-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ვოგის ჰოლანდიური გამოცემის დეკემბრის და იანვრის ნომერის ყდაზე მოხვდა ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი. ინფორმაციას ვოგის "ქავერსთორის" შესახებ ერთდროულად ავრცელებენ ინსტაგრამზე როგორც თავად გამოცემა, ასევე მოდელი და ფოტოგრაფი, რომელმაც გადაღებაზე იმუშავა ქართველ მოდელთან. მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისთვის მატილდა გვარლიანს ფოტოები 68 წლის გერმანელმა ფოტოგრაფმა, ელენ ფონ უნვერტმა გადაუღო ვენაში, ბელვედერის სასახლეში. ბაროკოს სტილში ნაგებ ამ შენობაში ხელოვნების სხვა ნიმუშებთან ერთად ინახება გუსტავ კლიმტის კოლექცია - მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მატილდას ფონადაც არის გამოყენებული ვოგის ფოტოსესიისთვის. გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც ვოგის გარეკანზე მოხვდა. ვოგის გარეკანზე მოხვედრამდე მატილდა გვარლიანი მონაწილეობდა მოდის საერთაშორისო კვირეულებზე ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორიცაა შანელი, დიორი, ფენდი. 2022 წლის ოქტომბერში ის Models.com-მა ტოპ ახალბედა სახეებს შორის დაასახელა. radio tavisupleba
-
კიევის ოლქში ოთხი რუსული რაკეტა და ხუთი კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი, „შაჰედი“ ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი კიევის წყალსაცავის თავზე გაანეიტრალა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს ოდესის ოლქის ტერიტორიაზე. გავრცელებული ცნობით, ოდესის რეგიონზე შეტევა რუსმა სამხედროებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით განახორციელეს. პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის ქალაქებში სინათლისა და გათბობის ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, რომელსაც პრობლემის გადაჭრა არ სურს. ავტორი - გივი ბარამიძე
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7396 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8207 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8563 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0356 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
-
თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
-
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა. „მივესალმები ყველა მხარის შეთანხმებას, გააგრძელონ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა მარცვლეულის, საკვები პროდუქტების, სასუქების ექსპორტისას საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის განცხადებაში. გუტიერეშის განცხადებით, გაერო სრულად ემხრობა რუსეთიდან სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დარჩენილი დაბრკოლებების აღმოფხვრას. კიევმა და მოსკოვმა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას გაერო-ს და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს მოაწერეს ხელი. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში, „ოქსფორდის კავშირში“, „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს. „ოქსფორდის კავშირში“ საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი. ოქსფორდის კავშირის „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დევიდ კამერონს. საქართველოს პრეზიდენტი პირველი არაბრიტანელია, რომელიც ლექციას წაიკითხავს. ამასთან, კავშირის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც იყო. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
-
საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს. რას ეხებოდა სარჩელი კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანმდევ შედეგებს. კერძოდ, სადავო ნორმების მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. შესაბამისად, უფლებამოსილების სრული ვადის ამოწურვამდე, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესება. მოპასუხის არგუმენტაციით, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არ წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციაში სახელდებით მოხსენიებულ ინსტიტუტს და ეს უკანასკნელი იყო კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, საქართველოს პარლამენტს გააჩნდა ფართო მიხედულების ფარგლები, შეექმნა მსგავსი შინაარსისა და ფუნქციების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანო ან ორგანოები. რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ყოველგვარი ჩარევა, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და თანამდებობებთან, განსაკუთრებით მკაცრად უნდა შეფასდეს. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, საკონსტიტუციოს მითითებით, ინსპექტორის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების გარეშე ან ყოველგვარი კომპენსაციის მიუცემლად ასევე ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს. საკონსტიტუციოს ცნობით, გადაწყვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი. პუბლიკა -
ის, ვინც ასეთ სისულელეს იტყვის, ვერ გავიზიარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი ვინც არის, ევროკავშირი ამერიკასთან ერთად, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, ევროკომისარმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო წინ მიდის, ხოლო ევროკომისარი „არ არის კუბილიუსი, ან გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკაში მოსული ფოტიგები და გრეგოროვები“. „ის არის დანიშნული ჩინოვნიკი, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს და შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი მიდგომებით, ტაქტიკით ... ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა. იმის მერე, რაც ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროკომისარი ამბობს, რომ წინ არის ქვეყანა, განვითარების სწორი მიმართულებით მივდივართ, ის, ვინც იტყვის, ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობასო, სისულელეა, შტერობაა,“ - განაცხადა ზარქუამ. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრა აშშ- ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემაც, ზარქუა აცხადებს, რომ ეს ტყუილია და ქვეყანა წინ მიდის. „ტყუილია, ტყუილია. რაც შეეხება თანაშემწეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მოწადინებული ვართ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის ბევრ რეფორმას მხარი დავუჭირეთ, კანონპროექტები მოვამზადეთ, მათ შორის ის, რაც ანტიკონსტიტუციურია, მაგალითად, თანამდებობის პირების არჩევა უმრავლესობით. შეგიძლიათ ერთი მაგალითი დამისახელოთ, სად ხდება ასე? - არა, გაჩუმებული ხართ. არ არსებობს პრაქტიკაში, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის ევროინტეგრაცია, რომ ჩვენ წავედით ამაზე, მათ შორის დეოლიგარქიზაცია მეორე მოსმენით მივიღეთ, რადიალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, კითხვები არ გიჩნდებათ?” - განაცხადა ზარქუამ. იპნ
-
საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა. „საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ იმ ვარიანტების შესახებ, რომლებიც ჩვენ უნდა ვცადოთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ამისთვის, რათა მათ იცოდნენ, რომ არსებობს შედეგები და ზოგიერთი ასეთი შედეგი შეიძლება იყოს ისეთი სახის დახმარება, რომელიც ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ. მე სრულიად ვეთანხმები, რომ ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე აქ, ეს მათი მთავრობაა, მაგრამ რაღაც მომენტში მათ უნდა მოსთხოვონ თავიანთი ხელისუფლებისგან მეტი პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხანგრძლივი დისკუსიით შევძლებთ ამ თემაზე საუბარს, რადგან ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა გზებზე, რომლითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ, რადგან, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, როგორც ჩანს, არ მუშაობს“, - აღნიშნა სენატორმა.
-
19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე საქართველოში ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება. მათივე ცნობით, 19 ნოემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დათბება. „ჰაერის ტემპერატურა 18 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე დათბება. ქალაქ თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ -
12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და დღეს მისი პირდაპირი ინტერესია, რომ როგორმე ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრზე გადაანაწილოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ თანმიმდევრულობით უნდა უზრუნველყოს ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება აიძულოს. „დღეს „ქართული ოცნების“ პირდაპირ ინტერესებშია, რომ ქართული ოპოზიციის მაქსიმალურად დისკრეტიზაცია მოხდეს. მის პირდაპირ ინტერესში შედის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ და ხვალ თქვას, რომ ეს ინკლუზიური პროცესი არ იყო. სწორედ იმიტომ, რომ ქართულ სახელმწიფოში ასეთი დესტრუქციული ოპოზიციაა, ის ბუნებრივია, პასუხისმგებლობის თავიდან ბოლომდე ქართულ ოპოზიციაზე გადანაწილებას ეცდება, იმ რეკომენდაციების გამო, რომლებიც ვერ შესრულდება,“ - განაცხადა სიჭინავამ. მისივე თქმით, შემდეგი საარჩევნო ციკლის დროს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა და კოალიციური მთავრობის ფორმირება გარდაუვალი იქნება. ბერდია სიჭინავას შეფასებით, დღეს საქართველოს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ აქტორებს შორის ხიდი ჩატეხილია და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის „ჩარეცხვას“ წარმატებით ცდილობს. მან გადაცემაში ასევე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გახარია მედიაში აქტიურად არ ჩანს, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ 12 რეკომენდაცია შეასრულოს და საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. „გიორგი გახარია ინერტულ სიტუაციაში გადასული არასდროს ყოფილა. მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ჰქონდა. უახლოეს პერიოდში ასევე რეგიონული ტურნეს დაწყებას აპირებს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორებულია და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არ მონაწილეობს, ასე ნამდვილად არ არის,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
-
რუსეთის სამხედრო ძალებმა დღეს ისევ მიიტანეს სარაკეტო იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე ოლქზე. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 2 ფრთოსანი რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ, ჯერ დაზუსტებული არ არის. წინასწარი ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, ქალაქ დნიპროში სარაკეტო შეტევა განხორციელდა ინფრასტრუქტურის ორ ობიექტზე. ქალაქის მერის, ბორის ფილატოვის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 8 ადამიანი. იზიუმის რაიონში კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაც. დაშავდა 3 ადამიანი. რადიო თავისუფლება
-
კობახიძე აშშ-ის დახმარებაზე: უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ჩვენ რატომ ვინერვიულოთ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ის უსაფუძვლოა. პარლამენტში კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკული დაფინანსება, ძირითადად, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება და მისი შეწყვეტა ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა". "რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს საფუძველი... NGO-ები დაფინანსდება თუ არა, ამაზე იდარდონ NGO-ებმა, ჩვენ რატომ უნდა ვიდარდოთ?" - თქვა ირაკლი კობახიძემ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში ხედავენ დემოკრატიულ უკუსვლას, რაც მათთვის შემაშფოთებელია. მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებებზე, რომლებიც საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგაა მიმართული. კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ: "საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით... მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას... მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ". აშშ-დან მიღებული დაფინანსების მიზნები ეჭვქვეშ პირველად "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა ჯგუფმა "ხალხის ძალამ" დააყენა. მათი თქმით, ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს. "ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი - ენჯეოების საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ ენჯეოებზე ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება", - განაცხადეს პოლიტიკოსებმა. 15 სექტემბერს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის, "ხალხის ძალის", განცხადებებს. კელი დეგნანის თანახმად, აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ დიდი სარგებელი მოუტანა ორივე ქვეყანას: "ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას". radio tavisupleba -
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან პოლონეთის პრეზიდენტს რუსული აგრესიის გამო, ორი მოქალაქის დაღუპვა მიუსამძიმრა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, გაიმართა ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მორიგი შეხვედრა რუსული სარაკეტო ტერორის ახალ ტალღასთან დაკავშირებით. „ჩვენ თვალყურს ვადევნებთ განცხადებებს, ვმუშაობთ პარტნიორებთან, ვიცავთ უკრაინის ინტერესებს. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება. ყველა იმ გარემოების გარკვევა, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი. უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი. ამიტომ გვჭირდება, რომ ჩვენი სპეციალისტები, შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მივიღოთ წვდომა ყველა იმ მონაცემზე, რომელიც ხელმისაწვდომია პარტნიორებისთვის და აფეთქების ადგილთან. მთელი ჩვენი ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია. ჩვენ მას ვაძლევთ პარტნიორებს ღამიდან მოყოლებული, იმ პირველივე საათებიდან, როდესაც მსოფლიომ დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა მოხდა“,- განაცხადა ზელენსკიმ. 1tv
-
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პარტიების შემოწირულობები დათვალა. 1 944 073 ლარის შემოწირულობიდან 666 000 ლარი (34%) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, მეორე ადგილზე „კონსერვატიული მოძრაობაა“ („ალტ-ინფო“) 393 611 ლარით ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 370 600 ლარით. „გამჭვირვალობის“ ცნობით, მმართველი პარტიის მიმართ გაცემული შემოწირულობების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერ არის განხორციელებული, კერძოდ: publika
-
ავსტრალიელმა მილიარდერმა ენდრიუ ფორესტმა ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად ფონდი შექმნა. მილიარდერმა, რომლის კომპანიებიც ავსტრალიაში წიაღისეულს მოიპოვებს, განაცხადა, რომ მისი მიზანია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 25 მილიარდი დოლარი შეგროვდეს. თავად მილიარდერმა და მისმა მეუღლემ კი ფონდში 500 მილიონი დოლარი უკვე ჩარიცხეს. ფორესტის თქმით, ფონდში შეგროვებული თანხის გამოყენება და უკრაინის აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, რაც რუსული ძალები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ.
-
უკრაინის შს მინისტრი - ხერსონში 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოვაჩინეთ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მისივე ინფორმაციით, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია მიმდინარეობს. „ჩვენ ვიპოვეთ 63 ნაწამები ცხედარი ხერსონის ოლქში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, ხერსონში მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა წამების ბევრი ადგილისა და საფლავის აღმოჩენაა მოსალოდნელი. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ხერსონში ომის დანაშაულის პირველი ნიშნების გამოვლენის შედეგების საფუძველზე 436 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. გარდა ამისა, ოლქის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 11 ადგილი, სადაც ოკუპანტებს ადამიანები უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. აქედან ოთხ ადგილას რუსები დაკავებულებს აწამებდნენ. -
აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკა შეაფასეს. „ამერიკელი ხალხი დიდი ხანია სოლიდარობას გამოხატავს ქართველების სურვილის მიმართ, იყვნენ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ვმუშაობთ ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში საქართველოს სრულად ინტეგრირების შესახებ ჩვენს საერთო ხედვაზე. შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით, ათასობით ქართველი გაგზავნა შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის და ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი გაწვრთნა საქართველოს ტერიტორიის დასაცავად და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. სამხრეთ კავკასიის ხალხი იმსახურებს მშვიდობიან ცხოვრებას, რაც მთელი რეგიონის კეთილდღეობას გაუხსნის გზას. აშშ-ის ადმინისტრაცია სრულად არის მოწოდებული ამ ღირსეული მიზნის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. ipn
-
CNN – „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„რესპუბლიკელებმა“ შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში 218 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ტელეკომპანიის ცნობით, პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მისაღებად საჭირო ზღვარი მას შემდეგ გადალახა, რაც „რესპუბლიკელმა“ მაიკ გარსიამ კალიფორნიაში გაიმარჯვა. რაც შეეხება „დემოკრატებს“, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ 208 მანდატი აქვთ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სენატზე კონტროლი „დემოკრატებმა“ შეინარჩუნეს. აშშ-ში შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართა. ამომრჩეველმა სენატის 35 წევრი, წარმომადგენელთა პალატის ყველა - 435 წევრი და შტატების უმეტეს ნაწილში გუბერნატორი აირჩია. იპნ 2018 ყველა უფლება დაცულია -
2022 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 210 ექიმს დაეკისრა, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49-ს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. „ ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 8 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 4 ექიმს შეუჩერდა. პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 285 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 210 ექიმს, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
Warner Bros.-მა რუსეთის ტელეარხებით თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჰოლივუდის კინოსტუდია Warner Bros.-მა აკრძალა თავისი ფილმების ჩვენება რუსული ტელეარხებით, რომლებიც „ნაციონალური მედიაჯგუფის“ შემადგენლობაში შედიან. ესენი არიან "ესტეესი", "რენ-TV-ი", "მეხუთე არხი" და "დომაშნი", ისევე როგორც more.tv-ის ვიდეოსამსახური. Warner Bros-მა აკრძალვა დააწესა იმის მიუხედავად, რომ რუს დისტრიბუტორთან მისი სალიცენზიო ხელშეკრულებები ძალაშია, სულ მცირე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში. Warner Bros.-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოკომპანიაა. მის ყველაზე პოპულარულ პროექტებს შორისაა "ჰარი პოტერი," „გოძილა 2“ და მრავალი სხვა. ეს ფილმები პოპულარული იყო, კერძოდ, "ესტეესის" არხზე - განსაკუთრებით საახალწლო არდადეგების პერიოდში. რუსეთში ფილმების „გაქირავების ბიულეტენის“ თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, Warner Bros.-ის პროდუქცია არ შესულა ყველაზე პოპულარული 50 ფილმის სიაში, თუმცა წინა წლებში მუდმივად იკავებდა წამყვან პოზიციებს. შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ რუსეთის ტელეარხებმა მკვეთრად შეამცირეს გასართობი გადაცემების წილი და ისინი ჩაანაცვლეს ახალი ამბებითა და პროპაგანდისტული პროგრამებით. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ჰოლივუდის მთავარმა კინომწარმოებლებმა - Warner Bros.-მა, Universal-მა, Paramount-მა, Disney და Sony-მ - შეაჩერეს თავიანთი პროდუქციის გავრცელება და ლიცენზირება რუსეთში. ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ დატოვა რუსეთის ბაზარი. 2022 წლის აგვისტოში კინოთეატრების მფლობელთა ასოციაციამ დახმარებისთვის ვლადიმირ პუტინს მიმართა. დისტრიბუტორებმა განაცხადეს, რომ ჩინური, კორეული და საბჭოთა ფილმების ჩვენებამ იმ თანხის მხოლოდ ხუთი პროცენტი მოუტანა მათ, რასაც ჰოლივუდის ფილმები იძლეოდა. რადიო თავისუფლება -
მოსკოვში იმყოფება ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი(ფაჩუაშვილი). მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა მონაწილეობისთვის მეათე სამეცნიერო კონფერენციაში „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“, რომელიც 16-17 ნოემბერს ტარდება ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმში და ეძღვნება მისი პირველი დირექტორის, დავით არსენიშვილის ხსოვნას. მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოხსენებას წაიკითხავს. მანამდე, 15 ნოემბერს, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი შეხვდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონს. მოსკოვის საპატრიარქოს თანახმად, „გულთბილი, მეგობრული საუბრისას განიხილებოდა რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტი“. საქართველოს საპატრიარქოს საჯარო ინფორმაცია სინოდის წევრის, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის მოსკოვში ვიზიტის შესახებ, ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. RADIO TAVISUPLEBA
-
ევროპის კავშირი შენგენის ზონაში ბულგარეთის, ხორვატიისა და რუმინეთის შეყვანას ითხოვს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპის კომისია 16 ნოემბერს ბულგარეთის, ხორვატიისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღების მოწოდებით გამოვიდა, რათა ამ ქვეყნებსა და ევროპის უმეტეს ნაწილს შორის მოგზაურობა სასაზღვრო კონტროლის გარეშე იქნას დაშვებული. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ თხოვნით მიმართა ევროპულ საბჭოს, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ ევროპის ამ სამი ქვეყნის მისაღებად შენგენის ზონაში, რომელიც 26 წევრისგან შედგება და ისლანდიიდან საბერძნეთამდეა გადაჭიმული. ბულგარეთმა და რუმინეთმა შეფასების პროცესი 2011 წელს დაასრულეს. საბჭომ 2021 წლის დეკემბერში დაადასტურა, რომ ხორვატიამ, რომელიც 2013 წელს გახდა ევროკავშირის წევრი, შეასრულა შენგენის ზონაში გაწევრიანების პირობები. რადიო თავისუფლება -
უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს აშშ-ს და მოკავშირეებს, რომ ცდილობდნენ რუსული რაკეტის ჩამოგდებას პოლონეთის სარაკეტო თავდასხმის დროს, აფეთქების ადგილთან ახლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა საჰაერო თავდაცვის სისტემის ეს რაკეტა იგივე, რაც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. „სიენენის“ ცნობით, ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნა ვაშინგტონის მიერ პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქების გარემოებების შესაფასებლად. ავტორი - გივი ბარამიძე