-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ნედ პრაისი - აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა. „ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც“, – განაცხადა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე კრემლთან დაკავშირებულმა რუსმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა განცხადება გაავრცელა რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით: „ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, როგორც ეს ვიცით“. პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო სასანქციო სიაშია შეყვანილი და გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ არის ძებნილი. ის მიიჩნევა სანკტ პეტერბურგში დაფუძნებული „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ მფლობელად, რომელიც ასევე „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი. ნედ პრაისმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა ევგენი პრიგოჟინისა და მისი „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისთვის ჯერ კიდევ 2018 წელს დააწესა სანქციები, 2021 წელს კი სანქციები დაუწესდა რუსეთს. გარდა ამისა, ამავე მიზეზით შეზღუდვები დაუწესდა ირანსაც. „ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ იგივე ნებისმიერი ქვეყნის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც ეცდება ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი -
საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, შეხვედრისას ისლანდიის პრემიერმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა: გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, კლიმატის ცვლილების საკითხი. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გენდერული საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია და ის ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა მოცემული. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს საქართველოს კონსტიტუციაშიცაა გაწერილი. „საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე ომს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პატარა სახელმწიფოებმა ერთიანი ძალისხმევით უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები, რათა მათი ხმა იყოს გაგონილი და გათვალისწინებული. პრეზიდენტი ასევე შეეხო ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობას – რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ კუთხით ითანამშრომლონ პატარა სახელმწიფოებმა. პრეზიდენტმა და პრემიერმა ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრემიერი თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება.
-
შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი წელს ფოკუსირებულია რეგიონში ბირთვულ და რადიოლოგიურ საფრთხეებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია იმის გათვალისწინებით, რა მუქარებიც გვესმის რუსეთისგან ამ სფეროში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების ახალ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. „მოხარული ვართ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმის თანასპონსორები გახლავართ, რომელიც ეხება შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებას. მიმდინარე წელს ის არის ფოკუსირებული შავი ზღვის რეგიონში ბირთვულ და რადიოლოგიურ საფრთხეებზე, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროული იმის გათვალისწინებით, რა მუქარებიც გვესმის რუსეთისგან ამ სფეროში. ამ ღონისძიებაზე შეკრებილი არიან სამთავრობო უწყებები და სხვა დაინტერესებული მხარეები ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და იმისთვის, რომ იყვნენ მზად ნებისმიერი სახის სერიოზული მოვლენის შემთხვევაში რეაგირებისთვის. ეს არის ღონისძიება, რომლის თანასპონსორებიც ჩვენ შვედეთის რადიოლოგიის სააგენტოსთან ერთად, ასევე სამოქალაქო თავდაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ვართ. ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ეს არის მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შავი ზღვის რეგიონში ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რაზეც ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში. „ნამდვილად არ მაქვს კომენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში. მე არ მაქვს კომენტარი ამ საკითხზე. მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ეს არის ის, რაც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და აშშ-ის კონსტიტუციაში. ყველაფერი, რაც ასუსტებს ან ხელყოფს მას, ასუსტებს ჩვენი დემოკრატიების საფუძველს. სწორედ ამიტომ ჯანსაღი დემოკრატიისთვის ჩვენ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვნად და ცენტრალურად მიგვაჩნია“, – განაცხადა ელჩმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
პოლარიზაცია დემოკრატიის ერთ-ერთი გამოწვევაა და ასუსტებს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე ისაუბრა დემოკრატიის გამოწვევებზე და განაცხადა, რომ პოლარიზაცია „ყველაზე მეტად გამოყენებადია“ მტრის მიერ. „ვარდების რევოლუცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მრავალჯერ გაიმეორეს, თუმცა საქართველოს დემოკრატიზაცია ბევრად ადრე დაიწყო, უფრო ადრეულ საუკუნეებში. უახლესი პერიოდისთვის ეს გასულ საუკუნეში მოხდა, 1918 წელს პირველი დამოუკიდებლობით, რომელიც რუსეთის შემოჭრამ და რუსულმა ოკუპაციამ შეაფერხა, შემდეგ იყო 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმი, რომელმაც მენტალიტეტის ცვლილება, რეპრესიები, იზოლაცია მოიტანა. დემოკრატიული მიმართულების ხელახლა აღება 1991 წლიდან მოხდა და მაშინაც იყო რუსეთის ახალი იერიში სეპარატისტული ტერიტორიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთელმა მსოფლიომ იცოდა, დასავლეთს მაშინ არ სურდა იმის დანახვა, რომ ეს იყო რუსეთის იერიში თავისი შეიარაღებითა და ჯარით, და შემდეგ კვლავ 2008 წელს... ეროვნული წინააღმდეგობის ეს კურსი, ვიტყოდი, რომ დემოკრატიული სიმტკიცეა, რომელიც ამ დარბაზიდან იწყება, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრად მიიღეს, პირველი ევროპული ინსტიტუცია, რომელშიც საქართველო გაწევრიანდა და იმ დროს, პრემიერ-მინისტრმა თქვა სიტყვები, რომელსაც დღეს ყველა ქართველი სტუდენტი იმეორებს „მე ვარ ევროპელი და მაშასადამე, მე ვარ ქართველი“ ან ,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“ და ასე ფიქრობს და ეს სურს მოსახლეობის 80%-ს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვიღწევია იდეალური დემოკრატიისთვის, თუმცა რომელმა თქვენგანმა მიაღწია დღეს? ჩვენ ვნახეთ პერიოდები, როცა რეფორმები სწრაფად წავიდა და ისეთი პერიოდებიც, როცა ნაკლებად სწრაფად, მაგრამ ჩვენ დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელიც დღევანდელ დემოკრატიას ემუქრება. გამოწვევა, რომელსაც შესანიშნავად უწევს წინააღმდეგობას მთლიანად უკრაინელი ერი (და მსურს პატივი მივაგო მთლიანად უკრაინელ ხალხს, არა მხოლოდ მებრძოლებს). რაც კიდევ უფრო გასაოცარი და აღმაფრთოვანებელია, ამ დიდი გამოწვევის წინაშე, ამ ერის სრული ერთობაა. ეს არის ის ძალა, რომელიც ამ ომში წარმატებულია. არის კიდევ დემოკრატიის სხვა გამოწვევაც - პოლარიზაცია, რომელიც ყველგანაა და ჩვენთან შემოიჭრა. იქნება ეს პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიაში თუ ეკლესიაში, რომელიც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინსტიტუტია საქართველოში. პოლარიზაცია იმ მნიშვნელობით, რომ აღარ ენდობი სხვას, როცა ფიქრობ, რომ სხვა უკვე მტერია, მაშინ, როცა მტერი საზღვართან გყავს, როცა ხარ რეგიონში, რომლის სტაბილურობაც ჯერ კიდევ ბოლომდე არაა მიღწეული, რადგან არაა არცერთი უსაფრთხოების ინსტიტუტი, ევროპულ და ნატო-ს საზღვარს ჯერ არ შევერთებივართ. ვართ, არ ვიტყოდი ნაცრისფერ ზონაში, თუმცა არც უსაფრთხოების ზონაში არ ვართ, და ასეთ მომენტში, პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ეს ყველაზე მეტად ასუსტებს [ქვეყანას], ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ, მაშინ როცა სამხედრო თავდასხმას არ იყენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული ბაზა დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრშია და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ეს არაა დამამშვიდებელი სიტუაცია, ეს ის სიტუაციაა, რაშიც ვცხოვრობთ და რომლის მიუხედავადაც, ვავითარებთ ამ დემოკრატიულ გამძლეობას, მიუხედავად იმისა, რომ არაიდეალურია. მესამე გამოწვევა, ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეაქციის არარსებობაა. საქართველოსთვის ნაცნობია ეს გზა, რომელზეც მიიწევს წინ მეზობლობის პოლიტიკიდან დაწყებული. მე მახსოვს ეს პერიოდი, მაშინ როცა საფრანგეთის ელჩის რანგში, შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჩავედი საქართველოში. მაშინ ყველა მეუბნებოდა, რომ მეზობლობის პოლიტიკა საქართველოსთვის არაა, რომ ეს ძალიან შორია და არასდროს მოხდება. შემდეგ ვიხილეთ მეზობლობის პოლიტიკა, ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი სავაჭრო სივრცე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, თუმცა არ ყოფილა ევროპის მხრიდან რეაქცია. შესაძლოა, ევროპულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ნაწილობრივ მოახდინა რეაგირება, თუმცა საქართველომ, უკრაინისა (რაც მოსახლეობისათვის ნათლად გასაგები იყო) და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესში, დიდი იმედგაცრუება განიცადა. მიუხედავად ყველაფრისა, იმედგაცრუება, ანუ პროცესის მიღმა დარჩენა სხვისთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, არსებობდეს მყიფე სიტუაცია, რომლის გამოყენებასაც ერთ დღეს შეძლებს, რითაც სხვა დანაკარგების და დეფექტების კომპენსირებას მოახდენს. ყურადსაღები საკითხია. ასე რომ, ჩვენ განვიცადეთ ვიტყოდი ეს ეგზისტენციალური იმედგაცრუება. ჩვენ იმდენად ევროპელები ვართ და უკვე იმდენი ხანია, რომ რაღაც მომენტში უნდა შევუერთდეთ ამ ევროპულ ოჯახს. ვფიქრობ, დღეს დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. საქართველოსათვის საჭიროა კანდიდატობა. გზავნილი გაგებულ იქნა - თქვენ არ ხართ სრულყოფილი - და არ ვართ სრულყოფილი, თუმცა დღეს საჭიროა კანდიდატურა და საჭიროა, რომ შემდეგი გზაც იყოს ზედმიწევნითი”,- განაცხადა პრეზიდენტმა. იპნ
-
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი აცხადებს, რომ ანკარა გამოდის ინიციატივით, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ერთი წლით, 2023 წლის ნოემბრამდე გახანგრძლივდეს. შესაბამის ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს. „ჩვენ ვთქვით, რომ კონფლიქტი ცალკეა, ჰუმანიტარული პირობები კი ცალკე. უკრაინამ მისცა რუსეთს თურქეთის შუამავლობით წერილობითი გარანტია. ჩვენ შევთავაზებთ შეთანხმების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას“, – განაცხადა მინისტრმა. გასულ კვირას კრემლში განაცხადეს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ რუსეთის დაბრუნების მიუხედავად, მოსკოვს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მისი გაგრძელების საკითხი. შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება თურქეთის და გაერო-ს შუამავლობით ივლისში, 120 დღის ვადით გაფორმდა. ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების მოქმედების ვადა 19 ნოემბერს იწურება. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი წერს. „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა: რუსეთს გაჰყავს ძალები უკრაინიდან, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. მზად არის პუტინი? აშკარაა, რომ არა. შესაბამისად, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს“, – წერს პოდოლიაკი. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განცხადა, რომ რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამჟამად ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რადგან უკრაინულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებები კანონით აკრძალა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი გასულ წელს გლაზოგში გამართული სამიტის დროს აღებულ კლიმატურ ვალდებულებებზე რუსეთის ენერგეტიკული მუქარების წინაშე, – ამის შესახებ ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ემანუელ მაკრონის თქმით, მსოფლიომ უნდა დაზოგოს ენერგია და განავითაროს განახლებადი წყაროები ენერგორესურსებზე ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე. „ჩვენ არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთის ენერგეტიკულ მუქარებს. ქვეყნებს მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა გაგრძელდეს. მდიდარი ქვეყნებისთვის, კერძოდ ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის, ეს გულისხმობდა ეროვნული სტრატეგიების შემუშავებას ჩვენი ვალდებულებებისთვის და ახლა საუბარია მათ პატივისცემაზე – ეს არის ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირებას გულისხმობს“, – განაცხადა მაკრონმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. მისი თქმით, სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შესახებ. კერძოდ, უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტანტინ გრიგორშინთან დაკონსტანტინ ჟევაგოსთან დაკავშირებულ მსხვილ კომპანიებზე. „ჩვენი პასუხი მტრისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და კოორდინირებული. სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების აქტივების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ: „მოტორ სიჩი“, „ზაპოროჟტრანსფორმატორი“, „ავტოკრაზი“, „უკრნაფტა“, „უკრტატნაფტა“. ასეთი ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის ომის პირობებში, ხორციელდება მოქმედი კანონების შესაბამისად და შეუძლიათ ჩვენი თავდაცვითი სექტორის არსებითი საჭიროებების დაკმაყოფილება. ამ რთულ დროს ყველა ძალა უნდა მივმართოთ ჩვენი მიწისა და ხალხის გათავისუფლებისკენ, უკრაინული არმიის მხარდაჭერისკენ“, – წერს ზელენსკი. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები. მას შემდეგ ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს. ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, ჩვენ არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ისევე როგორც ამ ოთახში მყოფ ყველა სხვა ქვეყანას. რეფორმები ხორციელდება ხან სწრაფად, ხან ნელდება, ვდგავართ გამოწვევის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე გამოსვლისას საქართველოში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა, პრეზიდენტმა ერთ-ერთ გამოწვევად დაასახელა პოლარიზაცია და აღნიშნა, რომ ეს ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. „ყველამ იცის „ვარდების რევოლუცია“ , მაგრამ საქართველოს დემოკრატიზცია დიდი ხნის წინ, შესაძლოა საუკუნეების წინ დაიწყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს მოხდა ამ საუკუნეში, პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების დროს 1918 წელს, რომელიც შეჩერებული იქნა რუსეთის შეჭრით. შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. შეცვალა მენტალობა, იყო რეპრესიები. შემდეგ იყო დამოუკიდებლობის ახალი ეტაპი 1991 წელს, რასაც მოჰყვა რუსეთის ახალი თავდასხმა სეპარატისტული რეგიონებით. შესაძლოა, დასავლეთს ამის დანახვა არ უნდოდა, მაგრამ რუსეთი გვიტევდა თავისი სამხედროებით, იარაღით, შემდეგ კიდევ ერთხელ 2008 წელს შემოგვიტია. ჩვენ ვაგრძელებდით წინააღმდეგობის გაწევას. გავხდით დემოკრატიულად გამძლე. ეს დაიწყო ამ შენობაში, როცა საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა და ეს იყო პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომლის წევრიც გავხდით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები. მას შემდეგ ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს. ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, ჩვენ არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ისევე როგორც ამ ოთახში მყოფ ყველა სხვა ქვეყანას. რეფორმები ხორციელდება ხან სწრაფად, ხან ნელდება, მაგრამ ვდგავართ გამოწვევის წინაშე, არის ერთი გამოწვევა, რომელმაც შექმნა დიდი გამძლეობა. ყველაზე შთამბეჭდავი არის ამ უდიდესი გამოწვევის წინაშე თქვენი ერთიანობა, ეს არის ის, რაც დაეხმარა თქვენს ხალხს ბრძოლასა და გამძლეობაში. ჩვენც ამ გამოწვევების წინაშე ვართ, პოლარიზაცია ყველგანაა პოლიტიკაში, მედიაში, ეკლესიაშიც არის პოლარიზაცია. რას ვგულისხმობთ პოლარიზაციაში? იმას, რომ ჩვენ აღარ ვენდობით ერთმანეთს და სხვებს მტრად აღვიქვამთ. ჩვენ ისევ გვაქვს უსაფრთხოების პრობლემები, მაშასადამე პოლარიზაცია ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, რადგან მტერი პირდაპირ არ გიტევს, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტში გვაქვს სამხედრო ბაზები, დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში. ეს არ არის მარტივი სიტუაცია და გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ დემოკრატიული გამძლეობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ავტორი - თამთა რუხაძე
-
ვის აღარ მისცემთ ხმას არასოდეს? – ოცნება – 30%, “ენმ” – 33% – კვლევის შედეგები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასდროს მისცემს. თითქმის იგივე ვითარებაშია “ქართული ოცნებაც” მათ არასდროს აირჩევდა გამოკითხულთა 30%. გამოკითხულთა 18% მხარს არასდროს დაუჭერდა “პატრიოტთა ალიანს”, 15% ამბობს, რომ არასდროს დაუჭერენ მხარს “ალტ-ინფოს”. გამოკითხულთა 14% მხარს “ევროპულ საქართველოს” არ დაუჭერს. კვლევის მეთოდოლოგია, გამოკითხვის პერიოდი და ცდომილების ზღვარი შეგიძლიათ იხილოთ IRI – ის ოფიციალურ გვერდზე. ალია -
VIDEO: როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ - პირველი კადრები ბაზიდან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია დღეს „ნაპოლის“ ბაზაზე იმყოფებოდა, თუმცა გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. მიზეზი კი ტრავმის შემდეგ არსებული ტკივილებია. Prime Time ნახეთ კადრები ↓ -
სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები 83.33%-ით გაიზარდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაული წლიურად 5.47%-ით შემცირდა. ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში სამოხელეო დანაშაულის 432 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 23.61% ანუ 102 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კი ამ სახის დანაშაულის 457 ფაქტი აღირიცხა და მათგან 86, ანუ 18.82% გაიხსნა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში გაიზარდა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის, ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტები, შესაბამისად, 83.33%-ით, 34.29%-ით, 4.35%-თა და 14.29%-ით. კერძოდ, იანვარ-სექტემბერში სამსახურებრივი გულგრილობის -77, სამსახურებრივი სიყალბის - 47; ქრთამის აღების - 24 და ქრთამის მიცემის - 8 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ უწყების ოფიციალური სტატისტიკით, ყველა სხვა ტიპის დანაშაული შემცირებულია. შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 64 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და 187 - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ დარღვევებზე, სტატისტიკა წლიურად შესაბამისად, 11.11%-თა და 23.05%-ით არის შემცირებული. ავტორი: თაია არდოტელი -
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო ყაზახეთიდან რუსეთის გავლით ქვანახშირის ტრანსპორტირებას აკრძალავს. ინფორმაციას „ვედომოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მომზადდა, როცა რუსული ქვანახშირის ექსპორტის განვითარებისთვის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთის რკინიგზის აღმოსავლეთ პოლიგონზე, ანუ ბაიკალ-ამურისა და „ტრანსსიმბირის“ რკინიგზასთან ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების თანაბარი წვდომა უნდა უზრუნველყოს, ამიტომ ქვანახშირის ტრანზიტი მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის ყაზახეთიდან, უნდა აიკრძალოს. ასევე, რუსი ექსპორტიორების მხარდასაჭერად სამინისტრო გამოდის წინადადებით, „სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო სიმძლავრის განაწილების დროს რეგიონების პრიორიტეტიზაცია“ გამოირიცხოს და მესამე ქვეყნებიდან ქვანახშირის ტრანზიტი დროებით აიკრძალოს. „ამით უზრუნველყოფილი იქნება რუსული პროდუქციის ტრანსპორტირებისა და პორტებში გადაზიდვის უპირატესობა,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. როგორც ცნობილია, 1-ლი აგვისტოდან ძალაში შევიდა ევროკავშირში ქვანახშირისა და სხვა სახის მყარი წიაღისეული საწვავის იმპორტის აკრძალვა, რომელიც მოპოვებული ან ექსპორტირებულია რუსეთიდან. ეს აკრძალვა ევროკავშირმა აპრილში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში მიიღო. გაერთიანება ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებს, რომელთა შორის იმ პერიოდში „კომერსანტი“ ერთ-ერთ ექსპორტიორ ქვეყნად, ტანზანიისა და ნიგერიასთან ერთად, ყაზახეთს ასახელებდა. ამასთან, ყაზახეთიდან ევროკავშირში ქვანახშირის ექპორტის ზრდას იმიტომაც მოელიან, რომ ეს ქვანახშირი ევროპული ელექტროსადგურებისთვის შესაფერისია, საექსპორტო მარშრუტად კი აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს ტეროიტორია სახელდება. დაანონსებულ სატრანიტო აკრძალვამდე რუსეთის რკინიგზის შესაძლებლობებს გარკვეული ტექნიკური და სამართლებრივი შეზღუდვები ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამოც ჰქონდა, ამიტომ ყაზახური მხარე კასპიის ზღვაზე აქტაუს პორტის განავითარებასა და აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით ალტერნატიულ ექსპორტზე მანამდეც ფიქრობდა. „ჩვენ ყველაზე მეტად ზღვაზე გასასვლელი გვჭირდება. ზოგადად, რუსეთთან და ბელარუსთან ერთიანი ეკონომიკური სივრცე ზუსტად იმიტომ შევქმენით, რომ ამ ქვეყნების სატრანზიტო ტერიტორიების გამოყენებით ზღვაზე გასვლა შეგვძლებოდა,“ - აცხადებდა ჯერ კიდევ აგვისტოში ყაზახეთის სამთომომპოვებელ და სამთომეტალურგიულ საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლაი რადოსტოვეცი. Eurostat-ის მონაცემებით, იანვრიდან მაისამდე პერიოდში ყაზახეთმა ევროკავშირის ქვეყნებს 1,5 მილიონი ტონა ქვანახშირი მიაწოდა, რაც, 2021 წლის მთლიან მოცულობაზე, თითქმის, ორჯერ მეტია. თუ იანვარსა და თებერვალში მიწოდების მოცულობა, დაახლოებით, 140-200 ათასი ტონა იყო, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ყაზახეთი ევროკავშირში ყოველთვიურად 300-400 ათას ტონა ქვანახშირს აგზავნის, მაშინ, როცა ერთი წლის წინ, აპრილსა და მაისში ყაზახური ქვანახშირის ექსპორტი ევროპაში მხოლოდ 60-70 ათას ტონას შეადგენდა. მოამზადა ლადო სულაბერიძემ
-
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში რობერტ მელი აცხადებს, რომ ირანმა რუსეთს დრონები უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზაფხულში გადასცა. „არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსებს დრონების შეზღუდული რაოდენობა ომამდე გადასცა. მათ ათობით დრონი ამ ზაფხულს გადასცეს და ოკუპირებულ უკრაინაში პერსონალი გაგზავნეს იმისთვის, რომ დაეხმარონ რუსეთს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მათ გამოყენებაში. მტკიცებულებებთან პირისპირ მათ ახალი პოლიტიკა სჭირდებათ და არა ახალი ზღაპარი“, - დაწერა ამერიკელმა დიპლომატმა „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა დღეს პირველად აღიარა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთს დრონები მიაწოდა და ხაზი გაუსვა, რომ გადაცემა უკრაინის ომამდე განხორციელდა. იპნ
-
უკრაინამ NASAMS-ისა და Aspide-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
NASAMS-ისა და Aspide-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ტვიტერზე“ დაწერა და უკრაინის პარტნიორებს მოწოდებული იარაღისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აღნიშნული სარაკეტო სისტემები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას. „ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას, რომლებიც თავს გვესხმიან. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვეგიას, ესპანეთს და შეერთებულ შტატებს", - წერს რეზნიკოვი. იპნ -
რუსეთში მხოლოდ 120 „ისკანდერია“ დარჩენილი და თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი გამოყენებულია, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ გამოიყენა თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი“, - აცხადებენ უწყებაში. თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ კრემლი გეგმავს ირანიდან Fateh-110-სა და Zolfaghar-ის ბალისტიკური რაკეტების შეძენას და საჰაერო გზით მათ ყირიმში, ზღვით კი - რუსეთის პორტებში გაგზავნას. „ვიცით, რომ შეთანხმებები უკვე მიღწეულია“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა. იპნ
-
ჩრდილოეთ კორეა: სარაკეტო იერიშები აშშ-სამხრეთ კორეაზე თავდასხმაში ვარჯიში იყო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ბოლოდროინდელი სატესტო სარაკეტო გაშვების სერია სამხრეთ კორეულ და ამერიკულ სამიზნეებზე "დაუნდობელი" იერიშისთვის ვარჯიში იყო. მათი მტკიცებით, სამიზნე ობიექტებს შორისაა საჰაერო ბაზები, მართვის პუნქტები და სხვა. ფხენიანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი არ აპირებს უკან დაიხიოს "მისი მეტოქეების მხრიდან სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე" პასუხად. მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კიმმა ეს წვრთნები საკუთარი ბალისტიკური არსენალის გათანამედროვებისა და დახვეწისთვის გამოიყენა. ასევე - იმისთვის, რომ მოგვიანებით, ვაშინგტონსა და სეულთან მოლაპარაკებებისას, მეტი ბერკეტი ჰქონდეს. ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას ზღვის მიმართულებით ათობით რაკეტა გაისროლა და საბრძოლო თვითმფრინავი გაუშვა. შედეგად, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ზოგიერთ ტერიტორიაზე საგანგაშო სიგნალები ამოქმედდა. ფხენიანი ამერიკისა და სამხრეთ კორეის საჰაერო შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულ წვრთნებს, ჩრდილოეთ კორეაში შეჭრის რეპეტიციად მიიჩნევს. შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა ჩრდილოეთის ქმედებებს განცხადებით უპასუხეს. მასში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი და სეული ერთობლივ საწვრთნელ აქტივობებს განაგრძობენ და გააძლიერებენ. ისინი ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებენ, რომ ფხენიანის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება კიმ ჩენ უნის რეჟიმის დასასრული იქნება. ამერიკის ხმა -
„ქართუ“ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლითაც წითელ წიგნში შეტანილი ფრინველთა სახეობები გადარჩება და ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება - საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმე კეთდება, როგორც „ქართუს“ მიერ გაკეთებული არაერთი სხვა საქმეა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. “როგორც “ტვ პირველმა“ განაცხადა, გნოლები, ხოხბები და ქათმები ბიძინა ივანიშვილმა დაატყვევა. დაატყვევა მუხებით, მოაქცია ბადის ქვეშ და მიწები მიიტაცა, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაციაა“, - აღნიშნა ვოლსკიმ. “ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა და 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა. კონტრაქტის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა პირმა სარგებლობისათვის გათვალისწინებული ტყის ფართობი ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენეს მოსაწყობად უნდა გამოიყენოს. ეს გულისხმობს მწყრის, კაკბისა და ხოხბის თავისუფალი შენახვის აგროკომპლექსის მოწყობას, ხის ვოლიერების განთავსებას, “ბადით ნაწილობრივ გადახურვასა” და ტერიტორიის შემოღობვას. იპნ
-
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი შესაძლებლობა, კომპეტენციაც, რომ კიდე დიდხანს ვემსახუროთ ჩვენ ხალხს. მე თუ მკითხავთ, მე მგონია, რომ 2030-მდე მინიმუმ ვიქნებით” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. პროგრესნიუსი
-
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. -
ჩემი მონაცემებით, ბესო ალავიძეს სურს რა, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, დაემთხვა ეს არასამთავრობოების პოზიციას, რომ მათ სურთ გამოიყენონ ყველა ადამიანი სასამართლოს დისკრედიტაციისთვის, ფაქტობრივად ცდილობენ, გამოიყენონ ბესო ალავიძე, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მურუსიძის თქმით, ბესო ალავიძის განცხადებები აბსურდულია. „ვერ დაგეხმარებით იმაში, რომ ეს თემა გახდეს სკანდალური, ვინაიდან აბსოლუტურად არის აბსურდული. ბესო ალავიძემ სხვადასხვა დროს პროკურატურაში მისცა ჩვენება, როდესაც ამბობს, საიდან იცოდა მურუსიძემ ეს ჩვენებაო, პროკურატურის განცხადება იყო, იქ აცხადებენ, რომ დაიკითხნენ მოსამართლეები, განაცხადეს, რომ მათ მიმართ არა მარტო „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არამედ არც ერთ საქმეზე ზეწოლა არ ყოფილა. ადამიანი, რომელიც პროკურატურას აძლევს ჩვენებას, ე.ი. ცრუ ჩვენება მისცა? კიდევ იყო მისი განცხადება ერთ-ერთ სააგენტოსთან, ზეწოლა რომ ყოფილიყო ვინმე დამიშლიდა და ამას არ ვიტყოდიო? ასევე, არსებობს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის განცხადება, სადაც აწერენ ხელს და ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე და ზოგადად მათზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. როდესაც სასამართლოში არ დაინიშნა პიროვნება, წელიწად-ნახევარი, მერე ასეთ აბსურდს ანუ ცრუ ჩვენებას აძლევდა პროკურატურას, თავის პასუხისმგებლობას არ გრძნობს ამაში“, – განაცხადა მურუსიძემ. ავტორი - ხატია ჯამალაშვილი
-
ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მედიასთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა. ევროპარლამენტარების მარიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მიხაელ გალერის, დევიდ ლეგას, რასა იუნკევიჩიენეს მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია: „რამდენადაც საქართველოში მედიაგარემო აგრძელებს გაუარესებას და ბოლო წლებში, უპრეცედენტოდ მაღალია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების რაოდენობის მაჩვენებელი საქართველოში; მაშინ, როცა 2022 წელს საქართველო მსოფლიოში პრესის თავისუფლების ინდექსის რეიტინგში 60-დან 89-ე ადგილზე დაეცა, არსებული 180-დან“. ასევე შესწორებაში, რომლის ავტორები არიან მირიამ ლექსმანი, ვლადიმირ ბილჩიკი, მიხაელ გალერი, რასა იუნკევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი, აღნიშნულია: „მაშინ, როდესაც ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორს მიესაჯა სამწელიწად-ნახევარიანი პატიმრობა ფულის გათეთრების, მოსყიდვისა და დოკუმენტების გაყალბების საეჭვო ბრალდებით“. ამასთან, ევროპარლამენტარები, ანა ფოტიგა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, ასიტა კანკო მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაიცვან პლურალისტური და მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი საქართველოში, რომელიც ეფუძნება მყარ საკანონმდებლო ბაზას და უნდა უზრუნველყოფდეს გამოხატვის თავისუფლების, მედიის უფლებების მყარ საფუძველს, თუმცა მმართველი პარტიის მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება; ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის, ასიტა კანკოს შესწორებაში ასევე აღნიშნულია: „ამასთან დაკავშირებით (რეზოლუცია) გვახსენებს მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და „მთავარის“ ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს და იმეორებს მოწოდებას მის გასათავისუფლებლად. (რეზოლუცია) აღნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და მიესალმება კომუნიკაციების კომისიის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მაუწყებლების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით“. შესწორებაში, რომლის ავტორები არიან ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე ვკითხულობთ: „სინანულს გამოთქვამს კრიტიკული მედიის „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკას გვარამიას განაჩენის გამო, სხვა კრიტიკული მედიასაშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლებისა და დირექტორების დევნის, ასევე კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილის პრაქტიკის გამო, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“. პეტრას აუსტრევიჩიუსის, ნატალი ლუაზოს, ურმას პაეტის, რამონა სტრუგარიუ, კლემენ გრშელი, ხავიერ ნარტის შესწორებაში ნათქვამია: „კიდევ ერთხელ იმეორებს შეშფოთებას საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების სერიოზული გაუარესების გამო; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და უსაფრთხო სამუშაო გარემო მედიის მუშაკებისთვის. შეწყვიტოს კრიტიკული მედიასაშუალებებისა და მათი მფლობელების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და იმეორებს თავის მოწოდებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვის შესახებ“. ავტორი - სალომე თორაძე
-
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ასევე იგეგმება ყაზახეთის პორტ აქტაუსა და კურიკის სიმძლავრის გაზრდა, რის შედეგადაც აღნიშნული პორტები 20 მილიონ ტონა ნავთობს გაატარებენ. „მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომი განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ საკითხზე პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთგაგება გვაქვს. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ყველა არსებული სიმძლავრეები აქტაუსა და კურიკის პორტებში, რათა წელიწადში 20 მილიონი ტონა ნავთობის გატარება გახდეს შესაძლებელი“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. ტრანსკასპიური დერეფნით ჩინეთიდან ევროპაში ტვირთს ჩაიტანენ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით. ავტორი - ლევან ახალაია
-
უკრაინული მედიის ცნობით, მილიარდერებთან დაკავშირებული სტრატეგიული კომპანიები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის, კერძოდ საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტანტინ გრიგორშინთან და კონსტანტინ ჟევაგოსთან დაკავშირებულ მსხვილ კომპანიებზე. როგორც უკრაინულ მედიას ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, 6 ნოემბერს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე კომპანიის აქციები იძულების წესით გადავიდეს სახელმწიფოს კუთვნილებაში, მათ შორის არის „უკრნაფტა“ „უკრტატნაფტა“, „მოტორ სიჩი“, „ავტოკრაზი“ და „ზაპოროჟტანსფორმატორი“. „უკრნაფტა“ უკრაინაში უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიაა. მილიარდერ იგორ კოლომოისკის ამ კომპანიაში აქციების 42 პროცენტი ეკუთვნის. სახელმწიფოს კი 50 პროცენტს +1, ხოლო დანარჩენი ფასიანი ქაღალდები მინორიტარული აქციონერების ხელშია. რაც შეეხება „უკრტატნაფტას“, რომელშიც კოლომოისკის და მის პარტნიორ გენადი ბოგოლიუბოვს აქციების 60 პროცენტი აქვთ, მისი მთავარი აქტივი კრემენჩუკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც მაისში რუსული დაბომბვების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა. ბოლო პერიოდამდე კომპანია „მოტორ სიჩის“ მფლობელი იყო მილიარდერი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, რომელმაც 2017 წელს აქციები 56 პროცენტი ჩინურ კომპანიას მიჰყიდა. ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის გამო, ეს გარიგება დაბლოკეს, შემდეგ კი ფასიანი ქაღალდები დააყადაღეს. ბოგუსლაევი წელს ოქტომბერში დააკავეს და მას სახელმწიფს ღალატში დასდეს ბრალი. კომპანია „ავტოკრაზი“ შედის ჯგუფ „ფინანსებსა და კრედიტში“, რომლის მფლობელიც უკრაინიდან გაქცეული ოლიგარქი კონსტანტინ ჟევაგოა. „ზაპოროჟტრანსფორმატორი“ გაკოტრებულია და მისი მფლობელი მილიარდერი კონსტანტინ გრიგორიშინია. ავტორი - ლევან ახალაია