-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ აგენტების შესახებ უმრავლესობის დეპუტატების კანონპროექტის ინიციირებას ერთი ახსნა აქვს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. „როდესაც საქართველოს მთავრობამ დაინახა და მიხვდა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი უბრალოდ ააფეთქონ. მე არ ვიცი, ამას რა უნდა დავარქვათ. ამას სხვა ახსნა არ აქვს.. არც დროს, როდესაც ეს კეთდება… ერთსა და იმავე სიბრტყეში აყენებენ ოკუპანტ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორებს, მთლიანობის აღდგენაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ქართველი ხალხის 80% ხმას აძლევს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს, და ვიღაცა ამ არჩევანს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ”, – განაცხადა გახარიამ. ის დღეს ლატვიის საელჩოში იმყოფებოდა, თანაპარტიელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება, რათა დაარწმუნონ ევროპელი პარტნიორები, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
-
დღეს ქვეყანაში არის თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების საკმარისი რაოდენობა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქებმა, თურქული მედიკამენტების ფასი კვლავ დაწიეს და საწყის ნიშნულს დაუბრუნეს, ზოგიერთ აფთიაქში, ახლა ხელოვნური დეფიციტია შექმნილი. „დღესაც მივდივართ აფთიაქებში და გვეუბნებიან, რომ დეფიციტია. ჩვენ ამას სხვადასხვა წყაროებით ვამოწმებთ და რეალურად დეფიციტი არ არის. ქვეყანაში, საკმარისი რაოდენობითაა იმპორტირებული თურქული მედიკამენტები და სხვა თვეების გაყიდვებს, როდესაც ვადარებთ და ანალიზს ვაკეთებთ, რეალურად, წამლები ქვეყანაში უნდა იყოს“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გასულ კვირას, თურქულ მედიკამენტზე ფასის მომატება ობიექტური გარემოებებით არ იყო განპირობებული. „36%-იანი ფარმაცევტული კურსი, თურქეთში რაცაა, საბოლოო ჯამში ჩვენთან ლარში იყიდება და ეს სხვაობა, ჩვენთან იმდენად მცირედით აისახება შეიძლება 5, მაქსიმუმ 10% - ის ფარგლებში ყოფილიყო ცვლილება და ჩვენ მივიღეთ 300%-იანი ზრდა. არარელევანტური ახსნაა და ჩვენც ვიცით თვლა! შესაბამისად ეს არგუმენტი მიუღებელია, როგორც სხვა არგუმენტები კანონთან დაკავშირებით და ა.შ.“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა თურქული მედიკამენტების ხარისხზეც გაკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ფარმაცევტული სექტორისთვის, ესეც სპეკულაციის საგნად იქცა. „მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზუსტად იგივე ხარისხის მედიკამენტებია, ზუსტად იგივე ბრენდების წარმომადგენლობები და მწარმოებელი ქარხნებია თურქეთში, რაც ევროპაში და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში. მათ მოჰყვება შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატები, რაც მკაცრად კონტროლდება ჩვენთან. მოგეხსენებათ GMP/GDP სტანდარტის გაკონტროლებაც დავიწყეთ და ყველა ეს მედიკამენტი შეესაბამება ამ სტანდარტს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მინისტრის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
-
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ასოციაციის განცხადებით, კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით. „როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების ძირითად წყაროს საერთაშორისო დონორული მხარდაჭერა წარმოადგენს, კანონპროექტის მთავარ მიზნად გამჭვირვალობის გაძლიერების მითითება არასაკმარისად და არარელევანტურად მიგვაჩნია. მნიშვნელოვანია ნათლად განიმარტოს რა საფრთხეებისა თუ რისკების პრევენციას ემსახურება აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა. საქართველოსთვის არსებითია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, რაშიც ფასეული წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“, – აცხადებს ასოციაცია. ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, მათი არაერთი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობს. ისინი ჩართულები არიან სტრატეგიულ სამართალწარმოების პროცესში და იურიდიულ დახმარებას უწევენ მოწყვლად ჯგუფებს. „უცხოური გავლენის აგენტის“ ტერმინმა კი შეიძლება ადვოკატების დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი ხელყოს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობის განხილვისას აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და იხელმძღვანელოს ევროპის კავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის მოთხოვნათა შესაბამისად“, – აცხადებს ადვოკატთა ასოციაცია. პარლამენტში დღეს რუსული კანონის ორი პროექტის განხილვა იწყება, რომელიც უმრავლესობაში შემავალმა ანტიდასავლურად განწყობილმა „ხალხის ძალამ“ შეიტანა საკანონმდებლო ორგანოში. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კანონპროექტის იდეა მოიწონეს და განაცხადეს, რომ პრინციპების დონეზე ორივე პროექტს დაუჭერენ მხარს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, იურისტმა ანა აბაშიძემ კი განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, კანონპროექტი ჯერ კანონად არ ქცეულა, ორგანიზაციის დისკრედიტაციისთვის სასამართლო პროცესზე გამოიყენეს „აგენტის“ სახელი. კერძოდ, ერთ-ერთ საქმეში, რომელსაც ორგანიზაცია აწარმოებს, ადვოკატმა ზურა ჯანაშიამ, სასამართლოს ოფიციალურ კორესპონდენციაში, თავისი პოზიციის დასაცავ ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითა, რომ: „არასამთავრობოების დარიგებულია მოსარჩელე და თან იმ არასამთავრობოების, რომლებსაც ახლო მომავალში შესაძლებელია უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიენიჭოთ, მათი საქმიანობის ნამდვილი და დაფარული ბუნებიდან გამომდინარე“. „პუბლიკა“ ადვოკატთა ასოციაციას დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია ასოციაციის პოზიცია ადვოკატ ზურა ჯანაშიასთან დაკავშირებით. ასოციაციაში განგვიმარტეს, რომ ადვოკატის ქცევაზე, რომელიც შესაძლოა გახდეს მის მიმართ დისციპლინარული წარმოების საფუძველი, „ადვოკატთა ასოციაცია“ წინასწარ კომენტარს არ აკეთებს. პუბლიკა
-
პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ. პარლამენტში თავდაპირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. აღნიშნული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. რაც შეეხება რიგით მეორე - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. პროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. აღნიშნული კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. -
ქვემო ქართლში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და აქტივისტები რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს – გოგი მეშველიანს, ზაურ დარგალს და ირაკლი შატაკიშვილს წერილით მიმართავენ. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად: განცხადებას ხელს აწერენ: ოლნისის ქალთა სათემო რადიო WW – მარიკო წიქორიძე ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge – მანონ ბოკუჩავა სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – ინგა პაიჭაძე პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი – გიორგი თვალიაშვილი ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო, RadioWW – მარინე ბჟალავა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)-გულიკო შოშიტაშვილი სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC) -გვანცა შიშინაშვილი მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი – მარიამ სამხარაძე სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)-რაშან ზიადალიევი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA- ნათია ქოქიაშვილი “ეკო ცენტრი”-თინათინ მაღედანი “ბოლნისის ახალგაზრდული სახლი”-ანა უგრეხელიძე ”პირველი ევროპელი” – სოფო დევნოზაშვილი სოციალური საწარმო “გუმბათი”-ირა ძირკვაძე ააიპ პარტნიორობა თანასწორობისთვის – ნინო ნანუაშვილი სათემო რადიო “მარნეული” – კამილა მამედოვა ახალი აზროვნების ინსტიტუტი – არიზ დაშდამიროვი ნეკერი – ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია – როზი დევნოზაშვილი რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი – დავით მეტრეველი არასამთავრობო ორგანიზაცია “წითელი ხიდი“ – ჯეიხუნ ნარზალოვი კავშირი “ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის”-ალექსი მეტრეველი სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი – ზაურ ხალილოვი ISFED-ის რაიონული წარმომადგენელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში-ნაზიბროლა ზუბაშვილი მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი – გვანცა თვალიაშვილი სოლიდარობის მუზეუმი – ელნურ ალისოი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISFED) ქვემო ქართლის ოფისი – ლია ნოღაშვილი ჟურნალისტი – დავით მჭედლიძე ბოლნისის ენის სახლი – ირმა ზურაბაშვილი სოლიდარობის ცენტრი – ნურანა მუსაევა ISFED-ის მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი-ფაგან აბასოვი ISFED-ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი-მზია ბაღაშვილი ISFED-ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი-ლალი ბექაური ISFED-ის წალკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი-თამარ ლომიძე საქართველოს ლიდერ მედია 24News.ge მარნეული-აზერ მამედოვი შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი – ნათია ოქროპირიძე
-
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც გორგოძემ აღნიშნა, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა. მისივე განმარტებით, ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და ასევე გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ. მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება. „საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება. აბიტურიენტების საყურადღებოდ: რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე - 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოამზადა 2023 წლის გამოსაცდელებისათვის სპეციალური ელექტრონული კრებულები, რომლებშიც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია. ცნობარი აბიტურიენტებისათვის - აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. გზამკვლევი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - კრებულში განთავსებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, აგრეთვე ტესტური დავალებების ნიმუშებს. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ipn
-
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული.ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინსიტრაციის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის განხილვების გარეთ დატოვება. „განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, ,,უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი. ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ და სთხოვენ, წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას. მიმართვას ნიკოლოზ სამხარაძის 40-მდე ყოფილი სტუდენტი აწერს ხელს. უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც „ნეტგაზეთს“ თავად ხელმომწერებმა მიაწოდეს: წერილს ხელს აწერენ სტუდენტები: აბრამაშვილი ვანო — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015; 2016-2018 გაბიძაშვილი ირაკლი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015-2019 გათენაშვილი გიორგი —თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2017 გიგიტაშვილი გივი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014 გოგუაძე გიორგი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015; 2015-2017 გურგენაშვილი ირინა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016 დანელია ეკატერინე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2006-2010;2010-2012 ენდელაძე დიანა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016 ზოიძე გოგი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014 ზურაბაშვილი თორნიკე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011; 2019-2023 თომაშვილი თეონა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016 იმერლიშვილი მარიამ — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016-2020 კაკაბაძე შოთა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013 კალანდაძე გივი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016; 2016-2019 კურდღელაშვილი ანი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011 ლეჟავა ლილი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013 ლომთაძე გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014 ლომთაძე თამთა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008-2012;2013-2015 მელაშვილი გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017-2019 (MA) პაპოშვილი მარიამ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013 რევიშვილი გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015 სირბილაძე ირაკლი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013 სირბილაძე ჟანა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013 ქეთი ცანკაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011; 2011-2013 დავით სიჭინავა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2004-2008; 2008-2010; 2010-2015 მარიამ ჩიხლაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011 გიორგი ბობღიაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011 ასმათ ნასყიდაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011 ტურაშვილი თეონა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2006-2010 ტყეშელაშვილი მარიამ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016; 2016-2018 ჭანკვეტაძე ნათია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014 ჯაფარიძე მარიამ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015 ჯიქია გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013;2013-2015 გაბრიჭიძე ნინი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015 კალაძე ნინი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016-2020; 2021-2023 უგლავა თამთა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015 ნაროუშვილი დავითი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014 ნიკურაძე გვანცა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016 ქურიძე ჯაბა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014-2018 პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ „პრინციპის დონეზე გამჭვირვალობას“ მხარს უჭერს. თუმცა კითხვაზე, დაუჭერს თუ არა კანონპროექტს მხარს, როგორც ამას მისი პარტია აპირებს, სამხარაძე ცალსახად არ პასუხობს. მისი თქმით, თუ რაიმე წინააღმდეგობაშია ევროპულ კანონმდებლობასთან, ამას ვენეციის კომისია იტყვის.
-
კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს - არც გუშინდელ და არც დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა არ ყოფილა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას, პირიქით, აქ არის ურთიერთგაგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის სტიგმატიზება ხდება. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ელჩებს განუცხადა, რომ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან. „გვესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ თავად დისკუსიის სტიგმატიზება ხდება. ფაქტია, უკვე, მას შემდეგ, რაც ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, ამ კანონსაც კი დაარქვეს არაამერიკული და რუსული. უკვე აბსურდამდე მიდის დისკუსია. გასაგებია, რომ არის მცდელობა დისკუსიის სტიგმატიზების, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ სტიგმატიზების დიდი ტალღაა, ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს, რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას და ვფიქრობ, სწორედ აქ არის ურთიერთგაგება. აქტორებთან დაკავშირებით, მათ მიმართ, ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს უფლება რეალიზდეს, ამიტომ ჩვენ ამ საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენ ვენეციის კომისიაში გავაგზავნით ორივე კანონპროექტს და დაველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. ამასობაში არის საკმარისი დრო, რომ სხვა მსჯელობაც იყოს. მე იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ თავად დისკუსიის სტიგმატიზება და ტაბუირება მოახდინოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, პირიქით აჩვენებს, რომ ისინი არიან აქტიური ამ საკითხში. როდესაც საუბარია ამ ინიციატივაზე, ამ კანონზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ზრუნვის თუ წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დასახელებებს შეეხება. არც გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე და არც დღეს, რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას, არ ყოფილა. პირიქით, აქ არის ურთიერთგაგება. კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის თაობაზე“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, შეხვდა.
-
გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღე გაეროს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციის იმპლემენტაციისთვის საქართველოს მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების ღონისძიებაზე ვისაუბრე. მოხარული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და ქალებთან, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს წარმოადგენენ ამ გეგმის შემუშავებაში. ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ შემოთავაზებული კანონი ახლა ძალაში რომ ყოფილიყო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ქალი აქტივისტები, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა აქვთ საქართველოს მთავრობის დარეგულირების დღის წესრიგის განხორციელებაში, სტიგმატიზირებული იქნებოდნენ, როგორც “უცხოური აგენტები”. ეს არ შეიძლება იყოს სწორი. გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული შემოთავაზებული კანონპროექტით და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შემდეგი ნაბიჯების განხილვისას გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება”, - წერს კლეიტონი. იპნ
-
ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მწერალთა სახლში “რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის” გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. დიპლომატის თქმით, საქართველოს გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტების „არცერთი ვერსია არ სჭირდება“. “აქ რეალური კითხვაა - რა არის საქართველოს ინტერესებში? ნათელია, რომ საქართველოს [კანონპროქეტის] არცერთი ვერსია არ სჭირდება, ეს კანონი არ სჭირდება. და ასევე ნათელია, რომ ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, ბევრმა წევრმა სახელმწიფომ, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მეგობრებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი, შეჩერდეს ამ კანონის მიღება, ვინაიდან, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, მათ შორის იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ, რაც გულისხმობს უსაფრთხო წარმატებულ მომავალს. და ეს საქმე, რაც უკვე წლების განმავლობაში გრძელდება საქართველოს მეგობრებსა და მის ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ასე რომ კითხვა ჩნდება - რატომ? რა არის ამ კანონის მთავარი მიზანი? და რა არის მთავარი მიზეზი, რადგან ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს ნამდვილად საფრთხის ქვეშ ჩააგდებს, რაც ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანია”, - თქვა დეგნანმა. ინტერპრესნიუსი
-
„არ იყო მარტივი დისკუსია“ - ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, არ ყოფილა მარტივი დისკუსია შეხვედრაზე „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ. მისი თქმით, ევროკავშრის წარმომადგენლობა საქართველოში და ელჩები ახლოდან დააკვირდებიან პროცესს როგორ განვითარდება ამ კანონპროექტის ირგვლივ. -
ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტს კენჭისყრაზე დარბაზში მყოფმა 184 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შვიდი წინააღმდეგი იყო. ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა. 2022 წლის 29 ივნისს ნატოს ქვეყნებმა გადაწყვიტეს ოფიციალურად მიეწვიათ ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და უსაფრთხოების მიზნით ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ნატო-ში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება დასავლეთის თავდაცვის ალიანსის 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. შესაბამისი გადაწყვეტილება 28-მა ქვეყანამ უკვე მიიღო. ნატოს წევრი ქვეყნის, უნგრეთის პარლამენტმა ეს საკითხი 6 მარტს უნდა განიხილოს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ჯგუფებს შორის დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო იქამდე, ვიდრე ისინი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას მოახდენენ. თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გასაწევრიანებლად, მაგრამ მხარს არ უჭერს შვედეთის კანდიდატურას, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 1 თებერვალს. „შვედეთი თავს ნუ შეიწუხებს და ნუ ეცდება ამ ეტაპზე. ჩვენ არ დავთანხმდებით ნატოში მის გაწევრიანებას მანამდე, სანამ ისინი ყურანის დაწვის უფლებას იძლევიან“, - თქვა ერდოანმა თავისი პარტიის, AK-ს წევრი პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ადრე არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, როდესაც შვედეთსა და ფინეთს მოუწევთ ნატოში გაწევრიანება არა ერთად, არამედ - ცალ-ცალკე. რადიო თავისუფლება -
სანამ მთელი ყურადღება ე.წ. აგენტების კანონპროექტებზეა, იურიდიული კომიტეტი იხილავს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის კანონპროექტს, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია საგამოძიებო სისტემის რეფორმის თავდაპირველ კონცეფციასთან!, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, მთავრობის ამ კანონპროექტს თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მოჩვენებითი გამიჯვნის, პროკურატურის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების და შსს-სთვის არასათანადო გამოძიებაზე ხელის შეწმენდის კანონპროექტი. "ასე იქცა გამოძიების ხარისხის და გამომძიებლის კომპეტენციის გაზრდაზე ორიენტირებული რეფორმა ფარსად არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური მენეჯმენტის ხელში. სამწუხაროდ, ამ რეფორმის არსში ქვეყანაში სულ 5-6 ადამიანი ერკვევა. ამით ისარგებლეს არაკეთილსინდისიერმა, ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებულმა ადამიანებმა.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
-
გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. მათივე ცნობით, აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს. ამასთან, IDFI-ს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1 841 რუსეთის მოქალაქე. ავტორი: თაია არდოტელი
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 62 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდა იყო.
-
წუხილი საკომიტეტო განხილვებში უნდა აისახოს და არა ისე, რომ ვინმემ წინასწარ ტაბუ დაადოს თემას - უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ, - ასე ეხმიანება აგენტების რეგისტრაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული 2 კანონპროექტის თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, თუ წუხილი ტერმინოლოგიას შეეხება, ამაზე მსჯელობა შესაძლებელია და დასაბუთებას და არგუმენტებს მოისმენენ, თუმცა, პრინციპი რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და მოხდეს კონკრეტულ ვებ-გვერდზე ადმინისტრირება, არ ჰგონია, ვინმესთვის დისკომფორტს წარმოადგენდეს. "ეს წერია ერთ - ერთ კანონპროექტში, რომ არც ერთი ორგანიზაციის საქმიანობას საფრთხე არ უნდა შეექმნას. გაერო იქნება თუ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, თუ მოგვაწვდიან წინადადებას საქმიანად და შინაარსობრივად, თუ რაზე წუხან, ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ. საკომიტეტო განხილვებში უნდა აისახოს ეს და არა ისე, რომ ვინმემ წინასწარ ტაბუ დაადოს თემას, რომ თურმე კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის დაწყება დემოკრატიასთან არის შეუთავსებელი. უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ, ესეც კი მისაღები შეიძლება იყოს დემოკრატიული პრინციპებისთვის და რა არის ის პრინციპი, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით განხილვასაც კი მიუღებელს ხდის,"- განაცხადა ოხანაშვილმა. პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. პარლამენტში თავდაპირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. აღნიშნული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას რაც შეეხება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. იპნ
-
[ე.წ აგენტების შესახებ] კანონპროექტი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განიხილეს თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტებზე, მათ შორის რუსეთის აგრესია. შეხვედრა ჟენევაში გაიმართა. „ბარკლიმ შეშფოთება გამოთქვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის კანონპროექტზე, რომლის სამიზნეც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაა, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას", - ნათქვამია განცხადებაში. ინტერპრესნიუსი
-
საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელს, ლევან დოლიძეს ესაუბრა - ბატონო ლევან, უკვე თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც აღარ წარმოადგენთ პოლიტიკურ ორგანიზაციას და დამოუკიდებლად აგრძელებთ საქმიანობას. ამიტომაც, ასე თამამად გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება. როგორ შეაფასებდით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო ნეიტრალური პოზიციიდან და როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს პროცესები ქვეყნის ევროპულ მომავალზე? - პოლიტიკური აფილიაციის არ ქონას გავლენა არ მოუხდენია ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე, მათ შორის კონკრეტულ აქტორებთან მიმართებით. როგორც ვფიქრობდი წლების წინ, ასევე ვფიქრობ ახლაც - „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ გავლენის დონე ქართულ პოლიტიკაზე დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, ჩემი დღევანდელი მოსაზრებები არ განსხვავდება იმ განცხადებებისგან, რომელიც პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბოლო წლებში გამიკეთებია. ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ფაქტორის, მათ შორის, ქვეყანაში არსებული რიგი სისტემური პრობლემების გამო, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე, მრავალფეროვნების უზრუნველყოფა შემდეგი არჩევნებისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ამდენად, დღესაც მიმაჩნია, რომ ძალისხმევა, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე შეუწყობს ხელს არა ლოზუნგებსა და ოპონენტის განადგურებაზე, არამედ შინაარსსა და პროგრესზე ორიენტირებული პოლიტიკური ფლანგის განვითარებას - სასარგლებლო იქნება ქვეყნისთვის. დღეს მარტივი დაკვირვებითაც კი ნათლად ჩანს, რომ საკითხები, რითაც გაჯერებულია ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი, არ ემსახურება საშინაო და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას, პირიქით, ამას ხშირად ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა უამრავი პრობლემისა და საფრთხის წინაშე დგას, თუმცა ამავდროულად გაჩნდა შესაძლებლობებიც, რომელიც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა წლების წინ. ამ ვითარებაში ყველა პოლიტიკურ აქტორს თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს ვხედავთ, როგორც ხელისუფლების აგრეთვე ოპოზიციის მხარესაც, თუმცა ცხადია, შეუდარებელია ის პასუხისმგებლობა, რაც დღეს ხელისუფლებას აკისრია. იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რასაც მმართველი პარტია დგამს, სამწუხაროდ არ ჩანს, რომ ამ პარტიის ლიდერებს სათანადოდ აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა, რაც მათ ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე აკისრიათ. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის საკანონმდებლო ინიციატივა, რაც სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით დაარეგისტრირეს. - ამ კანონზე საუბარს გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით და კარგია, რომ საუბრის დასაწყისშივე იგი გაიხსენეთ. ამ თემაზე საკმაოდ ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ, როგორც ჩვენი პარტნიორებისგან, ისე ქართული პოლიტიკის ძირითადი აქტორებისგან, მაგრამ, ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი სულაც არ აპირებს ვინმეს აზრის გათვალისწინებას. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ კანონის მიღების შესაძლო შედეგებს, სადამდე შეიძლება ხელისუფლების ასეთი ტიპის ნაბიჯებმა მიიყვანოს ქვეყანა? - პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ წარდგენილი კანონპროექტი დიდი დარტყმაა იმ ძალისხმევის მიმართ, რაც ქვეყანამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გასწია და რომლის მიზანს მშვიდობიანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს შენება წარმოადგენს. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, საკმაოდ რეალური და თვალსაჩინოა ის საფრთხე, რაც ამ ყველაფერს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტით ემუქრება. ბოლო პერიოდში, ამ თემაზე ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენელთა ბევრი განცხადება მოვისმინეთ, სადაც არაერთხელ დავინახეთ, რომ მათ არც თუ ისე პრობლემურად მიაჩნიათ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება. ამაზე საკმაოდ მკაფიო განცხადებები გაკეთდა მათ მიერ. მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა იმაზეც კი ისაუბრა, თუ რამდენად უკავშირდება ან არ უკავშირდება ეს სტატუსი კონკრეტული ოდენობის ფინანსურ სარგებელს და ამის შედეგად გაუზიარა ჩვენს მოქალაქეებს ის სამწუხარო დასკვნები, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ასეთი ტიპის მსჯელობები მაფიქრებინებს, რომ მათ არა აქვთ კარგად გააზრებული, თუ რას ნიშნავს ეს სტატუსი დღეს საქართველოსთვის მისი სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, და არც ის, თუ რა მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ იმისთვის, რომ ჩვენ ამ სტატუსის მიღების პერსპექტივამდე მიგვეღწია. არ მაქვს ილუზია, რომ ამის გააზრება აუცილებლად შეცვლიდა მათ პოზიციას. თუმცა, არ გამოვრიცხავ მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ თუნდაც განცხადებების დონეზე და მეტად დაფიქრებულიყვნენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ კრიტიკულ მომენტში აკისრიათ. მეტ პატივისცემას იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ისტორია და მომავალი თაობების ბედი. როდესაც ზიანზე ვსაუბრობთ, ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყანას ზიანი უკვე მიადგა ამ ტიპის კანონის ინიციირებითაც. თუმცა, ზიანის მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს შემდეგ ეტაპზე ხელისუფლება. ჯერ კიდევ არის დრო თავიდან ავიცილოთ მოვლენათა ყველაზე ცუდი განვითარება. - როგორ ფიქრობთ, რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება ამ კანონით და რამ განაპირობა მისი ინიციირება სწორედ ამ პერიოდში.? - როდესაც მიზანზე ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელოვანია ფართო სურათში დავინახოთ პროცესები, რაც ამ კანონის ინიცირებას უსწრებდა წინ. ცხადია, ეს არ არის მოულოდნელად გაჩენილი იდეა, რომელიც გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურება - მმართველი პარტია ჯერ კიდევ თვეების წინ საკმაოდ მძიმე რიტორიკით შევიდა დასავლელ პარტნიორებთან კონფრონტაციაში და შეიძლება ითქვას, უმძიმესი ბრალდებები წარუდგინა მათ. ამის შემდეგ, საკმაოდ კარგად ორგანიზებული პროპაგანდის მეშვეობით საინფორმაციო ველზე შემოიტანეს ე.წ. „აგენტოკრატიის“ ცნება და დიდი აქცენტი გააკეთეს, მათ შორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების სტიგმატიზებაზე და მათ შერაცხვაზე დასავლური ძალების აგენტებად. სწორედ ამის შემდეგ წარადგინეს პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას ითვალისწინებს. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ მიღებული დაფინანსების ძირითადი წყარო დასავლური სახელმწიფოების მიერ გამოყოფილი თანხებია. ამ ფონზე უკიდურესად ცინიკურად გამოიყურება მმართველი პარტიის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ეს პროექტი არანაირ კავშირში არ არის მათ მიერ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობასთან. დარწმუნებული ვარ, ამას კარგად ხედავს თავად საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით პარლამენტის ის წევრები, რომელთაც საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება აქვთ. ერთი წუთით მაინც რომ დავუშვათ, რომ ისინი ვერ ხედავენ კავშირს ამ კანონპროექტსა და ზემოხსენებულ პროცესებს შორის, გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც საკმაოდ მძიმე რეალობასთან გვქონია საქმე. თუმცა, ცხადია პირადად მე ამის არ მჯერა. მიზნებზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ისეთი სახელის დარქმევაა, რაც საზოგადოებაში მათ დისკრედიტაციას გამოიწვევს. ამ მიზნის უკანაც კონკრეტული პოლიტიკური ამოცანები დგას. დრო გადის და კანონები იცვლება, პოლიტიკური ვითარებები და ინტერესებიც იცვლება, თუმცა არ იცვლება ის სახელი, რომელსაც ისტორია არქმევს კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებს. საქართველოს უახლესი ისტორიის ზედაპირული გადახედვაც კი საკმარისია ამის კარგად დასანახად. ამ მხრივ გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი მმართველი პარტიისთვის უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ამ ინიციატივის მთავარი სამიზნეებისთვის, თუმცა ბუნებრივია, ყველაზე პრობლემური ის გამოუსწორებელი ზიანია, რაც ჩვენს ქვეყანას მიადგება. - როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია, რომ თავად „ქართული ოცნების“ გუნდში გამოიკვეთოს მკაფიოდ განსხვავებული მოსაზრებები, რამაც შესაძლოა ამ კანონის მიღების პროცესი შეაფერხოს? - მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის რამდენიმე დეპუტატი საკმაოდ კარგი კომპეტენციით გამოირჩევა საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების მიმართ და მათ ყველაზე კარგად ესმით ამ პრობლემის სიმძიმე. შესაბამისად მიმაჩნია, რომ პარლამენტის წევრებს შორის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. ყველას თავისი არჩევანი აქვს. მე პირადად ნამდვილად არავის ვუსურვებ, იმ მძიმე ტვირთის ტარებას, რაც ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემას უკავშირდება. - როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირის შეფასებაზე? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კანონის რეგისტრირებით დასავლეთში კიდევ უფრო სერიოზული კითხვები გაჩნდა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით? - 12 პუნქტზე საკმაოდ მკაფიო პასუხს გასცემს თავად ევროკომისიის წარმომადგენლების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ მხრივ ყველაზე მკაფიო იყო თავად ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტი სულ მცირე 2 პუნქტთან მოდის წინააღმდეგობაში. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველოში არასამთავრობოების დაფინანსების ძირითადი წყარო, ალბათ სულ მცირე 80 პროცენტი, დასავლური სახელმწიფოებიდან მოდის. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება ჯერ „აგენტოკრატიაზე“ იწყებს საუბარს, რა თქმა უნდა, უარყოფით კონტექსტში, ხოლო შემდგომ არეგისტრირებს კანონს, რითაც „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ სტატუსსაც ანიჭებს მეტწილად სწორედ დასავლეთიდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს, ცხადია ეს ვერსად, მათ შორის, ვერც დასავლეთში ვერ ჩაითვლება მხოლოდ სამართლებრივ საკითხად და ბუნებრივია, ეს აღიქმება, მმართველი პარტიის პოლიტიკურ პოზიციადაც. ამდენად, შეუძლებელია ამან არ გააჩინოს დამატებითი კითხვები დასავლეთში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ორიენტირები საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ კონცეპტუალურ დოკუმენტებსა და კანონმდებლობაში ასახული დებულებით არ ფასდება. ხშირად მეტი ყურადღება სწორედ ქმედებებს ექცევა. ამ ეტაპზე მეტ სიღრმეებში არ შევალ - იმდენად თვალსაჩინო ზიანზე ვსაუბრობთ, რომ ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებ პოზიციები გადაიხედება. - სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ყველაფერ ჩვენში ხდება მაშინ, როცა კიდევ უფრო კრიტიკულ ფაზაში შედის რუსეთ-უკრაინის ომი და ამ მხრივ ბუნებრივია, მნიშვნელოვნად იზრდება რისკები მთელი რეგიონისთვისა. ეს ასევე ხდება, მაშინ, როცა ნატოს სამიტი ახლოვდება, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდება. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ჩვენი ხელისუფლების ქმედებები ნატოში ინტეგრაციაზე და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოებაზე? - ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა, არსებითად შეცვალა გეოპოლიტიკური გარემო. შეძლება ითქვას, ამან ფაქტობრივად შეცვალა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობების პარადიგმა. ეს გამოიხატება არა მხოლოდ რიტორიკასა და სანქციებში, არამედ კონკრეტულ ქმედებებშიც, რაც მათ შორის, უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღების მიწოდებას გულისხმობს. სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა დღეისათვის რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ რეალობას. ცხადია, ნატოს ქვეყნები არ არიან ჩართულნი საომარ მოქმედებებში, თუმცა აშკარაა, რომ ნატომ ისევე, როგორც ზოგადად პოლიტიკურმა დასავლეთმა, რუსეთის ეს აგრესია საკუთარ ბრძოლად მიიღო. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისევ მჯერა, რომ რუსეთი ვერ მიაღწევს იმ მიზანს, რაც ჯერ კიდევ წლების წინ უკრაინასთან მიმართებით დაისახა. უსაფრთხოების კუთხით საქართველო დღეს ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას და მათთან გამკლავება ცხადია მოითხოვს სიფრთხილეს, ისევე როგორც რაციონალურ, კრეატიულ და აქტიურ ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ მაქსიმუმს მიაღწიოს იმ შესაძლებლობების ფონზე, რომლის გარკვეული კონტურები ეტაპობრივად იკვეთება. იმ სამწუხარო ტრაექტორიის ფონზე, რაც საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთ პარტნიორებს შორის ურთიერთობებში არსებობს, კარგია, რომ ინსტიტუციურ დონეზე ნარჩუნდება შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა. ამის ერთ-ერთი მაგალითია თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და შეხვედრა, რომელიც სულ ახლახანს გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შორის. ამის მიუხედავად, ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ დოზე პარტნიორობაში დღეს არსებული სირთულეები არ აღმოიფხვრება, ძალიან გაგვიჭირდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნების მიღწევა ყველა მიმართულებით. მეტიც, ურთიერთობების არსებული დონის შენარჩუნება ინსტიტუციურ თანამშრომლობაზეც უარყოფითად იმოქმედებს. „ინტერპრესნიუსი“ კობა ბენდელიანი
-
"როგორ უხარია სკოლაში და საოცარი ბავშვები" - დათის ახალი ვიდეო ვრცელდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათის ახალი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში. დათის სკოლიდან ვიდეოს ოჯახის ახლობელი, თეა ცხადაძე აზიარებს. "როგორ უხარია სკოლაში და საოცარი ბავშვები", - წერს თეა ცხადაძე. შეგახსენებთ, რომ საზღვარაგარეთ მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ, დათი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და სკოლაშიც განაახლა სწავლა. TIA.GE -
ნატო და ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად სინქრონიზებულია მოლდოვის მხარდასაჭერად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინისა და საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ რუმინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვა ნატო-სა და ევროკავშირის საერთო პარტნიორია. „მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა, რომელიც მოლდოვის მოქალაქეებს აქვთ ან არ აქვთ, ვფიქრობ, რომ თუ მათ სურთ უკეთესი ცხოვრება, მაშინ ეს უკეთესი ცხოვრება დემოკრატიული და აყვავებული ევროპის გვერდით არის. მოლდოვა ნატო-სა და ევროკავშირის საერთო პარტნიორია. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ნატო და ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად სინქრონიზებული ვართ მოლდოვის მხარდასაჭერად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინისა და საქართველოსთვის. მოლდოვას აქვს შანსი, თავი დააღწიოს ამ სტრატეგიულ გაურკვევლობას და ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება ყველა ჩვენგანთან, ევროპაში“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ. ავტორი - გივი ბარამიძე
-
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატი პოლიტკურ პარტიასთან აფილირებული არ უნდა იყოს. მისი თქმით, „საქართველოსთვის“ ლევან იოსელიანს მხარს არ დაუჭერს. „ლევან იოსელიანის მიმართ ჩემს პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი არ უნდა იყის პოლიტიკურად აფილირებული რომელიმე პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლევან იოსელიანის მიმართ დადებითად ვართ განწყობილი, ის ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ეს იქნება მიზეზი, რიც გამოც მხარს ვერ დავუჭერთ, თუმცა მასთან კომუნიკაცია გვექნება“, – განაცხადა ბუჩუკურმა. „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 3 საგნის ფორმატში მცირედი ცვლილება არის შესული და სჯობს, აბიტურიენტები ამ სიახლეებს გაეცნონ. როგორც გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები ისტორიის, უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებს შეეხება. „წელს ფორმატის მცირედი ცვლილება არის მხოლოდ 3 საგანში, ეს გახლავთ ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ აბიტურიენტებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ. საგამოცდო დრო არ შეცვლილა", - განაცხადა გორგოძემ. ამასთან, მისივე თქმით, რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში წელს ახალი საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. „ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობისგან და გათვალისწინებული იქნა ეს მოთხოვნა. ამის თაობაზე 2 წლის წინ დაიწყო საუბარი, მუშაობა და წელს შევძელით, რომ ეს გაგვეკეთებინა", - განაცხადა გორგოძემ. მისი განმარტებით, საგამოცდო ცენტრების რაოდენობა ყოველ წელს მცირედით იცვლება. როგორც სოფიო გორგოძემ განაცხადა, წელს 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. იპნ
-
პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და ღია თუ ფარული საშუალებებით აზიანებს ქვეყნის ევროპული განვითარების გზას. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება "აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს. "ხელისუფლება მოქმედებს ამის საპირისპიროდ, „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს; ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის. ეს არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რისი უფლებაც არცერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება. ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი ჩვენი გეგმის შესაბამისად, ვაინიცირებთ კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მისი მიზანი კი არის ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც შესაძლოა მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში გააჩნდეს - მტერს დაარქვას მტერი. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქვეყანაში კანონის სახელით შეწყვიტოს დემოკრატიული განვითარება, დავკარგოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და არჩევნები გააყალბოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ნიშნავს მშვიდობასა და დემოკრატიულ განვითარებას, და ნიშნავს არაფორმალური მმართველობის დასასრულს. ამის არიდებას "ოცნების" ხელისუფლება პოლიტიკური თაღლითობით ცდილობს და უნდა, რომ ერთ სიბრტყეზე დააყენოს სტრატეგიული პარტნიორები და ქვეყნის ოკუპანტი. ეყოთ გამბედაობა, მტერი დაუძახონ რუსეთს და არა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს/მეგობრებს და ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირონ. ჩვენ დღესვე დავიწყებთ კონსულტაციას ჩვენს კოლეგებთან ოპოზიციური პარტიებიდან, რომ მხარი ამ ინიციატივას მათაც დაუჭირონ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
-
საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა. როგორც „გარდიანი“ წერს, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო მატარებელი კი – თესალონიკიდან ლარისში. მაშველებმა სამგზავრო მატარებლიდან 194 მგზავრის ევაკუაცია მოახერხეს. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ავტორი - თამთა რუხაძე