Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის აღდგენილია, მოსახლეობას კი დენი ეტაპობრივად მიეწოდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ტიმოშენკომ განახცადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კირილ ტიმოშენკოს თქმით, ქვეყნის მასშტაბით ასევე მოწყობილია ოთხი ათასამდე სპეციალური პუნქტი, სადაც ადგილობრივებს გათბობა და ტელეფონების დამუხტვა შუძლიათ. კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდებაც აღუდგათ, თუმცა სრული დატვირთვის ქსელის გამართვას გარკვეული დრო დასჭირდება. ავტორი - სალომე თორაძე
  2. საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლთან გელათის გადასარჩენად აქცია იმართება. "დღეს არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ აღარ შეგვეძლო მოგვეთმინა და შევიკრიბეთ, რომ წამოგვეყენებინა მოთხოვნები. პირველი, რაც ამწუთას მახსენდება, შოთა რუსთაველის ძეგლთან, არის ფრაზა ვეფხისტყაოსნიდან "ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა." აქაც უთვალავი სხვადასხვა შეხედულების ადამიანია შეკრებილი, მაგრამ ამ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს გვაერთიანებს ფიქრი იმაზე, როგორ გადარჩეს გელათი. ჩვენს კულტურის მინისტრს ძალიან უყვარს კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე ხან პარლამენტის ტრიბუნიდან და ხან ტელევიზიებიდან თქმა, რომ მეცნიერები არიან არაკომპეტენტურები - დასკვნამ გელათის შესახებ აჩვენა, რომ თვითონ კულტურის მინისტრია არაკომპეტენტური, ის სრულიად ვერ ერკვევა არსებულ პრობლემებში, არ იცის როგორ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი და გელათი გადაქცეულია რაღაც ექსპერიმენტულ ლაბორატორიად, სადაც სხვადასხვა ადამიანები ახორციელებენ თავიანთ ექსპერიმენტებს. ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ" - ასე მიმართა არქეოლოგმა, ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ბიძინაშვილმა აქციაზე შეკრებილ ადამიანებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა დროს ცდილობდა საზოგადოების ყურადღების მიქცევას გელათის პრობლემაზე. გიორგი ბიძინაშვილი "კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება და ვალდებულებაა. ძალიან სამარცხვინოა, თუ ვიქნებით ის თაობა, ვინც დაკარგა ასეთი ღირებულება. ვუსმენ და ვკითხულობ საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებებს და ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ერთნაირი დასკვნა, სადაც წერია, რომ ის მეთოდოლოგია, რომლითაც კედლის მხატვრობის გამაგრება ხდება, არის მიუღებელი. გრძელდება დაზიანება და შეიძლება ამან სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი ხდება დახურული პროცესების ფონზე, რაც დაუშვებელია" - თქვა აქციის კიდევ ერთმა გამომსვლელმა, მანანა თევზაძემ. ის "ლურჯი ფარს" წარმოადგენს საქართველოში. აქციის მონაწილეები მთავრობას თხოვენ გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესიდან კულტურის მინისტრის ჩამოშორებას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ასევე, გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის გასაჯაროებას და პროცესში მაღალი დონის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართვას. მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ნიკა წიქარიძემ მთავრობას ამ მოთხოვნების შესასრულებლად ორი კვირა მისცა. გელათის შესახებ საერთაშორისო სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა მოიპოვა "თავისუფლების მონიტორმა," რომელსაც მთავრობა და საპატრიარქო 6 თვის განმავლობაში მალავდნენ. ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, საუბარია ერთი მხრივ გელათის უნიკალური მხატვრობის დაკარგვის საფრთხეზე და მეორე მხრივ იქ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხზე, რომელმაც გელათის მხატვრობას მეტი ზიანი მიაყენა. EMBED SHARE გასაიდუმლოებული ფიასკო გელათზე radio tavisupleba LG
  3. 2022 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმყოფებოდა ნიკოლაევში და დეოკუპირებულ ხერსონში, ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. "ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაეცნო ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და ომით დაზარალებული ოლქების, ასევე ოლქებში მცხოვრები პირების მიმდინარე/გადაუდებელი საჭიროებების შესახებ. შეხვედრებისას, ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან უკრაინის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას. ასევე აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში 11 ნოემბერს შევიდნენ. მანამდე ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ. ადგილზე ჯერ ოფიციალურად არ დასრულებულა ე.წ სტაბილიზაციის ღონისძიებები. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. უკრაინელი სპეციალისტები ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიების განაღმვის სამუშაოებს იწყებენ. შემოღებულია კომენდანტის საათი. რადიო თავისუფლება
  4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით. „მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანა მოლდოვისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ასევე, გაცვალეს ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციათა შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. მოლდოვის პრეზიდენტმა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნეს ორი ქვეყნის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობა ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მიზნისკენ სავალ გზაზე. ამ მხრივ, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობას სამომავლო მიზნების ეფექტიანი აღსრულებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრის მოლდოვაში გამართვის გადაწყვეტილებას და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში გამწვავებულ უსაფრთხოების გარემოს. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს; მათ აღნიშნეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით და ორი ქვეყნის მთავრობისა და ხალხის ნება, რომ მჭიდრო პარტნიორობა შემდგომშიც გაგრძელდეს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
  5. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე განაცხადა. „კიევის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ ბორის ჯონსონს, უკრაინის დიდ მეგობარს, მიენიჭოს კიევის საპატიო მოქალაქის წოდება. ბორისი არაერთხელ ეწვია უკრაინის დედაქალაქს – როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ყველაზე დრამატულ დროს. ჯონსონმა გააკეთა და, დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რათა დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიო ლიდერებმა უკრაინას საჭირო დახმარება გაუწიონ.” – წერს კლიჩკო. კლიჩკომ მადლობა გადაუხადა ჯონსონს მხარდაჭერისთვის. „კიევში ისევ ველოდებით ამ საპატიო ჯილდოს გადასაცემად!“ – დასძინა მერმა. ბორის ჯონსონი და უკრაინა 2 ივლისს ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა. 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას თავისუფლების ორდენი გადასცა. კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ეს ორდენი გადაეცა უკრაინა-ბრიტანული ინდუსტრიული თანამშრომლობის განმტკიცებისა და უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. თავის მხრივ, ჯონსონმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის ამ ბრძანების წარდგენისთვის და უკრაინის მხარდასაჭერად დიდი ბრიტანეთის მცდელობის აღიარებისთვის.
  6. ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლება, რუსეთთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებებზე, რისთვისაც ის პასუხისმგებელია საერთაშორისო ტრიბუნალისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში. დოკუმენტში ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროკომისიის მიმართ, დააწესონ იგივე სანქციები ბელარუსის მიმართ, რაც რუსეთს დაუწესეს. ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ ბელარუსის დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოებს და უფრო სისტემატურად ითანამშრომლონ ევროკავშირსა და ბელარუსის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებს შორის. ევროპარლამენტი ასევე მკაცრად გმობს ბელარუსში 1400-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმრის არსებობას, რომელთა მიმართ დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელებია გამოტანილი. ის ასევე გმობს 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკის პატიმრობას და მოუწოდებს ლუკაშენკოს რეჟიმს, დროულად უზრუნველყოს მისი გათავისუფლება ოსლოში, 10 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიისთვის.
  7. უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 50 სამხედრო დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. “დღეს 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნება მოვახერხეთ რუსული ტყვეობიდან. მათ შორისაა, 20 ეროვნული გვარდიელი, 12 - სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლი, 10 უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, 10 მესაზღვრე და 2 ტერიტორიული დაცვის წევრი”, - წერს ერმაკი. როგორც ის აღნიშნავს, გათავისუფლებულთა შორის მარიუპოლის 19 დამცველია, რომელთაგან 12 ევაკუირებული იყო “აზოვსტალიდან”. ასევე 15 ტყვე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან და 7 “ზმეინის” კუნძულიდან. იპნ
  8. ევროპარლამენტმა 502 ხმით,75 წინააღმდეგ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ. 61-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ევროპარლამენტის რეკომენდაციაში საბჭოს, ევროკომისიისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისადმი ნათქვამია, რომ: გაფართოება არცერთმა ალტერნატივამ არ უნდა ჩაანაცვლოს; საჭიროა გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირება და ახალი წევრების მიღება ერთსულოვნების ნაცვლად კვალიფიციური უმრავლესობით; გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს. გაფართოების სტრატეგიაზე ევროპარლამენტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა რჩება ევროკავშირის განკარგულებაში ყველაზე ძლიერ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად. ევროპარლამენტარების აზრით, იმისთვის, რომ იყოს უფრო სანდო და ეფექტური გლობალური მოთამაშე, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ახალი წევრების გაწევრიანებასთან დაკავშირებით — კონსენსუსის პრინციპი შეცვალოს კვალიფიციური უმრავლესობით. ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, შეასრულონ ევროკავშირის ვალდებულებები დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და უზრუნველყონ, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ შესთავაზებენ ალტერნატივას ევროკავშირის სრული წევრობის ნაცვლად. ამასთან, ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გაფართოების პროცესის სათავეში მოექცეს დემოკრატიული რეფორმა და კანონის უზენაესობა, მონიტორინგის, ანგარიშგების, შეფასებისა და პირობითობის გაუმჯობესებასთან ერთად. ევროპარლამენტის წევრების მიერ მიღებული რეკომენდაცია გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ ევროკავშირს მოუწოდებს, უფრო თვალსაჩინო გახადოს გაფართოების ქვეყნებში ევროკავშირის დაფინანსება და მისი ხელშესახები შედეგები. მათ ასევე სურთ, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევის პრევენციაზე. ევროპარლამენტის რეკომენდაციით, ევროკავშირმა უნდა დააჯილდოოს კანდიდატი ქვეყნები, როდესაც ისინი მიაღწევენ მდგრად პროგრესს, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მათი ეტაპობრივი შეყვანით, თუმცა რეფორმების პროცესში ნებისმიერი სტაგნაცია ან უკან დახევა სანქცირებულ იქნას რეალურ დროში. ევროპარლამენტარების რეკომენდაციაა, გაწევრიანების პროცესში მონაწილე ქვეყნებთან მოლაპარაკებები დასრულდეს არაუგვიანეს მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე. ხაზს უსვამენ რა გაფართოების პაკეტის ქვეყნების თანხვედრაში მოყვანის მნიშვნელობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სერბეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მხარს დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მიაღწევს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირთან დაკავშირებულ რეფორმებში. ევროპის პარლამენტის წევრები მიესალმებიან ევროპის საბჭოს განსაკუთრებულად სწრაფ გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით და ამ სამ ქვეყანას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. რეკომენდაცია მოუწოდებს ევროკავშირს, მიაწოდოს საქართველოს მკაფიო საგზაო რუკა იმ ხელშესახები მოთხოვნებით, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. პარლამენტი ასევე მიესალმება კომისიის პირობით რეკომენდაციას ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. ნეტგაზეთი ნინო ჩიჩუა
  9. 26 ნოემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმული ღელვა და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი. „26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  10. ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში". ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. კერძოდ, საუბარია ვიზების გაცემის აკრძალვაზე. შესაბამის წინადადებას მხარი 531-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 - წინააღმდეგი იყო, კიდევ 34-მა - თავი შეიკავა. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტს გაურბიან - ისინი კვლავ შეძლებენ ევროკავშირში შესვლას ჰუმანიტარული მოსაზრებებით. მანამდე ცნობილი გახდა ევროკავშირში შეთანხმებული გადაწყვეტილების შესახებ, არ აღიარონ რუსული დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებში. რუსული პასპორტების აკრძალვამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს აფხაზეთში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, კერძოდ, ბრიუსელის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. რადიო თავისუფლება
  11. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ტელეჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი. ბარათი ჟურნალისტის მონაცემებით დეპარტამენტის საძიებო მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა. მანამდე, ნოემბრის დასაწყისში, მოსკოვის რეგიონში კარაულოვის სახლში ჩატარდა ჩხრეკა სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის მიმართ ცილისწამების მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არ არის მითითებული, თუ რა შემთხვევაში იძებნებიან ეჭვმიტანილები. მაგრამ ჩემეზოვის საქმეში, „როსტეხის“ საიტის თანახმად, ჟურნალისტის დევნის საფუძველი მის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია გახდა. "თავის არხზე მან გამოაქვეყნა რეალობისგან მოწყვეტილი ჭორები და სპეკულაცია, ისე რომ არ შეიწუხა თავი, გადაემოწმებინა ინფორმაცია“, - აცხადებს სახელმწიფო კორპორაცია. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, თავად კარაულოვი მიიჩნევს, რომ მისი დევნა უკავშირდება მის მონაწილეობას პოლიტიკოს მაქსიმ შევჩენკოს იუტუბის არხზე. საუბარში ჟურნალისტმა ახსენა, რომ „როსტეხმა“ არ ააშენა მის მიერ დაანონსებული 25 ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა, რომლებზეც სახელმწიფომ 1,5 ტრილიონი რუბლი გამოყო. უცნობია, თუ სადაა ამჟამად ჟურნალისტი. მანამდე კარაულოვი აცხადებდა, რომ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ძებნილთა სიაში შეყვანის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ ანდრეი კარაულოვს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ანდრეი კარაულოვი საბჭოთა და რუსი ჟურნალისტია. იგი 1992 წლიდან 2016 წლამდე უძღვებოდა საავტორო გადაცემას "ჭეშმარიტების მომენტი", რომელიც ოთხ ტელეარხზე გადაიცემოდა. მედიის ცნობით, კარაულოვის გადაცემა მას შემდეგ შეჩერდა, რაც „ზემოთ“ არ მოეწონათ მისი ერთ-ერთი გამოშვება, რომელშიც ვლადიმირ პუტინზე სავარაუდო თავდასხმის მცდელობაზე იყო საუბარი. 2022 წლის მაისში YouTube-ის ადმინისტრაციამ გადაცემა დაბლოკა. რადიო თავისუფლება
  12. რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა. პროექტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პროექტი საკრებულოში რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა კი, ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. რუსთავის ბიუჯეტის პროექტი 87 მილიონ 367 ათას 700 ლარით არის წარმოდგენილი. საწყისი ბიუჯეტის პროექტი გასულ წელთან შედარებით 6 მილიონით არის გაზრდილი. რუსთავის ოპოზიციური საკრებულოს დეპუტატები, როგორც „ნაციონალური მოძრაობიდან“, ისე პარტია „საქართველოდან“, ამბობენ, რომ ბიუჯეტში მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის, რის გამოც მას მხარი არ დაუჭირეს. საგანგებო ბრიფინგი გამართა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის მერი აცხადებს, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა უღალატა ქალაქის მოსახლეობას. ისინი პასუხისმგებლობას გაექცნენ და ამით საფრთხის ქვეშ დააყენეს ქალაქი. ნინო ლაცაბიძის განმარტებით, აღმასრულებელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ ქალაქს პრობლემები არ შეექმნას. ავტორი - რუსუდან ლოლაძე
  13. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბახტრიონის სატუმბ სადგურზე გადაუდებელი სამუშაოები ხორციელდება, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახლით იცვლება ჩამკეტ-მარებულირებელი ურდულები. მათივე განმარტებით, ასევე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ოთხ სხვადასხვა მისამართზე, რის გამოც 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე გარკვეულ ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება. „ვაშლიჯვრის რეზერვუარზე, გელოვანის N6-ის მიმდებარედ და მზიურის ტერიტორიაზე წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე ძველი ჩამკეტ- მარეგულირებელი ურდულები ახლით იცვლება. ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის II შესხვევის N14-ის მიმდებარედ მაგისტრალურ ქსელზე ტარდება ტექნიკური სამუშაოები. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, დოლიძის, ჩიქოვანის, კოსტავას, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ონიაშვილის, ლვოვის, გელოვანის, სხირტლაძის, ზემო ვეძისის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ფარსადანის, აღმაშენებლის ხეივანს, დიღმის წყლის, როსტევანის და მიმდებარე ქუჩებს. მთწმინდა-კრწანისის რაიონში – ზალდასტანაშვილის, ბოცვაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, ბაქრაძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, ანჯაფარიძის, ჭიაურელის, მელიქიშვილის, კოსტავას I-II შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბაშალეიშვილის, გრიბოედოვის, რუსთაველის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ყიფიანის, ქიქოძეს, ბესიკის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭონქაძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, ტაბიძის, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანას დასახლებას. პუშკინის, კოტე აფხაზის ქუჩის ნაწილს, იერუსალიმის, ბეთლემის, სამღებროს, ღვინის აღმართის, ორთაჭალის ქუჩის I-V ჩიხებს, აბო თბილელის და მიმდებარე ქუჩებს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, დისევის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით.
  14. აშშ-ის მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) სისხლის შედედების იშვიათი დაავადების სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა, რომლის ფასიც საკმაოდ სოლიდურია. მსგავსი: ტვინის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, პარალიზებულმა... მისი ერთი დოზის ღირებულება 3,5 მილიონი დოლარია და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ წამალს. ერთი შეხედვით, ფასი წარმოუდგენლად მაღალია, მაგრამ როგორც წამლის ფასთან მიმართებაში ეფექტიანობის უახლესი ანალიზი მიუთითებს, ფასი შედარებით „დაბალია“ იმ შედეგთან, რაც მკურნალობით მიიღწევა, ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში. პრეპარატი, სახელად Hemgenix-ი, წარმოადგენს ჰემოფილია B-ის გენური თერაპიით მკურნალობის საშუალებას. ეს გახლავთ იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს. ყველაზე სერიოზულ სიმპტომებს შორის არის სპონტანური და ხშირი სისხლდენა, რომლის შეჩერებაც რთულია. ჰემოფილია B უფრო ხშირია კაცებში, ვიდრე ქალებში. ზუსტი რიცხვები უცნობია, მაგრამ სავარაუდო შეფასების მიხედვით, ამჟამად აშშ-ში ეს განუკურნებელი დაავადება თითქმის 8000 მამაკაცს აწუხებს. მსგავსი: 36 წლის ქალს უკვე 12 სხვადასხვა კიბო აქვს... ჰემოფილია B-ის ძირითადი სამკურნალო საშუალება აშშ-ში ამჟამად არის პაციენტებისთვის ე. წ. შედედების ფაქტორის მინიჭება, მაგრამ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მკურნალობა საკმაოდ ძვირია. მწვავე სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის საჭიროა რუტინული, ძვირად ღირებული რეჟიმი და თანაც, დროთა განმავლობაში მისი ეფექტიანობა შეიძლება შემცირდეს. მკვლევართა შეფასებით, საშუალოდან მძიმე მდგომარეობის ჰემოფილია B-ის მქონე პაციენტებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მკურნალობა დაახლოებით 21-23 მილიონი დოლარი უჯდებათ. მკურნალობა აშშ-სთან შედარებით იაფია გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგრამ ეს ერთ პაციენტს სიცოცხლის განმავლობაში მაინც ათეულობით მილიონი დოლარი უჯდება. მეორე მხრივ, Hemgenix-ი ვენაში მხოლოდ ერთხელ, ერთ დოზად კეთდება. პროდუქტი სხეულში ვირუსულზე დაფუძნებული ვექტორით შედის, რომელიც ინჟინერიით ისეა დამუშავებული, რომ ღვიძლში სამიზნე უჯრედებს დნმ მიაწოდოს. ამ გენეტიკურ ინფორმაციას შემდეგ უჯრედები ამრავლებენ, ავრცელებენ ინფორმაციას შედედების ცილის შესახებ, რომელსაც ფაქტორი IX-ს უწოდებენ. Hemgenix-ის ეფექტიანობა ორმა კვლევამ შეამოწმა. ჰემოფილია B-ის საშუალოდ მძიმე 54 პაციენტზე ჩატარებულ კვლევაში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ფაქტორი IX-ს აქტივობის გაზრდილი დონე, რამაც ჩაანაცვლა ამჟამად ხელმისაწვდომი რუტინული თერაპიების საჭიროება. მსგავსი: სისხლის ანალიზი, რომელიც ადრეულ ეტაპზე... გენური თერაპიის მიღების შემდეგ, პაციენტებში უკონტროლო სისხლდენების მაჩვენებელი 50 პროცენტით შემცირდა. გვერდით ეფექტებს შორის იყო თავის ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღვიძლში ფერმენტების მომატება; საჭიროა ამ ყველაფრის ფრთხილად მონიტორინგი ექიმების მიერ. „უკვე ოც წელიწადზე მეტია, ჰემოფილიის გენური თერაპია ჰორიზონტზე მოჩანდა. მიუხედავად წინსვლისა მის სამკურნალო საშუალებებში, სისხლდენის ეპიზოდების პრევენცია და მკურნალობა მძიმედ აუარესებდა ინდივიდთა ცხოვრების ხარისხს“, — ამბობს FDA-ს წარმომადგენელი პიტერ მარკსი. მისი განცხადებით, ახლად დამტკიცებული საშუალება ჰემოფილია B-ით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობის ახალ ვარიანტს სთავაზობს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს ჰემოფილიის ამ ფორმის საწინააღმდეგო ინოვაციურ პრეპარატთა შექმნაში. მსგავსი: Pfizer-ის კოვიდვაქცინის შემქმნელთა განცხადებით, კიბოს... ჯერჯერობით უცნობია, ეს გენური თერაპია უზრუნველყოფს თუ არა ჰემოფილია B-სგან განკურნებას, მაგრამ პირველადი შედეგები იმედისმომცემია. ისეთი სერიოზული, მაგრამ იშვიათი დაავადებებისათვის, როგორიც არის ჰემოფილია B, FDA-ს სპეციალური სახელდება აქვს კვლევების წახალისების მიზნით. მაგალითად, Hemgenix-ი კლასიფიცირებულია, როგორც „ობოლო წამალი“, რადგან მისი საშულებით პაციენტთა მხოლოდ მცირე რაოდენობა იმკურნალებს. ამ სახელდების მიხედვით, Hemgenix-ის მწარმოებელს, CSL Behring-ს აშშ-ის ბაზარზე მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში აქვს ექსკლუზიური უფლებები. აქამდე, ყველაზე ძვირად ღირებული წამლის ტიტული ეკუთვნოდა კიდევ ერთ ერთჯერად გენურ თერაპიას, რომლითაც ზურგის კუნთების ატროფიას მკურნალობენ. მისი ფასი ორი მილიონი დოლარია. Hemgenix-ის დამტკიცების საკითხს ამჟამად ასევე განიხილავენ ევროპის მედიკამენტების სააგენტო და ბრიტანეთისა და ავსტრალიის მარეგულირებლები. მომზადებულია fda.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
  15. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ვიქტორ ორბანს ახალი კაშნე აჩუქა მას შემდეგ, რაც მისმა უნგრელმა კოლეგამ „დიდი უნგრეთის“ გამოსახულებიანი კაშნეთი უთანხმოება გამოიწვია. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ახალი კაშნე წარწერით, „სლოვაკეთი“ „ვიშეგრადის“ სამიტზე გადასცა. „შევამჩნიე, რომ ვიქტორ ორბანს ძველი შარფი ჰქონდა, ამიტომ მას დღეს ახალი ვაჩუქე“, – დაწერა სოციალურ ქსელში ედუარდ ჰეგერმა. ვიქტორ ორბანმა ასევე გაავრცელა სურათი ახალი სლოვაკური შარფით ჰეგერის გვერდით. „გაუმარჯოს უნგრეთ-სლოვაკეთის მეგობრობას“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპელმა მეზობლებმა ბოლო საფეხბურთო მატჩის დროს კაშნეზე „დიდი უნგრეთის“ გამოსახულების გამო გააკრიტიკეს. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორბანი „რევიზიონიზმში“ დაადანაშაულა, ხოლო კიევმა ბუდაპეშტისაგან „ოფიციალური ბოდიშის მოხდა“ მოითხოვა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რასტისლავ კაჩერმა ორბანის შარფს „ამაზრზენი“, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ კი, „მიუღებელი პროვოკაცია“ უწოდა. თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფეხბურთი არ არის პოლიტიკა. „არ წაიკითხოთ მასში ის, რაც იქ არ არის“, – აღნიშნა პრემიერმა. ისტორიული „დიდი უნგრეთი“ მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც ახლა ეკუთვნის სლოვაკეთს, რუმინეთს, ხორვატიას, სერბეთსა და უკრაინას. ავტორი - გივი ბარამიძე
  16. როდესაც რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობაზეა საუბარი, იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და სპეციალისტებმა. სააკაშვილი იმყოფება კერძო სამკურნალო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც გაჩნდა გარკვეული შეკითხვები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაუკვეთა შესაბამისი ექსპერტიზა, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილის თქმით, ექსპერტების დასკვნების შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. მისივე განცხადებით, სამინისტრო გაითვალისწინებს ექსპერტების რეკომენდაციებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ბექა ძამაშვილის თქმით, „ეს სასამართლოს პრეროგატივაა და სასამართლო ხელმძღვანელობს კონკრეტული დასკვნის საფუძველზე“. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. „ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. საქართველოს კანონმდებლობით, პირი, რომელიც სასჯელს იხდის, ის სასჯელს უნდა იხდიდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა თუ არის, რომელიც გულისხმობს სასჯელის გადავადებას, ამ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ეს წერია კანონმდებლობაში. შესაბამისად, იუსტიცია დაემორჩილება კანონმდებლობას. კანონმდებლობის გვერდის ავლით იუსტიციას არანაირი უფლება და პრეროგატივა არ გააჩნია, რომ რაიმე მოქმედება განახორციელოს“, – განაცხადა ძამაშვილმა. ბექა ძამაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც, მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მიხეილ სააკაშვილმა თვითონვე განაცხადა, რომ მსგავსი ეჭვი არასდროს გასჩენია. „თვითონ სააკაშვილმა გააკეთა შეფასება, რომ მას არასდროს გასჩენია ეჭვი და სწორედ ამ ეჭვების გამოსარიცხად დაინიშნა ესპერტიზა. სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო. ექსპერტიზა დავნიშნეთ და დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი დამატებითი კომენტარების გაკეთება. იუსტიციის სამინისტრის პოზიცია პირველივე დღიდან იყო, რომ პატიმარი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი მკურნალობით. სწორედ ამიტომ იმყოფება ის კლინიკაში. მას მიეწოდება ექიმების მხრიდან ყველა საჭირო მკურნალობა, შესაბამისად თუ რაიმე დამატებითი მკურნალობა იქნება საჭირო, რა თქმა უნდა სამინისტრო ამას მხარს დაუჭერს და ინიციატორიც იქნება. ამ საკითხზე ექსპერტებმა და ექიმებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა. ბექა ძამაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ უცნობია, როდის იქნება აღნიშნული დასკვნა. „ვერ გეტყვით, როდის იქნება. ეს თვითონ ექსპერტიზის ბიუროს გადასაწყვეტია, როდის შეძლებენ აღნიშნულის წარმოდგენას. ექსპერტს რომ რაღაც კონკრეტული ვადა განვუსაზღვროთ, ეს იქნება მათ საქმიანობაში ჩარევა. შესაბამისად, მათ აქვთ სრული თავისუფლება, მათ აქვთ დაშვება რომ შეისწავლონ პაციენტის მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც ჩათვლიან, რომ მზად არიან დასკვნა დაწერონ, გამოქვეყნდება. სამინისტრო ამ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს, მათ შორის კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით. თუმცა, სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება, როგორც კი ეჭვები გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად პატიმარმა განაცხადა, რომ არ იყო მოწამვლის ეჭვები. ყოველგვარი სპეკულაციის გამორიცხვის მიზნით. ეს ექსპერტიზა მაშინვე მყისიერად დაინიშნა“, – განაცხადა ძამაშვილმა. ავტორი - ლიზა დვალი
  17. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ "ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას". წერილს, რომელიც 23 ნოემბრით არის დათარიღებული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. რიში სუნაკის წერილი ირაკლი ღარიბაშვილს "მინდა გარწმუნოთ, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს", - ვკითხულობთ წერილში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერი მიესალმება საქართველოს უკრაინისადმი მხარდაჭერას: "ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი".
  18. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,ევროპალია“ წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც 2023 წელს ფესტივალის ჩატარების საკითხზე მუშაობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგება. ევროპალია „ევროპალია“ ბელგიის სამეფო ოჯახისა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება.
  19. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7150 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7142 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 22 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7192 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7951 ლარია.
  20. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლებია საუბრობს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის მზარდ პრობლემაზე. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ მაღალი დონის კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ. TI წერს, რომ ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ „კარტოგრაფების“ საქმეში მმართველი პარტიისთვის სამსახურის გაწევად შეიძლება შეფასდეს; ამ საქმის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მობილიზება. რაც შეეხება სარგებლის მიღებას, როგორც აღმოჩნდა, „კარტოგრაფების“ საქმის დაწყებიდან 1.5 წლის შემდეგ დავით ხიდაშელის სასარგებლოდ იმგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელმაც სახელმწიფოს კონკრეტული ფინანსური ზიანი მოუტანა. "რამდენიმე თვის წინ საინფორმაციო ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ გაარკვია, რომ სახელმწიფომ რაჭაში 104,712 ჰექტარ ტყეზე (რაჭის ტერიტორიის მესამედი და ქვეყნის ტერიტორიის 1.4%) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49 წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია. ლიცენზიის მიმღების რეალური ვინაობისა და ზოგადად გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უარყოფითი საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა, რადგან ეს სიურპრიზი იყო როგორც გარემოსდამცველების, ისე ადგილობრივებისთვის. გარიგება მრავალ პრობლემას შეიცავს ტყის მართვისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების დარღვევის მხრივ, რის გამოც, გარემოსდამცველებმა სასამართლოს მიმართეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. თუმცა, სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ ამ გარიგებით საქართველომ კონკრეტული ფინანსური ზიანი მიიღო – რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ლიცენზიის გაცემის გამო აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც მეტ შემოსავალს მოიტანდა. ჩვენი დათვლით, ამ გზით, სახელმწიფო დაახლოებით 2,057,593 ლარის (619,757 აშშ დოლარი) პირდაპირ შემოსავალს კარგავს. საქმის გარემოებები მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ფინანსური ინტერესის საწინააღმდეგოდ, რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენის ინტერესის სასარგებლოდ გაკეთდა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, კორუფციული გარიგება ან გადაწყვეტილების მიმღებ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება იყოს", - წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". პარალელურად, რამდენიმე წელია ასევე მიმდინარეობდა რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის იდეაზე მუშაობა, რომელსაც TI ასევე დეტალურად მიმოიხილავს. „2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები პირები რაჭის ტყესთან დაკავშირებით ორ შემოთავაზებას განიხილავდნენ: ერთი შემოთავაზება ეკუთვნოდა რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენს, რომელსაც არ შეუსრულებია სახელმწიფოს წინაშე აღებული წინა ვალდებულებები და რომელიც ჰექტარში იხდის 11 ლარს (საინვესტიციო ვალდებულებით 58.7 ლარს); მეორე ეკუთვნის ავტორიტეტულ საერთაშორისო ფონდს, რომელსაც 8.5 მილიონი ევრო აქვს ჩადებული საქართველოს ბუნების კონსერვაციაში და ჰექტარზე იხდის გარანტირებულ 45 აშშ დოლარს (დაახლოებით 149.2 ლარს), რაც 13-ჯერ უფრო მეტია პირველ შემოთავაზებაზე. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მარტივი უნდა ყოფილიყო ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამ ორი შეთავაზებიდან სახელმწიფოს მაქსიმალურ სარგებელს მოუტანდა, კერძოდ: მაქსიმალური ფართობის დაცული ტერიტორიის შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე სამონადირეო ლიცენზიის გაცემა. იმ გადაწყვეტილებით, რაც იქნა მიღებული, სახელმწიფომ დაახლოებით 2,057,593 ლარის შემოსავალი დაკარგა“, - წერია TI-ს დასკვნაში. ორგანიზაცია გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, ხომ არ შეიცავდა რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს. ავტორი: თამარ მუკბანიანი
  21. მზიურის პარკი ფართოვდება - მერიამ 18 000 კვ მეტრამდე ფართობი კერძო მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა. ინფორმაცია დღეს თბილისის მერის კახა კალაძისგან გახდა ცნობილი. მოგვიანებით ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მისი თქმით, მესაკუთრეს მზიურის ტერიტორიის ნაცვლად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია გადაეცა. ტერიტორია შპს "პიაცა მზიურს" ეკუთვნოდა. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილმონაცვლეობა, რომელიც ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა. ერთხელ კუს ტბის ასახვევში მიწის ნაკვეთი მოვანაცვლეთ, ერთხელ მოხდა იპოდრომის მიმდებარედ კორტების ტერიტორიის მონაცვლება და იქ ახლა პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მზიურის მიმდებარედ 18 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწის ფართობის მონაცვლეობა. მესაკუთრეებთან ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები, მონაცვლეობაზე წინააღმდეგობა არ ყოფილა, იციან, რომ იქ ვერ მოხდებოდა კომერციული ობიექტების განთავსება. მიხარია, რომ მოხდა შეთანხმება და კომპანიას გადაეცემა ალტერნატიული ფართი, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ შესაძლებელი იქნება ერთბინიანი კერძო დასახლების გაშენება, ტერიტორია 14 ჰექტარია“, - განაცხადა ხმალაძემ. ,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის კუთვნილებაშია კომპანია, რომელთანაც მერიამ შეთანხმებას მიაღწია. ირკვევა, რომ ტერიტორიას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეებს შოთა ხატიაშვილს და გიორგი გოჩა ჭიღლაძეს ეკუთვნით წილის თანაბარი 50-50%-იანი გადანაწილებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის აღნიშნული მონაკვეთი მზიურში ცუდ მდგომარეობაშია, რადგან იქ აქამდე შეუძლებელი იყო სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. ავტორი: თამარ მუკბანიანი
  22. უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა. „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს, სადაც მტკივნეულია, რათა კიდევ უფრო დავასუსტოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების მისი უნარი. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს. „დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დავამტკიცებთ რუსეთის ნავთობის გლობალურ ფასზე ზედა ზღვარს „დიდ შვიდეულთან“ და სხვა მთავარ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
  23. ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მეტიც, დიდი რაოდენობით ადამიანების, ეს უნდა შეწყვიტონ, რადგან შემდგომში უკრაინის სრული განადგურება იქნება", - განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, უკრაინა შეიძლება არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, არამედ მთლიანად განადგურდეს. ამიტომ, ის უკრაინელებს „ურჩევს“, ომი შეწყვიტონ. ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინელებს, რუსებსა და ბელარუსებს მომავალში შეუძლიათ არა მხოლოდ ითანამშრომლონ, არამედ „მეგობრებიც“ იყვნენ. „მშვიდობა, მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა", - დასძინა ლუკაშენკომ. იპნ
  24. 2022 წლის 31 ოქტომბერს სამყაროს ტყუპები — ლიდია და ტიმოთი მოევლინა. ამაში თითქოს უცნაური არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ისინი ემბრიონების სახით 30 წლის წინ გაყინეს. ოფიციალური მონაცემებით, მათი ემბრიონები ყველაზე დიდხანს იყო გაყინული მათ შორის, საიდანაც ოდესმე დაბადებულან ბავშვები. ემბრიონები ანონიმური წყვილისთვის ინ-ვიტრო განაყოფიერებით 1992 წლის 22 აპრილს შექმნეს და -196 °C-ზე გაყინეს. ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცესში შესაძლებელია საჭიროზე მეტი ემბრიონის შექმნა, რომლებსაც ზოგჯერ მეცნიერებას ან იმ წყვილებს გადასცემენ, ვისაც ბავშვი სურთ. ტყუპების ემბრიონები 30 წლის წინ, ტენესის შტატის ქალაქ კნოქსვილში მდებარე ემბრიონების დონაციის ეროვნულ ცენტრს (NEDC) შესწირეს; ახლახან კი ისინი ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდის მკვიდრ წყვილს, მათ მომავალ მშობლებს, რეიჩელ და ფილიპ რიჯვეებს გადასცეს. ასაკობრივი შედარებისათვის გეტყვით, რომ ემბრიონების გაყინვის დროს ფილიპი ხუთი წლის იქნებოდა. „რაღაც წარმოუდგენელია“, — ამბობს ფილიპი. მას და მის ცოლს, რეიჩელს უკვე ჰყავთ ოთხი სხვა შვილი, ყველა ათ წელზე ნაკლები ასაკის. აქამდე, „ყველაზე ხანდაზმული“ ჩვილის რეკორდის მფლობელი მოლი ევერეტ გიბსონი იყო, რომელიც 2020 წლის 26 ოქტომბერს 28 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან დაიბადა. მოლიმ საკუთარი დის რეკორდი მოხსნა, რომელიც 24 წლის წინ გაყინული ემბრიონისგან არის დაბადებული. არ არის გამორიცხული, სადმე უფრო ძველი ემბრიონისგანაც იყოს ბავშვი დაბადებული, ისეთისგან, რომლის ასაკიც აღრიცხული არ არის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეპროდუქციული სერვისის სხვა მონაცემებს წარმატებით აღრიცხავს, მაგრამ არა გაყინულ ემბრიონთა ასაკებს. ამ შემთხვევაში, რიჯვეების წყვილს ემბრიონები დონორების მონაცემთა ბაზიდან გადაეცათ, რომელიც დონორთა შესახებ გარკვეულ ცნობებს აღრიცხავს. „ჩვენი მიზანი მსოფლიოში ყველაზე დიდხანს გაყინული ემბრიონის მიღება არ იყო. უბრალოდ ისეთი გვსურდა, რომელიც გადაცემას სიაში ყველაზე დიდხანს ელოდებოდა“, — ამბობს ფილიპი. ემბრიონების გაყინვა განუსაზღვრელი დროით არის შესაძლებელი; გალღობის შემდეგ მათი გადარჩენის მაჩვენებელი დაახლოებით 80 პროცენტია. ცოცხლად მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი იბადება. ამ შემთხვევაში, ხუთი ემბრიონი გაადნეს. დედის ორგანიზმში გადასანერგად ვარგისი მათგან სამი იყო, რომელთაგან ორი ცოცხალი დაიბადა. ლიდია 2,6 კილოგრამი დაიბადა, ტიმოთი კი 2,9 კგ. NEDC-ის ჯგუფი იმედოვნებს, რომ მათი დაბადება შემაგულიანებელი გახდება სხვა მომავალი მშობლებისთვის. ამ ორგანიზაციის დახმარებით, შემოწირული ემბრიონებიდან უკვე 1200-ზე მეტი ჩვილი დაიბადა. მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
  25. ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. აღნიშნული პირი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. მან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა, თუმცა, მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა, ანალიზში აღარ გამოვლენილიყო. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა. იპნ
×
×
  • შექმენი...