Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ამერიკის თავდაცვის უწყება ამ დროისთვის ვერ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს. „შემიძლია, გითხრათ, რომ ამ დროისთვის არ ვფლობთ არანაირ ინფორმაციას გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით და მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ შესაბამის უწყებებთან“, – განაცხადა პატრიკ რაიდერმა. რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცელდა. ამასთან, მედიის ცნობით, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. ვრცელდება ასევე ცნობა ორი დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა დაადასტურა. 1ტვ
  2. პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უნგრეთში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს. „მილსადენ „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია“, – წერს ზოლთან კოვაჩი. ავტორი - თამთა რუხაძე
  3. პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეხმაურება. „შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ. მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს“, – წერს გიტანას ნაუსედა. რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცელდა. ამასთან, მედიის ცნობით, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. ვრცელდება ასევე ცნობა ორი დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა დაადასტურა. ავტორი - თამთა რუხაძე
  4. „ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამერიკის დაზვერვიდან წყარო ანონიმურობას ინარჩუნებს. გავრცელებული ვერსიით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი. ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით ამ წუთებში, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. მანამდე, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში არაოფიციალურად გავრცელდა. 1tv
  5. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. „პოლონეთიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაცია ყველაზე შემაშფოთებელია. მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პოლონურმა მედიასაშუალებებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ნასროლი ორი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, სოფელ პშევოდოვში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ავტორი - თამთა რუხაძე
  6. პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მომხდარის გამო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ტერიტორიაზე, სადაც რაკეტები ჩამოვარდა, პოლონეთის პოლიცია და ჯარია მობილიზებული. PIA
  7. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ გააკეთა. ტიმოშენკოს თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 90-დან 70 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სავარაუდოდ ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება. რუსეთმა უკრაინაზე დღეს მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელა. ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, ელექტროენერგია მოლდოვაშიც გაითიშა. ავტორი - თამთა რუხაძე
  8. შესაძლოა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან დღეს, 15 ნოემბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა იყოს ყველაზე მასშტაბური ომის დაწყების დღიდან. როგორც უკრაინის საჰარეო ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა. ამით რუსეთმა 10 ოქტომბრის იერიშის შემდეგ ყველაზე მასირებული თავდასხმა განახორციელა. 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა 84 რაკეტით დამბომბეს. უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ „ეს არის მასიური სარაკეტო შეტევა. კრიტიკული ინფრასტრუქტურა პირველი მიზანია. მაგრამ, სამწუხაროდ, რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებსაც მოხვდა“. იგნატმა კომენტარი არ გააკეთა იმის შესახებ, თუ რამდენი რაკეტა მოიგერია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, მისი თქმით, ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. მანვე განმარტა, რომ რაკეტების უმეტესობა გასროლილია სტრატეგიული ბომბდამშენებიდან კასპიის რაიონიდან და როსტოვის რეგიონიდან. ნაწილი კი შავი ზღვიდან. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილ ტიმოშენკოს განცხადებით. დღევანდელი თავდასხმა ძირითადად უკრაინის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელდა. ტიმოშენკოს თქმითვე, დღევანდელმა იერიშმა უკრაინის ენერგეტიკა კრიტიკული ვითარებაში ჩააგდო. „დედაქალაქში ვითარება უკიდურესად მძიმეა, შემოღებულია ავარიული გამორთვის სპეციალური გრაფიკი“,- განაცხადა მან. რუსეთის მხრიდან მასირებულ სარაკეტო თავდასხას უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა იერიში ისევ იყოს მოსალოდნელი, ამიტომ მან უკრაინელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვმუშაობთ, ყველაფერს აღვადგენთ. ყევლაფერს გადავიტანთ, დიდება უკრაინას“ ,-თქვა ზელენსკიმ. რუსეთის არმიამ მასირებული სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და ოლქზე. უკრაინული მედია, სულ ცოტა, ერთი დაღუპულის შესახებ იუწყება. დაიბომდა კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ნიკოლაევი, ხმელნიცკი, როვნო, ჟიტომირი, ვინიცისა და დრეპროპეტროვსკის ოლქებშიც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, "დიდი ოცეულის" ქვეყნების ლიდერებს მიმართა და ტვირტზე გამოქვეყნებულ პოსტი დაწერა, რომ სამიტისგან პრინციპულ პოზიციას მოელის. "და გთხოვთ, "ორივე მხარისთვის" მოწოდებებს მოერიდეთ. დადექით ხალხის მხარეს და არა სამხედრო დამნაშავეების მხარეს", - დაწერა კულებამ ტვიტერზე.. 15 ნოემბერს ინდონეზიის ქალაქ ბალიში დაიწყო "დიდი ოცეულის" ორდღიანი სამიტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა ომი უკრაინაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მანამდე გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ სამიტის პარალელურად რუსეთს შესაძლოა, მასირებული სარაკეტო იერიში მიეტანა უკრაინაზე. რადიო თავისუფლება
  9. ისრაელის საელჩო საქართველოში ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის საქართველოს მათი მოქალაქის დაცვისთვის, რომელზეც თავდასხმა იგეგმებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. "ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც. ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 15 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც საქართველოში ისრაელის მოქალაქის მოკვლას გეგმავდა. ამ საქმეზე დაკავებულია საქართველო-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რამდენიმე პირი. საგამოძიებო უწყება დანაშაულის ქრონოლოგიას ასე აღწერეს: საქართველოში გამოიგზავნა პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა ისრაელის მოქალაქის მოკვლა; პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია ისრაელის მოქალაქის შესახებ - "მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები"; იარაღის მიწოდების ნაწილში ჩაერთო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი; კვალის დასაფარად, ჯგუფის წევრები ერთმანეთს პირისპირ არ ხვდებოდნენ - ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილ სამალავებში.
  10. რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გაუძლებს. „85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრთხილდით და იყავით თავშესაფრებში. ვიცი, რომ დარტყმების შედეგად ჩვენს ქალაქებში ენერგეტიკა გათიშულია. ყველაფერს აღვადგენთ. ყველაფერს ავიტანთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ავტორი - ლევან ახალაია
  11. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, – განცხადება ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა. „როდესაც მსოფლიო ლიდერები „დიდი ოცეულის“ სამიტზე იკრიბებიან, რომ განიხილონ მსოფლიოში მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი ისევ უქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა. რუსეთმა უკრაინაზე დღეს მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელა. ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
  12. რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მოლდოვაში ელექტროენერგიის გათიშვას ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მაი სანდუმ რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიში დაგმო და უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმად შეაფასა. „კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 100 რაკეტა გაუშვა. ისინი მოხვდა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საფრთხეში ჩააგდო ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმას – უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერი თავდასხმას. უკრაინაში რუსეთის თავდასხმამ ასევე გამოიწვია იმ ხაზის ავტომატური გათიშვა, რომლითაც ჩვენს ქვეყანას მიეწოდება ელექტროენერგიაა, ამისთვის ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვისაც ახლა დენი არ მიწოდება, სიმშვიდისა და გაგებისთვის. სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. მოლდოვას რუმინეთიდან დენის მიწოდება დღეს, ადგილობრივი დროით 16:40 საათზე შეუწყდა. შედეგად, ათასობით აბონენტი დენის გარეშე დარჩა. კიშინიოვში შეჩერებულია ტროლეიბუსების მოძრაობაც. ავტორი - თამთა რუხაძე
  13. რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისი თქმით, მაშველებმა დაღუპულის ცხედარი პეჩერსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში იპოვეს, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა. ამჟამად გრძელდება სამაშველო ოპერაცია. მანამდე, კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რაკეტა ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კიევის გარდა სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ჟიტომირის ოლქზე, ლვოვზე, როვნოზე, ვინიცის ოლქზე, ჩერკასკში, კრივოი როგზე, ოდესის ოლქზე, ვოლინის ოლქზე, ხმელნიცკის ოლქზე, ივანო-ფრანკოვსკზე, პოლტავის ოლქზე და ქალაქ ხარკოვზე, ასევე სუმის ოლქზე, ტერნოპოლზე, კრივოგრადის და ჩერნიგოვის ოლქებზე. სარაკეტო დარტყმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. თითქმის ყველა ოლქში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებებია. ქალაქ ლვოვის ნახევარს დენი არ მიეწოდა. ივანო-ფრანკოვსკში პრობლემებია წყალმომარაგებაშიც, ოდესა ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო კი აცხადებს, რომ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ქვეყანაში ენერგომომარაგების კუთხით კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი. „რუსმა ტერორისტებმა ისვე მიიტანეს დაგეგმილი დარტყმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. სიტუაცია კრიტიკულია. ყველაზე მეტი რაკეტა ჩამოვარდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქში სიტუაცია ძალიან მძიმეა, შემოვიღეთ სპეციალური გრაფიკი ავარიული გათიშვებისთვის, „უკრენერგო“ იძულებულია დაიწყოს, დენის საგანგებო გათიშვა, რათა ენერგოსისტემის დაბალანსება მოხდეს და თავიდან იყოს აცილებული აღჭურვილობის ავარიული გათიშვა“, – წერს ტიმოშნეკო ტელეგრამ არხზე. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო დარტყმის საფრთხე შენარჩუნებულია. ავტორი - ლევან ახალაია
  14. კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებენ. კლიჩკოს თქმით, კიევის პეჩერსკის უბანში რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ექიმები და მაშველები ადგილზე მუშაობენ. მანამდე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს, რის შედეგადაც 4 რაკეტა იქნა ჩამოგდებული. პარალელურად ცნობები ვრცელდება საჰაერო თავდაცვის მუშაობაზე უკრაინის კიდევ სამ ოლქში: ვინიცაში, ჩერნიგოვსა და პოლტავაში. ინფორმაციას ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ავრცელებენ.
  15. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს. მაქარაშვილის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ერნესტ მაჭარაშვილის სიცოცხლე შეეწირა. „ბოროტებასთან ბრძოლაში მაჭარაშვილების ოჯახმა უკვე მეორე ვაჟკაცი დაკარგა!“, - წერს გიგა მაქარაშვილი. ცნობისთვის, ერნესტ მაჭარაშვილი 25-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა. პალიტრა
  16. ოლიგარქთა რეესტრი საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა საქართველოს მთავრობამ შეადგინოს. პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში შესაბამისი შესწორებების შეტანის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დასვა. კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს. “ჩვენ ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა შემოგთავაზეთ. ეს კოლეგების მხრიდან შეფასდა, თითქოს ინტერესთა კონფლიქტი. სპეკულაციურად გამოიყენეთ, თითქოს ამით უკრაინულ მოდელს ავცდით. ამიტომ გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა იყოს განსაზღვრული ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე, როგორც ეს უკრაინაშია. მე დავსვი კითხვა, მიაჩნდათ თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტად და პარლამენტის ჩართულობა იყო თუ არა პრობლემა - ან დაეფიქსირებინათ პოზიცია ან თუ არ დააფიქსირებდნენ პოზიციას, ეს ჩვენი მხრიდან იქნებოდა მიღებული როგორც არდათანხმება და როგორც შემდგომი სპეკულაციების მცდელობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთი-ერთში რომ არ გადმოვიღოთ უკრაინული მოდელი და პრინციპები, ეს გახდება საფუძველი თქვან, რომ თქვენ უკრაინული მოდელიც არ გადმოვიღეთ სწორად, რაღაც თქვენს თავს მოარგეთ და რაღაც სხვა გააკეთეთ. ამიტომ ამ სპეკულაციებსაც რომ წერტილი დავუსვათ, გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა განისაზღვროს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. IPN
  17. დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია, - ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს ანგარიშში, „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები“. ორგანიზაციის გათვლებით, 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქვეყანა ჩინეთის ნაცვლად ინდოეთი გახდება. გაერო-ს ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობა 1950 წლის შემდეგ ყველაზე ნელი ტემპით იზრდება და ზრდამ 2020 წელს 1%-ზე ნაკლები შეადგინა. ორგანიზაციის უახლესი პროგნოზის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობა 2030 წელს შეიძლება დაახლოებით 8.5 მილიარდამდე გაიზარდოს, 2050 წელს კი - 9.7 მილიარდამდე. ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის რაოდენობა პიკს, დაახლოებით 10.4 მილიარდ ადამიანს, 2080-იან წლებში მიაღწევს. IPN
  18. დღეს ჩვენ განვიხილავთ, როგორ წავიწიოთ წინ უკრაინის არმიისთვის წვრთნის მისიის, ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის, პრაქტიკული განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა. „ეს მისია სამ თვეზე ნაკლებ დროში ამოქმედდება. ეს რეკორდული დროა ევროპელებისთვის. 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი წვრთნას ევროპის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში გაივლის. ეს იქნება უკრაინის არმიის განახლების, გაზრდის, შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ მიმართული დიდი ძალისხმევა. 15 000 ჯარისკაცი ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში. ეს მისია იქნება უკრაინისადმი ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის ცენტრალური ნაწილი“, - აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერის მისიის დახმარებით უკრაინელები მიიღებენ ზუსტად იმ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ სჭირდებათ. „ეს წვრთნა უკრაინელებს სჭირდებათ. ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა უკრაინის სამხედრო შტაბიდან, რომ „ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის სპეციფიური წვრთნა, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ“. ომი ახლა ძალიან თანამედროვე რამ არის, ის მოითხოვს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, თანამედროვე იარაღის გამოყენების უნარს და თანამედროვე ტაქტიკას. ეს არის ომი, რომელიც სრულიად განსხვავდება წარსულის „კლასიკური“ ომებისგან. უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები ჩატარდება არა მხოლოდ პოლონეთში, არა მხოლოდ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში, არამედ ყველა ევროპული ქვეყანა შეიტანს წვლილს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
  19. უკრაინის უმეტეს ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ზოგიერთი ოლქის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფრებში უნდა გადავიდეს. „,მოსკოვმა ვოლგოგრადი-ასტრახანიდან Ту-95-ის გამოყენებით Х-101 რაკეტები გამოუშვა. რაკეტების სამიზნე უკრაინაში ჯერჯერობით უცნობია“, - წერს ვილკული „ტელეგრამზე“. მან მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა. ამასთან, მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, ცაზე რაკეტები დაფიქსირდა. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხიც "სასწრაფოდ გადადით თავშესაფრებში! თავს გაუფრთხილდით!", - დაწერა სტარუხმა „ტელეგრამზე“.
  20. საქართველოს პარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ „კი“ - ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან france info-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: რას ეტყვით ევროპულ კომისიას, რომელმაც პირობა დადო, რომ ყურადღებით მიადევნებდა თვალს ცვლილებებს. პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოსაც საერთაშორისო თანამეგობრობისგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. „დიახ, ჩემი გზავნილი დღეს სწორედ ესაა! როგორც იცით, საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ამისთვის იყო მიზეზები, ბოლო პერიოდში რეფორმებმა დააგვიანეს, რადგან მანამდე საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ ვიტყოდი, რომ უშეცდომო იყო. ჩვენ გვაქვს ვადები, თუმცა დღეს ეს საკითხი სტრატეგიული გახდა; ახლა, როდესაც უკრაინა იგებს, საერთაშორისო სოლიდარობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ არის ნაცრისფერი ზონა, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ნაკლებად მიზანდასახულები არიან, სადაც ის ადვილად აინაზღაურებდა ცოტაოდენ სიამაყეს, რომელიც დაზარალდა დღეს უკრაინაში, რადგან საქართველო უკრაინაზე ბევრად პატარაა, ნაკლები სამხედრო, ადამიანური რესურსი და ტერიტორიის სიღრმე აქვს და ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, სტრატეგიულად... მე ვთვლი, რომ ეს [გეოგრაფიული საკითხი] უკან დარჩა, ეს ასე იყო გარკვეული წლების განმავლობაში. ახლა, როდესაც ევროკავშირმა მისცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, მან მისცა ევროპული პერსპექტივა სამივე ქვეყანას და ეს არის პასუხი. ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ გეოგრაფიული კრიტერიუმები, გეოგრაფიული შეზღუდვები აღარ მოქმედებს, მსოფლიო პატარავდება და საქართველო ხდება მთავარი წერტილი ამ ახალ, სატრანზიტო გზაზე, რომელიც აუცილებელია ევროპის (ენერგიისათვის) კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად. შავი ზღვა გახდა სრულიად ევროპული ზღვა და ეს ევროპული ზღვა არის დასაცავი რუსული თავდასხმისგან, დანაღმვისგან, რაც რეალობა და დიდი პრობლემაა, როდესაც ვფიქრობთ ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც დაგეგმილია შავ ზღვაში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, რაც უკრაინაში ახლა მიმდინარეობის ნაცნობი სიტუაცია იმის გამოკლებით, რომ ამჯერად „საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს“. „არა მხოლოდ 15 წლის წინ, საქართველოზე რეგულარულად ხორციელდებოდა რუსეთის შემოტევები, ეს ძალიან აქტუალურია. 2008 წელს მოხდა ომი, მას შემდეგ ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, რაც გულისხმობს სამხედრო ბაზების არსებობას, მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება... [საქართველოს] ტერიტორიაზე რუსული ბაზები, ზოგიერთი მათგანი დედაქალაქიდან 30-იოდე კილომეტრში, ეს ძალიან ახლოსაა. დღესდღეობით ამ ტერიტორიაზე სიმშვიდეა, ეს არის სიმშვიდე ქარიშხლის შემდეგ, ან ქარიშხლამდე. მაგრამ ძალიან რთული მდგომარეობაა ადამიანის უფლებების კუთხით, მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების კუთხით (კოვიდის დროს), მუდმივად ხდება იმ ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც საოკუპაციო ხაზს უახლოვდებიან, რომელიც რეალურად, იურიდიულად არ არსებობს. მათ აგზავნიან ციხეებში და ჩვენ გვიჭირს იმის დადგენა, თუ რა ბედი ეწიათ მათ. ამ სიტუაციას კარგად ვიცნობთ და როდესაც ვხედავთ რომ ეს მეორდება უკრაინაში, ეს ჩვენთვის ნაცნობი სიტუაციაა და ამჯერად, როდესაც ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს, ეს ძალიან კარგი ამბავია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. IPN
  21. ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს იმ სირთულეების დაძლევაში, რომელიც ქვეყანაში რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს. „როდესაც საქართველოში ხარ, ვერ აცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. უკრაინაში მიმდინარე ომი ცხადყოფს, როგორც ამას საქართველოში 2008 წლის ომი აჩვენებდა, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც წინ რუსეთის აგრესია ხვდება. ამიტომ, კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ჩემს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს სრული ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს“, - განაცხადა ვარჰეიმ. ipn
  22. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8432 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7963 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0469 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  23. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის ან სხვების სასიკეთოდ, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის შეკითხვას ერთი მხრივ ნიკა გვარამიას დაკავების, მეორე მხრივ კი იმის შესახებ, თუ ვის ეხება ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ და ვის გულისხმობს ევროკომისია. როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ეს კრიტერიუმი „არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება“. „თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონია. მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწერილი 12 რეკომენდაცია. არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება კრიტერიუმები. ეს არის სისტემის ჩარჩო, რომელიც შემოგთავაზეთ. საკანონმდებლო ჩარჩო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება. ამ ჩარჩოში ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე, რომელიც აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას და იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ევროკავშირი არ არჩევს, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რაც საბოლოო ჯამში, მისთვის იქნება სასიკეთო. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება რომელიმე ადამიანს. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვითხოვეთ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს - ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე შესაფასებლად გაიტანოს ეს კანონპროექტი და ვნახოთ რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. იპნ
  24. 2022 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში რამდენიმე ათეული ვებსაიტი დაიბლოკა, მათ შორის ისეთი პოპულარული ვებსაიტები, როგორიცაა iMOVIES და adjaranet. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის მიხედით, დაბლოკილი საიტების უმრავლესობა (77%) საავტორო უფლებებს არღვევდა, თუმცა გამოიკვეთა პორნოგრაფიული მასალების (6,5%) გავრცელების შემთხვევებიც. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საიტების დაბლოკვის წესი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ რისკებს შეიცავს. 2022 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში დაბლოკილ (150-ზე მეტ) ვებსაიტებს შორის მოხვდნენ: zona, qartulad, poti, imovs, kinoebi, geosaitebi, filmebi და ა.შ. IDFI-ის მონაცემებით, ვებსაიტის დაბლოკვის შესახებ განაცხადს აკეთებდნენ: სახელმწიფო უწყებები (38%), იურიდიული კომპანიები (31%), ფიზიკური პირები (20%) და კომუნიკაციების კომისია (11%). "დაბლოკილი ვებგვერდების მფლობელები ამა თუ იმ გზით, მაინც ახდენენ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას. აღნიშნულს განსაკუთრებით მარტივად ახერხებენ, პოპულარული ვებგვერდები", - აღნიშნულია კვლევაში.
  25. ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი დღეიდან კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება - იტალიის ქალაქ ასისში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში სულ სამი ვეტერანი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას: სენიორ ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოფიკო ტერელაძე და სენიორ მამაკაცებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ზურაბ სტურუა. ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო - მეშვიდე ტიტული 78 წლის ასაკში მოიპოვა, 2019 წელს 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის. მსოფლიოს ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით გაიმართება და 26 ნოემბერს დასრულდება. რადიო თავისუფლება
×
×
  • შექმენი...