Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე სენსაცია დაფიქსირდა – გერმანიის ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა. გერმანელებმა მატჩის პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს, გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ერთი გაიტანეს. იაპონიამ კი მეორე ტაიმში თამაში გამოასწორა ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა. ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში I ტური 23.11.2022 17:00 გერმანია-იაპონია 1:2 I ტური 23.11.2022 20:00 ესპანეთი-კოსტა რიკა : II ტური 27.11.2022 14:00 იაპონია-კოსტა რიკა : II ტური 27.11.2022 23:00 ესპანეთი-გერმანია : III ტური 01.12.2022 23:00 კოსტა რიკა-გერმანია : III ტური 01.12.2022 23:00 იაპონია-ესპანეთი : E ჯგუფი თ მ ფ წ ბ ქ 1 იაპონია 1 1 0 0 2-1 3 2 ესპანეთი 0 0 0 0 0-0 0 3 კოსტა რიკა 0 0 0 0 0-0 0 4 გერმანია 1 0 0 1 1-2 0
  2. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადებზე საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას და სამივე ქვეყანას არსებითი რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტის რეკომენდაციის თანახმად, ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა ევროკავშირის ხელთ არსებული უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია. „იმისათვის, რომ იყოს უფრო სანდო და ეფექტური გლობალური მოთამაშე, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ახალი წევრების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გააუქმოს ერთსულოვნების საჭიროება და შეცვალოს იგი კვალიფიციური უმრავლესობით. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, შეასრულონ ევროკავშირის ვალდებულებები დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და უზრუნველყონ, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ შესთავაზონ ალტერნატივა ევროკავშირის სრული წევრობის ნაცვლად. ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გაფართოების პროცესის სათავეში დემოკრატიული რეფორმა და კანონის უზენაესობა დადგეს. ევროპარლამენტის წევრების მიერ მიღებული რეკომენდაცია გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ ევროკავშირს მოუწოდებს, ევროკავშირის დაფინანსება და მისი ხელშესახები შედეგები უფრო თვალსაჩინო გახადოს გაფართოების ქვეყნებში. მათ ასევე სურთ, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევის პრევენციაზე. უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების პროცესში ნებისმიერი სტაგნაცია ან უკან დახევა სანქცირებული იქნება რეალურ დროში, თუმცა ევროკავშირმა ასევე უნდა დააჯილდოოს კანდიდატი ქვეყნები, როდესაც ისინი მიაღწევენ მდგრად პროგრესს, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მათი ეტაპობრივი შეყვანის გზით“, – აღნიშნულია განცხადებაში. რეკომენდაციას მხარი დაუჭირა 502-მა დეპუტატმა, 75 წინააღმდეგი იყო, 61-მა კი თავი შეიკავა. ავტორი - გივი ბარამიძე
  3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 27 წლის მარიამ აბაზაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ფაქტი 4 სექტემბერს მოხდა. მომხდარის კონკრეტული მოტივი ამ დრომდე უცნობია. თუმცა ფაქტზე ადგილობრივებს და ახლობლებს ორი ვერსია აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ქმარს შესაძლოა, იარაღი გაუვარდა, ნაწილი კი ფიქრობს,რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. პოლიციამ 27 წლის შმაგი ხუნაშვილი იმავე დღეს დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11' 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
  4. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ. სომხური მედიის ცნობით, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა დღეს ОДКБ-ს სამიტის ფარგლებში იგეგმება. სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა, ОДКБ-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებენ: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი. როგორც მედია წერს, 2022-2023 წლებში ОДКБ-ს თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს, რის გამოც პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იმ პრიორიტეტებს წარადგენს, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება.
  5. ცოტა ხნის წინ, კიევში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა. აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ვრცელდება ცნობები, აფეთქებების შესახებ მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებშიც. იპნ
  6. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ „ახლაც ისე გაიმარჯვებენ, როგორც მაშინ!“ „23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“, - წერს მერაბიშვილი. შეგახსენებთ, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. რევოლუციის მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.
  7. ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. ევროდეპუტატების განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, საერთაშორისო კანონს არღვევს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა იყოს „იზოლირებული ყველა დონეზე, რათა დაასრულოს საკუთარი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა კი განაცხადა, რომ ის მადლიერია ევროპარლამენტის ამ გადამწყვეტი ნაბიჯის, რომელიც „აძლიერებს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას და სამართლიანად ადასტურებს მის გარიყულ სტატუსს“. იპნ
  8. მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი, რომლის მიერ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიაზე სოციალურ ქსელში დადებულმა პოსტმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ბოდიშს იხდის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის. როგორც საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-სთან საუბარში მწერალმა განმარტა, ფეხბურთელი სკოლაში დაცვის გარეშე მივიდა. "ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული პოსტი, რომელიც ჩემს ფბ გვერდზე დაიდო, იყო ემოციურ ნიადაგზე დაწერილი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. არ მიფიქრია, თუ მას ასე სწრაფად აიტაცებდნენ სააგენტოები, რადგან პოსტი მალევე წაიშალა. რადგან ბავშვების დიდი აჟიოტაჟის გამო სკოლაში შეიქმნა უკონტროლო სიტუაცია, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, კვარა აივნიდან მისალმებოდა ბავშვებს. გარდა ამისა, ეს იყო ვირუსებისგან დაცვის პრევენციით გამოწვეული. კვარაცხელია სკოლაში დაცვით არ მისულა და სიტუაციურად იმოქმედა სკოლამაც და ფეხბურთელმაც ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. ბოდიშს ვიხდი არასწორი ინფორმაციის დადებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა TIA.GE-სთან საუბარში. წყარო: https://tia.ge/218631-bodishs-vixdi-kvaracxelia-skolashi-dacvit-ar-misula-teona-dolenjashvili-ganmartebas-aketebs.html
  9. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო რუსეთის მიერ სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმა, რა დროსაც ახალშობილი გარდაიცვალა. შემთხვევა ზაპოროჟიეს რეგიონში, ქალაქ ვილნიანსკში მოხდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ბავშვის დედა და ექიმი საავადმყოფოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს. „ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ტერორითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლო და ვერც მიაღწევს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ვილნიანსკი უკრაინის მიერ კონტროლირებადი ქალაქია. ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. იპნ
  10. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი და ამ კავშირში ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვის ფაქტი. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პატრიარქი კირილე ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქია, მეუფე ამბობს, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქი მაშინაც იყო, როდესაც საქართველოში ხდებოდა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. „საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება. როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა? - ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს გაიარა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. რაც შეეხება იმას, რომ „პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია", მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეს ტყუილია. „ტყუილია. გაბუქებულია ეს ინფორმაცია. რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა იმაზეც, თუ რატომ იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში და განმარტა, რომ იქ დავით არსენიშვილის პანაშვიდზე ჩავიდა. „დავით არსენიშვილმა დაარსა მთაწმინდის პანთეონი, ლიტერატურის მუზეუმი, თეატრის და კინოს მუზეუმი თბილისში და გადაარჩინა ანჩისხატის ტაძარი დანგრევას. შემდეგ რუსეთში დაარსა ანდრეი რუბლოვის მუზეუმი", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღეს მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. „თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ასევე, გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს მრევლს! ქრისტესმიერი სიყვარულით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, - წერია მილოცვის წერილში.
  11. გუშინ 22 ნოემბრის, საღამოდან ოკუპირებული აფხაზეთში დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან ამჟამად დაახლოებით 250 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება. მანამდე ოკუპირებული აფაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას რუსეთის ენერგეტიკის სამინსიტროსთან მოლაპარაკებების შედეგები მოხსენა. მის თქმით, მიწოდების გრაფიკის შეთანხმების შემდეგ სპეციალისტები „Ачгуара“-ს (აჩიგვარა) ხაზზე სამუშაოების შესასრულებლად გაემართებიან. რუსული ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი სწორედ აჩიგვარას ელექტროგადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოების დასრულებას უკავშირდება. გარდა ამისა, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულად დაბალ დონეზეა. ოჩამჩირის რაიონში “Ачгуара“ -ს (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 1 ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა. ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს აჩიგვარას ხაზით მიეწოდება. 11 ოქტომბერს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ელექტროგადამცემ ხაზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელსაც „ჩერნომოროენერგო“-ს (დაახლოებით 20 ადამიანი) და რუსული კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებდნენ (დაახლოებით 23 ადამიანი). ელექტოგადამცემი ხაზზე, რომელსაც „აფხაზური ენერგეტიკის ყველაზე დაუცველ ობიექტს“ უწოდებენ სარემონტო სამუშაოები, მანამდე არაერთხელ გადაიდო.
  12. აშშ-ის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების 16-მა სენატორმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს სთხოვა, გადახედოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ უკრაინას არ მიეწოდოს მოიერიშე დრონები MQ-1C Gray Eagle. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს კონგრესმენების წერილზე დაყრდნობით. „უკრაინისთვის MQ-1C-ის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია გრძელვადიანი პერსპექტივით,“ ნათქვამია წერილში. მისი ავტორები დარწმუნებული არიან, რომ Gray Eagle-ები შეიძლება ეფექტიანად იქნეს გამოყენებული უკრაინაში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ პენტაგონი თავს იკავებდა უკრაინისთვის Gray Eagle-ების მიწოდებისგან, ვინაიდან ამერიკელები შიშობენ, რომ საიდუმლო ტექნოლოგიები შესაძლოა რუსეთის სამხედროების ხელში აღმოჩნდეს. ამასობაში CNN-ი იტყობინება, რომ განიხილება Gray Eagle-ის ისე მოდიფიცირება, რომ შესაძლებელი გახდეს უკრაინისთვის მისი მიწოდება მასში გამოყენებული ტექნოლოგიების საიდუმლოების დაცვით. უპილოტო საფრენ აპარატ Gray Eagle-ს შეუძლია ოთხი რაკეტა Hellfire-ის ტარება, 30 საათი უწყვეტი ფრენა და თითქმის 8000 კილომეტრის გავლა. რადიო თავისუფლება
  13. მაშველებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ნანგრევებიდან ამოიყვანეს ექიმი და ახალგაზრდა ქალი, რომლის ახალშობილი შვილი სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა. საავადმყოფოს შენობას რუსული რაკეტა წუხელ მოხვდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის დროს სამშობიარო განყოფილებაში იმყოფებოდნენ მხოლოდ ახალგაზრდა ქალი ახალშობილით და ექიმი. მაშველები ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდას განაგრძობენ. რადიო თავისუფლება
  14. თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლშიც იგრძნობოდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქალაქ დუზჯეში მიწისძვრა ბოლოს 1999 წელს მოხდა, მაშინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიას 845 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტორი - ლევან ახალაია
  15. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეზე, სადაც დაიბომბა საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება. დაღუპულია ერთი ახალშობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს. ასევე რუსეთის არმიამ კვლავ გაუხსნა ცეცხლი სუმის ოლქის დასახლებებს. გასულ დღე-ღამეში, სხვადასხვა სოფლებში, 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსებს ჯერ კიდევ აქვთ დარჩენილი რაკეტების მარაგი, რათა ოთხი მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანონ უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მსგავს შემთხვევაში უკვე მზადაა სპეციალური პუნქტები, რომლებიც ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის დროს ამუშავდება და საშუალებას მისცეს მოსახლეობა საბაზისო სერვისებს უფასოდ მიიღოს. ზელენსკის თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია ოთხი ათასი ასეთი პუნქტი. ავტორი - ლევან ახალაია
  16. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დღეს წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. კომპანიის ცნობით, ტექნიკური სამუშაოები 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 25 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, დოლიძის, ჩიქოვანის, კოსტავას, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ონიაშვილის, ლვოვის, გელოვანის, სხირტლაძის, ზემო ვეძისის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ფარსადანის, აღმაშენებლის ხეივანს, დიღმის წყლის, როსტევანის და მიმდებარე ქუჩებს. მთაწმინდა-კრწანისის რაიონში – ზალდასტანაშვილის, ბოცვაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, ბაქრაძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, ანჯაფარიძის, ჭიაურელის, მელიქიშვილის, კოსტავას I-II შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბაშალეიშვილის, გრიბოედოვის, რუსთაველის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ყიფიანის, ქიქოძეს, ბესიკის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭონქაძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, ტაბიძის, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანას დასახლებას. პუშკინის, კოტე აფხაზის ქუჩის ნაწილს, იერუსალიმის, ბეთლემის, სამღებროს, ღვინის აღმართის, ორთაჭალის ქუჩის I-V ჩიხებს, აბო თბილელის და მიმდებარე ქუჩებს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, დისევის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
  17. სამართალდამცავებმა 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნული პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი არასრულწლოვნის ნათესავია. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
  18. ოლიგარქიის პრობლემას ვერც „ქართული ოცნების“ რედაქციით და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით გადავჭრით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი. „კანონი, რომელიც ფორმალურად ოთხი სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს ვინმეს მიენიჭოს თუ არა ოლიგარქის სტატუსი, ჩვენი მოცემულობისთვის არარელევანტურია იმიტომ, რომ ჩვენთან ეს გავლენის სფეროები, როგორც წესი არაფორმალურია, ამიტომ ცხადია ამ პრობლემას ამ კანონით ვერ გადავჭრით, „ვერც ქართული ოცნების“ რედაქციით და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით. ორივეს კონკრეტული ამოცანები აქვს, კონკრეტული სახელი და გვარები დგას ამ ორივე ინიციატივების უკან, ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი და ამ მიზანს ემსახურება ეს ორივე კანონპროექტი, ამიტომ ისინი პრობლემას ვერ გადაჭრიან“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ბექა ლილუაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გააგზავნოს, თუმცა რეკომენდაციები კანონპროექტში არ ასახოს. „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ახლა ხელი შეუწყოს ამ აზრის ფორმირებას, რომ მას უჭირს[ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა], მაგრამ გააგზავნოს საბოლოო ჯამში და გაგზავნა გამოიყენოს საფუძვლად, რომ თქვას, ყველაფერი კარგად არის. გავახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ 19 აპრილის შემდეგ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, ჩამოვიდა უამრავი რეკომენდაციით, თუმცა ამ რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ არ ასახა კანონპროექტში. მხოლოდ გაგზავნა არ არის წინაპირობა იმის, რომ კანონპროექტი დაიხვეწება, ამას ჭირდება რეკომენდაციების გათვალისწინება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა დეოლიგარქიზაციის კანონი ისეთი ყოფილიყო, რომ კონკრეტულად არავის სახელი არ რქმეოდა და ყველაზე თანაბრად ემუშავა, პარალელური კანონპროექტის შემუშავების ნაცვლად, სამუშაო პროცესში უნდა ჩართულიყვნენ. „შექმნეს პარალელური კანონპროექტი და შესაძლოა მათ ჰქონდეთ მოტივი, რომ თავიანთ არაფორმალურ მმართველებზე თუ ოლიგარქებზე გააკეთონ პრეზუმფცია, ამას მე არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ მათ თუ რეალურად საქმეზე ორიენტირი ჰქონდათ აღებული, თუ სურდათ, რომ კანონპროექტი ყოფილიყო ისეთი, რომელსაც არ ერქმეოდა არავის კონკრეტული სახელი და ყველაზე იმუშავებდა თანაბარზომიერად, იქნებოდა ეს დავით კეზერაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა ვინმე, ამისთვის ჰქონდათ მათ შესაძლებლობა, უნდა ჩართულიყვნენ სამუშაო პროცესში“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
  19. მოსკოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ქრთამის გამოძალვის მუხლით ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკ ივან მერტვიშჩევს. გამოძიების თანახმად, მან მოსკოვის სამხედრო კომისარს ქრთამის სახის სარეცხი მანქანა გამოსძალა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთში საშემოდგომო გაწვევის კამპანიის დაწყების შემდეგ, მერტვიშჩევი, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაწვევაზე, მოსკოვის რამენსკის რაიონის კომისარიატის შემოწმებას გეგმავდა. შემოწმებამდე ერთი კვირით ადრე, მერტვიშჩევმა დაურეკა სამხედრო კომისარ რამენოკს და "ცალსახად მიანიშნა", რომ კომისარიატში წვევამდელების გაწვევა ცუდად ტარდებოდა და "აუცილებლად იპოვიდა რაიმე სადავოს", მაშინაც კი, თუ დოკუმენტების მიხედვით ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდებოდა. ამასთან, გენშტაბის პოლკოვნიკი კომისარს აფრთხილებდა, რომ შემოწმების ცუდი შედეგი, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას მოახდენდა სამხედრო კომისრის კარიერაზე. პოლკოვნიკი სარეცხი მანქანის აღების ფაქტებზე დააკავეს. ქრთამის გამოძალვისთვის მას 12 წლამდე პატიმრობა და 4,2 მილიონ რუბლამდე ჯარიმის გადახდა ემუქრება. პოლკოვნიკმა მერტვიშჩევმა სრულად აღიარა დანაშაული. რადიო თავისუფლება
  20. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 22 ნოემბერს გააკრიტიკა FIFA მუქარისთვის, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მოთამაშეები ყვითელი ბარათით დაისჯებიან, თუკი ისინი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერ სამკლავურებს გამოიყენებენ. თავის კატარელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა: „ყოველთვის შემაშფოთებელია,.. როცა გამოხატვის თავისუფლების რაიმე სახით შეზღუდვის მოწმენი ვხდებით.“ ორშაბათს არცერთ გუნდს არ გამოუყენებია LGBTQ თემის მხარდამჭერი სამკლავურები One Love („ერთი სიყვარული“), თუმცა შვიდმა ევროპულმა გუნდმა განაცხადა ჩემპიონატის წინ, რომ ამის გაკეთებას გეგმავენ. ბლინკენი ორშაბათს ჩავიდა კატარში, სადაც მსოფლიო თასთან დაკავშირებულ ნორჩ ფეხბურთელთა პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი აშშ-სა და უელსის ნაკრებ გუნდებს შორის მატჩს დაესწრო. მაშინ, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ღიად გააკრიტიკა FIFA, ის უფრო მოზომილი იყო კატარის მისამართით, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ მიგრანტი მუშების მიმართ დამოკიდებულებისა და ჰომოსექსუალთა და ლესბოსელთა კრიმინალიზაციისთვის. რადიო თავისუფლება
  21. რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პრესცენტრის ინფორმაციით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, მხარეებმა შეთანხმებას 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ის რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფინანსური დახმარების საკითხებს არეგულირებს. შეთანხმების განხორციელება მიზნად ისახავს ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დადებისას მხარეთა მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, განმარტავენ, რომ საუბარი არაა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სფეროებში ვალდებულებებზე. ხელშეკრულება „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ურთიერთქმედების და დახმარების საკითხებზე“ მომუშავე უფლებამოსილ ორგანოებსაც განსაზღვრავს. გარდა ამისა, ხელშეკრულება განსაზღვრავს რუსეთის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქტივობების თანადაფინანსების პროცედურასა და პირობებს, აგრეთვე - საკონტროლო ზომებს და პასუხისმგებლობას, დაფინანსების პირობების შეუსრულებლობისა და სახელმწიფო პროგრამული აქტივობების განხორციელების ძირითადი მიზნობრივი ინდიკატორების შეუსრულებლობისთვის“. მანამდე „რუსეთის ელჩმა“ სოხუმში მიხაილ შურგალინმა განაცხადა, რომ ბიჭვინთაში არსებული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ვითარება „აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ამჟამინდელ მოცულობაზე უარყოფითად არ აისახება“. ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობაში ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის ზედამხედველობას ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი გაუწევს. რადიო თავისუფლება
  22. Bloomberg-ის თანახმად, რუსული ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ძალაში შესვლამდე ორი კვირით ადრე, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, თებერვალთან შედარებით, 90 პროცენტით შემცირდა რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მიწოდება. Bloomberg-ი წერს, რომ მისი მოცულობა დღეში მილიონ ორასი ათასი ბარელიდან 95 ათას ბარელამდე დავიდა. ქვეყნებმა, როგორებიცაა ლიტვა, საფრანგეთი და გერმანია, რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს რუსული ნავთობის იმპორტი. პოლონეთი მათ სექტემბერში შეუერთდა. ბალტიის პორტებში დატვირთული ნავთობის სამი მეოთხედი ახლა აზიაშია გაგზავნილი. ინდოეთი ნავთობს ე. წ. საშეღავათო პერიოდის გამოყენებით ყიდულობს. შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ადრე განაცხადეს, რომ 5 დეკემბრამდე, სანამ შეზღუდვები ძალაში შევა, ისინი ტანკერში ჩატვირთულ რუსულ ნავთობს სანქციებისგან გაათავისუფლებენ იმ პირობით, რომ მარაგი 19 იანვრამდე იქნება მიწოდებული. სააგენტოს გათვლებით, რუსეთიდან მომარაგების საერთო მოცულობა ცხრა კვირის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმამდე, დღეში 2,57 მილიონ ბარელამდე დაეცა. Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის ნავთობით ვაჭრობის შემოსავლები იანვრის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ხოლო ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში გადაზიდვები დღეში რეკორდულ 2.45 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ოქტომბერში რუსეთი გახდა ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი ინდოეთში - თითქმის ერთი მილიონი ბარელი დღეში. ნოემბრის დასაწყისში, "როიტერმა" განაცხადა, რომ ინდურ ქარხნებს ჯერ არ გაუგზავნიათ მოთხოვნა რუსეთიდან ნედლეულის იმპორტზე, რადგან ელოდებიან ფასების შეზღუდვის "მკაფიო" მექანიზმს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მიღებული სანქციების მერვე პაკეტის თანახმად, რუსეთიდან ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და იაპონიის მიმართულებებით ნავთობპროდუქტების ექსპორტზე დაწესებული ემბარგო ძალაში 5 დეკემბერს შევა.
  23. მიუნხენის 2023 წლის უსაფრთხოების კონფერენციას რუსეთის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰეუსგენმა „ტვიტერში“ დაწერა. მისი თქმით, ისინი პლატფორმას რუსულ პროპაგანდას არ დაუთმობენ. „რუსი მაღალჩინოსნები მიწვეული არ არიან მიუნხენის უსაფრთხოების 2023 წლის კონფერენციაზე. მათ არ მივცემთ პლატფორმას მათი პროპაგანდისთვის“, – განაცხადა კრისტოფ ჰეუსგენმა. ამასთან, ჰეუსგენი აღნიშნავს, რომ სურთ, „განიხილონ რუსეთის მომავალი რუსულ ოპოზიციასთან და ქვეყნიდან განდევნილ პირებთან“. მიუნხენის 2023 წლის კონფერენცია 17-19 თებერვალს გაიმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომის ერთი წლისთავი იქნება. ავტორი - სალომე თორაძე
  24. კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის არგენტინის ნაკრებისა და საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნა და პირველი სენსაციაც დაფიქსირდა – არგენტინამ 1:2 წააგო და მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყო. სამხრეთამერიკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნა უკვე მეორე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ლიონელ მესის დარტყმული საუდელთა მეკარემ მოიგერია. არგენტინელებმა აქტიურობა განაგრძეს და მე-10 წუთზე გოლიც გაიტანეს – კუთხურის გათამაშების შემდეგ, ვიდეორეფერიმ საჯარიმოში წესების დარღვევა დააფქსირა, მომენტი შეხვედრის სლოვენიელმა არბიტრმა სლავკო ვინჩიჩმაც გადაამოწმა და საუდელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ ზუსტად შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი მეშვიდე (არგენტინის ნაკრებში კი 92-ე) გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში არგენტინამ კიდევ სამჯერ შეძლო გატანა, მაგრამ სამივე გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა – შეხვედრის ამ მონაკვეთში სამხრეთამერიკელები შვიდჯერ მოხვდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. მეორე ტაიმი არგენტინელთათვის მოულოდნელად დაიწყო – შვიდწუთიან ინტერვალში საუდელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს და 53-ე წუთისთის არგენტინა უკვე მდევრის როლში აღმოჩნდა. „ალბისელესტეს“ მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი ცვლილებებით შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას. არგენტინა დიდი ძალებით წავიდა შეტევაში, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ საუდელთა მაკარემ არაერთი რთული ბურთის მოგერიება მოახერა. საბოლოოდ, არგენტინელებმა ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ხმაურიანი სენსაციაც დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთთან წაგებით არგენტინის ნაკრების 36-მატჩიანი წაუგებელია სერია შეწყდა… ავტორი - მიხეილ ჯაში
  25. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
×
×
  • შექმენი...