-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ესტონეთმა სასანქციო სიაში დამატებით 14 პირი, მაღალი დონის თანამდებობის პირი შეიყვანა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „იმედი გვაქვს, დღეს შევძლებთ მივაღწიოთ იმ დონეს, რომ შევძლოთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების აკრძალვა, ასევე ზოგიერთი პერსონალური პასპორტის, მაგრამ საუბარი ბევრად უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის დემოკრატიული საზოგადოება, ეს ძალადობა არის ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება. მანამდეც განვაცხადე, რომ არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი მათ გვერდითაა, მაგრამ იქნება შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის. კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა ესტონეთი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, მარგუს ცაჰკნამ უპასუხა: „ესტონეთი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და იმედი მაქვს ევროკავშირიც“. „ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, ევროკავშირში გაწევრიანების სხვადასხვა ნაბიჯებთან დაკავშირებით. ევროპის მხრიდან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ: ვიზალიბერალიზაცია, დაფინანსება, ყველაფერი, რისი დაპირებაც გავეცით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იცრუეს. მათ მოატყუეს ქართველი ხალხი და ასევე ჩვენ. ასე რომ, არის შედეგები, რა თქმა უნდა ქართველ ხალხს და ნებისმიერ ერს, უფლება აქვს, მშვიდობიანად იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის. ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მათ და, რა თქმა უნდა, ვუჭერთ მხარს, მაგრამ დღეს შემიძლია გავიმეორო, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ უკვე შეჩერებულია, დაფინანსება ასევე შეჩერებულია. საკითხი რომელიც დგას, არის, დავუწესებთ თუ არა სანქციებს პიროვნებებს, უვიზო რეჟიმის გაუქმება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის, იმედი მაქვს იქნება“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. იპნ
-
ჩეხეთის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ღიად უნდა შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მთავრობა არ სურს თანამშრომლობა და თუ მთავრობა პირდაპირ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. კითხვაზე, რა კონკრეტული ზომები განიხილება საქართველოსთან დაკავშირებით, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა: „მოდით ვნახოთ, რა კონკრეტული ზომები იქნება, თუმცა ცხადია, ამ ზომებმა საქართველოს მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა ავნოს“, - აღნიშნა იან ლიპავსკიმ. იპნ
-
ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დაუთის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა. დაუთი სოციალურ ქსელ X-ში მაკა ბოჭორიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები. დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი“, - წერს სტივენ დაუთი X-ზე. იპნ
-
„ქართულმა ოცნებამ“ სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება. ახალი კანონით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან. საჯარო სამსახურის შესახებ ჯერ ისევ მოქმედი კანონით, მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) მიაღწია 18 წელს; გ) აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი. იურისტები განმარტავენ, რომ ამ ნორმის მოქმედება არ ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე. ირუსიტმა თამარ სურმავამ დაწერა, რომ ცვლილების მიხედვით: „პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს – იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების და მათ მოადგილეების – შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირების [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის [მაგ. მინისტრის] უფლებამოსილების ვადას. ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებისილების შეწყვეტა, იწვევს აწ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას. შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] დანიშვნა განხორციელდება პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, აღარ არის საჭირო კონკურსი. მათთვის სავალდებულო მოთხოვნა აღარაა სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა. ასევე არ არის საჭირო მოხელის სერთიფიკატი. ეს მაშინ, როცა დაქვემდაბარებაში მყოფ პირს ესაჭირება სერთიფიკატი“. სოციალურ ქსელში ნინო კაპანაძე, სამართლის (LL.M), საჯარო სამართლისა და საჯარო მმართველობის მაგისტრი წერს, რომ საჯარო სამსახურის კანონში ცვლილება „უარესზე უარესია“. მისი თქმით: პუბლიკა
-
ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას. „ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა“, -აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. იპნ
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ხვალ საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 16 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგი ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვას მოიცავს. ასევე, დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხს განიხილავენ. ასევე, განხილულ იქნება ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, მათ შორის დაგეგმილია დისკუსია ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ უახლოეს მოვლენებზე, მათ შორის სირიაზე და ლიბანზე. იპნ -
სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას ესაუბრა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საუბრისას ანტონიო კოშტამ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ -
დამკვირვებლები ფილარმონიის შენობიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ხმის და მომავლის ქურდები“, „დამკვირვებლები-გაყალბების მოწმეები“,“ ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „არჩევნები სამარცხვინოდ გაყალბდა“. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს. იპნ
-
დევნილები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების მარში დაიწყო. მარშის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა. მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. ისმის შეძახილები: “საქართველო”, “აფხაზეთი საქართველოა”, “არა რუსეთს”. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “გალი აქ არის”, “სოხუმი აქ არის”, "გაგრა აქ არის, “დაინიშნოს ახალი არჩევნები” და სხვა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, “ეს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის და უნდა წავიდეს”. “მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან. 30 წელზე მეტია ჩვენ ველოდებით აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებას. როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ სეპარატისტებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, იმ დღიდანვე ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეგ ხელისუფლება ლეგიტიმური აღარ არის. ეს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის და უნდა წავიდეს”, - აღნიშნა აქციის მონაწილემ. დღეს თბილისში კიდევ რამდენიმე აქცია-მსვლელობა იგეგმება. კერძოდ, ხელოვანების მარში; დამკვირვებლების მარში; მარში - ESM-ელები ევროპისკენ; „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების საპროტესტო მარში; ვეტერინარებისა და ცხოველთა მოყვარულების მარში. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს. იპნ -
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა, რესტავრატორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და IT სფეროს წევრებმა კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. მანამდე მათ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე IT სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მანიფესტანტებმა კულტურის სამინისტროსთან მინისტრს შეახსნეს ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც მათი მმართველობისას დაზიანდა. აქციის მონაწილეებს მსვლელობისას საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეები, ხოლო ავტომობილებიდან მძღოლები სიგნალებით ამხნევებდნენ. მსვლელობისას ისინი სკანდირებენ: “ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია”, “ არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე”, “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”, “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”. ისინი გეგმავენ, რომ კულტურის სამინისტროდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ, შემდეგ კი ფილარმონიასთან, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლებს შეუერთდებიან, ხოლო შემდეგ ერთად პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”. იპნ
-
გუშინ ვიხილეთ გაკოტრებული და ხალხის მხარდაჭერისგან სრულიად დაცლილი ოცნების ნამდვილი სახე. კალაძემ თბილისის მერია ოცნების პარტაქტივად აქცია და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საჯარო მოხელეებს კალაძე პარტიული დავალებებისთვის იყენებს. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1091516785808785
-
როგორ აღასრულებს „ოცნება“ ცემა-წამების სადამსჯელო ოპერაციას - პროტესტის მონაწილეების ცემა და წამება არ არის ინდივიდუალური აქტები. ეს არის წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, სისტემური დანაშაული, რომელსაც აქვს რამდენიმე ფაზა და ჰყავს რამდენიმე აქტორი - ივანიშვილი, მისი „ოცნება“, სახელმწიფო უწყებები და არაფორმალები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, დაკავების, ჩხრეკის,პატიმრობის, გამოკითხვის/დაკითხვის მიზანიმ არც ერთ შემთხვევაში არ არის მართლმსაჯულების აღსრულება. მიზანია, განსხვავებული აზრის გამო ადამიანების სამაგალითო დასჯა და შიშის დანერგვა. რეპრესიების და დასჯის გაადვილების მიზანს ემსახურება ახალი საკანონმდებლო ცვლილებებიც. "ფაზები: 1. პროტესტის მონაწილეს უმიზეზოდ იჭერს ან სპეცრაზმი ან ნიღბიანი არაფორმალები, სასტიკად უსწორდებიან (ძირითადად ჩიხებში). ცდილობენ მოერიდონ კამერებს, რომ მტკიცებულება არ დატოვონ. ამიტომ აქვთ ნადირობა ჟურნალისტებზე, რომლებიც მტკიცებულებებს ქმნიან; 2. ნაცემი ადამიანი გადაჰყავთ მიკრო-ავტობუსში ან მინი-ვენში, სადაც გრძელდება ცემა. აქაც კამერები არ აქვთ. ცემას ხშირად ესწრება „ხარება“, რომელიც ცემის პროცესს იღებს; 3. ორგზის ნაცემი ადამიანი გადაეცემა პოლიციას, რომელსაც მსხვერპლი ავტომანქანით (სადაც ასევე არ არის კამერები) გადაჰყავს პოლიციის განყოფილებაში ან იზოლატორში. გზაში კიდევ სცემენ; 4. სამგზის ნაცემი ადამიანს კიდევ უმატებენ განყოფილებაში (ზოგგან კამერები არის, მაგრამ კამერების მიღმა ცემენ). პლიუს, საათობით არ ატყობინებენ მის ადგილსამყოფელს ოჯახს. იზოლატორში იშვიათად სცემენ ერთადერთი მიზეზის გამო: ყველა იზოლატორი თავის დროზე აღვჭურვეთ კამერებით და გავმართეთ მონიტორინგის სისტემა. თუმცა, იზოლატორებში საათობით არ უწევენ სამედიცინო დახმარებას. ესეც მიზანმიმართულია იმიტომ, რომ თავის დროზე ყველა იზოლატორი უზრუნველვყავით სამედიცინო პერსონალით; 5. ამ ყველაფერს უყურებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა. არ რეაგირებენ. დამნაშავეებიდან აქამდე არავინ დაუკავებიათ, ბრალი არავისთვის წარუდგენიათ. აკავებენ, ბრალს უყენებენ და აპატიმრებენ მხოლოდ ნაცემ ადამიანებს, დასჯის მიზნით. მიზანი რომ დასჯაა ამაზე მიუთითებს შაბლონური ბრალები, სადაც მხოლოდ სახელები იცვლება (არავინ იცის ვინ რა მოქმედება ჩაიდინა, მთავარია აქციაზე იდგა და აპროტესტებდა) და ყველა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის მოთხოვნა; 6. ოთხგზის ნაცემი, ყველაუფლებადარღვეული ადამიანები მიჰყავთ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში. მოსამართლე ვერ/არ ხედავს, რომ ადამიანი სასტიკად ნაცემია, და შსს-ს და პროკურატურის ყველა შუამდგომლობას პატიმრობაზე აკმაყოფილებს. ესეც დასჯის დამატებითი მეთოდი და რეპრესიის საბოლოოდ გაფორმება. ცემის პროცესი დაახლოებით 15-20 წუთი მიმდინარეობს. ძირითადად ურტყამენ სახეში, რომ კვალი დარჩეს. დაკავებულების უმრავლესობას დამტვრეული აქვს სახის ძვლები. ცემის პროცესში დაკავებულებს ამცირებენ, სთხოვენ „ხარებასთვის“ ხოტბის შესხმას, ემუქრებიან გაუპატიურებით, დუბინკის ერთ ადგილას გაკეთებით, ყურების დაჭრით და ა.შ. ართმევენ პირად ნივთებს (მობილური, საფულე, ტექნიკა). ყველა დაკავებულთან მიმართებით ასეთი ერთნაირი ხელწერა პრაქტიკულად შეუძლებელია წინასწარი ორგანიზების და ერთიანი დავალების ჩაშლის გარეშე. დაკავების, ჩხრეკის,პატიმრობის, გამოკითხვის/დაკითხვის მიზანი არც ერთ შემთხვევაში არ არის მართლმსაჯულების აღსრულება. მიზანია განსხვავებული აზრის გამო ადამიანების სამაგალითო დასჯა და შიშის დანერგვა. რეპრესიების და დასჯის გაადვილების მიზანს ემსახურება ახალი საკანონმდებლო ცვლილებებიც. ამიტომ, ეს არის რეჟიმის მიერ ჩადენილი ორგანიზებული, სისტემური დანაშაული - სადამსჯელო ოპერაცია, რაც პირველ რიგში, გამოიწვევს რეჟიმის პასუხისგებას, როგორც საქართველოს იურისდიქციაში, ისე - სტრასბურგში და დიდი ალბათობით - ჰააგაში. ყველას გახსოვთ სტრასბურგის გადაწყვეტილება გირგვლიანზე. სასამართლო შოკირებული იყო ხელისუფლების და სახელმწიფო უწყებების დანაშაულებრივი კოორდინაციით. დაახლოებით ეს ხდება ახლა, გაცილებით დიდი მასშტაბით და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ შესაბამისი საერთაშორისო ვერდიქტიც.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
-
სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებები გრძელდება. „ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, მათ შორისაა სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. იპნ -
ესტონეთმა დაასანქცირა “ქართული ოცნების” 14 მაღალჩინოსანი. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ. “ესტონეთმა დაასანცირა საქართველოს ხელისუფლების 14 მაღალჩინოსანი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე და ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობა არის კრიმინალი და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს რეაგირებისა და მოქმედებისკენ”, – დაწერა ჰაცკნამ. ეს არ არის ესტონეთის მიერ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირების პირველი შემთხვევა. 1-ელ დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ შეზღუდვები დაუწესა შემდეგ პირებს: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს (შს მინისტრი), შალვა ბედოიძეს (შს მინისტრის მოადგილე), იოსებ ჭელიძეს (შს მინისტრის მოადგილე), ალექსანდრე დარახველიძეს (შს მინისტრის მოადგილე), გიორგი ბუთხუზს (შს მინისტრის მოადგილე), ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას” (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი), მილერი ლაგაზაურს (“ხარებას” მოადგილე), მირზა კეზევაძეს (“ხარებას” მოადგილე), ვაჟა სირაძესა (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და თეიმურაზ კუპატაძეს (კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი). გარდა ამისა, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა იგივე მოქმედებისკენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა. “ქართული ოცნების” მაღალჩინoსნების დასანქცირების შემდეგ, ბალტიის ქვეყნების ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა, რომელიც ამ თანამდებობაზე დღეს, 3 დეკემბერს დაინიშნა. მან თეიმურაზ ჯანჯალია ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გადადგა. უწყების განცხადებით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.
-
Amnesty International-მა საქართველოში 29 ნოემბრის შემდეგ აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე ვრცელი ანგარიში მოამზადა. იქ საუბარია, რომ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, სადაც ათიათასობით დემონსტრანტი მშვიდობიანად გამოხატავდა საკუთარ უფლებას, პოლიციამ „წყლის ჭავლით, ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა”, რასაც სიტუაციის გამწვავება მოჰყვა. აქვე, მითითებულია, რომ სასამართლო ძირითადად უგულებელყოფს წამებისა და სამართლიანი სასამართლოს დარღვევების უფლებებს, რის შედეგადაც, 160-დე მეტ ადამიანს დაეკისრა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა. ორგანიზაციის შეფასებით, პოლიცია და სრულიად მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ჩანს, გამოიყენება დემონსტრანტების დაშინებისა და მშვიდობიანი პროტესტების ჩასახშობად, რაც „ინსტიტუციონალიზებულ რეპრესიებს” ასახავს. Amnesty International-მა ანგარიშში თავი მოუყარა ძალის გადამეტების შემთხვევებს, როგორც დემონსტრანტების, ასევე ჟურნალისტების მიმართ. მათი განცხადებით, უფლებადამცველებმა პოლიციის მხრიდან ძალადობა „სისტემურ და სასტიკ რეპრესიად“ შეაფასეს. გაეცანით ანგარიშსს ვრცლად. პუბლიკა
-
საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს არალეგიტიმურ მთავრობასთან წინააღმდეგობაში, რომელიც ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! #MEGOBARI," - წერს უილსონი. ipn
-
სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები. ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პროცესში მონაწილეობა მოითხოვა. „ნიკო მანაგაძე გუშინ საღამოს, 22:30 საათზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას შემდეგ, რაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მას არაიდენტიფიცირებადი, ე.წ. სამართალდამცველები აედევნენ. გუშინ, როდესაც ნიკოს პოლიციის სამმართველოდან გამოძიებაში მონაწილეობის მიზნით დაურეკეს, მან მოითხოვა, რომ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიიღებდა მონაწილეობას [პროცესში] და [ჩვენ] არ გამოვცხადდით. მე უშუალოდ ვესაუბრე იმ გამომძიებელს, რომელმაც ნიკოს დაურეკა და ვუთხარით, რომ სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდოდით. როგორც ჩანს ნიკო ამის გამო დაისაჯა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომუნიკაციიდან რამდენიმე საათში, ის დააკავეს კოსტავაზე, სტამბის წინ. მას უხსენეს ის, თუ რატომ არ გამოცხადდა, როდესაც გამომძიებელმა გამოკითხვაზე დაიბარა, რატომ აწვალებდა და აი, ახლა სხვა ფორმით მიიყვანდნენ მას უკვე სამმართველოს შენობაში. მის მიმართ მოხდა სრულიად აბსურდული, შაბლონად ქცეული მუხლებით ოქმის შედგენა, რაზეც ცხადია, ნიკოს ხელი არ მოუწერია. თითქოს და ის პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას და წინააღმდეგობას უწევდა, მაშინ, როდესაც საერთოდ პოლიციის თანამშრომლები რომ იყვნენ, მანქანაში ყოფნის დროსაც კი ამის აღქმა, მას არ ჰქონია. მათ არ ეცვათ ფორმები და არც სამსახურებრივი საბუთი წარუდგენიათ იმგვარად, რომ მისთვის ამოკითხვადი ყოფილიყო კონკრეტული პოლიციის თანამშრომლის პოზიცია ან მისი ვინაობა“, - განაცხადა მარიამ პატარიძემ. ipn -
გუდაურში, ინდურ რესტორანში, 12 ადამაინის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. „შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე, მოწყობილ საძინებელ სივრცეში, ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ასევე, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ - კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ipn
-
ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო (საფრანგეთი) სოციალურ ქსელში წერს. „დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი, მაშინ როცა ქართველები ყოველდღიურად დემოკრატიისა და ევროპის მიმართ ერთგულების დასადასტურებლად დემონსტრაციებს მართავენ. მთელი ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს“, - წერს ფრანგი ევროპარლამენტარი. იპნ
-
ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს“. „2024 წლის 14 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გააყალბა და ხელისუფლება მიითვისა, დღეს კი ერთპარტიულად საქართველოს “პრეზიდენტად” მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა. როგორც ადრეც განვაცხადეთ, გაყალბებული არჩევნების შედეგად, “ქართულმა ოცნებამ” თვითნებურად და ცალმხრივად ჩამოაყალიბა პარლამენტი, რომლის პირველი სხდომა ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით, კერძოდ: 1. სხდომა პრეზიდენტს არ მოუწვევია, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ მას გააჩნდა; 2. პარლამენტმა ცნო თავისი წევრების უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, რომ ამ წევრების არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული, რაც პარლამენტს ართმევდა იურიდიულ შესაძლებლობას ეცნო ახლადარჩეული წევრების უფლებამოსილება. ყოველივე აქედან გამომდინარე, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტი თავადაც არალეგიტიმურია. საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოს საზოგადოება არ ცნობს „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს საქართველოს კანონიერ პრეზიდენტად. ცხადია, კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და იმოქმედოს საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად, დაიცვას კანონი და კონსტიტუცია. ასევე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მას, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ზომების მიღებით: გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული უკანონო პატიმრები და შეწყდეს მათ წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე; დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება ახალი, სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით და სამართალდამცავი უწყებების (სუსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, შსს) პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფით“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აღიარებას, ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპაში ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ALDE და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება Liberal International ავრცელებენ. „ღრმად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ ახალი პრეზიდენტის „არჩევით“ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რაც მთლიანად „ერთპარტიული“ პარლამენტი დომინირებს, რომელიც სადავო არჩევნების შემდეგ შეიკრიბა. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები ოპოზიციის პოზიციას არ მოიცავდა, მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის სურვილებს. ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის მისი მიღწევების აღიარებას, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ვგმობთ “ქართული ოცნების” არაკონსტიტუციური ქმედებებისა და დემოკრატიული უკუსვლის შედეგებს, რომლებსაც ახლა საქართველოში ვხედავთ, და ქვეყნებს მოვუწოდებთ გადმოიღონ და გააფართოონ სანქციები, რომელიც უკვე შემოიღო აშშ-მა, უკრაინამ და რომლებსაც ევროკავშირისგან ელიან, იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყვნენ „უცხოური აგენტების რუსული კანონის“ მიღებასა და ანტი-დემოკრატიულ პრაქტიკებში“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
ISFED: არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, „არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია“. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა. ორგანიზაცია წერს, რომ პროცესი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა. -
რონდელის ფონდის მკვლევარ ვატო ბჟალავას, რომელიც 12 დეკემბერს ქუჩაში, ძაღლის გასეირნებისას დააკავეს, უფორმო პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოიტანა. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, რომელმაც გუშინწინ ვატო ბჟალავა დააკავა, ერთგვარად აღიარა, რომ დაკავებისას ის სამოქალაქო ფორმაში იყო. მოსამართლის შეკითხვაზე, ეცვა თუ არა პოლიციის ფორმა, მან უპასუხა, რომ – არა და დაკავების დროს სამოქალაქო ტანსაცმლით იმყოფებოდა. თავად ვატო ბჟალავა უარყოფს, რომ პოლიციელებს არ დაემორჩილა. ის ამბობს, რომ წარუდგინა პირადობა და საკუთარი ნებით გაყვა მანქანაშ, რასაც ვიდეოკადრებიც ადასტურებს. თავად ვატო ბჟალავას თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციაში ტელეფონის კოდი მოსთხოვეს, რაზეც მან უარი თქვა, რის შემდეგაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. “ძაღლს ვასეირნებდი, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში. ეს ორი ადამიანი მომყვებოდა. როგორც კი ჩემთან მოვიდნენ, მითხრეს, მათთვის ჩემი პირადობის მოწმობა მიმეცა. მაშინვე ამოვიღე პირადობის მოწმობა და მივეცი, მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი. ჩემით გავყევი ისე, რომ არც კი შემხებია არცერთი მათგანი – თაღის წინ, შლაგბაუმთან გაჩერებულ მანქანაში ჩავჯექი. არცერთს ჰქონდა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომ სამართალდამცველი იყო, არც თვითონ მითხრეს სახელები და გვარები. ამიყვანეს მესამე ან მეოთხე სართულზე და შემიყვანეს რომელიღაც ოთახში. შემოვიდა მაღალი აღნაგობის ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ მობილურის კოდი მეთქვა – ვუპასუხე, რომ ადვოკატის გარეშე არ ვეტყოდი. ამის შემდეგ დამემუქრა – ახლა ადმინისტრაციული წესით ხარ დაკავებული და სისხლში გადაგიყვანო. ორჯერ გამარტყა სილა. ინსტინქტურად ფეხზე რომ წამოვდექი, ფეხში ჩამარტყა”, – ჰყვება ბჟალავა სასამართლო პროცესზე. ვატო ბჟალავა აქტიურ მონაწილეობს იღებს ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებში და საკუთარი სოციალური ქსელების ანგარიშებით აშუქებდა მათ. ნეტგაზეთი
-
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან მივიდა და აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. „მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს. ყველანი ვართ დედები, ყველანი ჩვენი შვილია, ვინც აქ დგანან ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ