-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მოლდოვის ვიცე-პრემიერი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების, ასევე ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევებისა და ინციდენტების თაობაზე. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზებთან არსებული ვითარების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებისა და ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ოლეგ სერებრიანმა სახელმწიფო მინისტრისგან ასევე მოისმინა ინფორმაცია გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე მათ საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით მოქმედი დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის და მის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელების თაობაზე. „მოლდოვის ვიცე-პრემიერს დღეს შესაძლებლობა ჰქონდა საოკუპაციო ხაზთან ადგილზე გაცნობოდა უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას, ასევე ინფორმაცია მიეღო საოკუპაციო ხაზების გასწვრივ აღმართული უკანონო ბარიერების, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვებისა და ჩვენი მოქალაქეების უკანონო გატაცებების თაობაზე, რაც საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის თანმდევ უმძიმეს შედეგებს წარმოადგენს. ამ პროცესში ნამდვილად კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არსებითია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და ინფორმირებულობა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა. „ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, იხილო რეალობა ადგილზე, საოკუპაციო ხაზთან, ნახო რუსული სამხედრო ბაზა მეორე მხარეს. ეს არის საერთო ჩვენი რეგიონისთვის, რადგან გვაქვს ანალოგიური გამოცდილება დნესტრისპირეთშიც. როგორც იცით, რუსული სამხედრო ძალები იქ არალეგალურად განლაგებული არიან 1991 წლიდან. ჩემი ქართველი კოლეგისგან ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არის პრობლემები ადამიანის უფლებების კუთხით, სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ეთნიკური წმენდა ორივე რეგიონში და ასობით ათასი ქართველის ტრაგედია, რომლებსაც იძულებით მოუწიათ ამ რეგიონების დატოვება. ვფიქრობ, ბევრი საკითხი გვაერთიანებს, სწორედ ამიტომ ქმედებები თბილისსა და კიშინოვს შორის უფრო კოორდინირებული უნდა იყოს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად. დღეს ასევე ვიყავი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან არსებული რეალობის შესახებ ბევრი შეკითხვა დავუსვი. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ეს არის ნამდვილად ძალიან ინფორმატიული და საინტერესო, მაგრამ ამასთან სამწუხარო გამოცდილება,“ – განაცხადა ოლეგ სერებრიანმა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. -
რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არ გამოვრიცხავ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი, არც ამას გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ყველაფერი კეთდება. „შესრულებული იქნება ეს თორმეტივე პუნქტი. ამ 12 პუნქტის ერთ-ერთი მიმართულება ეს არის პოლარიზება. ეს ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება, შეუძლებელია. ბევრი გვაქვს ამაზე ნასაუბრევი. თუმცა, სხვა რეკოემნდაციები, რაც იყო, ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არ გამოვრიცხავ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი, არც ამას გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს თუნდაც როცა უკრაინასა და მოლდოვას მისცეს, არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდა იმას, თუ რატო არ მისცეს საქართველოს. რეალურად ყველა ასპექტში და ყველა მიმართულებით საქართველო წინ იყო. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ მე არ ვგულშემატკივრობ უკრაინას, ან მოლდოვას, პირიქით, მათ ვულოცავ ამ სტატუსს. უბრალოდ, საქართველო დაჩაგრეს, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმ რეკომენდაციებს რა თქმა უნდა, შევასრულებთ, თუმცა, ყველაფერი მათზეა. პოლარიზების შემცირება ცალმხრივი ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული დავჯდეთ, ერთად განვიხილოთ ეს კონკრეტული პუნქტები, რომელიც არის შესასრულებელი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათი მხრიდან გვახსოვს რა პასუხები იყო, რა დამოკიდებულება იყო, ამიტომ არ ვიცი. მგონია, რომ პირველ რიგში პოლარიზება უნდა დასრულდეს ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან იმ აბსურდული განცხადებებს, რასაც ვისმენთ კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებაში ეს რა თქმა უნდა, აზიანებს ამ ურთიერთობებს და ხელს უწყობს პოლარიზებას“, – განაცხადა კალაძემ. ავტორი - თეო ბარბაქაძე
-
"ქართულმა ოცნებამ" მორიგი პროპაგანდისტული განცხადება გაავრცელა კორუფციის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდაო. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით თავის მოწონება რეიტინგებზე დაყრდნობით სხვა არაფერია, თუ არა იმ საზოგადოების მორიგი დაცივნა და მოტყუების მცდელობა, რომელიც რეიტინგებში ვერ ერკვევა და არც უნდა ერკვეოდეს იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოლოდინია, რომ ხელისუფლება კეთილსინდისიერია და არა ჩამოყალიბებული მატყუარა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოცნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზე საუბრობს კორუფციის აღქმის ინდექსზე დაყრდნობით, რომელიც ბოლო 10 წელია თითქმის არ შეცვლილა. "კორუფციის აღქმის ინდექსი იკვლევს ხალხის აღქმას კორუფციასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი „წვრილმან კორუფციასთან“ (ქრთამი პოლიციას, ქრთამი უმაღლესში და ა.შ.) შეხებით ყალიბდება, რომელიც დიდი ხანია ქვეყნისთვის სისტემურ გამოწვევას აღარ წარმოადგენს. დღეს ქვეყნის სისტემური გამოწვევა პოლიტიკური, ელიტური კორუფციაა, რომელიც ხალხის უშუალო აღქმის და შესაბამისად, ოცნების მიერ მოშველიებული კვლევების მიღმაა. ასეთი ტიპის კორუფციის შედეგია სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახის უკანონო შეღავათები ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, ცალკეული პირებისთვის პარტიისადმი ლოიალობის თუ ფულადი შემოწირულობების სანაცვლოდ. მაგ.: სახელმწიფო ტენდერები, რომელიც ლაგდება პოლიტიკური ნიშნით; სახელმწიფო ქონების მიზერულ ფასად გასხვისება საკუთარი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე (ღარიბაშვილის ცოლზე გასხვისებული ტყე). ამ ყველაფერს პირდაპირი ნეგატიური ეფექტი აქვს რიგითი მოქალაქის კეთილდღეობაზე უხარისხო და საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურის, გაჭიანურებული და ჩავარდნილი პროექტების, სახელმწიფო (ხალხის) ქონების დატაცების და ა.შ. სახით. ასეთი ტიპის კორუფციის შედეგია ამომრჩევლის მოსყიდვა და უზარმაზარი შავი ფული პოლიტიკურ პროცესში, რაც ქვეყანას უსპობს ცვლილების და განვითარების შესაძლებლობას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად იყო საჭირო, სხვა ქმედით ნაბიჯებთან ერთად, რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული სააგენტოს შექმნა, სადაც თავს მოიყრიდა ყველა ანტი-კორუფციული, პირველ რიგში კი კორუფციის გამოძიების ფუნქცია. ეს იყო ევროკავშირის რეკომენდაცია. ეს არის OECD- ის რეკომენდაცია წლებია. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში პოლიტიკური, ელიტური კორუფცია ყვავის, ოცნება ამის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს და თავს იწონებს კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელზე აპელირებაც არარელევანტურია და სადაც ბოლო 10 წელია თითქმის არაფერი შეცვლილა. ამას ჰქვია პოლიტიკური თაღლითობა“, - წერს ნათია მეზვრიშვილი. data:image/svg+xml,%3csvg xmlns='http://www.w3.org/2000/svg' xmlns:xlink='http://www.w3.org/1999/xlink' viewBox='0 0 16 16'%3e%3cdefs%3e%3clinearGradient id='a' x1='50%25' x2='50%25' y1='0%25' y2='100%25'%3e%3cstop offset='0%25' stop-color='%2318AFFF'/%3e%3cstop offset='100%25' stop-color='%230062DF'/%3e%3c/linearGradient%3e%3cfilter id='c' width='118.8%25' height='118.8%25' x='-9.4%25' y='-9.4%25' filterUnits='objectBoundingBox'%3e%3cfeGaussianBlur in='SourceAlpha' result='shadowBlurInner1' stdDeviation='1'/%3e%3cfeOffset dy='-1' in='shadowBlurInner1' result='shadowOffsetInner1'/%3e%3cfeComposite in='shadowOffsetInner1' in2='SourceAlpha' k2='-1' k3='1' operator='arithmetic' result='shadowInnerInner1'/%3e%3cfeColorMatrix in='shadowInnerInner1' values='0 0 0 0 0 0 0 0 0 0.299356041 0 0 0 0 0.681187726 0 0 0 0.3495684 0'/%3e%3c/filter%3e%3cpath id='b' d='M8 0a8 8 0 00-8 8 8 8 0 1016 0 8 8 0 00-8-8z'/%3e%3c/defs%3e%3cg fill='none'%3e%3cuse fill='url(%23a)' xlink:href='%23b'/%3e%3cuse fill='black' filter='url(%23c)' xlink:href='%23b'/%3e%3cpath fill='white' d='M12.162 7.338c.176.123.338.245.338.674 0 .43-.229.604-.474.725a.73.73 0 01.089.546c-.077.344-.392.611-.672.69.121.194.159.385.015.62-.185.295-.346.407-1.058.407H7.5c-.988 0-1.5-.546-1.5-1V7.665c0-1.23 1.467-2.275 1.467-3.13L7.361 3.47c-.005-.065.008-.224.058-.27.08-.079.301-.2.635-.2.218 0 .363.041.534.123.581.277.732.978.732 1.542 0 .271-.414 1.083-.47 1.364 0 0 .867-.192 1.879-.199 1.061-.006 1.749.19 1.749.842 0 .261-.219.523-.316.666zM3.6 7h.8a.6.6 0 01.6.6v3.8a.6.6 0 01-.6.6h-.8a.6.6 0 01-.6-.6V7.6a.6.6 0 01.6-.6z'/%3e%3c/g%3e%3c/svg%3e All reactions: 9თქვენ, Sofia Khorguani, Davit Akhalaia და 6 სხვა პიროვნება
-
YouTube-ზე გამოჩენილი ახალი ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე საოცარია, რაც კი ოდესმე გვინახავს პლანეტურ მეცნიერებაში. ვიდეოში ჩანს სინათლის ოთხი წერტილი, რომლებიც ცენტრში მდებარე შავი დისკოს გარშემო მოძრაობენ. სინამდვილეში, თქვენ პლანეტურ სისტემას ხედავთ. ოთხი წერტილი ეგზოპლანეტებია, შავი დისკო კი მათ ვარსკვლავს ფარავს, რომელიც ჩვენგან 133,3 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ნაწილობრივი წრეები მათი ორბიტული მოძრაობაა; ეს თაიმლეფსი 12-წლიანი დაკვირვებების მონაცემთა საფუძველზეა შექმნილი. ვარსკვლავი, სახელად HR8799 და მისი ეგზოპლანეტები 2008 წელს პირველი სისტემა გახდა, რომელიც ასტრონომებმა პირდაპირ დაინახეს. მას შემდეგ, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეისონ ვანგი ამ სისტემას გულმოდგინედ აკვირდება. საკუთარი დაკვირვებები ვანგმა ე. წ. თაიმლეფსში გააერთიანა, არა სამეცნიერო მიზნებისთვის, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. „როგორც წესი, ორბიტაზე პლანეტების ხილვა რთულია. მაგალითად, შეუძლებელია დაინახო, როგორ მოძრაობენ იუპიტერი და მარსი მზის გარშემო, რადგან ჩვენ იმავე სისტემაში ვცხოვრობთ და მას მაღლიდან ვერ დავხედავთ. ასტრონომიული მოვლენები ან ზედმეტად სწრაფად ხდება, ან ზედმეტად ნელა, რათა ვიდეოზე აღბეჭდო“, — ამბობს ვანგი. ეგზოპლანეტებს ვუწოდებთ მზის სისტემის მიღმა, სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ პლანეტებს. ამჟამად აღმოჩენილი და დადასტურებულია 5200 ეგზოპლანეტა, მაგრამ მათი უმეტესობა რეალურად არასოდეს გვინახავს. ასტრონომები ეგზოპლანეტებს ძირითადად არაპირდაპირი მეთოდით პოულობენ — იკვლევენ იმ ეფექტებს, რომლებიც ეგზოპლანეტას აქვს დედავარსკვლავზე. რეგულარული, მკრთალი ჩაბნელებები ვარსკვლავის სინათლეში მიუთითებს, რომ ჩვენსა და ვარსკვლავს შორის ეგზოპლანეტა მოძრაობს; მცირე ცვლილებები ვარსკვლავის ტალღის სიგრძეში კი მიუთითებს გრავიტაციულ ურთიერთქმედებაზე ეგზოპლანეტასა და ვარსკვლავს შორის. მსგავსი: NASA ოფიციალურად ადასტურებს, რომ უკვე აღმოჩენილია 5000 ეგზოპლანეტა, ანუ პლანეტა მზის სისტემის მიღმა — #1tvმეცნიერება ამის მიზეზი ის არის, რომ ეგზოპლანეტის პირდაპირ დანახვა უკიდურესად რთულია. ისინი ძალიან პატარებია და საკუთარ ვარსკვლავთან შედარებით ძლიერ მკრთალები; ყოველგვარ სინათლეს, რომელსაც ისინი გამოყოფენ ან აირეკლავენ, ძირითადად ვარსკვლავის კაშკაშა ნათება ფარავს. თუმცა, ხანდახან, იღბალი ჩვენს მხარესაა. ეგზოპლანეტები საკმარისად დიდებია და ვარსკვლავისგან იმდენად დაშორებული, მათი სისტემა კი ისეა ჩვენთან მიმართებაში განლაგებული, რომ თუკი ვარსკვლავის სინათლეს დაბლოკავ (ამიტომ ჩანს HR8799 შავი დისკოს სახით), ისინი შეიძლება სინათლის პატარა ლაქების სახით დავინახოთ. კიდევ უფრო იშვიათად ხდება, რომ ისინი კომპლექსურ ორბიტულ მოძრაობაში დავინახოთ, რადგან ორბიტების დროის მასშტაბი საკმაოდ დიდია. თუმცა, ვანგს და მის ჯგუფს HR8799-ზე ჩატარებული დაკვირვებების საკმარისი მონაცემები ჰქონდათ, რათა შედგენილ თაიმლეფსზე ორბიტების ნაწილი მაინც გამოჩენილიყო. „ამ ვიდეოს რაიმე სამეცნიერო ღირებულება არ აქვს, მაგრამ სხვებს კარგად აჩვენებს, რას ვიკვლევთ ჩვენ. ძნელია, სამეცნიერო ნიუანსები სიტყვებით ახსნა, მაგრამ თუ მეცნიერებას მოქმედებაში უჩვენებ, ადამიანები მის მნიშვნელობას იგებენ“, — ამბობს ვანგი. დაკვირვებები კეკის ობსერვატორიამ ჩაატარა; დედამიწის ატმოსფეროს ეფექტების გადასაფარად, ვანგმა ადაპტური ოპტიკა გამოიყენა. ამას გარდა, თაიმლეფსში შეასწორეს მონაცემებს შორის არსებული გამორჩენებიც. მსგავსი: ირმის ნახტომი შეიძლება სავსე იყოს დედამიწის მსგავსად ოკეანეებითა და კონტინენტებით დაფარული პლანეტებით — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება შედეგად, 12-წლიანი დაკვირვებების მონაცემები სულ რაღაც 4,5 წამში მოექცა. ცენტრში მოქცეული შავი დისკო წარმოადგენს ახალგაზრდა, 30 მილიონი წლის ვარსკვლავს, რომელსაც ჩვენს მზეზე 1,5-ჯერ მეტი მასა აქვს და 4,9-ჯერ მეტი სიკაშკაშე. ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს მოძრავი პლანეტა, HR8799e, იუპიტერზე 7,4-ჯერ მასიურია და ვარსკვლავის გარშემო იმაზე 16,25-ჯერ შორიდან მოძრაობს, ვიდრე დედამიწა მზის გარშემო — ერთ გარშემოვლას 45 წელიწადს ანდომებს. ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ეს პლანეტა ახალშობილი გაზის გიგანტია. სულ გარეთ მოძრაობს პლანეტა HR8799d, რომელიც იუპიტერზე 9,1-ჯერ მასიურია, ვარსკვლავისგან 26,67-ჯერ უფრო შორს მდებარეობს, ვიდრე დედამიწა მზისგან და ერთ გარშემოვლას 100 წელიწადს ანდომებს. პლანეტა HR8799c-ს 7,8 იუპიტერის მასა აქვს, ვარსკვლავის გარშემო 41,4 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს (ოდნავ უფრო შორს, ვიდრე პლუტონი მზისგან) და ერთი გარშემოვლისთვის 190 წელიწადი სჭირდება. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მის ატმოსფეროში წყალია. მსგავსი: 2022 წელს აღმოჩენილი ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური უცხო პლანეტები — #1tvმეცნიერება და ბოლოს, პლანეტა HR8799b იუპიტერზე 5,7-ჯერ მასიურია, ვარსკვლავისგან 71,6 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული და 460-წლიან ორბიტაზე მოძრაობს. გასული წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ სისტემაში სავარაუდოდ იმალება მეხუთე პლანეტაც, რომელიც თავის „და-ძმებზე“ უფრო პატარაა და ვარსკვლავთანაც უფრო ახლოს მოძრაობს. ამ კანდიდატ პლანეტას იუპიტერზე 4-7-ჯერ მეტი მასა აქვს და საკუთარ ვარსკვლავს გარს უვლის 4-5 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან (ასტრონომიული ერთეული არის მანძილი დედამიწასა და მზეს შორის), რის გამოც, მისი პირდაპირ შემჩნევა რთულია. ვანგი და მისი კოლეგები ამ სისტემის აქტიურად შესწავლას განაგრძობენ. იმედი აქვთ, რომ მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას არა მხოლოდ ვარსკვლავის, არამედ მისი პლანეტების შემადგენლობის შესახებაც. „ასტრონომიაში, დროის უდიდესი ნაწილი მონაცემთა ანალიზს და ჰიპოთეზების შემოწმებას მიაქვს“, — აღნიშნავს ვანგი. მომზადებულია news.northwestern.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
-
„დიდი შვიდეულის“ ელჩები უკრაინაში ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ, – ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ელჩების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ ელჩები მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელება სანდო ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებისა და დანერგვის გზით. ეს გააძლიერებს უკრაინის მედეგობას ომის დროს და გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი მისი ევროპული მომავლისკენ“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩების განცხადებაში. როგორც უკრაინული მედია წერს, მანამდე ანტიკორუფციული ბრძოლის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მიმართა „დიდი შვიდეულის“ ელჩებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ორგანოები, რომლებიც „ყველაზე კორუმპირებულ სფეროებს მიეკუთვნებიან“, 2023-2025 წლების ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის პროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან. იანვრის დასაწყისში უკრაინას ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის რაც შეიძლება მალე დამტკიცებისკენ ევროკავშირის წარმომადგენლობამაც მიმართა. როგორც უკრაინაში ევროკავშირი ელჩმა მატი მაასიკასმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამის დამტკიცება იქნებოდა შესანიშნავი შედეგი, რომლის წარდგენაც 3 თებერვალს დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე იქნებოდა შესაძლებელი. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს. უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. სამსახურში გადანაწილების დროს მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოთხწლიან საკონტრაქტო სამსახურში ასევე იწვევს საქართველოს მოქალაქეებს 18-დან 45 წლის ჩათვლით, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად – მძღოლებს (მათ შორის, სპეც. ტექნიკის), ლოჯისტიკის სპეციალისტებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საინჟინრო და ქიმიის მიმართულების სპეციალისტებს, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ სპეციალობებზე დასანიშნი პირები გაივლიან საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს და სამხედრო კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ. რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1 530 ლარს. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 5 000 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): ორწლიანი კონტრაქტისას – 3 000 ლარი, ოთხწლიანი კონტრაქტისას – 8 000 ლარი. სამინისტროს ცნობით, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესსექტორში. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი) სთავაზობს სწავლის თანადაფინანსებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში; ასევე, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მინისტრის სტიპენდიას სემესტრულად 750 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე). აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სერჟანტთა, ასევე ოფიცერთა შემადგენლობაში პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ექნება. ასევე, უწყება მათ სთავაზობს უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და რუსული) შესწავლას და საკარიერო კურსებში მონაწილეობას საზღვარგარეთ (ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში). საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ დამატებით პროფესიას – ელექტრიკოსი, ელექტრორკალური შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის სპეციალისტი, ავტომობილის შემკეთებელი (ელექტროტექნიკოსი), დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი – როგორც თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების ცენტრებში. რეგისტრაცია წარმოებს ონლაინ საიტზე – mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.ge, ასევე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
-
მამუკა ხაზარაძემ ჯერ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უპასუხოს და ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა. „მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ არაერთი ბრალდება მოვისმინეთ. ჯერ წერილებზე საუბრობდა, შემდეგ ეს წერილები სადღაც წაიღო, წლები გავიდა და სად არის? ანაკლიაზე საუბრობდა და ჩვენმა გუნდმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა, და რატომ არ ქმნიან? იმიტომ ხომ არა, თაგვმა თხარა თხარა და კატა გამოთხარაო. მამუკა ხაზარაძემ ჯერ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უპასუხოს და ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს“, – განაცხადა ბუჩუკურმა. პარტია „ლელო – საქართელოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ახლა „ახალი ძალების გაერთიანების დროა“. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
„სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებენ. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, თუმცა, მათივე თქმით, სრულად არ იყო გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა 2022 წლის დეკემბერში წარმოადგინეს. „2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა, ივნისში კი ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 პირობის დაკმაყოფილება მოსთხოვა. ერთი-ერთი პირობა საარჩევნო საკითხებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რაც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იყო იდენტიფიცირებული. ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელში მონაწილეობაც საპარლამენტო ძალების ნაწილმა არ მიიღო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად შეზღუდა. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტები, რომლებიც საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებდა. 10 ოქტომბერს კანონპროექტები პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნა და მოსაზრებების დაჩქარებული წესით მომზადება სთხოვა. 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გაგზავნილი კანონპროექტების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნეს. პარლამენტმა ამ რეკომენდაციების საფუძველზე კანონპროექტებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რომლებიც საბოლოოდ 22 დეკემბერს მესამე მოსმენით იქნა მიღებული. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ამ ცვლილებებით სრულად არ იქნა გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაცია, მათ შორის, არ აისახა იმ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რომელიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა 2022 წლის დეკემბერში წარმოადგინეს. მათი ერთობლივი შეფასებით, განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება და მხოლოდ ცალკეულ საკითხებს შეეხება. გარკვეული დათქმებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ისეთი ცვლილებები როგორიცაა: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სავალდებულო სერტიფიცირების შემოღება; საჩივრების/სარჩელების წარდგენისა და განხილვის ზოგიერთი ვადის გახანგრძლივება; გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში ოთხი ამომრჩევლის მარკირების შემოღება; პარტიების წლიური ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვრის განახევრება; ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატებისთვის ბინადრობის ცენზის შემცირება; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობის გაზრდა; პროფესიული ნიშნით ასარჩევი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საფუძვლების გაფართოება; შედეგების შემაჯამებელ ოქმში დისბალანსის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის გახსნის და ხმების გადათვლის იმპერატიული ვალდებულების გაჩენა. გარდა ამისა, ზოგადად, მისასალმებელია საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაციები იყოს უფრო ცხადი და ყოვლისმომცველი და რაც შეიძლება ნაკლები საკითხი მიეკუთვნებოდეს ცესკოს დისკრეციას“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაში. აქვე ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის არსებითი ხასიათის რეკომენდაციებიდან, რომლებიც მიღებულ ცვლილებებში საერთოდ არ ასახულა, აღსანიშნავია ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევისა და უფლებამოსილების გახანგრძლივების ნაკლოვანი რეგულაციები, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც უსამართლოა და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. „ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული განმეორებადი რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო კომისიების ქვედა დონეზე პროფესიული წევრების არჩევას და ამ პროცესის გამჭვირვალობას. ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივ დასკვნაში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღებული პროექტი ვერ პასუხობდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, ხმების გადათვლისა და შედეგების გაბათილებისთვის არასაკმარისი კრიტერიუმების არსებობა. ვენესიის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, საჭიროა სამომავლოდ განხორციელდეს ყოვლისმომცველი და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმა, რომელიც დაეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების სრულ და სიღრმისეულ ანალიზს. საარჩევნო რეფორმის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის როგორც ცალკეულ კანონპროექტებზე დაწერილი დასკვნები, ისე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილი რეკომენდაციები“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
-
2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია - ამის სესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნამდვილად უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს. „რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა“,- წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ვითარების გამოსასწორებლად და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 2023 წელი 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული თითოეული რეფორმის ზედმიწევნით შესასრულებლად უნდა გამოიყენოს. აუცილებელია: დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება; გაძლიერდეს საზედამხედველო ინსტიტუციები, პირველ რიგში კი პარლამენტის როლი; საშუალება მიეცეს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაფრთხო გარემოში, თავისუფლად შეასრულონ მათი საზედამხედველო ფუნქცია; განვითარდეს კრიტიკული მედია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ხელი შეეწყოს არასამთავრობო სექტორს, ანტიკორუფციულ ორგანიზაციებს. ავტორი: თამარ მუკბანიანი
-
2022 წელს საქართვლომ 4.1 მლნ აშშ დოლარის 11 169 ტონა კარტოფილი იყიდა, 2021 წელს კი, 2.5 მლნ აშშ დოლარის 11 464 ტონა კარტოფილი. 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის კარტოფილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა: რუსეთი - 3 794 ტონა 1 მლნ აშშ დოლარი ბელარუსი - 2 728 ტონა 747.8 ათასი აშშ დოლარი გერმანია - 1 224 ტონა, 1,114 აშშ დოლარი თურქეთი - 1 129 ტონა, 249.9 ათასი აშშ დოლარი აზერბაიჯანი - 527.6 ტონა, 300 ათასი აშშ დოლარი იხილეთ ასევე: საქართველომ ლარსის საბაჟოდან 42 000 კგ კარტოფილი უკან გააბრუნა ავტორი: თამარ მუკბანიანი
-
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სტატია მანიპულაციურია და მიზნად ქვეყნის პროგრესის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ისახავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს სტატიას კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ახალი ინდექსის მიხედვით წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ“, „მნიშვნელოვნად წინ ვერ წავიწიეთ“ და ა.შ. სინამდვილეში, საქართველო პირველად, ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღნიშნული სტატია მანიპულაციურია და მიზნად ქვეყნის პროგრესის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ისახავს. ფაქტი კი ის არის, რომ საქართველო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 12 წევრს უსწრებს ან თანაბარი შედეგი აქვს. რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას დიდი უპირატესობით უსწრებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელსაც საქართველო უსწრებს ან თანაბარი ადგილი აქვს: საქართველო - 41-ე ადგილი 1. ჩეხეთი - 41, 2. იტალია - 41, 3. სლოვენია - 41, 4. პოლონეთი - 45, 5. სლოვაკეთი - 49, 6. კვიპროსი - 51, 7. საბერძნეთი - 51, 8. მალტა - 54, 9. ხორვატია - 57, 10. რუმინეთი - 63, 11. ბულგარეთი - 72, 12. უნგრეთი - 77, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები: საქართველო - 41-ე ადგილი 1. მონტენეგრო - 65, 2. ჩრდ. მაკედონია - 85, 3. მოლდოვა - 90, 4. ალბანეთი - 101, 5. სერბეთი - 101, 6. თურქეთი - 101, 7. ბოსნია და ჰერცოგოვინა - 110, 8. უკრაინა - 116“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებს ერთობლივად დაამზადებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საფრანგეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ უკრაინისთვის რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვის წარმოების მიზნით, მრავალმილიონიან პროექტზე ითანამშრომლებენ. განცხადება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. „იგეგმება ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის უპრეცედენტო პარტნიორობით, ერთობლივად რამდენიმე ათასი, 15-მილიმეტრიანი ჭურვის დამზადება", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ. მისი თქმით, ფრანგული იარაღის კომპანია Nexter-ი ავსტრალიურ კომპანიებთან ითანამშრომლებს, რომლებიც ჭურვებისთვის დენთის მიწოდებას უზრუნველყოფენ. „ეს არის იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც საფრანგეთი და ავსტრალია უწევენ უკრაინას, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინა შეძლებს ამ კონფლიქტის დასრულებას საკუთარი პირობებით“, - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა. ამასთან, არცერთ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენი საარტილერიო ჭურვი იგულისხმება "რამდენიმე ათასი" საარტილერიო ჭურვის მიღმა, თუმცა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება. IPN -
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უნდა „დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია“. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა დღეს გამართული შეხვედრების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დანიის დელეგაციასთან უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე ისაუბრეს. მან ასევე ისაუბრა სამუშაო ვიზიტზე მიკოლაივიში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ქალაქი, რომლის რეკონსტრუქციასაც დანიამ პატრონაჟი გაუწია. „მაგრამ ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღდგეს და მოდერნიზდეს ის, რაც ჩვენი ხალხის ცხოვრების საფუძველია. დღეს მიკოლაივში ვესტუმრეთ საავადმყოფოს, სადაც ჩვენ მეომრებს დაჭრის შემდეგ გადაარჩენენ. მადლობა გადავუხადეთ ექიმებს და ექთნებს. ჩვენ მხარს ვუჭერდით ჩვენს დამცველებს. ეს საავადმყოფო მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, რომლის მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია კრიტიკულია. და მე მინდა მადლობა გადავუხადო დანიას, პირადად ქალბატონ პრემიერ-მინისტრს და დანიის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს მათი მზადყოფნისთვის, დაეხმარონ უკრაინას“,- აღნიშნა მან. ზელენსკის თქმით, სწორედ ეს არის პარტნიორებთან მათი თანამშრომლობის ფუნდამენტური მნიშვნელობა. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ოდესაში დეტალურად ისაუბრეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ინიციატივების შესახებ. „დანიამ, კერძოდ, მხარი დაუჭირა ჩვენს შავი ზღვის საექსპორტო ინიციატივას და შეუერთდა პროგრამას - მარცვლეული უკრაინიდან. ის ფაქტი, რომ ჩვენ მივაღწიეთ არსებით პროგრესს სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა ჩვენი მშვიდობის ფორმულის სხვა პუნქტებშიც. დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ რა შეიძლება იყოს დანიის მონაწილეობა მშვიდობის ფორმულის პუნქტების განხორციელებაში. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე დანიას თავდაცვითი მხარდაჭერისთვის, ჩვენი არტილერიის მნიშვნელოვნად გაძლიერებისთვის, სატანკო კოალიციაში გაწევრიანების სურვილისთვის. დღეს განვიხილეთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინელი მეომრების გასაძლიერებლად“,- აღნიშნა მან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე კოორდინაციას უწევს უკრაინა ქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად. IPN -
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა იტყობინება. მათივე ინფორმაციით, ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა. შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით, რათა დაიცვან თავიანთი საზღვრები რუსეთის უკანონო შეჭრისგან. " Bradley არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზრდის მათ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყონ ბრძოლის ველზე წინსვლა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება", - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ჟაკლინ ვან ოვოსტმა. IPN
-
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქების, ხერსონის და ოჩაკოვის, საცხოვრებელ სახლებზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე, დიდი დანაკარგით, ისევ უტევს ლიმანს და ბახმუტს, წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკისკენ და ადრე დაპყრობილ რაიონებს იცავს კუპიანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის ორი და დონეცკის ოლქის თერთმეტი დასახლებული პუნქტის რაიონებში, მათ შორის ქალაქებთან, ბახმუტსა და უგლედართან. 30 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „წარმატებული შეტევის“ შედეგად რუსმა სამხედროებმა "მომგებიანი პოზიციები" დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის რაიონში. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 4 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, მართვის 3 პუნქტი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი. საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება გართულებულია. რადიო თავისუფლება -
ხვალიდან მანქანების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
2023 წლის 1 თებერვლიდან სატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება. ამ დრომდე ეს მომსახურება უფასო იყო და ტექნიკური ინსპექტირების კომპანიები ვალდებული იყვნენ, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე შეემოწმებინათ სატრანსპორტო საშუალებები, ისევ ჰქონდათ თუ არა ხარვეზი. ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო პერიოდული ინსპექტირების საფასური 60 ან 100 ლარამდეა, განმეორებითი მომსახურების ღირებულება კი - 20 ან 30 ლარი. ელექტრომობილების პირველადი ინსპექტირების ფასი 48 ლარი იქნება, განმეორებით კი - 15 ლარი. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით", მძღოლი, რომლის მანქანასაც ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვს, 50 ლარით ჯარიმდება. რადიო თავისუფლება -
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად ზელენსკი დღეს მიკოლაევსა და ოდესაში იმყოფებოდა. „ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე. იმაზე, რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი სამხრეთისა და ჩვენი აღმოსავლეთის გათავისუფლებაში. ასევე იმაზე, თუ რა გვჭირდება უკრაინის აღდგენის კონტექსტში. მიკოლაევი არის ქალაქი, რომლის აღდგენაზეც დანიამ პატრონაჟი საკუთარ თავზე აიღო. ეს საჭიროებს პროექტებს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის სფეროებში, სოციალურ სფეროში, წარმოებაში. განსაკუთრებით საგრძნობია მიკოლაევისთვის წყლის გაწმენდა, რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული ნორმალური წყალმომარაგების აღდგენა. უკვე დაწყებულია შესაბამისი პროექტის განხორციელება დანიის მონაწილეობით. თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აღდგენისთვის და მოდერნიზაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოდესაში დანიის ლიდერთან უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ინიციატივები განიხილა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დანიამ მხარი დაუჭირა უკრაინის შავი ზღვის ინიციატივას და შეუერთდა პროგრამას „მარცვლეული უკრაინიდან“, რომელიც ღარიბ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებს. „ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს არსებითი პროგრესი სასურსათო უსაფრთხოებასთან მიმართებით, ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა ჩვენი მშვიდობის ფორმულის სხვა პუნქტებშიც. დღეს ჩვენ განვიხილეთ, კონკრეტულად როგორი შეიძლება იყოს დანიის მონაწილეობა მშვიდობის ფორმულის პუნქტების განხორციელებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დანიას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე მხარდაჭერის მზადყოფნისთვის. „რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან და ყველაფერში – ბრძოლის ველზეც და იმაშიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დარჩეს არცერთი ნანგრევი, რომ ჩვენ შევძლოთ ყველაფრის აღდგენა და დამტკიცება, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე ისაუბრა, თუმცა დანიის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა მისი ქვეყანა მზად, განიხილოს უკრაინისთვის ტანკების მიწოდება. ამის შესახებ მეტე ფრედერიქსენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ომის დაწყებიდან ჩვენ აღვნიშნავდით, რომ უკრაინას მხარს დავუჭერდით ისე, როგორც ეს იქნებოდა აუცილებელი. ვფიქრობ, ჩვენ მრავალი გზით დავამტკიცეთ, რომ უკრაინის ნამდვილი მეგობრები ვართ. რა თქმა უნდა, ახლა საუბარი შეეხო ტანკებსაც. ჩვენ ახლახან გადავეცით ჩვენი საარტილერიო სისტემები, თუმცა ტანკებიც ასევე საჭიროა“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა ოდესაში ბრიფინგზე. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დანიას მზადყოფნისთვის, შეურთდეს სატანკო კოალიციას. დანიას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2“-ის 44 ტანკი აქვს. მათი ნაწილი ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს ძალებთან არის განთავსებული. გასულ კვირას დანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე საუბრისას განაცხადა, რომ დანია ჯერ არ არის მზად, დაეხმაროს უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებით. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი პირი დაშავებულია. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ლოცვის დროს აიფეთქა თავი. შემთხვევის დროს ადგილზე 300-დან 400-მდე პოლიციელი იმყოფებოდა, რადგან ქალაქის იმ რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, პოლიციის ოფისი, ასევე სადაზვერვო და კონტრტერორისტული ბიუროებია განთავსებული. როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, ტერორისტებს სურთ, დათესონ შიში მათზე თავდასხმით, ვინც პაკისტანის დაცვის მოვალეობას ასრულებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც „ბიბისი“ წერს, აფეთქებას სპეცსამსახურები პაკისტანში მოქმედ „თალიბანის“ დაჯგუფებას უკავშირებენ. ავტორი - ქეთი ჩოხელი -
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ავსტრიის კანცლერმა კი ხაზგასმით დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი. „შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ამავე დროს ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ოკუპაციას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და აღინიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს მის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რაც ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. ამასთან, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღნიშნა, რომ ის ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევაა. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე.
-
დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს თავის ტვინზე. კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ვიქტორიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანქანების გამონაბოლქვის შესუნთქვამ სულ რაღაც ორ საათში შეიძლება შეცვალოს თავის ტვინის დაკავშირებადობის უნარი. მსგავსი: გაერო გვაფრთხილებს, რომ დედამიწაზე თითქმის ყველა, საშინლად დაბინძურებულ, არაჯანსაღ ჰაერს ვსუნთქავთ — #1tvმეცნიერება შედეგები ეფუძნება 25 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულ რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა ცდას; მანქანის გამონაბოლქვის ზემოქმედების ქვეშ ისინი ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. მეორე ეტაპზე, მონაწილეები სუფთა, გაფილტრული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. თითოეული სცენარის წინ და შემდეგ მათ ტვინის სკანირებები ჩაუტარეს. დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შემდეგ, მონაწილეთა თავის ტვინებში, მუშაობის პასიური რეჟიმის ქსელში (DMN) აღინიშნა დაკავშირებადობის შემცირება; ეს გახლავთ ტვინის რეგიონების ურთიერთდაკავშირებული ნაკრები, რომლებიც ყველაზე აქტიური მაშინ არის, როდესაც შინაგან ფიქრებში ვართ ჩართული, მაგალითად, თვითანალიზში და დამახსოვრებაში. ასეთი შედეგები ადამიანებში აქამდე დაფიქსირებული არ იყო; მართალია, ახალ კვლევას არ შეუმოწმებია ის ზეგავლენა, რაც გამონაბოლქვს შეიძლება თავის ტვინის ენერგიაზე ჰქონდეს, სხვა კვლევებში ეს შესწავლილია. მაგალითად, წინა კვლევებში დადგინდა, რომ ტვინის დაკავშირებადობის ცვლილება კავშირშია სამუშაო მეხსიერებისა და სამუშაოს შესრულების შემცირებასთან. მსგავსი: ოთახის მცენარეები შიდა სივრცეში ჰაერის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება „შემაშფოთებელია იმის ნახვა, რომ მანქანების გამონაბოლქვი ამავე ქსელებს აზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტი კვლევაა საჭირო ამ ცვლილებათა ფუნქციური გავლენების სრულად გასაგებად, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ის არღვევდეს ადამიანის აზროვნების და შრომის უნარზე“, — ამბობს ვიქტორიას უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგი ჯოდი გავრილუკი. კარგი ამბავი ის არის, რომ კვლევის დროს მონაწილეებში შემჩნეული ეს ცვლილებები დროებითი აღმოჩნდა ნორმას დაუბრუნდა, როგორც კი ფილტვებში სუფთა ჰაერი ჩავიდა. მიუხედავად ამისა, აღმოჩენა მიუთითებს იმ შესაძლო გზაზე, რომლითაც დაბინძურებული ჰაერის ქრონიკული ზემოქმედება შეიძლება ახდენდეს მავნე გავლენას თავის ტვინზე. მსოფლიო მოსახლეობის 99 პროცენტი სახიფათო დონეზე დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, რისი გავლენაც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, შეიძლება სიღრმისეული იყოს. ჩინეთში, ახალმა კვლევებმა ჰაერის დაბინძურება დააკავშირა ცუდ შედეგებთან ენისა და მათემატიკის ტესტებში — განათლებაში ჩამორჩენა საშუალოდ ერთ წელიწადს უდრიდა. მსგავსი: მეცნიერებმა დაადგინეს მექანიზმი, თუ როგორ იწვევს ჰაერის დაბინძურება ფილტვის კიბოს — #1tvმეცნიერება „მეცნიერები მრავალი ათწლეულის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ თავის ტვინი შეიძლება დაცული ყოფილიყო ჰაერის დაბინძურების მავნე ეფექტებისგან. ეს კვლევა, რომელიც პირველი ამ სახის კვლევაა, ახალ მტკიცებულებას გვთავაზობს, რომელიც მიუთითებს კავშირზე ჰაერის დაბინძურებასა და შემეცნებას შორის“, — განმარტავს მკვლევარი კრის კარლშტენი. 2020 წელს, ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული მარკერები შენიშნეს მეხიკოს მცხოვრები ახალგაზრდების, ბავშვებისა და ჩვილების თავს ტვინშიც კი. მეხიკო ჰაერის უკიდურესი დაბინძურებით გამორჩეული ქალაქია. ამავე ქალაქში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ ასევე გამოავლინა ამ ზიანის შესაძლო გამომწვევი: მრავალი ადგილობრივის თავის ტვინში აღმოაჩინეს დაბინძურებული ჰაერის ლითონის ნანონაწილაკები. 2022 წელს მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ჩასუნთქვის შემდეგ, ეს ნაწილაკები ზოგჯერ გადალახავენ თავის ტვინის დამცავ ბარიერს. ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ ტოქსიკური ნაწილაკები ამ ბარიერს მიღმა ვერ გადიოდნენ. ახალი კვლევა ეფუძნება მხოლოდ მანქანის გამონაბოლქვს ეფუძნება, მაგრამ შეიძლება არსებობდეს ჰაერის დაბინძურების ისეთი ფორმებიც, რომლებიც კიდევ უფრო სწრაფად და უარესი შედეგებით მოქმედებს. მსგავსი: ახალი ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა — #1tvმეცნიერება მაგალითად, იქამდე, ვიდრე აშშ-ში ტყვიის შემცველი ბენზინი აიკრძალებოდა, მკვლევრები პროგნოზირებდნენ, რომ ტოქსიკურ გამონაბოლქვს 170 მილიონი ამერიკელი სუნთქავდა, რის შედეგადაც, თითოეულ ადამიანს საშუალოდ სამი ქულით აკლდებოდა IQ-ს მაჩვენებელი. ბენზინი დღეს შეიძლება ტყვიას აღარ შეიცავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის თქვენი ფილტვების ან თავის ტვინისთვის უსაფრთხოა. „კარგად უნდა დავფიქრდეთ, ღირს თუ არა საცობში ყოფნისას მანქანის ფანჯრის ჩამოწევა. მნიშვნელოვანია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მანქანის ჰაერის ფილტრი სათანადოდ მუშაობს. თუკი მანქანებით დატვირთულ ქუჩაზე გიწევთ ფეხით მოძრაობა, შეეცადეთ, თავი აარიდოთ და სხვა ქუჩით იაროთ“, — გვაფრთხილებს კარლშტენი. თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის, დაბინძურებული ჰაერისგან თავის არიდება შეუძლებელია. კვლევა Environmental Health-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია news.ubc.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
-
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის ვიდეოს აქვეყნებს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა. მადლობა ყველა მედმუშაკს, რომლებიც ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ“, – წერს ზელენსკი. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6410 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6393 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8813 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
-
ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს, - ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. კანცლერმა საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა გამოხატა. „ავსტრია მათ შორის მხარს უჭერს ევროკავშირის მისიას საქართველოში. 7 დამკვირვებელია წარმოდგენილი. ჩვენ ვეწვევით ამ მისიას და მართლაც, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ მისიას საქართველოს სტაბილურობაში. ბუნებრივია, ძნელია ამ მიმართულებით საჭიროზე მეტის გაკეთება, თუმცაღა ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ავსტრია თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი და იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა. უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, უფრო მეტიც არის, ვიდრე რთული და ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, ძალიან მიხარია აქ რომ ვიმყოფები, ამ მხარდაჭერას შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა და ასევე, ჩემი მხარდაჭერა, აღიქვათ, როგორც თქვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა იმ რთულ გზაზე, რომელზეც საქართველო იმყოფება“,- განაცხადა ნეჰამერმა. IPN
-
ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია, - ამის შესახებ ევროკავშირის ევროპულ საბჭოსთან თანამშრომლობის 2023-2024 წლების პრიორიტეტების დასკვნებშია აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის საბჭო აქვეყნებს. „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის განმტკიცებას ევროპული საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია. ეს განახლებულ იმპულსს აძლევს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში შემდგომ პროგრესს ამ ქვეყნებში და უფრო ფართო რეგიონში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.