-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
კიდევ ორი კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უანგაროდ დაეხმაროს დაშავებულებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კიდევ ორი კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უანგაროდ დაეხმაროს დაშავებულებს. „კლინიკა ინოვა და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა“, — წერს სამედიცინო ცენტრი Innova. მსგავსი განცხადება ასევე გამოაქვეყნა ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურმა ცენტრმა: „ნ.ბოხუას სახელობის სამედიცინო ცენტრი და მისი პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა“. netgazeti -
“რასაც ახლა ამ დემონსტრაციებით ვცდილობთ, არის ის, რომ არ გავფორმდეთ ბანანის რესპუბლიკად” - ამის შესახებ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ამბავს ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ბიზნესმაც გამოიღვიძა. „თუ რამე პოზიტივი შეგვიძლია დავინახოთ მთელი ამ მიმდინარე პროცესებიდან, ერთ-ერთი არის გამოღვიძება და მათ შორის ბიზნესის მხრიდანაც. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი ბიზნესი ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეა და მას აქვს მნიშვნელოვანი როლი. ის, რომ ბიზნესი წლების განმავლობაში 99%-ის შემთხვევაში აფინანსებს ხელისუფლებას, იმ პოლიტიკური კულტურის არარსებობის ბრალია, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად მიიღოს ის ფაქტი, რომ ბიზნესი აფინანსებდეს ოპოზიციას და ეს მტრულ ნაბიჯად არ აღიქვას. იმედია ნელ-ნელა ესეც შეიცვლება“, - აცხადებს ქიქავა. მისი თქმით, ის, რასაც ახლა დემონსტრაციებით ცდილობს ხალხი, არის - დაანახოს დასავლეთს, რომ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომელთანაც ყველა ტიპის თანამშრომლობა განულებული უნდა იყოს. „უმნიშვნელოვანესია ლეგიტიმაციის საკითხი. როცა ხელისუფლებას შეჩერებული აქვს კომუნიკაცია დასავლეთთან და ამ დროს ბიზნესის დიდი ნაწილი ფინანსდება სწორედ დასავლეთიდან, ამან შესაძლოა, ბევრი პრობლემა შეგვიქმნას. ის, რასაც ახლა ამ დემონსტრაციებით ვცდილობთ, არის ის, რომ არ გავფორმდეთ ბანანის რესპუბლიკად, რომელთანაც ყველანაირი ტიპის თანამშრომლობა ან განულებულია ან გართულებული. ეს იწვევს ფულის გაძვირებას ბიზნესისთვის და ბანკებისთვის, საბოლოო ჯამში, ამას აქვს დომინოს ეფექტი და მივყავართ ძალიან ცუდ შედეგებამდე. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მივებათ აღმოსავლეთს ან უარეს შემთხვევაში, ჩრდილოეთს და ეს სიკეთის მომტანი იყოს ჩვენთვის. სამწუხაროდ, როგორც საზოგადოება, იმაზეც ვერ ჩამოვყალიბდით, მტერი ვინ არის. რუსეთის და ჩვენი ინტერესი ცალსახად რომ არ ემთხვევა ერთმანეთს, ამას დიდი განათლება და დოქტორის ხარისხი არ სჭირდება“ - აღნიშნავს „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორი. რესან ქიქავამ პარალელი ბელარუსთან გაავლო და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში იმედისმომცემი მხოლოდ ის არის, რომ ქართველი ერი მებრძოლი ერია. „ჩვენი დამცავი ამ ხელისუფლებისგან დღეს არავინ არ არის. ხვალ რომ მათ გადაწყვიტონ, გახდნენ უარესი, იქნება უარესი და ეს არის დამოკიდებული იმაზე, იგრძნობენ თუ არა ისინი ძალაუფლების საფრთხეს. წინსვლაზე და განვითარებაზე აღარ არის საუბარი, იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. იგივე მიდგომაა ჩვენთანაც, რაც იყო ბელარუსში, სადაც მსგავსი ტიპის დაკავებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ 3 000-მდე კაცი დაიჭირეს. უბრალოდ, მათგან განსხვავებით, ჩვენ ძლიერი ერი ვართ, ჩვენი იდენტობა გვაქვს, რანაც ათასწლეულების განმავლობაში გადაგვარჩინა და იმედია, ახლაც ეს გვიშველის“, - განაცხადა მან. ბიზნესმენი კოლეგებს ურჩევს, არ დაელოდონ, სანამ რეჟიმი მათ პირადად შეეხება. „ყოველთვის ფრთხილად ვარ მოწოდებების მიმართ და ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა ბიზნესს თავისებური მიდგომა აქვს ყველა საკითხთან დაკავშირებით. როცა ასეთ გარემოში გიწევს ყოფნა, ეს გარკვეული რისკის მატარებელია. ამიტომ, ბიზნესს რაც შემიძლია ვურჩიო, ის არის, რომ არ დაელოდოთ, სანამ პირადად შეგეხებათ, მანამდე დაწყებული მოქმედებები უფრო ეფექტურია. ხელისუფლებას ვქირაობთ ჩვენ, ხალხი, ვუხდით მათ ფულს და ვავალდებულებთ, შეასრულონ კონსტიტუცია. როცა ისინი არ ასრულებენ კონსტიტუციას, ამ დროს ხელისუფლებას უშვებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ უშვებ, რადგან გვაქვს ის სისტემა, რაც გვაქვს. ვფიქრობ, მეტი კომუნიკაციის შემთხვევაში ყველაფერს მეტი აზრი მიეცემა. უნდა მივიდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვესაუბროთ პრობლემებზე და გამოსავალზე. გამოსავალი კი ის არის, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა აიღოს ძალადობაზე, რადგან ის, რაც ხდება, არის რეპრესიები და ესეც ხომ პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა. მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია ლეგიტიმაციის დაბრუნება - ბიზნესს გვჭირდება ლეგიტიმური ხელისუფლება იმისთვის, რომ შევძლოთ დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობა“, - აცხადებს რესან ქიქავა. ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
-
იზოლაციის პირობებში აუცილებლად ჩამოინგრევა საქართველოს ეკონომიკა - ეკონომისტი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„საქართველო იცვლის ვექტორს, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყაროსგან, რაც სამწუხაროდ ჩამოანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „ის დახმარებები რაც გვაკლდება, პირდაპირ მოაკლდება ეკონომიკას, ჩვენი ეკონომიკა კი არის პატარა და ყველა დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ უფრო ფართოდ არის საქმე: საქართველო როცა იცვლის ვექტორს და მიდის სხვა მიმართულებით, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყაროსგან, ეს სამწუხაროდ ჩამოანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, არ გვაქვს ბუნებრივი სიმდიდრეები, ჩვენი სიმდიდრე არის ეკონომიკური გახსნილობა. აქამდე ასე იყო, ასე ვცოცხლობდით. ამ მიმართულებით შეგვიძლია ჩვენ განვითარება, დღეს ამ ყველაფერს გვიკეტავს მოქმედი ხელისუფლება. იზოლაციის პირობებში აუცილებლად ჩამოინგრევა ეკონომიკა, მაგრამ იმედი მაქვს ვიპოვით გზას რომ გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა,“ - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა. ავტორი: თაია არდოტელი -
ადგილი აქვს მოქალაქეთა სისტემურ წამებას, არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობას. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა ასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც. ჩვენ გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ თითოეული ასეთი ფაქტი მოქალაქეთა წამების, ცემის, ძალის გამოყენებით დაკავებისა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ დოკუმენტირდება ჩვენს მიერ. თითოეული ფაქტის შეახებ ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობასაც ვაწვდით, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არცერთ ფაქტზე არ რეაგირებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დამნაშავე პირები იდენტიფიცირებულები არიან. „წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტების აღწერა, ასევე შესაბამისი ვიდო-ფოტო მასალები, იმავენაირად ვაგროვებთ ინფორმაციას ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ძალადობრივად მეთოდით ხელშეშლასთან დაკავშირებით და ეს მონაცემები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადაეცემა, ასევე ინფორმაციას მივაწვდით, მიმდინარე სამართლებრივ რეპრესიებთან დაკავშირებით. ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში, როდესაც მოქალაქეებს სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი სასამართლო განჩინების გარეშე ოჯახებში უცვივდებიან, უკანონო ჩხრეკა და დაკავებები, მოქალაქეების გატაცება და საათების განმავლობაში მათი ადგილსამყოფელიც არ ვიცით. ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან რეპრესიებს და არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში. მინდა ვთქვა, რომ წამება არის აბსოლუტურად აკრძალული და ამისთვის პასუხი როგორც მისმა ჩამდენმა, ისე მისმა ზედამხედველმა პირმა უნდა აგოს, რომლებსაც წამების აღკვეთა ევალებოდათ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წამების დანაშაულად, წამების გამოუძიებლობაც ითვლება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ რეაგირებს არცერთ ფაქტზე და არავინ მიუციათ პასუხისგებაში მაშინ, როდესაც ზოგიერთი პირი იდენტიფიცირებულია. სასამართლოს პასუხისმგებლობაა, როცა სასამართლო სხდომებზე ნაწამები მოქალაქეები სხედან და მოსამართლეებს არ აინტერესებთ სად აწამეს ადამიანები და მოსამართლეები აცხადებენ, რომ ეს მათი საქმე არ არის და არ უგზავნის საქმეს საგამოძიებო უწყებებს, ამ უწყებაზეც არის პასუხისმგებლობა. ჩვენ შესაბამისი პირების მითითებით, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლების სახელებს საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტებს და დიპლომატიურ კორპუსს ვუგზავნით, რომ ყველამ იცოდეს ვინ არის საქართველოში მოქალაქეთა პოლიტიკურ რეპრესიებზე, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისმგებელი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ipn
-
9 დეკემბერს სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი: გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დააკავეს. სტუდენტი მარიამ გუჯაბიძე „ბათუმელებთან” ყვება, რა მოხდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში 3 დეკემბერს, რასაც 5 ადამიანის დაკავება მოჰყვა. შსს ამტკიცებს, რომ დეკემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით. ამის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ, რის გამოც ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, უწყების განცხადებით, მამუკა ჯორბენაძე და მისი სტუდენტები მოგვიანებით თეა ცაგურიას ქმარს, ირაკლი დევაძეს და მის მეგობარს, ი.ნ-ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. სტუდენტი მარიამ გუჯაბიძე „ბათუმელებთან” ამბობს, რომ სტუდენტებმა არჩევნების შესაძლო გაყალბების შემდეგ უნივერსიტეტში პლაკატები გამოაკრეს, რომლებიც მალევე ჩამოხიეს, ამიტომ, მათი ხელახლა გაკვრა გადაწყვიტეს. მარიამის მონათხრობის თანახამად, 3 დეკემბრის დილას, როცა ისინი საპროტესტო პლაკატებს აკრავენდნ უნივერსიტეტის შენობაში, მათთან ლექტორი თეა ცაგურია მივიდა, პლაკატები ჩამოუხია და სტუდენტებს სახლში წასვლა მოსთხოვა. ლექტორ თეა ცაგურიას ქმარი, ირაკლი დევიძე ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეა. ამ მესიჯის სქრინი „ბათუმელებს” აქვთ. მარიამ გუჯაბიძე ამბობს, რომ ამ დროს სტუდენტები საპროტესტო აქციიდან უნივერსიტეტში ტელეფონების დასატენად და დასასვენებლად დაბრუნდნენ, რა დროსაც ნახეს, რომ შენობაში 2 უცხო ადამიანი შემოვიდა. მისივე ვარაუდით, ამ 2 ადამიანეს ეგონა, რომ მამუკა ჯორბენაძე უნივერსიტეტში მარტო იქნებოდა. publika
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი ინფორმაციის საფუძველზე, "დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს." ამ მიზნით, სუსის თანახმად, იგეგმება "მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას". მსგავსი განცხადებები მოსალოდნელი, სავარაუდო არეულობის შესახებ უწყებას მანამდეც არაერთხელ გაუვრცელებია, როგორ თავად ამბობენ - პრევენციისთვის. სუსი ირწმუნება, რომ ამ განზრახვას განახორციელებენ "ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით". "სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას". განმარტებული არაა, მაგრამ რიტუალურ სცენებში სუსი, სავარაუდოდ, გულისხმობს საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა პოლიტიკოსის ფიტულის დაწვას. აქციებზე დაწვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) ფიტული. სწორედ მის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფი შლის აქციას ძალის გამოყენებით. კუბოთი მიიტანეს და პარლამენტის წინ დაწვეს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტულიც. ამ მიზნისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, "სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფები" აზიანებენ გარე მეთვალყურეობის კამერებს "როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე", რათა დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება. უწყება "დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად" განიხილავს "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე 7 დეკემბერს, ღამით, მომხდარ თავდასხმასაც და აცხადებს, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარს იძიებს, "რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა". მსგავსი განცხადებების, ისევე როგორც აქციების მონაწილეთა დაკავების მიზანი, დემონსტრანტების აზრით, საპროტესტო მუხტის დაცემაა. ასევე ნახეთ სუსი პროევროპულ აქციებს უკავშირებს ხელისუფლების დამხობის საქმეს, რომელსაც წელიწადზე მეტია იძიებს 7 დეკემბერს "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვეს, რომ ორივეს ტვინის შერყევა აქვს და ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას. ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს. მომხდარიდან მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში შავნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ. ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე". მანამდე, პროევროპული აქციების დაწყებიდან მესამე დღეს, 30 ნოემბერს, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ "დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად". წელიწადზე მეტია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" და საქმე 315-ე, ამბოხების მუხლითაც აღძრა. ასევე ნახეთ „პროტესტი კონსტიტუციურ ჩარჩოებშია“ - სალომე ზურაბიშვილი შემდგომ ნაბიჯებზე ლაპარაკობს ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე 2024 წლის ივლისში უკრაინაში მებრძოლი რამდენიმე ქართველი გამოიკითხა. ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე ოქტომბრის დასაწყისში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი რურუა. „ეს არის მიმდინარე საქმე - მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს [გიორგი რურუა]. გრიფი [საიდუმლო] ადევს [ამ საქმეს]“, - უთხრეს სუსში რადიო თავისუფლებას. თუმცა ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ეს იგივე გამოძიება, რომლის დაწყების შესახებაც უსაფრთხოების სამსახური ივლისში იუწყებოდა. 2014 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ათამდე საქმე დაიწყო ამბოხება-შეთქმულების მუხლით, მათ შორის იყო „საბურავების საქმე“, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით „ევრომაიდნის მოწყობას“ გეგმავდა, რისთვისაც „ზონდერჯგუფებს“ ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა. ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები ხელისუფლებამ დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც. გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი. ასევე ნახეთ მოსკოვში ისევ ირწმუნებიან, რომ დასავლეთი საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მოწყობას ცდილობს ამასთან, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, მოსკოვში ყოველ ჯერზე აცხადებენ, რომ დასავლეთი საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მოწყობას ცდილობს. პროდასავლური საპროტესტო დემონსტრაციების მეთორმეტე დღეს "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების თაობაზე, რომელთა მიღებასაც დეკემბრიდან გეგმავენ. ცვლილებებით, აქციაზე დემონსტრანტებს აეკრძალებათ ნიღბების ტარება და სახის დამალვა; რეგულაციები დაწესდება პიროტექნიკის გამოყენებაზე; საჯარო სამსახურებს უფრო მარტივად შეეძლებათ „რეორგანიზაცია“ - შესაბამისად, ადამიანთა გათავისუფლება; პოლიციელად მუშაობის დაწყება კი უფრო მარტივდება, ვიდრე აქამდე. ასევე ნახეთ „ოცნების“ 4 ახალი ინიციატივა პროევროპულ დემონსტრაციებსა და პროტესტზე პასუხად მეცამეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება. გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს. radio tavisupleba
-
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს თანადამფუძნებელი, სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება, 225 (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 239 პრიმა მუხლებით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. მარიამ ნიკურაძე ყოველდღიურად აშუქებს მიმდინარე მასშტაბურ პროევროპულ პროტესტს. ნიკურაძის წინასწარი ვარაუდით, გამოძიებას მისგან სწორედ გადაღებული მასალის მოპოვება სურს. „დამირეკა კრიმინალურმა პოლიციამ და დამიბარა გამოკითხვაზე. მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა. იგივე გამოძიებასთან დაკავშირებით, რაზეც აქტივისტები დაიბარეს. რამდენადაც ვიცი, ჟურნალისტი მარტო მე ვარ. შეიძლება უნდოდეთ ჩემ მიერ გადაღებული მასალა, შეიძლება რამე ბრალდება აქვთ ჩემთან დაკავშირებით გონებაში“, — ამბობს ნიკურაძე ნეტგაზეთთან. მარიამ ნიკურაძე ერთ-ერთია იმ დაუდასტურებელი წყაროდან გავრცელებულ სიაში, რომელიც „დასაკავებელ“ პირებს მოიცავს. სიაში მყოფები ადამიანებიდან ნაწილი უკვე დაკავებულია, მათ შორის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. სია 7 დეკემბერს გავრცელდა, გავრცელებიდან 2 დღეში დაუკავშირდნენ ნიკურაძეს, რომ გამოკითხვაზე იბარებდნენ. netgazeti -
პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში დაინიცირებული ცვლილებები ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს. ამ ცვლილებების თანახმად, შს მინისტრს პირის პოლიციაში მიღება კონკურსის გავლის გარეშე შეეძლება. დეტალურად ამ ცვლილებებზე მეზვრიშვილის შეფასებით, პოლიციაში გადაწყვიტეს არაფორმალი ნიღბიანი ზონდერების მიღება. „როგორც ჩანს, ივანიშვილმა პოლიციაში არაფორმალი ნიღბიანი ზონდერების ოფიციალურად მიღება გადაწყვიტა და ამით არის გამოწვეული ცვლილება პოლიციის კანონში. ამ ცვლილებით ყველა, ვისაც ფეხი აუცდება, პოლიციელი გახდება. მიღების კრიტერიუმებს ვაფართოვებდით (იურიდიული განათლება დავუმატეთ) და ესენი საერთოდ წინაპირობებს ხსნიან. ეს ცვლილება ადასტურებს, რომ „ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს. ანუ, პროტესტი სწორად ვითარდება, უნდა გაორმაგდეს და მთელი საქართველო მოიცვას“, — წერს იგი. netgazeti
-
ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დააკავეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა. „თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, პოლიციის მხრიდან სასტიკი, უკანონო ძალის გამოყენების პირისპირ, გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. გრძელდება საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავებები, ამავდროულად, მედიის წარმომადგენლები სამართალდამცავი ორგანოების და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების კონკრეტულ სამიზნეს წარმოადგენენ. დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი და გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი გახდა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, მათგან ბევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აღმაშფოთებელი შეტყობინებები მიუთითებს სასტიკ და განზრახ ჩადენილ ძალადობაზე, რაც იწვევს საფუძვლიან შეშფოთებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ შეტყობინებებისა, ჯერჯერობით არცერთ პოლიციელს ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფის წევრს პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია. ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“, – აცხადებს ანიტა ჰიპერი. მისივე განცხადებით, ევროკავშირი ითხოვს, შეწყდეს ფართოდ გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური დევნა და მოქალაქეების წამება და არასათანადო მოპყრობა, რომელთა შესახებაც ცნობები ვრცელდება. „ძირითადი უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ყველა განცხადება წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება. ძალადობა არ არის პასუხი საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე. ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს“, – აცხადებს ანიტა ჰიპერი. netgazeti
-
„ქართული ოცნების” მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება გამოიწვია, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირი 16 დეკემბერს დამატებით ზომებს განიხილავს. “დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე. ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს“,- განაცხადა ანიტა ჰიპერმა. ასევე, ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება. ძალადობა არ არის პასუხი საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“,- განაცხადა ანიტა ჰიპერმა. ipn
-
ჩვენ შევხვდით აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მე პირადად ვნახე ეს ადამიანები და პირადად მქონდა საუბარი. კიდევე ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ეს საქმე ძალიან ეფექტურად და დროულად გამოიძიოს და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, პასუხისგებაში მისცეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საქმეების გამოუძიებლობა დაუშვებელია. „დაუშვებელია, რომ ეს საქმეები არ იქნეს გამოძიებული, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კანონდამრღვევებს და ჩვენ შემდგომში მივიღებთ კიდევ უფრო მძიმე სურათს, როდესაც აქციების დაშლას ექნება ადგილი კიდევ ერთხელ გამოვეხმაურები ჟურნალისტების როლს ამ ყველაფერში, ჟურნალისტების როლი არის განუსაზღვრელად დიდი. გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე და ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები, შესაბამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო. მათ შეძლონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები, ისე როგორც თვლიან საჭიროდ და რა თქმა უნდა, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, განსაკუთრებით, ის რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და უსასტიკესი მეთოდებით გაუსწორდნენ. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული, ყველა ამ შემთხვევაზე, ადამიანებმა, ფიზიკურმა პირებმა, ვინც ეს ჩაიდინეს, პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა იოსელიანმა. მან ასევე ისაუბრა, არაფორმალური ჯგუფების გამოჩენაზე. „კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას ამ არაფორმალური ჯგუფების გამოჩენაზე, რომელმაც საზოგადოების ძალიან სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, არ დარჩა არავინ, ვინც არ დაგმო ეს მოვლენა, იმიტომ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენა, როდესაც ნიღბიანებში ჩაცმული ადამიანები უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, უსწორდებიან ჟურნალისტებს. ეს შემთხვევა უნდა იქნეს, ალბათ, პირველ რიგში გამოძიებული და დადგინდეს ამ ადამიანების ვინაობა და ისინი უნდა წარდგნენ კანონის და სამართლის წინაშე. ეს არის ის გადაუდებელი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ძალიან მძიმე პირობებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ხელისუფლებას, მაგრამ ამავე დროს, აქციის მონაწილეებს არ დაუშვან რაიმე ტიპის ხელშეშლა ჟურნალისტების საქმიანობაზე, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მოვლენები გააშუქონ ისე, როგორც ამას თვითონ თვლიან საჭიროდ, უსაფრთხო გარემოში“-განაცხადა იოსელიანმა. ipn
-
"პოლიციელებს, პროკურორებს, საჯარო მოხელეებს მოგმართავთ, განსაკუთრებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე. ახლა თქვენი გადარჩენის გზაც მხოლოდ ერთობაშია. ერთად იდგებით? - შეჩერდება წამება, გადარჩება ყველა." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/videos/570074789248163
-
მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე ბოლო 10 დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს, თუმცა, ამ დრომდე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 10 დეკემბერს როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში მედიას უწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის. პუბლიკა
-
გადადგა მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი ყურუა, თანამდებობას ტოვებს. ამ გადაწყვეტილებასა და მის მიზეზებზე ყურუამ „ფეისბუქზე“ დაწერა. „დღეს ჩემს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეულწილად საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მინდა უპირველეს ყოვლისა მივმართო იმ ადამიანებს, ვისთანაც გარკვეული წლების განმავლობაში მქონდა სამსახურეობრივი შემხებლობა როგორც, თანამშრომელს და ასევე როგორც ხელმძღვანელს, მადლობა ყველას დაწყებული დამლაგებლის პოზიციიდან დამთავრებული ხელმძღვანელობამდე. მადლობა ნდობისთვის, ურთიერთობისთვის, თქვენს მიერ გაწეული შრომისთვის, რომელმაც საერთო საქმეს არაერთი წარმატება მოუტანა. ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა მისაღებია თუ არა ჩემთვის. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დარჩენა მიმაჩნია მიუღებლად… საქართველო გაიმარჯვებს… საქართველოს გარუსება ვერ მოხდება! საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი ოჯახის წევრი“, — წერს იგი. ნეტგაზეთი -
ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ - დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა „ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა“. „დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა. ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
პედიატრი, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცი, რომ ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მან დაახლოებით 20:00 საათზე მარტომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. ცნობისთვის, წინა დღით ცნობილი გახდა, რომ პოლიციის თანამშრომლები კოტე ჩახუნაშვილთან მივიდნენ და დაკითხვაზე დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არ დაუკონკრეტებიათ, ჩახუნაშვილმა კი დაკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა. იპნ
-
საზოგადოებრივ მაუწყებელთან არქიტექტორების აქცია მიმდინარეობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან არქიტექტორების აქცია მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს. -
საქმეების გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, მათთვის, ვინც ყოველ საღამოს ქუჩაში გამოდის, არა მარტო თბილისში, არამედ ბევრ სხვა ქალაქში, შემდეგია: იმედი არ დაკარგოთ, თქვენი ხმა გვესმის! ბევრი მათგანის მიმართ, ქალების მიმართ, ახალგაზრდების მიმართ ამდენი ძალადობა და სისასტიკე შოკისმომგვრელია. დღეს დილით უფლებადამცველებს შევხვდი. მათ საშინელი, შოკისმომგვრელი სცენები აღწერეს, თუ როგორ სასტიკად ეპყრობიან ადამიანებს დაკავების შემდეგ. მათი თქმით, ეს წამების ტოლფასია. ამ საქმეების გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ნამდვილად გამაოგნებელია, რომ პოლიცია, საიდუმლო სამსახური და კრიმინალური დაჯგუფებები ორი ღამის წინ თბილისის ქუჩებში დარბოდნენ და ჯერ კიდევ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ელჩმა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მთავარი პრინციპებია. სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული ევროკავშირი, ამიტომ ჩვენ თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ძალადობას ვგმობთ. ეს სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი მედიის წარმომადგენლებისკენაა მიმართული. მე პირადად შოკირებული ვარ, რომ ბევრი ახალგაზრდა სასტიკად სცემეს ქართული დროშების ფრიალის გამო. ეს მართლაც უაღრესად დამამწუხრებელია და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ძალადობის ეს უპრეცედენტო დონე სასწრაფოდ შეწყდება“, - აღნიშნა ელჩმა. მისივე თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს. „ნებისმიერი სახის ძალადობას ვგმობ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მაგრამ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, დამატებითი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან პოლიცია და უსაფრთხოების ძალები უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, რომელიც მიმართულია ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. იპნ
-
ტელეკომპანია „იმედთან“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ტელეკომპანია „იმედთან“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს. ისინი „იმედთან“ რუსთაველის გამზირზე დაშავებულების ფოტოებით მივიდნენ და განაცხადეს, რომ „ეს ირაკლი რუხაძის დამსახურებაა“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, „„იმედი“ არის პროპაგანდისტული არხი“. „ჩვენი მიზანია, ეთერი გახსნათ და შეწყვიტოთ ადამიანების ზიზღი“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა. ამასთან, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ „„იმედის“ ტელევიზია იქცა პროპაგანდის მანქანად“. 1ტვ -
გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი”,- ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია - ამის შესახებ „გორგიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქცია კვლავ ხელმისაწვდომი გახდეს, რომლის რეალიზაციაც შეეზღუდათ. „გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი. ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია“,- ნათქვამია „გორგიას“ განცხადებაში. იპნ
-
როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ეს ასევე მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოს მოსახლეობის დაზარალება და დასჯა არ სურს. „ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება. არ გვსურს ხალხის დასჯა, რომელიც გამოხატავს ევროკავშირის ღირებულებების მიმართ ერთგულებას, რომელიც თბილისსა და ბევრ სხვა ქალაქში ქართულ დროშებსა და ევროპულ დროშებს აფრიალებს, მაგრამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკაზე, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ. წევრი სახელმწიფოები ამას განიხილავენ ორშაბათს და იმედია, რომ ორშაბათს მოხდება გადაწყვეტილებების მიღება“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
-
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. ბექა ჯაიანს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი დაუზუსტდა. კერძოდ კი, სისტემატურად ცემის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ბრალდების მიხედვით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა. ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იპნ -
ადვოკატი ვასილ ჟიჟიაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ლაშა გოგებაშვილი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, გ.წ. დაახლოებით 01:30 საათზე ქაშვეთის ეკლესიის ქვედა ქუჩაზე დააკავეს. უფლებადამცველმა დაკავებულები დიღმის იზოლატორში მოინახულა. მისი თქმით, სპეცრაზმელები ორივე დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულებს სახეზე ემჩნევათ ცემის კვალი. ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულებს 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პუბლიკა
-
ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ურთიერთობასთან, რაც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რა ზომებია მაგიდაზე საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, 16 დეკემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა, რომ "ყველა ზომა მაგიდაზეა". „ყველა ზომა მაგიდაზეა. საქართველოს ბევრი წლის განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან. ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის შეთანხმება. ბოლოს, საქართველოს მიენიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია ყველაფერ ამასთან და საჭიროა ამ პრივილეგირებულ ურთიერთობაზე დაფიქრება, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა გასული 10 წლის განმავლობაში, ეს არის ის, რაც მოხდება“, - აღნიშნა ელჩმა. კითხვაზე, განიხილება თუ არა სანქციების საკითხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ელჩმა უპასუხა: „მე უკვე ძალიან გარკვევით განვაცხადე, რომ როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას, ევროკავშირისთვის ძალიან რთულია, რადგან საჭიროა 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება, თუმცა, ის, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში აშკარად ითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად, ერთსულოვნების მიღწევა დამოკიდებულია 27-ვე დედაქალაქზე. ვფიქრობ, იმედი მაქვს ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის რთული იქნება უგულებელყოს ძალადობის დონე, სისასტიკის დონე. მოდით, ვნახოთ, იქნება თუ არა სანქციები წარმოდგენილი ორშაბათს, მოსამზადებელი სამუშაო უკვე ნამდვილად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ