-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი სამშობიარო სახლი დაიხურა. გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს უკვე გააცნო. სამშობიარო "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკების ქსელის შემადგენლობაში შედიოდა. ადგილობრივი ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე მსჯელობდა. მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში სამშობიაროს სულ უფრო ნაკლები მშობიარე მიმართავდა და სამეანო განყოფილების დახურვის ერთადერთი მიზეზი ეს არის. კლინიკის ხელმძღვანელის თანახმად, სამშობიარო სახლის ბაზაზე შეიქნება მძლავრი პედიატრიული განყოფილება, სადაც მიმართვიანობა შედარებით მაღალია. "ამ ეტაპზე სამეანო განყოფილება არის დახურული. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა მშობიარობების რაოდენობა, პარალელურად მოიმატა პედიატრიული პაციენტების რაოდენობამ. გადაწყდა, რომ შეიქმნას ძლიერი პედიატრიული სამსახური, რომელსაც მხარდაჭერა ექნება თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან. აქამდე ბავშვები სტაციონარში იწვნენ ხოლმე ასაკიან პაციენტებთან ერთად, მათთვის ცალკე განყოფილება შეიქმნება“- თქვა გელა ორველაშვილმა. ამ ეტაპზე უცნობია გურჯაანში ორსულ ქალებს რა ალტერნატივა ექნებათ სამშობიარო განყოფილების დახურვის შემდეგ. გურჯაანიდან ყველაზე ახლოს, დაახლოებით, 40 კილომეტრში თელავი, ხოლო 45 კილომეტრში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტია, სადაც სამშობიარო განყოფილებები ფუნქციონირებს. გურჯაანიდან პაციენტების ნაწილი, სავარაუდოდ, ამ მუნიციპალიტეტებს მიაშურებს. ცნობისთვის, დაახლოებით 6 წელია სამშობიარო სახლი არ ფუნქციონირებს ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. სამშობიარო განყოფილება ევექსის ქსელში შედიოდა. მაშინ კომპანიაში სამშობიაროს დახურვის მიზეზად შესაბამისი კადრები არარსებობა დაასახელეს. გურჯაანში გამოკითხული ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში სადაც 55 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, სამშობიარო განყოფილების დახურვა დაუშვებელი იყო. რადიო თავისუფლება
-
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეკითხვებით საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა: ნიკა მაჭუტაძემ, ანა წითლიძემ, დავით ხაჯიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, თამარ ჩარკვიანმა, სულხან სიბაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ და გიორგი ბოტკოველმა მიმართეს. „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, პარლამენტარმა დავით ზილფიმიანმა თავის სიტყვაში მინისტრს უთხრა, რომ „კარგად ჰქონია საქმე“, როცა ქვეყნის ბიუჯეტის 10%-ის მფლობელი სამინისტროს მინისტრთან მხოლოდ ეს კითხვები აქვთ პარლამენტარებს. „პარლამენტს არ ჰქონია კითხვები თქვენთან, გილოცავთ!“ – უთხრა ზილფიმიანმა ჩხენკელს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ინტერპელაციის წესით, შემდეგ კითხვებზე პასუხის გასაცემად მიიწვიეს მინისტრი პარლამენტში: საქართველოში 58 რუსულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორია – 11 სკოლა და 47 სექტორი, რომელთა კონტინგენტი იზრდება. პარალელურად იზრდება რუსული კერძო სკოლების რაოდენობაც. როგორი არის სამინისტროს პოლიტიკა? კერძოდ, გულისხმობს თუ არა იგი რუსულენოვანი სკოლების და სექტორების რაოდენობის ზრდას? თუ გულისხმობს საიდან მოჰყავს პერსონალი? რა პრინციპით ხელმძღვანელობს სამინისტრო კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციის მინიჭების დროს? სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა კოლოსალურად იზრდება, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სამინისტრო ამ პრობლემის გადასაჭრელად მაშინ, როდესაც სტუდენტები განიცდიან უკიდურესად მძიმე სოციალურ სიდუხჭირეს. არსებობდა და მიმდინარეობდა სკოლების ინტერნეტიზაციის და სკოლებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის პროგრამა. ახლა ეს პროგრამა შეჩერებულია, აპირებთ თუ არა აღნიშნული პროგრამის განახლებას? თქვენ აპირებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ბ კორპუსის დემონტაჟს. ეს სკოლა ისტორიულია თავისი ასაკითა და მნიშვნელობით. ნიგოითის სკოლის დაარსებას, თავის დროზე – მეცხრამეტე საუკუნეში, ჰქონდა განუზომელი კულტურული და ეროვნული დანიშნულება მთელი გურიისთვის. რატომ არ ფიქრობთ დემონტაჟის თავიდან ასაცილებლად გამონახოთ ადეკვატური გზები და რატომ არ ზრუნავთ ისტორიული მნიშვნელობის შენობის შესანარჩუნებლად? პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი. შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს. ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას. პუბლიკა
-
პროტესტის შედეგად, თსუ იწყებს საერთო საცხოვრებლის მშენებლობას - სტუდენტური მოძრაობა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ცნობით, ხანგრძლივი პროტესტის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას. მოძრაობა აღნიშნავს, რომ ამ მიზნით უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად, შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს. დასკვნის საფუძველზე კი უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. მოძრაობა აღნიშნავს, რომ პირველი საცხოვრებელი უნდა აშენდეს იმ განწყობით, „რომ პარალელურად, სახელმწიფო და უნივერსიტეტები დაიწყებენ ზრუნვას მეორე, ფართომასშტაბიანი საცხოვრებლის მშენებლობაზე. თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია სტუდენტების აქტიური ჩართულობა, რათა მივაღწიოთ ჩვენს თავდაპირველ მიზანს – საერთო საცხოვრებელს ყველა სტუდენტისთვის“. მოძრაობა, მოხალისეებთან ერთად, ორშაბათს 13 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოთხშაბათს 13 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეგმავს პროკლამაციების დარიგებას და სტუდენტებთან შეხვედრას. „მომავალში მივალთ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც, ვინაიდან, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ ყველა სტუდენტისთვის საქართველოში. ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ სტუდენტური ბრძოლის შედეგს! ამიტომ, მოგიწოდებთ ყველა სტუდენტს, შეიტანოთ წვლილი საერთო მიზნის სრულყოფაში, რადგან ბრძოლის არცერთი წამი არ არის დაკარგული!“, – აცხადებენ სტუდენტები. პუბლიკა პ -
წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს. „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა. კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებული საკითხის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს (იარაჯული) მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით. კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას. წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცვნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან. აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს. უწმინდესისა და უნეტარესის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
-
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან ცნობილ ფოტოგრაფ დორ კედმის მასპინძლობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან ცნობილ ფოტოგრაფს, დორ კედმის მასპინძლობს. პრესტურის ფარგლებში ფოტოგრაფი თბილისს, თელავს, სიღნაღს, უდაბნოს და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ეწვია. დორ კედმიმ ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო. ცნობილი ფოტოგრაფი ისრაელის პოპულარული გამოცემისთვის HAARETZ National Newspaper ფოტო კოლაჟს მოამზადებს, რომელსაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სტატიებისთვის გამოიყენებენ. ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და მოგზაურთა ნაკადის გაზრდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. -
რუსეთი პატიმრობაში მყოფი ამერიკელი კალათბურთელ ბრიტნი გრაინერის გაცვლას, აშშ-ში დაპატიმრებული, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტიში გეგმავს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, ასეთი გაცვლის პერსპექტივა „განმტკიცდა“. მისი თქმით, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ვიქტორ ბუტის სახელი, რომელსაც „სიკვდილით მოვაჭრითაც“ იცნობენ, გასაცვლელ პატიმართა სიაში ნამდვილად ფიგურირებს. რიაბკოვის თქმით, მათ „პოზიტიური შედეგის იმედი აქვთ“. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის შეერთებულ შტატებში დასაბრუნებლად, ვაშინგტონი მოლაპარაკებას უკვე რამდენიმე თვეა, ცდილობს. რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში. ამასთან, სასამართლომ გრაინერს ერთი მილიონი რუბლის (16 300 დოლარი) ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. აშშ-ში დაპატიმრებული რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუტი კი, რომელიც იარაღით ვაჭრობისთვის არის გასამართლებული, 25-წლიან სასჯელს იხდის. ავტორი - სალომე თორაძე
-
უკრაინის დაახლოებით 30% დანაღმულია, ეს ორი ავსტრიის ტოლია, - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თავმჯდომარემ სერგეი კრუკმა განაცხადა. “უკრაინის ტერიტორიაზე დანაღმვის ფართობი და მოცულობა ომამდელ პერიოდთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა”, - აღნიშნა კრუკმა. მისივე თქმით, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში აქტიურად გრძელდება დეოკუპირებული ტერიტორიების ფეთქებადსაშიში ნივთებისგან გაწმენდა. განაღმვას 8 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ექვემდებარება. მათგან, 7 ათასი კვადრატული კილომეტრი ხერსონის ოლქშია, 1.5 ათასი კი ნიკოლაევის ოლქში. “იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგია აღდგება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები ამუშავდება. სტრუქტურებს, რომლებიც მანდ მუშაობენ, რამდენიმე თვე დასჭირდებათ ხერსონის ოლქში სრულფასოვანი ცხოვრების აღსადგენად”, - განაცხადა კრუკმა. იპნ
-
მატეუშ მორავეცკი - უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, ომი ჩვენთან მოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, ომი ჩვენთან მოვა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. „ჩვენ 100 პროცენტით ჯერ არ ვიცით ფშევოდუვში მომხდარი ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზები, მაგრამ ზუსტად ვიცით თავდაპირველი მიზეზი, ძირითადი მიზეზი, და ესაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია”, - განაცხადა მორავეცკიმ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეისთვის პოლონეთის ომში ჩათრევის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს და ესაა „უკრაინისთვის ზურგის შექცევა”, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ის ადრე თუ გვიან „რუსეთისგან უზარმაზარ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება”. „თუ უკრაინა ასეთ დამოკიდებულებაში მოხვდება, ჩვენ საერთოდ არაფრის გაკეთება არ დაგვჭირდება რათა ომის პროვოცირება მოხდეს - ომი თავად მოვა ჩვენთან. პუტინი არ გაჩერდება, კრემლი უფრო შორს წავა. პასიურობა ჩვენთვის თვითმკვლელობა იქნება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მორავეცკის თქმით, ფშევოდუვში მომხდარი ინციდენტი პირველი კრიზისული ვითარება არაა და მაგალითად წინა წელს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების გადმოსვლის მცდელობები მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ პოლონეთი ფშევოდუვის მსგავსი მოვლენებისთვის მზადაა, ხოლო ჰიბრიდული ომის სხვადასხვა გზებზე, რომელსაც რუსეთი შეიძლება აწარმოებდეს, პასუხები აქვთ. ინტერპრესნიუსი -
პოლონეთი არ დაუშვებს რუსეთის დელეგაციას ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტრთა სხდომაზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკაშ იასინამ განაცხადა „ფრანსპრესის“ კითხვის საპასუხოდ - ეტყვიან თუ არა უარს მოსკოვს დეკემბერში დაგეგმილ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად, რომლის წევრი რუსეთიც არის. კითხვაზე, ელოდებით თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს პოლონეთში, იასინამ უარყოფითად უპასუხა. წელს, პოლონეთი, როტაციის წესით, ეუთოს ყოველწლიურ მინისტერიალს თავმჯდომარეობს, რომელიც ლოდზში 1-2 დეკემბერს გაიმართება. IPN
-
ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
-
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის შემთხვევების პიკი მოსალოდნელია დეკემბერ-იანვრის პერიოდში, ამიტომ რისკჯგუფებში მყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისივე განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იყო 15 ნოემბრამდე, თუმცა ეს ვადა 22 ნოემბრამდე გაგრძელდა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მონაცემების მიხედვით, ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის H3-N2 ტიპის ვირუსი. ასევე, ფიქსირდება ერთეული შემთხვევები 2009-2010 წლების პანდემიის H1-N1 ტიპის ვირუსის, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა არის H3-N2 ტიპის ვირუსი. „საქართველოში რიგ შემთხვევებში, მეორე პიკი მარტში ფიქსირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე ამ თვალსაზრისით დეკემბერ- იანვარია და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელიც გამონაკლისი არ იქნება. იქნება თუ არა ეს მატება საშუალო მაჩვენებელზე მეტი, ამის შესახებ გარკვეული პროგნოზი ჯანმო-მ ჯერ კიდევ სექტემბერ-ოქტომბერში გააკეთა და დააფიქსირა, რომ პანდემიის მიმდინარეობისას 2-3 წლიანმა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებმა მოსახლეობაში პრაქტიკულად გააქრო გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მქონე ადამიანების ფენა. შესაბამისად, გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების დამცველობითი უნარი ძალიან ცოტას აქვს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ამიტომ მოლოდინი, რომ შემთხვევები იქნება უფრო მეტი, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში, რეალურად არსებობს“,- აცხადებს ივანე ჩხაიძე. მისი განმარტებით, ანალოგიური მატების მოლოდინი არსებობს კორონავირუსის და სხვა ტიპის ვირუსის მიმართაც, ამიტომ საკითხი, კონკრეტულ შემთხვევაში რა ტიპის ვირუსია რთული გასარჩევი იქნება. „ის, რაც გრიპისთვის დამახასიათებელია - ტემპერატურის მკვეთრი მატება 38 და უფრო მეტი გრადუსი, ძლიერი სისუსტე კუნთების, სახსრების, ძვლების, ყელის, თავის ტკივილი ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის სიმძიმეს. ამ თვალსაზრისით შედარებით განსხვავდება კორონავირუსის იმ მუტაციისგან, რაც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს - ომიკრონისგან. მას არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებშიც შესაძლებელია ომიკრონის დროსაც მაღალი ცხელება დაფიქსირდეს. ასე რომ მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან რთული იქნება განსხვავება ეს არის გრიპი თუ კორონავირუსი, ამიტომ იმ პაციენტებთან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო საავადმყოფოში მოთავსება მოუწევთ, აუცილებელი იქნება ამ დიფერენცირების ჩატარება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია. გრიპის და კორონავირუსის მკურნალობა სრულიად სხვადასხვაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. მისი თქმით, თუკი კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებთან მიმართებით ნაკლებად ფიქსირდებოდა, გრიპთან დაკავშირებით სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა. წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც საუბარია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 2 წლამდე ასაკის ბავშვი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება. „შესაბამისად, გრიპი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია გართულებებისა და გამოსავლის მიხედვით, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს. ამიტომ, მიმართვიანობა მკვეთრად არის მომატებული“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. მისი განმარტებით, ზოგადად ჯანმო 2022-23 წლების სეზონზე სამი ტიპის ვირუსის გააქტიურებაზე საუბრობს და ჯანდაცვის სისტემას ურჩევს, რომ ყურადღება გაამახვილოს გრიპზე, კორონავირუსზე და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსზე. „რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი, რომელიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება და 2 წლამდე ბავშვებს აზიანებს, იწვევს სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე ბრონქოლიტს ან ფილტვების ანთებას. ამიტომ, თუ შარშან საუბარი იყო ორი ვირუსის: კორონავირუსის და გრიპის ერთდროულად არსებობაზე ჯანმო და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე მესამე ვირუსს ამატებს, რისი მაგალითიც აშშ-ში რამდენიმე კვირაა აღინიშნება“, -აცხადებს ჩხაიძე.
-
დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები დღემდე გრძელდება, საომარი მოქმედებების შერბილება და შესვენება არ მომხდარა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსების ასამდე თავდასხმა მოიგერიეს. „ყველა ჩვენი მებრძოლი, რომელიც ინარჩუნებს პოზიციებს დონბასში, ნამდვილი გმირია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინელები მოწინააღმდეგეს ფრონტის არცერთ ნაწილში არ ნებდებიან. „ფრონტის ხაზის არცერთ მონაკვეთზე არ ვნებდებით მტერს. ყველგან ვპასუხობთ, ყველგან პოზიციებს ვინარჩუნებთ. ვამზადებთ მომავალ წარმატებებს გარკვეულ ადგილებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. პალიტრა ნიუსი
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ საზარელ ომს ვერ მოიგებს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს ფილტრაციის ოპერაციები, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და გაერო-ს წესდების დარღვევა. სასწრაფოდ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რათა დაასრულოს უაზრო ომი, რომელსაც ვერ მოიგებს, რაც არ უნდა საზიზღარი და საზარელი იყოს მისი ტაქტიკა“, - განაცხადა ვედანტ პატელმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს უკრაინის მთავრობასა და ხალხს, რადგან ისინი თავიანთ ქვეყანასა და თავისუფლებას იცავენ.
-
უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გეგმას, უკრაინისთვის მომავალ წელს მილიარდობით ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა 18 ნოემბერს. ორბანის თქმით, უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, მაგრამ მას არ სურს უკრაინის ინტერესების დაყენება საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ევროკავშირმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ მომავალ წელს უკრაინას რეგულარული ტრანშების სახით მისცემს 18 მილიარდ ევროს, რათა ქვეყანამ შეძლოს ამუშაოს თავისი ენერგეტიკისა და ჯანდაცვის ობიექტები, ასევე დააფინანსოს ხელფასებისა და პენსიების ფონდები. რადიო თავისუფლება
-
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახური ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება 16 ნოემბრით არის დათარიღებული. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოს ზენონი ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების გასაცნობად საპატრიარქოში 26 სექტემბერს დაიბარეს, მან 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, მაგრამ მაინც არ ჩამოვიდა. "კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას. წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან", - აღნიშნულია საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსს 16 ნოემბრიდან მხოლოდ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა ექნება ჩაბარებული. "საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე", - აღნიშნულია განცხადებაში. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტაბულამ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
-
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია გრიპის ვირუსის შემთხვევები. მისი თქმით, აბსოლუტური უმრავლესობა არის ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსი, ხოლო ერთეული შემთხვევებია H1N1 ტიპის ვირუსის. გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებაზე მან „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. "წელს ძალიან ადრე დაიწყო გრიპის შემთხვევების მატება, თუ გადავხედავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპზე ზედამხედველობის გვერდს, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა...", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მატების ანალოგიური მოლოდინია კორონავირუსის შემთხვევებთან მიმართებითაც. "კონკრეტულ შემთხვევაში, რა ტიპის ვირუსია, რთული გასარჩევი იქნება. ის, რაც გრიპისთვის დამახასიათებელია, ტემპერატურის მკვეთრი მატება, ძლიერი სისუსტე, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი - ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმეს. ამ თვალსაზრისით, იგი შედარებით, განსხვავდება კორონავირუსის იმ მუტაციისაგან, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს. ომიკრონს არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, ომიკრონის დროსაც იყოს მაღალი ცხელება. მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით რთული იქნება განსხვავება, ესაა გრიპი თუ კორონავირუსი", - ამბობს ივანე ჩხაიძე. მისივე ცნობით, მოლოდინია, რომ დეკემბერი და იანვარი იქნება გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი. შესაბამისად, ივანე ჩხაიძემ მოქალაქეებს, განსაკუთრებით, რიკ-ჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდა, გრიპის ვაქცინაციის ჩატარებისკენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება 22 ნოემბრის ჩათვლით. NCDC-ის განცხადებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა "სანოფი პასტერის" წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის აცრა 6 თვის ასაკიდანაა უფასო. ვაქცინაციის პროცესში 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. ვაქცინაციის ცენტრების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ. რადიო თავისუფლება
-
ვარშავამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს არ მისცეს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება 1-2 დეკემბერს ლოძში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა წერილი, რომლითაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმოქმედმა მისიამ პოლონეთის გადაწყვეტილების გამო მიმართა ეუთოს. „ითვალისწინებს რა პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების უპრეცედენტო ხასიათსა და მძიმე შედეგებს [ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის] ორგანიზაციისთვის, რუსეთის მხარე მოელის, რომ მოახლოებული შეხვედრის მონაწილეები პრინციპულ შეფასებას გააკეთებენ, ასევე დაგმობენ ვარშავის ამ ქმედებას, რაც არნახულია ეუთოს მთელი ისტორიის მანძილზე“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოსთვის გაგზავნილ წერილში. პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით გამწვავდა თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ. ვარშავა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ყველაზე აქტიურ დახმარებას უწევენ უკრაინას. ახლახან ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის მახლობლად, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. თავდაპირველად რაკეტის გაშვებაში რუსეთს სდებდნენ ბრალს, მაგრამ გამოძიების შედეგად ვარშავამ განაცხადა, რომ ნატოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ რაკეტა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იყო ნასროლი. ამასთან, ნატოს ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რაკეტა უკრაინულიც რომ იყოს, პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება, რადგან წინა დღით სწორედ მან განახორციელა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები, უკრაინის საჰაერო თავდაცვა კი მათ მოგერიებას ცდილობდა.
-
გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „რატომ ჩამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი ასეთი კონფერენციის მხარდასაჭერად? ჩემი აზრით, ეს წარმოადგენს ყველაფერ იმას, რაც საქართველოს სჭირდება დღეს. პირველ რიგში, გლობალურობა. ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი. ის პატარა ქვეყანაა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ პატარა ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ წარმომადგენლობითი ვართ ისეთ სფეროებში, როგორიც არის მაგალითად, ღვინო, სპორტი ან კულტურა და ტექნოლოგიები. ქართველები ძალიან ინოვაციურები ვართ. მაგალითად, როდესაც ქართულ პოლიტიკაში შემოვედი, გაოცებული ვიყავი იმ ადამიანების რიცხვით, სხვათა შორის, ასაკოვანი ადამიანებით, რომლებიც მოდიოდნენ დოკუმენტებით და სხვადასხვა ინოვაციური იდეით. რასაკვირველია, ეს მხოლოდ იდეები იყო და იმ დროისთვის ამ იდეების ბიზნესად გარდაქმნის ან პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა არ იყო. ახლა სწორედ ეს ხდება მსოფლიოში, როდესაც იდეებს აქცევ რეალობად, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად და არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ სფეროსი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სფეროში საქართველო სტარტაპერია და წარმატებული სტარტაპერი. აქ გაერთიანებულია ყველა ელემენტი, რომელიც საქართველოსთვის გვჭირდება: ინოვაცია, ახალგაზრდობა, ქალები, ტექნოლოგია. გუშინ ვსაუბრობდით, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიც მაგალითად, გაზია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღვინო, ესეც ბუნებრივი რესურსია, გვაქვს ელექტროენერგია და შეგვიძლია, მეტი გვქონდეს. როგორც პატარა ქვეყანას, დიდი რაოდენობის არ გვაქვს, მაგრამ დიდი ოდენობით გვაქვს ადამიანური ძალა, ადამიანური ტვინი და სურვილი, რომ საქართველო ექსპორტზე გავიტანოთ. ეს თითოეული ქართველის სურვილია და დიასპორის ხელმძღვანელიც აქ არის. ნებისმიერ ქართველს, ცხოვრობს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ, უკვე დაბრუნდა თუ სხვა გზა აირჩია, ყოველთვის აქვს კავშირები საქართველოსთან და ყოველთვის მოწადინებულია ქვეყნის მცირე ნაწილი მაინც გააცნონ გარესაზოგადოებას. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდი რესურსია. როგორც იცით, ახლა, როდესაც მოსახლეობის მეოთხედი საზღვრებს გარეთ იმყოფება, რაც ბოლო ათწლეულებში სიახლეა, ეს არის კაპიტალი, თუ მოვახერხებთ დიასპორასთან კავშირების შენარჩუნებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ავტორი - ანა ბროლაძე
-
მელიქიშვილის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, მელიქიშვილის გამზირზე, ვარაზისხევის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, გზის მარჯვენა მხარეს, 19 ნოემბრის 00:00 საათიდან გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. „სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირიდან და გამზირისკენ მოძრაობისას, გადაადგილება შეიზღუდება პეტრიაშვილის, შანიძის, ჯანაშიას, თარხნიშვილისა და ტატიშვილის ქუჩებზე. აღნიშნულ ქუჩებზე მძღოლები მოხვდებიან ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ბაქრაძისა და ხორავას ქუჩების საშუალებით. სქემის ცვლილებიდან გამომდინარე, ავტობუსი N378 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, შანიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად, ბარნოვის ქუჩიდან გადაინაცვლებს ფალიაშვილისა და ბაზალეთის ქუჩებზე, შემდეგ დაუკავშირდება ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეზღუდვა 23 ნოემბრამდე იმოქმედებს. -
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში დეპუტატების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორია. მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით, 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, რუსულენოვან სკოლებში და სექტორებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა გაზრდილია. ჩხენეკელის განმარტებით, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა განაგრძონ სხვადასხვა ენაზე, რის გამოც რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა და ეს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის ზრდას არ გულისხმობს. „2022 წლის პირველი იანვრიდან საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ დამატებულა, ხოლო ორ საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს რუსულენოვანი 11 სკოლა და 45 სექტორი. ამასთან, გაცნობებთ, რომ 2020-2022 წლებში ავტორიზაცია არც ერთ ახალ რუსულენოვან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაუვლია. აქვე განვმარტავ, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაცია წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე კანონის მიხედვით, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. 2021 წლის მაისის მდგომარეობით, რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებზე ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 14 222-ს, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით 16 042-ს. აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1 820 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას, რომლებიც ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, რომ გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, ხოლო მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022-2023 სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. ასევე გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2 300-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1 500-ზე მეტი ბავშვი აგრძელებს ზოგადი განათლების მიღებას. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, საკუთარი სურვილით, შესაძლებლობა კვლავ ეძლევათ, სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც ქართულ, უკრაინულ და რუსულ, ასევე, სხვა მათთვის სასურველ ენებზე. სწორედ აქედან გამომდინარე გაიზარდა რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა, რაც არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის ზრდას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
-
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ირაკლი ზარქუას გამონათქვამი. დეპუტატმა სენატორი ჯინ შაჰინი „ჩათლახად“ მოიხსენია. „როგორც მესმის, ასეთ ენას არცერთი ქართველი გამოიყენებდა არავის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად არასათანადო [გამოხატვა] იყო და ვფიქრობ, ყველა ქართველი ასე ჩათვლიდა“, - თქვა კელი დეგნანმა დღეს, 18 ნოემბერს, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, დემოკრატ ჯინ შაჰინს ჟურნალისტებთან "ჩათლახი" უწოდა. მოგვიანებით დეპუტატმა თავის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა, რომ სენატორისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი არ ჰქონია და ჟურნალისტებმა "შავი მასალა" გამოაქვეყნეს, რომელშიც კონტექსტი შეცვლილი იყო. "აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ", - დაწერა ზარქუამ. 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ: "საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით... მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას... მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ". რადიო თავისუფლება
-
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა, მოძრაობა „ხალხის ძალის" განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რისთვისაც საკანონმდებლო ჩარჩოს თავად მოამზადებენ. „რა შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდვას, ეს ჩემთვის ჟღერს, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან ამოღებული. რასაც ვხედავთ რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ ამისთვის მუშაობდა საქართველო გასული 30 წლის განმავლობაში“, - განაცახდა კელი დეგნანმა, დღეს 18 ნოემბერს მედიასთან საუბარში, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ღონისძიების დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში. ელჩმა თქვა, რომ მისი გამოცილებით, ვინაიდან ის ბევრს მოგზაურობს საქართველოში, ჩანს რაოდენ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი მოქალაქეების ყოველდღიული ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, ამიტომაც ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, ერთად შექმნან არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასთან, მისი თქმით, აკვირვებს და დამაბნეველია, როცა პარლამენტის ზოგი წევრი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციებში დაიწყეს, ახლა აკრიტიკებს ამ ორგანიზაციების გაწეულ კარგ სამუშაოს. „მაკვირვებს ხანადახან, ვინაიდან პარლამენტის დეპუტატები, მმართველი პარტიის ჩათვლით, მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, დაიწყეს საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციებში, საქართველოს განვითარებაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცოიების კარგი მუშაობით. ამიტომ ჩემთვის ცოტა დამაბნეველია, არასამთავრობო ორგანიზების კრიტიკა. არ მსურს საქართველომ დაკარგოს ძალა და ხმა, რომელიც საქართველოს ხალხს აქვს არასამთარობო ორგანიზაციებში და სამოქალაქო საზოგადოებაში მონაწილეობით, ეს ხომ ესოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიისა და და ძლიერი საქართველოსთვის“, - თქვა დეგნანმა. ელჩის თქმით, შეერთებული შტატები მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აფინანსებს, მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ერთად, იმაში დასარწმუნებად, რომ დამახმარება მიდის ყველა კუთხემდე და ამ მხარდაჭერას აშშ მომავლაშიც გააგღძელებს. ელჩმა ის სფერობიც ჩამოთვალა, რომლისკენაც მიმართულია აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა,მათ შორის სოფლის მეურნეობა, სტუდენტენტური საგანმანათლებრო პროგრამები. "შეეკითხეთ საქართველოს თავდაცვის ძალებს, რომლებიც აშშ-ის სამხედროებთან მუშაობენ, სანაპირო დაცვასთან, ჩვენს სასაზღვრო პოლიციასთან, ჩვენს სამართალდამცველებთან. ეს არ კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს, ძირითადად, ხელისუფლების მეშვეობით ან უშუალოდ, ხალხთან ერთად კეთდება",- განაცხადა კელი დეგნანმა. 18 ნოემბერს, მოძრაობა "ხალხის ძალამ", რომელსაც პარტია "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გასული დეპუტატები წარმოადგენენ, განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ დეპუტატები იმუშავებენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის მკაცრი ჩარჩოების დამდგენ კანონპროექტზე. განცხადების ფონია ამერიკის შეერთებული შტატების სენატში 16 ნოემბერს გამართული დებატები, რომელზეც საქართველოს დაფინანსების გადახედვის საკითხიც წამოიჭრა. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ თუკი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა გაგრძელდება, შტატებმა ბიუჯეტზე მუშაობისას უნდა გადახედოს დაფინანსების საკითხს. ამ საკითხის კომენტრებისას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ 17 ნოემბერს განაცხადა, აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა უსაფუძვლოა. ამასთან, მისი სიტყვებით, ამერიკული დაფინანსება, ძირითადად, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება და მისი შეწყვეტა ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა". 15 სექტემბერს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის, "ხალხის ძალის", განცხადებებს. კელი დეგნანის თანახმად, აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ დიდი სარგებელი მოუტანა ორივე ქვეყანას: "ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას". რადიო თავისუფლება
-
"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) ევროკავშირსა და პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ. ამის შესახებ EPP-ს მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაა “საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური დევნა". “იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქისა და თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა გრძელდება, სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება პოლიტიკური ბრალდებების შესახებ “მთავარი არხის” მმართველი დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მხოლოდ აძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ რეგრესს და ქვეყანაში რუსეთის გავლენას, რომელიც გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობით და შემდგომში სახელმწიფოს ხელში ჩაგდებით”, - წერია რეზოლუციაში. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან “აშკარა უგულებელყოფა” ჩანს. "ევროპის სახალხო პარტია" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, ხოლო ევროკავშირსა და პარტნიორებს - დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს. “[EPP] მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს მისი პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი მედიის პოლიტიკური დევნა - უზრუნველყოს ექს-პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ადეკვატური მკურნალობისთვის ჰუმანიტარული გადაყვანა სხვა ქვეყანაში და გაათავისუფლოს ციხიდან ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია. [EPP] მოუწოდებს ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს დაუწესონ პერსონალური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილს მისი როლისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში და საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნისთვის”, - წერია რეზოლუციაში.
-
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციაზე 10 ქართული ტექსტარტაპი ინვესტიციების მოზიდვისა და საკუთარი საქმიანობის გაცნობის მიზნით, საკუთარ კომპანიას წარადგენს ადგილობრივ ინვესტორების, დიასპორის წარმომადგენელი ბიზნესმენების, სავაჭრო ასოციაციების და მეწარმეობის ცენტრების წევრთა წინაშე. ქართული პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, წარმოდგენილი იყო 25-მდე ქართული კომპანიის საექსპორტო პროდუქცია და 12 სტარტაპი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქართული სტარტაპების მხარდაჭერისათვის, კონფერენციაში მონაწილეობისა და იმ საქმიანობისათვის, რომელიც მან პარლამენტში, დიასპორასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისათვის გასწია. „მე მართლა ამაყი ვარ, რომ თქვენ აქ ხართ დღეს, ამას ავხსნი რატომ. ქალბატონი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა დიასპორის კომიტეტს, ვიდრე მე ამირჩევდნენ. მან შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისარგებლონ ორმაგი მოქალაქეობით და კიდევ მრავალი სხვა შესაძლებლობით. როდესაც მე ეს კომიტეტი გადმოვიბარე, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ არის ქალბატონი პრეზიდენტისგან, მე ვნახე, რომ ჩვენ გვყავს ორმილიონამდე დიასპორის წევრი მთელს მსოფლიოში და ძირითადად, მოდიან ადამიანები, ვისაც აქვთ დიდი პრობლემები, მაგრამ ვისაც აქვთ შესაძლებლობები და ნიჭი ისინი ჩრდილში რჩებიან, ამიტომ ,,Globalize პლატფორმას“ მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, რომ მათ აღმოგვაჩენინეს ადამიანები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი. ძალიან კარგად მახსოვს პირველად სალომე კუკავა (კონფერენციის ორგანიზატორი და კომაპნია ,,Globalize" დამფუძნებელი), როდესაც ქალბატონ პრეზიდენტს ვთხოვე აუდიენცია და გადავწყვიტე, რომ ამეხსნა ქალბატონი სალომესთვის, (მე დღესაც ახალი ვარ ამ მიმართულებით, და ხშირად ვკითხულობ, როგორ უნდა განვითარდეს სტარტაპერობა და ინოვაცია საქართველოში). ქალბატონმა სალომემ ძალიან მარტივად შემაწყვეტინა და მითხრა, რომ მე ამ მიმართულებას ძალიან კარგად ვიცნობ, მათ შორის, ამ მიმართულებით წარმატებული ადამიანები არიან ჩემი ოჯახის წევრები. დანარჩენი გამოკითხეთ მერე, ,,Unicorn“ ყავს ოჯახის წევრი. და აი დღეს არის შედეგი, რომ ის ჩვენთან ერთადაა. შეგვპირდა, რომ ის აუცილებლად დაუჭერდა მხარს სტარტაპერებს და ინოვაციებს საქართველოს გარეთ და მადლობელი ვარ მისი“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ. დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ,,გლობალაიზ საერთაშორისო კონფერენცია“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა სტარტაპკომპანიებისადმი და პრეზიდენტის ჩართულობა ამ პროცესში. მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რადგან ეს ყველაფერი დიდ სტიმულს აძლევს ქართულ სტარტაპებს. ,,ასეთი ფორმატი და პლატფორმა ხელს უწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას, ინოვაციური იდეების გაზიარებას. ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და პრიორიტეტია და ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ინვესტორების მეტ ინფორმულობას და ასევე, ქართული კომპანიების ბრიტანულ ბაზარზე დამკვიდრებას,“ - განაცხადა საქართველოს ელჩმა.