-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
რუსული „მილიცია“ არის ეს, რასაც ახლა აკეთებენ - ცრუ მოწმეების ბრალდებებით გიჭერენ - ყველას მოვუწოდებ, არ დაიღალოთ, ბოლომდე უნდა მივაწვეთ და ეს რეჟიმი არის დასასრულებელი, - ამის შესახებ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ პედიატრმა კოტე ჩახუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლო სხდომაზე მისი ბრალდების საქმეზე ე.წ. ცრუ მოწმეები იყვნენ წარმოდგენილები. „როგორც ნახეთ, იტყუებოდნენ და ორივე მოწმეს შუბლის ძარღვი ჰქონდა გაწყვეტილი. დაკავების დროს, სადაც ვსაუბრობდი, იქ, თვითონ ჰქონდათ პრეტენზია, რომ ვიღაცები იტყუებიან, სცემენ და ასე გამოდიანო და ახლა, მაგალითად, ერთ-ერთმა ცრუ მოწმემ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა, რომელიც დაკავების დროს იქ, საერთოდ არ ყოფილა. თვითონ იქ, პრეტენზია ჰქონდათ- „აი, რომ არ გცემთ, იმიტომ არ ვართ რუსული „მილიაცია“ და რუსული „მილიცია მარტო“ ეს კი არ არის, რუსული „მილიცია“ არის ის, რასაც ახლა აკეთებენ - ცრუ მოწმეების ბრალდებებით რომ გიჭერენ. თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, გიორგი ახობაძე ე.წ. ჩადებით არის დაჭერილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ახლა, მე და ჩემი მეგობრები აქციაზე წავალთ, იქ დავდგებით და გამოვხატავთ პროტესტს. ყველას მოვუწოდებ, არ დაიღალოთ, ბოლომდე უნდა მივაწვეთ და ეს რეჟიმი არის დასასრულებელი“, - განაცხადა კოტე ჩახუნაშვილმა. პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. ის 9 დეკემბერს, ნუცუბიძეზე იმ დროს დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა. იპნ
-
საქართველოს ევროპარლამენტარების დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. „კოლეგებთან ერთად, თბილისში მივემგზავრებით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს!“, — წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან: რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP), მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP), ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe) ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe) ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი ნეტგაზეთი
-
სასამართლომ პედიატრ კოტე ჩახუნაშვილს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კონსტანტინე ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჩახუნაშვილი 9 დეკემბერს, ნუცუბიძეზე იმ დროს დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა. იპნ -
რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები არიან შეკრებილები. საჯარო სექტორში დასაქმებული პირები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც უკვე მე-14 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და საჯარო სექტორში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. „ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვართ და ჩვენი მსვლელობის მიზანია, რომ საზოგადოებას და მათ შორის იმ პირებს, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ ჩვენს დამსაქმებლებს, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციის და საზოგადოების ერთგული, ვრჩებით ევროპული კურსის ერთგული. ამასთანავე მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ძალადობა, დაშინების სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რომლებიც ბოლო პერიოდში მრავლად იყო“, - განაცხადა მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ. იპნ
-
ახალი არჩევნები, თავისთავად, გულისხმობს დემოკრატიული გზით სახელმწიფოს დემოკრატიულ პროცესებში დაბრუნებას. ამ საკითხმა უპირატესი მხარდაჭერა მოიპოვა იმ საზოგადოებაში, რომელიც ახლა ქუჩაშია. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/908653674735200
-
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის. იოზვიაკის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებას არ სჭირდება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და მხოლოდ უმრავლესობაა საჭირო. რიკარდ იოზვიაკი ასევე აღნიშნავს, რომ აქ არის ერთი გარემოება, კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიური პასპორტების გარდა აქვთ „ჩვეულებრივი” ბიომეტრიული პასპორტებიც. შესაბამისად, იოზვიაკის ცნობით, თუ ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს გააუქმებს, ეს უფრო სიმბოლური ნაბიჯი იქნება. ევროკავშირი რომ განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას კონკრეტული კატეგორიის პასპორტების მფლობელებისთვის, ეს 9 დეკემბერს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმაც დაადასტურა. ამასთანავე, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, აშკარად მოითხოვს სანქციებს. ელჩმა მიუთითა, რომ სანქციების მოსამზადებლად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მას 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. პუბლიკა
-
სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს გაუწევენ მომსახურებას, მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან. შესაბამისი ცვლილება საკითხის მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მან „ქართული ოცნების“ დეპუტატების შენიშვნები გაითვალისწინა და საბოლოოდ, დეპუტატებმა კენჭი რეგულაციის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედებას უყარეს. „შესათანხმებლად წარმოგიდგენთ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს. მოგეხსენებათ, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები არსებობს, ამას საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს. ერთ-ერთი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმია მცირე მეწარმეების, მცირე ბიზნესი, რომელიც 1%-იანი განაკვეთით იბეგრება, გარკვეული კატეგორიის გადამხდელები. თუმცა არსებობს შეზღუდვები, არსებობს ისეთი კატეგორია, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, მცირე ბიზნესის წარმოების უფლება არ აქვთ ან არის ისეთი სახეები, მცირე მეწარმეები, რომლებიც იბეგრება, მაგალითად იჯარა, ქირა და ა.შ. ამ შემთხვევაში, შესათანხმებლად წარმოგიდგენთ პროექტს, რომლის მიხედვით, სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები ვერ ისარგებლებენ მცირე მეწარმის სტატუსით თუ ისინი მომსახურებას უწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს. პრაქტიკაში ამ სექტორში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირები ფორმალურად რეგისტრირდებიან მცირე ბიზნესად, თუმცა რეალურად ასრულებენ სამუშაოს დამსაქმებლის კონტროლის ქვეშ, როგორც დაქირავებულები. სექტორში ძალიან რთულია ზღვრის გავლება დაქირავებით მუშაობასა და მომსახურებას შორის. აქედან გამომდინარე, ფართოდაა დამკვიდრებული გადასახადის თავის არიდების პრაქტიკა, რაც ქმნის ადმინისტრირების პრობლემას და წარმოშობს საგადასახადო დავებს. ჩვენ ვაკვირდებით ამ მიმართულებით საგადასახადო დავებს და უამრავი საგადასახადო დავა არსებობს, როცა არასწორ კლასიფიკაციას აძლევს რეალური დამქირავებელი თავის დაქირავებულს, თვითონ იღებს მცირე მეწარმის სტატუსს და მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ის არის დაქირავებული, აწარმოებს საქმიანობას, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე. შედეგად წარმოშობილია დაშვებული და გართულებულია ადმინისტრირება. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, წარმოდგენილია აღნიშნული პროექტი. ამ სექტორში დასაქმებულ პირებს, რა თქმა უნდა, არ ეკრძალებათ საქმიანობა, მაგრამ თუ ისინი ასეთ საქმიანობას ახორციელებენ ისინი დაიბეგრებიან ჩვეულებრივი რეჟიმით ანუ 20%-იანი განაკვეთით და გადაიხდიან წლიურად ისე, როგორც ჩვეულებრივი მეწარმე. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ პროექტის მიხედვით, მათ არ შეეზღუდებათ ფიზიკურ პირებისთვის მომსახურება, ეს მცირე მეწარმისთვის ისევ ერთი პროცენტით დაიბეგრება. აქ საუბარია ორგანიზაციაზე, საწარმოსა ან მეწარმე ფიზიკურ პირთან გაწეულ მომსახურებაზე“,- განაცხადა საკითხის მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა. საკითხის განხილვას უკმაყოფილება მოჰყვა „ქართული ოცნების“ დეპუტატებში. ანტონ ობოლაშვილი და ბეჟან წაქაძე რეგულაციის ნაცვლად 2025 წლის 1-ელი იანვარს ამოქმედებისა, მის ამოქმედების ვადის გადავადებას ითხოვდნენ და ამის მიზეზად ბიზნესის ინფორმირებისთვის საკმარისზე ნაკლებ დროს ასახელებდნენ. „ახლა დეკემბერია, ახალი წელი მალე დგება. კომპანიებიდან ბევრი აჩერებს გარკვეულწილად მუშაობას. ისინი ამის წინაშე დადგებიან, საერთოდ არ ეცოდინებათ ამის შესახებ და შეიძლება ზოგმა მათგანმა ივნისსა და აგვისტოში გაიგოს, ეს ხომ ჯარიმებია? მოუწევთ საურავების გადახდა და არასწორია. ჩვენ გვინდა ბიუჯეტი შევავსოთ, მაგრამ...“ - განაცხადა ბეჟან წაქაძემ. იპნ
-
პროტესტის მე-13 მშვიდობიან ღამეს აქციიდან წასული კიდევ 6 ადამიანი დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გასულ ღამეს, მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მე-13 ღამეს მორიგი 6 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ. 10-11 დეკემბრის ღამეს აქცია სრულიად მშვიდობიანად დამთავრდა. არ გამოყენებულა არც პიროტექნიკა და პოლიციის წარმომადგენლებიც კი არ მდგარან დემონსტრანტების სიახლოვეს, როგორც ჩვეულებრივ დგანან ხოლმე პარლამენტის მოსაზღვრე ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე. თუმცა ძალოვნების სანადირო ოპერაციამ აქციის დაშლის შემდეგ კიდევ 6 ადამიანი მოიხელთა. მეთოთხმეტე დღეა, ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. დემონსტრაციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად ძალადობენ ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. ძალოვნები და მათთან დაკავშირებული ზონდერები ადამიანებს თავს ესხმიან და აკავებენ დემონსტრანტებს სრულიად მშვიდობიან დღეებში და მას შემდეგაც კი, როცა აქცია იშლება და მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სახლებში მიდიან. მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ. ნეტგაზეთი -
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
საქართველო ევროპაა და ამ ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი სოციალურ ქსელში წერს. „ახლახან თბილისში ჩავედი, რათა ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. „ქართული ოცნების“ მიერ ძალადობრივი დარბევა მიუღებელია. საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ არსებით ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის“, - წერს შვედი პარლამენტარი. იპნ
-
ევროკავშირმა ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ინტერესთა დაცვის დირექტორი, ისკრა კიროვა და ასოცირებული დირექტორი, გიორგი გოგია ავრცელებენ. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხის განსახილველად 16 დეკემბერს შეიკრიბებიან, ქვეყანაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის თაობაზე, რომელიც უკვე მეორე კვირაა გრძელდება, დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოითხოვონ. ასევე, ევროკავშირის მინისტრებმა სანქციები უნდა დაუწესონ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლები არიან. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ხელისუფლების მკაცრი პასუხი, საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის საფრთხეს ქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დასაჯოს და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესოს. „ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ, რათა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი გამოიყენონ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემონსტრანტების ცემასა და მათ წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებაზე. ასევე, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის შენგენის სავიზო მოთხოვნების შემოღება უნდა განიხილოს. ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებული მხარდაჭერის პარალელურად უნდა მოხდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
-
პოლიციის კანონის მიღება, ეს არის დიქტატორული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისტემა, როდესაც ერთის მხრივ, შენ გჭირდება, რაც შეიძლება მეტი პოლიციელი გყავდეს და გააბევრო შენი უხეში ძალა, რომ ხალხის დარბევისა და დაჭერის მეტი რესურსი გქონდეს და მეორეს მხრივ, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი ექნება სამსახურში, ძალიან მარტივად გააგდო სამსახურიდან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნები და, ამასთან, ახალი წინასაარჩევნო გარემო. მისი აზრით, საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკური გავლენებისგან განეიტრალება “მე ვფიქრობ, ეს აქციები “ქართულ ოცნებას” საბოლოდ მიიყვანს იქამდე, რომ უკან დაიხიონ იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ასეთი მზარდი ზეწოლაა. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და არ ეთანხმებიან იმ ფუნდამენტურ ცვლილებას კურსის, რომელიც განაცხადა ხელისუფლებამ და ასევე, ჩვენ ვხედავთ ძალიან მზარდი კრიტიკა არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ასეთ სრულ იზოლაციაში ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” ვერ მოახდენს ქვეყნის მართვას და მას მოუწევს ძალიან მალე დათმობებზე წასვლა. ეს გარდაუვალია. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ხალხი არ მოეშვება, ხალხში არის ის განწყობა, რომ არ დათმობს იმიტომ, რომ მისთვის ეს არის საკუთარი სამშობლოს დათმობა, თავისი მომავლისა და დღევანდელობის და მე ვფიქრობ, არც არაფერი გვაქვს დასათმობი, არაფერი გვაქვს უკან დასახევი. ეს არის ქვეყნისთვის, დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის ბრძოლა და მოუწევთ, ამას შეეგუონ, ხალხის ხმა უნდა გაიგონ. ახალი არჩევნები უნდა დანიშნონ, სხვა გამოსავალი ასეთი ღრმა კრიზისის დროს არავის მოუგონია. არჩევნები, რომელიც მოიპარეს, უნდა ჩატარდეს თავიდან იმისთვის, რომ საზოგადოების ნება და აზრი იყოს აღქმული და ასახული პოლიტიკურ პროცესში, სხვა შემთხვევაში ისინი პოლიტიკურ პროცესს ვერ დაასტაბილურებენ. ყოველთვის იქნება განცდა, რომ ხელისუფლებებს მოპარული აქვთ ხალხის ნება და ისინი მანიპულირებენ. უნდა შეიცვალოს წინასაარჩევნო გარემო, უნდა შეიცვალოს სისტემა არჩევნების ადმინისტრირების და ძალოვანი სტრუქტურები - სუს-ისა და შსს-ს პოლიტიკური გავლენებისგან განეიტრალება უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში გამოსავალს ვერ იპოვიან და უკმაყოფილებას ვერ ჩაახშობენ ამ ქვეყანაში. რაც შეეხება პიროტექნიკას, მე თვითონაც თავის დროზე ძალიან მომხრე ვიყავი, რომ აიკრძალოს, სპეციალისტების გარეშე ამის გამოყენებას ძალიან ბევრი ტრავმა მოჰყვა და ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ პოლიციის კანონის მიღება, ეს არის დიქტატორული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისტემა, როდესაც ერთის მხრივ, შენ გჭირდება, რაც შეიძლება მეტი პოლიციელი გყავდეს და გააბევრო შენი უხეში ძალა, რომ ხალხის დარბევისა და დაჭერის მეტი რესურსი გქონდეს და მეორეს მხრივ, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი ექნება სამსახურში, ძალიან მარტივად გააგდო სამსახურიდან - ეს არის ტიპური, დიქტატორული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ზომები, რომლის მიღებასაც ცდილობენ”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. ცქიტიშვილმა ასევე ევროკავშირში საქართველოს საკითხის განხილვაზე ისაუბრა, რომელიც 16 დეკემბერს არის ჩანიშნული. როგორც მან აღნიშნა, ბევრი საკითხი უნდა განიხილონ ევროკავშირში, მაგრამ კარგი მოლოდინი არ აქვს და ეს სახელმწიფო ინტერესებს დააზარალებს. “ძალიან ბევრი საკითხია დღის წესრიგში, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ასევე კონკრეტული პირების მიმართ გადაადგილების შეზღუდვა ევროკავშირის ფარგლებში, ასევე ვიცი, რომ განიხილება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაც და საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და მერე უკვე ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე, რომ ძალიან მკაცრი და ძალიან მზარდია კრიტიკა ხელისუფლების მიმართ და ამ პოლიტიკურ კლიმატში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. კარგი არაფერი არ იქნება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესები ზარალდება და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართული ოცნების” ხელისუფლებას”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა. იპნ
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ იმეორებს, აშშ-ს ღრმა შეშფოთებას "მიმართულების ცვლილებაზე, რომელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა". შესაბამისად, მისი თქმით, აშშ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით, ხოლო „რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაველოდოთ“. "ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომლებსაც ორივე პარტია უჭერს მხარს. ასევე, როდესაც მიზანშეწონილია, ახალ ზომებს ვავითარებთ, იმ დროში, რომელიც ამ ადმინისტრაციას დარჩა და პოტენციურად ახალი ადმინისტრაციისთვისაც... როგორც იცით, ახალ პოტენციურ სანქციებზე არ ვილაპარაკებ, რომლებსაც საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ ან საქართველოში პირების წინააღმდეგ შემოვიღებთ. ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ ღრმა შეშფოთება გვაქვს მიმართულების ცვლილებაზე, რონელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა. ნახეთ [სახელმწიფო] მდივნის განცხადება გასულ კვირას, რომელმაც თქვა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა საქართველო პასუხისმგებელი იყოს ამ ნაბიჯებისთვის - მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით. რაც შეეხება იმას, რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაელოდოთ მათ გამოცხადებას", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე. იპნ
-
შიგნიდან ხოცავენ უკვე ერთმანეთს, ფიზიკურ ცემა-ტყეპაზე არიან გადასულნი. ეს ინფორმაცია მარტო მე კი არა ქალაქს აქვს, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა რეაქციაში“ განაცხადა. გახარიას თქმით, პარტიის შიგნითაც ისე სცემენ ერთმანეთს, როგორც გარეთ ახალგაზრდებს. “ყველა ერთმანეთს სცემს. ამათ ფიზიკური ძალის ენის მეტი არაფერი ესმით. ისე სცემენ ერთმენთს,როგორც ჩვენს ახალგაზრდებს“, - თქვა გახარიამ.
-
მთავარია, ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ხელახალი არჩევნების თარიღი, ეს არის კრიტიკულად მნიშვენელოვანი“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ყველაფერს კომპლესური მიდგომა სჭირდება და ვინ იქნება მომლაპარაკებელი და გამფორმებელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. “მნიშვნელოვანია, ქვეყანა არ შევიდეს ისეთ პოლიტიკურ ჩიხში, რომლის მიღმაც უკვე სამოქალქო დაპირისპირებაა“, - განაცხადა გახარიამ.
-
“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია “ოცნების“ ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ გაყალბებული არჩვენების შემდეგ მათ რამდენიმე ფატალური შეცდომა ჩაიდინეს. გახარია ორ ძირითად შეცდომას უსვამს ხაზს, რომელიც მისი თქმით, უკვე სხვა რეალობაა და აჩვენებს, რომ “ოცნებას“ არანაირი რესურსი აღარ აქვს, დემოკრატიულად მართოს ეს ქვეყანა.
-
არ შეგეშალოს - შენი მანევრირების სივრცე მცირდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის. ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებები გააკრიტიკა. ევროპარლამენტარის თქმით, შალვა პაპუაშვილი ცილს სწამებს მარკო მიხელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, „ნამდვილი ღალატი“ კი პირიქით „ქართული ოცნების“ რიგებიდან მოდის. “დემოკრატიაზე საუბრობ, მაგრამ იმას იცავ, რისი დაცვაც შეუძლებელია - მთავრობას, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მიდის, უგულებელყოფს საკუთარი ხალხის ნებას, და უცხოური ძალების გულს იგებს, რომლებსაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა სურთ. შენს ცილს სწამებ მარკო მიხელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, მაგრამ ნამდვილი ღალატი თქვენი რიგებიდან მოდის. ევროპარლამენტი მართებულად გამოვიდა მათ წინააღმდეგ სანქციების მოწოდებით, ვინც საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს აფერხებს, მათ შორის შენს წინააღმდეგ. არ შეგეშალოს - შენი მანევრირების სივრცე მცირდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად. ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის, არც ჩვენი ტოლერანტულობა ფარისევლობისთვის, რომელიც შეფუთულია ფსევდო-დემოკრატიულ რიტორიკაში. ბალტიელი ლიდერების, რომლებიც ყოველთვის იცავდნენ დემოკრატიას და საქართველოს სუვერენიტეტს, ‘“რეჟიმის ცვლილების” წამქეზებლებად გამოყვანის მცდელობა სასაცილოა. ჩემი ბალტიელი ძმები - და ბევრი ევროპაში - ეწინააღმდეგებიან არა არჩევნებს, არამედ თქვენი მთავრობის დემოკრატიული ნორმებისგან უხეშ გადახვევას, მის ანტიუკრაინულ მესიჯებსა და მის ფლირტს რუსულ გავლენასთან. პასუხისმგებლობა უცხოურ ჩარევაში არ აგერიოს. შენი მთავრობა ზეწოლის ქვეშ იმიტომ კი არაა, რომ “საკუთარ ხალხს ემსახურება”, არამედ იმიტომ, რომ მათ მომავალს უთხრის ძირს. თუ არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია, მაშინ საშუალება მიეცით ის იყოს თავისუფალი, სამართლიანი და პროპაგანდისგან თავისუფალი. თუ ნამდვილად აფასებ დემოკრატიას, დაამტკიცე - ქმედებებით, არა უხამსობით. მანამდე, კრიტიკის გაჩუმების შენი მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს მას. ევროპა ქართველ ხალხთან ერთად დგას, მათთა არა, ვინც მათგან დემოკრატიული ბედისწერის მოპარვას ცდილობს”, - წერს კოლსი. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიხელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის "დამუნათება სცადეს", საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო. "გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა აქვს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს და თუ მოსახლეობის ნება თანხვედრაში არ მოდის მათ სურვილებთან, მაშინ არჩევნების შედეგების შეტრიალებაა საჭირო", - განაცხადა პაპუაშვილმა. იპნ
-
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დააჯილდოვა. მათ შორის არიან ის ჟურნალისტები, რომელთაც მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას და გაშუქებისას ძალადობრივად გაუსწორდნენ ძალოვნები, მათთან დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი პირები და ჯგუფები. პრეზიდენტის ჯილდო გადაეცათ ჯონი ბაკურიძეს, სერგი ბარამიძეს, ნუცა ბახუტაშვილს, დავით ბერაძეს, დავით ბიჭიკაშვილს, სალომე ბოკუჩავას, ნიკა ბუჭოშვილს, მინდია გაბაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, გურამ როგავას, რუსუდან დუმბაძეს, აკაკი ზარქუას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, მალხაზ კანდელაკს, დავით კობიძეს, ნიკოლოზ კოკაიას, ანა ლომთაძე-მდივანს, მარიამ მაქაცარაშვილს, დეა მამისეიშვილს, მიხეილ მარტიაშვილს, მირიან მელაძეს, გივი მჭედლიშვილს, მარიამ ნიკურაძეს, დავით ქაშიაშვილს, ნანა ქაჯაიას, ალექსანდრე ქეშელაშვილს, გენადი ქვაჩახიას, ბექა ყორშიას, გიორგი შეწირულს, მაკა ჩიხლაძეს, ქეთევან ციცქიშვილს, პავლე ხაჩიძეს, ირინა ყურუას, ბესარიონ გაფრინდაშვილს. „თქვენ დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. ხელში აიღეთ არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი. თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, როგორც დღევანდელი დღის, ეპოქის გმირები. ადვილი არაა მიხვიდე ამ მხეცების წინ და გაბედო მათთვის კითხვების დასმა. იდგე, როცა უშვებენ გაზს. დარჩე ხალხთან ერთად, როცა ჟურნალისტებს ფეხქვეშ თელავენ, არ დანებდე, არ შეგეშინდეს. თქვენ ადგილას ამას მე ვერ გავბედავდი. ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყანამ გამოაჩინა ნამდვილი სახე, რაც ჩანს საზღვრებს გარეთ და რაზეც ალბათ შურით გვიყურებენ. არაა დღეს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც ასე მშვიდობიანად და ღირსებით იბრძვის თავისი იდენტობისთვის, ფასეულობებისთვის, ენისთვის, რწმენისთვის, მომავლისთვის და ყველაფრისთვის. თქვენ ხართ წინა რიგებში, თქვენთან იბრძვის ამ ქვეყნის ნამდვილი საზოგადოება“, — მიმართა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები არიან ის ხალხი, რომელთა საშუალებითაც იგებს, რა ხდება ქვეყანაში ის ხალხი, ვისაც პროტესტში ფიზიკურად მონაწილეობა არ შეუძლია. ჟურნალისტების საშუალებით იგებენ, რა ხდება, თავად ქუჩაში მყოფი ადამიანებიც პროტესტის სხვადასხვა კერაზე და სხვადასხვა ადგილას. netgazeti
-
მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლიანდაგებზე ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უდასტურებენ. მეტროს მეორე ხაზზე გადაადგილება მხოლოდ სადგურ „დელისამდე“ შეიძლება. სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობა „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურიდან, სადაც მომხდარის შემსწრე ადამიანი ჰყვება, რომ გარდაცვლილს ხელი ჰკრეს. იმავე ინფორმაციას ავრცელებს სხვა მგზავრიც. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. netgazeti
-
„მორიგი პროვოკაცია და მუქარა“ – გამოხმაურებები სუს-ის განცხადებაზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს, 10 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გასაზრდელად „ 2-3 ადამიანის“ მკვლელობა იგეგმება, რასაც შემდეგ „ხელისუფლებას დააბრალებენ“. სუსი კვლავ ირწმუნება, რომ საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. სუსი ისევ იმეორებს, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით ქვეყანაში „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარები ვითარდება. „მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. სუსი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „პირადი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, შეეცადონ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს“. სუს-ის აღნიშნულ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები. პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ის „მორიგ პროვოკაციად და მუქარად“ შეაფასა. „ასე მოგვილოცა მანიაკმა ივანიშვილმა სუს-ის პირით ადამიანის უფლებების დღე – გაემზადეთ, უნდა დაგხოცოთო, დახოცვის პროცესი მობილურით გადაიღეთ და ჩვენ გამოგვიგზავნეთო (რომლებიც 10 დღეა არ გავნძრეულვართ და თქვენს წამებას ვუყურებთო). სხვა არაფერი ჰქვია ამ განცხადებას. თუ „დესტრუქციული ძალები“ გვკლავენ და სუსი უყურებს, ეგეც სუს-ის მიერ უმოქმედობით მკვლელობაა. ხოდა, თუ თქვენ არ გვკლავთ და ვიღაცები გვიპირებენ მოკვლას, აბა იმოქმედეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თუ არ იმოქმედებთ, გამოდის, რომ თქვენ გვკლავთ ასეც და ისეც“, – წერს Facebook-ზე ნათია მეზვრიშვილი. მეზვრიშვილი მიმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, რომ „ეს თუ სუს-ის მორიგი პროვოკაცია და მუქარა არაა საკუთარი ხალხის მიმართ“ და თავადა თანამონაწილეები არ არიან, იმოქმედონ მოქალაქეების დასაცავად. „მოქალაქეებს მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, ესენი ყველაფრის მკადრებლები არიან. პროტესტი უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად, მშვიდობიანად და მშვიდობიანად. არაფორმალურ დაჯგუფებებს არაფორმალური დაჯგუფებები არ უნდა დაუპირისპირდეს. ამ ქვეყანამ ეს გამოიარა და აღარასოდეს უნდა დავუშვათ! ამ ნიღბიან, მწამებელ, ზონდერ დაჯგუფებასთან, რომელსაც „ოცნება“ ჰქვია მორალური უპირატესობა არ უნდა დავკარგოთ“, – წერს Facebook-ზე ნათია მეზვრიშვილი. ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით კი, სუს-ის განცხადება სამართლებრივად დანაშაულის მომზადებაა და განცხადების გავრცელების ნაცვლად ჯერ დამნაშავეებს უნდა აკავებდნენ. „ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადებას და გვაფრთხილებს, რომ ჩვენგან 2-3 კაცი თურმე უნდა მოკლან უახლოეს დღეებში და ვიყოთ ფრთხილად. და რომ მოგვკლავენ, გავაგებინოთ. ამ ბოდვას მერამდენედ უნდა ვისმენდეთ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურისგან. ცნობისთვის, ეს რაც ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვითხრა, სამართლებრივად არის დანაშაულის მომზადება, რაც ისჯება სისხლის სამართლის წესით. როცა ასეთი ფაქტი რეალურია, ასეთ განცხადებებს კი არ ავრცელებენ, ჯერ დამნაშავეებს აკავებენ. მანახეთ ერთი ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, რომელმაც იცის რომ მზადდება დანაშაული, დამნაშავეები ჯერ დაკავებული არ ჰყავს და ავრცელებს ასეთ განცხადებას“, – წერს Facebook-ზე ლონდა თოლორაია. ნეტგაზეთი -
მამიდის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა. აღნიშნულის შესახებ ეკა თირქია „ფეისბუქზე“ წერს და ამბობს, რომ ბიჭის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. „სასიხარულო ამბავი გვაქვს...ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე... რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით, თუმცა, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ეკა თირქია. ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა. ipn