-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკავი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ინცინდენტი ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ კაფე-ბართან მოხდა. 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. იპნ
-
უმრავლესობის დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გუშინ Facebook-ის საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო და მანაც შეცდომა დაუშვა. „ოცნების“ დეპუტატის პოსტი უკვე წაშლილია, ის მის ოფიციალურ გვერდზე აღარ იძებნება. თუმცა, რამდენიმე ონლაინგამოცემამ პოსტის შინაარსი მალევე გამოაქვეყნა. დავით სონღულაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსული კანონპროექტის მიღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რას წერდა დეპუტატი – წაშლამდე პოსტის შინაარსი სრულად გამოცემა „ტაბულამ“ გამოაქვეყნა. „მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო.არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი. ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, “- ეწერა დეპუტატის პოსტში, რომელიც დაახლოებით საათნახევარში უკვე აღარ იძებნებოდა facebook-ზე. თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე. მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა. 8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა. მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. 10 მარტს 12 საათზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მეორე კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ იყო მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს. პუბლიკა
-
ამბობს "ხალხის ძალისა" და გაუქმებული რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დიმიტრი ხინდაძე "იმედის" ეთერში.
-
სპალეტი: - კვარამ გამოიყენა თავისი სიტყვის ძალა და ქართველს ხალხს გვერდით დაუდგა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
იტალიური საფეხბურთო გუნდის, „ნაპოლის” მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ხვალისთვის გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას კვარაცხელიას სტატუსზეც ჰკითხეს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მის სიტყვებს სპორტული ტელეკომპანია „სეტანტა” ავრცელებს. სპალეტის თქმით, კვარაცხელიას ეს ნაბიჯი უფრო მეტად იმსახურებს პატივისცემას ვიდრე გოლი რომ გაეტანა. მოგვიანებით ხელისუფლებას მხარდაჭერილი კანონპროექტის უკან წაღება მოუწია. პუბლიკა -
ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორ არჩაია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას უარყოფითად აფასებს. პოლიტიკოსის თქმით, იშვიათად დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვდგავართ თუ არა ისტორიის სწორ მხარეს. “არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი. როგორც არ უნდა შენიღბონ კანონპროექტის ავტორებმა, რუსული კანონი სამუდამოდ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასწორზე დგას საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის საკითხი. იშვიათად დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვდგავართ თუ არა ისტორიის სწორ მხარეს. დღეს სწორედ ეს დღეა! არა რუსულ კანონს! ევროპა ჩვენი არჩევანია!,”- წერს ელეონორა არჩაია. საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა, 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა. infoimereti.ge
-
2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მათ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით გაუარესდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია - ამის შესახებ IDFI-ის ანგარიშში წერია. ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების რეიტინგის მიხედვით, სამინისტროების ღიაობის საშუალო მაჩვენებელი 15%-ია. მათ შორის ყველაზე დაბალი, 0%-იანი მაჩვენებელი აქვს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. რაც შეეხება ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს, რომლებმაც 100%-იანი ღიაობით, 10 დღიანი ვადის დაცვით გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია, ასეთებია: საჯარო სამსახურის ბიურო, სახალხო დამცველის აპარატი და აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. bpn.ge
-
დასავლეთი ახალ სტრატეგიას ავითარებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ახლა დასავლეთში ახალი ისტერიული ტალღა დაიწყო – ამბობენ, რუსეთი ამ პირობებშიც ზრდის საგარეო ვაჭრობას. ახლა დასავლეთში ახალ სტრატეგიას ამუშავებენ – დაბლოკონ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი, ”- აღნიშნა ლავროვმა. მისი მტკიცებით, დასავლეთი სხვა ქვეყნებსაც აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. „ამბობენ, ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მოგიწოდებთ თქვენც იგივე გააკეთოთ. ეს უკვე დამოუკიდებლობის აკრძალვაა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. იპნ
-
უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „რაც შეეხება [ნატოს] სამიტს ვილნიუსში. დაპატიჟებულები ვართ, მაგრამ სურვილი გვექნებოდა, რომ შესაბამისი წინ გადადგმული ნაბიჯები იყოს, გარდა იმ სტატუსისა, რომელიც ახლა გვაქვს ნატოსთან მიმართებაში”, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებიც მას ბრძოლის ველზე ეხმარებიან. „ამას გარდა, გვჭირდება უსაფრთხოების სტრატეგიული გარანტიები… და თუნდაც არ შეგვეძლოს ომის დროს ნატო-ში გაწევრიანება, ვისურვებდით, რომ ამ გზაზე უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები გვქონდეს, ვიდრე ჯერ კიდევ არ ვართ ნატო-ში. ჩვენ ვილნიუსის სამიტზე სწორედ ნატო-ს სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს, უსაფრთხოების გარანტიებისკენ ნაბიჯებს მოველით”, - განაცხადა ზელენსკიმ. იპნ
-
პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს: "რამდენიმე წუთის წინ Deutsche Welle -ზე. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის!", - წერს ანა ბუჩუკური. 332189072_158000687117434_4926562113538278110_n.mp4
-
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვეღარ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობის პერსპექტივას და ტოვებენ ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს. ისინი საერთო განცხადებას ავრცელებენ და განმარტავენ, 2015 წლიდან როგორი იყო მათი თანამშრომლობა პარლამენტთან და რა რეფორმები განხორციელდა პროექტის ფარგლებში. მათი თქმით, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაობს. „რეფორმები განხორციელდა საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მეტ ღიაობას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას. დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა პარლამენტის ვებგვერდი, პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა გახდა შშმ პირებზე ადაპტირებული, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ლობისტების რეესტრი, სტატისტიკური მონაცემები და ასე შემდგ. დაინერგა საპარლამენტო პეტიციების პლატფორმა, შეიქმნა და ტექნიკით აღიჭურვა მოქალაქეთა მისაღები, შეიქმნა პარლამენტის მობილური აპლიკაცია და სხვა. ამ რეფორმების განხორციელებით, ღია მმართველობის პარტნიორობის საკმაოდ დიდ თანამეგობრობაში საქართველო წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების ეს წარმატებული თანამშრომლობის ფორმატი იყო მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის. საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობითი პროცესის ლოკალური და საერთაშორისო წარმატების ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იყო 2015 წლის ოქტომბერში, მექსიკაში გამართულ OGP-ს გლობალურ სამიტზე OGP-ს სამოქალაქო საზოგადოების დაწესებული პრიზის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. 2018 წელს საქართველოში გაიმართა ღია მმართველობის გლობალური სამიტი და საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა ასობით კოლეგას და სტუმარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია მუშაობა სამი მოწვევის პარლამენტარებთან. ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენელები. საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია. მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თანამშრომლობენ საპარლმენტო უმრავლესობასთან, მხარს უჭერენ და ფინანსურ დახმარებას უწევენ პარლამენტს რეფორმების განხორციელებაში, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთში არსებული კანონის მსგავს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანზაციების იძულება დარეგისტრირდნენ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრში“, მათი სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება, მათი კონტროლი, საბოლოო ჯამში კი მათი საქმიანობის შეზღუდვა და გაუქმება. აღნიშნული კანონპროექტის მიმართ გამოითქვა მკაცრი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს კანონი შეფასდა, როგორც შეუთავსებელი ევროპულ ფასეულობებთან და პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო სექტორს და რაც მთავარია, ცხადად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, საპარლამენტო უმრავლესობამ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა მხარი. მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათ ნათლად დაადასტურეს რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში“, – ნათქვამია განცხადებაში.
-
მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა - აქციაზე დაშავებულის მეუღლე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ზაზა ბირიაშვილი პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. მისმა მეუღლემ, მაია გორგოშიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია – მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მაია გორგოშიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა. მისი თქმით, მისი მეუღლე მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში“ გადიოდა, დღეს კი გამოწერეს. მისივე თქმით, ოპერაციის ხარჯების ასანაზღაურებლად ხელშეკრულება გააფორმეს, რომ თანხას ერთ თვეში დაფარავენ. დღეს შს სამინისტროს მიერ გამართულ ბრიფინგზე თეიმურაზ კურტანიძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით საპროტესტო აქციაზე დაშავებულების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამატებაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება დაწყებული აქვს და „ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში იქნება შესაბამისი რეაგირება.“ თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა. მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა. 8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა. მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს. პუბლიკა -
112-ში ტექნიკური ხარვეზის გამო, მოქალაქეებს ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოქალაქეებს, ტექნიკური ხარვეზისა და 112-ში ზარების შეფერხებით შესვლის გამო, ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ავრცელებს. „ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206 598087761 577011139 577011174 591544384 591946840 591946870 591544375 ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. -
ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; „თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ახალი „თავდაცვის კოდექსით“: იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა; ძლიერდება ჯარის სოციალური გარანტიები; იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ახალი კოდექსით: ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში; ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატოს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო; ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს; არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ: თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი; ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება; ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს. ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები: აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით. ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით: თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსები თავისუფალი არიან გადაადგილებაში და სჯობს, ბედნიერება იქ ეძებონ, სადაც მათი სამშობლოს დროშებს არ დაწვავენ. „არიან ასეთი ადამიანები. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს და ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის ხელს ბედნიერების სხვაგან ძიებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ", - აღნიშნა პესკოვმა. პესკოვს დაუსვეს შეკითხვა, რა დამოკიდებულება აქვს კრემლს იმასთან დაკავშირებით, რომ 2022 წლის შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის დროს ათასობით რუსი გაემგზავრა საქართველოში, სადაც ახლა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გამო და ახლა ისინი უკან ბრუნდებიან. ინტერპრესნიუსი
-
საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელმაც ამ კვირაში საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ტელეკომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ათიათასობით ადამიანმა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები გამართა. კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება ასევე გამოხატეს აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა“. პარლამენტში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება Reuters-იც. „საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი, რომელმაც დიდი შიდა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა კავკასიური ქვეყნის მცდელობას უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდეს ევროპასთან. ათიათასობით ქართველი ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში გამოდიოდა თბილისის ქუჩებში. ისინი აპროტესტებდნენ ამ ინიციატივას და აცხადებდნენ, რომ მთავრობა ცდილობს ქვეყანა მზარდი ავტორიტარული მიმართულებით წაიყვანოს“, - წერს გამოცემა. ipn
-
ემანუელ მაკრონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ქართულად ეხმაურება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ქართულად წერს, რითაც ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. „გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“, - წერს მაკრონი. ipn -
EU-მა საქართველოში ორგანიზაციებისთვის €9-მილიონიანი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პროგრამის ბიუჯეტი 9 200 000 ევროა. წარდგენილი განაცხადი უნდა ემსახურებოდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, გენდერულ თანასწორობას, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, სურსათის უვნებლობას, გარემოს დაცვას და სხვა საკითხებს. "ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორც მმართველობის სფეროს მნიშვნელოვან აქტორებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგი მიმართულებით: ლოტი 1: ხელი შეუწყოს ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საქართველოში; ლოტი 2: აღმოფხვრას გენდერული ნიშნით ძალადობა და გაზარდოს გენდერული თანასწორობა საქართველოში; ლოტი 3: ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ჩართულობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე; ლოტი 4: ხელი შეუწყოს საქართველოში სურსათის უვნებლობას ადგილობრივ დონეზე საკვების ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების გზით; ლოტი 5: გააძლიეროს გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა; ლოტი 6: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა და აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება სასამართლო რეფორმის შესახებ; ლოტი 7: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის, დეცენტრალიზაციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების მონიტორინგსა და განხორციელებაში, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე; სრული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://bit.ly/3T5mv72 , რეფერენსი: EuropeAid/176767/DD/ACT/GE. კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადაა: 24/04/2023, 12:00 (ბრიუსელის დროით)", - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. businessformula.ge -
„ტექნიკური ხარვეზი იყო“ - დიმიტრი სამხარაძე რუსული კანონპროექტის მხარდაჭერაზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ კანონპროქტისთვის მხარი არ დაუჭერია და ეს ტექნიკური ხარვეზი იყო. შეგახსენებთ, რომ რამდნეიმე წუთის წინ პარლამენტმა რუსული კანონპროექტი ჩააგდო. დღეს, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გაიტანეს და კენჭი უყარეს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა. მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა. 8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა. მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს. პუბლიკა -
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“, პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ: ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია. როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ოცნება ისევ არ აპირებს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას. "კარგია, რომ კანონპროექტი ოფიციალურად ჩავარდა, მადლობა ყველას ბრძოლისთვის, მ ა გ რ ა მ უმნიშვნელოვანესი დეტალი - ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“. პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ: - ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია. უნდა ველოდოთ განზრახვის სისრულეში მოყვანას სხვა მეთოდებით, ხელისუფლებას უკან დახევა დასაკომპენსირებელი აქვს. - ოცნება ისევ არ აპირებს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას - ყველაფრის გაკეთებას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, მათ შორის არ აპირებს 12 პუნქტის რეალურად შესრულებას. ეს ნებაც მათ შორის „წინააღმდეგ“ ხმის მიემით უნდა გამოეხატა. - ოცნება არ აპირებს შელახული საერთაშორისო რეპუტაციის აღსადგენად ნაბიჯების გადადგმას - არ აპირებს პარტნიორები დაარწმუნოს, რომ მისი პოლიტიკა არ არის პრო-რუსული. ეს ნებაც, პირველ რიგში, წინააღმდეგ ხმის მიცემით უნდა გამოეხატა. აგენტების რუსული კანონპროექტი არ იყო უბრალოდ კანონპროექტი. ეს იყო მკაფიო გამოხატულება ოცნების ანტი-დასავლური პოლიტიკის. ოცნებას დღეს თავისი პოლიტიკური პოზიცია იმაზე, რომ მისი მიზანი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა, არ დაუფიქსირებია. პოლიტიკურად - ქვეყნის ისტორიული არჩევანი ისევ საფრთხეშია. ამიტომ მოუწოდებენენ საერთაშორისო პარტნიორები წითელ ღილაკზე დაჭერისკენ. ამიტომ მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ ჩვენს კანონპროექტს ქვეყნის რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ.", - წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.
-
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კანონპროექტმა თავისი 3 მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები და ის, რომ ვერასდროს განხორციელდება „ბაკურიანის გეგმა“. ამასთან, კობახიძემ „ხალხის ძალას“ კანონპროექტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა. „ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ეს არის პირველი მიღწევა ამ კანონპროექტის. ასევე, ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები, როგორიც არის მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციები საქმე. ასევე, როგორც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVT-ის გაყალბება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან. ეს ორგანიზაციები, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები - ეს არის მეორე ინფორმაცია, რაც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართველ საზოგადოებას და ძალიან ცხადად და მკაფიოდ. და მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელება „ბაკურიანის გეგმა“ ანუ NGO-ების ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა. ამისთვის მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც დააინიცირა და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭრია პირველი მოსმენის დროს ამ კანონპროექტს“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გაუწიეს ანგარიში და დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა გაფორმებული პარლამენტში. „შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად. ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ მანკიერ ქმედებებს ახორციელებენ, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური ძალის აგენტები. „სირცხვილია“, „დროა“, ეკლესიის მაგინებლები, მთავრობის გადადგომის მომთხოვნი ადამიანები, ესენი არიან უცხოური გავლენის აგენტები, ისინი მოქმედებენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ უცხოური ძალების ინტერესების შესაბამისად. ამაზე ფართო ინფორმაცია მიიღო რეალურად საზოგადოებამ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“, - განაცხადა კობახიძემ.
-
„ოცნების“ დეპუტატებს მოგიწოდებთ, შეასრულოთ ხელისუფლების ფუნქცია - აღასრულოთ ხალხის და არა ერთი ადამიანის ნება, განიხილეთ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ, დაარქვით ოკუპანტს თავისი სახელი, - ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა პარტია „საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდთან ერთად პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა მოიგეს საქართველოს მოქალაქეებმა და ახალგაზრდების მკაფიოდ გამოხატული პოზიციით შეშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია. „უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ევროინტეგრაციისთვის საქართველოს მოქალაქეებმა მოიგეს. ახალგაზრდების კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გამოხატული პოზიციით შეშინებულმა ოცნებამ უკან დაიხია. ეს არის შედეგი, რომელიც მივიღეთ ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, რამაც ასევე ნათლად აჩვენა ვინ არის მტერი და ვინ მეგობარი. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ღირსეული ბრძოლისთვის. აქვე უნდა ითქვას, რომ ოცნების ჩადენილმა ქმედებებმა სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად დაზიანდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. ნდობადაკარგული ხელისუფლების ხელში, კანდიდატის სტატუსზე უარის რეალური საფრთხეებიც გადავლილი არ არის", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ შეინარჩუნონ აქტიურობა და წნეხი ხელისუფლებაზე, რომელსაც ბოლო დღეებია მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, "ოცნების" დეპუტატებს კი მოუწოდებს განიზილონ მათ მიერ ინიცირებული პროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ. „იმისთვის, რომ მოვიგოთ საბოლოო გადამწყვეტი ბრძოლა - მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საზოგადოებას მოგიწოდებთ შევინარჩუნოთ ის აქტიურობა, წნეხი ხელისუფლებაზე, რომელსაც ბოლო დღეებია მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. ამავდროულად, პოლიტიკოსებს მოგიწოდებთ დავდგეთ ხალხთან ერთად და არა მათზე წინ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვიბრძვით მათთვის, და არ გადავდგათ არც ერთი ნაბიჯი, რაც დაეხმარება ოცნების პოლიტიკურ თაღლითობას, აქტიურად ვემუშაოთ პარტნიორებს. 3. ოცნების დეპუტატებს მოგიწოდებთ, ეცადეთ მაინც, შეასრულოთ ხელისუფლების ფუნქცია - აღასრულოთ ხალხის და არა ერთი ადამიანის ნება. თქვენ დააზიანეთ ქვეყნის იმიჯი, გამოასწორეთ ხალხისა და პარტნიორების წინაშე! განიხილეთ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ, დაარქვით ოკუპანტს თავისი სახელი! დაუყოვნებლივ შეასრულეთ 12 რეკომენდაცია, რეალურად და არა ფიქტიურად - დაიწყეთ მართლმსაჯულების სისტემით! ჩვენ, ვაგრძელებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ სპექტრთან ჩვენი კანონპროექტის მხარდასაჭერად. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
-
საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ცნობად არის მიღებული ინიციატორების მიმართვა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით და ე.წ. ამერიკული ფარას თარგმანი გაწვეულია. „განსახილველ საკითხებში დაემატა კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით. საორგანიზაციო საკითხებში ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ე.წ. ამერიკულ ფარას თარგმანს და ის გაწვეულია. ცნობად ვიღებთ ასევე ინიციატორების მომართვას, რომ ეს პირველი კანონპროექტიც გაწვეულ იქნას და მესამე პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახული არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის გარეშე, პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში იქნას შეტანილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც ცნობილია, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი, ე.წ ამერიკული ფარას თარგმანი პარლამენტში, პლენარული სხდომის კენჭისყრაზე არ დამდგარა. ავტორი - ეკატერინე კოპალიანი
-
პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკითხი დააყენეს, 40 წამს გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროზე თქვა, რომ ავტორებისგან ცნობად მიიღეს მიმართვა ე.წ. ამერიკული კანონის თარგმანის და, ასევე პირველი ვერსიის უკან გაწვევაზე. ამის შემდეგ დეპუტატები პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით გაიტანენ და კენჭს უყრიან. "ქართული ოცნების" განცხადებით, უმრავლესობა მას ჩააგდებს. საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. 10 მარტს პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება". საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული. radio tavisupleba
-
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ: „ჩვენ ვართ ევროპა!", "საქართველო". ამასთან, ისმის ტაში. სიტყვით გამომსვლელმა, პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადეს. ამასთან, კვლავ ისმის, შეძახილი: "არა რუსულ კანონს". IPN
-
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისი მეორე მოსმენით ჩაგდება, ხოლო მეორე - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა. ამასთან, პარლამენტმა ორივე დოკუმენტი უკვე გამოითხოვა ვენეციის კომისიიდანაც. 7-8 მარტს გამართულ აქციებზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა ათობით ადამიანი. სამართალდამცველებმა კი 133 პირი დააკავეს, რომელთაგან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გუშინ გათავისუფლდა. შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. ipn