-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ და უზრუნველყოფენ, რომ უკრაინა გამოიყენებს თავის თავდაცვის უფლებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ეს არ უნდა მოხდეს. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა თურქეთისა და ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობის როლს მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებაში. „ახლა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო, შეჭრილიყო სხვა ქვეყანაში. ჩვენს სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა გამოიყენებს თავის უფლებას რუსების ამ თავდასხმისგან თავის დასაცავად. სწორედ ახლა რუსეთის ლიდერები და პუტინი ავლენენ განსაკუთრებით საშიშ ბირთვულ რიტორიკას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებულები არ არიან. მისი გამოყენების შემთხვევაში კონფლიქტის ხასიათი შეიცვლება. ამ კონტექსტში, საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიო იყო. არასოდეს გამოიყენოთ ბირთვული იარაღი“, – თქვა სტოლტენბერგმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზე ისაუბრა. როგორც შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხდომაზე განაცხადა, „მიუღებელია ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენება“. ოლაფ შოლცის თქმით, ეს გზავნილი გადასცა ჩინეთის ხელმძღვანელობას და მხოლოდ ამიტომ ღირდა ჩინეთში ვიზიტი. გერმანელმა პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე ეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას. გერმანიის მთავრობის მეთაურმა მოუწოდა რუსეთს მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. „ეს იქნება ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია“, – აღნიშნა შოლცმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ამომრჩევლებს ფილადელფიის შტატში შეხვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შუალედურ არჩევნებს აშშ-ის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მომენტი უწოდა. „დემოკრატია ფაქტობრივად კენჭისყრაზეა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ერისთვის და ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა ვილაპარაკოთ“, – თქვა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში დემოკრატიული წაგება შედეგებს ათწლეულების განმავლობაში მოიტანს. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც, რომელმაც მწვავე პოლიტიკური რიტორიკა გააკრიტიკა. პენსილვანიის შტატში რესპუბლიკელ კანდიდატებს დაუჭირა მხარი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნის განადგურების შესაჩერებლად და ამერიკული ოცნების გადასარჩენად, მოსახლეობამ რესპუბლიკელებს უნდა მისცეს ხმა. არჩევნებში ამერიკელები გადაწყვეტენ, ვინ გააკონტროლებს კონგრესს ბაიდენის პირველი ვადის ბოლო ორი წლის განმავლობაში. ავტორი - გივი ბარამიძე
-
უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე - საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, სამი საათი. ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით... ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი მიწოდებას ეხება: ესაა ტექნიკა, საბრძოლო მასალა, კავშირი, ზამთრის ნივთები. ცალკე განვიხილეთ სარაკეტო და დრონების ტერორისადმი წინააღმდეგობა - უკვე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები, ჩამოგდების პროცენტი გაიზარდა, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ რჩება”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინული ცის სრული დაცვა და ამისთვის ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი გაკეთდება. ამ მხრივ მან დააანონსა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელოდება საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ძალიან მჭიდროდ მუშაობს პარტნიორებთან, რათა მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა და არტილერია მიიღოს. ipn
-
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ბირთვული ობიექტის გარე ელექტროენერგიით მომარაგება ორი დღის შემდეგ აღდგა. ის ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშული მას შემდეგ იყო, რაც რუსეთის იერიშების შედეგად მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაზიანდა. ბირთვული ავარიის თავიდან აცილების მიზნით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დაცვის ზონის შექმნის შესახებ მოწოდება IAEA-ის გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ კვლავ გაიმეორა. "ჩვენ მეტი დროის დაკარგვა არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ ძალიან გვიან არ იქნება", - აღნიშნა გროსიმ. შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომელსაც რუსული ძალები მარტიდან აკონტროლებენ. ipn -
უკრაინის გენერალურმა შტაბმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა პარასკევს შეძლეს რუსეთის იერიშების შეჩერება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ამასთან, უკრაინის ჯარებმა 11 დარტყმა განახორციელეს მტრის პოზიციების წინააღმდეგ. ამავე დროს კიევმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო Orlan-10 ტიპის დრონი, თერთმეტი Shahed-136 დრონი და ორი ფრთოსანი რაკეტა Kalibr-ი. ვინიცის გუბერნატორმა სერჰი ბორზოვმა თქვა, რომ წუხელ ცენტრალურ უკრაინაში მდებარე რეგიონში რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახორციელა იერიში. უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთი აქტიურად იყენებს ირანული წარმოების დრონებს სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. 5 ნოემბერს ირანმა პირველად აღიარა, რომ დრონებს აწვდის რუსეთს, თუმცა, თეირანის თანახმად, დრონები უკრაინაში ომის დაწყებამდე გაიგზავნა რუსეთში. წუხელ რუსეთმა ასევე იერიშები განახორციელა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ გასულ კვირაში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა დონეცკში, ბახმუტისა და სოლედარის გარშემო და რომ უკრაინის ჯარები ინარჩუნებენ პოზიციებს ამ რეგიონსა და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე. რადიო თავისუფლება
-
თელავის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეული ქანდაკება "შენ ხარ ვენახი" 10 წლიანი პაუზის შემდეგ ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში განთავსდა. ძეგლის რესტავრაციისა და მონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 000 ლარი დაიხარჯა. ვაზს შემოხვეული ქალის მონუმენტი, რომელსაც ხელში ყურძნის მტევნები უკავია 2012 წელს, თელავის რეაბილიტაციის დროს აიღეს, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ უკან აღარ დააბრუნეს. მონუმენტი დაშლილ მდგომარეობაში საწყობში ინახებოდა. ამას ადგილობრივების ერთი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ძეგლის დაბრუნებას ითხოვდნენ და ხელმოწერებიც შეაგროვეს. ქანდაკება, რომელიც ავტორი მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილია, 5 ნოემბერს საზეიმოდ გახსნეს. თელავის მერია ძეგლის დაბრუნების გადაწყვეტილებას მოსახლეობის მოთხოვნას უკავშირებს. "აღნიშნული ძეგლის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ერთხმად არ მიგვიღია. პროცესს წინ უძღოდა მოქალაქეთა გამოკითხვა, საბოლოოდ კი გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების დიდ ნაწილთან დიალოგის შემდეგ მივიღეთ. როდესაც ძეგლის ხელახალ განთავსებასა და რეაბილიტაციაზე ვფიქრობდით, აზრთა სხვადა სხვაობა გამოიწვია ძეგლის განთავსების ადგილმა, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა ავტორის პოზიცია და ბატონი ჯემალის გადაწყვეტილებით ,,შენ ხარ ვენახი" პირვანდელ ადგილს დაუბრუნდა. ძეგლი თამამად შეიძლება ითქვას, თელავის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იყო ყოველთვის" - განაცხადა თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა. ქანდაკება თელავში XX საუკუნის 80-იან წლებში დაამონტაჟეს და ის, ქალაქის ცენტრში თითქმის 30 წლის განმავლობაში იდგა. რადიო თავისუფლება
-
ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 500 ენერგოგენერატორი გაუგზავნეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას გაუგზავნა 500 ენერგოგენერატორი, რათა დაეხმაროს მას ელექტრომომარაგების რეგულარული დარღვევის პირობებში. ამის შესახებ იტყობინება ევროპის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის ოპერაციების მთავარი სამმართველო. „უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არის დაზიანებული,“ განაცხადა სააგენტომ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც გაგზავნეს ენერგორესურსები, არიან საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი, დანია და სხვები. სააგენტო შუამავლის როლში გამოდის ამ ქვეყნებსა და უკრაინას შორის. რუსეთის არმია სექტემბრის შუა რიცხვებიდან დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ შეტევების შედეგად დაზიანებულია ქვეყნის ენერგოობიექტების 40%-მდე. უკრაინის ხელისუფლებამ ელექტროენერგიით მომარაგების გრაფიკი შემოიღო. მოქალაქეებს მოუწოდებენ, პიკის საათებში არ გამოიყენონ ელექტრომოწყობილობები. ქალაქებში თიშავენ ელექტროგანათებას, აჩერებენ ტროლეიბუსების მოძრაობას. მიმდინარე კვირაში ენერგეტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კომისარი კადრი სიმსონი კიევში ჩავიდა. მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის „სასტიკი და არაადამიანური“ იერიშების პირობებში შეისწავლის უკრაინის ენერგოსექტორისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობებს. მან საერთაშორისო კომპანიებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ უკრაინისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემას. რადიო თავისუფლება -
ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას“რესპუბლიკის” ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლე ალექსანდრ ნიკულინზე თავდასხმა 4 ნოემბერს, ქალაქ უგლეგორსკში მოხდა, რის შედეგადაც ის მძიმე მდგომარეობაშია. “ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან”, - ნათქვამია ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, ნიკულინი “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლედ 2022 წ. სექტემბერში დაინიშნა. ზაფხულში იგი “მოსამართლეთა კოლეგიას” თავმჯდომარეობდა, რომელმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა უკრაინის მხარეს მებრძოლ სამ უცხოელს - დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს- შონ პინერსა და ეიდენ ასლინს, ასევე მაროკოს მოქალაქეს საადუნ ბრაჰიმს. იპნ
-
უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, მსოფლიოში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ პოლიტიკასა და ეკონომიკას, პოლიტიკასა და უსაფრთხოებას შორის ურთიერთობას. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მსოფლიო „ხუთ ქვეყანაზე მეტია“, რითაც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრზე მიანიშნა. „პოლიტიკა ნიშნავს ხვალინდელი დღის დაგეგმვას, ოსტატი მოჭადრაკის მსგავსად. თუ ვერ იწინასწარმეტყველებთ, სად მიგვიყვანს ნაბიჯები, გარდაუვალია, რომ თქვენ და თქვენი ქვეყანა გადაიხდით ფასს. ყველა მოვლენას, რომელიც ხდება გლობალურ დონეზე, აქვს ეფექტი რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ბრუტალური კაპიტალიზმის სტრუქტურული პრობლემები. სამყარო 5-ზე დიდია, რომლის ადვოკატირებასაც წლებია, ვცდილობთ. ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე არაერთხელ დადასტურდა მოვლენების განვითარების შემდეგ. გლობალურმა ინფლაციამ, რომელმაც მიაღწია ბოლო 60-70 წლის უმაღლეს მაჩვენებლებს, აჩვენა კაცობრიობაზე დაწესებული ამჟამინდელი ეკონომიკური მოდელების ჩიხი. ისინი, ვინც თავდაცვის ინდუსტრიაში განხორციელებულ ინვესტიციებს ფუჭად თვლიან, დღეს თავიანთი ეროვნული ბიუჯეტის ლომის წილს იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად ანაწილებენ“, – თქვა ერდოღანმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟატა გოშევსკას არც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და არც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. მალგოჟატა გოშევსკას თქმით, მას ამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას უთხრეს, რომ ის არ არის პატიმრობაში მყოფების ოჯახის წევრი და არც ქართველი დეპუტატია. „მოგესალმებით ამ განსაკუთრებულ ადგილას, სადაც პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, კიდევ ერთხელ მითხრეს უარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე და ასევე, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე. ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი და პატიმრობაში იმყოფება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი არც თუ საუკეთესოდ მეტყველებს ამ ქვეყანაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მივიღე მორიგი უარი პატიმრებთან შეხვედრაზე და არ მომეცა იმის საშუალება, რომ მენახა რა პირობებში იმყოფებიან ისინი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს განმიმარტეს, რომ მე არ ვარ ოჯახის წევრი, არ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, იმიტომ, რომ წინა წლებში არაერთხელ მომინახულებია ქართველი პოლიტიკური პატიმრები და არ შემქმნია ამაზე პრობლემა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლონურმა სახელმწიფომ არაერთხელ შესთავაზა ქართულ მხრეს ჰუმანიტარული მიზნებით მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პოლონეთში სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე“,-განაცხადა გოშევსკამ. იპნ
-
ირანმა რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემა ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გააკეთა. როგორც ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, თეირანმა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა. „დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ამ აურზაურში, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის ომის დასახმარებლად მიაწოდა, რაკეტის ნაწილი სრულიად არასწორია. უპილოტო თვითმფრინავები ნაწილი სწორია, უკრაინის ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები შეზღუდული რაოდენობით გადავეცით“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მანამდე ირანელი ოფიციალური პირები უარყოფდნენ, რომ რუსეთს შეიარაღება გადასცეს, რომელიც მოგვიანებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენეს. ავტორი - გივი ბარამიძე
-
„ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ახლა კი რა გვაწუხებს ჩვენ, ყველას: ილონ მასკი გამოვიდა და ყიდულობს კომპანიას, რომელიც გზავნის – რომელიც აფრქვევს ტყუილებს მთელ მსოფლიოში… ამერიკაში აღარ არის რედაქტორები. რა მოლოდინი გვაქვს, რომ ბავშვები შეძლებენ გაიგონ, რა არის სასწორზე?“, – თქვა ჯო ბაიდენმა. ამასთან, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ სიტყვის თავისუფლებას აღადგენს. ავტორი - გივი ბარამიძე
-
ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, აშშ-მა კი, რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ფხენიანის მიერ ნასროლმა რაკეტებმა 20 კილომეტრის სიმაღლეზე, 130 კილომეტრზე იფრინა. ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მას შემდეგ გაუშვა, რაც აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაასრულეს. წვრთნებში მონაწილეობას 240 სამხედრო თვითმფრინავი იღებდა. გავრცელებული ცნობით, აშშ-მა B-1B-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები რეგიონში 2017 წლის შემდეგ, პირველად გაგზავნა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ 4 ნოემბერს აშშ-ს და სამხრეთ კორეას „პროვოკაციული“ საჰაერო წვრთნების შეწყვეტა მოსთხოვა.
-
სოციალური ქსელის მომხმარებელი საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს. როგორც მანანა ხურციძე წერს, მის შვილს დეპრესია აქვს. "ძალიან მიმძიმს ამის გამეორება, მაგრამ დაიკარგა ჩემი გიო, ბავშვს აქვს დეპრესია. გთხოვთ გადააზიაროთ და თუ ვინმე სადმე დაინახავთ დაგვირეკოთ. გასკდა გული, ამის გადატანა ისევ რომ გვიწევს. გთხოვთ დაგვეხმაროთ გიოს პოვნაში. 599885054; 591917161 დაგვირეკეთ."- წერს მანანა ხურციძე.
-
რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის ახალაღმოჩენილი კინოკადრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 4K გარჩევადობის სკანერით გაციფრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს. „სტუდია „მემატიანეს“ საცავში თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებლის დაკრძალვის კინოფირი რამდენიმე კვირის წინ აქამდე გაუშიფრავ მასალაში აღმოჩნდა. სტუდიამ ახალაღმოჩენილი კადრების ელექტრონული ვერსია ეროვნულ არქივს გადასცა და იგი მკვლევართა დარბაზის მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, უახლოეს მომავალში ეროვნულ არქივში კინოკადრების ციფრული რესტავრაცია იგეგმება. კოტე მარჯანიშვილი 1933 წლის 17 აპრილს რუსეთში, მოსკოვში გარდაიცვალა. მისი ფერფლი საქართველოში ჩამოასვენეს და 1933 წლის 29 აპრილს ოპერის თეატრის ეზოში დაკრძალეს. საკუთარი თეატრიდან კოტე მარჯანიშვილის გამოსვენებასა და დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები: ალექსანდრე წუწუნავა, ნიკოლოზ შენგელაია, ვასო გოძიაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, დოდო ანთაძე, ცეცილია წუწუნავა, ლადო გუდიაშვილი, ლეო ესაკია, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე და სხვები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
რუსეთმა დონეცკის რეგიონში უფრო მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, კვირის განმავლობაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები კონცენტრირებულია დონბასში – ბახმუტთან და სოლედართან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ზარალის რეალური დონე რუსული საზოგადოებისთვის დაფარულია. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის მშვიდობისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის მიყენებული ზიანის სრული კომპენსაციის გათვალისწინების შემთხვევაში. „მობილიზაციასაც კი მალავენ და უბრალოდ ატყუებენ ხალხს, რომ სავარაუდო სამობილიზაციო დავალება შესრულებულია. მაგრამ სინამდვილეში, რუსეთის რეგიონებში და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისინი აგრძელებენ ხალხის სიკვდილისთვის შეკრებას. ვინმე როდესაც მოლაპარაკებებზე ფიქრობს, ის ცდილობს, მოატყუოს ირგვლივ ყველა, რათა ხორცსაკეპ მანქანაში კიდევ ათობით ან ასობით ათასი ადამიანი გაგზავნოს – მობილიზებული, თუ დაქირავებული ჯარისკაცების სახით. ძალიან კარგია, რომ მსოფლიო რუსულ რიტორიკას ისე აღიქვამს, როგორც იმსახურებს. კერძოდ, როგორც სიცრუეს და ყურადღებას აქცევს მხოლოდ იმას, რასაც რეალურად აკეთებს ტერორისტული სახელმწიფო“, – განაცხადა ზელენსკიმ. ავტორი - გივი ბარამიძე
-
უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, რუსეთისა და გლობალური ისტორიის შესახებ რელიგიურ და პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად გამართულ დისკუსიაში. რუსეთის პრეზიდენტმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დასავლური ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ჩარევაში, ასევე მილიონობით უკრაინელის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვაში დაადანაშაულა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის დასუსტებისა და განადგურების მცდელობები ისევ გრძელდება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. „ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ერეოდნენ. იგივეს ცდილობდნენ რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინაში მილიონობით ადამიანის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვა მოახერხეს, რამაც პრაქტიკულად გამოიწვია ამ ქვეყანაში „ანტირუსეთის“ შექმნა. უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩენილ ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო. თებერვალში რომ არ გვემოქმედა, მაშინ ყველაფერი იგივე იქნებოდა, ყველაზე უარესიც კი ჩვენთვის. ისინი ხელს უწყობენ საკუთარ გეოპოლიტიკურ ღირებულებებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ უკრაინელი ხალხის ინტერესებთან. ასევე გრძელდება მცდელობები რუსეთის დასუსტებისა და განადგურების მიზნით. ისინი დგანან უკრაინის მოვლენების უკან. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ; ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს ისევე, როგორც ეს ჩვენმა გმირმა წინაპრებმა გააკეთეს“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, 29 წლის ქალი დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობით [10 გრამი] ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. როგორც გამოცემა სპუტნიკი წერს, მისი ბინიდან ამოღებულია საქართველოს დროშა და აფხაზური და ქართული პასპორტები. მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. "გაზიარებული უნფორმაციის მიხედვით, უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ა.თ პერმანენტულად ცხოვრობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ა.თ-ის უკანონოდ დაკავების შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად" -ნათქვამია უწყების მიერ 5 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. რუსული პროპაგანდისული მედია გამოცემა, პუტნიკ აბხაზია წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე დაპატიმრებულია და გამოძიება გრძელდება. რადიო თავისუფლება
-
აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია მისი დელეგაციის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა და ვიზიტის მიღმაც განიხილება. “საშუალება მქონდა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებისგან ამ ძალისხმევების დაგეგმვის შესახებ მომესმინა, და, რა თქმა უნდა, ამერიკელი სამხედროები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან უკრაინელებთან და ამას განიხილავენ”, - აღნიშნა სალივანმა. მან განაცხადა, რომ თეთრი სახლი ამისთვის საჭირო დახმარებას გაიღებს, ისევე როგორც კონკრეტულად ხერსონის ოპერაციისთვის ადაპტირებულ დამატებით დახმარებას. “ბრძოლის ველზე ვითარების შეფასება ჩემი საქმე არაა. ჩემი საქმეა დავრწმუნდე, რომ უკრაინას ვაწვდით იმას, რაც მას ესაჭიროება, რომ ეს მოხდეს… დღეს კიდევ ერთხელ ვიკითხე, რა არის საჭირო [უკრაინისთვის ამ ოპერაციის დასასრულებლად] და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მივაწოდოთ ის, რაც საჭიროა ამ ბრძოლისთვის”, - აღნიშნა სალივანმა.
-
უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, მიწოდების შეთანხმებები განხორციელების პროცესშია. „ჩვენ გვაქვს წესი, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ მიწოდებაზე მანამ, სანამ მომწოდებელი ქვეყანა არ გააკეთებს განცხადებას ან არ შევთანხმდებით, რომ შეგვიძლია ამაზე საუბარი. მუშაობა ბევრ რამეზე მიმდინარეობს, დაწყებული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან. უკვე მიღწეულია შეთანხმებები როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის დონეზე ზოგიერთ ქვეყანასთან. არის რაღაც რაც მომავლისთვის მუშავდება“, - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, ასევე არის გარკვეული შეთანხმებები საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ, რომლებიც განხორციელების პროცესშია. „როცა განხორციელდება, შეიტყობთ. ეს წლის ბოლომდე მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს წლის ბოლომდე და ამაზე არის შეთანხმებები“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ipn
-
რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფეში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფე „პოლიგონში“ გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 260-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ტერიტორიიდან მათი უმეტესობის გამოყვანა დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა. ისინი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი პიროტექნიკის გამოყენების გამო გაჩნდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ipn -
ეს ანა რობაქიძეა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან Web Summit-ის კონკურსში გაიმარჯვა, - ამის შესახებ, თავის ფეისბუქ გვერდზე პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია პოსტს აქვეყნებს. "ეს გამარჯვება არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ქართველებს, ყველაფერი შეგვიძლია და ვერავინ შეძლებს ჩვენ დაკომპლექსებას, რომ ქართველები პატარა ერი ვართ და თავად არ შეგვწევს უნარი მსოფლიო კლასის ჩვენებისა ნებისმიერ სფეროში – ფეხბურთიდან ტექნოლოგიებამდე! ანა რობაქიძე, ხვიჩა კვარაცხელია და უამრავი წარმატებული ახალგაზრდა დღეს გამარჯვებისა და პირველობის რწმენას უბრუნებენ ქართველებს! მადლობა მათ ამისთვის!", - წერს გიორგი გახარია.
-
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, სოფო ხორგუანი. სტუმრად "ჯორჯიან თაიმსში" გადაცემაში "ტელეგრამი". ererh.mp4
-
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უშვებს იმ ადამიანების მობილიზაციას, რომელთაც მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ამ დროს კრემლი აგრძელებს უკრაინაში ომისთვის სამხედროთა შეგროვებას ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ. 4 ნოემბერს მოსკოვში ახალგაზრდული და მოხალისეთა ორგანიზაციების წევრებთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მან სექტემბერში მობილიზაცია გამოაცხადა ქვეყანაში, 318 000 ადამიანი ჩაერთო ბრძოლაში, მათ შორის, პუტინის თანახმად, 18 000 მოხალისე იყო. პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ადგენს მოხალისეთა სტატუსს, მათ უფლებებს და ჯამაგირს, ასევე სხვა საკითხებს. მოხალისეთა ფორმირებების შექმნა შეუძლია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. პუტინის სიტყვით გამოვიდა იმავე დღეს, როცა მან ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია იმ ადამიანების მობილიზაცია, რომელთაც სასჯელის მოუხდა არ დაუსრულებიათ. საქმე ეხება მძიმე დანაშაულის ჩამდენებს მათი გამოკლებით, ვინც სექსუალური ძალადობის, სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობის ან ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს. "როგორც ჩემთვის ცნობილია, მობილიზებულთაგან 49 000 უკვე საბრძოლო დავალებებს ასრულებს, ხოლო დანარჩენები წვრთნას გადიან", - განაცხადა პუტინმა. რუსეთმა თავდაპირველად უკრაინის ფართო ტერიტორიები დაიპყრო თებერვალში განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში ჯარისა და ტერიტორიების მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ძირითადად უკრაინის ორმხრივი კონტრშეტევის გამო. იმ წარუმატებლობამ, რის გამოც რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს ხაზი სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც მას კვლავ ოკუპირებული აქვს და თავის ტერიტორიად მიიჩნევს, აიძულა კრემლი სულ უფრო მეტად დაჰყრდნობოდა დაქირავებულ მებრძოლებსა და ჩეჩენთა ნაწილებს. პუტინმა 4 ნოემბერს განაცხადა, რომ მოხალისეთა ნაკადი კვლავაც გრძელდება მობილიზაციის არაპოპულარობის მრავალი ნიშნის მიუხედავად. ათობით ათასმა რუსმა მამაკაცმა დატოვა ქვეყანა მობილიზაციის გამოცხადებისთანავე მაშინ როცა აქა-იქ, რუსეთის ბევრს ნაწილში, იმართებოდა საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც სწრაფად იხშობოდა უშიშროების ძალების მიერ. ათობით ვიდეო გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია როგორ უჩივიან მობილიზებულები საკვების, ტანსაცმლის, აღჭურვილობისა და საცხოვრებლის ნაკლებობას. რადიო თავისუფლება