-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა - ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც ნათლად ვერ დავინახე „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც 2019 წლის 29 ივნისს, გავრილოვის ინციდენტის დროს დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ერთ მხარეს არსებობს „ხალხი და მეორე მხარეს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული აპარატი“. „საქართველოს ორი ნაწილი არ არსებობს. ჩვენ შეიძლება სამოქალაქო კონფრონტაციისკენ მივდიოდეთ. ორი მხარე არ არის. ერთ მხარეს არის საქართველოს ხალხი და მეორე მხარეს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული აპარატი. მინდა გითხრათ, რომ მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა და რატომ? იმიტომ, რომ მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს, ყველა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და არჩევნები დამოუკიდებლობის შემდეგ. აი. ამ რიცხვებს გვანახებს. „ქართული ოცნების“ ლიდერებს თუ სურთ, რომ რაღაც ნაწილი მაინც დარჩეს მათი ოცნების, ამ იმედის შენარჩუნებას ნაწილობრივ ცდილობენ. ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც, ნათლად ვერ დავინახე, „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც დაიწყო 2019 წლის 29 ივნისს გავრილოვის ინციდენტის დროს, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ეს ძალიან უცნაური ინციდენტი იყო, მაშინ „კოვიდი“ მძვინვარებდა და დავიწყებული იქნა ეს ინციდენტი. შემდეგ მოხდა შარლ მიშელის დოკუმენტის უარყოფა. ეს იყო კიდევ ერთი ნათელი ნიშანი იმისა, რომ რეფორმებისგან დაშორება ხდებოდა, რომელსაც ევროკავშირი ითხოვდა და სხვა მიმართულებით ხდებოდა მოძრაობა. შემდეგ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ომი დაიწყო, 24-ში დაიწყო აქტიურად რუსული აგრესია. პრემიერ-მინისტრი მივიდა საქართველოს 1921 წლის რუსული ოკუპაციის მონუმენტთან და იქ განაცხადა, რომ ვციტირებ - „საქართველოს არ აქვს განზრახვა, ჩაერთოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ. ეს ემყარება ჩვენს ეროვნულ ინტერესს“. არავითარი სანქციები იმ დროს არ შესულა ძალაში. შემდეგ იყო 2023 წელი, პირველი „რუსული კანონის“ წარდგენა. შემდეგ რუსული რიტორიკა მოჰყვა უკრაინასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ადანაშაულებს, რომ მან მოახდინა პროვოცირება ომის გაგრძელებისა თუ არა მისი დაწყების. შემდეგ მოდის, 2024 წელს მეორე „რუსული კანონი“, შემდეგ რუსული რიტორიკა. შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი მმართველის ივანიშვილის გამოსვლა მოჰყვა, რომელიც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობდა და ევროპელ პარტნიორებს, ფაქტობრივად, ყველაფერში ადანაშაულებდა. ამ პერიოდში ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, [გვესმის] ანტი-ლგბტ საუბრის მრავალი ბრალდება იმის თვალსაზრისით, რომ ამერიკა და ევროპა აპირებენ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ღირებულებები წაგვართვან. წაგვართვან ჩვენი თვითმყოფადობა. ამასთან დაკავშირებით თქვენ ძალიან ბევრი გსმენიათ“, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს. იპნ
-
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. მეცოლას თქმით, „ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას“, მისივე თქმით, ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ევროპის კარი ყოველთვის ღია რჩება. დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პუბლიკა
-
საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავს, თავისუფლებისა და მომავლის მოტაცებას, გარკვეული გაგებით, დამოუკიდებლობის წართმევას. უკვე 21 დღეა ხალხი ქუჩებშია. საინტერესო მოძრაობაა, რომელიც თავდაპირველად ღამით დაიწყო. შემდეგ, დღის განმავლობაში საზოგადოების ყველა ფენა გამოვიდა და ახლა მოძრაობა მთელ საზოგადოებას მოიცავს. მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მხოლოდ 21 დღე. ეს საპროტესტო აქციები გაიმართა არჩევნების შემდეგ, ეს საპროტესტო აქციები გაიმართა გაზაფხულზე, ეს პროტესტი გაიმართა, როდესაც მეორედ შემოიღეს რუსული კანონი. პროტესტი ყოველთვის იყო საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყოველ ჯერზე, როცა ქართველი ხალხი გრძნობდა საფრთხეს მათი თავისუფლების, ევროპულობისა და დამოუკიდებლობის წინაშე. ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია. საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. იპნ
-
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი პროტესტი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამის ბევრი მიზეზია, არადა, ამასთან დაკავშირებითაც სიტუაცია მაინცდამაინც დამაკმაყოფილებელი არაა, პირიქითაა. ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანები მასობრივად გავიდნენ ქუჩაში, ეს იყო მაშინ, როცა გრძნობდნენ, რომ ეს იყო ეგზისტენციალური საკითხი და ის სასწორზე იდო. დღეს ეს ხდება. ეს გახლავთ ძალიან მშვიდობიანი მოძრაობა, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს - დამიბრუნე ჩემი ხმა იმიტომ, რომ მოპარული არჩევნები ჩატარდა, დამიბრუნე მომავალი და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი, და ასევე, მოთხოვნა დგას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა, თავისი არსით, იმიტომ, რომ არ არსებობს მოთხოვნა ამისა. მოთხოვნაა დავუბრუნდეთ ხელახალ არჩევნებს, მშვიდობიან გარემოში და დავინახოთ სად არის იმ ადამიანების ნება, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და უნდათ, რომ ეს დემოკრატიულად, კენჭისყრის სახით მოხდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს. იპნ
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია, დღეს, 14:00, საათზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ პარტია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
-
„ფაქტია, რომ დასავლური ცივილიზებული სამყარო არ აპირებს, არ დაუშვებს და არ შეეგუება ჩვენს რეგიონში ახალი დიქტატურის ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა. გადაცემაში „დღის თემა“ ხორგუანმა „ქართული ოცნების“ სააპატიო თავმჯდომარესა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბარი შეაფასა და თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს მარტო დატოვებას არ აპირებს. „ჩვენ არ ვართ მარტო. ქართველი ხალხის გაცხადებული ნება და სურვილი იყოს ევროპული, ცივილიზებული, ქრისტიანული, დასავლური სისტემის ნაწილი არის დანახული და ჩვენს დატოვებას მარტო არ აპირებენ.“ რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილთან საუბარში ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა, სოფო ხორგუანი ამბობს, რომ ქართველ ხალხს აქვს კონკრეტული მოთხოვნები. „ყველა ადამიანი უნდა გათავისუფლდეს და საუბარი უნდა შედგეს მხოლოდ ახალ არჩევნებზე და ეს ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში. ეს არის ის საკითხი, რაზედაც შეიძლება ვილაპარაკოთ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა. ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც არ არის რომელიმე ერთი პარტიის მოთხოვნა. ეს არის ამ ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნა. ძალიან მკაფიო, ჩამოყალიბებული, გასაგები მოთხოვნა გვაქვს ქართველ ხალხს. დიახ, ხალხის გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. რა თქმა უნდა, ის ადამიანებიც უნდა დაისაჯონ, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ” – განაცხადა სოფო ხორგუანმა პირდაპირ ეთერში. fortuna.ge
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს. „პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. იპნ
-
„შიდა დისკუსიები არაზუსტად წარმოჩინდა" - რუმინეთი იმედგაცრუებას გამოთქვამს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის მადლობის შემდეგ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ღრმა იმედგაცრუებას გამოთქვამს „ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გამო”. როგორც დღეს კობახიძემ განაცხადა: მოგვიანებით რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა: საუბარია 16 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც მინისტრები შეთანხმდნენ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ამავე შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმ ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. 17 დეკემბერს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, სანქციების შესახებ წინადადება ჩავარდა წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის არ ქონის გამო. „ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა ხუთ ქვეყანას, რომლებმაც, მისი თქმით, ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე – ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. პუბლიკა -
მირიამ ლექსმანი - ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია, - ამის შესახებ სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს. „არ შეგვიძლია განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა“, - წერს მირიამ ლექსმანი. ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით დაახლოებით, 11:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს მიმართავს. იპნ -
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ალენ ბერსეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან - შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტთან - მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან - მაკა ბოჭორიშვილთან. „ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე ეწვევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 17-21 დეკემბერს იმართება“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
იტალიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო უწყება ავრცელებს. შესაბამისად, განცხადების თანახმად, ირალია შეუერთდა კონსენსუსს ინიციატივაზე - შეჩერდეს დიპლომატიური ვიზების ფასილიტაციაზე შეთანხმება. განცხადებაში იტალია კვლავ იმეორებს ქართველი ხალხის მხარდაჭერის შესახებ გზავნილს. "საქართველოში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ, რომელმაც ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი ძალადობის უმკაცრესად დაგმობა გაიმეორა, ასევე, უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების მხარდაჭერა გამოხატა, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე (რაც წევრ სახელმწიფოებში კონსენსუსის ნაკლებობის გამო დაიბლოკა). ჩვენი ქვეყანა, ასევე, შეუერთდა კონსენსუსს ინიციატივაზე, შეჩერებულ იქნას დიპლომატიური ვიზების ფასილიტაციაზე შეთანხმება, რაც მიღებულ იქნა. საბოლოოდ, იტალიამ გაიმეორა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარეს უნდა დარჩეს და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ბოლო დროის გადაწყვეტილებები, რომელთაც მისი ევროპული გზა შეაჩერეს, შეიძლება გადაიხედოს", - ნათქვამია იტალიის საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას - უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი, რომლებმაც "ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე". მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა "უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა". „მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“, - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს. „შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ipn
-
ესპანეთმა სრულიად დაუჭირა მხარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის მადლობას უხდის 5 ქვეყანას - უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს. ესპანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ დეზინფორმაცია საფრთხეა დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება. "ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებსა და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შევეწინააღმდეგებით", - ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას - უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი, რომლებმაც " ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე". მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა "უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა". „მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“, - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს. „შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ipn
-
ინსპექტორი, რომელმაც შსს-დან წასვლაზე განცხადება დაწერა, გენისპექციაში გამოკითხეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პატრულ ინსპექტორი გიორგი გოგინაშვილი დღეს, 17 დეკემბერს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მან 2 დეკემბერს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. როგორც ის facebook-ზე წერს, დღევანდელმა გამოკითხვამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. publika -
ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა. „კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ, პრორუსული პარტიის, რომელიც პირდაპირ უბიძგებს ქვეყანას რუსეთის მკლავებისკენ. დაპატიმრებები, ძალადობა ევროკავშირთან ურთიერთობის გაყინვა არის ხელისუფლების პასუხი ქართული საზოგადოების მიმართ. საპროტესტო აქციები იმართება სლოგანის - „გაიღვიძე საქართველო“-ს ქვეშ, რაც, ვიტყოდი, რომ არის „გაიღვიძე ევროპა“ და დავდგეთ მომიტინგეების გვერდით“, - აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა. მან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, კაია კალასს მიმართა, რომელმაც გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ „29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“. „ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას, პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას, რაც მათ პრეზიდენტ სააკაშვილს გაუკეთეს? თქვენ თქვით, რომ იმ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, უკვე მზადაა, მაშინ გააკეთეთ ეს, მინიმუმ გააკეთეთ ეს! უნდა ვიმოქმედოთ დალოდების გარეშე, ქართველები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან, მოდით, დავეხმაროთ მათ“, - აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა. ipn
-
ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია და დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თბილისიდან ახლახან დავბრუნდი და რაც იქ ვნახე, სიმართლე გითხრათ, გამაოგნებელი იყო. მთავრობა, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს და ცდილობს ევროპული დემოკრატია ბელარუსული სტილის ავტორიტარულ რეჟიმად აქციოს კრემლის ჩრდილის ქვეშ. ეს რუსული სახელმძღვანელოა, კარგად ნაცნობი დეზინფორმაციის, მანიპულირების, ძალადობისა და წამების შესახებ. მაგრამ, კოლეგებო იმან, რაც საქართველოში ვნახე იმედი მომცა. ათობით ათასი ადამიანი ყოველდღე ქუჩებში გამოდის და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და საქართველოსთვის იბრძვის, თან ევროკავშირის დროშას აფრიალებს. ეს დროშა მათთვის თავისუფლების სიმბოლოა“, - განაცხადა ტობიას კრემერმა. მისივე თქმით, დროა, ევროპამ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად იმოქმედოს. „ვიზიტის დროს ხალხი ევროკავშირის დროშებით გვესალმებოდა, მაგრამ ასევე, გვეკითხებოდა, თუ სად არის ევროპა ამ ჭეშმარიტების მომენტში? კოლეგებო, ახლა ქართველები ჩვენ შემოგვყურებენ და არა მხოლოდ ქართველები, არამედ უკრაინელები და მოლდოველებიც, რომლებიც ახლა თავისუფლებისთვის იბრძვიან. ასე რომ, მოდით მათ ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია. მოდით, დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს. მოდით, ამ დარბაზში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივესალმოთ და მოდით, ქართველ ხალხს მხარი დავუჭიროთ ახალი არჩევნების მოთხოვნაში, ევროპისკენ და თავისუფლებისკენ გზაზე და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ევროკავშირის დროშა გამოხატავს“, - აღნიშნა გერმანელმა ევროპარლამენტარმა. ipn
-
ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს ამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ? მათ დაპატიმრებას, ცემას. ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ, - ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს იმას, რომ მათ არჩევნები მოპარეს და გააყალბეს. „ძვირფასო კოლეგებო, თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები თბილისში ყოველ ღამით, ნება მომეცით, გითხრათ, მე მივედი მათთან შესახვედრად. მათ არჩევნები მოპარეს, გააყალბეს, მათ თავისუფლებას პარავენ. ისინი გამუდმებით იმეორებენ, რომ საქართველო არის ევროპა და არა რუსეთი. ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს ამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ? მათ დაპატიმრებას, ცემას. ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ, ვხედავთ ღრუბელს ქვეყანაზე, მოსკოვთან დაკავშირებას. ვართ მნიშვნელოვანი? არ დავუწესებთ სანქციებს „ქართული ოცნების“ დონორებს, ვისაც სურთ საქართველო რუსეთად გადააქციონ? პრეზიდენტმა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი იქნა ევროპარლამენტში მოიწვია. ქალბატონი ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. მან პლენარულ სხდომაზე უნდა ისაუბროს. საქართველო მიეკუთვნება ჩვენი ევროპული დემოკრატიის სახლს. მათ ვისაც ჩვენი სჯერა ევროპის, ჩვენი უნდა დავუმტკიცოთ, რომ მართლები არიან, რომ ჩვენო სჯერათ“, – განაცხადა ლუაზომ. ipn
-
საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა. „ამ კოშმარის ლიდერებმა ხალხის ხმა მოიპარეს არჩევნებით, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა და ევროკავშირისკენ გზის გადაკეტვით ხალხს იმედი მოპარეს. ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან, მაგრამ ნიღბები ჩამოხსნილია და მათ ნამდვილი სახე აჩვენეს. სახე, რომელიც ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რუსული ჩაგვრის სახე“, - განაცხადა რაინიე ვან ლანშოტმა. მისივე თქმით, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობის მიუხედავად ქართველი ხალხი არ ნებდება. „მოსახლეობის 7% ყოველდღიურად საპროტესტო აქციებზე გამოდის. გასულ ხუთშაბათს ამ აქციების მონაწილეებთან ერთად გავიარე და ისინი ახალ არჩევნებს ითხოვენ. ერთი წლის წინ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა არა მისი ხელისუფლების, არამედ ხალხის გამო და ეს ხალხი დღეს ჩვენგან მოქმედებას ელის, მაშ როგორ დავეხმაროთ მათ?! სანქციები დავუწესოთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ მხოლოდ საკუთარი სიმდიდრე აინტერესებთ, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიის სხვა დამცველები, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელიც 29 დეკემბრის შემდეგაც ლეგიტიმური იქნება. როგორც ერთმა დემონსტრანტმა მითხრა, საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ipn
-
ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, „სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და მიიღონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს” შეესაბამება. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს გაფართოების შესახებ ანგარიშში. ანგარიშში საბჭო ხაზს უსვამს ცხრა ნაბიჯის „განხორციელებისადმი მიბრუნების მნიშვნელობას, რაც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშში იყო მოყვანილი“. „[ევროკავშირის] საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლაზე. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, და მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და პლურალიზმი, ისევე როგორც LGBTI პირების უფლებების. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინებები, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს. ვიმეორებთ, რომ ფუნქციონალური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, [ევროკავშირის] საბჭო მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს, რომ მის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება, და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად, ინკლუზიურად და აზრიანად ჩართვა”, - აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან, ანგარიშში არის მოწოდება საქართველოს მიმართ, გამოიძიოს და პასუხი გასცეს ყველა საარჩევნო დარღვევასა და ბრალდებას. „[ევროკავშირის] საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს OSCE/ODIHR-ის წინასწარ დასკვნებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა რიგი ნაკლოვანებებითა და დაძაბული და ძალიან პოლარიზებული გარემოთი. დემოკრატიული ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად, საბჭო მოუწოდებს საქართველოს გამოიძიოს და პასუხი გასცეს ყველა საარჩევნო დარღვევასა და ბრალდებას. ასევე, ყურადღება მიაქციოს ამ და OSCE/ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს ორგანოების სხვა რეკომენდაციებს, იმის გათვალისწინებით, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა [ევროკომისიის] ცხრა ნაბიჯია ნაწილია”, - ნათქვამია ანგარიშში. ipn
-
შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე, - ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გადაწყვეტილებით. ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე”, - ნათქვამია განცხადებაში. ipn
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ევროკავშირი ქართველ ხალხს არ მიატოვებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ქართველი ხალხი ავლენს თავის უდავო ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისა და ევროპული მომავლის მიმართ. ევროკავშირი არ მიატოვებს მათ, - ამის შესახებ დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მან საქართველოსთან დაკავშირებული დებატების დროს განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით გააკეთა. „გავაძლიერებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რათა მათ გააგრძელონ მუშაობა ამ გადამწყვეტ პერიოდში. კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ კომუნიკაციას. ის, რასაც ჩვენ დღეს ამ პანელიდან ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით მესიჯს. ქართველ ხალხს უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერისა და ევროკავშირის უწყვეტი ერთგულების ძლიერი მესიჯი, „ქართულ ოცნებასთან“ კი ხაზი უნდა გავუსვათ მისი ქმედებების ფასს“, - აღნიშნა დუბრავკა შუიცამ. ipn -
ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, ამავდროულად იმეორებს შეშფოთებას მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით. ანგარიშიში საბჭო წუხილს გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების - შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე გამო და მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას. “ევროპული საბჭოს ბოლო დასკვნების ფონზე, [ევროკავშირის] საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე. ამავდროულად, ის [ევროკავშირის საბჭო] იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონზე, ისევე, როგორც სხვა კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის საყრდენ ღირებულებებსა და პრინციპებს და რომლებიც უკუსვლას წარმოადგენს ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრულ ნაბიჯებში. [ევროკავშირის] საბჭო იხსენებს, რომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ ქმედებების მსგავსი კურსი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ გზას, რამას გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო გაჩერება გამოიწვია. [ევროკავშირის] საბჭო დამწუხრებულია საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. საბჭო მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა პატივი უნდა სცენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და ძალის გამოყენებისგან შეიკავონ თავი. ძალადობის ყველა აქტი უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”, - ნათქვამია ანგარიშში. ipn
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საქართველოს ლიდერი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, რათა ევროკავშირის დემოკრატიის გულში მოგვმართოს. არის იმედი? ეს ლიეტუვაში საქართველოს შესახებ დასმული ყველაზე ხშირი შეკითხვაა. დიახ, არის იმედი. გასულ კვირას, როდესაც თბილისში ვიყავი უამრავი ადამიანი ვნახე ევროკავშირის დროშებით. 500-მდე დაკავებული, ასობით ნაცემი, მათ შორის ჟურნალისტები, მაგრამ დემონსტრაციებზე სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ. მისივე თქმით, გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა. „საქართველო ნათელი მაგალითი ხდება იმისა, თუ როგორ შეუძლია რუსეთის გავლენას დემოკრატიული სისტემა ავტორიტარულ რეჟიმად გასროლის გარეშე გარდაქმნას. მაგრამ, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ევროკავშირის ინსტიტუტები განზე ვერ გადგებიან. ჩემი ჯგუფის, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიცია ნათელია, რომ საპარლამენტო არჩევნები მოიპარეს და საქართველოს დასახმარებლად ახალი არჩევნების გარდა სხვა გზას ვერ ვხედავთ. სალომე ზურაბიშვილი ხალხის მიერ არჩეული ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. რასა იუკნევიჩიენე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებსა და მინისტრებს თბილისში სასწრაფო ვიზიტისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. მოვუწოდებთ სახელმწიფოების მეთაურებსა და მინისტრებს თბილისში ევროპული ქართული მისიით სასწრაფოდ ჩავიდნენ. მოვუწოდებ ევროკავშირს ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღოს და არ დაუშვას პუტინისა და მისი მარიონეტების მიერ ევროპის კონტინენტზე თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება. ეს ის ბრძოლაა ნამდვილი მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, რისთვისაც უკრაინელები იბრძვიან“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ. ipn
-
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. - ბატონო კახა, დასრულდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც პირველად უხელმძღვანელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. საქართველოს საკითხი განიხილეს უკრაინისა და სირიის საკითხებთან ერთად. საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირმა დაასანქცირა დიპლომატიური პასპორტების მფლობელები და შეუწყვიტა მათ მიმოსვლა ევროკავშირის ტერიტორიაზე. დიპ პასპორტების მფლობელთა სია საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ეს გადაწყვეტილება რას ნიშნავს? - საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება სრულად არ პასუხობს იმ მოლოდინებს, რომელიც საქართველოში, მათ შორის ევროკავშირში ბევრს გააჩნდა. მაგრამ, ეს გადაწყვეტილება იყო ის პირველი სერიოზული ნაბიჯი, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ჩაითვალოს გაფრთხილებად საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ძალიან სერიოზულად განიხილავენ მათზე ზეწოლის საკითხს და რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდზე დგომას და თვალს არ დახუჭავს იმ უკანონობაზე, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩადის. შესაძლოა, ჩვენ ველოდით უფრო მეტს, ხალხი ითხოვს არა მარტო დიპლომატიური პასპორტების მფლობელების ამ ფორმით დასანქცირებას, მხედველობაში მაქვს გადაადგილების შეზღუდვას, არამედ, ასევე უფრო მტკივნეულ სანქციებსაც, მათ შორის ფინანსურ სანქციებს, ანუ ისეთ სანქციებს, რომელიც მატერიალურ ზიანს მიაყენებდა ადამიანებს, რომლებიც დამნაშავე არიან საქართველოში დემოკრატიის დარღვევაში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს და აფერხებს მის ინტეგრაციას ევროკავშირთან. - შეეძლებათ თუ არა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ჩვეულებრივი პასპორტებით ევროპაში უპრობლემოდ მიმოსვლა? - ნებისმიერი დიპლომატიური პასპორტის მონაცემები სრულადაა შეყვანილი ევროკავშირის შენგენის ზონის მონაცემთა ბაზაში. ამ ბაზაში შეყვანილია დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელთა მონაცემებიც. არა მარტო პირადობის დამადასტურებელთა მონაცემები, არამედ ბიომეტრიული მონაცემებიც. - რაც შეეხება დიპპასპორტის მქონე პირთა სიას, იგი საკმაოდ გრძელი გამოდგა. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის შეზღუდვა რას შეიძლება ნიშნავდეს? - დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ვიზა მოეთხოვებათ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქმედ დიპლომატებს ეკრძალებათ შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილება. უბრალოდ, ევროკავშირი იტოვებს შესაძლებლობას რომ შენგენის ვიზა არ გაიცეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც თვლის დამნაშავედ კონკრეტულ დანაშაულში. თუ ადამიანს აქვს დიპლომატიური პასპორტი და ის მუშაობს დიპლომატად ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ის ევროპის ქვეყნებში თავისუფლად იმოძრავებს უვიზოდ, რადგან მას გააჩნია ქვეყანაში დიპლომატიური აკრედიტაციის ბარათი. მაგალითად, თუ მუშაობ საფრანგეთში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აძლევს მას აკრედიტაციის ბარათს და მას ვიზა არ სჭირდება. მაგრამ, თუ ადამიანი მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში და აქვს დიპლომატიური პასპორტი, მას დასჭირდება ვიზის აღება ევროპის ქვეყნებში მოსახვედრად. რაც შეეხება დანარჩენებს, ვისაც ჰქონდა დიპლომატიური პასპორტი, მხედველობაში მაქვს მაღალი თანამდებობის პირებს. ამ ჩამონათვალში შეიძლება შედიოდნენ მინისტრები, მათი მოადგილეები, პირები, რომლებსაც აქვთ გავლენა მთავრობაში, ხანდახან დიპლომატიური პასპორტები გაიცემა ადამიანებზე, რომლებსაც დიპპასპორტი თანამდებობრივად არც ეკუთვნით, მაგრამ, გააჩნიათ არაფორმალური გავლენა საზოგადოებაში, სახელმწიფოში. თუ ადამიანებზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი დამნაშავე არიან არაფერში, მათ ვიზას მისცემენ. ვიზის აღება დაკავშირებულია დროსთან, მათთან დაკავშირებით პროცესი გადავა გამარტივებულ სავიზო რეჟიმში. ამ რეჟიმში გადასვლა ნიშნავს საკმაოდ ძალიან დაბალ ფასში ვიზის მიღებას. - პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა - „ევროკავშირის უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს. დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას“. დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში გაცნობიერებული აქვთ, რომ „ევროკავშირის უმოქმედობა, უზრუნველყოფს საქართველოში რუსეთის გამარჯვებას“? - დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ, ევროკავშირი არ არის ერთი სახელმწიფო, ევროკავშირი სახელმწიფოების კავშირი და გაერთიანებაა. ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 25 სახელმწიფო მხარს უჭერდა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ სხვა სახის სანქციების დაწესებას. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად არიან დამნაშავე იმაში, რაც აქციის მომიტინგეების წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიოდა. ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკაში ერთიანობის დემონსტრირება. ამ კავშირში შემავალი ქვეყნების ხელშეკრულებით ვალდებულებებია, იგულისხმება უმნიშვნელოვანეს საკითხებში კონსენსუსის მიღწევა. მაგრამ, თუ კონსენსუსი არ მიიღწევა, ქვეყნებს შეუძლიათ იმოქმედონ ცალმხრივად. ამას ძალიან იშვიათად იყენებენ, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ერთიანობის მიღწევა, ძალიან მაღალი რანგის ამოცანაა. ცდილობენ სხვადასხვა გზებით კომპრომისებით მიაღწიონ კონსენსუსს. ამ მომენტისთვის ევროკავშირში მიმდინარეობს მუშაობა, კონსენსუსის ძიება უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებთან და ცდილობენ რომ ერთიანობა არ დაირღვეს. ამავე დროს ბალტიის ქვეყნებმა დაიწყეს ცალმხრივი სანქციების დაწესება, ასევე საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებმა, რომ ისინი კოალიციას შექმნიან. რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს. ეს ცოტა უფრო ძნელი გასატარებელია როცა ევროკავშირის ქვეყნებში ერთიანობა არ არის. რაც შეეხება შენგენის ზონაში ვიზის დაწესებას, აქ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებს შორის ნაკლები რაოდენობით მიიღება. რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს. აქ აუცილებელია ძალიან მაღალი უმრავლესობით გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღება. ერთიანად ვეღარ მიიღებენ. ცალკეული ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას სანქციების მიღებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში ცხადია გახდება, რომ ევროკავშირში არ არსებობს ერთიანობა საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. ისეთ საკითხზე, როგორიცაა საქართველოსთან ურთიერთობა. მაგრამ, ადრე თუ გვიან, ისინი ამას მიიღებენ. უფრო სწორად, ალბათ საკმაოდ სწრაფად. ასე ჩანს, რადგან კონსულტაციები მიმდინარეობს და მომავალი წლის დასაწყისში მიიღება ეს გადაწყვეტილებები. თუ რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ შეცვლის პოლიტიკას და არ დაიწყებს დიალოგს თავის ხალხთან კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. - ახლა დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხშირად ისმის მოწოდებები დიალოგის დაწყების შესახებ. „ქართული ოცნების“ ლიდერებიც ასევე ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დიალოგისთვის მზად არიან. კარგი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი არჩევნების წინ რომ ყოფილიყო. მაგრამ, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ოპონენტების მიმართ ისეთი რიტორიკის გამოყენებას, როგორიც მას არჩევნებამდე ჰქონდა. ანუ, მთელ ოპოზიციას „ლიბერალურ ფაშისტებად“, დასავლეთის აგენტებად და უსამშობლოებად მოიხსენიებს. ოპონენტებს სდებს ბრალს, რომ ისინი თითქოს ოჯახის სიწმინდის წინააღმდეგი არიან, მხარს უჭერენ ლგბტ თემს. ვითარებაში, როცა ვიცით, რომ „ქართული ოცნებამ“ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო, მაგრამ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს, დიალოგი რა თემაზე უნდა შედგეს? - დიალოგი „ქართულ ოცნებასთან“ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთ საკითხზე - არჩევნების ჩატარების თარიღზე, ასევე ახალი ცესკო-ს შემადგენლობაზე. ანუ ისეთ საკითხებზე, რაც უკავშირდება ახალი არჩევნების ჩატარებას. დიალოგი ასევე შეიძლება წარიმართოს ისეთ საკითხზე, როგორიცაა ეთიკური ურთიერთობების ქონა ოპონენტებს შორის. ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს საზოგადოებაში პოლარიზაციის მაღალი დონის შენარჩუნებაა. „ქართული ოცნება“ ახლა ისევე მოქმედებს როგორც არჩევნების წინ. არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა საზოგადოებაში მაქსიმალური პოლარიზაციის ვითარების შექმნის სტრატეგია. არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ამგვარ სტრატეგიას ახლაც აგრძელებს. არჩევნები კი დამთავრდა, მაგრამ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თვლის, რომ არჩევნების შედეგი მოსახლეობას არ მიუღია და ამიტომაცაა, რომ მას თავისი სტრატეგია არ შეუცვლია. არჩევნებამდე ევროკავშირი საქართველოში ყოველთვის დეპოლარიზაციას ითხოვდა, მაგრამ, ეს არ შედიოდა „ქართული ოცნების“ ინტერესებში. მას უნდოდა მთელი ოპოზიციური სპექტრის და ყველა იმათი მარგინალიზაცია, ვინ მის მხარეს არაა. ამით „ქართულ ოცნებას“ სურდა მერყევი ხალხის დაშინება. არჩევნებამდე მათი გზავნილი ასეთი იყო - თუ შენ მე არ მიჭერ მხარს, მე გამოგაცხადებ რადიკალად. შემდეგ ამას მოჰყვა ივანიშვილის განცხადება, რომ არჩევნების შემდეგ გააუქმებს ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს მოსთხოვს პასუხს. ხალხის დაშინებისთვის „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა საზოგადოების პოლარიზაცია. არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე თქვა უარი. თუ ისევ დიალოგის თემას დავუბრუნდებით, კარგი იქნება, თუ მხარეები შეთანხმდებიან იმაზე, პოლიტიკურ ბრძოლაში არ იქნას გამოყენებული სიძულვილის ენა, დაშინება, შანტაჟი და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში და საერთაშორისო კონტროლით. გარწმუნებთ, ყველას უნდა მშვიდობა და ის, რომ ერთმანეთი არ სძულდეთ. - ევროპელი პარტნიორები დიალოგისკენ კი მოგვიწოდებენ, მაგრამ, „ქართული ოცნება“ საზოგადოებასთან დიალოგს განიხილავს, როგორც საშუალებას დაიყოლიოს ოპონენტები შეეგუონ არჩევნების შედეგებს. ოპონენტები კი „ქართული ოცნებისაგან“ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს. ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ქუჩაშია გადმოსული. ხელისუფლების მხრიდან ამის თანმდევი ქმედებებიც ვნახეთ. ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? - ძალიან რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება პროცესები. კრიზისიდან გამოსვლის გზა ჩანს მხოლოდ დიალოგში, რომლის წარმოებაც ხელისუფლებას არ უნდა, რადგან იგი ინერციით აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციის სტრატეგიას. რაც მეტად ხმამაღლა ჩანს პროტესტი საზოგადოების, „ქართული ოცნება“ მეტად ახდენს სხვა აზრზე მყოფი ადამიანების დემონიზებას, პრაქტიკულად ხლეჩს საზოგადოებას. ხელისუფლებას ეტყობა, რომ არ გააჩნია პასუხისმგებლობა ადამიანების არც მშვიდობაზე, არც კეთილდღეობაზე და სიცოცხლის უფლებაზე, და თავისი რიტორიკით საზოგადოებას პრაქტიკულად უბიძგებს სამოქალაქო ომისკენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა არ უნდა შეშინდეს და გააგრძელოს ბრძოლა. მოსახლეობა არ იბრძვის სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის. მოსახლეობა იბრძვის იმისთვის რომ მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოუსმენს მას და ხალხს ერთმანეთთან არ დააპირისპირებს და შენარჩუნდება ქვეყნის საგარეო კურსი და ის საგარეო პრიორიტეტები, რომელიც მას გააჩნდა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვაგვარად ვერ ხედავს კრიზისიდან გამოსავალს. ახლა ეს საზოგადოება ნამდვილად არის უმრავლესობა. საზოგადოების იმ ნაწილში, რომლებმაც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, იქაც ახლა ძალიან ბევრი მერყევია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, არჩევნების ჩატარების ლამის ერთი თვის თავზე ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს 2028 წლამდე არ დააყენებს. კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა, მაგრამ, მოახდენს თუ არ „ქართული ოცნება“ ამის რეალიზაციას, ამის პროგნოზირება არის ძალიან ძნელი. საჭიროა საქართველოს საკითხში დასავლეთის მხრიდან უფრო აქტიური ჩართულობა და სანქციების პოლიტიკით „ქართული ოცნებისთვის“ უფრო სერიოზული მესიჯების გაგზავნა. რა თქმა უნდა, დიპლომატიური პასპორტების შეჩერება საკმარისი არ არის. „ინტერპრესნიუსი“ კობა ბენდელიანი
-
საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ ევროკავშირის საქმეთა საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსენკრანცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებული ვარ. მჯერა, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ცხადია, რომ რეჟიმი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებდა და მე სრულად ვუჭერ მხარს სანქციებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელდეს. რეჟიმის, რომელმაც ახლა ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებზე უარი თქვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გვინდა ქართველ ხალხს დავშორდეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ქართველი ხალხისა და მათი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოავლინოს და ასევე, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ევროკავშირი კარს არ ხურავს, არამედ ამას ახლა რეჟიმი აკეთებს“, - განაცხადა ჯესიკა როსენკრანცმა. მისივე თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილია. „ჩვენ ქართველი ხალხის დასჯა არ გვინდა, არამედ მათი, ვინც რეჟიმს წარმოადგენს და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ღონისძიება მიზანმიმართული მიდგომაა“, - აღნიშნა შვედმა მინისტრმა. იპნ