-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში შიშია გამეფებული, რადგან ისინი ომს აგებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინელებმა წლის პირველ ღამეს Shahed-ის 45 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში შიშია გაბატონებული, რადგან ისინი ომს აგებენ. „ჩვენი ერთიანობის, ავთენტურობის სიცოცხლის განცდა - ეს ყველაფერი მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთში გამეფებულ შიშს. ეშინიათ. შეგიძლიათ იგრძნოთ ეს და მართალიც არიან, რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ აგებენ. დრონები, რაკეტები და კიდევ სხვა რამ მათ ვერ დაეხმარებათ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და მათ მხოლოდ შიში აერთიანებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთი უკრაინას ვერცერთ წელს ვერ წაართმევს, ისევე, როგორც ვერ წაართმევს დამოუკიდებლობას, რადგან უკრაინელები მათ არაფერს დაუთმობენ. იპნ -
ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, უკრაინისადმი ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა წელსაც გაგრძელდება. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის მსგავსებას ხედავს, რადგან რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს. "ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ და ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რუსეთის მეორე არასწორი გათვლა ის იყო, რომ ფიქრობდნენ, ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა. „ეს არ მოხდა, უკრაინელების ბედს ისინი ღრმა თანაგრძნობით განიცდიან“, - აღნიშნა საული ნიინისტემ. იპნ
-
დღეიდან, ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. ამ მიმართულებით, ამოქმედებას იწყებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი, გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. ახალი საკანონმდებლო ნორმის თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ ასევე ისეთი გარემოების არსებობას გულისხმობს, როდესაც პირი ცივ იარაღს იმგვარად ფლობს, რომ მისი დაუყოვნებლივი გამოყენება მოხდეს. (კოდექსის აქამდე მოქმედი რედაქციით “ცივი იარაღის ტარება“ მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას გულისხმობდა, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში, ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინის ძალებს წინსვლა აქვთ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფრონტზე არსებული ვითარება სამხედრო მეთაურობასთან განიხილა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ ბახმუტი, სოლედარი და კრემენაიაა. ამასთან, უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ მომავალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ევროპის მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტია გახდება. „საკვანძოა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, ჩვენი დონბასი, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ბახმუტი, სოლედარი, კრემენაია… გვიკავია პოზიციები. არის ფრონტის ისეთი მონაკვეთებიც, სადაც ცოტ-ცოტა წინ მივიწევთ. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. აი, ნამდვილი გმირები! ჩვენ განვიხილეთ სიტუაციას სამხრეთში, ჩვენს საზღვარზე, იარაღის მიწოდება, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მიმდინარე წელს ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, არამედ გავაძლიერეთ, როგორც არასდროს. თუმცა ახალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო ძლიერი და შედეგიანი გახდება. უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეიძლება, გახდეს ყველაზე მძლავრი ევროპაში და ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე ენერგეტიკული მდგომარეობაც განიხილეს. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ევროპის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე დაიწყება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს ევროპის მოედანზე გალაკონცერტზე იწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. „ჟანრობრივად მრავალფეროვან საახალწლო მუსიკალურ პროგრამას 23:00 საათიდან დიჯეი ანა სიუ გახსნის. 12:00 საათიდან კი სამ სხვადასხვა სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი“, დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, NewOne, ნატო მეტონიძე, Killages-ი, ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ქუთათელაძე, კოტე ყიფიანი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, TheQuintessence, ლიზა ბაგრატიონი, სალიო, დათო გომართელი, ანა დოი, მარიამ როინიშვილი, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ეკა მამალაძე, გიორგი მიქაძე, ნინო მაჩაიძე, ოთო ჯორჯიკია, დუდანა მაზმანიშვილი და ნინო სურგულაძე. საღამოს გაუძღვებიან წამყვანები: ბახვა ბრეგვაძე, მანიკა ასათიანი, ნიკოლოზ წულუკიძე, სალომე არშბა, ლიზა წიკლაური და გიორგი ბახუტაშვილი“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში. ამასთან, მათივე ცნობით, საახალწლო გალაკონცერტი 02:00 საათამდე გაგრძელდება. -
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს. საახალწლო მილოცვას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. კელი დეგნანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უსურვებს მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს. „ამერიკის საელჩოს სახელით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ამაღელვებელი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობას. ეს შთამბეჭდავი ისტორიები გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ბევრი ადამიანისა თუ თემის ცხოვრება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართველებისა და ამერიკელების ერთობლივი შრომით და რატომ გვიხარია ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის გაგრძელება მომავალშიც. ჩვენ გვაახლოებს საერთო ღირებულებები – სიყვარული თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ; ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, რელიგიური და კულტურული ტრადიციების პატივისცემა და ჩვენი ენთუზიაზმი ინოვაციების, მეწარმეების და ეკონომიკური პროგრესის მიმართ. ჩვენი მეგობრობის და ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველია ის, რომ ქართველ ხალხს შეუძლია და მიაღწევს წარმატებას ამ ქვეყნის სტაბილური, აყვავებული, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში. ეს არის მომავალი, რომლის შენება ქართველებმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყეს და ახლა უკვე ახლოსაა. ეს ამბები მხოლოდ მცირე მაგალითია იმისა, რასაც ქართველებმა და ამერიკელებმა ერთად მიაღწიეს. ვიფიქრეთ, რომ მათი გაზიარება წლის შეჯამების კარგი გზა იქნებოდა. ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების მათი პარტნიორობისა და ძალისხმევის გამო, ვუჭერთ რა მხარს თქვენს წარმატებას ევროპულ გზაზე. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ სასიამოვნო დღესასწაულებს, ჯანმრთელობასა და მშვიდობიან, წარმატებულ ახალ წელს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკა. მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით, გაგიმარჯოთ!“, – ნათქვამია კელი დეგნანის საახალწლო მილოცვაში.
-
ვალერი ზალუჟნი - ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად - ბრძოლაში ჩნდება ერი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბრძოლაში ჩნდება ერი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ სადღესასწაულო მილოცვაში წერს. „ჩვენ არ აგვირჩევია ომი, მაგრამ ბრძოლა მივიღეთ. თავად ღმერთია ჩვენს მხარეს. ჩვენსა და ჩვენი ახლობლების მხრებზე რთული გამოცდაა, ტკივილი და ტანჯვა. ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს, თუმცა ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად. ბრძოლაში ჩნდება ერი. ღმერთმა დაგიფაროთ, ჩემო ძვირფასებო. დაე, ჩვენი გამარჯვება უკრაინის აღზევებისა და რუსეთის დასასრულის დასაწყისი გახდეს”, - წერს ზალუჟნი. -
უკრაინამ პოლონეთიდან Starlink-ის ტერმინალების ახალი პარტია მიიღო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინამ პოლონეთიდან Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის ტერმინალების მესამე პარტია მიიღო. უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, Starlink-ის ტერმინალების ნაწილი უკვე გაიგზავნა „უძლეველობის პუნქტებში“, ნაწილი კი - ენერგეტიკისა და სამედიცინო სექტორის მხარდასაჭერადაა განკუთვნილი იმისთვის, რომ უკრაინელებს უშუქობის დროს ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ, კრიტიკულმა ინფრასტრუქტურის ობიექტებმა კი ურთულეს პირობებში მუშაობა შეძლონ. უკრაინამ, საერთო ჯამში, Starlink-ის დაახლოებით 20 000 ტერმინალი მიიღო. IPN -
მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ბრძოლისუნარიანები არიან - უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს. ზუსტად ვიცი, რომ დაახლოებით, ერთი კვირა დაგრჩათ, სანამ რაიმე არჩევანი მაინც გაქვთ. იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება მამაკაცებს საზღვრებს ჩაუკეტავს, შემდეგ საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს და მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებს მიმართა. მისი თქმით, საზღვრები ასევე ჩაიკეტება ბელარუსში. რეზნიკოვის განცხადებით, ახლა რუსები ფიქრობენ, როგორ გააფორმონ სადღესასწაულო სუფრა, მაგრამ მათ კარზე სამხედრო კომისარი დააკაკუნებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ხელმძღვანელობის იმ ე.წ „გეგმის“ ჩავარდნაზე ისაუბრა, რაზეც ისინი ომის დასაწყისში საუბრობდნენ. მისი თქმით, რუსული არმიის დანაკარგები 100 000-ს აჭარბებს და ამ დანაკარგების ასანაზღაურებლად უკვე განხორციელდა მობილიზაციის ერთი ტალღა, თუმცა, ჯერ კიდევ ზაფხულში კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ ამას გააკეთებდნენ. რეზნიკოვის განცხადებით, ამ „გეგმის“ მიხედვით ციხეებიდან ათიათასობით პატიმარი კერძო სამხედრო კომპანიაში აიყვანეს. ამასთან, ამ „გეგმის“ მიხედვით, რუსები უკვე ნახევარი წელია უკრაინულ პატარა ქალაქ ბახმუტს წარუმატებლად უტევენ და იქ ათიათასობით ჯარისკაცი განათავსეს. მან ისაუბრა რუსების გაქცევაზე ხარკოვიდან, კიევის შემოგარენიდან, ჩერნიგოვის, სუმის ოლქებიდან და ხერსონიდან. რეზნიკოვის თქმით, ამ „გეგმის მიხედვით“ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებას ასრულებენ, თუმცა ზუსტად ერთი წლის წინ ეს ქვეყნები ნატო-ზე არც კი ფიქრობდნენ და ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდათ. ამ „გეგმის მიხედვით“ გაზაფხულზე სიტყვა „ომის“ გამოყენება აკრძალეს, ახლა კი ამაზე ღიად საუბრობენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ, ვინც კრემლში და ბუნკერებში სხედან, უნდა აღიარონ, რომ მათი გეგმა ჩაიშალა, რომ წააგეს და მათი წარუმატებლობის გამო რუსეთმა დაკარგა ავტორიტეტი მსოფლიოში. „ის ადამიანები, რომელმაც სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს, საშინელი ომის დანაშაულები ჩაიდინეს, ახლა თქვენ გეუბნებიან, რომ გაერთიანება და რუსეთის დაცვაა საჭირო, რადგან ირგვლივ მტრები არიან. ისინი იმით გაშინებენ, რომ დამარცხების შემთხვევაში თითქოსდა ყველა რუსის მიმართ განხორციელდება საპასუხო ზომები, ქონებას ჩამოგართმევენ, ტრიბუნალი მოეწყობა და ა.შ. ეს სიცრუეა, კვლავ გატყუებენ. სინამდვილეში, მათ სურთ არა რუსეთის დაცვა, არამედ ისინი იცავენ თავიანთ თავს. თავიანთ მდგომარეობას, ქონებას, სიმდიდრეს. ამისთვის კი მათ სურთ თქვენ გადმოგაბრალონ თავიანთი დანაშაული და თავიანთი დანაშაულის თანამონაწილე გაგხადონ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რუსებს ომში გააგზავნიან არის ის, რომ დაიცვან კრიმინალები, მათი სასახლეები და საბანკო ანგარიშები. IPN
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლებულ პუნქტში 200-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განხორციელდა. „მოწინააღმდეგე აგრძელებს დანაკარგების განცდას. მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის ფედოროვკას დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე 200-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განხორციელდა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქში, პოლოგისა და ველიკა ბელოზერკას მახლობლად, რუსული ძალების 115 ჯარისკაცი დაიჭრა და 5 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა. „დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 10 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ტერიტორიებს, 3 დარტყმა კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. მათ მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აცხადებენ გენშტაბში. უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 7 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 5 საცავსა და 2 სარადარო სადგურს დაარტყეს.
-
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმია ზოგიერთ მონაკვეთზე წინ მიიწევს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევის ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ფრონტზე შექმნილი ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დონბასში გრძელდება სასტიკი ბრძოლები, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ პოზიციებს და ცალკეულ მონაკვეთზე წინაც მიიწევენ. „ბახმუტი, სოლედარი, კრემინა...მთლიანობაში პოზიციებს ვინარჩუნებთ. არის ფრონტის ისეთი მონაკვეთები, სადაც ნელ-ნელა წინ მივიწევთ. და მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლისა, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. თქვენ ნამდვილი გმირები ხართ“, - განაცხადა ზელენსკიმ, მაგრამ არ უსაუბრია დეტალებზე, თუ რა მიმართულებით მიიწევენ უკრაინელი ჯარისკაცები. ერთი დღით ადრე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ერთი კვირის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა კრემენას მიმართულებით წინ ორი კილომეტრით წაიწიეს. radio tavisupleba -
წინასაახალწლოდ გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში არსებულ მოხუცთა თავშესაფრებს ვესტუმრე და ჩვენს მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი საახალწლო ნობათით მივულოცე, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ხოჯევანიშვილი. მისი თქმით, მოხუცებს განსაკუთრებული ყურადღება და დაფასება სჭირდებათ. "ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლე მინდა ვუსურვო თითოეულ მოხუცს, მათ განსაკუთრებული ყურადღება, დაფასება და გაფრთხილება სჭირდებათ ჩვენგან.", - წერს ხოჯევანიშვილი.
-
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7020 ლარი ეღირება, ევრო – 2.8844 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2581 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7103 ლარი ღირდა, ევრო – 2.8832 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2621 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 31 დეკემბერს ამოქმედდება.
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელები არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან. მისი თქმით, ეს ბრძოლა მარტივი არ არის, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ. “ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებასაც ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო. ეს არ არის ადვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავუმკლავდებით და რუსული აგრესია დამარცხდება ისე, რომ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა ვერ გაბედოს იმის გამეორება, რასაც დღეს „რაშისტები“ აკეთებენ", - განაცხადა ზელენსკიმ. იპნ
-
პელეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საფეხბურთო ლეგენდის, პელეს, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პელეს სამშაბათს, 3 იანვარს, დაკრძალავენ. დაკრძალვამდე მოეწყობა მსვლელობა, რა დროსაც, ლეგენდარულ ფეხბურთელს იმ რაიონში ჩაატარებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს. "ინტერპრესნიუსი" -
1-ელი იანვრიდან კომერციული ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. კომერციული ბანკების საზედამხედველო ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) გადასვლა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიით იყო გათვალისწინებული. „ფასს-ზე გადასვლით საბანკო სექტორის საჯარო და საზედამხედველო ანგარიშგებები ევროპისა და მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას დაუახლოვდება. 2020-2022 წლებში ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ფასს-ზე გადაყვანის კონცეფცია და ცვლილებები; დამტკიცდა "ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესი" და ცვლილებები შევიდა შესაბამის ბრძანებებში, რომელიც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში. "ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესი" ფასს 9-ს ეფუძნება და გარკვეულ საკითხებზე აკონკრეტებს მიდგომას, რომლითაც კომერციულმა ბანკებმა საზედამხედველო ანგარიშგებაში ფასს 9-ის გამოყენებისას უნდა იხელმძღვანელონ. წესის დანერგვა ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალების გამოთვლის მიდგომების შესადარისობასა და ფინანსური ანგარიშგების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობდა კომერციულ ბანკებთან, საბანკო ასოციაციასთან, აუდიტორულ ფირმებთან და მსოფლიო ბანკის კონსულტანტებთან. ფასს-ზე გადასვლის შედეგად, კომერციულმა ბანკებმა საზედამხედველო ნორმატივები უნდა დაიცვან ფასს-ზე დაფუძნებული რიცხვებითა და მიდგომებით. ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადებული პრინციპით, ფასს-ზე გადასვლისას, სხვა თანაბარ პირობებში, მაქსიმალურად უნდა შენარჩუნებულიყო საზედამხედველო კაპიტალის ხარჯის მიმართ ნეიტრალური მიდგომა. ამ მიზნით, კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოში შევიდა ცვლილებები. კერძოდ, "პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესს" დაემატა საკრედიტო რისკის კორექტირების (CRA) ბუფერი და მისი დათვლის განახლებული წესი. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დაწესების მიზანია აქტივებისათვის შექმნილი არასაკმარისი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით გამოწვეული საკრედიტო რისკის შემცირება და კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ფასს-ზე გადასვლასთან ერთად, შენარჩუნდება პარალელური ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე. პარალელური ანგარიშგების პერიოდში კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან საზედამხედველო ანგარიშგებები მოამზადონ როგორც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის“ (ე.წ. ადგილობრივი GAAP) შესაბამისად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა მიიღებს ATACMS-ის ბალისტიკურ რაკეტებს 300 კმ-მდე დიაპაზონით და თანამედროვე დრონებს, მაგრამ მისი თქმით, ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. ამის შესახებ უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა РБК-Украина-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ უკრაინა მიიღებს საჭირო იარაღს, მათ შორის, ტანკებსა და ATACMS-ს, კულებამ უპასუხა: „მომავალ წელს, დიახ, მაგრამ ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“. „ჯარს აქვს თავისი სპეციფიკური საჭიროებები. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ახლა რომ შემომთავაზონ ასი ტანკი ან ასი ჰაუბიცა, უყოყმანოდ ვიტყოდი: 100 ჰაუბიცა ახლა და ტანკები შეიძლება ხვალ იყოს - რადგან ვიცი ფრონტის რეალური საჭიროება და მესმის, რომ ეს ახლა ბევრად უფრო კრიტიკულია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალის რაოდენობა, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებმა უკრაინას 10 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიაწოდეს, უპრეცედენტოა, როგორც მოცულობის, ასევე ნომენკლატურისა და ქვეყნების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძვით და საკმარისი არასდროს არ არის, ყოველთვის ვითხოვთ მეტ იარაღს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ეს უბრალო ფაქტი - ჩვენ ვიღებთ ყველაზე მეტ მხარდაჭერას, რომელიც რომელიმე ქვეყანას 21-ე საუკუნეში მიუღია“,- განაცხადა კულებამ. იპნ
-
ახალი წლის დღეებში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 0,+5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5, 0 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღის საათებში +10,+15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით კი +11,+13 გრადუსის ფარგლებში იქნება. -
მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ებრაელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ფინჰალს გოლდშმიდტმა ებრაელებს მოუწოდა, დატოვონ რუსეთი, სანამ ისინი „განტევების ვაცად“ არ აქციეს უკრაინის ომით გამოწვეული გაჭირვებისთვის. "თუ გადავხედავთ რუსეთის ისტორიას, დაინახავთ, რომ ყოველთვის, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, მთავრობა მასების რისხვისა და უკმაყოფილების გადატანას ებრაულ საზოგადოებაზე ცდილობდა. ასე მოხდა ცარიზმის დროს და სტალინური რეჟიმის ბოლოს", - აღნიშნა გოლდშმიდტმა The Guardian-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, რუსეთში ანტისემიტიზმის ზრდაა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უბრუნდება ახალი ტიპის საბჭოთა კავშირს, სადაც ეტაპობრივად ეშვება რკინის ფარდა. „ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსი ებრაელებისათვის საუკეთესო ვარიანტი ქვეყნიდან წასვლაა“, - განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა. ფინჰალს გოლდშმიტმა რუსეთი მარტში დატოვა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისგან მოითხოვა, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომისთვის. ივლისში იგი თანამდებობიდან გადადგა, ოფიციალური ვერსიით, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. რადიო თავისუფლება -
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ აგრესორ სახელმწიფოსთან განსახილველი არაფერი აქვს. მოლდოვური მედიის ცნობით, ასე უპასუხა მაია სანდუმ მოლდოვური ტელეარხის Moldova 1-ის ეთერში ჟურნალისტის შეკითხვას, გეგმავს თუ არა ის მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან. როგორც სანდუმ აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლისას ამჟამინდელ მთავრობას რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება სურდა, თუმცა ომმა უკრაინაში და მეზობლების მკვლელობამ ეს შეუძლებელი გახადა. მოლდოვის ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის მხრიდან მუქარებზე. „ეს მუქარებია. სამწუხაროდ, ასეთია რუსეთის ინსტრუმენტები: მუქარები, სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობები. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ძალიან სერიოზულია. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურდა. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო, რა ურთიერთობები შეიძლება, იყოს აგრესორთან, სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?“ – განაცხადა მაია სანდუმ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მისაღწევად უმოკლესი გზაა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ სააგენტო Dpa-სთან ინტერვიუში განაცხდა. მან გერმანიას და ალიანსის სხვა წევრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. „ეს შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზანს, რაც უკრაინაზე კონტროლის დაწესებაა. მისივე თქმით, მაშინ შეიძლება გაჩნდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენას. რუსეთის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ ბოლო დარტყმებზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის უკრაინას. „პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, ზამთარი აქციოს იარაღად სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ არის თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლით. ეს არის მასირებული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რადგან მილიონობით უკრაინელს საბაზო მომსახურება ერთმევა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
30 დეკემბრის ღამით უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით რუსეთის ძალებმა შვიდი კამიკაძე დრონი გაუშვა, ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი ცნობით, დრონების ნამტვრევებმა დააზიანა ორი შენობა კიევის გოლოსეევსკის რაიონში. „ჩვენი თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კიევის მიმართულებით შვიდი კამიკაძე დრონი მიემართებოდა, ორი მათგანი ჩამოაგდეს დედაქალაქის მისადგომებთან, ხუთი – კიევის თავზე. ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად, გოლოსეევსკის რაიონში საცხოვრებელ სახლსა და ერთ არასაცხოვრებელ შენობაში დაზიანდა ფანჯრები. დაშავებულები არ არიან“, – აღნიშნა კლიჩკომ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
მისაქციელში თერმულად დამუშავებული ინგრედიენტების საწარმო ამოქმედდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მისაქციელში თერმულად დამუშავებული პირველადი ინგრედიენტების საწარმო Georgian Greens-ი ამოქმედა. როგორც საწარმოს თანადამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ BM.GE-თან განაცხადა, უკვე 13 სახის პროდუქტს, მათ შორის ნივრის, ჯინჯერის, კამის და ქინძის პასტას აწარმოებს. მისივე თქმით, პროდუქცია საქართველოს მარკეტებში 2023 წლიდან გამოჩნდება. "ყველაფერი თერმულადაა დამუშავებული, არ შეიცავს არანაირ დანამატებს და ყველას შეუძლია სამზარეულოში გამოიყენოს. ჯერ-ჯერობით ადგილობრივ ბაზარზე არ ვართ წარმოდგენილი, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ "რითეილ" ქსელებთან და 2023 წლიდან უკვე საქართველოს მარკეტებშიც გამოვჩნდებით. ამ ეტაპზე კი სატესტო რაოდენობები პოტენციურ დიდ დამკვეთებთან ისრაელში, კატარსა და გაერთიანებულ ემირატებში გავგზავნეთ. უცხოეთის ბაზრისგან ძალიან დიდი დაინტერესებაა, რადგან მსგავსი პროდუქტი ბაზარზე ბევრი არ არის. მე და ჩემი პარტნიორი დიდი ხანია საერთაშორისო გამოფენებში ვმონაწილეობთ, ეს სფერო კარგად გვაქვს შესწავლილი“, - განაცხადა ეკატერინე ვეფხვაძემ. რაც შეეხება გამოწვევებს, „Georgian Greens”-ის თანადამფუძნებელი გვიყვება, რომ ძირითადი სირთულე მომწოდებლებთან ურთიერთობა და ფასების ცვალებადობაა. "ნედლეულს ადგილობრივებისგან ვიბარებთ და ხშირად ის რაოდენობა არ აქვთ, რასაც გვპირდებოდნენ, ასევე სირთულეა მუშაობა ფასების მუდმივი ცვალებადობის პროცესში, მაგალითად ქილების იმპორტირება გვიწვეს, რომლის ფასიც თვიდან თვემდე იზრდება“, - განმარტავს ეკატერინე ვეფხვაძე. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „Georgian Greens” 15 ადამიანს ასაქმებს და ის დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შეიქმნა, დამფუძნებელი ზუსტ თანხას არ ასახელებს, თუმცა ამ ეტაპზე ახალ დანადგარებს ელოდებიან, რომელიც უფრო მასშტაბური წარმოების საშუალებას მისცემთ. კომპანიის თანადამფუძნებლის ცნობით, მისაქციელში წარმოებული დამუშავებული ინგრედიენტების საექსპორტო საფასური 1.5 - 5 დოლარამდეა განსაზღვრული, ხოლო ადგილობრივი 5-8 ლარი. BM.GE -
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. „მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა. „ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
მიმდინარე წლის განმავლობაში საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითული თანხა 80 ათასს ლარს შეადგენს. პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 80 ათასი ლარიდან 77% პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, რაც დაახლოებით, 60 ათასი ლარია. პარლამენტის კომიტეტისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პარლამენტის წევრებს ხელფასის 10% უკავდება.