Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების დეფიციტზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და განმარტავს, რითაა გამოწვეული რიგი მედიკამენტის უკმარისობა. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დროებით შექმნილი დეფიციტი დაკავშირებულია მწარმოებლების მხრიდან მოწოდების და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებასთან. მათივე თქმით, დაუშვებელია ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილე იქნას დადანაშაულებული ისეთი ქმედების ჩადენაში, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ პრინციპებს. „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხდებას ფარმაცევტულ ბაზარზე რიგი მედიკამენტების დეფიციტის არსებობასთან დაკავშირებით. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ რიგ მედიკამენტებზე დროებით შექმნილი დეფიციტი დაკავშირებულია მწარმოებლების მხრიდან მოწოდების და აგრეთვე ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებასთან. ასოციაციის წევრებისათვის, რომელიც ბაზრის 80%-ს შეადგენს, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე ზემოგებების დაწესებით. ფარმაცევტული კომპანიების უმრავლესობა ძალ-ღონეს არ იშურებს რათა აფთიაქები და მათ მიერ გაწეული მომსახურეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი. დაგვეთანხმებით, რომ ამ მხრივ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ერთ-ერთი მოწინავეა. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო მომხმარებლის ინტერესები. აღნიშნული პრინციპის დაცვას ემსახურება ბაზარზე არსებული ძლიერი კონკურენცია, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს ფარმაცევტული დარგის განვითარებას. რა თქმა უნდა, ბაზარზე ყოველთვის იარსებებს არაკეთილსინდისიერი სუბიექტები, რომლებსაც სხვა ღირებულებები გააჩნიათ და შექმნილ გარემოებას მხოლოდ თავისი ინტერესებისთვის იყენებენ. თუმცა, დაუშვებელია ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილე იქნეს დადანაშაულებული ისეთი ქმედების ჩადენაში, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ პრინციპებს. კატეგორიულად დაუშვებელია, როდესაც ასეთ განცხადებას საჯაროდ აკეთებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან მსგავს ქმედებას და აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური, მაღალი ხარისხის მომსახურეობის გაწევას“, - ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების დეფიციტს ხელოვნურად ქმნიან. როგორც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, კომპანიები ფასის ზრდის მიზნით, დახლზე კონკრეტული მედიკამენტის განთავსებისგან თავს იკავებდნენ. „ჩვენ გავაკეთეთ ჩანაწერი კანონში, რომ ნებისმიერი საბითუმო მოვაჭრე ვალდებულია ონლაინ გაგვიხსნა ბაზები და ნებისმიერ დროს რეგულირების სააგენტო ხედავს როგორც ნაშთებს, ასევე ფასებს. ეს ერთი მხრივ, დაგვეხმარება იმაში, რომ კომპანიებმა რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად არ გაყიდონ მედიკამენტი და რეაგირების შესაძლებლობასაც მოგვცემს, იმისთვის რომ ხელოვნურად დეფიციტის შექმნა ვერ შეძლონ. იმპორტიდან დაწყებული მთელ ციკლს გავაკონტროლებთ,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „ბიზნესპარტნიორთან“.
  2. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა. ნოდარ შეროზიამ საკრებულოში თავისი საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პროგრამებზე, რომელსაც მხარი დაუჭირა. საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 183 ბრძანება, 118 განკარგულება და 54 დადგენილება იქნა მიღებული. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ააიპ „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული პორტალი „ჩემი საკრებულო“. ნოდარ შეროზიამ განსაკუთრებით გამოყო შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან, ასევე ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ წევრებთან გამართულ შეხვედრებს. საკრებულოს თავმჯდომარემ შეაფასა და ვრცლად ისაუბრა, ქალაქის მერიასა და საკრებულოს შორის არსებულ ურთიერთობაზე. „- მთელი წლის განმავლობაში მერიის მხრიდან ვხედავთ საკრებულოს და კონკრეტულად საკრებულოს თავმჯდომარის დისკრედიტაციის პროცესს. მერი საკრებულოსთან კომუნიკაციას ძირითადად ახორციელებს ბრიფინგების მეშვეობით. მსურს, შევთავაზო თანამშრომლობა ქალაქის მერს რუსთაველების სასიკეთოდ. იმედს ვიტოვებ, რომ 2023 წლიდან თავს დავაღწევთ ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებას და მერია დაიწყებს ჯანსაღ ურთიერთობას საკრებულოსთან.“- განაცხადა გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ნოდარ შეროზიამ. საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ ანგარიშს, რუსთავის საკრებულოს ფრაქციების „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. tv4.ge
  3. უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა. მისი თქმით, რაკეტების გაშვების მიზანი რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო პირის მოკვლა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა. „29.12.2022. მთელი უკრაინის თავზე „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა, რათა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მასობრივად დახოცოს მოსახლეობა. ველით მორიგ წინადადებებს „სამშვიდობოებისგან“ „მშვიდობიან დარეგულირებაზე, „უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთისთვის“და არასასურველ პროვოკაციებზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან ფრთოსანი რაკეტებით სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან ბომბავს. იპნ
  4. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ არსებობს უკრაინაზე საჰაერო იერიშების განხორციელების საფრთხე და მოქალაქეები იღებენ გაფრთხილებას, რომ თავშესაფრებში გადავიდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ოპერატიული სარდლობის, „სამხრეთის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია წერს, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში ორი წყალზედა რაკეტმზიდი გამოიყვანეს. ავტორი - თამთა რუხაძე
  5. რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით უტევს. განცხადების თანახმად, ასევე მაღალია რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა. ნოკილაევის მუნიციპალური ხელმძღვანელების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შავი ზღვის თავზე რუსეთის მიერ ნასროლი ხუთი რაკეტა ჩამოაგდო. უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსული რაკეტები სუმის ოლქშიც ჩამოგდეს. მათივე ცნობით, აფეთქებების ხმა ისმის ლვოვსა და პოლტავის ოლქში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იბომბება ქალაქი ხარკოვი. ავტორი - გივი ბარამიძე
  6. მარნეულიდან და სხვა რეგიონებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები პოლიტიკურად ლურჯ ფერში გამოწყობილები, ზურაბიშვილს მიუგზავნეს და აძახებინეს: „მიშა არ შეიწყალო“, ადამიანები, რომლებიც პირჯვარს იწერდნენ კაბინეტში გამოკრული სააკაშვილის ფოტოს წინ, ამის მომსწრე მე თვითონ ვიყავი , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა, სადაც აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ, არ შეეწყალებინა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილისგან სახელმწიფოებრივი სიბრძნის მოლოდინი აქვს. ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი სიბრძნე არ გადის შეწყალებაზე. „მარნეულიდან და სხვა რეგიონებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები უკვე ლურჯ ფერში გამოწყობილები, ოღონდ პოლიტიკურად ლურჯ ფერში გამოწყობილები, ზურაბიშვილს მიუგზავნეს და აძახებინეს, „მიშა არ შეიწყალო“. ადამიანები, რომლებიც პირ-ჯვარს იწერდნენ კაბინეტში გამოკრული სააკაშვილის ფოტოს წინ, ამის მომსწრე მე თვითონ ვიყავი“,- განაცხადა ქემოკლიძემ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებების იმ ნაწილს, რომელიც მოსამართლეების საკითხს ეხებოდა, ქემოკლიძე ამბობს, რომ ამ შეთხვევაში პრეზიდენტი „სწორი“ იყო. „სალომე ზურაბიშვილმა 101 პროცენტით სწორი უთხრა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დანიშნულ ოდიოზურ მოსამართლეებს ეხებოდა“, - განაცხადა ქემოკლიძემ. ქემოკლიძემ გადაცემაში შეაფასა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმადაც, 2023 წელი იქნება ისეთი ბრძოლების წელი, რომ ბევრი ადამიანის ღირსება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ქემოკლიძის თქმით, გახარია პოლიტიკურ ბრძოლას აანონსებს. მისივე განმარტებით, შემდეგი წლიდან 2024 წლის არჩევნების დღის ჩათვლით, ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბატალია იქნება. „ყოველთვის უნდა უფრთხილდნენ მდუმარე ადამიანს. გახარია აანონსებს პოლიტიკურ ბრძოლას, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ბრძოლებისთვის ვართ შექმნილი, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიშა, გრიშა, ჟენია და ბორია დამთავრდეს. გიორგი გახარია ამბობს, რომ შემდეგი წლიდან 2024 წლის არჩევნების დღის ჩათვლით, ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბატალია იქნება. არჩევანი შექმნეს - „მე ცუდი ან ჩემზე უარესი“ და ჩვენ, სწორედაც ვაანონსებთ, რომ არგუმენტი -„ თუ „ოცნებას“ ხმა არ მივეცი, „ნაციონალები“ მოვლენ“, უბრალოდ უნდა ავაფეთქოთ. მესამე ალტერნატივა ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად გაჩნდება. ჩვენ კარტს არ ვთამაშობთ, ჩვენ ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოკერს ვეთამაშებით. ივანიშვილი პოკერის სპეციალისტია. კარტს სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეთამაშებიან და მუდმივად მარცხდებიან. ივანიშვილი პოკერის მასტერმაინდია, ამიტომ მისი დამარცხება პოკერის თამაშით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ქემოკლიძემ. ამასთან, ქემოკლიძემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიმართ. ქემოკლიძის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, გახარიას პრემიერობის დროს „პირზე კოცნიდნენ“, დღეს კი ლანძღავენ. „გახარია ტელევიზიაში გამოვიდეს და ყოფილი თანაგუნდელები პირდაპირ ეთერში, ლანძღოს და თქვას: „მე კარგი ვიყავი, ისინი კი ყველანი ცუდი“, იცით ამას ვინ აკეთებენ? - „ქართული ოცნების“ ძვირფასი ადამიანები, რომლებიც ჩემს თვალწინ ელაქუცებოდნენ, ტაშს უკრავდნენ, პირზე კოცნიდნენ და სანთლებს უნთებდნენ ბატონ გახარიას, მაშინ, როდესაც ის კარიერულ ზენიტში იყო“,- განაცხადა ქემოკლიძემ. კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ქემოკლიძე პასუხობს, რომ ყველას გულისხმობს, მათ შორის, კობახიძესაც. „აბსოლუტურად ყველას ვგულისხმობ. ყველა იმ ამორალურ ადამიანს, რომელიც დღეს ერთს იძახის, ხვალ მეორეს და მესამე დღეს პირველ ჩვენებას უბრუნდება, მათ შორის, ბატონ კობახიძესაც, რომელიც ქართულ პოლიტიკაში იმის მაგალითია, როგორი ამორალური არ უნდა იყო ადამიანი. გახარია მაგალითს და სტანდარტს ამკვიდრებს მომავალი ახალგაზრდა თაობისთვის“,- განაცხადა ქემოკლიძე. "პალიტრანიუსი"
  7. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლის ტრანსლაცია არ მიმდინარეობდა. დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის თანახმად, პრეზიდენტის გარდა გამოსვლას ესწრებოდა მთავრობა სრული შემადგენლობით, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, უცხოელი დიპლომატები, სამხედროები და გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრები. გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი გახდა და დაეხმარა დასავლეთს თავიდან აღმოეჩინა საკუთარი თავი. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს რუსეთის აღარ ეშინია. ჟელეზნიაკის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ომისშემდგომი აღდგენა ევროპის უდიდესი ეკონომიკური პროექტი იქნება. პრეზიდენტმა დეპუტატებს სთხოვა შეიმუშაონ საკანონმდებლო ჩარჩო, რათა უკვე მოხდეს ბიზნესის უკრაინაში შესვლის სტიმულირება. ჟელეზნიაკს ზელენსკის შემდეგი ციტატაც მოჰყავს: “შავ ზღვაში ფლაგმანების რაოდენობა შემცირდა, ხოლო ერთი ცუდი სახელის მქონე ხიდი სულ უფრო “გასვლაზე” მუშაობს… თუ მუშაობს”, - თქვა ზელენსკიმ.
  8. ყველასთვის ნათელი გავხადეთ, რომ ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” ავრცელებს. “წელს უკრაინისთვის ევროკავშირში შესვლის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. თუმცა ჩვენი მიღწევა არა მხოლოდ ამაშია. ეს მიღწევის მხოლოდ ნაწილია. უკრაინა დიდი ხანია იმსახურებს ამ სტატუსს. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო”, - თქვა ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, საგარეო პოლიტიკის მხრივ წლის მთავარი მიღწევა ის არის, რომ უკრაინა ევროკავშირსა და მთელ თავისუფალ სამყაროს თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის ბრძოლის გარშემო აერთიანებს. “ყველასთვის ნათელი გავხადეთ, რომ ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქალაქეების დამაჯერებელმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინას და ევროკავშირისადმი უკრაინის მიერთების იდეას”, - თქვა ზელენსკიმ. იპნ
  9. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Post ავრცელებს. როგორც მედია აღნიშნავს, ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისში თანამდებობაზე დაინიშნა. France 24-ის რეპორტიორის ცნობით კი, ლეკორნუ, სავარაუდოდ, დღეს ომში დაღუპულთა მემორიალს ეწვევა. ამასთან, მედია იუწყება, რომ ლეკორნუ კიევს ემანუელ მაკრონის იმ განცხადების შემდეგ სტუმრობს, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გაზრდის. გარდა ამისა, France 24-ის რეპორტიორი იწუყება, რომ უკრაინაში ზოგიერთი ჯერ კიდევ გაბრაზებულია ომის დროს მაკრონის მიერ გაკეთებული კომენტარებით, სადაც საფრანგეთის ლიდერი მიუთითებდა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს მშვიდობის სანაცვლოდ დათმობაზე წასასვლელად. ინტერპრესნიუსი
  10. ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის ტყვეობაშია ყველა. ნახევარი საქართველო ყვირის - თავისუფლება მიშას! მეორე ნახევარი საქართველო ყვირის - გაუმარჯოს ბიძინას! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისში პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. გახარიას თქმით, 2023 წელი იქნება ისეთი ბრძოლების წელი, რომ ბევრი ადამიანის ღირსება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. „ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის ტყვეობაშია ყველა. ნახევარი საქართველო ყვირის - თავისუფლება მიშას! მეორე ნახევარი საქართველო ყვირის - გაუმარჯოს ბიძინას! იცოდეთ ერთი, რამ 2023 წელი იქნება ისეთი ბრძოლების წელი, რომ ბევრი ადამიანის ღირსება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. აგერ ნახავთ. არ არის დღეს ქვეყანაში ის დრო და მომენტი, რომ ვინმემ დამალვა შეძლოს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
  11. დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი მილიარდ 632 მილიონ ლარია, რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებები, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით – 500 მლნ ლარის პროექტების განხორციელება; გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 198 მლ ლარი, ტრანსპორტის სუბსიდია – 286 მლნ ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება – 39 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალური ბაღები -171 მლნ ლარი; ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამების ღირებულება ჯამურად 32 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გარდამავალი პროექტებისთვის გათვალისწინებულია 115 მლნ ლარი. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს წინაშე 2022 წლის ანგარიშით წარდგა.
  12. ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე მხარეს აწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს მის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ იდგნენ ადამიანები, რომელთან ერთადაც ის იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი და უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ. „დღევანდელი ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი, რამეთუ არაფერს ვაპირებდი დღეს. როცა გავიგე, აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც არაერთი ბრძოლა გაგვივლია იმ შავბნელ დღეებში, როცა ჩვენ ერთად ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ და უსამართლო რეჟიმს. ამ ადამიანებისთვის ჩავედი მე და არა იმისთვის, რომ აქციის ზოგ-ზოგი მონაწილე, არ ვიცი, ვისგან მართული, შემოვარდნილიყო სასახლეში. ეს არ არის ფორმა და დარწმუნებული ვარ, არც იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც ამას სათავეში ედგნენ. მინდა, ვთქვა, რომ ადამიანები, რომლებსაც საერთო წარსულის გამო დიდი პატივს ვცემ, არაერთხელ მოსულან სასახლეში, იციან, ჩემი კარი ღიაა, ყველას აქვს საშუალება, რომ მოითხოვოს შეხვედრა და ყველას ვხვდები. ბოლო პერიოდშიც, ალბათ დაინახეს, რომ ვხვდები ყველას და არამარტო იმათ, ვისთანაც ეს ბრძოლები გავლილი მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელი აქცია იყო არამხოლოდ იმ ადამიანებისგან ორგანიზებული, ამას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში. „ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლებიც დღეს არიან მეთაურები და არსად არ იყვნენ 2007 წელს, რადგან ეს არის უკვე როცა ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო, ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ რა ფორმით თვლიან, რომ დამემუქრონ. ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ. მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია? მაინტერესებს 2007 წლის მერე, ეს ადამიანები სად იყვნენ, ერთ იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, პერსონალურად არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს, და რას მასწავლიან მაინტერესებს. თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ. მინდა, ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელია ერთობლივი რაღაც თამაში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომდა ძალიან დაპირისპირებული არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ, მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც ჭკუას მასწავლის, არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის იმათ და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ, არ ვკითხულობთ ამას? ვიდრე ჩემთან მოვარდება აქცია, აქციაზე მაქვს საუბარი, როცა ვამბობ მოვარდნას და არა ადამიანებზე, რომლებიც მოდიოდნენ, მოდიან და მოვლენ აქ. რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული, პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა, რას ერჩოდნენ, ან ერთნი როცა იმას აქეზებდნენ რომ ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, იქნება ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ. ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, ხომ არა ხარ ლაჩარი, ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. უკვე ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ კამათში დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ. ორივეს აწყობს, ერთ მხარეს, ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს, მეორეს იმიტომ, რომ ამითი პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არც ერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას. მე ამაში არ ვიცი, რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია, ალბათ არ მიცნობენ, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს. მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე, ის რაც ხდება დღეს, ზეწოლა, ბულინგი, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი ჩემ კარებთან. არც ერთ ქვეყანაში სხვაგან არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მით უმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრებია და სხვადასხვა გემოვნება. მერე მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. ვინმე თუ მიცნობს ამ ქვეყანაში, კარიერა დიდი ხანია, იქ დავტოვე, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მისი ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის და ვერავინ ხედავს, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალათ რაც არ უნდა იყოს, ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით შანტაჟის მცდელობები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
  13. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს. პრეზიდენტის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც, აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს. მათი ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც პრეზიდენტმა მიმართა.
  14. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს რეზიდენციის ეზოდან მიმართა. „ძალიან მაინტერესებს, ჯერ მე მაქვს კითხვები – აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ? მე გეტყვით, სად იყვნენ – ან იყვნენ მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული. თურმე იციან, რას, როდის და რატომ გავაკეთებ. მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? მე გავამწესე ასეთ ადგილებზე? საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ, ეს არ არის შეწყალება? სადა ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით და სად ხართ? ესენი არიან თავთავიანთ ადგილებზე, სადაც არიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის ამ განცხადებას აქციაზე ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა. სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათთან შეხვედრის სურვილი აქვს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს, ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც პრეზიდენტმა მათ მიმართა.
  15. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ურუმჩი-თბილისი -ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2023 წლის 25 მარტამდე კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შესრულდება. სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მიანიჭა. China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, „კოვიდ-19“-ის ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო, 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.
  16. საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. როგოც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის. მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა, ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნესვიზიტორს და გამოფენის მრავალმილიონიან სატელევიზიო მაყურებელს. საქართველო საერთაშორისო მედიაკამპანიებში იქნება ჩართული, რაც ონლაინ, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიას მოიცავს. ITB Berlin-ი 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კოვიდპანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113,500 ბიზნესვიზიტორი სტუმრობდა. „ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს აქტიური მარკეტინგული კამპანიები გამართა. მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმის, Bloomberg-ის გამოყენებით მასშტაბური კამპანია ჩაატარა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორი ვიდეორგოლი და სამი სტატია მომზადდა, რომელიც Bloomberg-ის გვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა (Facebook-ი, Twitter-ი, Instagram-ი). კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლებსა და სტატიებს ექვს მილიონზე მეტი ინტერნეტმომხმარებელი გაეცნო დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში. Bloomberg-თან თანამშრომლობის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანია გაიმართა ბალტიისპირეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც სოციალური ქსელების, ციფრული და ბეჭდური მედიის, ტელევიზიისა და რადიოს, გარე ბანერებისა და ინფლუენსერების გამოყენებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის, Eurowings-ის მგზავრები საბორტო ჟურნალში გაეცნენ. მარკეტინგული კამპანიის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს მსოფლიოში უდიდეს 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობდა. საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ დუბაის, თელ-ავივის, ლონდონის, ვარშავის, ბირმინგემის, ბრნოს, ტემპერის, პარიზის, მადრიდის, ბარსელონისა და ბერლინის ორ გამოფენაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
  17. თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარდგენა. „დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს მილიარდ 632 მილიონ ლარს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდილია. შეგახსენებთ, რომ, 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გაზრდილია 326 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი 2023 წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრების და პროექტების ფარგლებში განახორციელებს 166 მილიონი ლარის ღონისძიებებს. ჯამურად, თბილისში 2023 წელს განსახორციელებელი პროგრამების ოდენობა შეადგენს დაახლოებით მილიარდ 800 მილიონ ლარს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, შემოსავლები, კერძოდ, მილიარდ 632 მლნ ლარი, შედგება მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლებისგან, რომელიც არის მილიარდ 157 მლნ ლარი და ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული ტრანსფერებისგან, რომელიც 474 მლნ ლარს შეადგენს. დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შემოსავლები შედგება გადასახადებისგან, რომელიც 875 მლნ ლარია, მათ შორის, ქონების გადასახადი დაგეგმილია 250 მლნ ლარზე, დამატებითი ღირებულების გადასახადო 622 მლნ ლარია, სხვა შემოსავლები 229 მლნ ლარი, მათ შორის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 60 მლნ ლარი, დასუფთავების მოსაკრებელი – 65 მლნ ლარი, ჯარიმები – 67 მლნ ლარი და მშენებლობის მოსაკრებელი – 17 მლნ ლარი. არაფინანსური აქტივების კლება ანუ პრივატიზაცია განსაზღვრულია 55 მლნ ლარის ოდენობით. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია – 515 მლნ ლარის ღონისძიებების, ხოლო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით 500 მლნ ლარის პროექტების განხორციელება; გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 198 მლ ლარი, ტრანსპორტის სუბსიდია – 286 მლნ ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება – 39 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალური ბაღები -171 მლნ ლარი; ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამების ღირებულება, ჯამურად, 32 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გარდამავალი პროექტებისთვის გათვალისწინებულია 115 მლნ ლარი. გარდა ამისა, ვიცე-მერმა იმ ძირითად პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება 2023 წლიდან იგეგმება. მისი თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა და ახალი ავტობაზის მშენებლობა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტის მთლიანი ღირებულება 300 მლნ ლარზე მეტია, პროექტი მრავალწლიანია და მისი განხორციელება მომდევნო წელს დაიწყება 60 მლნ ლარის ფარგლებში, რომელთაგან 40 მლნ ავტობუსების შესაძენად იქნება მიმართული, ხოლო 20 მლნ – ავტობაზის მშენებლობისთვის. ასევე იგეგმება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლიც მოიცავს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელის, გარეგანათების სისტემის მოწყობას. პროექტის ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარია, რომელთაგან მომდევნო წელს გათვალისწინებულია 25 მლნ ლარის დახარჯვა. გარდა ამისა, დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება: დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია – 4 მლნ ლარი; უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია – 7 მლნ ლარი; მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია – 2 მლნ ლარი; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. განხორციელდება წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში განხორციელდება 5 მლნ ლარის ღირებულების შესყიდვა. ვაზისუბანში განხორციელდება პარკის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება მთლიანობაში 7 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა 2023 წლის ხარჯი იქნება 3.5 მლნ. დიღომში, 31 000 კვ.მ ტერიტორიაზე, მაიაკოვსკის ძეგლთან არსებული პარკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ 900 000 ლარს შეადგენს. ციციშვილის პარკის რეაბილიტაციისთვის 3 მლნ 500 000 ლარის შესყიდვა განხორციელდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუხიანის პარკს. პროექტის ჯამური ოდენობა შეადგენს 5 მლნ 500 000 ლარს, თუმცა ესეც გახლავთ 2023-2024 წლების გარდამავალი პროექტი. კონკრეტულად 2023 წლის ხარჯი 2 მლნ 250 000 ლარი იქნება. პარკის ფართობი 28 000 კვ.მეტრია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება პირველი რესპუბლიკის პარკს და სამუშაოების ღირებულება 3 მლნ 500 000 ლარი იქნება. ისნისა და სამგორის რაიონებში მოხდება რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია, რისთვისაც 4 მლნ ლარია გათვალისწინებული. სამგორში, ე.წ. სამხედრო ქალაქის მიმდებარედ, 130 000 კვ.მ-ზე სრულიად ახალი პარკი მოეწყობა. ნარჩენების მიმართულებით, 2023 წელს დაგეგმილია პოლიგონის მეოთხე უჯრედის მოწყობა, რისთვისაც გამოყოფილია 3 მლნ ლარი. გათვალისწინებულია, ასევე, საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია, კერძოდ, ზოოპარკთან დამაკავშირებელი, გმირთა მოედანთან მდებარე და იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია. კახეთის გზატკეცილზე განხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია. ასევე, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ დაგეგმილია ახალი სპეცტექნიკის შეძენა, რომლისთვისაც 9 მლნ ლარი დაიხარჯება. ხელოვნების სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის გამოყოფილია 2 მლნ ლარი. დიღმის მასივის მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშოებისთვის – 2 მლნ ლარი, სკეიტპარკებისა და სტადიონებისთვის კი 3 მლნ ლარია გამოყოფილი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გაძლიერებისა და აღჭურვისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარი. უსახლკაროების პროგრამა 2023 წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც 5 მლნ ლარი დაიხარჯება, თუმცა წლის განმავლობაში აღნიშნული თანხის კორექტირება მოხდება და თანხა დაემატება. ასევე, გაგრძელდება პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაც, რაშიც 10 მლნ ლარი დაიხარჯება. სასესხო კომპონენტების ფარგლებში, 2023 წელს შემდეგი პროექტები განხორციელდება: თბილისის მყარი ნარჩენების მართვა – 30 მლნ ლარი; საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა – 37 მლნ 500 000 ლარი; თბილისის მეტრო – 30 მლნ ლარი; მდგრადი ურბანული მობილობა – 25 მლნ ლარი; თბილისის ავტობუსების პროექტის მეორე ფაზა – 30 მლნ ლარი. როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მომავალი წლის იანვარში ასევე წარმოდგენილი იქნება 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების ახალი პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება გარდამავალი ნაშთი და დამატებითი ღონისძიებები ჩატარდება.
  18. კოსოვოს ადმინისტრაციამ სერბეთთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა. „როიტერის“ ინფორმაციით, „მერდარეს“ სასაზღვრო პუნქტი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც გამშვებ ცენტრთან მიმავალი გზა სერბეთის მხარეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჩაკეტეს. საპროტესტო აქციების გამო 10 დეკემბრის შემდეგ სერბეთის საზღვარზე კიდევ ორი გადასასვლელი დაიხურა. მხარეებს შორის მხოლოდ სამი შესასვლელი პუნქტი რჩება ღია. სერბებმა, გზის ბლოკირების მიზნით, სატვირთო მანქანები და ტრაქტორები გამოიყენეს კოსოვოს აღმოსავლეთ საზღვარზე, „მერდარეს“ გადასასვლელთან. „მერდარეს“ გაშვები პუნქტი კოსოვოში ყველაზე მნიშვნელოვანია საგზაო ტვირთების გადაზიდვისთვის. 10 დეკემბრის შემდეგ ჩრდილოეთ კოსოვოში სერბებმა პოლიციას ცეცხლი არაერთხელ გაუხსნეს და ათზე მეტი საგუშაგო აღმართეს ქალაქ მიტროვიცასა და მის გარშემო. მათი ქმედება მოჰყვა ყოფილი სერბი პოლიციელის დაკავებას, რომელიც კოსოვოს პოლიციაზე თავდასხმაშია ბრალდებული. ავტორი - გივი ბარამიძე
  19. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები კანონსაწინააღმდეგოდ მოგვიწოდებენ, პატიმრობიდან გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი აქვს დანაშაული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საუბარი, თუ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ არ მოგეცემათ კანდიდატის სტატუსი, არ არის ნორმალური. „წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ღირებულებები, რა არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები მოგვიწოდებენ აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ, კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედებებისკენ, რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინაშე, ეს განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ თქვენ კანდიდატის სტატუსს. გეკითხებით თქვენ: ეს ნორმალურია? ეს ლექსიკა, ეს მიდგომები, ეს დამოკიდებულება ნორმალურად მიგაჩნიათ? ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები? ასე გვინდა, ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა? ასე გვინდა, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა? ასე რომ, პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს. ვისთვის გვინდა ევროპა და ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები? ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ის განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვისმენთ ე.წ. მეგობრებისგან, საერთოდ, მერწმუნეთ, არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიასთან“, – განაცხადა კალაძემ.
  20. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩეგემში უკრაინის მიერ დაფინანსებული ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში ნასამართლევი რუსეთის ორი მოქალაქის ქმედებების შეჩერება შეძლო, რომლებიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და ამზადებდნენ ტერორისტულ აქტს ქალაქ ჩეგემში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ისინი უკრაინაში გამგზავრებას გეგმავდნენ, რათა იქ მონაწილეობა მიეღოთ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში“, - წერს რუსული მედია. რუსული მედიის ცნობითვე, ორივე ეჭვმიტანილი მოკლეს. ინტერპრესნიუსი
  21. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. ყოფილი პრემიერის სამართლებრივი მრჩევლების განცხადებით, „კრედიტ სუისს“-თან ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გავიდა და პოლიტიკური გახდა. მათივე ინფორმაციის მიხედვით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო და მარტის თვიდან უკვე ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ასევე, ხელოვნების ნიმუშების და საფრენი აპარატის მიღებასთან დაკავშირებით. „ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები, ჩვენივე მარწმუნებლის ინსტრუქციის შესაბამისად, ყოველთვის ვპირდებოდით საზოგადოებას, რომ ვამყოფებდით ინფორმირებულს ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის მიმდინარე დავის შესახებ. ჩვენ ამ დაპირებისთვის არასდროს გადაგვიხვევია, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე უკანასკნელი ინფორმაციის გაჟღერებიდან, დაახლოებით, 3 თვე მიილია. აქ საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან ჩვენი თავშეკავების მიზეზი „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან მოლაპარაკების (ან, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, მოლაპარაკების იმიტაციის) მცდელობა იყო. ამ პროცესის ფარგლებში, ჩვენ ღირსეულად მიგვაჩნდა, რომ შესაძლო მოლაპარაკების პარალელურად, მოწინააღმდეგე მხარისა და მისი მოქმედებების შესახებ ნეგატიური ცნობებისგან თავის შეკავება გვმართებდა. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ უკანასკნელი პერიოდი საზოგადოებისთვის მიმდინარე ინფორმაცია არ მიგვიწოდებია. თუმცა, ახლა ჩვენთვის ცხადია, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც, ბანკისთვის რაიმე სარგებლის მიღებას. ამიტომ, ჩვენ გვიწევს ისევ დავუბრუნდეთ საჯარო საინფორმაციო სივრცეს და მათ შორის, საზოგადოების წინაშე გამოვიტანოთ ის საკითხებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ პრეს-კონფერენციების სახით. ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება როგორც საქართველოში, ასევე, გვექნება მისი დასავლურ მედიაში გატანის მცდელობაც. რა თქმა უნდა, საერთაშორისო მედიაში საკითხის გატანა შესაძლებელი იქნება, თუკი ამ მცდელობამ ისეთივე ბედი არ გაიზიარა, როგორიც წინა შემთხვევებში. შეგახსენებთ, წარსულში, საერთაშორისო და შვეიცარიულ მედიას უპრობლემოდ გაჰქონდა ინფორმაცია ბანკის დარღვევებთან, ასევე, შვეიცარიული სასამართლოსა და მართლსაჯულების ხარვეზებთან დაკავშირებით. თუმცა, როდესაც საქმე მიდგა ჩვენს განცხადებებზე, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი განზრახ მოქმედებდა ბანკის იმიჯის, ისევე, როგორც შვეიცარიის სახელმწიფოს რეპუტაციის დასაზიანებლად და ჩართული იყო პოლიტიკურ ზეწოლაში, ჩვენთვის მედია სივრცე დაუყოვნებლივ დაიხურა. თუკი ინფორმაციის ამგვარი ბლოკირება გაგრძელდება, ეს ცალკე, დამატებითი დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ საკითხს, ჩვენ შევეცდებით ის საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად გასაგებად ავხსნათ, რადგან, ზოგადად, საკითხი საკმაოდ სპეციფიკურ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს. ვინც ჩვენგან მიწოდებულ ინფორმაციას თვალს ადევნებდა, მას ემახსოვრება, რომ „კრედიტ სუისს“-თან ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გამოვიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაიწყო სამხედრო კონფლიქტი, ხოლო უკვე მარტის თვიდან ივანიშვილს შეექმნა პრობლემები როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ისე ხელოვნების ნიმუშების და საფრენი აპარატის მიღებასთან დაკავშირებით. მაშინ, მართალია დიდი ძალისხმევის შედეგად, თუმცა საკითხები სასამართლოს გზით ამოიწურა. ამავე დროს, ეს პრობლემურ საკითხთა ნუსხის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რადგან ივანიშვილს ძირითად აქტივებზე - თანხებზე წვდომა ჰქონდა და აქვს შეზღუდული. ჩვენ ამ მოვლენას არაფორმალური სანქცირება ვუწოდეთ. აქ საუბარი არის არა იმ თანხებზე, რომლებზეც დავა მიმდინარეობს, არამედ სწორედ იმ თანხებზე, რომლებიც „კრედიტ სუისს“-ში ქურდობისა და თაღლითობის ფაქტს გადაურჩა. აი, სწორედ ეს გადარჩენილი თანხა, კლიენტმა გაიტანა ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო მცირე ნაწილი, დაახლოებით, 5% დარჩა „კრედიტ სუისს“-ში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ფორმალური საჭიროება მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნვესაყოფად. აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართება ორი ტრასტის მეშვეობით. ეს არის ფინანსური სტრუქტურა, რომელიც ივანიშვილს თავად „კრედიტ სუისს“-მა ურჩია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი ეკუთვნის გერნსის კუნძულების იურისდიქციას (დიდ ბრიტანეთს დაქვემდებარებული ტერიტორია). სწორედ ამ უკანასკნელის მიერ იმართება „კრედიტ სუისს“-ს გადარჩენილი ძირითადი თანხები. ტრასტის შენარჩუნებაც იმიტომ გახდა საჭირო, რომ ის არის ბანკთან დავაში მონაწილე სუბიექტი. არის ის ნიუანსიც, რომ, ბანკის მხრიდან თანხმობის არარსებობის პირობებში, ტრასტების დახურვა საკმაოდ ხანგრძლივ სასამართლო პროცედურას მოითხოვს (აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბანკს არანაირი უფლება და საფუძველი არ ჰქონდა, უარი ეთქვა კლიენტისვე სასარგებლოდ შექმნილი ტრასტის დახურვაზე). შესაბამისად, თანხა კი გადავიდა სხვა ბანკში, მაგრამ აქტივს მაინც ტრასტები მართავენ, რაც ნიშნავს, რომ თანხებზე წვდომა ტრასტების მიღმა შეუძლებელია. ხსენებული ტრასტი „კრედიტ სუისს“-ის ტრასტია და, მიუხედავად „კრედიტ სუისს“-თან კავშირისა, იგი საკმაო ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის ფუნქციებს კლიენტისთვის დაბრკოლებების შექმნის გარეშე. ეს მოცემულობა გრძელდებოდა სწორედ 2022 წლის მარტამდე, ანუ, უკრაინაში ომის დაწყებამდე. 2022 წლის მარტიდან „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომელიც სამართლებრივი მიზეზების გამო ვერ დაიხურებოდა კლიენტის მიერ, დაიწყო ივანიშვილისთვის სერიოზული დაბრკოლებების შექმნა, რაც პრაქტიკაში ჯერ გადახდების ერთ-თვიან დაგვიანებაში, ხოლო მას შემდეგ კი კუთვნილ თანხებზე წვდომის სრულ ბლოკირებაში გამოიხატა. აქ გვსურს მოკლე განმარტების გაკეთება: სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო პროცესები მართალია მიმდინარეობს, თუმცა ორივე იურისდიქციაში დავა დიდი ხნის დაწყებულია: ბერმუდაზე სარჩელი 2016 წელს შევიდა, ხოლო სინგაპურში იურისდიქციის საბოლოო დადგენა 2020 წლის მარტში მოხდა. ამდენად, ის ეტაპი, როდესაც მხარეები ახალ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და პრეტენზიებზე მიუთითებდნენ, 2021 წლის ნოემბრისთვის საბოლოოდ დაიხურა. შესაბამისად, საკუთარი იურისტების რჩევით, ივანიშვილს მიეთითა, რომ თანხებზე წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიმდინარე დავების ფორმატში და ფარგლებში სასამართლოების ყურადღების მიქცევა ვეღარ მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, როდესაც 2022 წლის სექტემბერში სინგაპურში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა, სადაც ივანიშვილი წარსდგა მოწმის ჩვენებით, მან ოსტატურად ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის კითხვით და თავის პასუხში სასამართლოს მიანიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ „კრედიტ სუისს“-ი იქცევა როგორც „განგსტერული ბანკი“. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკი არათუ აიძულებს კლიენტს წლების განმავლობაში ედავოს ბანკს სხვადასხვა იურისდიქციაში, არამედ არც თავად შვეიცარიის პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დავალებულ გადახდებს ახორციელებს. მეტიც, „კრედიტ სუისს“-დან გატანილ, თუმცა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტების მართვაში დარჩენილ თანხებზე წვდომას სრულად უზღუდავს. მართალია, საკითხის მოსამართლემდე მიტანა მარტივი არ იყო, რადგან საკითხი პირდაპირ არ უკავშირდებოდა მიმდინარე დავას, თუმცა სასამართლოს ყურადღების მიქცევა საბოლოოდ მაინც მოხერხდა. შედეგად, მოსამართლემ უკვე „კრედიტ სუისს“-ს დაუსვა კითხვა, თუ რა მიზეზით არ ხდებოდა კლიენტისთვის არასადავო (უდავო) თანხების გადარიცხვა. სწორედ ამ შეკითხვამ განსაზღვრა ის, რომ „კრედიტ სუისს“-მა დაიწყო ივანიშვილთან მოლაპარაკების იმიტაცია და ამ პროცესის განმავლობაში მათ კლიენტს დაუბრუნეს იმ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ შვეიცარიის სასამართლოს მიერ იყო დაკისრებული 3 წლით ადრე. ამა წლის დეკემბერში, სულ რამდენიმე დღის წინ კი განხორციელდა ზემოხსენებული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა ივანიშვილისთვის. ბანკმა ის თანხაც გადაიხადა, რომელსაც „კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული ტრასტი არ რიცხავდა. „კრედიტ სუისს“-ი ასე რომ არ მოქცეულიყო, ეს მწვავედ უარყოფით გავლენას მოახდენდა მოსამართლის დამოკიდებულებაზე ხსენებული ბანკის მიმართ. ამდენად, ბანკი იძულებული შეიქმნა, განეხორციელებინა გარკვეული მანევრი, რომელიც კეთილსინდისიერი მოქმედების მცდელობის იმიტაცია იქნებოდა. აი, სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ის პაუზაც, რომელიც იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილში და რომელსაც ამ წერილის საწყის ნაწილში ვისაუბრეთ. პარასკევს, 23 დეკემბერს ყველანაირი ილუზია ამოიწურა. აქ საკითხი ერთ მცირე გადახვევას მოითხოვს: 2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გაკეთდა რეკომენდაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართ ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ბანკმა უკანასკნელი გადმორიცხვები კლიენტის მიმართ სწორედ 14 დეკემბრის შემდეგ აწარმოა. რატომ გავუსვით ხაზი ამ გარემოებას: ჩვენ ვთქვით, რომ გერნსის კუნძულზე არსებული ტრასტი მართავს ივანიშვილის „კრედიტ სუისს“-ს გადარჩენილი თანხების უდიდეს ნაწილს. ეს თანხები ახლა სხვა შვეიცარიულ ბანკშია, თუმცა იმყოფება „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მართვის ქვეშ. არც „კრედიტ სუისს“-ს, როგორც ბანკს და არც მის ტრასტს არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ასრულებდეს ივანიშვილის ინსტრუქციებს თავისივე კუთვნილ თანხებთან მიმართებით. შესაბამისად, გერნსის ტრასტის ამ მოქმედებებს ჩვენ ვუწოდეთ პოლიტიკური შანტაჟი, რადგან ის ჯერ კიდევ მარტის თვიდან მოყოლებული გადარიცხვებს თავდაპირველად „აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის“ საბაბით აბრკოლებდა. ამასთან დაკავშირებით იურისტებს შორის ხანგრძლივი, რამდენიმე თვიანი მიმოწერა მიმდინარეობდა. ამასობაში, „კრედიტ სუისს“-ს ევროპარლამენტის პირველმა რეზოლუციამ მოუსწრო 2022 წლის 9 ივნისს, რომელიც ევროპის საბჭოს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდა. „კრედიტ სუისს“-მა გამოსავალი ამ რეზოლუციაში ნახა, თუმცა დაგვიანებით, რადგან უკვე ივლისის თვეში, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა ჩატარებული იყო და მასში არ ასახულა რაიმე სანქცია ივანიშვილის მიმართ, ამის შემდეგ განაცხადა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ბენეფიციარისთვის თანხები გადაერიცხა. ამდენად, ბანკი უკვე ფას-დაკარგულ (არ-გაზიარებულ) რეზოლუციაზე დაყრდნობით არ ურიცხავდა კლიენტს თანხას და ვერც ნორმას უთითებდა, რის საფუძველზეც ამას აკეთებდა. იგი ბენეფიციარს ეუბნებოდა, რომ საკუთარ უდავო თანხას მხოლოდ მაშინ გადაურიცხავდა, თუკი ამას სასამართლო დაავალებდა, რადგან სხვაგვარად იგი ევროპარლამენტის რეზოლუციით იყო თითქოსდა შეზღუდული. შესაბამისად, ამჯერად უკვე გერნსის სასამართლოში მოგვიწია განცხადების შეტანა იმისთვის, რომ კლიენტს თავისი კუთვნილი, უდავო თანხები დაუბრუნონ და იქაც პროცესი არა დაპირებულ დროს, 2022 წლის სექტემბერში, არამედ რამდენჯერმე (სექტემბრიდან - ნოემბერში, ნოემბრიდან - დეკემბერში, დეკემბრიდან - იანვარში და ა.შ.) გადადების შემდეგ 2023 წლის მარტში შედგება (თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ალბათ, მარტიც გადაიდება). საგულისხმოა, რომ ეს სასამართლო დავაც კი არ არის. ეს არის ფორმალური პროცესი, სადაც მხარეები ერთმანეთს არ ედავებიან, არამედ სასამართლო უბრალოდ ადასტურებს გარკვეულ მოქმედებას. ამგვარ პროცესს, რეალურად, ერთი დღე სჭირდება (და ასეც არის, მარტში სწორედ ერთ-დღიანი პროცესია ჩანიშნული). მეტიც, ილუზორული მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ვთავაზობდით ბანკის მაღალი პოზიციის წარმომადგენელს, რომ გერნსის ტრასტის მიერ გაჩერებული თანხის საკითხი სასამართლოს გარეშე მოკლე დროში მოგვეგვარებინა, თუმცა ამაოდ. აქ მთავარი და გაუგონარი აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ ბანკის ერთი ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლო-სასამართლო დაგვატარებს უდავო თანხაზე, ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით; ხოლო მეორე ტრასტი, სადაც მცირე თანხა იყო, გადარიცხვას მეორე, დეკემბრის რეზოლუციიდან მეორე დღესვე აკეთებს, მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, ახალი და, შესაბამისად, თეორიულად სიცოცხლისუნარიანია - ის ჰიპოთეტურად შეიძლება გაიზიაროს კიდეც ევროპის საბჭომ. ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და ეს „ფასი“ იცის „კრედიტ სუისს“-მაც. სწორი იქნებოდა, რომ ბანკს პირველ შემთხვევაშიც ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა მეორე შემთხვევაში. ამ პირობებში კი გამოვიდა, რომ სინგაპურის მოსამართლის უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით ორივე რეზოლუციის უგულებელყოფა შესაძლებელი ყოფილა, ხოლო მხოლოდ ივნისის რეზოლუციის საბაბით ბანკი გერნსის ტრასტთან დაკავშირებულ საკითხზე ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების გავლას მოითხოვს ჩვენგან. ჩვენ გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ დღეს: ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარალამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე); ხოლო მეორე ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად საფუძვლიანია (უფრო ზუსტად კი - უსაფუძვლოა) მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით მოხდა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციის უგულებელყოფის. ეს უკანასკნელი, ბანკის მენეჯმენტისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა. ეს ყოველივე ნიშნავს და გულისხმობს, რომ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პალიტრანიუსი
  22. ცესკო სტაბილურ განვითარებას საჭიროებს, ამისთვის საჭიროა მას გრძელვადიანი თავმჯდომარე ჰყავდეს არჩეული - ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რასაც ვადა სჭირდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მსხილაძემ განმარტა, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის მიმართ პრეზიდენტს არანაირი კითხვის ნიშნები არ აქვს, მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს ორჯერ წარუდგინა და ორივეჯერ ექვსი თვის ვადით აირჩიეს. მსხილაძის თქმით, ექვსი თვის ვადით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე იმ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს, რაც ცესკოს უნდა გააჩნდეს. „ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. როდესაც პრეზიდენტმა ამ კონკურსის ფარგლებში პირველი წარდგინება გააკეთა, განმარტა, რომ ჩვენ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ორჯერ წარვუდგინეთ და ხმების იმ რაოდენობის დაგროვება ვერ მოხერხდა, რომ ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ყოფილიყო არჩეული. ორივე შემთხვევაში კალანდარიშვილმა თანამდებობა 6 თვის ვადით დაიკავა. ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და მისი თავმჯდომარე დიდი ხნით - ხუთი წლით უნდა იყოს არჩეული, რათა ის რეფორმები გაატაროს და ის სტაბილური შეინარჩუნოს, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა გააჩნდეს“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ. პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კი, კონკურსი გამოაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები. პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების ხელახლა წარდგენა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები ვერ აირჩია და პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ყველა კანდიდატურა „ჩააგდო“. იპნ
  23. თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს, ხმაური იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს" მიიტანეს, რომლის გაშლის შესაძლებლობაც ადგილზე მყოფებმა არ მისცეს. თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ანგარიშს უსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს აქვთ შემდეგი შინაარსის ბანერები: "შიმშილით სავსე ქალაქი"; "საცობებით სავსე ქალაქი"; "კორუფციით სავსე ქალაქი" და ა.შ. იპნ
  24. პროკურატურის განცხადებით, ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, ექიმი ვალდებული იყო, მეგი ბაქრაძისთვის დაუყოვნებლივ, შესაბამისი მკურნალობა გაეწია. ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქართველოს პროკურატურამ „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 მარტს, ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს - ექთან მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა, რაც ვაქცინაციის შემდეგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა. ვინაიდან მეგი ბაქრაძეს, ექიმის მიერ არ გაეწია დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი თბილისში, მდებარე „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადაიყვანა, სადაც მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს, მათ შორის ხსენებულ ექიმს აქვს ბრალდება წარდგენილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს”, - განაცხადა იაკობიძემ.
  25. დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებულ 20-მდე პროექტს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება. როგორც ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, თბილისში არსებული ყველა შადრევნის უსაფრთხოება შემოწმდება და ამის შემდეგ მოხდება სეზონის მოახლოებისას მისი ექსპლუატაციაში გაშვება. „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებული, დაახლოებით, 20 პროექტი უკვე განმეორებით ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, რომელიც მომდევნო წლის მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, უკვე დასრულდება და მოხდება პროექტებში ყველა იმ ცვლილების გათვალისწინება, რომელსაც ალტერნატიული ექსპერტიზა შემოგვთავაზებს. ამას გარდა, პარალელურად მიმდინარეობს თბილისში არსებული შადრევნების ელექტრული ქსელის უსაფრთხოების ნაწილში შესწავლა, შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სეზონის მოახლოებისთანავე ამ შადრევნების ექსპლუატაციაში გაშვება“, - განაცხადა ხმალაძემ. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, მისი დავალებით, ყველა იმ ობიექტის შემოწმება მოხდება, რომელთაც ბოლო წლებში ექსპერტიზა „მშენ-ექსპერტმა“ ჩაუტარა. „გულდასაწყვეტია, როცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს მშენებლობებზე. წარმოიდგინეთ, 2017 წლიდან მოყოლებული რამდენი პროექტი განხორციელდა დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა ქუჩებში, უბნებში, ერთი პრობლემაც კი არ შექმნილა, თმის ღერიც არ ჩამოვარდნია არათუ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამუშაო პროცესშიც, იმ ადამიანებს, ვინც სამუშაოებს ახორციელებს. ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ კითხვას, რა იყო პრობლემა, რამ არ იმუშავა, რატომ არ იმუშავა და ა.შ. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დავალებით მოხდება ყველა იმ ობიექტის შემოწმება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში „მშენ-ექსპერტის“ მიერ იქნა ექსპერტიზა ჩატარებული, ასევე, იმ პროექტებს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა, პროექტის სახით მერიაში დევს და ექსპერტიზის დასკვნა „მშენ-ექსპერტის“ მიერაა გაკეთებული“, - განაცხადა კალაძემ. იპნ
×
×
  • შექმენი...