-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ბრალდებული ხუთი პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს – ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტის ორგანიზების ხელშეწყობასა და ადამიანებით ვაჭრობისთვის. ბულგარეთის გენერალური პროკურორის თქმით, აღნიშნული პირები საზღვარზე ადამიანებით ვაჭრობასა და კონტრაბანდას აწარმოებდნენ. დაკავებულთაგან სამი მოლდოვის მოქალაქე, ორი პირი კი – ქალი და კაცი, სირიელი ქურთები არიან. მათი ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა უკვე მიმართა ბულგარეთს. აფეთქება სტამბოლში 13 ნოემბერს ისტიკლალის ქუჩაზე განხორციელდა, რის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი დაიღუპა და 81 დაშავდა. თურქეთი ტერაქტზე პასუხისმგებლობას ქურთების მუშათა პარტიასა და სირიელ ქურთებს აკისრებს. ავტორი - სალომე თორაძე -
მას ჰქვია „სტადიონი 974“ და მალე ვიხილავთ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე – ეს მრავალი თვალსაზრისით უნიკალური არენაა, რომელიც, დიდი ალბათობით, მუნდიალის შემდეგ დაიშლება. ეს სტადიონი უნიკალურია იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი საფეხბურთო არენაა, რომელიც დროებითია და მუნდიალის დასრულების შემდეგ მისი დემონტაჟი და მასალების გადამუშავდება იგეგმება. მაგრამ არის მეორე და უფრო საინტერესო ვარიანტი – სტადიონს დაშლიან და გემით სამხრეთ ამერიკაში წაიღებენ – კერძოდ, ურუგვაიში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ურუგვაი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს. „სტადიონი 974“ განსაკუთრებულია იმით, რომ მის ასაშენებლად 974 კონტეინერი გამოიყენეს. მისი სახელი კი მომდინარეობს როგორც კონკრეტულად გამოყენებული კონტეინერების რაოდენობიდან, ასევე ყატარის საერთაშორისო სატელეფონო კოდიდან (+974). სტადიონი 40 000 მაყურებელზეა გათვლილი, არის ხუთვარსკვლავიანი და მდებარეობს დოჰაში, რას აბუ აბუდის რაიონში. ამ უჩვეულო არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ექვსი და მერვედფინალის ერთი მატჩი ჩატარდება. ავტორი - მერაბ მამულაშვილი
-
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე, რადგან საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანე ჟენეტმა მადრიდში, ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყველა ქვეყანა უნდა იყოს ამ უსაფრთხოების ნაწილი, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველა გემის გადაადგილება და ეკონომიკური აქტივობა სწორად წარიმართოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზეც. რატომ საქართველო? იმიტომ, რომ საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, მდებარეობს ზღვის აღმოსავლეთით და არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შავი ზღვის უსაფრთხოება კი არსებული ვითარების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას. ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ეროვნული ტერიტორიები. ვისაუბრეთ ასევე ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე და ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე“,- განაცხადა საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა. ავტორი - სალომე ქოქიაშვილი
-
მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, იოზას ოლეკასმა მადრიდში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. „ის, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, საამისოდ ბევრი მტკიცებულება გვაქვს. ჩვენ, ბალტიელები და თქვენ, თქვენი რეგიონის ქვეყნები ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი მშვიდობას და მეზობლებს საფრთხეს უქმნის. ჯერ საქართველოსკენ მიმართული აგრესია 2008 წელს, პუტინის რეჟიმის აგრესია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2014 წელს ბევრი დასავლური ქვეყნისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ეს კარგად გაეცნობიერებინათ. მაგრამ ახლა უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მორიგი აგრესიის შემდეგ ყველა ხედავს, რომ ეს სიმართლეა და უნდა ვიმოქმედოთ უფრო სერიოზულად, უფრო გაერთიანებულებმა. ჩვენ აქ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზეც შეგვიძლია, ვაჩვენოთ მტკიცე ერთობა განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებსა თუ ქვეყნებს შორის. ეს ასევე გვაჩვენებს იმას, რომ უნდა განვამტკიცოთ თავდაცვა. საამისოდ მეტი რესურსი მოვიძიოთ და მტკიცე ერთობა შევქმნათ. საქართველოს დამატებითი შესაძლებლობები აქვს, ეს ადრეც მითქვამს – დემოკრატიის განმტკიცება, კანონის უზენაესობა, შეიარაღებული ძალების მომზადება, საზოგადოების ერთიანობა და ნატო-ში გაწევრიანება – ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა. ავტორი - სალომე ქოქიაშვილი
-
12 რუსი სამხედრო გასამართლებულია უკრაინაში ჩედენილი სამხედრო დანაშაულისთვის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ხარკოვის, დონეცკის და ხერსონის რეგიონების დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში 700-ზე მეტი გვამი აღმოაჩინეს. „მათი 90 პროცენტი მშვიდობიანი მოქალაქეა“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში. პროკურორის თქმით, უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის უკვე გასამართლებულია 12 რუსი სამხედრო. რუსეთის ფედერაციის კიდევ 216 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 17 ტყვეა, ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. ანდრეი კოსტინის თქმით, რუსები სამხედროები ეჭვმიტანილი არიან შემდეგ დანაშაულებში: თავდასხმა დასახლებულ პუნქტებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არასათანადო მოპყრობა (73 ეჭვმიტანილი), მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობა (35 ეჭვმიტანილი), სექსუალური ძალადობა (6 სამხედრო, რომელთაგან ერთი ასევე ეჭვმიტანილია. მკვლელობაში). რადიო თავისუფლება -
უელსთან საქართველოს გამარჯვების გამო მილოცვები ჯორჯიამაც მიიღო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ კარდიფში, სადაც ბორჯღალოსნება 19 ნოემბერს მასპინძელი, უელსის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 12:13, დააბნია რაგბის არაერთი უცხოელი გულშემატკივარი, რომლებმაც ერთმანეთში აურიეს საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია. გაუგებრობის გამო სოციალური ქსელების მომხმარებლებმა „ისტორიული გამარჯვება“ ჯორჯიის რაგბის კავშირს მიულოცეს. „ვიდრე ვაფასებთ მოლოცვების შეტყობინებებს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს (აშშ) დღეს უელსი არ დაგვიმარცხებია, მაგრამ მადლობა. ვულოცავთ ქართველ ერს ისტორიულ გამარჯვებას“, - ნათქვამია ჯორჯიის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქამდე "ექვსი ერის" გუნდებიდან მხოლოდ იტალია ჰყავდა დამარცხებული. უელსი ექვსი ერის პირველი გუნდია, რომელსაც ბორჯღალოსნებმა გასვლაზე სძლიეს. „ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენისთვის. შეკრების დაწყების პირველ დღეს ბიჭებს ვუთხარი – იტალიასთან მოგებით თქვენ თამასა მაღლა აწიეთ, ახლა იფიქრეთ იმაზე, რომ ის კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ“ – განაცხადა უელსთან 13:12 მოგების შემდეგ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა. -
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის. „შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები და გაასუფთავეთ გზა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, რომელიც შეუძლებელია უკარნახოს რუსეთმა უკრაინას“, - თქვა შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონფერენციაზე, - არც ერთი ქვეყანა არ არის მეზობლის უკანა ეზო. არავის აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია“. ოლაფ შოლცმა ეს განცხადება ბადენ-ვიურტემბერგში გამართულ სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, დამპყრობლური პოლიტიკის გამო, რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე იზოლაციაში აღმოჩნდა. გერმანიის კანცლერი ვლადიმირ პუტინის ბოლოს 13 სექტემბერს ესაუბრა ტელეფონით, საათნახევრის განმავლობაში. შოლცმა მაშინაც მოუწოდა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის, ჯარების გაყვანისა და უკრაიანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ. რადიო თავისუფლება
-
ლუგანსკის ოლქში კიდევ 12 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. “რაშისტებს" მედესანტეები ხერსონის მიმართულებიდან ლუგანსკის ოლქში გადმოჰყავთ. მათ აღარ ექნებათ საშუალება ვითარებაზე გავლენა იქონიონ, ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი წინსვლა. ამ მომენტისთვის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. უკრაინის შეიარაღებული ძალები ნელ-ნელა მიიწევენ წინ. წვიმიანი ამინდი ძალიან ხელისშემშლელია. გათავისუფლებული სოფლები საშინელ მდგომარეობაშია, სრულიად განადგურებულია. ხალხი იქ რჩება, ამიტომ ჩვენ ჰუმანიტარული დახმარება მიგვაქვს”, - წერს გაიდაი. -
ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბოლო სარაკეტო გამოცდების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვერებთან ახლოს ზებგერითი ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის ცნობით, B-1B ტიპის ბომბდამშენებმა შაბათს ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს სამხრეთ კორეულ და ამერიკულ სხვა სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ პარასკევს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც მრავალი ბირთვული ქობინის გადატანა და შეერთებული შტატების ნებისმიერი წერტილისთვის მიღწევა შეუძლია. ipn
-
რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს. აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, Washington Post-ი წერს, რომ მოსკოვისა და თეირანის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმება ამ თვის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე დაასრულეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამერიკული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. IPN
-
ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპის ანგარიში Twitter-ში აღდგენილია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
Twitter-ის ახალი მფლობელის, ილონ მასკის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელში აღდგენილია. მედიის ცნობით, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერისთვის Twitter-ის ანგარიშის აღდგენამდე, მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც Twitter-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ ნაბიჯს. „ხალხმა საკუთარი აზრი დააფიქსირა“, - დაწერა მასკმა ტვიტერზე და დასძინა, რომ Twitter-ის 15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ხმა ტრამპისთვის აკრძალვის გაუქმებას მისცა. თუმცა, როგორც მედია წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა არ დაბრუნდეს Twitter-ის პლატფორმაზე, რადგან მან ადრე განაცხადა, რომ ამისთვის ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს. ცნობისთვის, დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიში 2021 წელს შეუჩერეს ძალადობის წაქეზების რისკის გამო. იპნ -
დღეს, 19 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის ძეგლთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიულმა კავშირმა ბრიფინგი გამართა და გელათის კედლის მხატვრობის გადასარჩენენის მოთხოვნით აქცია დააანონსა. როგორც პროფკავშირის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ წიქარიძემ აღნიშნა, აქცია 24 ნოემბერს, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება. მან კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს მოუწოდა, რომ გაასაჯაროონ გელათის შესახებ არსებული დოკუმენტები და ჩართულ შესაბამისი ექსპერტები. პროფკავშირის წარმომადგენლები გელათის სავალალო მდგომარეობაზე საუბრობენ და პასუხისმგებლობას მინისტრ თეა წულუკიანს აკისრებენ. გარდა ამისა, პროფკავშირმა გელათის შესახებ განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
-
გაერთიანებული სამფეოს პრემიერი კიევში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. „შეხვედრისას განვიხილეთ ჩვენი შესაძლებლობები უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვაში. ასევე ვისაუბრეთ უკრაინის ცის დაცვასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. დეტალურად განვიხილეთ დიპლომატიური ვითარება და მშვიდობისთვის ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის საკითხი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ სუნაკს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრინციპული მხარდაჭერისა და მოლაპარაკებებში მაქსიმალური კონსტრუქციულობისთვის. publika -
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ იწყება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ 21 ნოემბერს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და სამ დღეს გასტანს. კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე. „სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ორბელიანების სასახლე იმ ცოცხალ სივრცედ იქცევა, სადაც ადამიანები საერთო ენას იპოვიან ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად და მისი პოტენციალის წარმოსაჩენად. სვანეთის დღეები არის „რეგიონების კვირეულის“ პირველი ნაბიჯი, მიზანი კი, მომავლის სვანეთია, ისეთივე დიდებული და საამაყო, როგორც სვანეთის უმდიდრესი და მრავალფეროვანი წარსული. სვანეთის დღეების ფარგლებში, კულტურული პროგრამის პარალელურად, გაიმართება პანელური დისკუსიები სვანეთის თვითმმართველობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
-
ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი-ნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა. „ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის, ეს ომის დასრულდება“, – თქვა ვლადიმირ გავრილოვმა. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, უკრაინული ძალები ყირიმშიც შევიდნენ. კითხვაზე, როდის დაიწყება მოლაპარაკებები, გავრილოვი აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც რუსები მზად იქნებია, დატოვონ უკრაინის ტერიტორია. მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი შესაძლოა, რაიმე მასშტაბური მოვლენის გამო, ე.წ. შავი გედის თეორიის წინაშე აღმოჩნდეს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში, რაც შესაძლებლობას მისცემს უკრაინას, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს ყირიმში, თუნდაც დეკემბრის მიწურულისთვის. რა შეიძლება იყოს ასეთი მასშტაბური მოვლენა, მინისტრი აღნიშნავს, რომ პუტინის გაუჩინარება. ავტორი - სალომე თორაძე
-
ისტორიული მატჩი - საქართველოს ნაკრებმა უელსი კარდიფში დაამარცხა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის წინააღმდეგ ჩაატარა და ისტორიულ მატჩში 13:12 მოიგო. ანგარიში ქართველებმა გახსნეს, ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა, მაგრამ შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა, ორი გარდასახული ლელო გაგვიტანა და ტაიმი 12:3 მოგვიგო. მატჩის მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. თუმცა, 50-ე წუთზე მასპინძლები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. ამ უპირატესობით ჩვენმა მორაგბეებმა ისარგებლეს – მე-60 წუთზე კარგი შეტევა განახორციელეს, რომელიც თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, თედო აბჟანდაძემ კი შედეგიანად გარდასახა და ანგარიში 12:10 გახდა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ქართველებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს, რომელიც მატკავამ ზუსტად შეასრულა და ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფი უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხეს. მსოფლიო რაგბი სენსაციას მატჩის დასრულებისთანავე ასე გამოეხმაურა – „საქართველოს იტორიული გამარჯვება კარდიფში“. ავტორი - მიხეილ ჯაში -
„გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ, ვინც მეორე შვილს გააჩენს“‚ – ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. დეპუტატის თქმით, ყოველ წელიწადს 100 000 ადამიანი მიდის საქართველოდან, ამიტომ, მისი აზრით, ამოცანა უნდა იყოს, როგორ დავტოვოთ მოსახლეობა სოფლად: გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ, ვინც მეორე შვილს გააჩენს. წარმოგიდგენიათ? იბადება 45 000 და კვდება 60 000, 100 000 კი მიდის ყოველწლიურად. ეს არის ყველაზე მთავარი.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. fortuna
-
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას ახალი ქვედანაყოფი შეემატა. 104-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ რაბათის ციხეზე დადეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, რეზერვისტებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. რეზერვისტები კაპელანმა მამა იოანემ დალოცა. რეზერვში გაწევრიანება მათ ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 – დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
-
უმნიშვნელოვანესია, საქართველო ინტეგრაციისკენ მიემართებოდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ სრულად მიიღოს და განამტკიცოს საერთო დემოკრატიული ფასეულობები, ნორმები და პრაქტიკები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რათა ინტეგრაციის პროცესი იყოს წარმატებული, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერი კონოლიმ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა. „2008 წლიდან ჩვენ აღვნიშნავდით და ყურადღებას ვამახვილებდით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რეალურად, ეს გახდა საპრეზიდენტო კამპანიის საკითხიც 2008 წლის აშშ-ის არჩევნებშიც და სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნასაც. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია ჩვენთვის და ვიცი, რომ ჩვენს ნატოელ კოლეგებს სურთ, იხილონ წარმატებული ინტეგრაცია. მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ მოვლენების განვითარებას უკრაინაში, რაც ყველას ახსენებს რუსულ აგრესიას უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ჩვენ გვსურს, აღვადგინოთ ქართველი ხალხისა და ერის სუვერენიტეტი, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვაში. გვსურს, რუსეთმა მიიღოს ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ არ ვჭრით პრობლემებს სხვების ტერიტორიებზე შეჭრით, ჩვენ არ ვახორციელებთ სხვების ტერიტორიების ანექსიას, არ ვხოცავთ, არ ვაწამებთ და ვაუპატიურებთ სხვებს იმის გამო, რომ ისინი თავისუფლებისკენ მიისწრაფვიან. ეს დაუშვებელი სტანდარტებია და ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას. ამ კონტექსტში ჩვენ გვსურს, რომ საქართველო შემოგვიერთდეს როგორც პარტნიორი და როგორც თანასწორი“, – განაცხადა ჯერი კონოლიმ. ავტორი - სალომე ქოქიაშვილი, სალომე თორაძე
-
საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ფინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მიკო სავოლამ მადრიდში, საქართველოსა და ფინეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც. „საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ველით ნატო-ში გაწევრიანებას. რატიფიკაციის პროცესი გრძელდება, 28 ქვეყანამ უკვე მიიღო ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და ახლა მხოლოდ ორის დასტურს ველოდებით. ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა მიკო სავოლამ. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადრიდში შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია. ავტორი - სალომე ქოქიაშვილი
-
ბრიტანელი Street art არტისტის, ბენქსის სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი ვიდეო გამოჩნდა, რომელიც კიევშია გადაღებული და სადაც დასტურდება რომ გრაფიტის 7 ნამუშევარი ირპინსა და ბოროდიანკაში ნამდვილად მან შექმნა. ბენქსი სკანდალური და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არტისტია, რომლის ვინაობაც დღემდე გასაიდუმლოებულია. გასულ წელს Sotheby’s აუქციონზე, პირველად, ხელოვნების ნიმუში კრიპტოვალუტაში გაიყიდა. ამ ნამუშევრის სახელწოდება იყო — „სიყვარული ჰაერშია“. მის ღირებულებად $12.9 მილიონი დასახელდა. 2021 წელს, პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევარი, რომელიც გრაფიტის არტისტმა ბრიტანეთის სამედიცინო პერსონალის პატივსაცემად შექმნა, Sotheby’s აუქციონზე რეკორდულ ფასად - 23.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. „კარდაშიანების ეპოქაში“ ის ერთადერთია, ვისაც არ უნდა იყოს ცნობილი, მას ორჯერ მეტი ფოლოუერი ჰყავს, ვიდრე ლუვრს; მასზე ამბობენ, რომ 21-ე საუკუნის პიკასო და ვორჰოლია. როგორც Massive Attacks-ის წევრმა რობერტ დელ ნაიამ თქვა - „მე არ ვარ ბენქსი. ჩვენ ყველანი ბენქსი ვართ.“ ბენქსი აპროტესტებს ქარხნებით ჰაერის დაბინძურებას, მხარდაჭერას უცხადებს მიგრანტებს, აპროტესტებს ომს ერაყში და ღაზას სექტორში. ისრაელ-პალესტინის საზღვარზე დასავლელი დამსვენებლებისთვის ომის იმიჯებით აწყობილ სასტუმროს აკეთებს და მნახველს ომის სისასტიკესა და უსამართლობას ახსენებს. ბენქსი ყველგანაა. ის საჭირო დროს საჭირო ადგილზე საჭირო სიტყვას ამბობს. მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა
-
ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია. ნახევარფინალში,ხმლით ფარიკაობაში თიბილაშვილმა უნგრელი ევა ჰაიმასი ანგარიშით 15 :11 დაამარცხა,ფინალში უკრაინელ ევგენია ბრეუსს მოუგო 15:14 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ვულოცავთ ნინას,მთელ ნაკრებს, მთავარ მწვრთნელს მალხაზ მესხს ამ გამარჯვებას. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი განაგრძობს ასპარეზობას უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. აღსანიშნავია, რომ ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების მთავარი მსაჯი თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი თათია აფციაურია, რაც ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის( IWAS)-ის მხრიდან საქართველოსთვის დიდი ნდობის გამოცხადების ფაქტორი და ჩვენს ქვეყანაში პარაფარიკაობის, როგორც უმაღლესი მიღწევების პარასპორტის სახეობის აღიარებაა. 19 ნოემბერს, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი რაპირით ასპარეზობაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სახელოვან პარამოფარიკავეებს. წყარო: Georgian Paralympic Committee
-
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს „შეთქმულების თეორიებს“ იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა დანებებას აპირებს. „ნებისმიერი შეთქმულების თეორია "უკრაინის ჩაბარების" ან პუტინთან დასავლეთის ფარული მოლაპარაკებების შესახებ არ ითვალისწინებს "წვრილმან დეტალს". უკრაინელებს. ასეთი შეთანხმებების განხორციელება შეუძლებელია. უკრაინა რუსებს არასოდეს დაუჩოქებს. ეს არ არის პოლიტიკის საკითხი, ეს ჩვენი არსებობის საკითხია“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
-
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ მოკლული ბავშვების რაოდენობამ 437-ს მიაღწია. უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად კიდევ 837 ბავშვი დაშავდა. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი, 423 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა ან დაშავდა. უწყების განმარტებით, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან მუშაობა მიმდინარეობს დაღუპულთა და დაშავებულთა მონაცემების შესაგროვებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იმ ტერიტორიებზე, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ინტერპრესნიუსი
-
კიევიდან ხერსონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მატარებელი დედაქალაქიდან 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 22:14 საათზე გავიდა. ვაგონებში 200 მგზავრი იმყოფებოდა. ხერსონში მატარებელი უკრაინელი მხატვრების მიერ, პროექტის „მატარებლები გამარჯვებისკენ“ ფარგლებში, მოხატული ვაგონებით ჩავიდა. პროექტი „უკრზალიზნიცისა“ და UNITED 24-ის ერთობლივი მონაწილეობით განხორციელდა. ვაგონებს „უკრზალიზნიცის“ ობიექტებზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.