-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, მან საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა. როგორც გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში აღნიშნა, დემოკრატიის გზაზე საქართველოს დაბრუნებისთვის ეს ერთადერთი გზაა. „დღეს შევხვდი საქართველოში ნიდერლანდების ელჩს და ვთხოვე ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, ევროინტეგრაციაზე ხელისუფლების პოზიციის მიუხედავად. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე”, - წერს გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
-
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის მეტად შემცირების რესურსი არსებობს და „ევრო რეგულარის“ ღირებულება 2 ლარს მიუახლოვდება. როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტაბლოებზე მოცემული საწვავის ფასი არ ემთხვევა მყიდველის მიერ რეალურად გადახდილ თანხას, რადგან კომპანიები ფასდაკლებებს, როგორც ინდივიდუალურ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, ისე იყენებენ. „ბენზინის ფასები ჩვენი პროგნოზის შესაბამისად შემცირდა. კონკრეტული ფასის პროგნოზირება წარმოუდგენელია, თუმცა გარკვეული ანალიტიკის საფუძველზე, ჩვენ შეგვეძლო, გვევარაუდა, რომ ფასი დაახლოებით ამ ნიშნულამდე დაიწევდა. ძველი ფასი 3 ლარამდე იყო და ახლა 2.3-მდეა ჩამოსული. ყველა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურს თავისი მარკეტინგული პროდუქტები აქვს, შესაბამისად, ფასდაკლებები დამატებით 20 თეთრამდეა ხოლმე. რეალური ფასი, რასაც მყიდველი საწვავში იხდის, 2.10 ლართან მიახლოებულია. სამწუხაროდ, არ გვაქვს ბერკეტი, რომ ტაბლოზე არსებული ფასები რეალურ ფასს წარმოადგენდეს, რადგან ეს კომპანიების ინდივიდუალურ მარკეტინგული ინსტრუმენტია, რომლითაც ლოიალურ კლიენტს ინარჩუნებენ. ჩვენი მოლოდინით, ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს და „ევრო რეგულარის“ სამიზნე მაჩვენებელი 2 ლართან მიახლოებული უნდა იყოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ipn
-
უკრაინის საელჩო - იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოში უკრაინის საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის ბოლო დროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა. უკრაინის საელჩო კატეგორიულად უარყოფს “ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს. თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა რუსული პროპაგანდის თეზისს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობრად, რომელსაც ვუსურვებთ, რომ არ შეაჩეროს ევროპული მომავლის განვითარება”, - წერია უკრაინის საელჩოს განცხადებაში. ipn -
ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ყიფიანის კრიტიკას. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა. „ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბატონ ვიქტორ ყიფიანთან და ეს ინფორმაცია როგორც ჩანს, აქამდე შესაბამის ტელევიზიებს არ გაუაქტიურებიათ სათანადოდ. კიდევ ერთხელ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
-
თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია – საია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია. კერძოდ, საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს თავდაცვის კოდექსის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, განურჩევლად ყველა სასულიერო პირს სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება აღარ ექნება და ამას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩაანაცვლებს. თუმცასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს. „შემოთავაზებული ცვლილებების სისტემურად, საქართველოში მოქმედ სხვა საკანონმდებლო აქტებთან განხილვის შემთხვევაში, ცხადი ხდება, რომ კანონპროექტების ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, მოხდება არსებითად თანასწორი პირების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მღვდელმსახურების, უთანასწორო მოპყრობა, კერძოდ: კონსტიტუციური შეთანხმება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ ითვალისწინებს, რომ „სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან“. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ საქართველოს სხვა ორგანულ კანონებსა და საკანონმდებლო აქტებზე იერარქიულად უფრო მაღლა დგას. ამასთან, კონსტიტუციურ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით“, – აცხადებს საია. აქედან გამომდინარე საიას განცხადებით, იარარქიულად უფრო დაბლა მდგომ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ სამხედრო სამსახურის ვალდებულება (თუნდაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახით) განესაზღვროს სასულიერო პირსაც, გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე, და ისინი კვლავ გათავისუფლდებიან ალტერნატიული შრომითი სამსახურისგანაც, ვინაიდან, კონსტიტუციური შეთანხმება იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი აქტია. ამასთან, საია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კანონის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ რეგულირების სფეროა საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. „შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი იქნებოდა იმგვარი განმარტება, რომ „სამხედრო ვალდებულება“ უკავშირდება მხოლოდ გაწვევის ფაქტს, ხოლო, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ამისგან დამოუკიდებლად არსებული ვალდებულებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ცვლის არა მთლიანად სამხედრო ვალდებულებას, არამედ სამხედრო ვალდებულების მხოლოდ სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდას. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ალტერნატიული შრომითი სამსახური წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას“, – აცხადებს საია. საია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი რელიგიის სასულიერო პირებისთვის უფლებრივი პრივილეგიის მინიჭება, ადამიანის უფლებათა სამართლის პერსპექტივით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. „კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, კონსტიტუციური შეთანხმება „[…] სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, – აცხადებს საია. ამასთან, საიას განცხადებით, აღნიშნულთან კავშირში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ ხსენებული დანაწესი არ წარმოადგენს მხოლოდ კონსტიტუციური შეთანხმების მიმართ წაყენებულ მოთხოვნას. „იგი იმავდროულად მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საყოველთაო პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობაზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის განსაზღვრისას, მათ შორის თანასწორობის მოთხოვნათა დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხში. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის რელიგიური პრივილეგიების განმტკიცება და ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას. სახელმწიფო თანასწორად უნდა მოეპყრას ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან მიმართებით“, – აცხადებს. ამრიგად, საია მოვუწოდებს, როგორც კანონპროექტის ინიციატორებს, ისე, დეპუტატებს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად იმგვარად, რომ უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვა. „დისკრიმინაციის პრევენციისთვის კი სამართალშემოქმედს აქვს რამდენიმე ალტერნატივა, შესაძლებლობის ყველა არსებითად თანასწორ პირზე გავრცელებით, ასევე, მისი სრულად გაუქმებით“, – აცხადებს საია. ნეტგაზეთი -
მმართველი უმრავლესობა კლასიკური, ანტიკვარული და საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომლის ინიციატორები არიან: - პარლამენტის ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე და გია ვოლსკი, ასევე პარლამენტის წევრები - ბექა დავითულიანი და დავით კაჭარავა. კანონის პროექტის თანახმად, კლასიკური ავტომობილის წლოვანება 40 წელიწადს უნდა აღემატებოდეს, ავტომობილის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, ასევე ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება. კანონპროექტი კლასიკურ ავტომობილებზე შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, აქციზის გადასახადი 1 სმ3 -ზე 2.4 ლარის ნაცვლად, 1 სმ3-ზე 1,5 ლარის ოდენობით განისაზღვრება. „არსებული მდგომარეობით, განბაჟების გაძვირების გამო კლასიკური ავტომობილების იმპორტი ვეღარ ხდება. შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის მეშვეობით აღნიშნული ტიპის ავტომობილების იმპორტი გაიზრდება, რაც შესაბამისად გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის კუთხით, ხოლო ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნული ავტომობილების იმპორტის რაოდენობაზე“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
-
გამორიცხული არაფერია. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, თითქოს არცერთ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა მათი წარსული დეტალურად ვიცით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო - მათი ამოცანა იყო ქაოსი, არეულობა, შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ“. კახა კალაძის თქმით, აქციაზე ზოგიერთი პოლიტიკოსი ტრიბუნასთან არ მიუშვეს, რითაც ახალგაზრდებს ჰქონდათ მცდელობა, გამოყენებულები არ ყოფილიყვნენ. „გამორიცხული არაფერია. აქციაზე ბევრი ახალგაზრდა იყო, რომელიც არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ. საზოგადოებას მიაწოდებდნენ ინფორმაციას, თითქოს არცერთ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა მათი წარსული დეტალურად ვიცით. ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ. ვნახეთ, იყო შემთხვევები, როდესაც პოლიტიკოსები ტრიბუნასთან არ მიუშვეს. შესაბამისად, ახალგაზრდებსაც ჰქონდათ მცდელობა, რომ ისინი გამოყენებულები არ ყოფილიყვნენ. მე ვსაუბრობ მართლა ნეიტრალურ ახალგაზრდებზე”, - განაცხადა კახა კალაძემ. IPN
-
კახა კალაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. დედაქალაქის მერის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად. „უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა და არც ამჯერად იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა. ავტორი - ანი ქაჯაია -
FDA-მ შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება. Pfizer-ის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება. „FDA-ს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, — წერს განცხადებაში Pfizer-ი. პრეპარატზე ჩატარებულმა კლინიკური ცდების მესამე ფაზამ აჩვენა, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში ტკივილს ის სულ რაღაც 15 წუთში ამსუბუქებდა. „Zavzpret-ი სწრაფად შთანთქმადი ცხვირის სპრეია და მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტკივილის გაყუჩება ესაჭიროებათ, მაგრამ ორალურ პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ“, — ამბობს ახალი ინგლისის ნევროლოგიისა და თავის ტკივილის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორი ქეთლინ მულინი. პრეპარატის ორმაგად ბრმა ცდები 1405 ადამიანზე ჩატარდა. ნახევარს სპრეის ერთი დოზა მისცეს, ნახევარს კი პლაცებო. აღმოჩნდა, რომ ორი საათით ადრე დაწყებული შაკიკის ტკივილს სპრეი მნიშვნელოვნად ამცირებდა. Zavzpret-ი, ასევე ცნობილი, როგორც Zavegepant-ი, შაკიკის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად Pfizer-მა კომპანია Biohaven-ისგან შარშან შეიძინა 10 მილიარდ დოლარად. ამერიკის შაკიკის ფონდის მონაცემებით, შაკიკის თავის ტკივილი დაახლოებით 39 მილიონ ამერიკელს აწუხებს. მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი -
საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე 2023 წლის 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები უწყვეტ რეჟიმში აქტიურად ადევნებდნენ თვალს საქართველოს პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტების გაპროტესტების მიზნით 7-9 მარტს გამართული აქციების მიმდინარეობას. ასევე, ამ დღეებში სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომლები ახორციელებდნენ ვიზიტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამმართველოებში, განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების მოსანახულებლად. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას. აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების, უწყვეტად განხორციელებული მონიტორინგის და ამ ეტაპისათვის მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის და ვიდეოჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას თავის შეფასებებს წარმოუდგენს: 7 მარტის საღამოს ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელთან სცადა მიახლოება, რომლისკენ მიმავალი გზაც სამართალდამცავებს ჰქონდათ გადაკეტილი. აღნიშნულს მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და ადგილი ჰქონდა სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს. მალევე, მოქალაქეთა მცირე ნაწილმა პარლამენტის მეორე შესასვლელთანაც გადაინაცვლა. ორივე ლოკაციაზე ფიქსირდებოდა დაპირისპირების შემთხვევები. სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს. პარლამენტის უკანა შესასვლელთან, შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით, გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამსხვრევა, პოლიციამ შესაბამისი რეაგირებები განახორციელა, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ, ორივე შემთხვევაში, და განსაკუთრებით 8 მარტის ღამის საათებში ძალის პირველად გამოყენების შემდეგ, ვითარება რამდენჯერმე კვლავ დაიძაბა და ადგილზე შეკრებილი პირების წინააღმდეგ განმეორებით არაერთხელ მოხდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, მაშინაც, როდესაც არ იკვეთებოდა მსგავსი აუცილებლობა. სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავს ვითარებაში ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები ყოველთვის ხელს უწყობს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას, რაც სამართალდამცავებმა თავიდან უნდა აირიდონ. ამ დღეებში მედია საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდებოდა სრულიად უსაფუძვლოდ, ერთეული ადამიანების მხრიდან პოლიციის თანამშრომლებთან მშვიდობიანი მიახლოებისთანავე ხდებოდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, დამიზნებით სახის არეში ზემოქმედება. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას. ასევე, მედია საშუალებებით გავრცელდა რამდენიმე ვიდეო მასალა, რომელშიც პირდაპირ ჩანს მოქალაქეებს მიმართ უხეში ფიზიკური ძალადობის ფაქტები. შეკრებების მართვის მიზნით, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც, გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ, როდესაც, აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს. ამავდროულად, შეკრების შეწყვეტამდე და მის პარალელურადაც, სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას, შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა. 7-9 მარტს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველი და რწმუნებულები იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამმართველოებში, განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მოინახულეს 96 დაკავებული პირი. რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით ინტენსიურად მუშაობდნენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამასთან რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმებზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილითა და თანხმობით, სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით. აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში. გარდა ამისა, ამ დღეების მანძილზე მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია და სახალხო დამცველის აპარატსაც არაერთი პირი უკავშირდებოდა იმის თაობაზე, რომ ვერ პოულობენ ოჯახის წევრები თუ ადვოკატები დაკავებულ პირებს და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწვდიდა მათ განთავსების ადგილების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული არღვევს დაკავებულების დაცვის უფლებას, რადგან მათ არ ეძლეოდათ ადვოკატებთან დროულად შეხვედრისა და დაცვის სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა. სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე". სახალხო დამცველი
-
"ლაგუნა ვერესთან" "ქართუ ჯგუფის" პროექტი მერიამ დაახარვეზა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ავტორი:ანუკა ჯოხაძე თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება. ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია. პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე "კოსტავას 69"-ს ორი ცათამბჯენის აშენება სურდა, რომლიდან ერთის სიმაღლე მაქსიმუმ 65 სართულით იყო განსაზღვრული. მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გეგმარებითი დავალება ტრანსპორტისა და ურბანული სააგენტოს მხრიდან განუხილველია. საქმის წარმოება კი დახურული. BM.GE უფრო მეტი დეტალის გასარკვევად თბილისის მერიას დაუკავშირდა. მერიაში აცხადებენ, რომ ძველ პროექტს მსვლელობა აღარ მიეცემა და კომპანია ახალ განაცხადს წარადგენს. “ლაგუნა ვერეს მიმდებარე არეალის მოწესრიგების და განვითარებით მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებაზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ხშირად ხდება მერიის მხრიდან ხარვეზის დადგენა, შემსრულებლის მიერ მისი გამოსწორება და ხელახლა წარმოდგენა. მოცემულ შემთხვევაშიც კომპანია პროექტის და დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით ახალ განაცხადს წარმოადგენს და ძველს მსვლელობა აღარ მიეცემა", - ამბობენ თბილისის მერიაში. -
დღეს თუ ვინმე „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ვანო მერაბიშვილია, მათი განცხადებები „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, ამას რატომ, რა მიზნით და რა მიზეზის გამო აკეთებენ, ეს ყველაფერი გამოჩნდება. „ვანო მერაბიშვილმა დასავლეთ საქართველოში შეხვედრისას თქვა, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან დალაგებული ვართო. დღეს თუ ვინმე „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ვანო მერაბიშვილია. მათი ფრაზები, მოწოდებები და განცხადებები ვის ინტერესშიც შედის, ეს მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. ამას რატომ და რა მიზნით აკეთებენ, რა მიზეზის გამო, ეს ყველაფერი გამოჩნდება, მაგრამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მერაბიშვილი ხელისუფლებას ეხმარება“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
ოსკარის რიგით 95-ე დაჯილდოება ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა. ღონისძიების წამყვანი ჯიმი კიმელი იყო. წლევანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 7 ჯილდოს, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის, რეჟისურის და სცენარის, მფლობელი დენიელ ქუანისა და დენიელ შაინერტის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გახდა. მიშელ იეომ, ამ ფილმის ვარსკვლავმა მოიგო საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო და გახდა პირველი აზიელი მსახიობი და მალაიზიაში დაბადებული პირველი შემსრულებელი, რომელმაც ამ კატეგორიაში ოსკარი მიიღო. საუკეთესო კაცი მსახიობი გახდა ბრენდან ფრეიზერი ფილმისთვის „ვეშაპი“. ეს მისი პირველი ჯილდოა. ბრენდან ფრეიზერის წარმატებული იმიჯისთვის ჯილდო დამსახურებულად მიიღეს ადრიენ მოროტმა, ჯუდი ჩინმა და ანემარი ბრედლიმ, საუკეთესო მაკიაჟისა და თმის სტილის კატეგორიაში. საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდოს მფლობელები ჯეიმი ლი კურტისი და კი ჰუი ქუანი გახდნენ მეორეხარისხოვანი როლებისთვის ფილმში „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“. წლის საუკეთესო ანიმაცია „გილიერმო დელ ტოროს პინოქიო“ გახდა, ხოლო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში პრიზი აიღო ფილმმა „ნავალნი“. კოსტიუმების დიზაინერი რუთ ე. კარტერი გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ოსკარი მოიპოვა საუკეთესო კოსტიუმის კატეგორიაში ფილმისთვის „ვაკანდა სამუდამოდ“. დაჯილდოების ყურადღების ცენტრში მოექცა „დასავლეთის ფრონტზე ყველაფერი მშვიდია“, რომელმაც ჯილდოები მოიპოვა, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო ფილმის და საუკეთესო ოპერატურის კატეგორიებში. ადაპტირებული სცენარისთვის ჯილდო მიიღო ფილმმა „ქალები საუბრობენ“. ოსკარის 95-ე დაჯილდოების ნომინანტთა და გამარჯვებულთა სრული სია ნახეთ ბმულზე. პუბლიკა
-
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კვირას განაცხადა, რომ დადგენილია იმ უკრაინელი სამხედროს ვინაობა, რომლის სავარაუდო დახვრეტის ამსახველი კადრებიც მარტში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ ის წარმოთქვამს სიტყვებს „დიდება უკრაინას!“, რის შემდეგაც ავტომატის ჯერს ესვრიან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კაცი ჩერნიგოვის რაიონის ტერიტორიული თავდაცვის 119-ე ცალკეული ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი ალექსანდრ მაციევსკი იყო. „გმირის მონაცემების საბოლოოდ დადასტურება შესაძლებელი გახდა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, რომელიც მოიცავდა კომუნიკაციას დაღუპულის ნათესავებთან და თანამებრძოლებთან, ასევე ფოტო და ვიდეო მასალების დამუშავებას”, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. ალექსანდრ მაციევსკი სამხედრო სამსახურში მარტში გამოიძახეს. დეკემბრის ბოლოდან კიევი მას დაკარგულად მიიჩნევდა დონეცკის ოლქის სოფელ კრასნაია გორას მიმდებარე ტერიტორიიდან. უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ის 30 დეკემბერს დახვრიტეს. თებერვალში მისი ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ მაციევსკის გმირის წოდება მიანიჭა. "ჯარისკაცი. ადამიანი, რომელიც ყველა უკრაინელს ეცოდინება. ადამიანი, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდება ყველას. მისი გამბედაობისთვის, უკრაინისადმი ნდობისთვის - და მისი "დიდება უკრაინისთვის!" - ციტირებს ზელენსკის საღამოს ვიდეომიმართვის ტექსტს BBC-ის რუსული სამსახური. 6 მარტს სოციალურ ქსელში რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეო გამოჩნდა. უკრაინამ მომხდარს ომის დანაშაული უწოდა და საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვა. რუსეთს ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებია. თავდაპირველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიდეოში ტიმოფეი შადურა ჩანდა, კონსტანტინ ოსტროჟსკის სახელობის 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცი. 9 მარტს ტერიტორიული თავდაცვის სარდლობამ კი გამოაცხადა, რომ ვიდეოში 119-ე ცალკეული ბრიგადის მებრძოლი ალექსანდრ მაციევსკია radio tavisupleba
-
სად იპოვა რიცხვი 100? წყარო მაინტერესებს - კრამონი ღარიბაშვილის ბრალდებაზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმაურება 100 ევროპარლამენტარის "კორუფციულ სკანდალში" გახვევაზე. "საკმაოდ საინტერესოა, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობა სოციალისტების ჯგუფიდან არის, რაც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა. სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100? ეს ჩემთვის ახალია. მას ჩვენზე უკეთ სცოდნია. წყარო მაინტერესებს, თუ შეიძლება", - წერს კრამონი ტვიტერის გვერდზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ "ევროპარლამენტმა ჯობია, თავის თავს მიხედოს". "100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?! მე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც მოვისმინე ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციასა და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ქვებს ესროდნენ ჩვენს პოლიციას, მაშინ რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა. ეს არის ანტიდემოკრატიული. მე არ ვიცი, ვინ რას ადარებდა. მე ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა. ევროპარლამენტარები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე. ასევე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში მინისტრ რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს. radio tavisupleba -
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერქემოკლიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ: " 112 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში და დამაგრდა. მილიარდ დოლარზე მეტი “ქეში” შემოიტანეს. საქართველოსნაირი მცირე ეკონომიკისთვის ეს დიდი ფულია… პრემიერმა ღარიბაშვილმა ამას დაარქვა ეკონომიკაში რევოლუცია მოვახდინეთ სხვებს შურს ჩვენიო (ანუ: ომში არ წამსვლელი რუსების აქ უკონტროლო შემოდინებას და მათ მიერ აქ ფულის ხარჯვას დაერქვა ეკონომიკის 10%-იანი რევოლუციური აყვავება?!)… (1) ამასობაში, ბოლო სამ წელიწადში ორ ომ გამომვლილმა სომხეთმაც კი გაგვასწრო რეფორმებით, დემოკრატიულობით, გეოპოლიტიკური პრაგმატიზმით და შესაძლებლობების გამოყენებით (აზერბაიჯანზე, მოლდოვაზე და უკრაინაზე არაფერს ვამბობ…). სომხეთმაც მიიღო რუსების ძალიან დიდი ნაკადი, მათაც იხეირეს შემოტანილი ფულით, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით დასავლეთი აზერბაიჯანთან კონფლიქტის მოგვარებაში ხელმეორედ დაამაგრეს მედიატორად, პრეზიდენტი მაკრონი პირდაპირ ლობისტად გაიხარეს, ამერიკელები დააბრუნეს მათთან სტრატეგიულ თანამშრომლობაში და კონფლიქტის მოგვარებაში, EUMM-ის მისია გაიხსნეს, შარლ მიშელი მედიატორად აქციეს და “კუხო”-დან გამოწევა დე ფაქტო დონეზე დაიწყეს (აი როგორ იქცევა არა რუსებზე მიბმული პრაგმატული ხელისუფლება!). ასევე არ დაგვავიწყდეს რომ სომხებს რუსული 102 სამხედრო ბაზა უდგათ გიუმრიში, 2025 წლამდე ოფიციალურად რუსი “სამშვიდობეოები” ჰყავთ ქვეყანაში გაფორმებული და მიმდინარე კონფლიქტში არიან აზერბაიჯანთან! (2) ამასობაში ამ პლანეტაზე ერთი მოკავშირე და მეგობარი არ დაიტოვეს რუსეთის, ბელორუსის და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო რეჟიმების გარდა; (2) ამასობაში ასეთი დასუსტებული, ნდობა დაკარგული და სისტემურად არეული სახელმწიფო ინსტიტუციები ახლა რომაა ბოლო 30 წელიწადში არ ყოფილა; (3) ამასობაში საზოგადოება ასეთ ნიჰილიზმში და ქვეყნის გარეთ წასვლაზე ორიენტირებული შევარდნაძის წლებშიც კი არ ყოფილა, როდესაც არათუ სამსახურები არამედ დენი, გაზი და წყალი არ იყო! (4) ამასობაში ასეთი გადინება ძალოვანი უწყებებიდან ყველაზე გამოცდილი თანამშრომლების ახლა რომაა ბოლო 30 წელიწადში არ ყოფილა; (5) ამასობაში ჩინეთი, რომ ჩინეთია (დასავლურ ინვესტორებზე არაფერს ვამბობ) ისიც კი ერიდება საქართველოში ინვესტირებას, იმდენად რამდენადაც მსხვილი ინვესტორისთვის საჭირო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სრულად დანგრეული და ერთ კაცზეა ჩამოკიდებული… (6) ამასობაში კანდიდატის სტატუსი ისევ არ გვაქვს და იმის ნაცვლად რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებდეს მისაღებად, პირიქით მოქმედებს და მინიმალური დემოკრატიისთვის აუცილებელი მესამე სექტორის “აგენტებად” გამოცხადებით და მათი “გაგუდვით” არის დაკავებული! კიდევ შემიძლოა გავაგრძელო, მაგრამ აქ გავჩერდები… P.S. მე არ ვიცი ოცნება ჭკუას ისწავლის თუ არა, მაგრამ ეს ქვეყანა რომ ვერ და არ გარუსდება (სულ რომ მოსკოვს ათქმევინონ “აფხაზეთს და ოსეთს გიბრუნებთო) ეგ დანამდვილებით ვიცი !", - წერს კახაბერ ქემოკლიძე.
-
ევროპული კურსი არის კონსტიტუციაში. ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენ შევიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს კურსი არავითარ გადახედვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარს მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს, შესაბამისად, აქ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს. მსგავსი: ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან „რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენ უკვე ბევრი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია და ასოცირების შეთანხმება შესრულებულიყო. დარჩენილი გვაქვს ორი კანონპროექტი და ამასაც ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე. უკვე ჩამოსულია ვენეციის კომისიის დასკვნა. ავირჩიეთ სახალხო დამცველი. სხვათა შორის, ამ პუნქტის შესრულებაზე ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა, რაც მათ სულისკვეთებასა და მიზნებზე მეტყველებს. იმედი გვაქვს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების გარშემო კონსენსუსი ჩამოყალიბდება, რაც 90 ხმით მათი არჩევის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. პრაქტიკულად, ევროკომისიამ ორი თვის წინ აღიარა, რომ გასულ წელს ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ეს სტატუსი დეკემბერში მოგვენიჭოს და ამისთვის სრულდება 12 პუნქტი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება უალტერნატივოა, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია“, – განაცხადა კობახიძემ. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
საქართველოს მოქალაქეების ბოლოდროინდელი ღირსეული და მასობრივი პროტესტის შემდეგ ეტყობა ოლიგარქს ძალიან უჭირს არაკონსტიტუციური და ავტოკრატიული ხელისუფლების შენარჩუნება და ისევ მოძველებული მეთოდებით მოქმედებს..., - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე "დღეს კვლავ მერაბიშვილი გამოუძახებია, მისი კეთილი ჯინი გადასარჩენად... არადა მეგონა, რომ ამჯერად რაიმე ახალს მაინც შემოგვთავაზებდა... როგორც არაერთგზის დადასტურდა, ხალხი ბრძენია და უკვე ზეპირად იცის: ბიძინას+,,ოცნება"+ეწ ხალხის ძალა+,,ალტინფო"+მერაბიშვილი და ოლიგარქის სხვა მაშველი რგოლები=კრემლს!', - წერს ზაზა თავაძე.
-
მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო არ იყოს „მორიგი ავანტიურის მსხვერპლი“, - „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას საპროტესტო აქციების გაგრძელებასა და "ბრძოლის ბოლომდე მიყვანაზე" და ამბობს, რომ მისთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას: "განსაკუთრებით ეს მიზნები გამოიკვეთა, როდესაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში და იმ დღიდან მოყოლებული არის პირდაპირი, ირიბი, ღია თუ ფარული მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იქნას, როგორც მეორე ფრონტის ადგილი“, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ღია ეთერშიც აღარ ერიდებიან ამ მიზნის შესრულებაზე ლაპარაკს. „რატომ უნდა იყოს ქართული ხელისუფლება რომელიღაცა სხვა ქვეყნის ხელისუფლების ქვეშევრდომი და შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად? ანუ დავიწყოთ ომი და ამ ქვეყანაში ისევ დავატრიალოთ ის უბედურება, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად 2008 წელს უკვე დაგვმართა. ამიტომ არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო არ იყოს ამ მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურის და ავანტიურისტთა მსხვერპლი“, - განაცხადა ირკლი ქადაგიშვილმა. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში თქვა, რომ აპირებენ ბრძოლას, რომლის მიზანი მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლაა. ცოტა ხნის წინ კი, ვანო მერაბიშვილმა ფეისუკზე საჯარო პოსტი დაწერა, რომელშიც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ იმყოფება და ქართველი პოლიტიკოსების მოსმენას მცირე დროს უთმობს, თვალში მოხვდა "ქართული ოცნების" მცდელობა - ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქ ნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი": "მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი. ჩემ სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას. რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი", - დაწერა ვანო მერაბიშვილმა. რადიო თავისუფლება
-
ივანიშვილს ღარიბაშვილი რომ “ოცნების” დამზღვევად წარმოუდგენია, უკვე დიაგნოზია, რომ მიმდინარე პროცესებს სრულად არაადეკვატურად აფასებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს. “შენი არ იცოდე, სხვისი არ გესმოდესო”, ასეა “ოცნების” ამბავი. როგორც ჩანს ამ გაკვეთილიდანაც ვერაფერი ისწავლეს. ეს ხელისუფლების დასასრულია…", - წერს ბერდია სიჭინავა.
-
სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობისას არ მოხდება "არც ფაქტობრივი და არც დე იურე" აღიარება მეზობელი კოსოვოსი და პირობა დადო, რომ თვითონ "არ იქნება ის, ვინც ხელს მოაწერს" სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას, სადაც უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ. ამ განცხადებებმა შეასუსტა დიპლომატიური იმპულსი, რომელიც გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ, 27 თებერვალს ბრიუსელში განაცხადეს თავიანთი მზადყოფნის შესახებ, გააგრძელონ ფრანგულ-გერმანული გეგმის სახელით ცნობილი, ნორმალიზებისთვის შექმნილი საგზაო რუკის განხორციელება. "მე არ ვიქნები ის, ვინც ხელს მოაწერს კოსოვოს დამოუკიდებლობას", - განაცხადა ვუჩიჩმა 11 მარტს, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Beta-ს თანახმად, და დასძინა, რომ მას "შერცხვებოდა, გვერდი აევლო სერბეთისთვის". მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს კოსოვოს მიერ 2008 წლის ცალმხრივად გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, რომელიც მოჰყვა მწვავე ომს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ და რომელიც არ აღიარეს სერბეთმა, რუსეთმა და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ. ევროპის კავშირის წარმომადგენელი სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგის მცდელობებში, მიროსლავ ლაიჩაკი, ბელგრადში 13 მარტს უნდა ჩავიდეს. ვუჩიჩის და კურტის შეხვედრა დაგეგმილია 18 მარტისთვის ოჰრიდში, ჩრდილოეთ მაკედონიაში. სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვოს ოლქი მისი ავტონომიური ერთეულია. ბელგრადი რეგიონს ვერ აკონტროლებს. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბები არ ემორჩილებიან კოსოვოს ხელისუფლებას. რადიო თავისუფლება
-
პარტია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს - “2 გვამი მჭირდება, პრემია დიდიას” ავტორი - ივანე მერაბიშვილი, რომლის მეუღლის სუფრიდან სანდრო გირგვლიანი გაიტაცეს და წამებით მოკლეს, რომლის დაშლილი მიტინგის დროს სახურავებზე პოულობდნენ ადამიანების გვამებს, რომელსაც საკუთარი თანაპარტიელები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელდნენ, ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირე “ოპოზიციონერია”, რაზეც ჩვენი გუნდი დიდი ხანია საუბრობს! მისი თქმით, როდესაც "ქართული ოცნება" სუსტდება, "ნაციონალური მოძრაობა" საუკეთესო მაშველი რგოლი ხდება მათთვის. "ბიძინა ივანიშვილს რომ დავესესხოთ, “ვანო მერაბიშვილმა მოიხადა და კაცია”. ასეა, როდესაც “ოცნება” დასუსტებულია, მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტია და ხელისუფლება ჩაძირვას იწყებს, “ნაციონალური მოძრაობა” საუკეთესო მაშველი რგოლი ხდება “ოცნების”. მოქალაქეების მხოლოდ ამ არჩევანის წინაშე დაყენება: ან “ოცნება”, ან “ენმ”, არის ნაც-ქოცური პარადიგმა, რომელსაც გიორგი გახარია საბოლოოდ დაასრულებს!", - წერს ბერდია სიჭინავა.
-
ნათია მეზვრიშვილი - დღეს(აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს (აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პარტია "სქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, ნაცმოძრაობა ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როცა ოცნებას სჭირდებოდა. "ვხედავ, მისმა კომენტარებმა აღაშფოთა ის ხალხი, რომელიც თავს გვესხმოდა, როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობა ოცნების საქმეს აკეთებს და პირიქით - ოცნება ნაცმოძრაობით არსებობს; როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობის არჩევნების შედეგი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აწყობდა და ეს იყო წინასწარ კოორდინირებული სცენარი. ნაცმოძრაობა ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როცა ოცნებას სჭირდებოდა. ახლა ოცნებას (და პერსონალურად ივანიშვილს) ყველაზე მეტად უჭირს და ივანიშვილმა მერაბიშვილი გამოიყვანა. თუ ისევ არ გჯერათ, უბრალოდ იმედზე გადართეთ. დაუკვირდით პრაქტიკულად წაგებული ოცნების პროპაგანდას როგორ გაუჩინა საზრდო. კარგია, ახლა მაინც რომ დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი. ჩვენ გავაგრძელებთ სიმართლის თქმას. დაგვიჯერეთ ხოლმე, ვიცით რასაც ვლაპარაკობთ. იმედია ახლა მაინც არ მივცემთ მსგავს ხალხს საპროტესტო მუხტის გაფანტვის შესაძლებლობას. კარგად უნდა გავხსოვდეს, რომ ნაცმოძრაობის არჩევა დღეს ოცნების არჩევას ნიშნავს და პირიქით. მერაბიშვილი ივანიშვილის საქმეს აკეთებს და პირიქით.", - წერს მეზვრიშვილი.