Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქების უკონტროლო მიგრაცია, შეზღუდოს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადეს. ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სრულად აიგნორებს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და აგრძელებს კრემლთან ურთიერთობის გაღრმავებას. "მაშინ, როდესაც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულ ბრძოლას აწარმოებს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს კრემლის დამნაშავე რეჟიმთან ყოველგვარი კავშირი შეწყვიტოს. დღეს ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება სრულად აიგნორებს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს ჩვენი ქვეყნისთვის და აგრძელებს კრემლთან ურთიერთობის გაღრმავებას. თვეებია, ქვეყანაში ხორციელდება რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია და ამ ფონზე, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანები არიან ტურისტები, არადა ამასობაში ისინი დაფუძნდნენ საქართველოში, შეიძინეს უძრავი ქონება, დაიწყეს სხვადასხვა სახის უკონტროლო საქმიანობა. სწორედ ეს აზიანებს საქართველოს უსაფრთხოებას და უქმნის რისკებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ბუჩუკურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ღიად დაიწყეს საუბარი. "ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ღიად დაიწყეს საუბარი. დღეს, რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება საქართველოში, მიგრაციის უკონტროლო ტალღის გაზრდასა და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უკვე წამოწყებულ სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად, მათთვის საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას ქმნის და საქართველოს იმ მცირე, ანტი-დემოკრატიულ ქვეყნებს შორის აქცევს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობას აგრძელებენ. სწორედ ეს უქმნის საქართველოში მშვიდობას საფრთხეს" , - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქების უკონტროლო მიგრაცია, შეზღუდოს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში. მივმართავთ ყველას, უპირველესად „ქართულ ოცნებას“ და ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ და შეუერთდნენ აღნიშნულ რეზოლუციას საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
  2. ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვან დერ ბელენთან შეხვედრამდე მას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცეს. “ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, - თქვა ზელენსკიმ და საჯაროდ წარადგინა ფოტოები. “ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა - რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ იგი მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, ზელენსკის თქმით, არ შედის განხილვაში, რისთვის დააკავეს სააკაშვილი, რადგან ეს საქართველოს შიდა საკითხია. “სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს - რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ - იგი მოკლან”, - თქვა ზელენსკიმ. IPN
  3. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელზე, ამირან გამყრელიძეზე, საუბრის დროს ამბობს, რომ "დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი". ასე ეხმიანება გახარია იმ კრიტიკულ წერილებს, რომლებიც გამყრელიძემ ჯანდაცვის უწყების მოქმედ მაღალჩინოსნებს გაუგზავნა. "სამწუხაროდ ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში. კოვიდპანდემია იყო მსოფლიო გამოწვევა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, ერთობლივი შრომით გვექცია საქართველო წარმატების მაგალითად... მთავრობები იცვლება, ხალხის მსახურება კი მარადიული ღირებულებაა", - წერს გიორგი გახარია ფეისბუკზე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მან კრიტიკული შინაარსის წერილები გაუგზავნა ჯანდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეს, რომელიც ახლა NCDC-ის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. დღეს, 1 თებერვალს, ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა მის მიერ მოპოვებული წერილები, რომლებშიც გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს განმარტებებს სთხოვს. "თანამშრომლების დიდი ნაწილი დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება, რომ ამოღებული უნდა იქნეს ჩემი გვარი პროექტებიდან სადაც კონსულტანტად ვიყავი, არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე (საუკეთესო მაგალითია ჰეპატიტის ელიმინაციის სათანამშრომლო ცენტრის დაფუძნების ცერემონიალი სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა), რომ სრულად უნდა შეწყდეს ჩემი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით, მგონი მალე შემთხვევით შეხვედრაც აიკრძალება სადმე საჯარო სივრცეში ჩემთან, დაგეგმილზე რომ აღარაფერი ვთქვა", - წერდა ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას "ფორმულის" მიერ გავრცელებული ტექსტის თანახმად. სამინისტროს არცერთ მაღალჩინოსანს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტებები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მათ უყენებს ამირან გამყრელიძე. ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. 2022 წლის 5 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ის თანამდებობას ტოვებდა. "ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. რადიო თავისუფლება
  4. უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა 18 იანვარს ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ავიაკატასტროფაში 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა. ავაკოვის თქმით, მასთან მივიდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლები. მათ აინტერესებდათ ექვსი წლის წინანდელი დოკუმენტაცია ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაზე, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იყო. ავაკოვმა აღნიშნა, რომ გამომძიებლებმა ვერაფერი აღმოაჩინეს. ყოფილმა მინისტრმა დააზუსტა, რომ ვერტმფრენების შესყიდვის კონტრაქტები უკრაინის მთავრობისა და ვერხოვნა რადის მიერ იყო დამტკიცებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ფრანგული წარმოების ვერტმფრენ Super Puma-თი მიფრინავდა, როცა კატასტროფა მოხდა. არსებობს მომხდარის სამი ძირითადი ვერსია, რომლებსაც განიხილავს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: ფრენის წესების დარღვევა, ტექნიკური გაუმართაობა და განზრახ განხორციელებული მოქმედებები სატრანსპორტო საშუალების განადგურების მიზნით. კიევი და პარიზი უკრაინისთვის ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაზე 2018 წელს შეთანხმდნენ. კონტრაქტის ფარგლებში უკრაინამ კონცერნ Airbus-ისგან მიიღო რამდენიმე Super Puma შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო კომიტეტის საჭიროებებისთვის. მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული იყო როგორც ახალი, ისე ძველი ვერტმფრენების მიწოდება მას შემდეგ, რაც მათზე უარი თქვა ნორვეგიამ. იქ ერთ-ერთი Super Puma ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე ჭაბურღილზე გაფრენისას ჩამოვარდა და 13 ადამიანი დაიღუპა. რადიო თავისუფლება
  5. რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა განაცხადა, რომ ნავალნი ნახევარი წლით გადაჰყავთ საკნის ტიპის სათავსოში - უფრო მკაცრი რეჟიმის საკანში, სადაც ათავსებენ საპატიმროს წესების გამოუსწორებელ დამრღვევებს. ექვსი თვე ასეთი ტიპის საკანში მოთავსების მაქსიმუმია მამაკაცებისთვის. ნავალნის მომხრეები ასევე იტყობინებიან, რომ ოპოზიციონერს მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების წინააღმდეგ მკურნალობდნენ „ასეთ შემთხვევაში დაუშვებელი ანტიბიოტიკების უზარმაზარი დოზებით“. 1 თებერვალს ნავალნი უნდა გამოსულიყო სადამსჯელო იზოლატორიდან, რომელშიც ის 25 იანვარს მოათავსეს - ნახევარი წლის განმავლობაში მე-11-ედ. ამის საბაბი გახდა ის, რომ ოპოზიციონერმა, როგორც კოლონიის ხელმძღვანელობა აცხადებს, არასწორად წარუდგინა თავი კოლონიის თანამშრომელს. ნავალნის სადამსჯელო საკნიდან გამოშვების შემდეგ ყოველ ჯერზე თითქმის მაშინვე აბრუნებდნენ უკან. 30 იანვარს ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც გახსნილია შრომა-გასწორების კოლონიის იმ თანამშრომელთა ვინაობა, რომელთა ინიციატივითაც გამუდმებით გზავნიან პოლიტიკოსს სადამსჯელო იზოლატორში. გამომძიებელთა თქმით, კოლონიის ადმინისტრაცია რეგულარულად თათბირობს, კიდევ როგორ გააუარესონ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ცხოვრება. ადრე კოლონიის ადმინისტრაციამ ნავალნი გამოუსწორებელ დამრღვევად აღიარა. ის უშედეგოდ ცდილობდა სადამსჯელო საკანში მისი მოთავსების გასაჩივრებას. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სადამსჯელო საკანში მისი გაგზავნის საბაბები გამოგონილია, თავად საკანში მისი მდგომარეობა პრაქტიკულად წამების ტოლფასია და რომ მას არ უწევენ სამედიცინო დახმარებას. რადიო თავისუფლება
  6. რუსეთში 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა იმ „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მის ფასებზე მაქსიმალური ზღვარი დააწესეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულების თანახმად, რომელსაც ჯერ კიდევ 27 დეკემბერს მოეწერა ხელი, რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება იკრძალება უცხოეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, თუკი კონტრაქტებში „პირდაპირ ან ირიბად არის გათვალისწინებული მაქსიმალური ფასების ფიქსირების მექანიზმის გამოყენება“. შეზღუდული ფასებით ნავთობის ექსპორტი დაშვებულია მხოლოდ პრეზიდენტის ნებართვით. აკრძალვა 1 თებერვლიდან 1 ივლისამდე იმოქმედებს. ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვების ვადებს მთავრობა განსაზღვრავს. 2022 წლის 5 დეკემბერს ამოქმედდა მაქსიმალური ზღვრული ფასები რუსეთის ნავთობზე, რომლის ექსპორტი ზღვით ხორციელდება. ბარელი ნავთობის მაქსიმალური ფასი 60 დოლარით განისაზღვრა. ეს ზომა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მერვე პაკეტში შევიდა. დასავლეთის ქვეყნები ზღვრულ ფასებს აწესებენ, რათა შეამცირონ რუსეთის შემოსავლები, რომლებიც მოსკოვს ეხმარება უკრაინაში ომის გაგრძელებაში. ამავე დროს არ სურთ დაუშვან მიწოდების შეწყვეტა და მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა. ზედა ზღვრული ფასი ნიშნავს, რომ „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსულ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებულ სადაზღვევო და საფინანსო მომსახურებებს გასწევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, მათი შესყიდვა ხდება ზღვრულ ფასად ან უფრო იაფად. რადიო თავისუფლება
  7. "ძალა აღმართს ხნავს. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემს მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის", - ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას. წერილი ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა. წერილიდან ირკვევა, რომ ამირან გამყრელიძე ნაწყენია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამო და მიიჩნევს, რომ ეს სამინისტროსთან იყო შეთანხმებული. NCDC-ის ყოფილი ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ აგორებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაზეც ლაპარაკობს და ამას წითელი ხაზების გადაკვეთად აფასებს. როგორც ის ამბობს, ჯანდაცვის სფეროს შეზღუდული დაფინანსების გამო ხარისხი ვერ გაუმჯობესდა, რაც არაფორმალურ გადახდებს და დანახარჯების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს. გამყრელიძის წერილი სრულად: "დიდი მადლობა წერილისა და გადაწყვეტილებისთვის რომელიც მოსალოდნელი იყო. გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებდა მიღებული შესაბამისი სამმართველოს თუ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების მიერ თქვენთან და სამინისტროსთან შეთანხმების გარეში (ამიტომაც ვაკოპირებ ბატონ მინისტრთან). სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად შეურაცმყოფელია თვითონ ეს ფაქტიც რომ ღირსიც არ გამხადეთ, რომ წერილი რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის ხელმოწერით ყოფილიყი (თუ არა თქვენი) და ეს პასუხისმგებლობა გადაანაწილეთ მთელ ცენტრზე. მართალი გითხრათ ჩვენი საუბრის შემდეგ ნამდვილად აღარ ვაპირებდი იმ წერილის გასაჯაროებას რომელიც პირადად თქვენ მოგწერეთ და დავაკოპირე პაატასა და ირმასთან, მაგრამ როდესაც ასეთი პასუხი მივიღე და თქვენი გუშინდელი შეპირების მიუხედავად საპასუხო წერილში ვერცერთი განმარტება ვერ ვნახე ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე, ამიტომ წერილს გიგზავნით უკვე ოფიციალურად. გასაგებია, რომ ამ კონტრაქტის ფინანსური ნაწილი ჩემთვის განმსაზღვრელი არ არის, როგორმე ჯერ კიდევ შევძლებ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით მის კომპენსირებას, პრობლემა და არსი სხვა მთავარშია და გასაგები მიზეზების გამო აღარ შემოვალ დისკუსიაში, ძალა აღმართს ხნავს. მადლობა ყველას ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემს მიმართ ასეთი შეურაცმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის. სანთელ-საკმეველი თავის გზას ალბათ მაინც არ დაკარგავს! მოგეხსენებათ ხანგრძლივი სტაჟის ექიმი ვარ, ჰუმანურობა ჩემთვის როგორც თითოეული ნამდვილი ექიმისთვის მთავარი (ამოსავალი) პრინციპია და ყოველთვის ვცდილობ ვაპატიო ადამიანს გადაცდომები, მათ შორის მძიმეც, მაგრამ არასდროს არ უნდა იკვეთებოდეს წითელი ხაზები. ამიტომ მაინც დიდი მადლობა იმ ბევრი პოზიტივისთვის რაც ჩვენს ურთიერთობაში ყოფილა, ასევე ალბათ სინდისის ქეჯნას გარკვეულად თქვენც გრძნობთ, რადგან გარემოებათა გამო იძულებული იყავით გაგეკეთებინათ/მხარი დაგეჭირათ იმ პროცესებისთვის რაც ხორციელდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში ჩემს მიმართ. დარწმუნებული ვარ, შინაგანად ცოტა მადლიერებაც უნდა გქონდეთ პირადად თქვენს მიმართ ჩემი პატარა დამსახურებებისთვის, იქნებოდა ეს 90-იანებში თუ ბოლო ოთხ წელიწადში. ამიტომაც მიჭირს თქვენთან ამ სახით საუბარი და არ ვისურვებდი თქვენს ადგილზე ყოფნას. მოგეხსენებათ რამოდენიმე ათეული წელი საკმაოდ აქტიური ვარ ჯანდაცვის სფეროში და თავისთავად ძალიან გამეხარდება თუ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვნად განვითარდება სამინისტროს დღევანდელი ლიდერშიპის წინამძღოლობით. მაგრამ მშპ-თან მიმართებაში 2%-იანი დაფინანსებით უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვერ მოხდება. აქსიომაა, რომ ასეთი შეზღუდული დაფინანსებით სამედიცინო დახმარების ხარისხი ვერ გაიზრდება, მოიმატებს სამწუხაროდ ჯიბიდან და არაფორმალური გადახდები და ისევ ზევით წავა კატასტროფული დანახარჯები. ანუ რაც საყოველთაობის პრინციპმა გააჩინა 2013 წელს და ეს ქართული ოცნების მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იყო ქვეყანაში პოზიტიური დინამიკის სახით, სამწუხაროდ შემობრუნდება უკან. მოგეხსენებათ 2021-ში ეს პროცენტი იყო 4.2% და ამ მხრივ სწორ გზაზე ვიდექით ამ მხრივ (ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლისკენ მივდიოდით), ახლა 2%-ით ისევ ჯანმოს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის ბოლოში ვართ. გემახსოვრებათ ალბათ ჩემი პროტესტი საკოორდინაციო საბჭოზე ამ საკითხთან დაკავშირებით. გამეხარდება ძალიან თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება, ვიქნები თქვენი და ცენტრის დიდი გულშემატკივარი, მაგრამ არა ამ გაუმჭვირვალე ფორმით, როცა ეს მნიშვნელოვანი დაწესებულება მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკება, ვერ აძლევს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ თუ ყოველთვიურ სწორ ინფორმაციას დაავადებათა დინამიკის შესახებ ქვეყანაში შესაბამისი მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით. ამის საუკეთესო მაგალითია კოვიდი, გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები ამ სეზონზე. მრცხვენია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია რამოდენიმე თვეა უკვე ცენტრის ვებსა და ფეისბუკზე აღარ მოიძებნება, მაშინ როცა დეკემბრიდან მოყოლებული ქვეყანაში კოვიდის არც თუ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ზრდა გვაქვს და მას შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჭირდება. ჩემი თუ არ გჯერათ ჯანმოს საგანგებო კომიტეტის გუშინდელ რეკომენდაციებს მაინც დავუჯეროთ. ვფიქრობ, რომ ისინი ჯერჯერობით ჩვენზე მაინც მეტად გამოცდილი და მცოდნენი არიან და თავი შეიკავეს პანდემიის დასრულების გამოცხადებისგან. მსგავსი განცხადება გაავრცელა გუშინ თეთრმა სახლმაც. იხილეთ ქვემოთ ჩემი მოკლე წერილი და თქვენ თუ არა, ცენტრის თანამშრომლებმა თავისთვის განსაჯონ (არა საჯაროდ) და უპასუხონ (თავისთვის) იმ კითხვებს რაც მე დაგისვით. ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს „თავის ქება კიტრად არა ღირსო". ამიტომ მე არც ციფრებს და არც სხვა მონაცემებს მოგიყვანთ, ისინი და მათი დინამიკა ჩემს მაგივრად ილაპარაკებენ და გახლავთ ცენტრის იმ საერთო თუ ფინანსურ ანგარიშებში, რომელსაც ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებდა და შეგიძლიათ კიდევ უფრო დაკვირვებით გაეცნოთ. ნამდვილად ძალიან გავიხარებ თუ 2023-ში და შემდგომ ნახტომისებრი წინსვლა იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობის ყველა პარამეტრისა და ინდიკატორის. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიდ გუნდს, თითოეულ თანამშრომელს ცენტრალურ ოფისსა თუ რეგიონებში, პროექტებით დაკონტრაქტებულ პიროვნებებს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ერთად გაწეული თავდაუღალავი შრომისთვის, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად გაათვითცნობიერა პანდემიის პერიოდში, იმ ღვაწლისთვის რაც შეგაქთ ქვეყანაში პრევენციული მედიცინის, ბიო-სამედიცინო მეცნიერების და ზოგადად მოსახლეობის ჯანმრთელობის განვითარებაში, ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის თუ ყველა დასახული ამოცანა ბოლომდე ვერ სრულდებოდა და ასევე თუ ვინმეს პირადული წყენა დაგრჩათ ჩემს მიმართ". გამყერლიძე ჯანდაცვის მინისტრსა და მოადგილეს კიდევ ერთ წერილს წერს, რომელიც 1-ლი თებერვლითაა დათარიღებული. "წერილი რაც გამოვგზავნე 29-ში და გთხოვეთ განმარტებები: მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ვფიქრობდი ამ მგრძნობიარე საკითხზე მომეწერა თუ არა წერილი და ჩამეყენებინა თუ არა საქმის კურსში ცენტრის თანამშრომლები. გადავწყვიტე რომ მაინც დიახ, რადგან როგორც ბიბლიაშია „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩლეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გამოხმაურდება". კარგა ხანია მაქვს ინფორმაცია, რომ თურმე დიდი ვნებათაღელვაა ცენტრში ჩემს საკონსულტაციო მუშაობასთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტებში, რომელთა მოზიდვასა და განხორციელებაში, მოგეხსენებათ, გარკვეული/პატარა წვლილი მიმიძღვის გასული 10 წლის განმავლობაში. თანამშრომლების დიდი ნაწილი დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება, რომ ამოღებული უნდა იქნეს ჩემი გვარი პროექტებიდან სადაც კონსულტანტად ვიყავი, არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე (საუკეთესო მაგალითია ჰეპატიტის ელიმინაციის სათანამშრომლო ცენტრის დაფუძნების ცერემონიალი სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა), რომ სრულად უნდა შეწყდეს ჩემი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით, მგონი მალე შემთხვევით შეხვედრაც აიკრძალება სადმე საჯარო სივრცეში ჩემთან, დაგეგმილზე რომ აღარაფერი ვთქვა. მიუხედავად იმისა რომ სამინისტროდან, ცენტრიდან და სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია იმ მოსაზრებების შესახებ რომლებიც აქტიურად განიხილება და რომლითაც ცდილობენ ჩემი სახელის დისკრედიტაციას (რომ თურმე ცენტრში არაფერი არ კეთდებოდა ჩემი დირექტორობის დროს, წესრიგი მორღვეული იყო, რომ დირექტორი არ ზრუნავდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასა და კეთილდღეობაზე, არ უქმნიდა მათ სათანადო სამუშაო პირობებს, ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს და გრანტებში ჩასასმელად თვითონ არჩევდა ადამიანებს და ა.შ., არ ვიცი კიდევ რას დამაბრალებთ, რას გაწვდება კიდევ ზოგიერთების უკიდეგანო ფანტაზია) და სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თქვენი ქცევა გარკვეულად უნისონსშია წინა აბზაცში ნათქვამთან, მე მაინც არ მინდა დავიჯერო რომ ეს სიმართლეა, რადგან ჩემი ცხოვრებითა და განვლილი გზით ჯანდაცვის სფეროში, ასევე ჩვენი პირადი ურთიერთობებით, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ დამიმსახურებია. გთხოვთ ოფიციალურად მომწეროთ ცენტრთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება რათა დროულად მოვაგვარო სხვა მასთან დაკავშირებული ყოფითი საკითხები. ასევე გთხოვთ ოფიციალურად განმიმარტოთ რატომ ხდება ასე, ანუ: 1. რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე. თუ არის ასეთი მიუთითეთ ფაქტები. 2. რატომ არის ჩემთან კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც „კეთროვანთან“. 3. როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი პოლიტიკა ჩემს მიმართ. გაითვალისწინეთ რომ ასაკით თქვენზე ბევრად ხნიერი ვარ და უფრო ხანგრძლივი სამუშაო თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, საქმე მქონია სხვადასხვა ჯურისა თუ მრწამსის პოლიტიკოსებთან თუ მოხელეებთან, მათ შორის ვინც ღიად თუ არაპირდაპირ მიპირისპირდებოდნენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ არა ასეთი ბინძური და შეურაცმყოფელი მეთოდებით. თავისთავად მე თვითონ მსგავსი არასდროს არ მიკადრია და არც გამიფიქრებია როცა თქვენნაირ თანამდებობეზე გახლდით. გაუფრთხილდით მთავარს ცხოვრებაში - ღირსებას და ნუ შელახავთ მას მერკანტილური და დროებითი ინტერესებით. გირჩევთ გაეცნოთ ამონარიდს საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი პიროვნების შეგონებებიდან: "ყველაფერი რაც გაქვთ დროებითია. სხვებს არაფრით ჯობიხართ. თქვენი დღევანდელი მდგომარეობა შემთხვევითობის შედეგია. დრო გააქრობს თქვენს ფულს, თანამდებობას, კარგ მანქანას, სახლებს და ყველაფერს რაც მატერიალურია...მთავარი ადამიანობა, ღირსება, სიყვარული და კაცობაა. მათ ვერაფერი წაგართმევთ. ეს არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ" /გელა ჩარკვიანი/ ვიცი, რომ ბევრ რამეში ოფიციალურად არ დამეთანხმებით (გულში არ ვიცი), ბოდიშს გიხდით თუ ამ ტიპის კომუნიკაციით ცოტა გული გატკინეთ, მაგრამ მეც ძალიან შეურაცყოფილი ვარ, ისე როგორც არასდროს და ვფიქრობ არ ვიმსახურებდი. გისურვებთ ყველას ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულს, გამარჯვებებსა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ პატივისცემით, ამირან გამყრელიძე პირველი თებერვალი, 2023 წ" ამირან გამყრელიძე წერილს თან ურთავს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიღებულ წერილს, რომლის თანახმადაც მას კონტრაქტს აღარ უგრძელებენ. 2022 წლის აგვისტოდან ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს.
  8. 2023 წლის პირველი თებერვლიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საექსპერტო მომსახურებას განახლებული ტარიფების მიხედვით განახორციელებს. ტარიფების განახლება 2023 წლის 16 იანვრის საქართველოს მთავრობის #14 დადგენილების შესაბამისად განხორციელდა, რაც განაპირობა ბიუროში მთელი რიგი მიმართულებებით საექსპერტო სახეობების დამატებამ და არსებული საექსპერტო ტარიფების ბაზარზე კონკურენტული ფასების განსაზღვრამ. განახლებული ტარიფების ნახვა შესაძლებელია ექსპერტიზის ბიუროს ვებ. გვერდზე www.expertiza.gov.ge (R)
  9. თითქოს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გელათთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნა, შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათი განმარტებით, დასკვნა საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზეა შესრულებული და არავითარ პოლიტიკას არ აქვს ადგილი. „გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით, გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ განმარტების გაკეთებას. აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული. რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება. ასევე გვინდა შევეხოთ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარს, რომელიც ,,მთავარი არხით" გადაიცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგიმ გვაცნობა, გასულ სიუჟეტში მისი ინტერვიუ სრულად არ მოხვდა და სრულყოფილად არ ასახა მისი დამოკიდებულება. მან აღნიშნა, რომ დასკვნის შეფასება სცილდება მის კომპეტენციას და იგი სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
  10. ბოლო ორი დღე, სანამ ნაცმოძრაობაში მიმდინარე მოვლენებს გვიყრიდნენ საკენკად, ხელისუფლებამ დანაშაულის დაფარვის და სტატისტიკის გაყალბების გეგმა შემოგვაპარა, კორუფციის წინააღმდეგ „წარმატებული ბრძოლის“ პროპაგანდისტული კამპანია აწარმოა და ხალხში პარალელური რეალობის დალექვა დაიწყო - როგორ ვითარდება ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დღეს "ქართული ოცნების" ინტერესია, ილაპარაკონ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ყურადღება გადაიტანონ ასეთი მავნებლობიდან. "ამჯერად დანაშაულის სტატისტიკას მინდა შევეხო - მე აქამდეც შევეხე ამ თემას, მაგრამ, გუშინ პირდაპირ გვითხრეს, რომ აბრუნებენ დანაშაულის დამალვის და სტატისტიკის გაყალბების პრაქტიკას, რაც აღმოვფხვერით. კერძოდ: როცა გვეუბნებიან, რომ დანაშაული 3.39%-ით შემცირდა, გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ 62%-ს შეადგენს და კვარტალური გამოქვეყნების პრაქტიკაზე გადადიან, ეს ნიშნავს, რომ დანაშაული იმალება, სტატისტიკა ყალბდება ან ხდება სტატისტიკით მანიპულირება და ამას გვიმალავენ და აი რატომ: როცა გვეუბნებიან, რომ შემცირდა მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, პირველი კითხვა რაც უნდა დავსვათ არის - ხომ არ გაიზარდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება? თუ დააკვირდებით 26%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მკვლელობის მცდელობებს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს აკვალიფიცირებენ 118-ე მუხლით. ამაზე პასუხი არავის გაუცია. ჩვენ დეტალურად ვხსნიდით რა და რატომ იმატებდა და იკლებდა. როცა გვეუბნებიან, რომ შემცირდა ყაჩაღობა, პირველი კითხვა რაც უნდა დავსვათ არის - ხომ არ გაიზარდა ძარცვა? თუ დააკვირდებით 22%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ყაჩაღობას აკვალიფიცირებენ 178-ე მუხლით. ამაზეც პასუხი არავის გაუცია. ჩვენ დეტალურად ვხსნიდით რა და რატომ იმატებდა და იკლებდა. როცა გვეუბნებიან, რომ ქურდობამ იკლო და ვხედვათ, რომ ქურდობის გახსნის მაჩვენებელმა იმატა, ნიშნავს, რომ ან ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები უმაღლეს დონეზე აიყვანეს (რაც პოლიციის იტორიაში არ მომხდარა) ან ქურდობა იმალება იმიტომ, რომ ქურდობა ფარული დანაშაულია და წლების განმავლობაში ასეთი მონაცემების ჩვენება, მხოლოდ ქურდობის დამალვით იყო შესაძლებელი. ამაზეც პასუხი არავის გაუცია. ჩვენ დეტალურად ვხსნიდით რა და რატომ იმატებდა და იკლებდა. დიდი ალბათობით დაბრუნდა ძველი პრაქტიკა, როცა ქურდობაზე დაზარალებულს აწერინებდნენ, რომ კი არ მოპარეს, დაკარგა, თავისუფლების აღკვეთაზე აწერინებდნენ, რომ ცოლად ნებით გაჰყვა და ა.შ. რასაც ვერ გავიგებთ უწყების ჩაკეტილობის პირობებში. როცა გვეუბნებიან, რომ კვარტალურ გამოქვეყნებაზე გადადიან, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება - სტატისტიკით მანიპულირება. კერძოდ, მაგალითად: თუ იანვარში გამოძიებას დაიწყებ 100 ფაქტზე და თებერვალში ამ 100-დან გამოძიებას შეწყვეტ 20 ფაქტზე, ამ 20 ფაქტს აკლებენ იანვრის სტატისტიკას და იანვარში რეგისტრირებულად აფიქსირებენ 80-ს. ყოველთვიურად სტატისტიკის გამოქვეყნება, რომლის პრაქტიკაც ჩვენ დავნერგეთ, ნიშნავს იმას, რომ სტატისტიკით მანიპულირება შეუძლებელია. კვარტლურ გამოქვეყნებაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ წინა თვის ფაქტებზე მომდევნო თვეებში შეწყვეტილ გამოძიებებს გამოაკლებენ და დაჯამებულ სურათს გვაჩვენებენ, რაც რეალობის ამსახველი არ არის. გახსნის მაღალი მაჩვენებელიც განპირობებულია ორი ფაქტორით - სტატისტიკით მანიპულირებით (რაც ზემოთ აღვწერე), დანაშაულის დამალვით და შეწყვეტებით, რომლის ციფრიც აკლდება რეგისტრირებული დანაშაულის ციფრს. ამიტომ შევცვალეთ სტატისტიკის გამოქვეყნების ინტენსივობა, ამიტომ ვატარებდით რეგულარულ, დეტალურ ბრიფინგებს და ამიტომ ვუხსნიდით საზოგადოებას რეალურ კრიმინოგენურ მდგომარეობას - დანაშაულის დამალვა და სტატისტიკის გაყალბება აღმოვფხვერით, ამათ დააბრუნეს. სანამ შინაარსობრივი დებატებით შეშინებული ოცნება, მის მიერ დასპონსორებულ ფეისბუქ გვერდებს მომასევს, გეტყვით, რომ არც ერთ პოლიციელს ეს არ სიამოვნებს, ეზიზღებათ მათი საქმის სტატისტიკით შეფასება. ოცნება აიძულებს. ამიტომ, თუ რამის თავი გაქვთ, პირისპირ მელაპარაკეთ ქართული ოცნება / Georgian Dream ესაა დღეს ოცნების ინტერესი, ილაპარაკონ მხოლოდ ნაცმოძრაობაზე და ყურადღება გადაიტანონ ასეთი მავნებლობიდან. უბრალოდ სამთავრობო არხებს უყურეთ და ყველაფერი ნათელი გახდება.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
  11. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება იარაღის მიწოდების შესახებ უკრაინის ახალ თხოვნაზე. მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს უკრაინას მიაწოდოს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები. მაღალტექნოლოგიურ თვითმფრინავებს კიევი ითხოვს მას მერე, რაც გასულ კვირაში დასავლელი მოკავშირეები ტანკების მიწოდებას დაჰპირდნენ. აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ამ დრომდე უარს ამბობდნენ უკრაინისთვის გაეგზავნათ იარაღი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. ბაიდენმა უარყოფითად უპასუხა 30 იანვარს ვაშინგტონში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, აპირებს თუ არა აშშ F-16-ის გაგზავნას. 31 იანვარს ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის და ზელენსკი "დაილაპარაკებენ", თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 30 იანვარს ჰააგაში მედიას განუცხადა, რომ "გამორიცხული არაფერია", თუმცა უკრაინისთვის თვითმფრინავების მისაწოდებლად გარკვეული პირობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული. რადიო თავისუფლება
  12. აშშ უკრაინისთვის ამზადებს 2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარებას, რომელშიც, როგორც ვარაუდობენ, პირველად იქნება გათვალისწინებული გრძელი რადიუსის რაკეტები, ისევე, როგორც სხვა ტიპის აღჭურვილობა. ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერსს" ორმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა 31 იანვარს. გავრცელებული ცნობებით, დახმარების პაკეტი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება, და მასში გათვალისწინებული იქნება მათ შორის დამატებითი აღჭურვილობა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და Javelin-ის ტიპის ტანკების დაწინააღმდეგო იარაღი. ერთ-ერთ ოფიციალური პირის თქმით, დახმარების პაკეტის ნაწილი დაეყრდნობა ფონდს, რომელიც საშუალებას ქმნის იარაღი პირდაპირ შესაბამისი მრეწველობისგან იყოს მოპოვებული და არა აშშ-ის არმიის არსებული არსენალიდან. რადიო თავისუფლება
  13. საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“ გადასცემს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ გააკეთა. მანამდე საფრანგეთმა უკრაინას 18 მსგავსი ჰაუბიცი გადასცა. როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამატებით შეიარაღებას უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩაიტანენ. „სეზარი“ 155-მილიმეტრიანი კალიბრის მქონე თვითმავალი ჰაუბიცაა, რომელიც 40 კილომეტრის მანძილზე მოქმედებს. ანალოგიური ჰაუბიცების გადაცემას უკრაინას დანიაც დაპირდა. „ამ შეხვედრისთვის მზადებისას და ასევე ამ საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, შემიძლია, გამოვაცხადო, რომ ჩვენი მხარდაჭერის ფონდი მოგვცემს საშუალებას, უკრაინას დამატებით 12 ჰაუბიცა „სეზარი“ გადავცეთ“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა. სებასტიან ლეკორნიუმ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი უახლოეს ხანში პოლონეთში გააგზავნის 150 ფრანგ სამხედრო ინსტრუქტორს, რომლებიც ზაფხულამდე 2 000 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნიან. უკრაინისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების მიერ გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინისთვის თანამედროვე თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობას. როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, პარიზი კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდებას არ გამორიცხავს. „ჩვენი სამხედრო დოქტრინა მკაფიოა. არ არსებობს ტაბუ უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით. ამიტომ მინისტრი რეზნიკოვი ჩამოვიდა პარიზში უკრაინის გენშტაბის წევრების ნაწილთან ერთად, რათა დეტალურად ისაუბროს უკრაინელი სამხედროების საჭიროებებზე, რისი ნაწილიც გახლავთ ავიაციაც“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა. ავტორი - ლევან ახალაია
  14. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპის ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გაიწვიონ რუსეთის ელჩები. ამის შესახებ განცხადება გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გააკეთა. „რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს უკვე არა დიპლომატიური, არამედ პროპაგანდის ინსტიტუტია, რომელიც ხელს აფარებს სამხედრო დანაშაულებებს და, ზოგადად, ეწევა გენოციდის პროპაგანდას“, – განაცხადა ლანდსბერგისმა. ლიეტუვამ რუსეთი ელჩი ქვეყნიდან ჯერ კიდევ შარშან, აპრილში გააძევა. წელს ესტონეთმა მოითხოვა რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატებისა და პერსონალის რაოდენობის შემცირება, რაზე საპასუხოდაც რუსეთმა ესტონეთის ელჩი გაიწვია. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ტალინმაც. რამდენიმე დღეში კი ლატვიამ განაცხადა, რომ ლიეტუვასა და ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად გაიწვევს რუსეთის ელჩს, რომელმაც ქვეყანა 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს. ავტორი - ლევან ახალაია
  15. უკრაინის პრეზიდენტმა ახალი საკადრო ცვლილებები დააანონსა. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, მას ჯერ არ დაუსრულებია მთავრობაში ცვლილებების პროცესი და ყველას, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფო მოთხოვნას, გათავისუფლება ელოდება. „ახლა ერთგვარი საკადრო სიჩუმეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კიდევ იქნება გადაწყვეტილებები. ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხვნებს არ შეესაბამება, მათი სავარძლებში დიდხანს ყოფნა არ ღირს“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინაში დაგეგმილ ახალ რეფორმებზე. „ეს იქნება რეფორმები, რომლებიც ბევრი ასპექტით შეცვლიან სოციალურ-სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას, გახდიან მათ უფრო ადამიანურს, გამჭვირვალესა და ეფექტურს“, – განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკრაინის მთავრობაში, კორუფციული სკანდალების ფონზე, 10-ზე მეტი მაღალჩინოსანი გათავისუფლდა თანამდებობიდან. ავტორი - ლევან ახალაია
  16. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება ეხება რამდენიმე კატეგორიას: სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს. მისივე თქმით, აღნიშნულ სამ კატეგორიას სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე უფინანსდება. „გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გაიცემა ფინანსური წახალისება – თბილისის მერიის სტიპენდია. დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ზემოთ ხსენებულ კატეგორიას განეკუთვნებიან. რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50, 70 ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც არაუმეტეს 1125 ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მიმართონ მერიას, ხოლო რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტაციას, ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მიიღებენ. „2022 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და დავამატეთ ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება – მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსება. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 4 555 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის, 3 720 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 835 წარჩინებულ მაგისტრანტზე გაიცა თბილისის მერიის სტიპენდია“, – განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ჩამოთვლილი კატეგორიის სტუდენტებს აღნიშნული პროგრამის გამოყენებისკენ მოუწოდა.
  17. ქალაქ კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიტალი კლიჩკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. „მსურს გამოვხატო დიდი მადლიერება თქვენ მიმართ, ღრმადპატივცემულო ბატონო მინისტრო და თქვენ მიმართ, ღრმადპატივცემულო ბატონო ელჩო, ზამთრის ამ კრიტიკულ მომენტში ოთხი მძლავრი გენერატორის გადმოცემისთვის. დარწმუნებულნი ვართ ჩვენს გამარჯვებაში და გეპატიჟებით ჩვენს გმირ ქალაქში ომის დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია კიევის მერის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორები, დედაქალაქის მოსახლეობის აუცილებელი კომუნალური მომსახურების უზრუნველსაყოფად საქალაქო დაწესებულებებში უკვე გადანაწილებულია. IPN
  18. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექთნებისა და სანიტრებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, აქცია გაიმართა. მედიცინის მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და წერილობით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს, როგორც სანიტრებს, ასევე ექთნებს ანაზღაურება გაეზარდოთ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რევაზ კარანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში საარსებო მინიმუმი 220 ლარია, სანიტრების ანაზღაურება კი 150 ლარს შეადგენს. ისინი ხელისუფლებას საკითხის გადასაწყვეტად 2-კვირიან ვადას აძლევენ და აღნიშნავენ, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, პრემიერს მიმართავენ. "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფკავშირების და ექთნების ბრძოლის შედეგად მინიმალური ხელფასი დაწესდა, ეს საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი სხვა მედმუშაკის - სანიტრების, უმცროსი ექთნების, ლაბორანტების ხელფასი არ იზრდება. დღეს საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 220 ლარია, ხოლო 150-ლარიანი ხელფასი არის დაახლოებით 70 ლარით უფრო დაბალი, ვიდრე არის საარსებო მინიმუმი, ეს არის სასაცილო. 150 ლარი ადამიანის გადარჩენისთვისაც არ არის საკმარისი. მეორე პრობლემა არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ხელფასი დაწესდა ექთნებისა და ექიმებისთვის, არის აღსრულების პრობლემა. კერძო კომპანიები ხშირ შემთხვევაში მიმართავენ უკანონო გზებს და ცდილობენ, ექთნები დააქვეითონ, მოაწერინონ მათ სხვა ტიპის შრომის კონტრაქტზე ხელი ანუ თანამდებობას უცვლიან და აფორმებენ დამხმარედ და არა ექთნად. მიუხედავად ამისა, შრომის ინსპექციამ უკვე დაიწყო სიტუაციის შესწავლა და გამოკვლევა. საჭიროა უფრო სწრაფი რეაგირება", - განაცხადა "სოლიდარობის ქსელის პროფესიული კავშირის" წარმომადგენელმა, რევაზ კარანაძემ. IPN
  19. 2021 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მოთხოვნა, 2020 წელთან შედარებით 69%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ევროკომისიიის მიერ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც „ინტერპრესნიუსს“, შესაბამისი ინფორმაციით დაინტერესების საპასუხოდ, საქართველოში ევროკავშირის ოფისმა მიაწოდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2020 წელს 8 650 განაცხადი იყო წარდგენილი, 2021 წელს კი მათი რაოდენობა 14 600-ს შეადგენდა. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ქართველების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრების უკანონი კვეთის 30 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2020 წლის მონაცემების იდენტურია. ამასთან, 2021 წელს წევრ ქვეყნებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წელს წევრ ქვეყნებში უკანონოდ საქართველოს 13 000 მოქალაქე იმყოფებოდა, 2020 წელს კი ეს რაოდენობა 10 165-ს შეადგენდა. „50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების რაოდენობა”, - აღნიშნულია ანგარიშში. კერძოდ, 2021 წელს, წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3 105 მოქალაქეს უთხრეს. ასევე, ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა 2021 წელს 13%-ით შემცირდა. კერძოდ, 2021 წელს საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება 10 595 მოქალაქესთან დაკავშირებით მიიღეს, 2020 წელს კი ეს რაოდენობა 12 120-ს შეადგენდა. შემცირდა საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობაც. კერძო, ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოში დაბრუნდა 5 495 მოქალაქე, 2020 წელს კი - 6 330 მოქალაქე. „თუმცა Frontex-ი იუწყება, რომ 2021 წელს ევროკავშირის რეადმისიის შესახებ შეთანხმება დამაკმაყოფილებლად შესრულდა. რამდენიმე წევრი ქვეყანა აცხადებს, რომ კარგი თანამშრომლობა ჰქონდათ საქართველოსთან, კერძოდ, უკუმიმართულებით ფრენების გამოყენებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ანგარიშში. IPN
  20. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა - კანდიდატთა კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება მომდევნო კვირას ჩაინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, საკონკურსო კომისიის სხდომაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან აპლიკანტების დოკუმენტაციის შესაბამისობა უკვე განიხილეს. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი განცხადებების განსახილველად შეიკრიბა. მესამე სხდომა ადმინისტრაციის უფროსის, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის რევაზ ჯაველიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს აპლიკანტების დოკუმენტაციის შესაბამისობა კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება მომდევნო კვირას ჩაინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საკონკურსო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დებულების შესაბამისად, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  21. ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით შემუშავებულ ცვლილებებს ხვალ საზოგადოებას თავად გააცნობს. „სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი. უკვე შევიმუშავეთ ამ მიმართულებით ცვლილებები. ხვალ მინდა დეტალურად წარვუდგინო ჩვენი ხედვა საზოგადოებას. მინდა, ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვო, ყურადღებით გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მომავალი თვენახევრის განმავლობაში, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია იწარმოებს. „ხვალიდან თვენახევრის განმავლობაში, ვაწარმოებთ საკმაოდ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. გარდა ამისა, გადამზადებული არიან მერიის 11-ვე სერვისცენტრის თანამშრომლები, ცხელი ხაზის ოპერატორები და მზად არიან, დაეხმარონ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. IPN
  22. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, დაახლოებით, 128 420 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა, მათ შორის 920 ჯარისკაცი მხოლოდ ბოლო დღეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის 3209 ტანკი (+8), 6382 ჯავშანტექნიკა (+4), 2207 საარტილერიო სისტემა (+10), 458 MLRS, 221 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 293 თვითმფრინავი, 284 შვეულმფრენი, 1951 უპილოტო საფრენი აპარატი, 796 საკრუიზო რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5061 მანქანა და საწვავის სატვირთო მანქანა (+13) და 200 ცალი სპეცტექნიკა. IPN
  23. ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია 13.4 მლნ ლარი დაჯდება. „ვიწყებთ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარკვეული სამუშაოები წინა მერის პირობებში იყო განხორციელებული, თუმცა გვახსოვს ჩვენ თუ რა სავალალო შედეგი მოხდა ვარკეთილის მეტროში, მხედველობაში მაქვს ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების განხორციელება. იყო ძალიან ბევრი პრობლემა კომპანიებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. კომპანია, რომელიც შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს არის „ბადა კონსტრაქშენი“, რომელიც ასევე, ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. მათ შორის, განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს და განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 18 თვით. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა იყოს დასრულებული. ვარკეთილის მეტროს დაბლა ბაქანსა და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი/მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგურის დაკეტვა მოგვიწევს დაახლოებით, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში. მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ ვარკეთილის მიმართულებას სამარშრუტო ხაზები დავამატოთ, სათანადო რაოდენობის ავტობუსებით, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრების დანიშნულების ადგილამდე მისვლას“, - განაცხადა კალაძემ. IPN
  24. ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დასავლეთს მიმართა, ღია დატოვოს ყველა შესაძლებლობა იარაღის, მათ შორის გამანადგურებლების მიწოდებაზე უკრაინის თხოვნასთან დაკავშირებით. ნაუსედამ ლიეტუვის ტელევიზიასთან საუბრისას 31 იანვარს განაცხადა, რომ ავიაგამანადგურებლები და შორი მოქმედების რაკეტები „აუცილებელ სამხედრო დახმარებას“ წარმოადგენენ „ომის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, როცა სულ მალე დადგება გარდამტეხი მომენტი“. აშშ და გერმანია კიევის ასეთი თხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავენ, თუმცა საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ პრინციპში არ არის ამის წინააღმდეგი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 30 იანვარს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას არ გაუგზავნის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, იმ ფონზე, როცა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მათ გაგზავნას არ გამორიცხავს, თუკი გარკვეული პირობები დაკმაყოფილებული იქნება.
  25. უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გალინა დანილჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქის ქუჩებს საბჭოთა რევოლუციისა და მთავრობის მოღვაწეების - ლენინის, კრუპსკაიას, ძერჟინსკის, ვოროშილოვის, ორჯონიკიძის, ჩაპაევისა და სხვათა „ძველი ისტორიული სახელები“ დაუბრუნდათ. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თანახმად. ასეთი გადაწყვეტილება "მოქალაქეთა მრავალრიცხოვან მიმართვებთან დაკავშირებით" და "ისტორიული სამართლიანობის აღდგენის" მიზნით მიიღეს." დანილჩენკოს თანახმად მანამდე, 2016 წელს, უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული "დეკომუნიზაციის" ფარგლებში, მელიტოპოლის ბევრ ქუჩას უკრაინელი ნაცისტი იდეოლოგების სახელი ეწოდა. მაგრამ მელიტოპოლის ოთხმოცზე მეტი ქუჩიდან, რომელსაც საბჭოთა სახელები დაუბრუნდება, მხოლოდ რამდენიმე ატარებდა უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის წარმომადგენლების სახელებს. რუსეთის ჯარებმა მელიტოპოლი გასული წლის მარტის დასაწყისში დაიპყრეს. 2022 წლის 30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარე რამდენიმე ოკუპირებული ქალაქის რუსეთთან მიერთების შესახებ. მოსკოვის ამ მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს. რადიო თავისუფლება
×
×
  • შექმენი...