-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს. მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა. 8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა. publika
-
7-8 მარტის აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა - შსს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში. 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირი იყო დაკავებული. ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარადგინონ პირი სასამართლოში. 24-საათიანი ვადის გასვლის შემდგომ, მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ უფლებამოსილება, წერილობითი დასაბუთების შემთხვევაში დაკავების ვადა გაახანგრძლივონ არაუმეტეს 24 საათით. ამის შემდეგ ისინი ვალდებულები არიან, პირი გაათავისუფლონ. აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამი არ არის, რომ გათავისუფლებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა. მოსალოდნელია, რომ სასამართლო პროცესები გაიმართება. publika -
გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ - ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს, მე ვარ თქვენი იმედით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. “ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმიერ კანონს და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არაა პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის ის, რითაც ჩვენ სწორედ მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს. მე აქ ვარ ამერიკაში და მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ. იმიტომ, რომ დღეს საჭიროა, რომ ჩვენ გავამაგროთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ ჩვენ მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს. მე ვარ თქვენ გვერდით და ვიქნები თქვენს გვერდით!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პალიტრა
-
სლოვაკეთს და პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიწოდება სურთ, - ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Facebook-ის საშუალებით სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა 9 მარტს. ნადმა მოიხმო წინა დღით პოლონელ კოლეგა, მარიუშ ბლაშჩაკთან სტოკჰოლმში შეხვედრის შინაარსი და დაადასტურა, რომ „პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, რომ ჩვენ ერთად MiG-ებს მივაწვდით უკრაინას.“ ნადს ვადები არ დაუსახელებია. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თავისი ქვეყნის პრინციპული თანხმობა გამოხატა. ნადმა ასევე თქვა, რომ მის ქვეყანას იმედი აქვს, რომ გერმანიისგან, ან ნატოს წევრი სხვა ქვეყნისგან, კომპენსაციას მიიღებს. სლოვაკეთი და პოლონეთი პირველი ქვეყნები იქნებიან, რომელიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან. გერმანია და სხვა ქვეყნები დღემდე ამის წინააღმდეგი არიან. რადიო თავისუფლება
-
საქართველოში აშშ-ის საელჩო მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. საელჩო „დაჟინებით“ მოვუწოდებს მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ამასთან აშშ-ის საელჩო მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, „გულწრფელად ერთად იმუშაონ“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის. „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია", - აღნიშნავს საელჩო განცხადებაში.
-
მივესალმები „ქართული ოცნების“ დაპირებას, გააუქმოს კრემლის მიერ შთაგონებული სახიფათო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, მაგრამ გავაგრძელებთ დაკვირვებას, ვიდრე ის რეალურად არ იქნება გაწვეული პარლამენტში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ილჰან კიუჩუკი „ტვიტერში“ წერს. ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. „სრული და მუდმივი მხარდაჭერა ქართველებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - წერს ილჰან კიუჩუკი. ipn
-
ნახეთ ხომ კობახიძის სახე და მდგომარეობა? ასე მძიმედ გამოიყურება პოლიტიკურად, ადამიანურად, მორალურად, პროფესიულად დასრულებული ადამიანი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. როგორც მან აღნიშნა, არჩევანი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ სწორ არჩევანს გამბედაობა სჭირდება. "არავის ვუსურვებ ამ დღეში ჩავარდნას. ახლა რეაბილიტაცია (ისიც მცირედი) მხოლოდ შეცდომების აღიარებით, ბოდიშით და სიმართლის თქმით არის შესაძლებელი. არჩევანი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ სწორ არჩევანს გამბედაობა სჭირდება და ამ გამბედაობას გისურვებთ ყველას ოცნებაში მსგავსი მძიმე შედეგის ასაცილებლად ქვეყნისთვისაც, თქვენთვისაც და თქვენი შვილებისთვისაც.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
-
ირაკლი კობახიძე - მმართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მმართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებენ თუ არა, რომ შესაბამისმა უწყებებმა აქციაზე დაკავებული ადამიანები გაათავისუფლონ. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი შესაბამისი უწყებების საქმეა. „უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად. რაც კანონით იქნება გათვალისწინებული, გაკეთდება ზუსტად ისე“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. IPN -
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. „ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და ამაღელვებელი სანახავი იყო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო“, - წერს ბორელი „ტვიტერზე“. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ. იპნ
-
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის და სთხოვს აღარ განიხილოს მათ მიერ გაგზავნილი კანოპროექტი. -წერს პარლამენტის თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ რუსული კანონპროექტის განხილვის თხოვნით პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას გუშინ მიმართა. გუშინდელ წერილში პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი აუცილებელია ქართული სახელმწიფოსთვის. ასევე იხილეთ შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს 08 მარტი, 2023 თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს. მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა. 8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა. პუბლიკა
-
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქართული კანონპროექტი „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოსკოვით შთაგონებული არ არის, კრემლს მასთან არავითარი კავშირი არ აქვს. "არაფერი კრემლის მიერ შთაგონებული არ ყოფილა და კრემლი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონების შემოღების პრაქტიკა წამოიწყო, პიონერი 30-იანი წლების ბოლოს გახდა ამერიკის შეერთებული შტატები", - აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი ვარიანტი ამერიკულ კანონს „ძალიან ჰგავდა“, მეორე კი - მეტ-ნაკლებად. "მეორე ვარიანტი მეტ-ნაკლებად ჰგავდა შეერთებული შტატების კანონს, შინაარსით უფრო რბილი იყო, მაგრამ არც ერთთან და არც მეორესთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს", - აღნიშნა პესკოვმა. იპნ
-
თუკი ვინმეს უნდა ახლა ფორმალიზმთან დაკავშირებით რაღაცა მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უკან გაწვევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა ფორმალურ და ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გადატანა აბსოლუტური სპეკულაციაა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ე.წ. აგენტების შესახებ ერთი კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, ამიტომ ტექნიკურად მისი უკან გაწვევა შეუძლებელია ისევე, როგორც დაჩქარებული წესით განხილვაც შეუძლებელია. „კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს რეგლამენტი ითვალისწინებს, სხვაგვარი დათქმა არ არის. განმარტებას გავაკეთებ, რომ სპეკულაციები მორჩეს, თუკი ვინმეს უნდა ახლა ფორმალიზმთან დაკავშირებით რაღაცა მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე, თუკი ამით აპირებენ რაღაც მუხტის გაზრდას. აბსოლუტური სპეკულაციაა ტექნიკურ და ფორმალურ დეტალებზე ახლა საკითხების გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნების მცდელობა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება ახლა, რომ ვერავინ წაიღებს უკან. ხალხის პროტესტზე თუა რაღაც საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების შემთხვევაში. ეს წარმოუდგენელი რამეა. მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი - წმინდა ტექნიკური და ფორმალური თვალსაზრისითაც მინდა განგიმარტოთ, რომ პირველ მოსმენამდე შესაძლებელია გაწვევა და ერთი კანონის შემთხვევაში ასე მოხდა. რადგან მეორე კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, გაწვევა არის შეუძლებელი, ასევე დაჩქარებულად განხილვა არის შეუძლებელი, იგივე რეგლამენტი თანახმად. აქედან გამომდინარე, წმინდა წყლის სპეკულაციაა, ამ ლოგიკით, შეგვიძლია ნებისმიერი გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ, ასეთ რაღაცაზე თუ წავა რომელიმე პოლიტიკური გუნდი, რომ კანონი გაიწვიოს და შემდეგ მოუნდეს ფორმალური საკითხების გამოყენება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. იპნ
-
„ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ. შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი ძალის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, როგორც ეს პროცედურულად ხდება, იმის შესახებ, რომ ის არის გამოწვეული. რაც შეეხება მეორე საკითხს, შესაძლოა, ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს გაწვევის გზებს, რომელიც პირველი მოსმენითაა განხილული, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენით ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ. ჩავარდნა იქნება ის, რაც ამ საკითხს პროცედურულად გადაწყვეტს“, - განაცხადა მდინარაძემ. იპნ
-
აქ ჯაშუში ცხოვრობს - ქუთაისში აქტივისტის სახლის ჭიშკარზე წარწერა დატოვეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტის, აკაკი საღინაძის სახლის ჭიშკარსა და ტროტუარზე 9 მარტს გაჩნდა წარწერები, რომლითაც ის "დავალების შემსრულებელ ნაც ჯაშუშად" არის მიჩნეული. წითელი საღებავით გაკეთებულ "იარლიყს" თავად აქტივისტი თავის საზოგადოებრივ აქტივობას უკავშირებს - აკაკი საღინაძე იყო 7 და 8 მარტის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქუთაისში. ამ აქციებზე მოქალაქეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით და პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. საღინაძემ არ იცის, ვინ დატოვა წარწერები მის სახლთან, თუმცა ამბობს, რომ გამოხატვის მსგავსი ფორმა მისთვის მიუღებელია. „რაც შეეხება შინაარს, ჯაშუში ისპირირებულია „უცხოური გავლენის აგენტიდან“ და ამ სიტყვების შეთანხმება "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციის კარგად ნაცნობი პრაქტიკაცაა, ეს ყველაფერი კი პოლარიზების და აგრესიის გამოწვევის საბაბია, რაც, სავარაუდოდ, ამ წარწერის პირობაცაა“, – ამბობს აქტივისტი. აკაკი საღინაძეს მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ჯერ არ მიუმართავს - ის ამას საჯაროდ აპირებს დღეს საღამოს დაგეგმილ აქციაზე. ასევე ნახეთ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა გაიწვიოს მასობრივი პროტესტის გამომწვევი კანონპროექტი თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეთა ორდღიანი მასშტაბური პროტესტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" 9 მარტის დილას თქვა, რომ "ყველანაირი დათქმებიც გარეშე" გაიწვევს სადავო კანონპროექტს პარლამენტიდან. ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსახლეობა დეზინფორმაციის მსხვერპლია და მმართველი ძალა გააგრძელებს მცდელობას, აუხსნას, რას ემსახურება სინამდვილეში ეს კანონი. ასევე ნახეთ ის უნდა „ჩავარდეს“ - რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა? "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების პოლიტიკური გაერთიანება "ხალხის ძალის" კანონპროექტი, მათი განმარტებით, მიზნად ისახავს უცხოეთიდან საქართველოში შემოსული თანხების გამჭვირვალობას, საზოგადოების დიდი ნაწილი და საქართველოს პარტნიორები კი მიიჩნევენ, რომ ამ ინიციატივის მიზანი თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის გაჩუმება და გაქრობაა. რადიო თავისუფლება -
საერთაშორისო მედია საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმაურება. BBC წერს, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 2 დღის განმავლობაში მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. “ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ემოციების ჩასაცხრობად მიიღეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას კანონპროექტის მნიშვნელობას უფრო გასაგებად განუმარტავენ. ოპოზიციურმა პარტიები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების შეჩერებას არ აპირებენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასაც ითხოვენ,“ - წერს BBC. გამოცემა Reuters კი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად ოპოზიცია ხელისუფლებას არ ენდობა და აქციების გაგრძელებას აპირებს. ამასთან, კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას სტატიას უძღვნის The Guardians. „კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში ავტორიტარულ ცვლილებას გულისხმობდა და რომელმაც შესაძლოა, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება შეაფერხოს, ათასობით ადამიანი გაერთიანდა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მიესალმება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაც,“ - წერს The Guardians. ინტერპრესნიუსი
-
მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებად?- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. „ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა ამ საზიანო ეპიზოდში მმართველი პარტია აღმოჩნდა“, - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“. ინტერპრესნიუსი
-
მივესალმები "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მათ რომ თავიდანვე მოესმინა ქართველი ხალხისა და მეგობრებისთვის, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მისი თქმით, ხალხის ხმის გაჩუმება შეუძლებელია, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამასთან, ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ფოკუსირდეს. „საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები, შეწყვიტეთ კანდიდატის სტატუსის მიღების გზისთვის საფრთხის შექმნა, შეწყვიტეთ ქვეყნის მომავლის ჩამშლელი საქმიანობა. ევროპის გული საქართველოში გააგრძელებს ცემას!“- წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“. იპნ
-
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადებას ეხმაურება. „ეს მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოდან, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, -წერს კრამონი „ტვიტერზე“. ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს“. ინტერპრესნიუსი
-
გიორგი გახარია - მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! საქართველო ევროპაა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. როგორც გახარია აღნიშნავს, ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს გამარჯვების დასაწყისია. „მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია! ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით. დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი - ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას! საქართველო ევროპაა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია - ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!“- წერს გიორგი გახარია. -
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ „მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი“. „ეს პოზიტიური ნაბიჯი უნდა იქცეს საზოგადოების კონსოლიდაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტატეგიულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებზე ფოკუსირების პლატფორმა. სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ავტორი - თამთა რუხაძე
-
“მხარდაჭერა ევროპული გზისთვის მებრძოლ ადამიანებს”- ორგანიზაციები სომხეთიდან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის მხარდაჭერის ფონზე, რომელსაც საქართველოში არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და რეგიონში დემოკრატიულ პროცესების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს. “სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლგებს, ორგანიზაციებს და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და მათი ქვეყნის კონსტიტუციით განაზღვრული ევროპული გზისთვის მებრძოლ ცალკეულ ადამიანებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სადავო კანონის მიღება მეზობელ საქართველოში, დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, უფლებებსა და ადამიანის თავისუფლებებს, და ასევე დემოკრატიულ პროცესებს მთელ რეგიონში, სადაც საქართველო, თავისი სამოქალაქო საზოგადოების სახით ერთ-ერთი მოწინავეა. ხელმომწერი ორგანიზაციები სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საზოგადოებიდან, სოლიდარობას ვუხადებთ პარტნიორ ორგანიზაციებსა და ცალკეულ ადამიანებს, ვინც დემოკრატიისთვის, ადამიანის თავისუფლებებისთვის, უფლებებისთვის და საქართველოში ხალხის არჩეული გზისთვის იბრძვის”. განცხადების სრული ტექსტის და ხელმომწერი ორგანიზაციების ნახვა შეგიძლიათ აქ. ნეტგაზეთი -
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მიესალმება მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი. „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, განაახლონ პროევროპული რეფორმები, ინკლუზიური, კონსტრუქციული გზით და 12 პრიორიტეტის შესაბამისად, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ავტორი - სალომე თორაძე
-
საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს. გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს. ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი. ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით. ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია. საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, – ნათქვამია განცხადებაში.
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მიმართავს. ზელენსკი ქართველ ხალხს მანიფესტაციებზე უკრაინის დროშით მისვლის გამო მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა იყოს და ის დარწმუნებულია, რომ ეს ასეც იქნება. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოში, მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩვენი ეროვნული ჰიმნი თბილისის ქუჩებში ისმოდა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ. არ არსებობს ისეთი უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს - დემოკრატიულ წარმატებას, ევროპაში წარმატებას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი ამას იმსახურებს. დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის, დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისი ძმებისთვის! დიდება უკრაინას!“, - აცხადებს ზელენსკი, რომლის მიმართვის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს. ipn
-
ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო, ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მოხდა, არავის სჭირდება და ის ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას. პრეზიდენტის შეფასებით, ასევე რუსულ პოლიტიკას ჰგავს ის, რომ პარლამენტთან თავისუფალი ნების გამოსახატად მისული ადამიანების პროტესტს ახშობენ. „ახლა არ არის ამ კანონის საჭიროება, ეს კანონი არსაიდან მოდის. არავის მოუთხოვია ის, არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი რეგისტრაციის საჭიროება და ამ კანონის წარმოდგენა და ამ ადამიანებისთვის „უცხოური გავლენის აგენტების“ წოდება ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას. ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას, როდესაც ადამიანების ნების თავისუფალი გამოხატულების საპასუხოდ ხდება პროტესტის ჩახშობა. ეს ადამიანები საქართველოს პარლამენტის წინ მოდიან მშვიდობიანად და მოითხოვენ ერთადერთ რამეს, რომ ეს კანონი გაწვეულ იქნას, რომელზეც მომავალ დღეებში, დიდი ალბათობით, ვენეციის კომისია იტყვის, რომ ასეთ კანონს დამოუკიდებლად არსებობის უფლება არ აქვს. ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი, შეამცირონ საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, რომელიც სულ უფრო ფართოვდება. მათ აქვთ უკანასკნელი შანსი, აჩვენონ, რომ ისინი არ არიან პრორუსული ძალა, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ის, რასაც სიტყვით გამოხატავენ, რომ არიან პროევროპელები, არის არა მხოლოდ სიტყვა, არამედ რეალურად არის ის, საითაც მიდიან. მე მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. გუშინაც მივმართე მოსახლეობას, რომ მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ipn