-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ და სავარაუდო ძალადობის მსხვერპლებს მიმართავენ, შესაბამისი მტკიცებულებები მიაწოდონ. აღნიშნულის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება როგორც დარღვევების მასშტაბის შესასწავლად, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად. „როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე, სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე. მივმართავთ ყველა მსხვერპლს - ჩვენ ვართ თქვენ გვერდით. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და თქვენი ვინაობა იქნება კონფიდენციალურად დამუშავებული თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით. თუ თქვენ განგიცდიათ ან გახდით სხვადასხვა ძალადობის, მათ შორის წამების მსხვერპლი ან მოწმე, გთხოვთ შეავსოთ ფორმა, რომელსაც გავასაჯაროებთ, ან მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია მეილის - evidence@gyla.ge მეშვეობით. ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ინფორმაციას, შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ეს მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნით: დარღვევების მასშტაბის შესწავლა და პოტენციურად საქმეების მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვისთვის. მზად ვართ, ყველა ეს მტკიცებულება სწრაფად დავამუშაოთ, გავაანალიზოთ. ამ პროცესში არაერთი ორგანიზაციაა ჩართული. ნებისმიერი კითხვა, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს თითოეულ ადამიანს, შეუძლია დაგვიკავშირდეს და ჩვენ პროცესთან დაკავშირებით მეტ დეტალს ეტაპობრივად მივაწვდით“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. იპნ
-
აშშ-მა „ქართული ოცნების” 20-მდე მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნისს გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს. მეთიუ მილერს მაშინ კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში მორიგი სანქციები 16 სექტემბერს გამოაცხადა – განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სავიზო შეზღუდვა შეეხება 60-ზე მეტ პირს, მათ შორის არიან ხელისუფლების, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. ასევე, შეზღუდვა შეეხებათ პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსული კანონის მიღებაში. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს დამატებით ზომებს, რათა დაუწესოს სავიზო შეზღუდვები 60-ზე მეტ ქართველ ინდივიდსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ამ ინდივიდებში შედიან ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად; ასევე, კორუფციულ პროცესებში ჩართული ბიზნეს ლიდერები; ადამიანები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის მონაწილეების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში. მაშინ საქართველოში ახალი სანქციები გამოაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმაც – ამ სიაში 4 პირია შესული, მათ შორის არიან პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობის „ალტ-ინფოს“ ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. გარდა ამისა, სანქციები ეხებათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პირები სანქცირდებიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო. ამასთან, ნათქვამია, რომ კანონის მიღებამდე გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების ძალადობრივი ქმედებების სამიზნეები იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წევრები – ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდნენ ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური. რაც შეეხება ზურაბ მახარაძესა და კონსტანტინე მორგოშიას, დეპარტამენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისინი აორგანიზებდნენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე ძალადობრივ თავდასხმებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტანტინე მორგოშია დამფუძნებელია ალტ-ინფოსი, რომელსაც იყენებს დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გასავრცელებლად. „2021 წლის ივლისსა და 2023 წელს ის მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს იმ მარგინალიზებული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს”. ზურაბ მახარაძეზე კი ნათქვამია, რომ იმავე წლებში ის პირადად მოუწოდებდა უმცირესობის ჯგუფებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისკენ და მონაწილეობდა ამის ორგანიზებასა და მართვაში. პუბლიკა -
ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ. ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, რაინიე ვან ლანშოტა; ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა (პოლონეთი); ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი (გერმანია); ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე და ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია) პარლამენტთან შეკრებილებს მსვლელობით შეუერთდნენ. მსვლელობისას დიპლომატებს მოქალქეები ტაშით და ოვაციებით ხვდებოდნენ. ასევე ისმოდა შეძახილები: “საქართველო, საქართველო!”. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს. იპნ
-
ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან სოლიდარობას უცხადებენ ქართულ მედიას
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან სოლიდარობას უცხადებენ ქართულ მედიას. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 78 ჟურნალისტი, ნათქვამია: განცხადებას ხელს აწერენ: ანდრაშ პუსტაი – Telex.hu-ის აღმასრულებელი დირექტორი (უნგრეთი) მიროსლავა კერნოვა – Omediach.com-ის მთავარი რედაქტორი (სლოვაკეთი) ბურაკ უტუჩუ – სპეციალური კორესპონდენტი, Euronews (თურქეთი) ისა მიზირაი – ალბანეთის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (ალბანეთი) ლუკას ბურნარ – Medienhaus Andererseits-ის აღმასრულებელი დირექტორი (ავსტრია) ალექსანდრ ვოსტროვი – ბელორუსული საგამოძიებო ცენტრის დირექტორის მოადგილე დუნისანი ნცანვისი – Nthavela Newspaper-ის გამომცემელი (სამხრეთ აფრიკა) ფრედი გსტაიგერი – SRF-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე (შვეიცარია) ასენ იორდანოვი – Bivol.bg-ის დირექტორი (ბულგარეთი) ჯული ანტროპოვა – ჟურნალისტი (საფრანგეთი) ჯოვო მარტინოვიჩი – ჟურნალისტი, LUPA (მონტენეგრო) აჰმად ყურაიში – ავღანეთის ჟურნალისტთა ცენტრის (AFJC) აღმასრულებელი დირექტორი შაჰიდ ვაფა – პაკისტანის ტელევიზიის კორპორაცია (პაკისტანი) ჯანლუკა ლივა – ჟურნალისტი (იტალია) კლაუს ბონანომი – რედაქტორი, Radio SRF (შვეიცარია) შარლ ბამბარა – ჟურნალისტი (ბურკინა ფასო) პოლინა ბახლაკოვა – თავისუფალი ჟურნალისტი (დანია) პეტრ ორალეკი – სტრატეგიის დირექტორი, ČTK (ჩეხეთი) როზალინე აკვეიბა ობაჰი – ჟურნალისტი, PR კომუნიკაციების აღმასრულებელი (დიდი ბრიტანეთი) იზაბელ პფაფი – ჟურნალისტი, SRF (შვეიცარია) ეჰსან აჰმედ სეჰარი – პაკისტანის სოფლური მედიის ქსელის პრეზიდენტი კლაუს ამანი – SRF-ის ეკონომიკის დეპარტამენტის რედაქტორის მოადგილე (შვეიცარია) კარლოს დადა – El Faro-ს დირექტორი (ელ სალვადორი) ალექსანდრა ტიანი – ვიდეოჟურნალისტი, Sphera Network (იტალია) მოჰამედ იბრაჰიმი – სომალელი ჟურნალისტთა სინდიკატის (SJS) პრეზიდენტი შარლოტ ჟაკმარი – SRF (შვეიცარია) ანუშკა დელიჩი – Oštro-ს მთავარი რედაქტორი (სლოვენია) ვაჰიდ ბატი – Ground Report-ის გარემოს რედაქტორი (ინდოეთი) ირმა დიმიტრაძე – ჟურნალისტი, ბათუმელები & ნეტგაზეთი (საქართველო) მაიკლ შუსტერი – დამოუკიდებელი ჟურნალისტი ბიორნ საბო – ჟურნალისტი, RA Stavanger (ნორვეგია) ემრე კიზილკაია – Journo.com.tr-ის რედაქტორი (თურქეთი) მიჰალ კლიმა – ჟურნალისტი (ჩეხეთი) მამან ბელო ჰამედი – Peoples Daily Newspaper-ის მთავარი რედაქტორი, აბუჯა (ნიგერია) ჯოფრი ეკენა – Sunday Telegraph-ის რედაქტორი (ნიგერია) ადრიან მოგოში – NewsRomania.net იულიუს ფინტელმანი – The European Correspondent-ის რედაქციის დირექტორი (ნიდერლანდები) კორინ ველა – Daphne Caruana Galizia Foundation (მალტა) პეტერ კოკაი – Press Freedom Foundation-ის ფინანსური დირექტორი (სერბეთი) ლინდა გრაჰამი – Broadcasting Scotland-ის აღმასრულებელი დირექტორი (შოტლანდია) პეტერ ჰანაკი – ჟურნალისტი, Aktuality.sk (სლოვაკეთი) იულია ტაპაინერი – თავისუფალი ჟურნალისტი (გერმანია) ვინიტ მალიკი – The Revelation-ის მთავარი რედაქტორი (გაერთიანებული სამეფო) გოხან ტანი – ჟურნალისტი (თურქეთი) ბარტოშ ვიელინსკი – Gazeta Wyborcza-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე (პოლონეთი) ქრისტოს კაზანცოგლუ – შინაარსის რედაქტორი (მედია) იაროსლავ კურსკი – ჟურნალისტი, Gazeta Wyborcza (პოლონეთი) დამირ დამპო – RTV SLON-ის აღმასრულებელი დირექტორი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) იბრაჰიმ კარცი – თავისუფალი ჟურნალისტი (გერმანია-თურქეთი) სევგილ მუსაევა – Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი (უკრაინა) ლინა კუშჩი – უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის პირველი მდივანი ანტუანეტ ნიკოლოვა – Balkan Free Media Initiative ეინარ თო – Haugesunds Avis-ის მთავარი რედაქტორი (ნორვეგია) ნატალია პახაიჩუკი – CID Media Group-ის თავმჯდომარე (უკრაინა) მელინ ლაფაბრი – Aidóni-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (საფრანგეთი) სანჯარ სოჰაილი – 8am Media-ს გამომცემელი (ავღანეთი/კანადა) ტიოკე იანოშ – Press Freedom Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი (სერბეთი) გალინა სიდოროვა – საგამოძიებო ჟურნალისტთა საზოგადოება – Fond 19/29 (რუსი ჟურნალისტი, საქართველოზე დაფუძნებული) ოლეგ გრიგორენკო – 7×7 Horizontal Russia, მთავარი რედაქტორი (რუსეთი, განდევნილი) ალ ნგრი მაინი – ჟურნალის “Attractive” (იემენი) პავოლ მუდრი – IPI-ის წევრი (სლოვაკეთი) იააპ არიენსი – ფოტოგრაფი, Sipa USA (პოლონეთი) დავიდ მირეიოვსკი – ტელე-რეპორტიორი (ჩეხეთი) ოუეის ასლამ ალი – პაკისტანის პრესის ფონდის (PPF) გენერალური მდივანი (პაკისტანი) სირომანი დუნგანა – დემოკრატიის მედიის ქსელის თავმჯდომარე (ნეპალი) ხუან დიეგო მონტენეგრო – ფოტოგრაფი, Tierra de Nadie (ეკვადორი) ანასტასია კორინოვსკა – რედაქციის პროდუქტის მენეჯერი, SUSPILNE (UA PBC) (უკრაინა) ემილია სერკანი – საგამოძიებო ჟურნალისტი (რუმინეთი) ალექს რაუფოგლუ – სახელმწიფო დეპარტამენტის კორესპონდენტი, News Agency Turan ან ლეპაჯარვი – პრეზიდენტი, European Journalism Training Association (ფინეთი) კარსტენ ფონ ნამენი – DW Akademie-ს მმართველი დირექტორი (გერმანია) ლავალ იბრაჰიმი – Triumph Publishing Company-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, კანო (ნიგერია) ბოიანა იოვანოვიჩი – KRIK-ის რედაქტორის მოადგილე (სერბეთი) ანგელ პეტროვი – რეპორტიორი, Dnevnik (ბულგარეთი) ეერო ჰივონენი – მასობრივი მედიის საბჭოს თავმჯდომარე (ფინეთი) სვეტლანა პუსტოვიტი – კრეატიული დირექტორი (უკრაინა) ნადია ბედრიჩუკი – უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი (უკრაინა) სერგეი ტომილენკო – უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის პრეზიდენტი (უკრაინა) პუბლიკა -
დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად, დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისი თქმით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. “დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს”, - განაცხადა რასმუსენმა. იპნ
-
ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე, რაზეც ამჟამად მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმაა. ასევე, შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე. გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება. კერძოდ, გადამუშავდა “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ პიროტექნიკასთან დაკავშირებულ ახალ რეგუალაციებს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე ზეპირსიტყიერად არ უმსჯელიათ და ის დეპუტატებისთვის მხოლოდ წერილობითი სახით იყო დარიგებული. თუკი ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ამჟამად 1 000 ლარიან ჯარიმას იწვევს, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, სამართალდარმღვევი პირი გარდა იმისა, რომ 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, 1 წლის ვადით მართვის უფლებაც შეუჩერდება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება მუნიციპალურ ქალაქებში იერ-სახის დამახინჯებაზეც. უფრო კონკერტულად, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, პირს შეეფარდება ადმინისტრაციულ პატიმრობა - 15 დღემდე ვადით. იგივე ქმედება ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის ზონაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ამჯამად ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია), იგივე ქმედების განმეორება კი, 3 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდება. აღნიშნული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. არსებული ჯარიმები იზრდება დედაქალაქის - თბილისის შემთხვევაშიც. თბილისში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, არსებული ჯარიმის ოდენობა 200 ლარია. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენაზე არსებული ჯარიმა – 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე იზრდება. თბილისის სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 3 000 ლარის ოდენობით. კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ჯარიმა 1 000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი იქნება. განმეორების შემთხვევებში კი, პირის დაჯარიმება 3 500 ლარის ოდენობით მოხდება. დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის, ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის, ასევე უნიფორმისა და ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის ტარებაზე - ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. მას 13 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. იპნ
-
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მეთაურის „შემაშფოთებელი განცხადებებისა“ და „ევროპული გზის ღალატის“ გამო. მაკრონის თქმით, აღნიშნული სრულიად საპირისპიროა იმის, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ. ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონლად ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ. მაკრონმა ისაუბრა რუსეთის გავლენებზე ევროპაში და აღნიშნა, რომ საქართველო "ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი" გახდა. “ნათელია, რომ რუსეთი ზრდის თავის საინფორმაციო თავდასხმებსა და გავლენას არჩევნებზე თითქმის ყველგან ევროპაში. მოლდოვა გახდა თავდასხმის მსხვერპლი და მივესალმები პრეზიდენტ მაია სანდუს ხელახლა არჩევას. საბედნიეროდ, ჩვენ კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტები გამოვიყენეთ, დავეხმარეთ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, მაგრამ ამ ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენი ძალისხმევები უნდა გავზარდოთ. ძალიან აშკარაა, რომ საქართველო ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მინდა ხელახლა გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალიან უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და არჩევნების შემდეგ ევროპული გზის ღალატის გამო, რაც სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ”, - განაცხადა მაკრონმა. იპნ
-
არასრულწლოვანის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მშობლის დაჯარიმებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება “ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ მუხლშიც შეიტანა, რომელიც მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობას შეეხება. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. მას 13 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. იპნ
-
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩევა, – მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და იმ არგუმენტით, რომ საქმეში არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოებები, ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. რაც შეეხება საქმის განხილვას, საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა მისული. დაცვის მხარე ოქტომბრიდან მოყოლებული საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს. როგორც ოკმელაშვილის ადვოკატი, კობა ბარამია აცხადებს, განხილვის გადადების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ ოკმელაშვილის შეწყალება მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადაში ვეღარ მოესწროს. დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადასვლა შესთავაზა, თუმცა ამჯერად პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ მზად არ იყო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისთვის და სხდომის გადადება მოითხოვა. დაცვის მხარემ პროკურორის პოზიცია საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებად შეაფასა და სასამართლოს შესთავაზა, განხილვა მომდევნო დღეს გაგრძელებულიყო. მისივე თქმით, ისეთ საქმეზე, სადაც მხარეს უდავოდ აქვს ცნობილი მტკიცებულებების ნაწილი, სასამართლოს მიერ სხდომების 2-თვიანი ინტერვალით ჩანიშვნაც, ზემოთაღნიშნულ ეჭვებს ამყარებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ საქმის განხილვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა: „თქვენს მიერ სხდომის არაერთხელ გადადება და დღევანდელი თქვენი პოზიცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ობიექტური ტესტით საზოგადოებაში ტოვებს განცდას, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაგრძელებთ საქმის განხილვას, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება ობიექტური. როგორც მოგეხსენებათ, აცილების საკითხი განიხილება ორი სტანდარტით – ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმით. ამ შემთხვევაში ობიექტური კრიტერიუმით, საზოგადოებაში არავის არ დარჩება განცდა, რომ თქვენ ამ საქმეზე, უდავოდ ცნობილ საქმეზე, ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებთ… გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულის სწრაფი მართლმსაჯულების უფლება ფაქტობრივად უგულებელყოფილია სასამართლოს მხრიდან, ჩვენ არ გვაქვს ობიექტურობის მოლოდინი აღნიშნულ საქმეზე, ამიტომ ამ საფუძვლით, გთხოვთ, რომ ამ საქმიდან თავი აიცილოთ“, – მიმართა სასამართლოს ადვოკატმა კობა ბარამიამ. მოსამართლე გიორგი გელაშვილი არ დაეთანხმა დაცვის მხარის ბრალდებებს და აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია მტკიცება იმისა, რომ სასამართლოს რაიმე სახის დაინტერესება აქვს ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილის საქმის მიმართ. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შემდეგ მოსამართლემ მომდევნო სხდომა 2025 წლის 10 იანვარს ჩანიშნა. რაც შეეხება მოსამართლის აცილების შუამდგომლობას, ადვოკატი განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის გასაჩივრების შემთხვევაში, დაცვის მხარეს რომ არ შეექმნას დაბრკოლება, ყველა შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი უნდა ამოიწუროს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესზე პროკურორის ერთჯერადად შეცვლას, დაცვის მხარემ აღნიშნულიც პროცესის ხელოვნურად შეფერხების მცდელობად შეაფასა. საქმის პროკურორს როინ ხინთიბიძეს დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ოკმელაშვილი მაისში პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს – სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზე. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა. როგორც ოკმელაშვილი აცხადებს, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიებისა და აუცილებელი დახმარების პირობებში. გიორგი ოკმელაშვილი პუბლიკა
-
ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში დეპუტატმა ბლერ მაკდუგალმა დააყენა ქართული სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის” მფლობელი კომპანიის ბრიტანეთში სანქცირების საკითხი. კერძოდ, მაკდუგალმა ლეიბორისტული პარტიის წევრს და თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პაუელს მიმართა, თანახმა არაა თუ არა, რომ განიხილონ ეროვნული კრიმინალური სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყება და Hunnewell Partners-ისთვის ოპერაციების აკრძალვა. მაკდუგალმა ხაზი გაუსვა, რომ ტელეკომპანია „იმედი” იმართება ბრიტანეთიდან, კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით. Hunnewell Partners-ს ტვ „იმედი” ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2021 წელს გადასცა. პასუხად ლუსი პაუელმა თქვა: საქართველოში Hunnewell Partners მცირე აქციონერია კომპანიებში: „მაგთიკომი”, „ბორჯომი”, „ლიბერთი ბანკი”, რუსთავის მეტალი”. ირაკლი რუხაძე როგორც „იმედის”, ისე სხვა ჩამოთვლილი კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც. პუბლიკა
-
სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და ხმის არ ამოღება დანაშაულია, ამავე დროს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც - "კონსერვატორია არ დაკონსერვდება", "თავისუფლება ანრი კაკაბაძეს". ცნობისთვის, სახელოვნებო მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჭავჭავაძის, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე IT სფეროს მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდნენ. გაერთიანებული მსვლელობის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან, თბილისის მერიასთან, იუსტიციის სახლთან და ბოლოს საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ. მსვლელობის დროს კი მოქალაქეებს გაფიცვისკენ და მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდნენ. ipn
-
"რომ მეუბნებიან, განსხვავებული აზრის მიმართ ბულინგს აქვს ადგილიო, სულ მიკვირს - როდესაც უყურებ ძალადობას, რა განსხვავებული აზრი უნდა გქონდეს იმას გარდა, რომ ის დაგმო და იყოს შენთვის მიუღებელი? თუ არ გმობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალადობა შენთვის მისაღებია და მიიღებ ჩემგან პასუხს - ამ ყველაფრის თანამონაწილე ხარ. ეს არ არის ბულინგი, ეს ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევაა." სოფო ხორგუანი სტუმრად აჭარის ტელევიზიაში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე". ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1801782617318700
-
პოლიციამ წაიყვანა რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა – მოქალაქე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოქალაქე ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსლეში წერს, რომ რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა. მისი თქმით, ადვოკატი და ოჯახის წევრები ახლა მას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ეძებენ. “რამდენიმე წუთის წინ აბაშიძეზე გაიტაცეს Vato Bzhalava, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!”, – წერს ჩიქოვანი სოციალურ ქსელში. “ნეტაზეთი” ინფორმაციის მოძიებას შინაგან საქმეთა სამაინისტროდან ცდილობს. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ვატო ბჟალავა აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ აქციებში და პროტესტის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში ათავსებდა. ნეტგაზეთი -
14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური - კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები ერთი მხრივ, ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი ერთპარტიული არჩევნები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად აუცილებელია ორი მთავარი პირობის შესრულება - დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. „პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე პოზიციას და ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სხვა მიტაცებულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ქართველ ხალხს მოჰპარა თავისუფალი არჩევანის უფლება და ქვეყანა შეიყვანა მძიმე სისტემურ კრიზისში. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგების კანონიერებას და შესაბამისად, პარლამენტს და არც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უკანონოდ არჩეულ რომელიმე ორგანოს ლეგიტიმურობას. 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური, რადგანაც, ერთი მხრივ, არჩევნები ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი ერთპარტიული არჩევნები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, რომლითაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი უნდა აირჩეს ინკლუზიური ფორმითა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს. შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად აუცილებელია ორი მთავარი პირობის შესრულება: დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას უკანონოდ დაკავებული პირები, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებამ სისტემის მძევლად აქცია. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში,“ - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. იპნ
-
„ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, გარკვეული პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი და, უპირველეს ყოვლისა, სანქციები“,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის გარკვეული პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი.
-
საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ქმედებები სუსტია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დამარცხება „ომების აფეთქებებს“ გამოიწვევს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაგალითისთვის საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. „ვფიქრობ, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის ქმედებები სუსტია. ძალიან დიდი მსგავსებაა. საქართველოს ნაწილის (რუსეთის მიერ) ოკუპაცია მოხდა. მასთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა, უბრალოდ მკვდარი ნაწილია საქართველოში. იქ ცოცხალი არაფერია და ასეთი ცივილიზაცია არ არსებობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გაყინული კონფლიქტი გამიზნულად შექმნა, რათა საქართველოს განვითარებისთვის და ევროკავშირსა და ნატო-ში მისი გაწევრიანებისთის ხელი შეეშალა. „დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქების მიერ არის უზურპირებული. მთელი ძალაუფლება ეკუთვნის ბიზნესს, რომელიც მოსკოვთან პირდაპირ კავშირშია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს მთავრობა „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ კონტროლს სრულიად ექვემდებარება“. „რა ძლიერი ზომები მიიღო ახლა აშშ-მა? რა ძლიერი ზომები მიიღეს ევროპულმა სახელმწიფოებმა? გულწრფელად ვამბობ, რომ ამას ვერ ვხედავ. შეიძლება, მოლდოვაშიც იგივე მოხდეს, ამის მაღალი რისკები არსებობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. იპნ
-
შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდიმ ქართულენოვან ვიდეომიმართვაში განაცხადა. ელჩი აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი წინააღმდეგობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შესახებ. შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ძალადობა მიუღებელია და უნდა შეწყდეს. შესაბამისად, მინისტრმა ასევე შეზღუდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორც საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსებას, ასევე, ვზღუდავთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად, აღარ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობაში. ასევე, შევზღუდავთ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას. უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს ვერ განვაახლებთ ამ ვითარებაში. ანგარიშვალდებულება აუცილებელია, 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და სახალხო დამცველის მიხედვით, უმეტესობას აღენიშნება ცემის ნიშნები. უნდა ჩატარდეს სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, მოუსმინოს იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც 20 წელზე მეტია მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას რუსული ზეწოლის წინააღმდეგ. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპის ერთ-ერთი წარმატებული მრავალპარტიული დემოკრატია. სხვა არჩევანი არის ავტოკრატია. ჩვენ გვჯერა საქართველოს დემოკრატიის,“ - განაცხადა ელჩმა. იპნ
-
ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია სხირტლაძის მეუღლემ, მარინა ნაცვლიშვილმა დაადასტურა. „დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია „იმედი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა Ambebi.ge-სთან საუბრისას. მანამდე დუტა სხირტლაძე „ფეისბუქზე“ აქციის ერთ-ერთი მონაწილის,18 წლის ბიჭის დაკავებას გამოეხმაურა. „ბავშვია, ბიჭო! ბავშვიიიიი! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც). პატარა გოგო-ბიჭებს. ჟურნალისტებს, ოპერატორებს. ქვეყანა ამათია. შვილებისაა. ვიღაცები „ბანდერლოგებს“ უწოდებენ. აი, ამათ. ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას. თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ. ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი. ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს“,- წერს დუტა სხირტლაძე. იპნ
-
კრიტიკულ წერილზე ხელმომწერი მერიის თანამშრომელი ომბუდსმენს მიმართავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს მოკვლევა კრიტიკულ განცხადებებზე ხელმომწერი საჯარო მოხელეების მიმართ მუქარის თაობაზე. სოფრომაძის თქმით, მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან მათ მიმართ საჯაროდ და ღიად გამოხატული მუქარისა და დაშინების მცდელობა დღითიდღე პრაქტიკულ სახესაც იღებს. „გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩვენი, განცხადების თითოეული ხელმომწერი პირის ირგვლივ შექმნილი ვითარებითა და იმ პირობებით, რაშიც მათ უწევთ მუშაობა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების შემდეგ. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი შეიცავს დისკრიმინაციის მკაფიო ნიშნებს, რაც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენ შევქმნით საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა პროფესიულ გაერთიანებას და კანონით განსაზღვრული სხვა ფორმებით დავიცავთ თითოეული დასაქმებულის უფლებებს. ჩვენ ვრჩებით ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის, კონსტიტუციისა და იმ გაცხადებული კურსის ერთგულნი, რომელიც კონსტიტუციის დონეზე გვაქვს დაფიქსირებული“, — წერს სოფრომაძე. თბილისის მერი კახა კალაძე ისევ ემუქრება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე. კალაძე ამბობს, რომ „საბოტაჟის მცდელობა“ პასუხგაუცემელი არ დარჩება. მანამდე კახა კალაძემ მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. თბილისის მერის მიერ რეორგანიზაციის პროცესის დაანონსებას წინ უძღოდა მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ „ქართული ოცნების“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მერიაში დასაქმებული პირები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას. პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამავდროულად, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და პირველი მოსმენით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომელიც რეორგანიზაციას ამარტივებს. ნეტგაზეთი -
პეტიცია: მოვუწოდებთ ბანკებს, დააწესონ სასესხო შეღავათები პროტესტში მონაწილეებისთვის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შეიქმნა პეტიცია, სადაც ხელმომწერები საქართველოში მოქმედ ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებს პროტესტის მონაწილეთა მიმართ სასესხო შეღავათების მოთხოვნის შესახებ მიმართავენ. პეტიციის ტექსტს გთავაზობთ სრულად: პუბლიკა -
საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა, რომლებიც "მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის". როგორც საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. საელჩო გმობს „ქართული ოცნების" მიერ ბოლო დღეებში "განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე“. “მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რომელიც სხვაგვარად დაფარული შეიძლება დარჩეს. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე. მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა ძალადობისა და რეპრესიის შიშის გარეშე”, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
-
დღეს გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს თუ ეწვევა, თორემ დასავლეთ ნახევარსფეროში არავინ დახვდება და მიიღებს, ასე იქნება ჩვენი მომავალი პრეზიდენტიც , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ბექა ლილუაშვილის განმარტებით, ახლა პრეზიდენტად ვინ დაინიშნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს პროცესიც ვერ იქნება ლეგიტიმური. „საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმური იყო და ამას მოჰყვა თოჯინების თეატრის მთავრობად დანიშვნა. ახლა პრეზიდენტად ვინ დაინიშნება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს პროცესიც ვერ იქნება ლეგიტიმური. ხალხმა ხელი როგორ უნდა შეუშალოს ამ პროცესს? - ხალხმა უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი პროტესტი. მიუხედავად იმისა, რომ მილევად რეჟიმშია, 14 დეკემბრამდე საკმარისი ძალა დარჩება ივანიშვილს იმისათვის, რომ სპეცრაზმელების ალყა შემოარტყას საპარლამენტო შენობას, გამოკეტოს ერთ ოთახში ადამიანები, რომლებიც არალეგიტიმურად აირჩევენ პრეზიდენტს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. პრეზიდენტს არ ექნება არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა ისევე, როგორც დღეს გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს თუ ეწვევა, თორემ დასავლეთ ნახევარსფეროში არავინ დახვდება და მიიღებს, ასე იქნება ჩვენი მომავალი პრეზიდენტიც. თუ ის დარჩება, როგორც პრეზიდენტი, თავისი სამყოფლის გარდა დიდად სასიარულო არ ექნება. ჰეზბოლას ლიდერთანაც ვეღარ წავა, ის კაცი მოკლეს. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რა ბრძოლაც დაწყებული გვაქვს მიუხედავად იმისა, რამდენ თოჯინას დაამატებს ან გამოაკლებს ივანიშვილი თოჯინების თეატრს. ამ ყველაფრით შინაარსობრივად არაფერი არ იცვლება. მას მოუწევს სერიოზულ კომპრომისებზე წასვლა და მათ შორის აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ხელახალი არჩევნები“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
-
ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელი, ფიქრია ეპიტაშვილი, რომელსაც, უცნობი პირი თავს დაესხა და სახე სამართებლით დაუზიანა, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ეპიტაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მას სამედიცინო დახმარება გაეწია, მომხდარზე კი გამოძიებაა დაწყებული. „მეგობრებო, კარგად ვარ. სამედიცინო დახმარება გაწეული მაქვს. გამოძიება დაწყებულია. იმაზე მეტად ვერ მატკენდნენ, ვიდრე ჩემი ქვეყნის ბედი მტკივა. იმაზე ღრმა შრამს ვერ დამიტოვებენ, ვიდრე ჩემი ახლობლების სიჩუმით გამოწვეული დაღი ამჩნევია ჩემს გულს. იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ, ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია. დედაჩემის ნერვიულობა არ შერჩება არავის. ახლა მე უნდა დავიძინო და იქნებ თქვენ გაიღვიძოთ“,- წერს ეპიტაშვილი. გარდა ამისა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ის სკოლის მასწავლებელია, ფიქრია ეპიტაშვილი ამბობს, რომ ის არა მასწავლებელი, არამედ სკოლის საინფორმაციო მენეჯერია. „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად - მე არ ვარ მასწავლებელი საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ბავშვებს არ ვასწავლი). ვარ სკოლის თანამშრომელი, პოზიცია - საინფორმაციო მენეჯერი. ვიცნობ და მიცნობს ალბათ სკოლის ყველა ბავშვი და თითქმის ყველა მშობელი.. ემოცია ძალიან დიდია, ძალიან დიდი მადლობა ყველას გვერდით დგომისთვის ყველაფერი იქნება კარგად!“,- წერს ფიქრია ეპიტაშვილი. ცნობისთვის, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერს, ფიქრია ეპიტაშვილს უცნობი პირი თავს დაესხა და სახე სამართებლით დაუზიანა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფიქრია ეპიტაშვილის მეგობრის, ნატა ცნობილაძის განცხადებით, მომხდარი ფაქტი ფიქრია ეპიტაშვილის სამოქალაქო პოზიციას უკავშირდება. როგორც ნატა ცნობილაძე ამბობს, ფიქრია ეპიტაშვილი მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, კაზრეთიდან თბილისში დადის აქციებზე დასასწრებად და ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც საჯაროდ წერს. „უკნიდან მიადგა შავებში ჩაცმული ადამიანი, მოატრიალა, სახეზე დაუსვა სამართებელი და თან მიაძახა: "გაა*ვი ევროპაში შენნაირ აგენტებთანო". ქუჩაში არავინ იყო. თან ფიქრიას ყურსასმენი ეკეთა და ვერ გაიგო, რომ ვინმე ეპარებოდა. ფიქრია ეცადა სამართებლის გამორთმევას, რადგან ეს ადამიანი გაჩერებას არ აპირებდა, ეჯიკავა, გამოართვა სამართებელი, დაეცა და ეს ადამიანი გაიქცა", - განაცხადა ნატა ცნობილაძემ „რადიო თავისუფლებასთან“. იპნ
-
Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი, Instagram-ი, Messenger-ი, WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებზე შესვლა უჭირთ. Meta-ს პროდუქტები 11 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, გლობალურად გაითიშა. Downdetector-ის მონაცემებით, 22:10 საათისთვის Meta-ს მომხმარებლებისგან 100 ათასზე მეტი "რეპორტი" შევიდა. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა Meta-მ და აღნიშნა, რომ პრობლემაზე მუშაობენ. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებელს. "ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემა ზოგიერთ მომხმარებელს უზღუდავს წვდომას ჩვენს აპლიკაციებზე. ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაბრუნდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის", - წერია Meta-ს განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე ვრცელდება. იპნ -
საფრანგეთში ყოფილი ელჩი ხსნის, რატომ ესაუბრა მაკრონი ივანიშვილს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ჟესტი იყო ის, რომ პრეზიდენტმა ემანეულ მაკრონმა სწორედ ბიძინა ივანიშვილთან გამართა სატელეფონო საუბარი. „ხაზს გავუსვამდი იმის მნიშვნელობას, ეს როგორი სიმბოლური პროტოკოლური ჟესტი იყო — ევროპის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკოსმა, მაკრონმა, მიზანშეწონილად ჩათვალა.. ის, რომ პრეზიდენტი ესაუბრება თუნდაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ეს არაორდინარულია. ეს მიუთითებს, რამდენად ახლოს აქვს გულთან მიტანილი მაკრონს საქართველოში მიმდინარე პროცესები“, — განაცხადა მან „ტვ პირველის“ ეთერში. ყოფილი ელჩის განმარტებით, ორი ფაქტორია, რის გამოც მაკრონი სწორედ ივანიშვილს ესაუბრა: სხვა პოლიტიკურ ფიგურასთან საუბარი ან მისი ორგანიზება საფრანგეთის მხრიდან იქნებოდა ხელისუფლების აღიარება; მაკრონს უნდა ესაუბრა პირთან, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს. ჯავახიშვილის შეფასებითვე, კიდევ ერთი ზარის დაანონსება იმას ნიშნავს, რომ პარიზი მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს საკითხზე. მისივე თქმით, მაკრონის მიერ ივანიშვილისთვის ნათქვამი „ერთგვარი გაფრთხილებაა“. გოჩა ჯავახიშვილი ელჩობიდან 2024 წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის გამო გადადგა. ნეტგაზეთი