრაციული, სასამართლო, თუ ადამიანის უფლებების ასპექტი. მსურს, ხაზი გავუსვა ეკონომიკურ ნაწილს. ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის, პროფესიული უნარების განვითარების, აკადემიური მომზადების, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის და სხვა კუთხით თანამშრომლობის დიდი პორტფელი. საერთო ჯამში, ყველა ჩვენი პროგრამა მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე მხარდაჭერისკენ“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა. რაც შეეხება კითხვას, რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი, პეტერ ფიშერის თქმით, ევროპული პერსპექტივა, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს შესთავაზა, არის ძალიან იღბლიანი რამ. „მე არ გავჩერდები ამ დიფერენცირებაზე. ვფიქრობ, ევროპული პერსპექტივა, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს შესთავაზა, არის ძალიან დიდი და იღბლიანი რამ. მე ვიტყოდი, რომ ჩვენთვის, გერმანელებისთვის არ ყოფილა იმაზე დიდი წარმატება, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის და თავისუფლების საფუძველი. ახლა საქართველოს აქვს ეს შესაძლებლობა. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ძალიან ნათელია, აქ არაფერია იდუმალი. ისტორია გვაჩვენებს, ვინ გაწევრიანდება ევროკავშირში პირველი, ახლა ამას ვერ ვიტყვით. გაწევრიანებისთვის ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობის, რეგულაციების, სტანდარტების სრული ნაკრები და ეს არის დიდი ამოცანა, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, განათების ხარისხს, წყლის ნორმებს, სხვა გარემოსდაცვით კანონებს, ადმინისტრაციულ მოწყობას და ა.შ. ჩემი რჩევაა, ვფოკუსირდეთ ჩვენს წინაშე არსებულ ამოცანებზე, კონკრეტული პროექტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებაზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის ამზადებს. ეს წევრობა საქართველოს ევროკავშირმა შესთავაზა და ევროკავშირს სურს. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ და ჩვენი ოჯახი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე. ასე რომ, მოდით, ვფოკუსირდეთ ჩვენს წინაშე არსებულ პრაქტიკულ სამუშაოზე. ეს არის დიდი მოცულობის სამუშაო, თუმცა მისი შესრულება შესაძლებელია და შესრულდება“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა. რაც შეეხება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12 რეკომენდაციას, პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური პროგრამა, წლის ბოლოსთვის წარადგინოს კანონმდებლობა, რომელიც 12-ვე რეკომენდაციას უპასუხებს, რასაც ყურადღებით აკვირდებიან და მხარს უჭერენ. „ვფიქრობ, ეს 12 რეკომენდაცია ცნობილია, ისინი ძირითადად ეხება მდგრადი პლურალისტური დემოკრატიის ასპექტს. საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან ამბიციური პროგრამა, წლის ბოლოსთვის წარადგინოს კანონმდებლობა, რომელიც 12-ვე რეკომენდაციას უპასუხებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და მხარს ვუჭერთ ამას. არის ორი ასპექტი – ერთი პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და მასში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება. შემდეგ კი იქნება შედეგები. ჩვენ ვნახავთ, რა კანონმდებლობა დამტკიცდება, თუმცა ეს არის პროცესი, სადაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, როგორც გუნდი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუ საქართველოსაც სურს ეს, და ვფიქრობ, მას სურს, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა. კითხვაზე, „საქართველოში ორ თვეზე მეტია, მუშაობთ. რა არის მთავარი მიზნები და პრიორიტეტები, რომლებიც დაისახეთ, როგორც ელჩმა?“, – ელჩი პასუხობს, რომ მისი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში მიმავალი გზის მხარდაჭერა და იმ სფეროების მოძებნა, სადაც შესაძლებელია ერთად მუშაობა აღნიშნული მიზნის მისაღწევად. „თქვენ თქვით ორ თვეზე მეტი და ეს ჟღერს, როგორც ხანგრძლივი დრო, სინამდვილეში კი, ძალიან მოკლე პერიოდია. ჯერ მხოლოდ ვიწყებ და ჯერ კიდევ ვსწავლობ, თუმცა ჩემი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირისკენ, ევროკავშირში მიმავალი გზის მხარდაჭერა და იმ სფეროების მოძებნა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილების შემდეგ, ვფიქრობ, ჩვენ სრულ ახალ ვითარებაში ვართ – ყველაფერი ეხება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
  4. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში არსებული დასახლებების ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა. შესაბამისი ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვიტა შექმნას: ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კრესტოვსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, ხერსონის რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციას სამხედრო ადმინისტრაციების ფორმირება დაევალა. იპნ
  5. კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი გამოაქვეყნა. გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღე-ღამეში ხუთჯერ თითო საათით შეუწყდება, ნაწილს კი - ოთხჯერ. მანამდე კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობისას, „«Ачгуара-ს" (აჩიგვარა) მაღალი გადამცემი ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები გამოვლინდა. შეზღუდვები აბონენტებს არსებული ხარვეზების სრულ აღმოფხვრამდე ექნებათ. ოჩამჩირის რაიონში“Ачгуара-ს" (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე, 1 ნოემბერს ავარია მოხდა. მანამდე 4 თვის განმავლობაში, ძველი ხაზების ახლით ჩანაცვლების მიზნით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. 4 ნოემბერს ენერგეტიკოსებმა მაღალი ძაბვის ხაზზე დატვირთვა გაზარდეს, სატესტო რეჟიმმა კი აჩვენა, რომ ის მხოლოდ მინიმალურ დატვირთვას უძლებდა, რის გამოც მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაუწესდათ. გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები გუშინ, 8 ნოემბერს, განაახლეს. ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს აჩიგვარის ხაზით მიეწოდება. აჩგვარის ხაზზე სადენების გამოცვალა 1 ოქტომბერს დაიწყეს. სარემონტო სამუშაოებს „ჩერნომორენერგოს“ (დაახლოებით 20 ადამიანი) და რუსული კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებდნენ. სარემონტო სამუშოებზე დაახლოებით 50 მლნ რუბლი (2 მლნ 200 ათასზე მეტი) დაიხარჯება. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის განცხადებით, რემონტი 15 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების - რუსეთიდან ნაკადის შეწყვეტის გამო - შეჩერდა. 32-კილომეტრიანი გადამცემი ხაზის მხოლოდ 24-კილომეტრიანი მონაკვეთის გამოცვლა მოესწრო. წინასწარი მონაცემებით, გადამცემი ხაზის სრული მონაკვეთის გამოცვლას კიდევ 20 დღე დასჭირდება. ადგილობრივი ოპოზიციის განცხადებით, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშოები მანამდეც უხარისხოდ ჩატარდა. რადიო თავისუფლება
  6. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შესთავაზა, ხერსონის ოლქში ჯარები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანონ. ეს ნიშნავს ქალაქ ხერსონის ჩაბარებას. შოიგუ დათანხმდა ამ წინადადებას და განკარგულება გასცა, ჯარები დნეპრის მეორე მხარეს გადაიყვანონ. შოიგუსადმი თავის მოხსენებაში, რომელიც რუსეთის ტელევიზიით გადაიცა, სუროვიკინმა დაასახელა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მომარაგების პრობლემები. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ჯარების ნაწილი სხვა მიმართულებებზე ამოქმედდება. სუროვიკინის თქმით, დნეპრზე პოზიციები გამაგრებულია. ოქტომბრის მეორე ნახევარში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მცხოვრებლებს შესთავაზა, მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. სუროვიკინმა ასევე განაცხადა, რომ ხერსონის ბედთან დაკავშირებით შესაძლებელია „არამარტივი გადაწყვეტილებები“. ხერსონიდან ევაკუირებულია რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებები, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მოღვაწეთა ძეგლები, თავად გრიგორი პოტიომკინ-თავრიდელის ნეშტი. ადმინისტრაციული შენობებიდან ჩამოღებულია რუსეთის დროშები. ამასთან, უკანასკნელ მომენტამდე აცხადებდნენ, რომ ქალაქი თავდაცვისთვის ემზადება. ოთხშაბათს, სუროვიკინის გამოსვლამდე გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის ჯარების იერიშის შესახებ ნიკოლაევის რაიონის სოფელ სნიგირიოვკის რაიონში, ხერსონიდან ჩრდილოეთით. იტყობინებიან ასევე, რომ რუსეთის სამხედროებმა მდინარე დნეპრზე რამდენიმე ხიდი ააფეთქეს.
  7. ახლად აშენებული გაზსადენის ერთიანი გაზმომარაგების სისტემაში ჩართვის მიზნით, ხვალ, 10 ნოემბრის 22:00 საათიდან 11 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება 11 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: მეველის ქ. 11, 13, 17, სერგი წულაძის ქ. 32-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, წულაძის ქ. 15, 23, წულაძის 1 გას. 2, წულაძის ქ. 28-30, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 56 (ბერი გაბრიელ სალოსის I შეს. 1), ჩოლოყაშვილის III შეს. 3ა (იგივე ბერი გაბრიელ სალოსის I შეს. 3), დიდგორის ქ. 3, დოდაშვილის ქ. 58, 62, სახალხოს ქ. 1, 3, 3/3ა, 6, ქედის კომუნა 3-ში (შალვა დოლიძის ქ. 3), როსტომაშვილის ქ. 13, ჩოხელის ქ. 12-ში, ბალადანის, დიდგორის, კობა ჩოხელის, მალხაზოვის, მეველეს, გუდარეხის, რუსუდანის, ნარგიზის, ციხისძირის, ქედის, კომუნის, ლერწმის მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას; ქეთევან წამებულის (წმ. ქეთევან დედოფლის) გამზ. 63ა, 63ბ, 65, 67, 69, 73, სტეფანე ჭრელაშვილის, ჩოლოყაშვილის I კვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 9), 2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 11), 3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 13), 4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 15), 5 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 17), ჩოლოყაშვილის ქ. 57-1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 37), 57-2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 41), 57-3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 35), 57-4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 39), ჩოლოყაშვილის ქ. 1/1 (გაბრიელ სალოსის გამზ. 3), ჩოლოყაშვილის ქ. 1/2 (გაბრიელ სალოსის გამზ. 5) ჩოლოყაშვილის ქ. 1/3-ში (გაბრიელ სალოსის გამზ. 1), ჩოლოყაშვილის ქ. 1-7/1 (მიხეილ აბრამიშვილის ქ. 37), ჩოლოყაშვილის ქ. 48ა (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 48ე), ბერი გაბრიელ სალოსის მოედ. 3-ში მდებარე შპს „ასორტი გრუპის“, ჩოლოყაშვილის II კვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 43), 2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 45), 3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 47), 3ა (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 49), 4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 51), 5 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 53), ჩოლოყაშვილის ქ. 52- ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას; ბაღდადის (რიჩა რდ-ჰოლბრუკის), ნავთლუღის ქ. 10-ში მდებარე შპს „პრაიმ არქის“ საცხოვრებელი კომპლექსის, მატროსოვის, ტბელის, საექიმოს გასავალის (ვლ. ლობჟანიძის), სოლომონ დოდაშვილის, რთველაძის, ჩკალოვის, ბაღდადის (რიჩარდ ჰოლბრუკის), ჰოსპიტალის შეს-ის, სამხედრო ქალაქის, ასევე ლერწმის, მეგობრობის, წერნაკის, II, III დოლაბაურის, კაჭარავას, უჯარმის, პატარძეულის, ორთაჭალის ტურფის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის (არტურ ლაისტის ქ. 3, 5, 6, 7, 9, 11-ის კორპუსების მოსახლეობა), არტურ ლაისტის ქ. 4-ში მდებარე შპს „ტიფლისისა“ და შპს „ორთაჭალის თაუერის“ საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მიმდებარედ – ნიკოლა ბაჟანის, მარჯორი უორდროპის, არტურ ლაისტის მეგობრობის, აჰმედ ჯავადის, მიხეილ აბრამიშვილის, გრიგოლ აფშინაშვილის, მეგობრობის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ-ზე, მალხაზოვის შესახვევებში, მანავის, ალექსანდრე ამილახვარის, ჩოლოყაშვილის, ორთაჭალის ტურფის მიმდებარედ, ლერწმის ქუჩის მიმდებარედ, ჩოლოყაშვილის (ახლ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის დასაწყისი) ქუჩის მიმდებარედ – მტკვრის სანაპიროზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს – შპს „ძველი უბანი 2“-ს, შპს „ლიონსს“, რესტორან „ასტორიას“, ბაგა-ბაღი # 215-ს, შპს „თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს“, შპს „მონიოს“, ისანი-სამგორის კომპლექსურ სპორტულ ცენტრს. ასევე, გაზმომარაგება შეუწყდებათ: დოდაშვილის მოედანზე მდებარე გაზგასამართ სადგურ „ვისოლს”, ნავთლუღის ქუჩაზე – ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, პოლიციის შენობას, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – საცურაო აუზს „ოლიმპი“ – შპს „მონიოს“, ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს, ჩოლოყაშვილის ქ. 48-ში – „ფრესკო შოპინგ ცენტრს“ (აბ: შპს „ჯნეს 777“ – რესტორანი „ასტორია“, #215 საბავშვო ბაგა-ბაღს, საექიმოს ქუჩაზე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ნავთლუღის ქუჩაზე – „ისანი მოლს“, სუპერმარკეტ „კარფურს“ (შპს „ქროსი 2“), ქ. წამებულის გამზ. 69-ში – სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“, ნავთლუღის ქ. 11-13- ში – შპს „ავერსის კლინიკას“, შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტს“, დოდაშვილის ქუჩაზე – საკონდიტრო „ნარცისს“, ბაღდადის ქუჩაზე – შპს „რივერ ჰოლ თბილს“, ი/მ ელიზა კაპანაძეს, შპს „ომეგა ინვესტს“, # 99 საჯარო სკოლას და ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა ობიექტებს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება პარასკევს – 11 ნოემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება – 21:00 საათზე. „თბილისი ენერჯი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ახლად აშენებული გაზსადენი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, – აცხადებენ კომპანიაში.
  8. დიდი ბრიტანეთი აძლიერებს უკრაინელ ჯარისკაცთა დახმარებას ზამთარში იმის ფონზე, რომ ახლოვდება საკვანძო მნიშვნელობის ბრძოლები ხერსონში და რუსეთის მობილიზებულ ჯარებს პრობლემები აქვთ ბრძოლის ველზე, განაცხადა 9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა. როგორც Reuters-ი იტყობინება, უოლესი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად აკვირდება უკრაინელ სამხედროთა წვრთნას სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე ქალაქ ლიდში. ამასობაში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით მიაწვდის 12 ათას საძილე კომპლექტს უკიდურესი ყინვების პირობებისთვის. რადიო თავისუფლება
  9. 9 ნოემბერს დაიღუპა უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი. წინასწარი მონაცემებით ის ავტოავარიის მსხვერპლი გახდა, იტყობინება რუსეთის ხელისუფლება. ჩინოვნიკის სიკვდილის შესახებ ერთ-ერთი პირველები იტყობინებოდნენ რუსი სამხედრო ჟურნალისტი სემიონ პეგოვი, ბლოგერი ბორის როჟინი და სახელმწიფო ტელეარხი RT. რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის ოლქის ხელში ჩაგდების შემდეგ სტრემოუსოვი რუსეთის მთავარი სპიკერი იყო რეგიონში. ის ოფიციალურ პირთაგან პირველი იტყობინებოდა რეგიონის ანექსიის მზადების შესახებ. სტრემოუსოვი დაიღუპა რუსეთის მიერ დაკავებული პოზიციების წინააღმდეგ უკრაინის ჯარების იერიშის დროს. მოსკოვს ხერსონიდან გაჰყავს პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა. ბევრი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ რუსეთი ქალაქის ჩასაბარებლად ემზადება. იტყობინებიან, რომ რუსეთის ხელისუფლება ცუდად აკონტროლებს ხერსონის იმ ნაწილს, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, იქ გახშირდა ძარცვა, მაროდიორობა, დარჩენილი საწარმოები უარს ამბობენ, ფულადი ანგარიშსწორება რუბლებში აწარმოონ. 9 ნოემბერს გამოცემა „მედუზა“ იტყობინება, რომ კრემლმა მის კონტროლქვეშ მყოფ მედიას სთხოვა, ნაკლებად დაიმოწმონ ხოლმე სტრემოუსოვი, ასევე სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც ომის მხარდამჭერები არიან, მაგრამ აკრიტიკებენ სამხედრო მოქმედებების მსვლელობას უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში.
  10. 2023 წლის იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს მედიკამენტებზე მაქსიმალური ფასის დადგენას და წლის ბოლომდე განსაზღვრავს ყველა წამლის ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, მედიას ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფერენტული ფასის დაწესება დაახლოებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. მინისტრის თქმითვე, ჯერ არ არის განსაზღვრული, რომელ ქვეყნებს აიღებს საქართველო ფასის შესადარებლად. მთავრობამ 9 ნოემბერს წამლის რეფერენტული ფასის განსაზღვრისთვის მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იქნება, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭოს უფლება, დააწესოს მედიკამენტის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. დაწესდება ასევე ჯარიმები კანონის დამრღვევთათვის. ჯარიმის ოდენობა, მინისტრის თქმით, 5 ათასიდან 50 000 ლარამდეა გათვალისწინებული. „1 100 დასახელების მედიკამენტებს შეეხება იანვრიდან. მეორე კვარტლიდან ვფიქრობთ, სარეცეპტო მედიკამენტებს შეეხება, წლის ბოლომდე კი ყველა პრეპარატზე. ზედა ზღვარი გვექნება დაწესებული რეფერენტული ქვეყნების მიხედვით“, – აცხადებს ზურაბ აზარაშვილი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე შემუშავდება რეფერენტული ფასი, შემდეგ, წლის ბოლომდე კი - ეტაპობრივად სხვა წამლებზეც. მინისტრმა განმარტა რეფერენტული ქვეყნების შერჩევის მეთოდოლოგიაც და თქვა, რომ ამ პროცესში ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტებიც. „ჩვენ გვყავს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი კონსულტანტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით, რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში რეფერენტული ღირებულებები დანერგეს. ვფიქრობ, უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქნება. ნებისმიერ მოლეკულაზე, რაც ჩვენთან იყიდება, იმ ბაზრებზე მოვიძიებთ, რა ბრენდული დასახელებით იყიდება, საშუალოს გამოვიყვანთ და ამის მიხედვით განისაზღვრება ღირებულების მაქსიმალური ჭერი“, – თქვა ზურაბ აზარაშვილმა. მედიკამენტებზე რეფენტული ფასის განსაზღვრა ნაწილია სახელმწიფოს მიერ წამლის ფასის რეგულირების პროცესისა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იმის გამო, რომ სახელმწიფომ მოსახლეობას თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა მისცა, უკვე დაიზოგა დაახლოებით 100 მილიონი ლარი. წამლის ფასის განსაზღვრის აუცილებლობაზე მსჯელობა ახალი არ არის - 2010 წელს "ქართულ დასს" ჰქონდა მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა. რადიო თავისუფლება
  11. შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე და ახლა, “შექმნილი რეალობის გათვალისწინებით”, მზადაა დიალოგისთვის. “ჩვენ ჯერ კიდევ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არასდროს გვითქვამს მათზე უარი, მზად ვართ ისინი ვაწარმოოთ, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ამ მომენტში იქმნება”, - თქვა ზახაროვამ. იპნ
  12. ევროკომისია 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მაკროსაფინანსო დახმარება შეღავათიანი კრედიტების სახით გამოიყოფა, რომელსაც უკრაინას რეგულარულდ, ნაწილ-ნაწილ გადასცემენ. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაწერა, რომ დაფინანსება მოხმარდება მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენასა და ინსტიტუტების გაძლიერებას. “ევროკავშირი აგრძელებს უკრაინისადმი სოლიდარულობას. ჩვენ ვთავაზობთ 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს 2023 წლისთვის. დაფინანსება მოხდება რეგულარული ტრანშებით, რათა დავეხმაროთ მოკლევადიან პერსპექტივაში აღდგენას და ინსტიტუტების გაძლიერებას. ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინის აღდგენისთვის”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ის პირად გვერდზე. იპნ
  13. ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაური პენიტენციური დაწესებულებიდან „ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის. უვადო პატიმრობამისჯილი მწყემსი ციხეში ყოფნიდან 3 წლის შემდეგაც აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. კობაური განმარტავს, რომ მოკლულ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრა აღარ სურს, ვინაიდან ამას ვერ ბედავს, თუმცა მზადაა, რაიან სმიტის ძმას ესაუბროს. „3 წელია უკვე აქ ვზივარ და ძალიან ბევრი დრო მქონდა იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ძალიან რთულია ამ ყველაფერს გაუძლო, მაგრამ მხოლოდ ის მაძლიერებს, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ახლობლები, ყველანი დღემდე ჩემ გვერდით არიან და ჩემს უდანაშაულობაში ერთი წუთითაც არ შეუტანიათ ეჭვი. მამა ჩემთან პაემნებზე არ მოდის, არ ვიცი რატომ, ალბათ, მისთვის კიდევ უფრო რთულია მისი შვილის ასეთ დღეში ხილვა, თუმცა ტელეფონით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. დედა და ჩემი ძმა კი გამუდმებით მოდიან ჩემთან და მათი მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებს“, - აცხადებს მსჯავრდებული. კობაურის განმარტებით, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ სამართალდამცავებს მისთვის ცნობილი ინფორმაცია არ მიაწოდა. „მე არ ვარ დამნაშავე და სიცოცხლის ბოლომდე ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს ამ პოზიციას. ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ პოლიციის თანამშრომლებს თავიდანვე არ ვაცნობე იმის შესახებ, რომ ჩემთვის რაიან სმიტის მკვლელობის შესახებ ცნობილი იყო. მე უბრალოდ შემეშინდა, რომ ყველაფერს მე დამაბრალებდნენ და მთელი სისტემა ჩემზე შეიწმენდდა ხელებს. საბოლოოდ კი ასეც მოხდა“, - განაცხადა კობაურმა. ის ასევე გამოეხმაურა რაიან სმიტის დედისგან, ლინ სმიტისგან მიღებულ წერილს, რომელშიც მოკლულის დედა კობაურს “ბევრი ლოცვისკენ” მოუწოდებდა. წერილის მიღების შემდეგ, მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა ახლა აცხადებს, რომ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრას ვერ შეძლებს. „ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მისი მხრიდან წერილის მიღება. უამრავი ვარიანტი და მოსაზრება მქონდა, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და წარმომიდგენია, როგორი რთული იყო ეს მისთვის. სიმართლე გითხრათ, ახლა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ მასთან შეხვედრას ვერ გავბედავდი და ახლაც ვერ შევძლებ, თუმცა შემიძლია მის (რაიან სმიტის) ძმას შევხვდე. მგონია, რომ ის, როგორც მამაკაცი, უფრო გამიგებს და ნაკლებად ემოციური იქნება. წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობენ ისინი მათი ოჯახის წევრების დაკარგვის შემდეგ. ამ ოჯახის მიმართ მადლობისა და პატივისცემის მეტი რა დამრჩენია. ადამიანები, რომელთაც საკუთარი ოჯახის წევრები დაკარგეს, ჩემზე არასწორი და ამაზრზენი ინფორმაცია მიაწოდეს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი არ გაბოროტდნენ და საკუთარ თავში იმის ძალა იპოვეს, რომ ჩემთვის ყველაფერი ეპატიებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მე უდანაშაულო ვარ, მესმის ის გარემოებაც, რომ ამის დამტკიცება მათთვის ძალიან რთულია. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის“, - აცხადებს კობაური. ცნობისთვის, 2018 წელს, ხადას ხეობაში მკვლელობა მოხდა. რაიან და ლორა სმიტების, მათ შორის, მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კობაური ბრალს არ აღიარებს.
  14. რუსეთმა სავარაუდოდ დაკარგა ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გახარჯა მაღალი სიზუსტის შეიარაღების დიდი ნაწილი, – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო კამპანია კრემლის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მარცხი გახდა. „პუტინმა წარუმატებლობა განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო დასუსტებული გამოვა, ვიდრე მის დაწყებამდე იყო“, – აცხადებს კალი. როგორც მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში რამდენჯერმე აღემატება საბჭოთა კავშირის დანაკარგებს ავღანეთში. „პუტინი ამ ომზე უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული ქვეყნის განადგურების მცდელობით წავიდა. მან წარუმატებლობა განიცადა და ეს არ შეიცვლება. სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა გადარჩება“, – განაცხადა კოლინ კალიმ. ამასთან, როგორც კოლინ კალი აღნიშნავს, აშშ-ის ადმინისტრაცია არ ცდილობს უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მიზნით და რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებით იქნება მზად, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი. „ჩვენი პოზიციაა, რომ ვუბიძგოთ უკრაინელებს მოლაპარაკებისკენ იქამდე, ვიდრე ისინი მზად იქნებიან. ეს არის იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმოქმედონ ძალის პოზიციიდან, როდესაც ისინი მზად იქნებიან ამისთვის“, – აღნიშნა კალიმ. როგორც ამერიკელი მაღალჩინოსანი პროგნოზირებს, ზამთრის დადგომასთან ერთად გართულდება ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ჩატარება და საბრძოლო მოქმედებების ინტენსიურობა დაიკლებს, რაც დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობა იქნება. ავტორი - სალომე თორაძე
  15. სამხედრო მოსამსახურე კურსკის ოლქიდან, რომელიც არმიაში გაიწვიეს ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, ჰყვება რუსეთის არმიის დიდ დანაკარგებზე უკრაინის ლუგანსკის ოლქში. მობილიზებული პირის მშობლებთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა გამოცემა "Вёрстка-მ". სამხედროს თქმით, მობილიზებულთა ჯგუფი ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს საჭირო წვრთნისა და აღჭურვის გარეშე. ის ამბობს, რომ სამხედროებს შეიარაღება არ აქვთ, არტილერია არასწორი მიმართულებით ისვრის, იარაღი 1985 წელს არის გამოშვებული და ჯარისკაცები ანასხლეტებით იღუპებიან. "გვიშველეთ, არ გვინდა საზარბაზნე ხორცი ვიყოთ", - ამბობს სამხედრო მოსამსახურე. ის დასძენს, რომ მობილიზებული სამხედროების ჯგუფმა, რომლის წევრიცაა, "ამბოხება მოაწყო" და უარს აცხადებს საომარი დავალებების შესრულებაზე. უფრო ადრე კურსკის ოლქიდან მობილიზებული პირების ომოცდააათამდე ნათესავი ორი დღის განმავლობაში აქციას მართავდა სამხედრო პროკურატურის და ოლქის ადმინისტრაციის შენობებთან. ისინი მოითხოვდნენ სამხედროების ფრონტის წინა ხაზიდან გამოყვანას, რადგან, მათი თქმით, ჯარისკაცებს შესაბამისი წვრთნა არ აქვთ გავლილი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის. პუტინის თქმით, გაწვევას ექვემდებარებოდნენ რეზერვში მყოფი მოქალაქეები და პრიორიტეტი ენიჭებოდა მათ, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ფრონტზე გაგზავნამდე მობილიზებულებს შესაბამისი მომზადება უნდა გაევლოთ. უფლებადამცველები რეგულარულად იუწყებიან მობილიზაციის ამ გამოცხადებული წესების დარღვევებზე და იმაზე, რომ მობილიზებულთაგან ბევრს სამედიცინო შემოწმებაც კი არ უტარდება. 28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გატარებული ზომები დასრულდა. რადიო თავისუფლება
  16. ნატოს მომავალი სამიტი, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ნატოელი მოკავშირეების ლიდერთა მონაწილეობით ლიეტუვაში გაიმართება. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 9 ნოემბერს, იმ ფონზე, როცა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ზრდის უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთებას ევროპასა და ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში. "ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვართ ყველაზე რთულ და წინასწარ განუსაზღვრელ ვითარებაში", - თქვა სტოლტენბერგმა და განაცხადა, რომ 30 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ვილნიუსში შეიკრიბებიან 2023 წლის 11-12 ივლისს. სტოლტენბერგის თქმით, ლიდერები განიხილავენ ნატოს რუსეთსა და უკრაინასთან ახლოს მდებარე წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის გზებს და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას. ნატოს მომავალი სამიტი ასევე შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა თავდაცვის სფეროზე გაღებული ხარჯები, რომლებიც თანდათანობით იმატებდა მას მერე, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება განახორციელა, ხოლო თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა. რადიო თავისუფლება
  17. საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს. "ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - აცხადებენ უწყებაში. სამინისტროში თქვეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები სხვა ანგარიშებთან ერთად გამოქვეყნდება. "NCDC დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებს მიმართვის შემთხვევაში", - დასძენენ უწყებაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტმა კოვიდინფიცირების შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემები 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 1 792 109 შემთხვევა იყო გამოვლენილი, გარდაიცვალა 16 900-ზე მეტი ადამიანი.
  18. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი ახლო მომავალში შეხვედრას გამართავენ და განიხილავენ შემოწმებების აღდგენის პერსპექტივას ახალი START-ის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირებას ითვალისწინებს. შემოწმებები შეჩერდა მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოსვლისას, პრაისმა თქვა, რომ ორმხრივი საკონსულტაციო კომისია - ანუ მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის კონტროლის ბოლო არსებული ხელშეკრულების განხორციელება მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის - "ახლო მომავალში შეიკრიბება". რუსეთმა აგვისტოში შეწყვიტა თანამშრომლობა კომისიასთან, და ამის მიზეზად ასახელებდა შეზღუდვებს მოგზაურობაზე, რომლებიც ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა დააწესეს მოსკოვის მხრიდან თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ. თუმცა, მოსკოვი ამავე დროს აცხადებდა, რომ კვლავ სურდა ხელშეკრულების პირობების დაცვა. "რუსეთს მკაფიოდ ვუთხარით, რომ ზომები, რომლებიც დაწესდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომის გამო, არ ზღუდავს რუს სპეციალისტებს ახალი START-ის ხელშეკრულების ფარგლებში შემოწმებები ჩაატარონ შეერთებულ შტატებში. იმედი გვაქვს, კომისიის შეხვედრა საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ეს შემოწმებები" - თქვა პრაისმა. ახალი START-ი, რომელიც 2011 წელს ამოქმედდა, მიზნად ისახავს ზედა ზღვრის დაწესებას სტრატეგიულ ბირთვულ ქობინებზე, რომელთა ქონაც აშშ-სა და რუსეთს შეუძლიათ, და სახმელეთო და წყალქვეშა რაკეტების განთავსებაზე, რომლებსაც ბირთვული იარაღის მოქმედებაში მოყვანა შეუძლია. სააგენტო როიტერსი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კომისიის შეხვედრა კაიროში გაიმართება. რადიო თავისუფლება
  19. ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი 8 ნოემბერს მესამედ ესტუმრა უკრაინას, რათა უკრაინელებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა ფეისბუკში, პენის გვარი დღეს გაჩნდა კიევში გახსნილ სიმამაცის ხეივანში, სხვა უცხოელ პოლიტიკოსებთან და ცნობილ ადამიანებთან ერთად, „რომლებიც სულ თავიდან იყვნენ უკრაინის გვერდით“. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შონ პენმა კიევში ჩამოიტანა აშშ-ის კინოაკადემიისგან მიღებული ჯილდო - „ოსკარის“ ქანდაკება. ზელენსკის თქმით, პენი „ოსკარს“ კიევში ტოვებს ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებამდე.
  20. ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფულს ითვისებდნენ, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ჩაატარეს. "ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში. აქვე წერია, რომ საქართველოში ჩატარებულ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 250-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. "განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას", - წერია განცხადებაში. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლ-ცენტრების მოწყობას - გამოძიების ინტერესია დაადგინოს დამნაშავეები, რომლებიც ამ სქემით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების თანხებს ითვისებდნენ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 36 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ არის დაწყებული. რადიო თავისუფლება
  21. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის თანახმად, უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. გენშტაბის ცნობითვე, ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე ისევ აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიასაც. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ბელარუსი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერას და მის უზრუნველყოფას ინფრასტრუქტურით, ტერიტორიით და საჰაერო სივრცით. ბელარუსის ტერიტორიაზე გრძელდება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი საჯარისო დაჯგუფების შექმნაც. უკრაინის არმიის სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 18 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და საჰაერო თავდაცვის სისტემების თავმოყრის რაიონებზე. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 9 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის 1 პუნქტი და ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 ადგილი. რადიო თავისუფლება
  22. საქართველოს ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, როდესაც ქალებმა აჩვენეს მათი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში. ეს ყველაფერი მიდის თამარ მეფემდე და ამ ქვეყნის მრავალ ბრძოლამდე, როდესაც ქალებმა არსებითი როლი შეასრულეს თავდაცვითი ძალისხმევის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოში მიმდინარე კონფერენცია – „ქალები საყოველთაო თავდაცვაში“ არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. „ეს კონფერენცია არის შესაძლებლობა, რომ შევკრიბოთ ერთად საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები ნატო-ს საყოველთაო თავდაცვის კონცეფციასა და საყოველთაო თავდაცვის კონცეფციის შესრულების მიმართ საქართველოს მიდგომაზე. ქალები ასრულებენ ცენტრალურ როლს საყოველთაო თავდაცვის კონცეფციაში და ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ კონფერენციის მიმდინარეობისას. საქართველოს ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, როდესაც ქალებმა აჩვენეს მათი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში. ეს ყველაფერი მიდის თამარ მეფემდე და ამ ქვეყნის მრავალ ბრძოლამდე, როდესაც ქალებმა არსებითი როლი შეასრულეს თავდაცვითი ძალისხმევის მხარდაჭერაში. ეს არის ამის თანამედროვე ვერსია, რათა უზრუნველყოფილი იყო, რომ მთელი საზოგადოება მზად იყოს ისეთი შემთხვებისთვის, იქნება ეს ბუნებრივი კატასტროფა, წყალდიდობა, მიწისძვრა თუ რამე სახის თავდასხმა ან სამხედრო მოვლენა. ნატო-ს საყოველთაო თავდაცვის კონცეფციას მრავალი სხვადასხვა ასპექტი აქვს და ჩვენ მათ დღეს განვიხილავთ“, – განაცხადა დეგნანმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  23. უკრაინული მედია აშშ-ის კონგრესში რენდ პოლისა და ვიქტორია სპარცის მანდატების კვლავ მიღებაზე წერს. რესპუბლიკელმა რენდ პოლმა, რომელმაც მიმდინარე წელს უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარება შეაფერხა, ხმების 61.4 პროცენტი მიიღო. დემოკრატ ჩარლზ ბუკერს კი 38.6 პროცენტი აქვს. უკრაინული მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ კონგრესმენ რენდ პოლს რესპუბლიკელმა ჯონ მაკეინმა 2016 წელს „კრემლის აგენტი“ უწოდა, რადგან იგი ნატო-ში მონტენეგროს გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, 2018 წელს გავრცელდა ხმები, თითქოს რენდ პოლი ცდილობდა, გამხდარიყო შუამავალი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის საკითხის მოგვარების პროცესში. რაც შეეხება ვიქტორია სპარცს, როგორც უკრაინული მედია წერს, ივლისში სპარცმა სთხოვა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, მიეწოდებინა განმარტებები ზედამხედველობის პროცედურებზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებით. კონგრესმენმა უკრაინისადმი ამერიკული სამხედრო დახმარების პროცესში სავარაუდო დაბრკოლებებზე ისაუბრა. ამის შემდეგ აშშ-მა, ევროკავშირმა და ნატო-მ განაცხადეს, რომ უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ, ხოლო უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდებას. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ხმათა 60 პროცენტი აიღო. ავტორი - გივი ბარამიძე
  24. ევროკავშირმა როდესაც ცალსახად მოგვთხოვა და გვითხრა, რომ განსახორციელებელია დეოლიგარქიზაცია, არ შეიძლება გავიგოთ, რომ ამ მოთხოვნის ნაწილში რაიმე შეიცვალა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. „ევროკავშირმა არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია როგორც სისტემურ რეფორმებთან, ასევე სხვადასხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირმა როდესაც ცალსახად მოგვთხოვა და გვითხრა, რომ გასაკეთებელია დეოლიგარქიზაცია, არ შეიძლება გავიგოთ, რომ ამ მოთხოვნის ნაწილში რაიმე შეიცვალა. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ამ რეზოლუციამ რამე შეცვალა, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა კვლავ ძალაშია. ძირითადი სტრუქტურული რეფორმები, რაც ევროკავშირმა საქართველოსგან მოითხოვა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ეს ყველაფერი კვლავ ძალაშია და ეს მოთხოვნები მოთხოვნებად რჩება. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის ნაწილს, რომ ეს მოთხოვნა კვლავ ძალაშია, რამდენიმე თვის წინ რეზოლუციაში, როდესაც ივანიშვილი ჩაიწერა, ის რეზოლუცია არ შეცვლილა და არ წაშლილა“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა. მისივე თქმით, რაც შეეხება გვარამიას საკითხს, „ევროკავშირის მოთხოვნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პლურალური მედიაგარემო და მედიის თავისუფლება“. დაუშვილის განცხადებით, ამ ნაწილში გადასადგმელია ნაბიჯები და გასატარებელია უამრავი რეფორმა. „ეს ყველაფერი იმას გულისხმობს, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საბოლოო ჯამში, „ოცნებამ“ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე გადააგდო, მოატყუა. ამიტომ ამას რომ თავისი შედეგები ექნება, ეს რთული მისახვედრი არ არის. ძირითად ნაწილში რაც იყო გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებაში, ეს საკითხები ჩვენ უკვე გვხვდება ევროკომისიის მოთხოვნებში. ეს რეფორმები უნდა გატარდეს, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამ რეფორმების გატარებაზე და სტატუსის მიღება-ვერმიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ოცნებას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. ანგარიშს მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო ხუთი, ორმა კი თავი შეიკავა. ავტორი - მაკა ლაშხია
  25. პარალიზებულმა კაცმა, რომელსაც არც ლაპარაკი შეეძლო და არც ტექსტის აკრეფა, ნეიროპროთეზული მოწყობილობის საშუალებით ათასზე მეტი სიტყვის დაწერა შეძლო; მოწყობილობა მისი თავის ტვინის ტალღებს სრულ წინადადებებად თარგმნის. კვლევის ავტორის, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის, სინ მეცგერის განცხადებით, „ყველაფერი შესაძლებელია“ — ამ კაცის ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა, რომელსაც ხშირად წერს. შარშან ამავე უნივერსიტეტის მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ტვინის იმპლანტს, სახელად ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი, 50 ძლიერ გავრცელებული სიტყვის თარგმნა შეეძლო, როდესაც მამაკაცი მათ სრულად წარმოთქმას ცდილობდა. ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები აღწერენ, როგორ შეძლეს მისი გაშიფვრა ფონეტიკური ანბანის 26 ასოს მიბაძვით. „მაგალითად, თუ „კატის“ (cat) წარმოთქმას ცდილობდა, უნდა ეთქვა charlie-alpha-tango“, — ამბობს მეცგერი. ამის შემდეგ, მართლწერის ინტერფეისი ენის მოდელირებისთვის გამოიყენეს, რათა მონაცემები რეალურ დროში დაემუშავებინათ და გაერკვიათ შესაძლო სიტყვები ან შეცდომები. მკვლევრებმა 1150-ზე მეტი სიტყვის გაშიფვრა შეძლეს, რაც მათი განცხადებით, ბუნებრივი ინგლისური წინადადების შემცველობის 85 პროცენტზე მეტია. მათი სიმულირებით, ეს ლექსიკონი შეიძლება განივრცოს 9000-ზე მეტ სიტყვამდე, „რაც არსებითად სიტყვების ის რაოდენობაა, რასა ხალხის უმეტესობა ერთი წლის მანძილზე იყენებს“, — ამბობს მეცგერი. მსგავსი: თავის ტვინის ახალი იმპლანტის ჩადგმის შემდეგ... მოწყობილობამ წუთში დაახლოებით 29 ასო გაშიფრა, ცდომილების 6-პროცენტიანი მაჩვენებლით. ეს უნდა ყოფილიყო წუთში დაახლოებით შვიდი სიტყვა. პაციენტ მამაკაცს BRAVO1-ს უწოდებენ, რადგან ის პირველი მონაწილეა ცდისა, სახელად Brain-Computer Interface Restoration of Arm and Voice. ახლა ის 30-იანი წლების მიწურულ ასაკშია. 20 წლისას, ინსულტის შედეგად დიზართრია განუვითარდა — გონივრულად ლაპარაკის უუნარობა, მაგრამ მისი კოგნიტური ფუნქცია ხელუხლებელი დარჩა. კომუნიკაციისთვის იყენებს ბეისბოლის კეპზე დამაგრებულ პოინტერს (საჩვენებელი), რითაც ეკრანზე ასოებს კრეფს. 2019 წელს, მკვლევრებმა მას ქირურგიული ჩარევით თავის ტვინის ზედაპირზე, ლაპარაკზე პასუხისმგებელ ქერქზე გადაუნერგეს მაღალი სიმკვრივის ელექტროდი. თავის ქალაში ჩადგმული პორტის საშუალებით, მეცნიერები აკვირდებოდნენ იმ დროს წარმოქმნილ ელექტრულ მახასიათებლებს, როდესაც ის სხვადასხვა სიტყვების ან ასოების წარმოთქმას ცდილობდა. მეცგერის განცხადებით, BRAVO1-ს ნამდვილად მოსწონს ამ მოწყობილობის გამოყენება, რადგან შეუძლია სწრაფად და ადვილად კომუნიკაცია. მსგავსი: პირველად ისტორიაში, ტვინის იმპლანტის გამოყენებით... კვლევის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იყო, როდესაც BRAVO1-ს უთხრეს, დაწერა ნებისმიერი რამ, რაც სურდა. BRAVO1-ის მოულოდნელ კომენტარებს შორის იყო თუნდაც ის, რომ არ მოსწონდა ის საკვები, რასაც აჭმევდნენ. შარშან, სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილმა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისმა წუთში 18 სიტყვა გაშიფრა, როდესაც მონაწილემ წარმოიდგენა ხელით წერა. თუმცა, მეცგერი ამბობს, რომ საუბარზე დაფუძნებულ მათ მიდგომას „უნიკალური უპირატესობა“ აქვს. 50 ყველაზე გამოყენებადი სიტყვა, რომლებსაც მონაწილე ჩუმად მეტყველებს, შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალ ურთიერთობაში, იშვიათი სიტყვები კი დაიწეროს, რაც მას ორმხრივ უპირატესობას სთავაზობს. კვლევა ჯერ კიდევ საჭიროებს სხვა მონაწილეებში დადასტურებას, მაგრამ მაინც წარმოადგენს გარკვეულ გზას, რათა ხელმისაწვდომი გახდეს იმ ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც ყოველწლიურად კარგავენ მეტყველების უნარს ინსულტის, უბედური შემთხვევებისა თუ დაავადებების გამო. კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
×
×
  • შექმენი...