Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინული ქვედანაყოფები მამაცურად იცავენ თავს, ოკუპანტების საშინელ ზეწოლას უძლებენ. “მადლობის სიტყვები, რომლებსაც ჩვენი დამცველები ახლა ხერსონის ოლქში ისმენენ - ეს მადლობის სიტყვებია ყველა თქვენგანისთვის. ყველასთვის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მუშაობს და ვინც ეხმარება და აღწევს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო შედეგებს. განსაკუთრებით ეს მადლობის სიტყვებია მათთვის, ვინც რუსეთის თავდასხმებს უძლებს დონეცკის ოლქში - იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია. იქ ყოველდღიურად უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები მამაცურად იცავენ თავს, ოკუპანტების საშინელ ზეწოლას უძლებენ, ინარჩუნებენ ჩვენი თავდაცვის ხაზებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მყარი თავდაცვის გამო, დონეცკის ოლქში, ჩვენ შეგვიძლია თავდასხმითი ოპერაციები ვაწარმოოთ სხვადასხვა მიმართულებებით. მე მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს უკრაინას ამ განსაკუთრებით სასტიკ ბრძოლებში. პავლივკა, მარიინკა, პერვომაისკე, ავდიივკა”, -განაცხადა ზელენსკიმ. იპნ
  2. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით 1390 კუსტარული და „მკვლელი“ გაზის დანადგარი საცხოვრებელი ბინებიდან ჩახსნეს. კომპანიის ცნობით, საუბარი ეხება ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე ე.წ. კალონკებსა და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე. კომპანიის განმარტებით, ამით ასეულობით ოჯახი CO-თი ინტოქსიკაციას და ყველაზე მძიმე შემთხვევაში სიკვდილს გადარჩა. ამასთან, „თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს სთხოვს გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთის და დაიცვან გაზის უსაფრთხო მოხმარების აუცილებელი წესები, რომელიც განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე te.ge და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. „თბილისი ენერჯი“ ასევე ავრცელებს სტატისტიკას გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის მონაცემებით თბილისის ყველაზე საშიში უბნების მიხედვით, სადაც პირველ ადგილზეა ისანი, სამგორი და ვაზისუბანია. კომპანიის განცხადებით, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ამ უბნებში ჯამში 517 კუსტარული დანადგარი ჩახსნეს და როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი დიდი ნაწილი განმეორებით ჩაიხსნა. იხილეთ სტატისტიკა სრულად: https://we.tl/t-3TWJvJEejQ
  3. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს. დაღუპულია ორი ქალი. "საშინელი ამბავი გორნოსტაევკადან, რუსმა დამპყრობლებმა დასახლება დაბომბეს", - აცხადებს იანუშევიჩი. მისივე ცნობით, დარტყმები მიზანმიმართულად განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია 10-მდე სახლი. იპნ
  4. დღეს დილით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე ჩამოიტანეს როკფელერის ცენტრთან. 25 მეტრის სიმაღლის ნორვეგიული ნაძვი წელს ამერიკულმა ოჯახმა Queensburry-დან (ნიუ იორკის შტატი) უსახსოვრა ქალაქს. 90 წლის ნაძვმა 200 მილი გამოიარა და ის 30 ნოემბერს საზეიმოდ აინთება. ავტორი: Giorgi Nikolaishvili
  5. დღეს, 12 ნოემბერს ალჟირში ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სანდრო ბაზაძე გახდა. სანდრომ ტურნირი 1/32-ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი მაზენ ელარაბი 15:10 დაამარცხა, შემდეგ მან იტალიელ მიკელე გალოსაც იგივე ანგარიშით სძლია. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოფარიკავე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და 15:9 მოუგო. ყველაზე მარტივი ბაზაძისთვის მეოთხედინალი აღმოჩნდა, სადაც სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:3 დაამარცხა. ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად ელსისს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 15:13 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელი ლუიჯი სამელეს ასევე 15:13 სძლია.
  6. რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ შეთანხმება მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. “ჩვენ გვესმის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე, ამიტომ დღეს ჩვენს დიპლომატიას, სამხედრო დაზვერვასა და სხვა სტრუქტურებს ძალიან აქტიური პოზიცია აქვთ და გულმოდგინედ მუშაობენ, რათა საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცონ თუ რამდენად სახიფათოა ირანის მიერ რუსეთისადმი შეიარაღების გადაცემა”, - განაცხადა დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ. მისი თქმით, არსებობს პრაქტიკული შედეგებიც - რეალური მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ ირანმა საკუთარი პოზიცია შეცვალა და რუსეთისადმი შეიარაღების მიწოდებაში საკუთარი ჩართულობის უარყოფა შეწყვიტა.
  7. თუ რა ვითარებაა დღეისათვის ქალაქ ხერსონსა და ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში, „ინტერპრესნიუსი“ ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, იური სობოლევსკის ესაუბრა. - ბატონო იური, გილოცავთ ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის დეოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან საუბარს არ ვაპირებთ ხერსონის ოლქში სამხედრო მდგომარეობაზე და სამხედრო თვალსაზრისით სამხედრო გეგმებზე, თქვენთან დაკავშირება მაინც გადავწყვიტეთ. კი ვნახეთ როგორ ზეიმობთ ხერსონისა და ხერსონის ოლქის გათავისუფლებას, მაგრამ მაინც გვინდა გკითხოთ, რა ხდება ახლა ქალაქ ხერსონსა და ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში? - ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის დეოკუპაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმით განხორციელდა. ვინარჩუნებთ საინფორმაციო სიჩუმეს ისეთ თემებზე, რომელიც ეხება ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ჯარების გადაადგილებას, ასევე რუსული არმიის მოქმედებებს. მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ რუსულმა ოკუპაციამ ქალაქ ხერსონსა და ოლქის დასახლებულ პუნქტებში უმწვავესი ჰუმანიტარული პრობლემები შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ რუსული ოკუპაციის გამო ხერსონის ოლქში ჰუმანიტარული კატასტროფაა. გათავისუფლებულ ხერსონში და დასახლებულ პუნქტებში ყველა ძალიან ელოდება დახმარებას. ვიცით რომ დიდი პრობლემებია მედიკამენტების არქონის გამო და იმის გამო, რომ ჭირს ხალხს გაეწიოს სამედიცინო დახმარება. ასეთი ვითარებაა იმის გამო, რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი დახურა, ნაწილი პირწმინდად გაძარცვა. მათ გაძარცვეს მუზეუმები და საწარმოები, რომლებიც ომამდე წარმატებით მუშაობდნენ. რუსმა ოკუპანტებმა პრაქტიკულად გაანადგურეს ოლქის მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებსა და რაიონულ ცენტრებში უკრაინის ხელისუფლება ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ახლა მთავარი ისაა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქის მთავარი ქალაქი და ოლქის დასახლებული პუნქტები ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია და ჩვენ გვექნება ამ ტერიტორიებზე ყველაფრის აღდგენის საშუალება. - ვიცით, რომ საომარი მოქმედებების გამო, ხერსონის ოლქის ტერიტორია ბევრმა დატოვა, ბევრი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში ვინც დატოვა თქვენი ოლქის ტერიტორია, მათი უმრავლესობა რუსულ ოკუპაციის წინააღმდეგი სულაც არ იყო... - რაც შეეხება იმას, თუ ვინ დატოვა უკრაინის ტერიტორია. იმას, რასაც რუსები ხერსონის ოლქიდან ევაკუაციას ეძახიან, პრაქტიკულად უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციაა. უკრაინის მოქალაქეების რუსეთში დეპორტაცია უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ხორციელდებოდა. რუსული პროპაგანდა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დახოცავდნენ ყველას, ვინც ომის შემდეგ არ დატოვა ოკუპირებული დასახლებული პუნქტები და ქალაქები. ასევე ავრცელებდნენ ინფორმაციას რომ უკრაინული შეიარაღებული ძალები გეგმავდნენ ხერსონის დაბომბვას, კახოვკის კაშხლის აფეთქებას. მაქსიმალურად ცდილობდნენ მოსახლეობაში პანიკის ატმოსფეროს შექმნას. ვინც ეს პროპაგანდა დაიჯერა ჩათვალა, რომ მათი ფიზიკურად გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო დაეტოვებინათ ქალაქი ხერსონი და ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტები, რადგან კახოვკის კახშლის აფეთქების შემთხვევაში დასახლებული სოფლები დაიტბორებოდა და მათი გადარჩენის შანსი მინიმალური იქნებოდა. ამის გამო ბევრმა დატოვა თავისი საცხოვრებელი, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, იმათაც კი, ვინც ეს გააკეთა ხეროსნის ოლქი არ დაუტოვებია. დნეპრის მარჯვენა სანაპიროს ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტებიდან გადავიდნენ სკატოვსკისა და ბენიჩესკის რაიონებში, რომლებიც მდინარე დნეპრიდან მოშორებით მდებარეობენ. - შეგიძლიათ დააზუსტოთ, ძალადობრივად ხერსონის ოლქიდან რუსეთში უკრაინის რამდენი მოქალაქე, მათ შორის ბავშვი იქნა დეპორტირებული? - ახლა ამაზე საუბარი ძალიან ძნელია. გვაქვს მონაცემები, მაგრამ ეს მონაცემები ახლა ზუსტდება. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სიები სრული ნამდვილად არაა. განსაცდელში მოხვედრილი ადამიანების ნაწილთან დაკავშირება იმის გამო ვერ ხერხდება, რომ მათ კავშირის საშუალებები არ აქვთ. ბევრს ეშინია იმის აღიარება, რომ მათი ნათესავები ძალით იყვნენ დეპორტირებული. ეშინიათ, რომ იმის გამო, რომ მათი ნათესავები ახლა მტრის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამიტომ ამ მონაცემების დაზუსტებულ რაოდენობაზე საუბარი ჯერ ადრეა. - ინტერნეტსივრცეში ვრცელდება რგოლები თუ როგორ შეხვდა მოსახლეობა ქალაქ ხერსონში და სხვა დასახლებულ პუნქტებში უკრაინულ ჯარს განთავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში. ემოციის გარეშე მათი ყურება შეუძლებელია... - დიახ, ხერსონის ოლქის დეოკუპაციის გამო ხალხში ფანტასტიკური განწყობაა. იმ ხალხზეა საუბარი, ვინც ომის დაწყების შემდეგ უმძიმესი ცხოვრება ჰქონდათ. მათ ხომ რუსული ოკუპაციისა და მუდმივი ფილტრაციის პირობებში მოუწიათ თვეების განმავლობაში ცხოვრება. უამრავი შემთხვევა იყო, როცა უბრალო ადამიანები ქუჩიდან მიჰყავდათ და აწამებდნენ. იმას, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო არმია, ეფ-ეს-ბე და „როსგვარდია“ აკეთებდნენ სხვა არაფერია თუ არა დანაშაულის მასობრივად და ჯგუფურად ჩადენა. მალე მსოფლიო გაიგებს უკრაინის ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მათი უდანაშაულობების შესახებ. გასაკვირი სულაც არაა ის, რომ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში დარჩენილი ადამიანები სიხარულითა და თვალებზე ცრემლებით ხვდებიან უკრაინელ ჯარისკაცებს. ასეთი ვითარებაა ყველა დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში. - სწორად გავიგე, რუსების მიერ აქამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გამორიცხავთ უკრაინის მოქალაქეების წამებისა და მასობრივად დამარხული ადამიანების საფლავების ნახვას? - სამწუხაროდ, სწორად გაიგეთ. ასეა, რადგან ასეთი ინფორმაციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოგვდიოდა. პროკურატურის წარმომადგენლებს მოუწევთ ამ მიმართულებით სერიოზული საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება. ასეა, რადგან ვიცით, რომ ქალაქ ხერსონში საკმაოდ ბევრ ადგილებში მიმდინარეობდა მოქალაქეების წამება, რუსულ კამერებში ბევრია ნამყოფი. - საკუთრივ ქალაქ ხერსონზე მინდა გკითხოთ. ომის პირველ დღეებში, როცა რუსებმა ხერსონი აიღეს, ვრცელდებოდა კადრები, რომელშიც ქალაქის მოსახლეობა აქტიურად გამოდიოდა ქუჩაში ოკუპაციის გასაპროტესტებლად. გასაგებია, რომ ბევრ მათგანს მოუწევია ქალაქიდან გამოსვლა. თქვენი ინფორმაციით, ახლა ქალაქ ხერსონში, სავარაუდოდ ,უკრაინის რამდენი მოქალაქე იმყოფება? - ჩემი ინფორმაციით, ხერსონში ჩვენი ძალების მიერ დეოკუპაციამდე დაახლოებით 60 ათასამდე ადამიანი იყო დარჩენილი. ხერსონის დეოკუპაციის შემდეგ ქალაქში საზეიმოდ გამოსული ხალხის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მათი რაოდენობა დაახლოებით იმდენია, როგორც ვვარაუდობდით. ომის დაწყებამდე ხერსონში 300 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ომის დაწყების შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსებმა შეძლეს ქალაქის ოკუპაცია ხერსონიდან ადამიანები გამოდიოდნენ და ყველა მიმართულებით მიდიოდნენ. მათ შორის ყირიმშიც კი გადადიოდნენ და შემდეგ მიდიოდნენ ევროპაში. ვიცი, რომ ბევრი ხერსონელი ახლა საქართველოშია. - უკრაინის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით ხერსონში რუსი სპეცრაზმელები სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და ქალაქში ბრძოლებისთვის ემზადებიან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ კატეგორიის ადამიანებს ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდა. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ინფორმაცია დადასტურდება? - ამ თემაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სამოქალაქო ხელისუფლების კომპეტენცია არ გახლავთ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხებზე უკრაინის სხვადასხვა კომპეტენტურ ორგანოებს დაწყებული აქვთ მუშაობა და იმედია, მათ შედეგებიც მალე ექნებათ. - ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკანდახევის რეჟიმში მყოფი რუსული ჯარი, ქალაქის ძარცვისა და კომუნიკაციების დაზიანებით იყო დაკავებული... - დიახ, დღეისათვის ქალაქ ხერსონის უდიდესი ნაწილი დარჩენილია ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე. კომუნიკაციებზე აღდგენითი სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ამ სამუშაოების ჩამტარებლების უმრავლესობა გასულია ქალაქიდან. მაგრამ, ცხადია, რომ ეს სამუშაოები სასწრაფოდაა დასაწყები. გარდა ამისა, ქალაქში ომამდე არსებული პრაქტიკულად ყველა საწარმო გაძარცულია. გატანილია ყველანაირი ტექნიკა, ახალი თანამედროვე სხვადასხვა საწარმოო ხაზები. ასეთივე მდგომარეობაა მთელ ოლქში. შეიძლება ითქვას, რომ რუსმა ოკუპანტებმა პრაქტიკულად მთელი ოლქი გაძარცვეს, თუ რამ ღირებული და ფასეული იყო გაიტანეს. საინტერესო ისაა, რომ ოკუპანტებს ხერსონისა და მთელი ოლქის ძარცვა მას შემდეგ კი არ დაუწყიათ, რაც გამოცხადდა რომ ისინი დნეპრის მარჯვენა ნაპირს დატოვებდნენ. ისინი ძარცვით იყვნენ დაკავებული ოლქის ოკუპაციის პირველივე დღეებიდან. - როგორც ვხდები, მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დატოვეს ქალაქ ხერსონის ოლქის ხელისუფლებას ბევრი საქმე აქვს ... - დიახ, მაგრამ ახლა რაც ცხადად ჩანს, უპირველესი ამოცანაა ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, სიცოცხლის უფლებასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. უკვე გვაქვს ვითარების სტაბილიზაციის გეგმები, ვიცით რა უნდა ვაკეთოთ და სად რაა გასაკეთებელი. ვინც დაბრუნდება, მათ დასჭირდება დახმარება. ვინც ქალაქ ხერსონსა და ოლქის დასახლებულ პუნქტებშია დარჩენილი, მათ დასჭირდება დროულად ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ხელისუფლება მზადაა მათ მიაწოდოს სამედიცინო მედიკამენტები, პროდუქტები და პირველადი აუცილებლობის საშუალებები. ოპერატიულად გვექნება აღსადგენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. მაქსიმალურად შევეცდებით ზამთარში ყველაფრის აღდგენას. თუ ყველაფრის აღდგენა ვერ შევძელით ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქალაქ ხერსონსა და დასახლებულ პუნქტებში დაბრუნებულმა ხალხმა შეძლოს ზამთრის ღირსეულად გატარება. მერე გაზაფხულიდან დავიწყებთ დანგრეულის აღდგენას. თუმცა, დანგრეულის აღდგენაზე ზრუნვას მაშინვე დავიწყებთ, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა. - ბატონო იური, ვიცი რომ სულ ახლახან დეოკუპირებულ ხერსონის ოლქის სამოქალაქო ხელისუფლებას საქმე ბევრი გაქვთ და აღარ მოგაცდენთ. მაგრამ, იმედს დავიტოვებ, რომ კავშირზე ვიქნებით და არ გაგიკვირდებათ თუ დროდადრო თბილისიდან ზარით შეგეხმიანებით... - დიახ, საქმე მართლაც ბევრი გვაქვს, მაგრამ ახლა როცა ხერსონის ოლქი დეოკუპირებულია, მზად ვართ აღვადგინოთ რუსი ოკუპანტების მიერ გაძარცული და დანგრეული დეოკუპირებული ხერსონის ოლქი მადლობა თქვენ დაკავშირებისთვის და საქართველოს იმისთვის, რომ ახლა როცა უკრაინა რუსულ აგრესიას ებრძვის, უკრაინის და ხერსონის ოლქის მოქალაქეებს, ქალებსა და ბავშვებსა აქვთ საშუალება საქართველოში იყვნენ. „ინტერპრესნიუსი“ კობა ბენდელიანი
  8. ხერსონში უკრაინული ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციებმა მუშაობა დაიწყეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იაროსლავ იანუშევიჩი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მიმართულ ვიდეოში აცხადებს. მინი ინფორმაციით, ხერსონში ქალაქისა და ოლქის კანონიერი ადმინისტრაციების გარდა, მუშაობა დაიწყეს ასევე ეროვნულმა პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა. “ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დავალებით, მოგახსენებთ. ქალაქში მოვიდნენ და მოვალეობის შესრულება დაიწყეს ხერსონის ოლქის, ქალაქ ხერსონისა და ხერსონის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციებმა. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას ასევე შეუდგნენ ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. საგანგებო სიტუაციების სამსახური განაღმვის შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. დაკავებული ვართ ქალაქის ჩვეულებრივი ცხოვრებისადმი დაბრუნებით”, - განაცხადა იანუშევიჩმა. IPN
  9. „წარმოიდგინეთ, რომ მოვიდნენ თქვენთან სახლში და გითხრან, წადი აქედან. ამ სიტუაციაში ვართ“, – თემქაზე, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი იხურება. 82 წლის დონატა პანჩენკო უკვე 23 წელია, პანსიონატში ცხოვრობს. ცვლილებებს შიშით და ნერვიულობით ხვდება. ამბობს, რომ თემქაზე თავს კარგად გრძნობს და მიაჩნია, რომ უკეთეს პირობებს ვერ შესთავაზებენ. მისივე გადმოცემით, ამ სიახლემ პანსიონატში მცხოვრები სხვა მოხუცებიც ააღელვა. ისინი უარს აცხადებენ გადასვლაზე და ორგანიზებულად არ აწერენ ხელს თანხმობის წერილს. როგორც ის იხსენებს, დირექციამ თავდაპირველად რუსთავში, ახალ აშენებულ შენობაში შესთავაზა გადასვლა, თუმცა, მისივე თქმით, ოთახში ორ ადამიანს ერთად მოუწევდა ცხოვრება, რაც პირადად მისთვის მიუღებელია. როგორც ის გვიყვება, ამის შემდეგ შესთავაზეს, რომ თბილისში სხვადასხვა ადგილას გადაანაწილებდნენ, თუმცა ამაზეც უარს ამბობენ. როგორც მას აქვს ინფორმაცია, ბოლო პერიოდში ოთხმა თუ ხუთმა ბენეფიციარმა თანხმობა განაცხადა, „შეჰპირდნენ, კარგ ოთახს მოგცემთ და ყველანაირად კარგად იქნებითო”, დანარჩენები კი კვლავ უარზე არიან. დონატა გვიყვება იმასაც, რომ პანსიონატის პერსონალის უმეტესობა უკვე დათხოვილია და მათ ახლა მხოლოდ სანიტრები უვლიან. რა პასუხი აქვთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში როგორც „პუბლიკას” სააგენტოში განუცხადეს, სახელმწიფო პოლიტიკაა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვა და მცირე ზომის სათემო სერვისების განვითარება, რაც უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრებასა და ინდივიდუალური მიდგომით ზრუნვას. მათივე თქმით, ვინაიდან „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი“ წარმოადგენდა დიდი ზომის დაწესებულებას, 2012 წელს მორატორიუმი გამოცხადდა. შესაბამისად, იმ პერიოდიდან დღემდე პანსიონატში ახალი ბენეფიციარი აღარ ჩაურიცხავთ. დღეისათვის „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“ ირიცხება 19 ბენეფიციარი. პუბლიკა
  10. აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგად, სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად ბრძოლა გამწვავდა. „ბიბისის“ პროგნოზით, არიზონას შტატში გამარჯვებული დემოკრატი მარლ კელი გახდება. ეს პროგნოზი თუ გამართლდება, მაშინ დემოკრატებს კონგრესის ზედა პალატაში 49 მანდატი ექნებათ და უმრავლესობის მისაღებად კიდევ მხოლოდ ერთი შტატში მოგება დასჭირდებათ. ამჟამად, ხმების დათვლა გრძელდება ნევადაშიც, სადაც რესპუბლიკელ კანდიდატს მცირე უპირატესობა აქვს. როგორი იქნება ძალთა ბალანსი, საბოლოოდ 6 დეკემებერს ჯორჯიაში დაგეგმილი მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ დადგინდება. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის რესპუბლიკელებს 211 მანდატის მოპოვების შანსი აქვთ, ხოლო დემოკრატებს 207 ადგილის მიღებას უწინასწარმეტყველებენ. 1TV
  11. რვა თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ხერსონის მცხოვრებლები რუსეთის სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ პარასკევს, უკრაინული ძალები შევიდნენ ქალაქში და რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთისკენ დაიხიეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, რომლის გადამღები ჯგუფი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა. ხერსონიდან ტელეკომპანიის კორესპონდენტი აცხადებს, რომ „მოსახლეობას არც წყალი აქვს, არც ინტერნეტი და არც ელექტროენერგია, მაგრამ განწყობა ეიფორიულია”. ტელეკომპანიის სიუჟეტში ჩანს ხერსონის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც მღერიან სახელმწიფო ჰიმნს, ისმის შეძახილები "სლავა უკრაინი!" (დიდება უკრაინას). ”ჩვენ თავს თავისუფლად ვგრძნობთ, არ ვართ მონები, ჩვენ უკრაინელები ვართ. გვეშინოდა რუსული არმიის, ჯარისკაცების, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა შემოსულიყვნენ ჩვენს სახლში, უბრალოდ აღებდნენ კარს, თითქოს აქ ცხოვრობდნენ და იპარავდნენ, იტაცებდნენ, აწამებდნენ“, - განუცხადა CNN-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ. ხერსონის მცხოვრებლების განცხადებით, როდესაც ომის დასაწყისში რუსული ჯარები ხერსონში შევიდნენ და ქალაქი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, ხალხი წაიყვანეს, აწამეს, ბევრი გაუჩინარდა. „აქ უამრავი ადამიანი დაიღუპა. უბრალოდ, ჯერ კიდევ არ ვიცით“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ ოკუპაციის პერიოდზე საუბრისას. შეგახსენებთ, ქალაქ ხერსონში უკრაინელი ჯარისკაცები გუშინ შევიდნენ. Play Video IPN
  12. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. „ენტონი ბლინკენს შევხვდი. შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ როდესაც ვუყურებთ, როგორი სიხარულის ცრემლებით ეგებებიან ხერსონის მცხოვრებლები თავიანთ განმათავისუფლებლებს, ჩვენ მადლიერებას ვგრძნობთ აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის მიმართაც მათი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კულებამ შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მადლობა გადაუხადა აშშ-ს უკრაინისთვის მეტი თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გაგზავნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისთვის.
  13. აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება, ეს ელოდება რუსეთის ხელისუფლებასაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს. მისი თქმით, რამდენიმე საპარლამენტო ასამბლეამ და ეროვნულმა პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი უკრაინის ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიისთვის ტრიბუნალის შექმნას. ზელენსკი წერს, რომ მეტი დეტალი სამხედრო დანაშაულების სასამართლო პროცესების შესახებ ხელმისაწვდომია United24 Media-ს ახალ გამოშვებაში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხებზე, რათა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. ასეთი ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპარლამენტმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ. ipn
  14. რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა კრემლის მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბელ უოლესმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა უნდა დასვან შეკითხვა: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო. „თებერვალში რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია ვერცერთ თავის მთავარ მიზანს, გარდა ხერსონისა. ახლა, როდესაც ის ასევე ჩაბარდა, რიგითმა რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: "რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?" - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრით მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციას და დამცირებას მიაღწია. „გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და მიუხედავად იმისა, რომ გაყვანა მისასალმებელია, არავინ აპირებს არასათანდოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე მუდმივი საფრთხე“, - აღნიშნა უოლესმა. იპნ
  15. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში, მეტეხის ხიდზე 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება. მერია განმარტავს, რომ მიზეზი ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვაა. რამდენიმე საათის განმავლობაში: გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მიმართულებით, ასევე, კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო, თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით; გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ევროპის მოედნიდან, ღვინის აღმართისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით. ასევე, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის გავლით, ღვინის აღმართის, ან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. ამ შეზღუდვების გამო ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371, N305, N325, N309, N333, N337, N393 და მიკროავტობუსი N580 ნაცვლად მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნისა, გორგასალის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ კოტე აფხაზის ქუჩით და დაუკავშირდებიან თავისუფლების მოედანს.
  16. გასული წლის აგვისტოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ბრიტანელმა დევიდ სმიტმა დანაშაული სრულად აღიარა. ეჭვმიტანილმა ლონდონის სისხლის სამართლის სასამართლოში თქვა, რომ 2020 წლიდან იგი რუს სამხედროებს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის შესახებ, სადაც მუშაობდა დაცვის თანამშრომლად. სმიტმა ასევე გააკეთა ფარული ვიდეოთვალთვალის კამერის ჩანაწერების ასლები, გადაიღო თავი ფარული კამერით, შეაგროვა საიდუმლო დოსიე ბრიტანელი აგენტების პირადი მონაცემებით და სახელმწიფო საიდუმლოებებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციით. სასამართლო სხდომა 4 ნოემბერს გაიმართა, მაგრამ როგორც BBC-ი განმარტავს, დღემდე პრესაში დეტალების გამოქვეყნება აკრძალული იყო. სმიტის „დამკვეთები“ იყვნენ რუსეთის სამხედრო ატაშე გერმანიაში, პოლკოვნიკი ანდრეი სივოვი და მისი მემკვიდრე, გენერალ-მაიორი სერგეი ჩუხუროვი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როგორ მოიპოვა მცველმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა და მიიღო თუ არა ამისთვის რუსული მხარისგან ანაზღაურება. თუმცა, მისი ბინის ჩხრეკისას, 800 ევრო ნაღდი ფული იპოვეს, რომლის წარმომავლობაც მან ვერ ახსნა. გარდა ამისა, სმიტის ბინაში იპოვნეს მრავალი სუვენირი რუსული სიმბოლოებით: რუსეთის დროშები, შავი ზღვის ფლოტის ქუდი, სასაზღვრო ჯარების ქუდი და წიგნები რუსულ ენაზე. Sky News-ის ცნობით, პირად საუბრებში სმიტმა აღიარა, რომ სძულს როგორც დიდი ბრიტანეთი, ასევე გერმანია. მას ლგბტ+ თემის მხარდაჭერის ნიშნად ქუჩებში ცისარტყელას დროშებიც აღიზიანებდა. დევიდ სმიტმა რვავე ბრალდება აღიარა. სასამართლო სხდომები მომავალი წლის თებერვალში გაგრძელდება. რადიო თავისუფლება
  17. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს. როგორც „ყაზინფორმი“ იუწყება ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ნავთობი აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მოხდება. „ბაქოს პორტის გავლით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება, ბაქო-სუფსას და ბაქო-ბათუმის მილსადენებით. ასევე არის სარკინიგზო ხაზი ატირაუდან ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით და არის ჩინეთის მიმართულებაც. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდისთვის ამ მიმართულებებით“, – განაცხადა სმაილოვმა. „რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, ჩვენ შევთანხმდით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე, რაც დაიწყება 2023 წლის პირველი იანვრიდან“, -განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ მოგვიანებით ამ ნავთობსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 6,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია „ტენგიზშევროილმა“ გააორმაგა ნავთბმზიდი ავზების რაოდენობა და დაიწყო სარკინიგზო გადაზიდვა ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებებით. 1ტვ
  18. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება. ამის შესახებ განცხადება დმიტრო კულებამ კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ კამბოჯაში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მასთან შეხვედრა არ უთხოვია. „თუ ის ამას გააკეთებს. ჩვენ მის თხოვნას დეტალურად შევისწავლით“, – განაცხადა კულებამ და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მოსკოვი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად უნდა მიუდგეს. „არ არსებობს არც ერთი ნიშანი, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებას. მაგიდასთან ლამაზი ფოტოების გადასაღებად დასხდომის ეტაპი გავიარეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ვცადეთ. შეგახსენებთ, ომის პირველ თვეებს და არაერთ მცდელობას უკრაინის მხრიდან მოლაპარაკება ეწარმოებინა რუსეთთან. ერთადერთი პასუხი, რომელსაც ყოველთვის ვიღებდით, იყო ულტიმატუმების ჩამონათვალი, სია. ისინი გვეუბნებოდნენ, შეასრულეთ ეს მოთხოვნები ან დატოვეთ მოლაპარაკება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. კულებამ მოუწოდა სამიტის მონაწილეებს დაგმონ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ასევე არ მისცენ უფლება მოსკოვს, მსოფლიო ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლით დააშანტაჟოს. მისი თქმით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება უნდა დარჩეს ძალაში მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები ბრძოლის ველზე. „მოგიწოდებთ, მიიღოთ ზომები, რომ რუსეთმა „შიმშილის თამაშები“ შეწყვიტოს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ავტორი - ლევან ახალაია
  19. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ დასკვნით სიტყვაში, მსოფლიოსა და ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან მიმართვისას აღნიშნა, რომ კავკასია მათი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია. დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა.
  20. ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც იტალიაში შოთა არველაძის, ძმები არველაძეების ფონდის და მათი პარტნიორების დახმარებით ჩავიდნენ. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელის მიზანი იყო, ნეაპოლში 12 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტი „ნაპოლის“ და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის დასწრებოდა. სამწუხაროდ, ხვიჩა ტრავმის გამო ბოლო მატჩებს ვერ თამაშობს, მაგრამ სტუდენტები იტალიაში გაემგზავრნენ და „ნაპოლის“ ქართველ ლიდერს შეხვენენ. ხვიჩა არველაძეს სასტუმრო „ბრიტანნიკში“ შეხვდა, რაც იტალიურ მედიას არ გამორჩენია – ძველი და ახალი თაობის ქართველ ვარსკვლავზე წერილი („კვარაცხელია, შეხვედრა ქართული ფეხბურთის ლეგენდა არველაძესთან“) „არეანაპოლიმ“ გამოაქვეყნა. ეს მიუთითებს, რომ „ნაპოლის“ ქართველმა ვარსკვლავმა იტალია საქართველოთი და ჩვენი ფეხბურთით დააინტერესა. ავტორი - მერაბ მამულაშვილი
  21. მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს. პრეზიდენტის თქმით, ეს უკრაინის "ერთობისა და გამძლეობის შედეგია". "ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლოანობის აღსადგენად. ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია", - წერს პრეზიდენტი.
  22. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია. უკრაინული მედიის ცნობით, შოლცმა RND-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი აფერხებს ამ პროცესს და უკრაინა დათმობებზე არ უნდა წავიდეს. მისი თქმით, სწორედ პუტინმა გადახაზა ყველა ის ძალისხმევა, რაც მანამდე გაკეთდა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების საკითხში. „მკვლელი ომით, რომელიც ახლა გადაგვაქვს, პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ყველაფერს, რაც ადრე ხდებოდა მოლაპარაკებების კუთხით“, - განაცხადა შოლცმა. მისი თქმით, დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება. „პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიქტატორული მსოფლიოს იდეა არ იმუშავებს და რომ არ შეიძლება უბრალოდ ტერიტორია მარკერით შემოხაზო და თქვა: ახლა ეს ჩემია. ამიტომ, დიქტატორული სამყარო არ იქნება, უნდა იყოს განსხვავებული გაგება“, - აღნიშნა შოლცმა. ipn
  23. რუსეთი ქვეყანაში შესვლას აშშ-ის კიდევ 200 მოქალაქეს უკრძალავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „ახალი ინდივიდუალური სანქციების საპასუხოდ, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განუწყვეტლივ აწესებს, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე საპასუხო აკრძალვა უწესდება აშშ-ის 200 მოქალაქეს“, - აცხადებენ უწყებაში. მოსკოვის გადაწყვეტილებით, იმ პირებს შორის, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, არიან: აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და და ორი ძმა, თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლე, პოლ პელოსი. გარდა ამისა, სანქცირებულ პირებს შორის არიან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოთხი მოადგილე და აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი დებ ჰაალენდი. ipn
  24. ქალები დღეს, კონფლიქტების ძალიან რთულ სამყაროში აჩვენებენ, როგორ შეიძლება არსებობა და წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ქალთა როლზე საუბრისას სოლიდარობა გამოხატა ირანელი და უკრაინელი ქალების მიმართ. „არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას და პოლარიზაციას, არ უნდა ვუპასუხოთ შეტევებს, რომლებიც ზოგჯერ ეხება ფუნქციასაც და იმასაც, რომ ხარ ქალი – მნიშვნელოვან პოზიციაზე. ფემინიზმი ნიშნავს, რომ გეკავოს თანამდებობა, როგორც ნებისმიერ სხვას, იმ ფაქტის გამოყენების გარეშე, რომ ქალი ხარ. მიმაჩნია, რომ ქალები დღეს, ამ კონფლიქტების ძალიან რთულ სამყაროში, აჩვენებენ, როგორ შეიძლება არსებობა და წინსვლა. თქვენ გამოხატეთ პატივისცემა და მეც ვუერთდები ირანელი ქალების მიმართ გამოხატულ პატივისცემას. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, სადაც ყველა გარკვეულწილად, ჩვენი მეზობელია. ირანელ ქალებთან ჩვენ გრძელი ისტორია გვაკავშირებს. ჩვენ სიახლოვეს ვგრძნობთ ამ ირანელ ქალებთან და მინდა, მონაწილეობა მივიღო ამ ჟესტში, ამ სოლიდარობის გამოხატვაში. დღეს არ შეიძლება უკრაინელი ქალების დავიწყება. მათ აჩვენეს, რომ თავიანთი ადგილი აქვთ უკრაინულ წინააღმდეგობაში; ზოგ შემთხვევაში არიან ჯარისკაცები და წარმოადგენენ ფუნდამენტს, რომლის საშუალებითაც უკრაინამ შეძლო ამდენი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობის გაწევა. ქალები, რომლებიც თავდაპირველად წავიდნენ ქვეყნიდან, შემდეგ დაბრუნდნენ მათი მეუღლეების მხარდასაჭერად და ომთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებში მონაწილეობის მისაღებად და გამარჯვება, რომელიც იკვეთება, ასევე მათი, და განსაკუთრებით, მათი გამარჯვებაა. საქართველოსთან ახლომდებარე მოლდოვას ჰყავს ქალი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, რომლებიც არ იბრძვიან ფრონტზე, მაგრამ იბრძვიან განსაკუთრებით რთულ პირობებში, ენერგეტიკულ ბლოკადაში, რომლებიც მათ რუსეთმა შეუქმნა. ასევე, შიდა დესტაბილიზაციის მცდელობაა ოლიგარქების მხრიდან, რომლებიც რუსეთის კმაყოფაზე არიან, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იბრძვიან და წინააღმდეგობას უწევენ მათ. სხვა ქალმა, ურსულა ფონ დენ ლაიენმა მხარი დაუჭირა მათ და გამოუცხადა ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა, (რასაც მე სრულიად ვემხრობი) – ფინანსური და ენერგეტიკული მხარდაჭერა, იმისათვის, რომ გადაიტანონ ეს ზამთარი. ეს კარგი ამბებია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ქართველ ქალებზე. ზურაბიშვილის თქმით, მათი თავდადება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების იმედს იძლევა. მისივე თქმით, დროა, რუსეთმა გაიგოს, რომ სხვისი ტერიტორიები მას არ ეკუთვნის და რუსმა დედებმა შეძლონ თავიანთი შვილების პოვნა. „მე ასევე, მსურს, ვისაუბრო ქართველი ქალების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის მიერ 2008 წლიდან ოკუპირებულ რეგიონებში. ისინი იქ ცხოვრობენ და მათი თავდადება გვაძლევს იმედს, რომ მომავალში დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს. მე ასევე, მსურს ვისაუბრო რუს ქალებზე, (ეს უფრო იშვიათია), რომლებიც არანაირად არ არიან ასოცირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, ნახეთ, ყველა ის რუსული მასალა, რომლებსაც სხვადასხვა გზით ვღებულობთ რუსეთიდან – მხოლოდ მამაკაცებს ვხედავთ მკაცრი სახეებით. მე ვფიქრობ ქალებზე, იმ ჯარისკაცების დედებზე, რომლებიც დღეს პრაქტიკულად ძალით არიან მობილიზებულნი, მათ არ იციან სად მიდიან და რატომ მიდიან სხვის ტერიტორიაზე საბრძოლველად, ისევე როგორც გუშინ იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ასევე არ არის მათი. დროა, რუსეთმა გაიგოს, რომ სხვისი ტერიტორიები მას არ ეკუთვნის და რუსმა დედებმა შეძლონ თავიანთი შვილების პოვნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის შემდეგ, უკრაინის გამარჯვებები და წინსვლა რუსეთის მმართველობას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას აიძულებს. მისივე თქმით, ამ სახის მოლაპარაკებებისთვის აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან ქალების ყოფნა. „მე მქონდა შესაძლებლობა, 15 წელზე მეტი ხნის წინ წარმატებული მოლაპარაკებები მეწარმოებინა რუსეთის ამჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხზე. ეს წარმატება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, რადგან ცოტა ხნის შემდეგ, რუსეთი დაბრუნდა და მოახდინა (საქართველოს) ტერიტორიების ოკუპაცია. მაშინ ამ მოლაპარაკებების წარმატების საწინდარი უდავოდ იყო ის, რომ მე ქალი ვიყავი და მოლაპარაკებებისადმი განსხვავებული მიდგომა მქონდა. იმედი მაქვს, რომ როდესაც მოლაპარაკებების დრო დადგება, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ამ ტრაგიკული ომის შემდეგ, როდესაც უკრაინის გამარჯვებები და წინსვლა აიძულებს რუსეთის მმართველობას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას, იმედი მაქვს, რომ ამ დროს დადგება მოლაპარაკებების დრო რუსეთის ირგვლივ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებსაც სჭირდებათ, რომ სამუდამოდ დაიხუროს XIX-XX საუკუნეების გვერდი და შევიდეთ XXI საუკუნეში სტაბილურად, სადაც ყველა ერთმანეთს პატივს სცემს: მამაკაცები პატივს სცემენ ქალებს, დიდი ერები პატივს სცემენ პატარა ერებს, სადაც ჩემი საზღვარი შენი საზღვარი უნდა იყოს, და ამ სახის მოლაპარაკებებისთვის აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან ქალების ყოფნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
  25. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამარყანდში, თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ერდოღანის თქმით, ანკარა მზად არის თურქულენოვან სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებებად თურქეთის პრეზიდენტმა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა დაასახელა. „ანკარა დიდი ხანია, ახორციელებს თურქეთისა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მან ასევე ისაუბრა სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობაზე. ერდოღანი სიტყვით გამოსვლისას სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანს რეგიონში მშვიდობის გზების ძიებაში. უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ანკარა ყველა ძალისხმევას მიმართავს საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზით. ამასთან, მისი თქმით, თურქეთი ყველა შესაბამის ზომას მიმართავს გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ავტორი - ქეთი ჩოხელი
×
×
  • შექმენი...