Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ნატომ უკრაინას გადასცა ჩამხშობი მოწყობილობები რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებისგან თავის დასაცავად. ამის შესახებ ბრიუსელში 25 ნოემბერს განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. „ალიანსის წევრები უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას წევენ“, - თქვა სტოლტენბერგმა და ისაუბრა საწვავის, სამედიცინო აღჭურვილობის, საქარე აღჭურვილობისა და დრონების საწინააღმდეგო ჩამხშობი მოწყობილობების შესახებ. ჩამხშობების ამოცანაა, უკრაინას დაეხმაროს უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშებისგან თავის დაცვაში. დრონებისგან თავდაცვა არის ნაწილი საჰაერო თავდაცვის უფრო ფართო სისტემებისა, რომლებიც ნატომ უკრაინას გადასცა. რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტების, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაც. RADIO TAVISUPLEBA
  2. ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალება იქნება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და ხალხის შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება. ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხალხს პროტესტი გაუჩნდეს და საზოგადოების მღელვარება იყოს. „ასეთი ტიპის გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, მეორე მხრივ კი, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას, აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, შესაბამისი პროტესტი მოჰყვეს. ამას შეიძლება, საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, კანონის უზენაესობა გათელოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსი, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აბუჩად აიგდოს, მაშინ ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი მოყვება. არ მგონია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდეს და ვინმემ გაბედოს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. დასაფიქრებელია და ეჭვს აჩენს, რას შეიძლება, შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის. „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
  3. საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია - მე მთავრობის არ მწყინს, უბრალოდ კანონმდებლობაა შესაცვლელი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით ადამიანს საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია. „საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია. ის მოქმედებს კანონის ფარგლებში და ამ კანონით თავისი თავი ვერ დაუცვია. ვისაც რა უნდა იმას იტყვის, რასაც უნდა იმას ილაპარაკებს. მე მთავრობის არ მწყინს, უბრალოდ საქართველოს კანონმდებლობაა შესაცვლელი, რომ ადამიანმა თავისი თავი მაინც დაიცვას. მე როგორ დამიცავს, თავისი თავი ვერ დაუცვია და მაბრალებენ ათას სიყალბეს და სიმაიმუნეს?“, - განაცხადა დავით ხიდაშელმა. „ინტერპრესნიუსი“ დავით ხიდაშელს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მედიაში მისი სახელით განცხადება გავრცელდა. გავრცელებულ განცხადებაში ხიდაშელი აღნიშნავს, რომ „რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ხედავს, რომ განზე გადგეს“, კერძოდ კი მის ოჯახს საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის ტენდერის გზით გაყიდვა ურჩია, მათ შორის, რიყის დოქებისა და რაჭის ტყეების. „საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა. საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა - იქნება „დოქები“ თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში... ერთი დაველოდები მსურველებს, ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!" - აღნიშნავს ხიდაშელი განცხადებაში. ცნობისათვის, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დავით ხიდაშელთან დადებული გარიგებების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა. იპნ
  4. ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება „პირადი მიზეზების გამო მიიღო“. „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას! მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ. პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმინობაში წარმატებები ვუსურვო“, - აცხადებს გიორგი ნემსაძე.
  5. თბილისის საკრებულოს სხდომაზე გიორგი შარაშიძემ დეპუტატებს ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივა გააცნო, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და „სახალხო ბიუჯეტირების“ პროცესში მონაწილეობას. "მინდა გაგაცნოთ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივა, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას „სახალხო ბიუჯეტირების“ ფორმით. დღეს, როცა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, კანდიდატის სტატუსის მოპოვებით დაუახლოვდეს, უახლოეს მომავალში კი ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი გახდეს, ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციისა და ძლიერი თვითმმართველობის განვითარება, რაც ევროპული დემოკრატიის საფუძველია! მოქალაქეთა თანამონაწილეობა ბიუჯეტის ფორმირებისა და საბიუჯეტო პრიორიტეტების შერჩევაში აპრობირებული და წარმატებული პრაქტიკაა ევროპის ბევრ ქვეყანაში და მიზანშეწონილად მიგვაჩნია ანალოგიური პრაქტიკის საქართველოს მუნიციპალიტეტებში და რა თქმა უნდა თბილისის მუნიციპალიტეტში დანერგვა" - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. მისი თქმით, სახალხო ბიუჯეტირება აუცილებელია იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები მაქსიმალურად დაუახლოვდეს მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. " „სახალხო ბიუჯეტირება“ აუცილებელია იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები მაქსიმალურად დაუახლოვდეს მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ამისათვის, კი ბიუჯეტში უნდა გამოიყოს „სახალხო ბიუჯეტირების“ კვოტა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არანაკლებ 3 პროცენტისა. ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მოქალაქეთა პირდაპირი და აქტიური ჩართულობა საბიუჯეტო პროცესში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული სპეციალური ოდენობის თანხის განკარგვაში. აქვე ვაზუსტებ, რომ „სახალხო ბიუჯეტირება“ არ გულისხმობს ახალი ფინანსური ხარჯების გაწევას არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ბიუჯეტიდან, არამედ ეს იქნება ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვის ახალი ფორმა მოქალაქეთა ფართო ჩართულობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არანაკლებ 3 პროცენტის ფარგლებში"- განაცხადა გიორგი შარაშიძემ. ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრები საკრებულოს დეპუტატებს "სახალხო ბიუჯეტირებასთან" დაკავშირებით, პარტიის ხედვას, 29 ნოემბერს გააცნობს. "მინდა ყველა მოგიწვიოთ სამშაბათს, 29 ნოემბერს, 2 საათზე, ბიუროს დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდთან ერთად დეტალურად გაგაცნობთ „სახალხო ბიუჯეტირების“ დანერგვის ჩვენეულ ხედვას. მადლობელი ვიქნებით, თუ როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას ექნება საკუთარი მოსაზრებები და შევძლებთ საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლას, რაც პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებითა და საჭიროებებით იქნება" - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "თბილისი საქართვოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე თერჯოლაში მომხდარ მძიმე დანაშაულს გამოეხმაურა და საკრებულოს წევრებს ფემიციდის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდა. "უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვეხმაურო გუშინ თერჯოლაში მომხდარ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულს, ქალის მიმართ მამაკაცის მხრიდან გამოვლენილი ძალადობისა და სასტიკი ფორმით ანგარიშსწორების მორიგ ფაქტს, რაც სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა. 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა და სამწუხაროდ ამ დღესაც მორიგი მსხვერპლით ვხვდებით! ფემიციდი არის უმძიმესი დანაშაული, რომლის წინააღმდეგ საჭიროა აქტიური მოქმედება! ყველას მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ამ კამპანიაში" - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
  6. კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე განცხადებები მისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა გააკეთოს. „საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში თვითონ გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან – ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი. ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, – განაცხადა მან. საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ თუ სამედიცინო ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა კრიტიკულია, მათ უნდა მიმართონ სასამართლოს, ხოლო სასამართლომ დამოუკიდებლობის ხარისხი ღირსეული გადაწყვეტილებით უნდა დაამტკიცოს. პუბლიკა
  7. ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში „აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია“. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 192 ბოთლ წყალზე, რომელიც „კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასაცხოვრებელ შენობაში. კონკრეტულად რომელი მინერალური წყალია და ვინ იყო მისი მფლობელი, მითითებული არ არის. ნოემბრის დასაწყისში, აფხაზური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ მაღაზიებში აღმოაჩინეს 11 ბოთლი "კონტრაბანდული" მინერალური წყალი "ბორჯომი", „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე". ოქტომბრის ბოლოს, ბიჭვინთის მაღაზიაში იპოვეს „ხაშის კონსერვები". ეტიკეტზე გამოსახული იყო საქართველოს დროშა და რუკა, რომელზეც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია. ოკუპირებულ აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან პროდუქციის შეტანა აკრძალულია, თუმცა, სხვადასხვა გზით, მაინც ხვდება. რადიო თავისუფლება
  8. ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის გაზის ფასის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდნენ, ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარის დაწესებაზე მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ვერ მოახერხეს რუსული ბუნებრივ აირის ფასის შეზღუდვის მექანიზმზე შეთანხმების მიღწევა და სხდომაზე ამ საკითხზე ღრმა უთანხმოება დაფიქსირდა. მინისტრები ამ თემას სავარაუდოდ შემდეგ შეკრებაზე, 13 დეკემბერს დაუბრუნდებიან. მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რუსული ნავთობის ფასის დარეგულირების საკითხზეც. ამიტომ ამ თემაზე მოლაპარაკება დღეს უნდა გაგრძელდეს. „დიდი შვიდეულის“ წევრები რუსეთიდან ზღვით მიწოდებული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის 65-70 დოლარზე დაფიქსირების წინადადებით გამოდიან, თუმცა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა მიიჩნევს, რომ ეს ძალიან მაღალი ნიშნულია. არის მოსაზრებაც, რომ ეს საკმარისი არ არის. ამასთან, რუსულ ნავთობზე შეზღუდვა უკვე 5 დეკემბერს უნდა შევიდეს ძალაში. კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი აღარ მიწოდებს ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებას მხარს დაუჭერენ. ავტორი - ლევან ახალაია
  9. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელჯოხით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს შეესწრო ორი პირი, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში და სასჯელის სახედ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის შემსწრე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და სასჯელის სახედ 4 წლით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  10. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი კიევში იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ჯეიმზ კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას სასწრაფო დახმარების 24 მანქანას გაუგზავნის. მისივე ინფორმაციით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი, სასწრაფო დახმარების ავტომობილების გარდა, 11 სპეცმანქანას, მათ შორის ექვს ჯავშანმანქანას და მილიონი ფუნტის დაფინანსებას მოიცავს, რომელიც ქვეყანას ომის დაწყების შემდეგ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება. „სიტყვები საკმარისი არ არის. სიტყვები ამ ზამთარს შუქს ვერ მოიტანს. სიტყვები რუსული რაკეტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. გაერთიანებული სამეფო უკრაინაზე მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება, ჩვენ კონკრეტულ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინის თავდაცვას“, - წერს ჯეიმზ კლევერლი „ტვიტერში“. იპნ
  11. 24 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები არ აღიაროს. შესაბამისად, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის იმ მაცხოვრებლებზე, რომლებიც რუსული პასპორტებით სარგებლობენ, ევროკავშირი ვიზას არ გასცემს. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს, რომლის მიზანიც ,,მათი რესპუბლიკის“ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევაა. ,,ევროკავშირი ხდება საქართველოს უკანონო და არაჰუმანური პოლიტიკის პირდაპირი თანამონაწილე, რომლის მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა. მიღებული შეზღუდვები ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება და აფერხებს აფხაზეთის მოქალაქეების გადაადგილების უფლებას.“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყება აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეზოლუციის დამტკიცებას გუშინ ევროპარლამენტის 531-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი იყო 7 დეპუტატი. ევროპარლამენტის დეპუტატების წინადადებით, კომისიამ კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უნდა გაიაროს და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ კი იმ პასპორტების სია, რომლებიც არ იქნება აღიარებული. ავტორი: ირმა ბერიშვილი
  12. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის მიწოდების მხრივ რთული მდგომარეობაა ქვეყნის 15 რაიონში. „მათ შორის, ყველაზე მეტი სირთულე კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ლვოვის, პოლტავასა და ხარკოვის რეგიონებშია, მაგრამ კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან ერთად, ჩვენ ასევე ვაწვდით წყალმომარაგებასა და გათბობას. ენერგიის მდგომარეობა თითქმის ყველა რეგიონში მძიმეა. მაგრამ მაინც, ყოველ საათში ვანახლებთ ელექტროენერგიის მიწოდებას ახალ და ახალ მომხმარებლებთან“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოიწყეს უკრაინის პარტნიორებმა ევროკავშირში. „ევროპარლამენტმა ევროპული ქალაქებთან ერთად დაიწყო პროგრამა „იმედის გენერატორები“. ეს საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ ჰორიზონტალური თანამშრომლობის შესაძლებლობები ევროპაში – ქალაქებთან, ბიზნესებთან და მივაწოდოთ უკრაინას ასე საჭირო ენერგოაღჭურვილობა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ავტორი - სალომე თორაძე
  13. ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ვიტყოდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. შესაბამისად, იმედი მაქვს, მომავალი წლის ბოლომდე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, – ამის შესახებ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ავგუსტო სანტოს სილვამ საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ავგუსტო სანტოს სილვას თქმით, პორტუგალიაში მიესალმებიან საქართველოს სწორად დაბალანსებულ პოზიციას სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე საკითხების ირგვლივ, ასევე უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში. როგორც პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი აღნიშნავს, პორტუგალია საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობასა და სიახლოვეს დადებითად აფასებს. „ჩვენ ვიზიარებთ ერთნაირ ღირებულებებს – პოლიტიკური, დიპლომატიური, თუ კულტურული გადმოსახედიდან. ჩვენ გარკვეულწილად გეოგრაფიულ სიმეტრიაშიც ვიმყოფებით, ვგულისხმობ, პორტუგალიას და აღმოსავლეთ ევროპას და საქართველოს – აღმოსავლეთ ევროპაში. მე დადებითი შეფასება მივეცი საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობასა და სიახლოვეს, მათ შორის ევროკავშირთან, უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით. აღსანიშნავია საქართველოს სწორად დაბალანსებული პოზიცია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე საკითხების ირგვლივ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში. ამ ყველაფერს სათანადოდ ვაფასებთ პორტუგალიაში. აღსანიშნავია ევროსაპჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სადაც კიდევ უფრო უკეთ იკვეთება საქართველოს პერსპექტივა. ის ფაქტი, რომ საქართველომ მიაღწია შიდა კონსენსუსს მისი ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით, არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის“, – განაცხადა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა. პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
  14. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ცხრა პირი მისცეს, რომელთაგანაც ორი ყოფილი, ერთი კი მოქმედი მოხელე იყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა მიწის რეფორმის ფარგლებში გაცემული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში, 2017 წელს, მოტყუებით დაირეგისტრირეს 17 650 მ2ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 11 მიწის ნაკვეთი. „ასევე დადგენდა, რომ პასუხისგებაში მიცემული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 332-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – აცხადებენ უწყებაში. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
  15. საქართველო განაგრძობს მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთის მუდმივი თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა. საქართველო განაგრძობს მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
  16. გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა. ამის შესახებ მერკელმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მშვიდობა ყოფილიყო და ამიტომ მიწევდა უკრაინის თემატიკაზე ბევრი მუშაობა. მაგრამ ეს შეჭრა არ იყო სიურპიზი. მინსკის შეთანხმება გაქარწყლდა. 2021 წლის ზაფხულში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, მსურდა პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად უკრაინის საკითხის განსახილველად დამოუკიდებელი ევროპული ფორმატის ჩამოყალიბება. მაგრამ ვიღაც წინააღმდეგი წავიდა, მე კი უკვე ძალა არ მქონდა, რომ ეს დაჟინებით მომეთხოვა, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე მივდიოდი“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა. მისივე თქმით, 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში ვიზიტის დროს მან იგრძნო, რომ პუტინზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო. ყოფილი კანცლერის განცხადებით, პუტინსთვის მოლაპარაკების დროს ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელოვანი და ეს ძალაა. ამავე ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, რომ არ ნანობს თანამდებობიდან წასვლის შესახებ. „ვიღაც ახალი უნდა დაკავებულიყო ამ საქმით. შიდა პოლიტიკის კუთხით ეს საკითხი მომწიფდა და საგარეო პოლიტიკის კუთხითაც. საბოლოო ჯამში, მე ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წავედი წინ, არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით. დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბია. დადგა დრო ახალი მიდგომებისთვის“, – აღნიშნა მერკელმა. ავტორი - ლევან ახალაია
  17. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს დაუდასტურა, რომ ყირიმში მოკლეს ირანელი კონსულტანტები, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში. ოქტომბერში, ისრაელის გამოცემა Jerusalem Post-ი წერდა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, ყირიმში ლიკვიდირებულია 10 ირანელი ინსტრუქტორი. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ირანელი კონსულტანტი გაანადგურეს. „ისინი იმყოფებოდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ისინი არ მოგვიწვევია და თუ ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ჩვენი ერის განადგურებაში მონაწილეობენ, უნდა მოვკლათ“, - განაცხადა დანილოვმა. რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტების, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაც. ირანმა, რომელიც მოსკოვთან ერთად თვეების განმავლობაში უარყოფდა, რომ რუსეთი მისგან შეძენილ ე.წ. კამიკაძე დრონებს იყენებს, 5 ნოემბერს აღიარა, რომ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიჰყიდა, თუმცა, ჯერ კიდევ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე. 8 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ზოგიერთი დეტალი 2022 წლის თებერვალშია დამზადებული, დრონის მთლიანად აწყობას და რუსეთში გაგზავნასაც დრო სჭირდებოდა, ამიტომ ირანის განცხადება, რომ ეს აპარატები რუსეთს უკრაინაში შეჭრამდე გადასცა, ტყუილია. რადიო თავისუფლება
  18. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის(ICMP) მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში დაკარგულია 15 ათასზე მეტი ადამიანი. ამასთან, კომისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მეთიუ ჰოლიდეიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ ეს მონაცემები რეალურ ვითარებას არ ასახავს, რადგან უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულების და დაკარგულების რიცხვი 25 ათასამდეა. ჯერჯერობით დაუდგენელია უგზო-უკვლოდ დაკარგული უკრაინელებიდან რამდენია რუსეთის მიერ იძულებით გადაადგილებული ან დაკავებული, რამდენია ცოცხალი და რამდენია დამარხული დროებით საფლავებში. 90-იან წლებში, ბალკანეთზე ომის შემდეგ შექმნილმა საერთაშორისო კომისიამ, რომელსაც სათავო ოფისი ჰააგაში აქვს, 2022 წლის ივლისში წარმომადგენლობა გახსნა კიევში, რათა უკრაინას დაეხმაროს დაკარგულთა მოძიებასა და მონაცემების დოკუმენტირებაში. მეთიუ ჰოლიდეის თანახმად, ეს პროცესი საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც, წლების განმავლობაში გაგრძელდება. ჰოლიდეის განცხადებით, დაკარგული და დაღუპული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ომის დანაშაულის მსხვერპლია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. რადიო თავისუფლება
  19. ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი დანაღმეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა. მისი თქმით, ხერსონში დანაღმვის მასშტაბები უკიდურესად დიდია და რუსებმა საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმული დატოვეს. "ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბები ძალიან დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული", - აღნიშნა სმირნოვმა. მისი თქმით, ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მაშველებმა უკვე გაანეიტრალეს 5 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა. იპნ
  20. თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის ფაქტს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება. გიორგი გახარიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა ყველაფერ ქართულს ეწინააღმდეგება. „რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს… ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება! 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა”, - წერს გიორგი გახარია. ინფორმაციისთვის, თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო.
  21. მმართველი პარტიის დღევანდელი პოზიციონირება გამოიყურება როგორც ადგილი გაჭედილი სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეს დაემართა, რადგან სწორად პოზიციონირებისთვის არც კომპეტენცია ეყო და არც გამბედაობა. „არც იქით არიან და არც აქეთ და ეს იმიტომ მოუვიდათ, რომ არც კომპეტენცია ეყოთ და არც გამბედაობა, რომ „ზემოთ“ შეწინააღმდეგებოდნენ ღრმა კონსპირაციით გაჯერებულ თეორიებს, რომ მაგიდაზე დებდნენ და შემდეგ როგორც საკენკს, ისე უყრიდნენ ადამიანებს. ამბობდნენ, რომ ეს ასეა და ესენიც თავს უქნევდნენ“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. კახა ქემოკლიძე გადაცემაში არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უკრაინას საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხარდაჭერა არ აკლია. ქემოკლიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერი მთელი პროცესი „მიშა-გრიშამდე“ დაიყვანა. „მე ბატონ თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავებს დავუსვამდი ერთ მარტივ კითხვას, პოლიტიკურ დონეზე რა ტიპის მხარდაჭერა აქვთ გამოცხადებული უკრაინისთვის? მაგალითად, რომელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი არის ნამყოფი უკრაინაში, ვინც შეხვდა ბატონ ზელენსკის და აქვს გაცხადებული, რომ სანამ ეს დაგემართებოდათ თქვენ, მანამ ვიყავით ჩვენ... პარლამენტის თავმჯდომარე იყო იმიტომ, რომ იძულებული გახდა წასულიყო, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არასდროს არავინ ყოფილა. „ქართული ოცნების“ პრობლემა რა არის იცით? უკრაინის მხარდამჭერი მთელი პროცედურა და პროცესები დაიყვანეს მიშა-გრიშამდე, ვუტრირებ, მაგრამ რეალურად ეს დადეს მაგიდაზე. უკრაინა გაუტოლეს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მხარდაჭერას“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. კითხვაზე, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების საკითხზე, კახა ქემოკლიძე პასუხობს, რომ “„ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე დაირქმევს ტერორისტულ სახელმწიფოს სტატუსს, ვიდრე რუსეთის ფედერაციას დაარქმევს იმიტომ, რომ მათ ამის არც კომპეტენცია და არც გამბედაობა არ აქვთ“. კახა ქემოკლიძის თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი დადგეს ცივილიზებული დასავლეთის მხარეს. „ჩვენ არ მივესალმებით სხვადასხვა მოწოდებების დონეზე ან გაღიზიანებას ან ზედმეტ კრიტიკას რუსეთისას, მაგრამ დღეის მოცემულობით გეოპოლიტიკური კონტექსტი არის შეცვლილი და ეს გვკარნახობს იმას, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ დადგეს ცივილიზებული დასავლეთის მხარეს და ამავე დროს ცივილიზებული დასავლეთი დაავალდებულო შემდეგ გეოპოლიტიკური შესაძლებლობის გახსნილი ფანჯრების ფონზე, საქართველო მომენტალურად გადაიყვანოს უსაფრთხო ადგილას“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. IPN
  22. უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინა ზამთარს გაუძლებს რუსული რაკეტებით გამოწვეული უშუქობისა და სიცივის მიუხედავად და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან გამარჯვების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ”მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ. მან ისაუბრა გამოკითხვაზე, რომლის შედეგების თანახმად, უკრაინელების 90%-მა განაცხადა, რომ მზად არის იცხოვროს ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში ორი-სამი წლის განმავლობაში, თუ დაინახავენ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. „იცით, ადვილია მარათონზე სირბილი, როცა იცი რამდენი კილომეტრია“, - აცხადებს ელენა ზელენსკა, თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში, უკრაინელებმა არ იციან რა მანძილი უნდა გაირბინონ. ”ზოგჯერ შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ არის ახალი ემოციები, რომელიც გვეხმარება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ. ელენა ზელენსკამ საკუთარ ოჯახზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან იშვიათად ხედავენ ერთმანეთს. „მე ჩემი შვილებისგან მოშორებით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე - სამსახურში ცხოვრობს. როდესაც შეხვედრის ძალიან მოკლე მომენტები გვაქვს, ეს ბავშვებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ ეს ალბათ ყველაზე მეტად გვენატრება. ჩვენ უბრალო რაღაცეები გვენატრება. გვენატრება, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ იმდენხანს, რამდენხანსაც გვინდა. ვისაუბროთ ყველაფერზე, უმნიშვნელოსა და მნიშვნელოვანზე, რაც ოჯახში ხდება“, - აღნიშნა ზელენსკამ. IPN
  23. თერჯოლაში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. იპნ
  24. ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
  25. ჩეჩნეთში, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრის, ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ, მისი ინიციატივით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩეჩნური დანაყოფის შექმნის გამო. საქმე აღიძრა ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მუხლით, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ჩეჩნეთის „ეფ-ეს-ბეს“ რეგიონული სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. „კავკაზ.რეალიის“ თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იჩქერიის შეიარაღებული ძალების ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის შექმნის შესახებ განცხადება ივლისში გაკეთდა. ქვედანაყოფის სარდლად დაინიშნა პოლკოვნიკი ჰაჯი მურად ზუმსო. ეს მეოთხე დანაყოფია უკრაინის არმიის დასახმარებლად, რომლის შექმნაც საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეებმა გამოაცხადეს. ომის პირობებში ძნელია იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურია ეს დანაყოფები. ახმედ ზაკევის წინააღმდეგ ერთი წლის წინაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და პროპაგანდის ბრალდებით. ახალი საქმის აღძვრის საბაბი გახდა ზაკაევის განცხადება, რომელშიც მან დაიცვა საველე მეთაურ ასლან ბიუტუკაევის სავარაუდო მეომრები, რომლებიც 2021 წლის იანვარში გაუსამართლებლად დახოცეს. radio tavisupleba
×
×
  • შექმენი...