-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს თუ მიაწვდის, ვაშინგტონი ოფიციალურ პეკინს სანქციებს დაუწესებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება. „არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი დაარღვევს ჩვენს სანქციებს და ეცდება რუსეთის დახმარებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მიზეზი, რის გამოც ამ საკითხზე ვსაუბრობ არის ის, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ ჩინეთი განიხილავს მისი ზოგიერთი კომპანიის არალეტალური მხარდაჭერიდან უკრაინაში რუსეთი სამხედრო ძალისხმევის დე ფაქტო ლეტალურ მატერიალურ მხარდაჭერაზე გადასვლას“, – განაცხად ენტონი ბლინკენმა. ავტორი - თამთა რუხაძე
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 21 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა, ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი. იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ. II ეტაპი – რეგისტრაცია 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. IV ეტაპი – 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
-
ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირმა 2024 წლისთვის გადადო მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება. გადაწყვეტილება თებერვლის ბოლოს მიიღეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ. სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ, გამგზავრების წინ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომელსაც სისტემა(ETIAS) დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს. მომსახურების გადასახადი 7 ევროთი განისაზღვრა. ევროკავშირმა მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ სისტემაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და მისი ამოქმედება თავდაპირველად 2022 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის და ფინანსური და ტექნიკური საკითხების გამო რამდენჯერმე გადაიდო. რადიო თავისუფლება -
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი უკრაინაში ჩავიდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი უკრაინაში ჩავიდა, რათა შეისწავლოს უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმებთან და დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებული გარემოებები. როგორც Reuters-ი იტყობინება, ამ იერიშებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ენერგო და წყალმომარაგების სისტემების დაზიანებამ კი პრობლემები შეუქმნა უკრაინის მილიონობით მოსახლეს. რუსეთი აცხადებს, რომ ლეგიტიმურია დარტყმები, რომლებიც მოწინააღმდეგის დასუსტებას ემსახურება. მაგრამ უკრაინის ხელისუფლების თანახმად, ეს იერიშები მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას ემსახურება. ჟენევის კონვენციები და მისი დამატებითი ოქმები მეომარ მხარეებს ავალდებულებს, განასხვაონ სამოქალაქო ობიექტები და სამხედრო სამიზნეები. საერთაშორისო სამართალი კრძალავს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. კარიმ ხანმა განაცხადა, რომ უნდა გამოავლინონ სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშების მოტივები და დაადგინონ, გამართლებულია თუ არა ამ ობიექტებისთვის ცეცხლის დაშენა. Reuters-ი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების საერთო რაოდენობა 70 ათასს აღემატება. ასეთი ფაქტების უმრავლესობას ადგილობრივი სასამართლოები განიხილავენ უკრაინის ტერიტორიაზე. რადიო თავისუფლება -
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ ვრეის განცხადებით, ბიუროს მიაჩნია, რომ კოვიდ-19, სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიაში წარმოიშვა. ”FBI-ის შეფასებით, პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია”, - განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ Fox News-თან საუბარში. მისი თქმით, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს გლობალური პანდემიის წყაროს დადგენა. ჩინეთი ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტს უარყოფს და ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს. ipn
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 2021 წელს საქართველომ გააგრძელა კონტრტერორისტულ საკითხებში აქტიური ჩართულობა და აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩა. “2021 წელს ტერორიზმის მხრივ ვითარება საქართველოში მშვიდი და სტაბილური იყო… 2021 წელს ტერორისტული ინციდენტები არ ყოფილა”, - წერია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველომ 2022-26 წლებისთვის “ტერორიზმის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა” შეიმუშავა. ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოიცავდა უწყებათაშორის წვლილს და ტერორიზმის საწინააღმდეგო უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ დეკემბერში იქნა დამტკიცებული. “მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სტრატეგიის განხილვაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართო, ცნობილმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ გააკრიტიკა დოკუმენტი იმის გამო, რომ სათანადოდ არ იყო განხილული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები, მათ შორის საქართველოში რადიკალიზაციის ძირითადი მიზეზები, და იმის გამო, რომ არ აფასებდა რადიკალიზაციის პროცესში სახელმწიფოს როლს”, - წერია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, საქართველოს, მთლიანობაში, შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთლიანობაში, კარგად აღჭურვილი და კარგად გაწვრთნილია და სუს-ის ტერორიზმის საწინააღმდეგო შენაერთი აგრძელებს რეგულარული წვრთნისა და აღჭურვილობის მიღებას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისგან”, - წერია ანგარიშში. ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნა, რომ 2021 წელს სამოქალაქო საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოთქვეს შეშფოთება სუს-ის თვალთვალის სისტემასთან, მის პოლიტიკურ ნეიტრალურობასთან და სუსტ ზედამხედველობასთან დაკავშირებით. IPN
-
5 ივლისის ძალადობის გამო არცერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშში წერია. “ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიების დროს ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე ძალადობა განახორციელეს. ჯგუფებმა ასევე გაანადგურეს ოპოზიციის საპროტესტო ბანაკი პარლამენტთან, სცადეს პარლამენტის შტურმი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს”, - წერია ანგარიშში. ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნულ მოვლენებში სახელმწიფოს, კერძოდ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, როლებზეც წერს. “ეს მოვლენები მაშ შემდეგ მოხდა, რაც პრემიერ-მინისტრმა Tbilisi Pride-ის დაგეგმილ ღონისძიებას “მიზანშეუწონელი” უწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი დღის განმავლობაში ვერ შეძლო საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად ზომების მიღება. 28 მოძალადის დაკავებისა და შემდგომში გასამართლების მიუხედავად, არცერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი პასუხისმგებლობაში მიცემული არ იქნა”, - წერია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 5 ივლისს Tbilisi Pride-ზე და ძალადობის წინააღმდეგ 6 ივლისის აქციებზე ათობით ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ ძალადობა ორგანიზებული და განხორციელებული იყო ულტრამემარჯვენე პრო-რუსული ჯგუფი “ალტ-ინფოს” და სხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ, მათ შორის “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება” და “ქართული მარში”. “"ალტ-ინფოს" ლიდერებმა შემდგომში პოლიტიკური პარტია, "კონსერვატიული მოძრაობა" დაარეგისტრირეს და საქართველოს მასშტაბით ოფისები გახსნეს. "ალტ-ინფო"/"კონსერვატიული მოძრაობის" ხელმძღვანელობამ მიზნების მისაღწევად ძალადობისადმი მოუწოდა და მხარდაჭერა გამოხატა”, - წერია ანგარიშში. IPN
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მისმა მიღებამ, შესაძლოა, სერიოზულად შემაძრწუნებელი გავლენა იქონიოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე. კომისარი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს ეს ან ნებისმიერი მსგავსი კანონპროექტი და ცალსახად აიღოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს მრავალფეროვან და ენერგიულ სამოქალაქო ჩართულობას საზოგადოებრივ საქმეებში, ასევე უზრუნველყოს სამოქალაქო ორგანიზაციების, უფლებადამცველებისა და ადამიანებისთვის ხელსაყრელი სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება. „მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური საზრუნავი, ის არ უნდა იყოს მიღწეული არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების უფლებების და თავისუფლებების და მათი ლეგიტიმური საქმიანობის საზიანოდ“, – ნათქვამია წერილში. წერილში ნათქვამია, რომ ამ სფეროში ნებისმიერი ჩარევა უნდა ეფუძნებოდეს აუცილებლობის და პროპორციულობის პრინციპს, როგორც ეს დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. გარდა ამისა, კომისარი აღნიშნავს, რომ მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა ევროპაში არასამთავრობოების სამართლებრივი სტატუსის შესახებ და ის აძლევს არასამთავრობოებს უფლებას, მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება, მათ შორის, უცხოური წყაროებიდან. გარდა ამისა, მიატოვიჩი პაპუაშვილს მიუთითებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით რუსულმა კანონმა აგენტების შესახებ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი დაარღვია. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ იყო გამართლებული და ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვან შემაძრწუნებელ გავლენას ახდენდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მათ უნარზე, შეესრულებინათ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური ფუნქციები.
-
არ მიყვარს ასეთი შედარებები, მაგრამ სანამ იარსებებს კითხვა (როგორ, ორი წლის წინაც ასე არ იყო?), მანამდე მომიწევს შედარებები. სხვაგვარად სიმართლე იკარგება: ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს პირველად რომ შევხვდით გახარია, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით და რაც მთავარია, მისი შედეგებით - როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ისე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, თავს ვიწონებდით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, თითოეულ შეხვედრაზე იყო არაერთი გამოწვევა, მაგრამ განსხვავებული იყო მიდგომა - სახელმწიფო აღიარებდა პრობლემებს, გამოხატავდა მათი მოგვარების პოლიტიკურ ნებას და პარტნიორები ხედავდნენ ძალისხმევასაც და პროგრესსაც. "მეორედ რომ შევხვდი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რანგში, ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს განახლებული სტრუქტურა და პრიორიტეტებად გენდერული თანასწორობა, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა წარვუდგინეთ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახალი შექმნილი იყო და ქვეყანა მისი შედეგებით თავს იწონებდა. გავაცანით ჩვენი ხედვა ადამიანის უფლებათა დაცვის 10 წლიან სტრატეგიაზე. მესამედ, პრემიერთან ერთად, პანდემიის დროს შევხვდით, ადამიანის უფლებების პანდემიით შექმნილ გამოწვევებზე სასაუბროდ, ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში. განა ყველაფერი კარგად იყო? თითოეულ შეხვედრაზე იყო არაერთი გამოწვევა, მაგრამ განსხვავებული იყო მიდგომა - სახელმწიფო აღიარებდა პრობლემებს, გამოხატავდა მათი მოგვარების პოლიტიკურ ნებას და პარტნიორები ხედავდნენ ძალისხმევასაც და პროგრესსაც. დღეს, ადამიანის უფლებათა კომისარი, ე.წ. აგენტების კანონის გამო გვაკრიტიკებს, დისკრიმინაცია და გენდერი ლამის მთლიანად გააქრეს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმეს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ქმედითი აღარ არის, რიგითების საქმედ აქციეს. განა დასასრულია? აუცილებლად მოევლება ყველაფერს. იმდენად გააფუჭეს, დრო დასჭირდება, მაგრამ მოევლება!", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
-
იენს სტოლტენბერგი - რუსეთთან ურთიერთობებში უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთთან ურთიერთობებში უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში SAMAK-ის ჩრდილოეთის სამიტზე განაცხადა. “ცივი ომის დასრულებისას ამ დარბაზში ბევრ დამსწრეს სჯეროდა, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების აწყობას შევძლებდით. ისევე, როგორც მე. და დღემდე ვთქვი, რომ რუსეთთან ერთად ევროპაში უკეთესი უსაფრთხოების ასაწყობად ისტორიული მომენტის გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა “დაშორებოდა თანამშრომლობასა და დიალოგს” და მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმით გლობალური უსაფრთხოების ფუძემდებელი პრინციპები დაარღვია. “ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ომის დასრულებით რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი დაბრუნება არ იქნება. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს”, - თქვა სტოლტენბერგმა. ინტერპრესნიუსი -
იენს სტოლტენბერგი - უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინისთვის ნატოს დახმარება 100 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში SAMAK-ის ჩრდილოეთის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “ნატოს მოკავშირეები ერთად უკრაინას 100 მილიარდ ევროზე მეტს აწვდიან. ახლა სწრაფად უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც წვრთნისა და მძიმე იარაღის მიწოდების მხრივ ავიღეთ. საკვანძო შესაძლებლობები უკრაინაში იქამდე უნდა ჩავიდეს, სანამ რუსეთი ინიციატივის ხელში აღებას შეძლებს”, - თქვა სტოლტენბერგმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა დასკვნა უნდა გამოიტანონ იმ აგრესიული ომიდან, რომელსაც რუსეთი აგრძელებს. სტოლნტენბერგის თქმით, რუსეთი დაკავებულია ომში მეტი სამხედროების გაწვევით და მიმართავს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, რათა მეტი იარაღი მიიღოს. მან აღნიშნა, რომ მოკავშირეები შეშფოთებული არიან რომ ჩინეთი შესაძლოა მოსკოვს ეხმარებოდეს, ამიტომ საჭიროა კიევის მოთხოვნილებების სწრაფად და უფრო ხარისხიანად დაკმაყოფილება. “ამიტომ უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება. მივესალმები მნიშვნელოვან დახმარებას, რომელსაც ჩრდილოეთის ქვეყნები უკრაინას აწვდიან. ეს ნამდვილად იძლევა ბრძოლის ველზე ვითარების ყოველდღიურად შეცვლის საშუალებას, ამიტომ მადლობას ვუხდი ჩრდილოეთის ქვეყნებს ასეთი დახმარებისთვის”, - თქვა სტოლტენბერგმა. იპნ -
გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. როგორ „ინტერპრესნიუსის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. -
დმიტრო კულება - საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ფინალურ ეტაპზეა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ფინალურ ეტაპზეა, თუმცა, როდის ჩავა დიპლომატი უშუალოდ საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. კულებას მტკიცებით, კიევი თბილისთან მჭიდრო დიპლომატიური კავშირების დამყარებას ცდილობს. „ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების მიზნით თითიც კი არ გაგვინძრევია. პირიქით, ბევრი ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“, - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხების ურთიერთობა მეგობრულია, ამას თქმა შეუძლებელია უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე. უკრაინის საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელის მტკიცებით, ამის მიხეილ სააკაშვილის საქმეა, რომელსაც, „ნელ-ნელა კლავენ“. იპნ -
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ღირსეულად ართმევს თავს მიმდინარე პროცესებს. როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი, რობი მორესი განმარტავს, ბაკურიანში მოკლე დროში სერიოზული სამუშაოები ჩატარდა. „ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ჩემთვის სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა. ბაკურიანში მართლაც სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოხერხდა მოკლე დროში, ძალიან ამაყები ვართ თქვენით, განსაკუთრებით ფინალური ეტაპების ჩატარებით”,- აღნიშნავს რობი მორესი. IPN
-
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას. როგორც კვირიკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. „არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ, სამწუხაროდ, უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეუწონლობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას. როგორც ადამიანი, ვისაც უმუშავია დღევანდელი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან ერთად საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისათვის, რომელსაც არასდროს ჰქონია ჩასაფრებული პოზიცია და ხელისუფლების წარმატებისა თუ წარუმატებლობისადმი არასდროს ყოფილა გულგრილი, იმედს ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა“,- წერს კვირიკაშვილი. იპნ
-
მიგვაჩნია, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ყველამ ვნახეთ შეთანხმებული პასუხი საქართველოს უახლოესი საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან, გაერო-სგან და სხვებისგან. შეშფოთებული ვართ ამ საკანონმდებლო ინიციატივის გამო. მიგვაჩნია, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს. იმედი მაქვს, რომ საქართველო მთელი თავისი ენერგიისა და ძალისხმევის ფოკუსირებას იმ რეფორმების განხორციელებაზე მოახდენს, რომელიც შესაბამისობაშია 12 პრიორიტეტთან, რომელიც შესაბამისობაშია გაცხადებულ მიზანთან - უწყვეტ ევროინტეგრაციასთან, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა“, - აღნიშნა ელჩმა.
-
მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, რა იქნებოდა ქუჩაში, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში, ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ევროპამ დამნაშავის შეფარებით ქვეყანა მიიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, როცა შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა. „ერთი რამ უნდა ითქვას და ამას გეტყვით როგორც საქართველოს მოქალაქე. 2018 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მესამე ინსტანციით მიესაჯა სასჯელი, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაში. მათ შორის, დადიოდა ბრიუსელის კორიდორებში. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ დამნაშავისთვის ხელის დაფარება ახალისებს მას, რათა არიოს სიტუაცია საქართველოში. გვახსოვს, იმ პერიოდში, ვიდრე შემოიპარებოდა საქართველოში, ოთხი-ხუთი წელი, თავისუფლად გადაადგილდებოდა, თავისუფლად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში, სისხლის სამართლის დამნაშავეს ხელს ართმევდნენ, ესაუბრებოდნენ და ატარებდნენ კორიდორებში, ის იქიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ერთვებოდა სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერებში, პირდაპირ მართავდა ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, როგორც უკრაინის მოქალაქე და მათ შორის მაღალჩინოსანი. ყოველ ჯერზე, ჩვენ ამაზე ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს საქართველოს ხალხის წინააღმდეგ არის, როდესაც დამნაშავე შეფარებულია, მათ შორის ევროპის ზოგიერთ ქვეყანას და არ ხდება მისი გადმოცემა საქართველოსთვის. რასაც ჩვენ ვაფრთხილებდით, ეს ახდა. ეს ადამიანი შემოიპარა და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის ამ შენობაში დღეს რა იქნებოდა, ქუჩაში რა იქნებოდა, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა. სამწუხაროდ, ევროპამ მაშინ, იმით, რომ დამნაშავე შეფარებული ჰყავდა, ჩვენ მიგვიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, სადაც შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
სოხუმი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის შეტანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ტელეარხ Россия 24-ის ეთერში განაცხადა. მან დასძინა, რომ შესაბამის მოლაპარაკებას ხელი უახლოს მომავალში მოეწერება. „განიხლება აფხაზეთში დამზადებული სხვა პროდუქციაც. მეორე მხრივ კი, ბელარუსში დამზადებული პროდუქტები, მათ შორის რძის პროდუქტები, აფხაზეთში შემოვა“, - განაცხადა არძინბამ. ამასთან, არძინბას თქმით, სოხუმი და მინსკი სხვადასხვა ერთობლივი პროექტების რეალიზაციის იდეას განიხილავენ, მათ შორის ტურისტულ სფეროში. ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
-
3 თვეში პარტიებმა 742 230 ლარის შემოწირულება მიიღეს - 50% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. საუბარია 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე - ინფორმაციას საერთაშრისო გამჭირვალობა საქართველო ავრცელებს. ამავე პერიოდში პარტიის შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, სულ კი 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, მთლიანად კი 19 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არცერთი პარტიის ან შემომწირველის მიმართ სანქცია არ გამოუყენებია. ინფორმაციისთვის, 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით.. ავტორი: თამარ მუკბანიანი
-
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – ამ სლოგანით და მრავალფეროვანი პროგრამით საქართველო გერმანიაში, ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით წარდგება. 6 მარტს ITB Berlin-ის გამოფენის გახსნამდე საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. 6 მარტს გამოფენის გალაგახსნის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნობიან. ITB Berlin-ი ოფიციალურად 7 მარტს საქართველოს სტენდთან გაიხსნება. ლენტის გაჭრის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერლინის მერი, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ITB Berlin-ის გამოფენის აღმასრულებელი დირექტორი. 7-9 მარტს გამოფენის მთავარი სცენა საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას ეთმობა. მოეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები და ღონისძიებები. საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელი 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაციას გამართავს. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი და კალიგრაფიული ნამუშევრები. საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები“. გამოფენის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა — ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით“ და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში“. 7 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. მარიამ ქვრივიშვილი აუდიტორიას გააცნობს ტურისტულ პროდუქტებს, შეთავაზებებს, ახალ ინიციატივებსა და რეგულაციებს. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულების შესახებ. 8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში“ უმასპინძლებს. ღონისძიების სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. 1966 წლიდან ITB Berlin-ი მსოფლიოს მოწინავე ტურისტული სავაჭრო გამოფენაა. 2019 წელს ITB Berlin-ზე 181 ქვეყნიდან 10 ათასი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას 160 ათასი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას აშუქებდა მედიის 5000-მდე წარმომადგენელი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
-
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ფორუმი „პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის“ გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას, რათა წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წევრებმა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, განვითარების საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა შეაფასონ მიღწეული შედეგები და დაგეგმონ მომავალი თანამშრომლობა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და მიხარია, რომ ასეთი შეხვედრები ამ ქვეყანაში ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს ტარდება, როცა გენდერული საკითხები კიდევ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, რომლითაც შეიძლება, ვიამაყოთ. ქალები ამ ქვეყანაში მართლაც ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ, უფრო დიდ ძალას, ვიდრე ჩვენ გვგონია. ერთადერთი ჩვენი ვალდებულება არის ის, რომ ჩვენ ამ ძალას გავუხსნათ კარი და მივცეთ გასაქანი. მე ახლა იმ ახალგაზრდებზე ვსაუბრობ, რომლებისთვისაც მთელი მომავალი ღიაა, სწორედ მათ უნდა გავუხსნათ კარი და მივცეთ საშუალება, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად საკუთარი ადგილი დაიჭირონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ბევრი რამ გაკეთდა, კანონმდებლობა შეიცვალა, კვოტების კუთხით ერთგვარად გაუმჯობესდა მდგომარეობა და 2020 წლიდან არჩევნებით პარლამენტში და თვითმართველობებში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა. „ახალი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ამ საკითხს, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის რადგან, მთავარი არა კვოტები (მე ამას მუდამ ვფიქრობდი, კვოტები საჭიროა და ეს გზა მაინც გასავლელია), არამედ გადაწყვეტილებებში რეალური ადგილი და რეალური მონაწილეობაა. ამ კუთხით, დიდად სახარბიელო მდგომარეობა არ არის. ქალები ალამაზებენ ხან პარლამენტს, ხან საკრებულოებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ისინი იღებენ მთავარ გადაწყვეტილებებს. მე მჯერა, რომ ის დროც მოვა, როცა ქართულ პოლიტიკაში ქალები წინა პლანზე იქნებიან, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ექნებათ ფინანსური და სხვა ტიპის რესურსი, რომ თავიანთი სიტყვა თქვან და ეს სიტყვა იყოს წონიანი და მოსმენილი. ამ ძალიან ახლო მომავალში, ჩვენი მოვალეობაა ფორმალურიდან რეალობაში გადავიდეთ – ამ ქვეყანაში ამისი საშუალება მართლაც არსებობს, ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი და პირველ რიგში, მთავრობამ, პარლამენტმა და თქვენ, ვინც ხართ მეორე ძალა – არასამთავროებმა, თქვენ, რომლებსაც ამ კუთხით გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩათვალეთ, რომ მე თქვენს გვერდით ვარ, რომ დაგეხმაროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიემგზავრება ნიუ-იორკში, სადაც ქალთა სტატუსის შესახებ გაერო-ს კომისიის 67-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. „მივემგზავრები ნიუ-იორკში, სადაც ქალთა სტატუსის შესახებ გაერო-ს კომისიის 67-ე სესიაში მივიღებ მონაწილეობას და იქაც, თუ წარსადგენია თქვენი რომელიმე რეკომენდაცია, იქაც ვიქნები თქვენი ხმა და თქვენი წარმომადგენელი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთ შემდეგ შეხვედრაზე შეიძლება მე აღარ ვიყო პრეზიდენტი, მაგრამ როცა მეტი ქალი იქნება ქართულ პოლიტიკაში, როცა საკრებულოებში თავმჯდომარეები, მერები, პარლამენტის კომიტეტების თავჯდომარეები ქალები იქნებიან და მე მგონი, რომ როცა ეს მოხდება, საქართველოში ნაკლები დაპირისპირება და პოლარიზაცია იქნება და პოლარიაზაცია, რომელიც უდიდესი სენია და დღეს უკან გვწევს, უფრო დაძლეულიც იქნება. ამისთვის აუცილებელია, ერთად ვებრძოლოთ იმას, რასაც ქალთა მიმართ ძალადობა და პოლიტიკური ძალადობა ჰქვია, რადგან ესეც ერთ-ერთი, ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორია იმისთვის, რომ ქალები პოლიტიკაში წამოვიდნენ. როცა ქალები უყურებენ რა ხდება, რა დღეში არიან პოლიტიკაში პირდაპირ ჩართული ქალები, ახალგაზრდებისთვის ეს დიდად არ არის მიმზიდველი. მათთვის მთელი დანარჩენი დარგები ღიაა და შეუძლიათ პროფესიონალურად სხვაგან უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილნი და უფრო დაფასებულნი, ვიდრე პოლიტიკაში – ესეც დასაძლევია. და კიდევ ერთი – პირველი ვიყავი, მე მგონი, რომელმაც გააკეთა ამ თემაზე კომენტარი. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხევაში დავადებ, მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები. არ ვარგა ან ის, ან ეს მუხლი. ეს კანონი პირდაპირ იმისათვისაა მიღებული, რომ დაგვაშოროს ევროპას და ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის იმართება საქართველოს პარლამენტისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, შვედეთის და დანიის მთავრობების მხარდაჭერით.
-
ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს, ასევე აუხსნელია, დღემდე რატომ იფარებენ ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეს ქვეყნები არ უწყობენ ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას და აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია. „იცით, რომ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღების მიქცევის სურვილს და ამაზე რა თქმა უნდა, ყურადღება მიქცეულია. მგონი, საზოგადოებისთვის გასაგებია და ჩამოყალიბებულია იმ სიმართლეზე, რომ მიხეილ სააკაშვილი, სამწუხაროდ, არ თანამშრომლობს ექიმებთან. ამას თავად ექიმებიც აცხადებენ. სააკაშვილსა და ექიმებს, სახელმწიფოს აქვთ სხვადასხვა ინტერესი. სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესია, რომ ის იყოს რაც შეიძლება ჯანმრთელი, რათა მოიხადოს თავის 6-წლიანი სასჯელი, მისი ინტერესია, რომ იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული, რომ იქნებ რამენაირად გავიდეს ციხიდან. ერთი რამ უნდა ითქვას, ამას გეტყვით როგორც საქართველოს მოქალაქე. 2018 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მესამე ინსტანციით მიესაჯა სასჯელი, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაში. ის დადიოდა მათ შორის ბრიუსელის კორიდორებში. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ ხელის დაფარება დამნაშავისთვის ახალისებს მას, რათა არიოს სიტუაცია საქართველოში. გვახსოვს, რომ იმ პერიოდში, ოთხი-ხუთი წელი, ვიდრე შემოიპარებოდა საქართველოში, თავისუფლად გადაადგილდებოდა, თავისუფლად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში, სისხლის სამართლის დამნაშავეს ხელს ართმევდნენ, ესაუბრებოდნენ და ატარებდნენ კორიდორებში, ის იქიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ერთვებოდა სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერებში, პირდაპირ მართავდა ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, როგორც უკრაინის მოქალაქე და მათ შორის მაღალჩინოსანი. ყოველ ჯერზე, ჩვენ ამაზე ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს საქართველოს ხალხის წინააღმდეგ არის, როდესაც დამნაშავე შეფარებულია, მათ შორის ევროპის ზოგიერთ ქვეყანას და არ ხდება მისი გადმოცემა საქართველოსთვის. რასაც ჩვენ ვაფრთხილებდით, ეს ახდა. ეს ადამიანი შემოიპარა და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, ამ შენობაში დღეს რა იქნებოდა, ქუჩაში რა იქნებოდა, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა. სამწუხაროდ, ევროპამ მაშინ, იმით, რომ დამნაშავე შეფარებული ჰყავდა, ჩვენ მიგვიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, სადაც შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა. დღეს იგივე შეცდომის გამეორება ხდება. ვხედავთ, რომ კეზერაშვილი თავისუფლად გადააადგილდება ევროპაში, ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. თავის დროზე, ბრიუსელში რომ იღებდნენ მიხეილ სააკაშვილს, სისხლის სამართლის დამნაშავეს, სტრასბურგში, ევროსაბჭოში რომ იღებდნენ ზურაბ ადეიშვილს და მასზე საუბრობენ მაღალ მატერიებზე, დავით კეზერაშვილს როდესაც იღებენ სხვადასხვა დედაქალაქში და საუბრობენ მაღალ მატერიებზე, სამი დამნაშავე, რომელმაც საქართველოში შექმნა გულაგების სისტემა, ადამიანის წამების, ღირსების აყრისა და ჩაგვრის სისტემა რომ შექმნა, ეს ადამიანები, ერთი – შეფარებული ჰყავდათ ამ ქვეყნებს და ჩვენ წკიპზე გადავრჩით, რომ ამ ქვეყანაში არეულობა არ მომხდარიყო, თორემ ამისთვის ლამის განწირული ვიყავით. დღესაც, სულ მცირე, ორ ადამიანს, ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს იფარებს. ამიტომ ვამბობ როგორც საქართველოს მოქალაქე, რომ თუკი რაიმე პროტესტი არის განსაცხადებელი, ჩვენ უნდა ვაცხადებდეთ პროტესტს, თავისუფლად რატომ დაიარებიან დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ევროპის დედაქალაქების ქუჩებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი დამნაშავე გადმოეცეს საქართველოს. პირდაპირ ვხედავთ და დავით კეზერაშვილიც აღიარებს, რომ ჩართულია პოლიტიკაში. ადამიანი, რომელმაც 5 მილიონი ევრო მოპარა ჯარისკაცებს, ეს ადამიანი შეფარებულია ევროპის რომელიღაც ქვეყანას და არ ხდება მისი გადმოცემა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, კითხვაზე, „რატომ ვერ არწმუნებს ხელისუფლება პარტნიორებს, რომ მის მიერ ზემოთ დასახელებული პირები პოლიტიკური დევნის ობიექტები არ არიან“, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „პოლიტიკური დევნის ობიექტი როგორ შეიძლება, იყოს ან ზურაბ ადეიშვილი, ან დავით კეზერაშვილი. არ ვიცით მათი დანაშაულები? ვინმეს ეჭვი ეპარება? მიხეილ სააკაშვილის დანაშაულში, არათუ არავის, სტრასბურგსაც კი ნათქვამი აქვს, რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი. რატომ იყო, რომ ის თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპის ქალაქებში, რატომ ართმევდნენ ხელს სისხლის სამართლის დამნაშავეს, რატომ არ გადასცემდნენ საქართველოს, ხომ ნახეს, რომ ამან ჩვენ კინაღამ მიგვიყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს. აუხსნელია, რადგან ეს არ არის სწორი და მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ასევე ჩემთვის აუხსნელია, დღემდე რატომ გვიფარავენ ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები, ევროპული ქვეყნები დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს. ჰკითხეთ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს, რატომ არ გადასცემენ საქართველოს კეზერაშვილს და ადეიშვილს, რატომ არ უწყობენ ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას. სამწუხაროდ, ამაზე ახსნა არ მაქვს. ვერ ვხვდები, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
ვეტომდე ჯერ ბევრი დროა. შესაბამისად, განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ამ კანონთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესებში და დაეფუძნება მხოლოდ ჯანსაღ არგუმენტებს. „ვეტომდე ჯერ ბევრი დროა. შესაბამისად, განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით თუ დაინტერესება აქვს, განხილვებში ჩაერთოს და საპარლამენტო დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა. განსაკუთრებით ალბათ, საჭირო იქნება ოპოზიციასაც დაელაპარაკოს კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, იმიტომ, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ დადის და არ აკეთებს იმას, რაც დემოკრატიული წესებით ევალება. შესაბამისად, ვიდრე ვეტო იქნება, მანამდე იქნება პოლიტიკური პროცესი, უნდა შედგეს განხილვები და ეს არის რასაც ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი" ,- აცხადებს თალაკვაძე. მისი თქმით, სიმართლე არის ის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ქვეყანამ მიიღო უვიზო რეჟიმი, საქართველოს ევროპული პერსპექტივა იქნა აღიარებული და საქართველომ მიიღო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, ასევე უმაღლესი პოლიტიკური პირების მხრიდან გაკეთდა პირდაპირი განცხადებები, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას აქვს ძლიერი მხარდაჭერა. შესაბამისად, მისივე თქმით, ეს არის რეალობა. „ამის მიღმა უკვე კონკრეტულ კანონებთან მიმართებაში, კონკრეტულ პიროვნებებთან ევროპის დაკავშირება ვფიქრობ, გადაჭარბებულია. პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი. შესაბამისად, თავისი დისკრეციის ფარგლებით მას აქვს დამოუკიდებლობა და აკეთებს იმ განცხადებებს, რომელსაც თვლის საჭიროდ“, - აცხადებს თალაკვაძე. იპნ
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს. „რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ვეტოს დავადებ! მე სამართლებრივი პოზიცია არ მაქვს, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს. ამდენად, ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ უცხოური გავლენების შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე. რაც შეეხება კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ის უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. იპნ