-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა. “დღეს აშშ უკრაინისადმი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი სისტემები შევა, ისეთები, როგორიცაა Hawk საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები, ასევე Stinger-ის რაკეტებით აღჭურვილი Avenger-ის სისტემები”, - აღნიშნა სალივანმა. მან დააკონკრეტა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეავსებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც უკრაინას უკვე გადასცეს აშშ-ის მოკავშირეებმა. “წინა კვირას, როდესაც კიევში ვიყავი, საშუალება მქონდა უშუალოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის გუნდთან განმეხილა კონკრეტულად, რა სჭირდება უკრაინას ბრძოლის ველზე უფრო ძლიერი პოზიციის მოსაპოვებლად. საჰაერო თავდაცვის გაძლიერება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უკრაინისთვის კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ ფრთოსანი რაკეტებისა და ირანული დრონების გამოყენების ფონზე”, - აღნიშნა სალივანმა. IPN
-
„საქსტატმა“ ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევა დაიწყო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ გამოკვლევას ატარებს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოკვლევის საველე სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოკვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 400 რესპონდენტი - 3 300 ქალი 1 100 მამაკაცი მიიღებს მონაწილეობას. „გამოკვლევის მიზანია 15-69 წლის ასაკის ქალებისა და მამაკაცების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსური მდგომარეობა და სამუშაოსთან დაკავშირებული ასპექტები, ჯანმრთელობა, მეუღლე/პარტნიორის და არაპარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობასთან დაკავშირებული დაზიანებები, ძალადობის გავლენა და დახმარების ძიებასთან დაკავშირებული ქცევები, სექსუალური შევიწროება, ადევნება, სოციალური ნორმები და შეხედულებები. გამოკვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2023 წელს. აღნიშნული გამოკვლევა პირველად 2017 წელს ჩატარდა, რომლის შედეგები ხელმისაწვდომია საქსტატის ვებ-გვერდზე. გამოკვლევა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. -
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7261 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7328 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0067 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7114 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0332 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
-
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქცირებული რუსი ოლიგარქების, სხვა ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების კუთვნილი 18 მილიარდი ფუნტის (20.5 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების აქტივები გაყინეს. „ჩვენ რუსეთს ისეთი მკაცრი სანქციები დავუწესეთ, როგორიც არასდროს და ეს ანგრევს მათ ომის მანქანას. ჩვენი გზავნილი ნათელია: არ დავუშვებთ პუტინის წარმატების მიღწევას ამ სასტიკ ომში“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენელმა ენდრიუ გრიფიტმა. შეგახსენებთ, უკრაინის ომის გამო გაერთიანებულმა სამეფომ ამ დრომდე რუსეთში სანქციები დაუწესა 1200-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 120-ზე მეტ ორგანიზაციას.
-
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების შესახებ შპს „რუსთავის წყლის“ პრეზენტაცია მოისმინეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. „მოვისმინეთ კომპანიის გეგმა და ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც ტარდება იმისთვის, რომ რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში მინიმუმამდე შემცირდეს გათიშვების რაოდენობა და გაუმჯობესდეს სასმელი წყლის მიწოდების ხარისხი. მოგეხსენებათ, სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, სათავე ნაგებობას, გამოიცვლება მილსადენის ამორტიზებული მონაკვეთები, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება ქუჩებზე, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება დაზიანებები. სემეკის შესაბამისი დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს მიმდინარე სამუშაოებზე. ამ ეტაპის მონაცემებით, კომპანია ასრულებს სემეკთან შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმა-გრაფიკს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ შპს „რუსთავის წყლის“ მიერ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას. სემეკის ცნობითვე, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაციისათვის 2023 წლის ბოლომდე ჯამში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. „რუსთავის წლის“ მიერ წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად, დღემდე განხორციელდა 200 მეტრი სიგრძის 400 მმ-იანი ფოლადის მილების რეაბილიტაცია. წელსვე, რუსთავში დაგეგმილია შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მაგისტრალური ქსელის, ასევე 9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, შევჩენკოსა და მარჯანიშვილის ქუჩების წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია.
-
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 11 ნოემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად - ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს. კანონის პროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება. კერძოდ, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს ეზღუდება: პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე "საარჩევნო კოდექსი" შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნები მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა. პროექტის მიხედვით, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს. -
ირონიაა - „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა, ახლა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, დღეს ქვეყანა იმდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მეასე ხარისხოვანია, რაც "ნაციონალურ მოძრობაში" ხდება. "ეს მთავარი განსახილველი თემა არ უნდა იყოს. კიდევ უფრო დასანანი ის არის, რომ როგორც საკუთარ თავს უწოდებენ - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ამ მძიმე დროში სტრუქტურულ რეფორმების გატარებაში ჩართვის ნაცვლად, შიდა პარტიული ძალაუფლების გადანაწილებით არის დაკავებული. მათი ერთადერთი მიზანი არის არა ქვეყნის დემოკრატიზაცია ან ევროინტეგრაცია, არამედ ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ამიტომ იქცევიან ასე", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
-
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ომში 10-ჯერ მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე უკრაინამ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა 10-ჯერ მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე უკრაინამ და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრების დასახელება არ შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა ორი ქვეყნის მიერ განცდილ დანაკარგებს შორის. მისივე თქმით, უკრაინა ადამიანებს „საზარბაზნე ხორცად“ არ იყენებს, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მას არ განუცდია იმდენი მსხვერპლი, რამდენიც რუსეთს. „როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ საარტილერიო ან ჯავშანტექნიკას, ეს ეხება არა მხოლოდ იარაღს, არამედ პირველ რიგში ჩვენი სამხედროების დაცვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული არტილერია ქვეყანას რუსეთის სამხედრო შეტევის „გატეხაში“ დაეხმარა. „ჩვენ შევაჩერეთ ისინი, მოვახდინეთ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილის დეოკუპაცია და ამას ნამდვილად შეუწყო ხელი არტილერიამ და ახალმა ტექნოლოგიებმა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ipn -
რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელების ბრალდებით, სანქტ-პეტერბურგში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს პოლიტოლოგის, მოძრაობა „სოლიდარობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ევგენი ბესტუჟევის წინააღმდეგ. ინფორმაცია „ОВД-Инфо-მ" ბესტუჟევის ახლობელზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემა MR7.ru -ს ინფორმაცია დაუდასტურა პოლიტოლოგის მეგობარმა გეორგ გაბრიელიანმა. დღეს, 10 ნოემბერს, გახდა ცნობილი, რომ ევგენი ბესტუჟევი 25 ოქტომბერს დააკავეს, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი კომპიუტერი ამოიღეს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური სიძულვილის ნიადაგზე რუსული არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებისთვის. უცნობია, კონკრეტულად რომელი ქმედების გამო ადანაშაულებენ ბესტუჟევს, ვინაიდან სოციალურ ქსელ ВКонтакте-ს გვერდზე იძებნება მრავალი პოსტი, რომლებითაც ბესტუჟევი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კი ომის დაწყებაში ადანაშაულებს, იუწყება რადიო თავისუფლების პროგრამა Север.Реалии. გეორგ გაბრიელიანმა MR7.ru-ს უთხრა, რომ ბესტუჟევი 2022 წლის ზაფხულში „სოციალურ ქსელებში მისი პოსტების გამო გამოძიებამ გამოჰკითხა“. ოქტომბერში ბესტუჟევი საქართველოში იმყოფებოდა, რუსეთში დაბრუნებიდან ხუთი დღის შემდეგ კი დააკავეს. უცნობია, აღკვეთის რა ღონისძიება შეეფარდა მას. 62 წლის ევგენი ბესტუჟევი, „როტუნდის“ ცნობით, 1990-იანი წლების დასაწყისში მოძრაობა „დემოკრატიული რუსეთის“ ერთ-ერთი კოორდინატორი იყო. ორგანიზაცია დემოკრატიულ რეფორმებს ემხრობოდა და კომუნისტურ პარტიასა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვთან დაპირისპირებაში, მხარს ბორის ელცინს უჭერდა. მოძრაობა „სოლიდარობა“ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსია. ბოლო დროს ორგანიზაცია არ აქტიურობდა. უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 მარტს ხელი მოაწერა ახალ კანონს სიყალბისა და რუსული არმიის დისკრედიტაციის შესახებ. ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, საჯარო ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ, გათვალისწინებულია 30-დან 50 ათას რუბლამდე ოდენობის ჯარიმა. რუსეთის მოქალაქეების აქციისკენ მოწოდება კი 50 000-დან 100 000 რუბლამდე ჯარიმით ისჯება. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „რუსეთისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“. ამ მუხლებით ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რუსეთში ამ მუხლით უკვე რამდენიმე ათეული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
-
კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი მხარდაჭერის მქონე არამოსამართლე წევრობის ხუთი კანდიდატი დაასახელა. 2022 წლის 30 სექტემბრიდან პარლამენტში გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი. იურიდიული კომიტეტის მიერ 4 ოქტომბერს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად კი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება დადგინდა. კონკურსში მონაწილეობას იღებს კოალიციის მხარდაჭერის მქონე 5 კანდიდატი, რომლებიც კოალიციაში შემავალმა ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარადგინეს: „კოალიცია დიდი ხანია, საუბრობს სასამართლო ხელისუფლების ფუნდამენტური რეფორმისა და ამ რეფორმის სტრატეგიის რადიკალური ცვლილებების საჭიროებაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს სასამართლოს სისტემის მართვის კონსენსუსზე ორიენტირებული რეფორმისკენ და მყარ დაბრკოლებებს უნდა უქმნიდეს ძალაუფლების კონცენტრირებას, რომლის მანკიერი პრაქტიკა დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს.
-
სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი – ყარამან ქუთათელაძე მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ აკადემიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. აკადემიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა რექტორობის კანდიდატის ყარამან ქუთათელაძის მიერ წარდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა. როგორც ყარამან ქუთათელაძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, 2023-2027 წლების სტრატეგიული განვითარება მოიაზრებს ორი პარადიგმის, „ტრადიციისა და ინოვაციის კვეთას“. მხატვარ ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით 2000 წლიდან არტ-ვილა „გარიყულა“, წარსულში ბოლგარსკიანთ სასახლე აღდგა. არტ-ვილა „გარიყულა“ თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრია საქართველოში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების შექმნის, წარმოჩენისა და გავრცელების მისიით შეიქმნა. არტ-ვილა „გარიყულა“, მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც ამავდროულად მოიცავს არტ-კომუნას, რეზიდენციას და მუზეუმს. ყარამან ქუთათელაძე ასევე არის „ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „Fest I Nova“-ის დამფუძნებელი. ფესტივალი არტ-ვილა „გარიყულადან“ იღებს სათავეს. „Fest I Nova“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტის „სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში ხორციელდება. გასულ წელს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო ყარამან ქუთათელაძესთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა მომავალ წელს ფესტივალი უფრო გაფართოვდეს. მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო ასევე მუშაობს არტ-ვილა „გარიყულას“ სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და მის განვითარებაზე. ***** კონკურსი სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 6 ოქტომბერს გამოცხადდა. რექტორი აირჩევა 4 წლის ვადით. რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომლის მიმართულებაც შეესაბამება აკადემიასა და მის ფაკულტეტებზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს. კანდიდატობის მსურველების მიერ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 7 ნოემბერი იყო. აკადემიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ პრეტენდენტთა სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მსჯელობისა და შეფასების მიზნით გამოქვეყნდება თსსა-ს ვებგვერდზე. რექტორის არჩევისთვის ფარული კენჭისყრა გაიმართება 2022 წლის 18 ნოემბერს. პუბლიკა -
რუსების ხერსონიდან გასვლა აჩვენებს, რომ რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზამთრის პერიოდისთვის ყველას მოუწევს თავისი პოზიციების გადაფასება. ბაიდენის განცხადებით, ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა გადაწყვეტილება რუსეთთან კომპრომისისთვის უკრაინის მზადყოფნის შესახებ. „უკრაინას ბევრი რამ სურს. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. მაგალითად, მე მკითხეს, მივცემდით თუ არა ამერიკულ თვითმფრინავებს უკრაინას ცის გარანტიისთვის. მე ვუთხარი – არა, ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ მესამე მსოფლიო ომში ჩართვას რუსულ თვითმფრინავებთან და უშუალოდ ბრძოლაში ჩართვას, მაგრამ მივაწვდით თუ არა მათ ყველა რაციონალურ შესაძლებლობას, დაიცვან თავი? დიახ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის შემდეგ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხდა. უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოგისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს რუსული ჯარების მართვისა და კონტროლის სისტემა, ამით მტერს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა გაქცევისა. ვალერი ზალუჟნის თქმით, ხერსონის მიმართულებით პირველი ოქტომბრიდან უკრაინის ჯარების წინსვლა მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში 365 კმ-მდეა, აღებული ტერიტორიის საერთო ფართობი 1 381 კვ.კმ-ს აღწევს და აღდგენილია კონტროლი 41 დასახლებულ პუნქტზე. 1ტვ
-
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, არ აინტერესებს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. მისივე თქმით, ქვეყანაში იმდენად დიდი გამოწვევებია, რომ მთავარი განსახილველი თემა ეს არ უნდა იყოს. ამასთან, როგორც მიხეილ დაუშვილი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. „არ მაინტერესებს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩემთვის მეასე ხარისხოვანია. დღეს ქვეყანას იმდენად დიდი გამოწვევები უდგას, მთავარი განსახილველი თემა არ უნდა იყოს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. კიდევ მეტად დასანანია, რომ როგორც თავის თავს ეძახიან ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, ამ უმძიმეს დროში ნაცლად იმისა, რომ დაკავებული იყოს სტრუქტურული რეფორმების გატარებაში ჩართულობით, დაკავებულია თავისი შიდაპარტიული ძალაუფლების გადანაწილებით. მათი ერთადერთი მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება ყველაფრის ფასად და არა ქვეყნის ევროინტეგრაცია ან კიდევ დემოკრატიზაცია. ირონია იცით, რაშია? „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა მთავრობის გადადგომას და დღეს თავიანთი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ავტორი - მანანა დევაძე
-
ირანმა პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა შექმნა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის, ადმირალ ხაჯიზადეს განცხადებით, ახალი რაკეტა ყველა სახის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადალახვას შეძლებს და ათწლეულების განმავლობაში არ იქნება ისეთი სისტემა, რომელიც მის განეიტრალებას შეძლებს. ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა არის გამიზნული მტრის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განადგურებისთვის და არის „მნიშვნელოვანი ნახტომი“ ამ სფეროში. ჰიპერბგერით რაკეტას ფრენა ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ სწრაფად შეუძლია. ავტორი - გივი ბარამიძე
-
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა წარმატებებმა შეიძლება შეაფერხოს დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. 9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიშ სუნაკთან მოლაპარაკებების შემდეგ სტოლტენბერგმა ასევე პირობა დადო, რომ ალიანსი „განაგრძობს უკრაინის დახმარებას ხერსონის გარშემო“, მას შემდეგ, რაც რუსეთმა განკარგულება გასცა, რომ თავისი ჯარები გავიდნენ სამხრეთ უკრაინაში მდებარე ამ ქალაქიდან. ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ის დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებს შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. მაგრამ როგორც ჟურნალისტებს უთხრა, „სრულიად ნათელია, რომ შეერთებულ შტატებში უკრაინას ორივე პარტიის მხრიდან აქვს ძლიერი მხარდაჭერა.“ რადიო თავისუფლება
-
ბაიდენი არჩევნების შედეგებზე: „გიგანტური წითელი ტალღის" პროგნოზი არ გამართლდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დემოკრატიისთვის კარგი დღე უწოდა 8 ნოემბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს. მისი დასრულებიდან მეორე დღეს, 9 ნოემბერს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დემოკრატია საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა, ამერიკელმა ხალხმა და არჩევნების შედეგებმა აჩვენეს, რომ დემოკრატია ხელუხლებელია. რაც შეეხება შედეგებს, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრესის და ექსპერტების პროგნოზი იყო „გიგანტური წითელი ტალღა“, ეს არ მოხდა. აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტი გულისხმობდა რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვების პროგნოზს. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, 8 ნოემბრის არჩევნების შედეგად დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში დაკარგეს იმაზე გაცილებით ნაკლები ადგილი, ვიდრე ეს მოხდა ყველა დემოკრატი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდის პირველი შუალედური არჩევნებისას ბოლო 40 წლის განმავლობაში. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არის, რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან ერთად იმუშაოს ქვეყნის მომავლისთვის. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ორპარტიული ძალისხმევა გაგრძელდება უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. 8 ნოემბერს ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე და სენატის 100-დან 35 წევრი. წინასწარი შედეგებით, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ, თუმცა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებენ სენატში. -
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის ინფორმაციით, უკრაინასთან ომში მოკლული და დაჭრილია 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო. ამერიკელი გენერლის თანახმად, სავარაუდოდ, ამ მასშტაბის დანაკარგი აქვს უკრაინასაც. მილის ინფორმაციის წყარო არ დაუკონკრეტებია. სააგენტო Reuters-ის ცნობით, 9 ნოემბერს, ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას მარკ მილიმ განაცხადა, რომ ომმა იმსხვერპლა უკრაინის 40 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეც. ამერიკელ გენერალს ჰკითხეს, არსებობს თუ არა დიპლომატიის გზით ომის დასრულების პერსპექტივა. მარკ მილიმ უპასუხა, რომ პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, მოლაპარაკებებზე უარმა ადამიანების ტანჯვა გააღრმავა და მილიონობით მსხვერპლი გამოიწვია, ამიტომ, როცა არსებობს მოლაპარაკების შესაძლებლობა და თუ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, მომენტი უნდა გამოიყენო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 5937 სამხედრო მოსამსახურე. ზაფხულის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთთან ომში დაიღუპა 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო. რადიო თავისუფლება
-
მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს – თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართება, – ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას. ზელენსკის თქმით, ახლა დონეცკის რეგიონში არის ყველაზე დიდი დაპირისპირება და იქ ბევრი რამ წყდება. მისივე თქმით, ნებისმიერი დანაკარგი იქ, არის ქვეყნის დანაკარგი. პრეზიდენტის განცხადებით, ისინი ნელ-ნელა მიიწევენ წინ სამხრეთით და პოზიციებს იმაგრებენ. უკრაინის ლიდერი ასევე გამოეხმაურა რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას ხერსონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ და განაცხადა, რომ უკრაინა სიფრთხილეს გამოიჩენს. „დღეს საინფორმაციო სივრცეში ბევრი სიხარულია და გასაგებია, რატომაც. მაგრამ ჩვენი ემოციები უნდა იყოს მოზომილი – ყოველთვის ომის დროს. ნამდვილად არ გამოვკვებავ მტერს ჩვენი ოპერაციების ყველა დეტალით არც სამხრეთში, არც აღმოსავლეთში და არც სხვაგან. როცა ჩვენ შედეგი გვექნება, ამას ყველა დაინახავს. აუცილებლად. შესაძლოა, ეს არ ჟღერს ისე, როგორც ახლა ამას მოელიან. შესაძლოა, ისე არა, როგორც ეს ახალ ამბებშია. მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ: უბრალოდ არავინ არსად მიდის, თუ არ გრძნობს ძალას. მტერი საჩუქრებს არ გვიკეთებს, არც „კეთილი ნების ჟესტებს“. და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი მტერთან შეწინააღმდეგებაა. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვმოძრაობთ, ზედმეტი რისკების გარეშე. სწორედ ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკის, დონეცკისა და სხვა ქალაქების გათავისუფლებას“, -განაცხადა ზელენსკიმ. ავტორი - სალომე თორაძე
-
საქართველოს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ხვდება. ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. იან ლიპავსკი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ავტორი - ანა ბროლაძე
-
ჩვენ შეიძლება, ნებისმიერ სცენარს მოველოდოთ რუსეთისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რომ ყველა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მედეგობაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩეხეთის პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. „ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობები შეიძლება, აღწერილ იქნას როგორც ბრწყინვალე. ჩვენ გვაქვს პასუხი სხვადასხვა საკითხზე და სხვადასხვა ღრმა კონტექსტი მთავრობის სხვადასხვა დონეზე. 2023 წლის 4 იანვარს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და ჩეხეთს შორის. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ძალიან ძლიერ კავშირებზე არის დამყარებული, რომელიც მჭიდროდ აახლოებს ჩვენს ქვეყნებს. ახლა დრო არის, შევხედოთ მომავალს არა მხოლოდ ოპტიმიზმით, არამედ ახალი იდეებით, ახალი ძალისხმევით, რომელიც გაამყარებს კავშირებს ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები გაგრძელდება და გაღრმავდება. „გვინდა, ასევე გავზარდოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ინვესტიციების მიმართულებით და ამიტომ სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და საქართველოში ჩეხეთის სავაჭრო უწყება გავხსენით მაისში. ჩეხეთი საქართველოს უწევს ტექნიკურ დახმარებას, აწვდის გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკებს სხვადასხვა მიმართულებაში – ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. ჩვენ ასევე შეგვიძლია, დახმარება გავუწიოთ საქართველოს პროგრესისა და მობილიზაციის ძალისხმევის გზაზე. საქართველო ჩვენთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა თანამშრომლობის პროექტებისთვის. ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობები სერიოზულ ადგილს იკავებს ჩეხეთის პრეზიდენტობის თვალსაზრისით ევროკავშირის საბჭოში“, – აღნიშნა იან ლიპავსკიმ. მისი თქმით, საჭიროა საქართველოსა და იმ ქვეყნების მეტად მხარდაჭერა, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ. „პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს და ასევე იმ ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ, საქართველოსა და უკრაინას, რომლებიც მიისწრაფიან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში – სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად. მინდა, კიდევ ერთხელ ურყევი მხარდაჭერა გამოვთქვა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისადმი. ჩვენ შეიძლება, ნებისმიერ სცენარს მოველოდოთ რუსეთისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რომ ყველა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მედეგობაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ. მისივე თქმით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით მოძრაობაში. „საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი ძალისხმევა ეფექტური რეფორმების განხორციელებისთვის და რაც მნიშვნელოვანია, 12-პუნქტიანი მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით, რომელიც მოცემულია ევროპული საბჭოს მიერ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ უნდა განახორციელოს ძალისხმევა, რათა შეასუსტოს პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და მოახდინოს ძალისხმევა, რომ შეიქმნას სოლიდური დემოკრატიული, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც არის ძირითადი საკითხი, რათა შესრულდეს მიზნები და მიღებულ იქნას ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ხელშესახები შედეგები მიგვიყვანენ პროგრესამდე. მინდა, დავასრულო იმ ნოტაზე, რომ საქართველოსა და ჩეხეთს გააჩნიათ საერთო ღირებულებები და როგორც ევროპის საერთო ხედვა, ჩვენ სურვილი გვაქვს, ვიხილოთ მშვიდობა, სტაბილურობა. ბატონო ილია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და ველი იმ მომენტს, როდესაც საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა იან ლიპავსკიმ. ავტორი - ეკატერინე კოპალიანი
-
რუსეთის ჯარების ხერსონიდან გასვლა პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა აგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობისთვის. ერდოღანმა თქვა, რომ მომავალ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეკრებაზე შეხვდება, თუ რუსეთის ლიდერიც დაესწრება ფორუმს, ან გააგრძელებს მასთან სატელეფონო დიპლომატიას. ავტორი - გივი ბარამიძე
-
გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. ლია მიქაძე დაიბადა 1936 წლის 3 მაისს, თბილისში. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში. ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს. -
რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ კიევის მოთხოვნა უპილოტო თვითმფრინავების, „რუხი არწივების“ (Gray Eagle) შესახებ თვეების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინისთვის საფრენი აპარატების მიწოდებას კონგრესის წევრების ორპარტიული ჯგუფის მხარდაჭერაც ჰქონდა. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით კი, პენტაგონმა უარყო მოთხოვნა. არსებობდა შეშფოთება, რომ უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებამ შესაძლოა, კონფლიქტის ესკალაცია მოახდინოს და მოსკოვს მიაწოდოს სიგნალი, რომ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების სამიზნე შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტები გახდეს. ავტორი - გივი ბარამიძე
-
„დიდი ოცეულის“ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება, მის ნაცვლად დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს. „დიდი ოცეულის“ სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება და მას დიდი ალბათობით, მიწვეული ლიდერის რანგში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება, რომელსაც ქვეყანა, ომის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებია. ავტორი - სალომე თორაძე