-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
30 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს 6 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. როგორც სხდომის დაწყებამდე გოგილაშვილმა აღნიშნა, საელჩოების წარმომადგენლებმა სხდომაზე დასწრების სურვილი თავად გამოთქვეს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი 30 ნოემბერს, უკრაინკას ქუჩაზე მაშინ დააკავეს, როცა ის საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მისი თქმით, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გოგილაშვილის განმარტებით, ის უსამართლოდ დააკავეს და ასევე უსამართლოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო და ცხვირი გაუტეხეს. მისივე თქმით, იზოლატორთან 9-საათიანი ლოდინის შემდეგ, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ეს უკვე წამება, დაშინება იყო, რომ მეორედ აქციაზე გამოსვლა არ გამებედა“,- აცხადებს გოგილაშვილი. ცნობისთვის, დავით გოგილაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დავით გოგილაშვილის პროცესს დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩეხეთის, ევროკავშირის, ესტონეთის, ბრიტანეთის, ჰოლანდიის, დანიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. იპნ
-
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბარბარობის დღესასწაულს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც საკუთარმა მამამ, დიოსკორემ, თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა. ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, სიხარულსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც. მედიის ცნობით, აფეთქება დისტანციურად განხორციელდა. გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი დაუსწრებლად ცნო სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად. გამოძიების ინფორმაციით, მან პირადად გასცა ბრძანება უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. „ჩინოვნიკი პასუხისმგებელია რაშისტების მიერ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე თავდაცვის ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის მასიურ გამოყენებაზე. კირილოვის ბრძანებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენების 4,8 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, რიაზანის გამზირზე აფეთქება მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ აფეთქების შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპნენ. იპნ
-
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად მიიწვიეს. ამის შეახებ დღეს, 16 დეკემბერს, ევროპარლამენტის თავმომარემ, რობერტა მეცოლამ განაცხადა „ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც უკვე ორი კვირაა ქუჩებში მშვიდობიანად, ვნებით იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ისინი აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, როცა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რეპრესიებს ოპოზიციისა და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ, მათ შორის, სანქცირებას იმ პირებისა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე. ჩვენ ვთხოვთ ყველა, 27-ვე წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და ამ ზომების შესახებ შეთანხმდნენ. ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო“, — განაცხადა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ნეტგაზეთი
-
დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მეთიუ მილერის თქმით, დღეს უფრო მკაფიოდ ვერ ისაუბრებს, თუმცა არის სხვა სანქციები. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, ქმედებებით, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზნით. პარასკევს თქვენ ნახეთ, რომ 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ჩვენ სხვა ქმედებები გვექნება, რომლებიც მზად ვართ, რომ უახლოეს კვირებში განვახორციელოთ. როგორც განცხადებაში ვთქვით, გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ. უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვით, მათ შორის მდივანი ბლინკენის განცხადება ერთი კვირის წინ და ჩემი განცხადება პარასკევს, რომ ჩვენ დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთ ღამეში შეიძლება, უნდა დარწმუნდე, რომ ამას კანონის შესაბამისად აკეთებ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, საუბრის მომენტშიც კი“, - განაცხადა მეთიუ მილერმა. იპნ
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა. ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა საქართველოს მთავრობის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ესტონეთი, რომელმაც „ოცნების“ და ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა, ეს გააკეთა უცხო ძალების დავალებით. „პარლამენტის თავმჯდომარისა და ავტორიტარული მთავრობის განცხადებები მიუღებელი, მტრული და ტყუილებითაა სავსე. სამწუხაროა, რომ წარმომადგენლები ქვეყნისა, რომლის სუვერენიტეტსაც, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპისკენ პროგრესს ესტონეთი თითქმის 30 წელია უჭერს მხარს, მტრულ რიტორიკას იყენებს ესტონეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ამით, იმეორებს რუსეთის განცხადებებს“, — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნეტგაზეთი
-
დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს. „ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, დემოკრატიული ქვეყნები ოპოზიციურ ხმებს არ ახშობენ და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ. ამის საპასუხოდ ჩვენ პოლიტიკური კონტაქტები შევამცირეთ და საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსება შევაჩერეთ. დღეს, ჩვენ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით და კომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს. ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციების დაწესების საკითხი იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის უკან დგანან“, - განაცხადა კაია კალასმა. მისივე თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს. „მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხისკენ, დამოუკიდებელი მედიისკენ, რადგან საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. იპნ
-
ევროკავშირი ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურის წამოწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. კანონმდებლობის თანახმად, დიპლომატიური პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. დიპლომატიური პასპორტის მიღების უფლების მქონე პირები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე; საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს პარლამენტის წევრები; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე; საქართველოს მინისტრები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრები, მათი პირველი მოადგილეები და მოადგილეები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლე; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები; საქართველოს გენერალური პროკურორი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი – გენერალური აუდიტორი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; საქართველოს სახალხო დამცველი; სახელმწიფო ინსპექტორი; საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; საქართველოს უზენაესი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები, საქართველოს სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის მოხელეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის საჯარო მოსამსახურეები; საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი და მისი მოადგილე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ქორეპისკოპოსი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის“ დეპარტამენტის თავმჯდომარე; საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური; ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების წევრები; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლები, საქართველოს საპატიო კონსულები, დიპლომატიური კურიერები, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე, თავდაცვის ატაშეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომერციული ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ზემოაღნიშნული პირების (გარდა საქართველოს საპატიო კონსულებისა და დიპლომატიური კურიერებისა) მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არაუმეტეს 15 თანამშრომლისა, საქართველოს დაზვერვის სამსახურის არაუმეტეს 30 თანამშრომლისა, შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის არაუმეტეს 50 თანამშრომელი; სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; უცხოეთის სახელმწიფოებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირები, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები, აგრეთვე, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელით დანიშნული მოსამართლეები; ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები; უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ნეტგაზეთი
-
„თავისუფალი ბიზნესების“ გაერთიანება საქართველოში სიტუაციის დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. „არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, — ნათქვამია მათ განცხადებაში. განცხადების ხელმომწერთა შორის არიან „მაგთი“, ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding, კლინიკა კურაციო, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, ბარამბო და სხვა კომპანიები. ნეტგაზეთი
-
"არალეგიტიმურმა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოიტყუა ოდირის დასკვნაზე. უბრალოდ გადახედეთ ოდირის კრიტიკის მასშტაბს და თავად დარწმუნდით მტყუან-მართალში: - საქართველოზე აქამდე მომზადებული ყველა სხვა დასკვნისგან განსხვავებით, ოდირის 2024 წლის ანგარიშის პირველივე წინადადება იწყება იმით, როგორ აზიანებდა საარჩევნო გარემოს ბოლო დროს მიღებული კანონი და როგორი უკუსვლა იყო დემოკრატიული თვალსაზრისით. ასე არც ერთი წინა დასკვნა არ იწყება; -2020 წლის ანგარიშისგან განსხვავებით, სადაც ზეწოლებთან მიმართებით ოდირი იყენებდა ტერმინს „ფართოდ გავრცელებული ბრალდებები“, ახლა გამოიყენა ტერმინები „ფაქტები“ და „ანგარიშები“. ამ სიტყვებს ოდირი მაშინ იყენებს, როცა დარწმუნებულია, რომ ფაქტი სამართლებრივად არსებობს; -ოდირი პირველად საუბროს „დასჯის შიშის“ ფაქტორის არსებობაზე, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოზე ოდირის არც ერთ ანგარიშში არ მოხვედრილა - „ამომრჩევლები ვერ მისცემდნენ ხმას დასჯის შიშის გარეშე“; -2020 წლის ანგარიშში ოდირი მოსყიდვაზე საუბრობდა შემდეგნაირად: „ასეთი შთაბეჭდილების შექმნას შეუწყო ხელი და ეს განცხადებები ხმების მოსყიდვად იქნა აღქმული“. 2024-ის ანგარიშში ოდირი პირდაპირ საუბრობს საარჩევნო წელიწადში სახელმწიფოს მიერ მოწყვლადი ჯგუფებისთვის დიდი ფინანსური დახმარების გამოყოფის, ანაზღაურებადი სტაჟირების გამოცხადების, პენსიონრებისთვის საპროცენტო განაკვეთის შემცირების, მოვალეებისთვის დავალიანების და კოვიდის ჯარიმების ჩამოწერის შესახებ და ამნისტიის კანონზე როგორც მოსყიდვაზე. ოდირის დასკვნამ დაადგინა, რომ: - არ იყო გარანტირებული ხმის მიცემა შიშის გარეშე; -განსაკუთრებული ზეწოლა იყო საჯარო მოხელეებზე; -ამომრჩეველმა ვერ გააკეთა ინფორმირებული არჩევანი; -ხმის მიცემის ფარულობა არ იყო დაცული. -საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების მექანიზმები არ იყო ქმედითი. კენჭისყრის დღეს: -6% შემთვევებში დაფიქსირდა ამომრჩეველზე ზეწოლა და მუქარა, რასაც ემატებოდა დაძაბულობა საარჩევნო უბნის შიგნით; -24% შემთხვევებში დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებისას, ხოლო 7% შემთხვევაში საარჩევნო უბნის ინფრასტრუქტურის და მოწყობის გამო. -საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხმის მიცემის პროცედურას იწერდნენ. ამას ჰქონდა დაშინების ეფექტი, ვინაიდან ვიდეოკამერები ხშირად მიმართული იყო რეგისტრატორებისკენ ან ხმის მიცემის კაბინისკენ, რაც პოტენციურად არღვევდა ხმის მიცემის ფარულობას; -10% შემთხვევაში ამომრჩეველს უბანზე გარეთ გაურკვეველი პირები აკონტროლებდნენ, ხოლო 7% შემთხვევაში საარჩევნო უბნის შიგნით - პარტიის წარმომადგენლები. ოდირის დასკვნით, მოსყიდვის, დაშინების, იძულებისა და ზეწოლის ფაქტების გამო, ამომრჩეველმა თავისუფლად ვერ გააკეთა არჩევანი. ! ეს არის სიმართლე. ასეთი შეფასება ოდირს ბოლო დროის არც ერთ ანგარიშში არ გაუკეთებია. შესაძლოა ოდირის ენა არ მოგწონთ (არც მე მომწონს), მაგრამ ასეთია ოდირის საკომუნიკაციო ენა და ამ პირობებშიც კი ასეთი მწვავე დასკვნაა. სიმართლე ის არის, რომ არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას ჯერ ამათი ლეგიტიმაცია არ უღიარებია. „ოდირის“ მეთოდოლოგია რატომ არის მოძველებული და ვერ პასუხობს საქართველოს მსგავსი რეჟიმების ხელწერას, ამაზე სხვა დროს დავწერ. პ.ს. ეს დასკვნა შუალედურია. საბოლოო დასკვნაში ამისი შერბილება „ოცნების“ ოცნებად დარჩება." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. Facebook ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/28052137671066321
-
კინემატოგრაფისტებმა და კინომოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისში, პროტესტის მე-19 დღეს კინემატოგრაფისტებმა და კინოს მოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი აღმაშენებლის გამზირზე ყოფილი კინოთეატრ “აპოლოსთან” შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ გაემართნენ. “შეუძლებელია ადამიანი იჯდეს ციხეში და შენ ითამაშო სპექტაკლი ან გადაიღო კინო და თქვა, რომ ეს ორი რაღაც ერთმანეთს არ ეხება”, – ამბობს რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, რომელიც დღეს კინემატოგრაფისტების მარშზე მივიდა. “გარდა იმისა, რომ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და პატივისცემას, ჩემი აზრით ხელისუფლება ცდილობს რომ ადამიანებს წაართვას ღირსება. მაგრამ არა მგონია, რომ ამ მარშის მონაწილეებს და კიდევ უამრავ ადამიანს ღირსებას ცემით და სხვა ძალადობით წაართმევენ”, – ამბობს ის. რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ პროფესიული გაერთიანებების პროტესტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “არის ერთი დიდი იდეა და ამ იდეის გარშემო არის გაერთიანებული ეს ამდენი ხალხი და ეს არის ძალიან დიდი იმედი” . ნეტგაზეთი -
ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ. საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან: მწერლები, რედაქტორები, გამომცემლები, წიგნის დიზაინერები, ბუკინისტები და პირები, რომელთაც ლიტერატურასთან აქვთ კავშირი. ისინი გეგმავენ, რომ მსვლელობისას შეჩერდნენ გალაკტიონ ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმთან, სადაც თავიანთ პოზიციას გააჟღერებენ. საბოლოოდ კი, ისინი რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „ილიას გზას ვერ გაამრუდებთ!“, „თავისუფლების დასაცავად წიგნი უკეთესი იარაღია, ვიდრე არმია“, „ენა, მამული, სარწმუნოება - არცერთს არ დავთმობთ!“ ამასთან, მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშებიც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ძალა ერთობაშია“ და სწორედ, ერთად უნდა შეძლონ, მიზნების მიღწევა. „ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, იმ უსამართლობების ჯაჭვი, რომელიც უკვე დიდი ხანია ამ ქვეყანაშია და რომელიც „დაგვირგვინდა“ იმით, რომ საკუთარ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო გადატრიალება მოუწყო“, - აღნიშნა მწერალმა, პაატა შამუგიამ. მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. იპნ -
რა შეიცვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში | ISFED შეფასებას აქვეყნებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას, – ამის შესახებ განცხადებას „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ავრცელებს და კანონში შესულ ცვლილებებს განმარტავს. გთავაზობთ ძირითად ამონარიდებს ISFED-ის შეფასებიდან: 1 – ცვლილებების მიღებამდე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე საჯარო მოხელეები ინიშნებოდნენ განუსაზღვრელი ვადით. მოხელის განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის მიზანია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის შექმნა. განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე განწესებული პირი ითვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირად, რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს უფლებას ანიჭებს ნებისმიერ დროს, ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, გაათავისუფლოს არასასურველი კადრი. გარდა ამისა, მათი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას, დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებამოსილებას შეწყვეტას. მოცემული ცვლილებების შედეგად, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც წლებია ემსახურებიან სახელმწიფო ინტერესებს, საჯარო სამსახურს, კანონის ამოქმედებისთანავე ყოველგვარი სამართლებრივი გარანტიების გარეშე აღმოჩნდებიან. რეორგანიზაცია 2 – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით დანიშნულ იქნას იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ცვლილებების მიხედვით კი, რეორგანიზაციის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მსგავსი შესაძლებლობით სარგებლობის უფლება ჩამოერთმევათ და აღნიშნული შესაძლებელი იქნება მხოლოდ, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას; 3 – ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულება აღარ არის ვალდებული აღადგინოს სამსახურში რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული და სასამართლო ან ზემდგომი ორგანოს მიერ გამართლებული საჯარო მოხელე. ცვლილებები გამორიცხავს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას, მიუხედავად გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასამართლოს მიერ გათავისუფლების უკანონოდ ცნობისა. ამ შემთხვევაში, მოხელეს მიეცემა მხოლოდ განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გარდამავალ პერიოდში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე გავრცელდება ის ნორმები, რომლებიც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს, რაც კიდევ უფრო გააფართოებს იმ პირთა წრეს, რომლებიც რეპრესიული მექანიზმების გამოყენების გზით შეიძლება გათავისუფლდნენ სამსახურიდან. 4 – ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი იქნება მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს შეფასებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მას ხელფასიდან 20% დაუკავდება მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. აღნიშნული მექანიზმი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საჯარო მოსამსახურეთა დასჯის მიზნით. „სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მიმართულია საჯარო მოსამსახურეების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისკენ. აღნიშნული ცვლილებების რეალურ მიზანს წარმოადგენს არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ საჯარო მოხელეთა დაშინება, ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის დასჯა და საჯარო უწყებების პარტიულ ინსტრუმენტად გარდაქმნა. ეს კი თავის მხრივ საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას, პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობას, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა”, – ვკითხულობთ ISFED-ის განცხადებაში. პუბლიკა -
მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ნამდვილად ვწუხვარ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარეს ბუენომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს სამი საკითხი: პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ნამდვილად ვწუხვარ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო, მეორე, ძალიან ვწუხვარ და შეშფოთებული ვარ საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიტოვების გამო. საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახში უნდა იყოს, მესამე ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ ქართული პოლიტიკური კლასის ნაწილის პრეტენზიები მათ დემოკრატიაში და მათ არჩევნებში საგარეო ჩარევის შესახებ. ვფიქრობ, დეზინფორმაცია და არჩევნებში ჩარევა არის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ჩვენი დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. იპნ
-
რუსთაველის გამზირზე ბებია-ბაბუების აქცია-მსვლელობა იმართება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსთაველის გამზირზე ბებია-ბაბუების აქცია-მსვლელობა იმართება. ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. მათ საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილი აქვთ. აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები: „ბაბუას არასდროს ერქმევა „დედუშკა“, „ბებიას არასდროს ერქმევა „ბაბუშკა“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს - ჩვენს შვილიშვილებს“, „შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე“. როგორც ისინი აცხადებენ, უნდათ ევროპა და ის, რაც შვილების თაობისთვის ვერ შეძლეს, შვილიშვილების თაობისთვის მაინც უნდა შეძლონ. ამასთან, როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე იზოლდა ჭუმბურიძე აცხადებს, ისინი ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას. „უფროსი თაობა იყო ყოველთვის სიბრძნის სიმბოლო. მშობლები, ბებიები და ბაბუები უნდა ვიყოთ ამ საქმეში ავანგარდში. დღეს გაბრაზებამ გამოგვიყვანა. ჩვენი სათქმელია, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პატიმრები, ჩვენი შვილიშვილები. ამან გამოგვიყვანა დღეს“, - განაცხადა იზოლდა ჭუმბურიძემ. იპნ -
ბებია-ბაბუები აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბებია-ბაბუები აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. მათ მსვლელობა მეტროსადგური „რუსთაველიდან“ დაიწყეს. მსვლელობისას კი საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილი ჰქონდათ. მათ უჭირავთ პლაკატები „ბაბუას არასდროს ერქმევა „დედუშკა“, „ბებიას არასდროს ერქმევა „ბაბუშკა“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს - ჩვენს შვილიშვილებს“, „შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე“. როგორც ისინი აცხადებენ, მათ უნდათ ევროპა და ის, რაც შვილების თაობისთვის ვერ შეძლეს, შვილიშვილების თაობისთვის მაინც უნდა შეძლონ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას იპნ -
მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი - დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა, პროცესი 23 დეკემბრისთვის გადაიდო. „ჩემი პროცესი გადაიდო, მაგრამ არ დაიშალოთ, იმიტომ, რომ ახალი წარმოდგენა დაიწყება - ლექსო მაჭავარიანის პროცესი და ვნახოთ, რაღაც საინტერესო მოხდება, დარწმუნებული ვარ. სასამართლოზე ჩემი წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა, იმიტომ, რომ საგამოძიებო უწყებაში იყო დაბარებული პარალელურად და მაგის გამო გადაიდო ჩემი პროცესი. კი, დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა დეტალებზე, პროცესი რომ იქნება 23 დეკემბერს, მერე ვილაპარაკოთ",- განაცხადა ბახუტაშვილმა. ცნობისთვის, ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. იპნ -
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის თანამშრომლები საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართავენ. ისინი პროკურორს სთხოვენ, რომ სასამართლოს ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართოს. „ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე. განცხადებას თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 170 ხელმოწერა“, - აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იპნ
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. თუმცა, ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არის“, - წერს რიკარდ იოზვიაკი. იპნ
-
ჩვენი განვითარების პარტნიორები, დასავლეთის სახელმწიფოები, მათ შორის ევროკავშირი, დგას ქართველი ხალხის გვერდით და ისინი მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებენ იმაში, რომ დაიცვან ქართველი ხალხის ინტერესები და დაგვეხმარონ იმაში, რომ ქვეყანა დაბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზაზე. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1108509300780506?st=1GG7mG1l5pS
-
არასრულწლოვანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 წლის მ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
-
საპენსიო სააგენტოს განცხადებით, 2024 წლის დეკემბრიდან მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ, თანამდებობა დატოვა. სააგენტოს ცნობით, გოგა კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს. საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს. “საინვესტიციო საბჭო მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს ხუთწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის, მისი უაღრესად მნიშვნელოვანი როლისთვის, როგორც საინვესტიციო შედეგების, ისე მაღალი კომპეტენციის გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვაში”,- განაცხადა საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივიე რუსსომ. “გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს 2020 წლის აპრილიდან შემოუერთდა და მისი ხელმძღვანელობით საინვესტიციო გუნდმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საპენსიო რეფორმის წარმატებით განხორციელებასა და საპენსიო აქტივების გონივრულ მართვასა და ინვესტირებაში. საპენსიო სააგენტოს გუნდი მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს მნიშვნელოვანი წვლილისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში. სააგენტოში მუშაობის პერიოდში საპენსიო აქტივების მოცულობამ 6.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო საინვესტიციო მოგება 1.4 მილიარდ ლარს აღემატება”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. იპნ
-
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ძალადობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ მათი ძირითადი უფლებებით , - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტიჩკოვასა და კომიტეტის მომხსენებელ კარინა ოდებრინკის განცხადებაშია აღნიშნული. ლუსი პოტიჩკოვა და კარინა ოდებრინკი საქართველოში მიმდინარე „საპროტესტო აქციებისა და ძალადობის შესახებ მუდმივი ცნობების ფონზე“ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის ძირითადი თავისუფლებები. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ არსებული ვითარებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ძალადობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ მათი ძირითადი უფლებებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით. შეშფოთებულები ვართ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობების გამო, ასევე ოპოზიციური ხმებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული ძალადობისა და დევნის გამო. ძირითადი უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, როგორც ეს ნათქვამია ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამის პუნქტებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი და კომიტეტის მომხსენებელი აცხადებენ, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და განურჩეველი ძალის გამოყენება წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას. „ჩვენ მტკიცედ ვიმეორებთ, რომ სამართალდამცავების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და განურჩეველი ძალის გამოყენება წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამართალდამცავი ორგანო პატივს სცემდეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად გამოიძიოს ნებისმიერი ინციდენტი და ბრალდებები აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებული ან არასათანადო ქმედებების შესახებ როგორც ამას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს. ვიზიარებთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედებისა და საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ. ჩვენ ასევე სრულად ვუჭერთ მხარს „ეუთოს სამეულის“ - მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი - 13 დეკემბრის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტი და ექსპერტული ცოდნა, რომელსაც ეუთო და მისი ინსტიტუტები შესთავაზებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი და მომხსენებელი იმეორებენ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ლუის გრაჩას მოწოდებას, რომ ყველა მხარე ჩაერთოს კონსტრუქციულ და ღია დიალოგში. იპნ
-
რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირების ხელმძღვანელი წერს, რომ თბილისში იმყოფებოდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, ალექსეი ლობარევი წერს, რომ თბილისში „კოლეგების მოწვევით“ იმყოფებოდა. ის საუბრობს საქართველოში მიმდინარე აქციებზე, იწონებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და პოლიციელებთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს. ის ამტკიცებს, რომ „პროფკავშირები პოლიტიკის მიღმაა“ და მისი მთავარი მიზანია, პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მუშათა უფლებებისა და ინტერესების დაცვა. პუბლიკა -
„საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროექტის მენეჯერმა ლიკა საჯაიამ საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ბრიფინგი გამართეს. მათი შეფასებით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს მომიტინგეთა და საჯარო მოხელეთა რეპრესიებს. ეს წესები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის საყოველთაო უფლებებთან. მიტინგების წესებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების გამკაცრება „პირი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით დააკავონ, იმის მიუხედავად, რომ ახალი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ამ ცვლილებებით უხეშად ლახავენ სამართლის ძირითად პრინციპს, რომ პირი ჩაუდენელი ქმედებისთვის არ შეიძლება დაისაჯოს და ასევე, შეკრებისა და მანიფესტაციის საყოველთაო უფლებას. მსგავსი რეპრესიული ღონისძიებები დამახასიათებელია მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, წინააღმდეგობაშია სამართლის ძირითად პრინციპებთან და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა დაჯარიმდება 5 000 ლარით ან 15 დღემდე პატიმრობით, ამ ქმედების „ორგანიზატორი“ კი 15 000 ლარიანი ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება. ჯარიმა მონაწილისთვის 500, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000 ლარი იყო. ფინანსური ჯარიმების გაზრდა ემსახურება ხალხის დაშინებას. ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის მოსაზრებით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან. ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას. აქამდე ამ ქმედებისთვის მხოლოდ 1000 ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ამ ცვლილებით კი შესაძლებელი იქნება მძღოლების დასჯა მართვის უფლების ერთი წლით ჩამორთმევის სახით. აქციაში მონაწილეთა მშობლების დაჯარიმება იგეგმება. მშობელი დაჯარიმდება 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით არასრულწლოვანის მიერ პიროტექნიკის გამოყენებისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ამ ნორმის შემოღება უკავშირდება იმ პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელსაც ავრცელებენ აქციის პერიოდში, თითქოს მშობლები აძალებენ არასრულწლოვანებს მიიღონ აქციებში მონაწილეობა. ასევე პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმაზე, რომ იქ მიტინგზე უპასუხისმგებლო მშობლები არიან. ამ პროპაგანდისტულ გზავნილების გავრცელებაში ჩაერთნენ შსს მინისტრის მოადგილეც და სახალხო დამცველიც. რეპრესიული კანონით 20-ჯერ იზრდება ჯარიმები ფასადებზე წარწერების და პლაკატების გაკეთებისთვის, მინიმალური ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე, ხოლო მაქსიმალური 2000-დან 3500 ლარამდე იზრდება. 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების სხვა საშუალების გამოყენება. გაუგებარია რა ტიპის საშუალებაზეა აქ საუბარი და ვინ განსაზღვრავს რამდენად მკვეთრია გამოსხივება. ამ ლოგიკით შესაძლებელია ფანრის ან სულაც მობილური ტელეფონის გამოსხივება იყოს აკრძალული. ასევე გაუგებარია როგორ მოხდება ამ ნორმის აღსრულება. კრძალავენ სახის ნიღბით ან ნებისმიერი საშუალებით დაფარვას. ჯარიმა ამ შემთხვევაში 2000 ლარია. აქციის დროს ადამიანები სახეს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იფარავენ. ფაქტობრივად ადამიანს ეკრძალება, დაიცვას თავი პოლიციის მიერ ცრემლსადენი და მხუთავი გაზის გამოყენების დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ცვლილების ერთ-ერთი შედეგი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის უფრო მეტად დაზიანება იქნება. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნომერი არ აქვთ, რაც საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა და დაუსჯელობის წახალისებას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან. მაშინ, როდესაც მოძალადე პოლიციელებისა და სპეცრაზმის წარმომადგენლების იდენტიფიცირება შეუძლებელია და მათი მხრიდან კანონის დარღვევაზე რეაგირებაც არ ჩანს კაციტაძის უწყების მხრიდან, მსგავსი ნორმის შემოღება აბსურდულია და მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო გადაქცეულია რეპრესიულ მანქანად, რომლის მიზანი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრების მქონე ადამიანების დასჯაა. კრძალავენ შსს ფორმის, ატრიბუტიკის და მიმსგავსებული შემოსვა/ატრიბუტიკის გამოყენებას, ამისთვის კი ჯარიმას აწესებენ 2000 ლარს. გაუგებარია რა ტიპის ჩაცმულობაზეა საუბარი. ეს გახდება ფართო ინტერპრეტაციის საგანი. მიზანი კანონის შერჩევითი აღსრულებაა. აქციებზე პიროტექნიკის გამოყენება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. გაუგებარია რა ტიპის პიროტექნიკაზეა საუბარი. ადამიანისთვის ჯანმრთელობის ხელყოფა ისედაც დასჯადია, თუმცა ამ ნორმის შემოტანა ემსახურება ბოლო პერიოდის მიტინგების სპეციფიკას. პიროტექნიკის გამოყენება აქციაზე ასაფეთქებელი, რადიოაქტიური, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებას უთანაბრდება. „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეთა რეპრესიების ზომებს ამკაცრებს „ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეების მისამართით გამოთქმული მუქარა – რომ მათ მიერ დაფიქსირებულ უკმაყოფილებას „რეაგირება მოჰყვებოდა“ – რამდენიმე დღეში სისრულეში მოიყვანა. კერძოდ პარტიამ საქმე გაიმარტივა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ისეთი ჩანაწერები შეიტანა, რომლის საფუძველზეც საჯარო მოხელეები სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვეს, ხოლო არასასურველ საჯარო მოხელეს სამსახურიდან როცა მოესურვებათ მაშინ გაუშვებენ. კერძოდ: საჯარო სამსახურში თანამდებობებზე პირების დანიშვნის წესი იცვლება: შუა რგოლის თანამდებობის პირები აღარ ჩაითვლებიან უვადოდ დანიშნული საჯარო მოხელეებად: კანონის ამოქმედების დეპარტამენტის და სამსახურის უფროსები და მათი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან, რაც ნიშნავს რომ მათ შრომის პირობები ეცვლებათ და უვადოდ დანიშნულებად აღარ ითვლებიან. უწყების ხელმძღვანელს/მინისტრს ნებისმიერ დროს შეეძლება ერთი თვით ადრე გააფრთხილოს და გაათავისუფლოს ისინი სამსახურიდან. უწყების ხელმძღვანელის/მინისტრის დანიშვნის შემთხვევაში ყველა ზემოაღნიშნული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას. მიუხედავად იმისა რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული მოხელეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და გაუარესებული შრომითი პირობებით გააგრძელებენ საქმიანობას, კანონის მიხედვით, უწყებაში ახალი მინისტრის მოსვლის შემთხვევაში მათ ავტომატურად შეუწყდებათ ხელშეკრულება. უკონკურსოდ დანიშვნის წესი ბრუნდება. ახალ ხელმძღვანელს/მინისტრებს უფლება ენიჭებათ საჯარო სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე (მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე, სამსახურის უფროსი, მოადგილე და აშ) ხელშეკრულებით უკონკურსოდ დანიშნოს პირები მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადით. პირებს არა მხოლოდ კონკურსში მონაწილეობა არ მოეთხოვებათ, მათთვის ამიერიდან უმაღლესი განათლებაც და სახელმწიფო ენის ცოდნაც არაა სავალდებულო. ყოველივე ზრდის ნეპოტიზმის რისკებს და ძირს უთხრის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას და პროფესიულ სტანდარტებს. საჯარო სამსახურში თანამდებობის პირების მუშაობის ვადა შემოიფარგლება მინისტრის თანამდებობაზე ყოფნით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ახალი მინისტრი მისთვის სასურველ დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს დანიშნავს. დანიშვნის დროს კი გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ამ პირის უშუალოდ მათი ხელმძღვანელის მიმართ ლოიალურობა და არა კვალიფიკაცია. ამით მთლიანად ირღვევა საჯარო სამსახურის სტაბილურობა და ინსტიტუციური მეხსიერება. იცვლება საჯარო მოხელეების შეფასების სისტემა. საჯარო მოხელეს წელიწადში ერთის ნაცვლად, 2-ჯერ შეაფასებენ – კერძოდ, 2 უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მას ორი წლის ნაცვლად ერთ წელიწადში დაატოვებინებენ სამსახურს. როგორც ჩანს, ეს წინა ცვლილებასთან არის კავშირში. ახალი მინისტრის მიერ მოყვანილ ახალ თანამდებობის პირს შეეძლება მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მარტივად გაუშვას სამსახურიდან. საჯარო მოხელის უშუალო უფროსის შეფასება დაწესებულების უფროსს შეუძლია შეცვალოს. დაწესებულების უფროსს, მიუხედავად იმისა თუ რა შეფასებას აკეთებს საჯარო მოხელის უშუალო უფროსი, შეუძლია შეცვალოს ეს შეფასება. რაც შეიძლება საფუძველი გახდეს ამ პირის გათავისუფლების ან მისთვის ხელფასის 20% დაქვითვის. აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება იმას, რომ თუკი ახალი უწყების ხელმძღვანელი შეეცდება მისთვის არასასურველი პირების სამსახურიდან გაშვებას მისთვის უშუალო ხელმძღვანელის შეფასება წინაღობას აღარ წარმოადგენს და მას მარტივად ექნება შესაძლებლობა კვალიფიციური კადრიც გაუშვას თანამდებობიდან. საჯარო მოხელის შრომითი გარანტიები უქმდება: რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს სასამართლოში საქმის მოგების შემთხვევაში სამსახურში აღარ აღადგენენ და რეზერვში ჩარიცხავენ. ეს წესები აზრს უკარგავს საჯარო სამსახურის რეფორმას, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და საჯარო სამსახურს მთლიანად პარტიულ ნებას უქვემდებარებს. ეს ყველაფერი კი სახელმწიფოს მიტაცების კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს“, – ნათქვამია მათ განცხადებაში. პუბლიკა