Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა, დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ აგრძელებს საქართველოში მოვლენების დაკვირვებას. “როგორც გუშინ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი აქტები და პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და საქართველოს დემოკრატიულ ფასეულობებს. როგორც ამ დღეებში ვთქვით, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ ცონა ხნის წინ წარდგენილი “უცხოური აგენტების” კანონპროექტით, რომელიც თუ საბოლოოდ გახდება კანონი, მოახდენს საქართველოს მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი ხმების სტიგმატიზაციას და გაჩუმებას, რომელიც მათ საზოგადოებაში უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ. პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ნათელ სურვილთან. გვჯერა, რომ ამ კანონების გაგრძელება დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს შეუქმნის მის ევროატლანტიკურ მომავალს. ეს სურვილები ქართველი ხალხის მისწრაფებების გულშია, პროექტია, რომელსაც ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების განმავლობაში მიყვებოდა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს ევროპასა და ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციას სურს - ეს ყველაფერი ნაწილია იმ დებატების კონტექსტში, რომლებიც ახლა თბილისში მძვინვარებს”, - თქვა პრაისმა.
  2. საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან“. „ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის. მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისათვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია. მშვიდობის დარღვევის მცდელობად მიგვაჩნია პოლარიზების გამღვივებელი რადიკალური განცხადებები, რომელი მხრიდანაც უნდა ვრცელდებოდეს ისინი, მით უმეტეს, სასულიერო პირთაგან. სოციალურ ქსელში ხდება იმ ცალკეულ სასულიერო პირთა ქადაგებების თუ გამოსვლების ტირაჟირება, რომელნიც პოლიტიკურ თემებს ეხებიან, იქნება ეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გადაჭარბებული „სიმპათიები“ თუ უშუალოდ სახელმწიფოს მიმართ რადიკალური კრიტიკა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ასეთი დამოკიდებულებები უცხოა ეკლესიის ოფიციალური ხედვისა და, ზოგადად, ქრისტიანული სულისკვეთებისათვის, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა და გაჟღერებულა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად განცხადებებში ევროინტეგრაციის გზის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
  3. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები. აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაშავდნენ, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოსთან წყლის ჭავლისა და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ისინი დაშავებულებს უწევენ დახმარებას. იპნ
  4. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვის საკითხებში, ტოდ დ. რობინსონი ამბობს, რომ არსებობს ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც აშშ-ს შეუძლია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში. ამის შესახებ რობინსონმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. "შეგვიძლია გამოვიყენოთ სავიზო შეზღუდვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები. რიგ შემთხვევაში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთდროულად ბინზესებსა და ინდივიდებზე ფოკუსირებისთვის, რაც მატებს ეფექტს ინსტრუმენტებსა და სანქციებს, რომელთა გამოყენება შეგვიძლია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში", - ამბობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. მან დაასახელა ბოლოდროინდელი კონკრეტული მაგალითები, როცა აშშ-მ გამოიყენა სანქციები. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ რუსეთის, უკრაინისა, მექსიკისა და სერბეთის მოქალაქეები. "დიახ, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ გლობალურად ცუდი აქტორების, ანტიდემოკრატიული აქტორების, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დამნაშავეებისა და ნებისმიერის დევნისთვის, ვინც არ უწყობს ხელს და/ან ახშობს ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებებს. ჩვენ ამ ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია აგრეთვე იმათი სანქცირებისთვის, ვინც გარკვეული თვალსაზრისით გადაკვეთს ხაზს ადამიანის უფლებებზე", - აღნიშნა მან. კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ გადადგმული ნაბიჯების გამო საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წევრის ან მოქალაქის სანქცირებას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასე უპასუხა: "ვერ გავუსწრებ რომელიმე გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული, თუმცა ვიტყვი, რომ ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელთ არის... ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობაში არავის უნდა გაუკვირდეს, რომ გაგვაჩნია ეს ინსტრუმენტები და მზად ვართ მათი გამოყენებისთვის". აქციის დაშლის კონტექსტში სანქცირებაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა როცა მან უპასუხა ჟურნალისტის კითვას, თუ უშლის აშშ-ს რამე ხელს, სანქციები დააწესოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც დგას განვითარებული მოვლენების უკან. "ჩვენ მოგვეპოვება მთელი რიგი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია პასუხი მოვთხოვოთ ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანაში, მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანთა უნივერსალური უფლებების შელახვაში", - თქვა ნედ პრაისმა. რადიო თავისუფლება
  5. ინტერვიუ რადიო თავისუფლებაზე, საუბარი ჩაწერილია 7 მარტს, პარლამენტში ე.წ. „აგენტების კანონის“ განხილვის დროს, - პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს: 10000000_908392990471805_4292497179559790725_n.mp4
  6. მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის წაყვანა, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა. „ცუდი ამბები მოდის საქართველოდან, გამორჩეული ქვეყნიდან, რომლის ხალხით, კულტურით, ისტორიითა და მემკვიდრეობით ყველა აღფრთოვანებული ვართ. ახალი კანონპროექტი და ძალადობა, რომელიც ამ კანონპროექტს მოყვა, არ არის მხოლოდ შეშფოთების საგანი, ეს სახიფათო თამაშია. საერთო საფრთხეების, ჩვენს კართან ომის წინაშე კოლექტიური დასავლეთი, ჩვენი რეგიონი რჩება ერთიანი და კონსოლიდირებული. მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის წაყვანა, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს. ასევე ყველა ჩვენგანის. ზვიად გამსახურდიამ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის ღირსეული ადგილისკენ მსოფლიო სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ყველა ფუნდამენტური უფლებასა და თავისუფლების დადასტურებითა და თანაბრად უზრუნველყოფით“, – წერს ანა ფოტიგა. ავტორი - სალომე თორაძე
  7. ევროპარლამენტის წევრები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ამით ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა უგულებელყვეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და დასავლელი პარტნიორები მიერ ერთხმად გამოხატული კრიტიკა. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ ნაბიჯის გამო, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ამბიციას, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ახალი კანონის მიხედვით, ფიზიკურ პირები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ვალდებულები იქნებიან, დარეგისტრირდნენ „უცხოურ აგენტად“ იუსტიციის სამინისტროში, თუ ისინი თავიანთი ფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. ეჭვს არ იწვევს, რომ ახალი კანონის მიზანი, გამჭვირვალობის ხელშეწყობის საფარქვეშ, არის სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიის სტიგმატიზაცია და მუშაობის შეზღუდვა, რომლებიც ისედაც მუშაობენ დაძაბულ პირობებში. ახალი კანონი, როგორც ჩანს, შთაგონებულია 2012 წელს მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ ბოროტი განზრახვის მქონე რუსული კანონით, რომელმაც რუსეთში გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული საზოგადოებრივი აზრის ჩახშობა. ეს აშკარად შეუსაბამოა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან – კერძოდ, მე-7 პრიორიტეტთან მედიის თავისუფლების შესახებ და მე-10 პრიორიტეტთან სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს, თუ მათ ნამდვილად სურთ, რომ ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ის ასევე შეიძლება, იყოს არაკონსტიტუციური, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტმა მართებულად აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას, რომელიც 2017 წლიდან კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით 2022 წლის 17 ივნისს განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად და დაიცვას ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის კონსტიტუციური უფლება. ამიტომ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს კანონპროექტი“, – ნათქვამია განცხადებაში. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  8. ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, კანონპროექტი არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს. „საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი საფუძველი მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს“, – წერს ხავიერ კოლომინა. ავტორი - სალომე თორაძე
  9. ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი აქციაზე იმყოფება, სადაც რუსულ კანონპროექტებს აპროტესტებენ. ის სამთავრობო ტელევიზიის, „იმედის“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია. სალომე ღვინიაშვილის კომენტარი აქციაზე „მთავარმა არხმა“ ჩაწერა. ის ამბობს, რომ აქციაზე ქვეყნის და საკუთარი შვილების ევროპული მომავლისთვისაა. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ისინი ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც. პუბლიკა
  10. გიორგი გახარია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ambebi.ge
  11. რუსული კანონპროექტის გამო ესტონეთში საქართველოს ელჩის არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო უწყება ავრცელებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელჩთან დიდი უკმაყოფილება გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით რუსულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მათი თქმით, ეს ამ კანონპროექტის მხარდაჭერა სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის მომავალთან დაკავშირებით. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს კანონპროექტი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების სურვილს სწრაფად ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ სივრცეში. „ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 პრიორიტეტის შესრულებას. კანონის აღსრულება გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას და გაართულებს საქართველოში ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და უკან გაიწვიოს კანონპროექტი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კანონპროექტის საბოლოო მიღებამ შესაძლოა, სერიოზულად იმოქმედოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე. ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას. 7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.
  12. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას და მის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეების სპეცრაზმის მიერ დაშლას ეხმაურება. „შეწუხებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის კადრებით. საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეგვახსენებს, რომ დემოკრატია არჩეული ლიდერების ხელითაც შესაძლოა, თანდათანობით ჩამოიშალოს“, – წერს კაია კალასი და აზიარებს შარლ მიშელის „ტვიტს“, რომელიც ამ კანონპროექტს აკრიტიკებს. მიშელი წერს, რომ შეშფოთებულია მიმდინარე მოვლენებით და მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. კანონის უზენაესობა და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულება არის ევროკავშირის იდეის მთავარი გასაღები“, – წერს შარლ მიშელი. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ისინი ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც. პუბლიკა
  13. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით კიდევ 10 პირი დააკავა. როგორც უწყება წერს, აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ სამართალდამცველების მიერ, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები. შსს-ის განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველი უფლებამოსილია განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მათი ზედაპირული დათვალიერება და შემოწმება. დადგინდა, რომ ისინი მიდიოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთები, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები საზოგადოებრივ წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენენ აქციის მონაწილეთა გადამოწმებას და დათვალიერებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
  14. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრი აპროტესტებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს მხარდაჭერას უცხადებს. „საქართველოში გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს, მათ შორის ჩვენს მეგობრებს სამეფო უბნის თეატრიდან. კანონპროექტმა შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს იზოლირება საერთაშორისო ასპარეზზე და შეფერხება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესების. ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხოდ დარჩებით!“, – ნათქვამია პოლონური თეატრის განცხადებაში.
  15. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება „უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გამო სტუდენტების პროტესტს. სამუშია აცხადებს, რომ კანონპროექტის საკითხზე უახლოეს დღეებში ფიქრობს სტუდენტებთან შეხვედრას. „თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთხოება. უახლოეს დღეებში ვფიქრობ სტუდენტებთან შეხვედრას ამ კანონის შესახებ", - წერს სამუშია. ცოტა ხნით ადრე, სამუშიამ კიდევ ერთ პოსტში დაწერა ევროპის შესახებ. „ჩვენი არჩევანი ევროპაა! საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, ქართული სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საგარეო-პოლიტიკური კურსის კანონზომიერი გაგრძელებაა. შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანულ სამყაროსთან ასოცირდებოდა. რელიგიურმა ფაქტორმა მართლაც დიდი როლი ითამაშა ევროპის, როგორც ერთიანი გეოკულტურული სივრცის ფორმირებაში. ქართველების სწრაფვა ევროპისკენ სწორედ ამით იყო განპირობებული, რადგან ჩვენ ამ სივრცეში ვეძებდით ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს. საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივა 1918-1921 წლებშიც არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტს ევროპულ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. ისტორიულად და დღევანდელ რეალობაშიც საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია! საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია! შინ ევროპისკენ!" - დაწერა სამუშიამ.
  16. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, დგანან ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. „საქართველოს მთავრობამ უღალატა საქართველოს. უღალატა მის კონსტიტუციას, მის ევროპულ მომავალს, ხალხს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით, ვინც იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის და არ სურს, იყოს „რუსული სამყაროს“ წევრი. არა რუსულ კანონს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი. ავტორი - სალომე თორაძე
  17. ტელეწამყვანმა და მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა – ინფორმაციას გამოცემა „მედიაჩეკერი“ ავრცლებს. კახა კინწურაშვილი, 10 წელზე მეტია, არხის ერთ-ერთი სახეა და „დილის შოუ“ და „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიჰყავდა. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც. პუბლიკა
  18. დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში ქალების მარში გაიმართა. ქალები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გაემართნენ. „არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს!” – ამ შეძახილებით ისინი წელს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ. ქალები ამბობენ, რომ დღეს მათი უფლებები საფრთხეშია. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქალების მარში დღეს იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც. პუბლიკა
  19. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო. ამის შესახებ ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი და უარი თქვას მის შემდგომ განხილვაზე, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და კონსტიტუციურად დადასტურებულ ევროატლანტიკურ კურსს. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც. პუბლიკა
  20. ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ ვითარებას. როგორც სახელმწიფომ, რომელიც ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განზრახვა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონზე ვეტოს დადების შესახებ, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მათ სურვილში, გააგრძელონ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობა“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ავტორი - გივი ბარამიძე
  21. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მიმართავს თბილისის მერ კახა კალაძეს და მას ურჩევს, რომ ხალხს მოუსმინოს. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა კლიჩკოს უთხრა, რომ კახა კალაძე მხარს უჭერს რუსულ კანონს, რომლის გამოც თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა. „მე არ ვარ მისი მწვრთნელი. მე ვეტყვი მას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყო ხალხთან. ძალიან მნიშვნელოვანია მოუსმინო ადამიანებს. ხალხთან ერთად ყოფნა არის ჩემი რჩევა და გამოსავლის მოძებნაა მნიშვნელოვანი. იმედია, მშვიდობიანი გამოსავალი იქნება მოძებნილი. იმ შემთხვევაში მოხდება ეს, თუ მთავრობა მოუსმენს ხალხს, რაც უმნიშვნელოვანესია“- განაცხადა კლიჩკომ, რომლის საუბრის თარგმანსაც „ფორმულა“ ავრცელებს. საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს საპარლემენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ რუსულ კანონპროექტს, რომელიც 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღეს. 7 მარტს მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.
  22. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ტვიტერზე წერს.
  23. ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტზე კრიტიკულ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მოქალაქეთა ნებასა და ადამიანის უფლებებს. “ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი ახლო მეგობრები შეშფოთებულნი არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის მიღებას”, — წერია განცხადებაში. ხელმომწერთა სიტყვებით, ხსენებული კანონპროექტი “ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ქვეყნის ევროპულ გზას, რომელიც მხარდაჭერილია მისი მოქალაქეების უმრავლესობის მიერ საუკუნეების განმავლობაში”. “ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომელიც ფლობს უორდროპების ქართული წიგნებისა და ხელნაწერების უნიკალურ კოლექციას ბოდლიანის ბიბლიოთეკაში 1909 წლიდან, ძალიან სიმბოლური ადგილია, რადგან ის ინახავს საქართველოს ევროპული მისწრაფებების კარგად დოკუმენტირებულ ისტორიას და გაერთიანებულ სამეფოსთან მის გრძელვადიან პარტნიორობას. ქართველი ხალხის ეს ისტორიული არჩევანი დაცულია საქართველოს კონსტიტუციითაც და, შესაბამისად, მას პატივი უნდა სცეს ქვეყნის ხელისუფლებამ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, ვინც ამ კანონს აპროტესტებს”, — აღნიშნავენ ხელმომწერნი. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ხსენებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. “საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ასევე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12 რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად და არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. ამიტომ, კანონის ინიციირება, რომელიც, როგორც მიზნებით, ასევე შინაარსით, აშკარად ჰგავს მის რუსულ ანალოგს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს ევროინტეგრაციის ასეთ კრიტიკულ ეტაპზე”, — აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: გიორგი გვარაძე, ქართული საზოგადოების პრეზიდენტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი; პროფესორი დენ ჰილი, თანამედროვე რუსეთისა და საბჭოთა ისტორიის ემერიტუს-პროფესორი; მეგი ქარცივაძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და ტერიტორიული კვლევების სკოლის დოქტორანტურის სტუდენტი; ლია ჩოკოშვილი, ქართული ენის მასწავლებელი ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და ტერიტორიული კვლევების სკოლაში; როი ელისონი, რუსეთისა და ევრაზიის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი; გიორგი ჭეიშვილი, მიწვეული მკვლევარი; შოთა მათითაშვილი, მიწვეული აკადემიკოსი; ლუკა შანიძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი; სალომე კიკნაძე, სამოქალაქო სამართლის ბაკალავრი; სოფო მაისაშვილი, ქართული საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი რა ხდება საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა. შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 პირი, დაშავებულია 50-მდე პოლიციელი. ცნობები აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ ჯერ დაუზუსტებელია. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს. ნეტგაზეთი
  24. საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილმა პირად ფეისბუკგვერდზე 7 მარტს, რუსული კანონის გარშემო აგორებული პროტესტის ფონზე გამოქვეყნებული ევროპის მხარდამჭერი პოსტი წაშალა. გოჩა ჯავახიშვილი წერდა: საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 პირი, დაშავებულია 50-მდე პოლიციელი. ცნობები აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ ჯერ დაუზუსტებელია. ნეტგაზეთი
  25. ქართველი სპორტსემენების ნაწილი საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს ეხმაურება. მათ შორის, ვინც აღნიშნულზე საკუთარი პოზიცია გამოცხატა არიან შოთა არველაძე, ხვიჩა კვარცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ჯაბა კანკავა გიგა ჭიკაძე და არაერთი სხვა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე ზურაბ ხიზანიშვილი: გიორგი ქვილითაია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: საბა კვირკველია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: გიორგი ლორია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: ვაკო ყაზაიშვილი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: ოთარ კიტეიშვილი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: ნიკა კვეკვესკირი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: ლუკა ლოჩოშვილი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: — „ნათელი მომავლისთვის“. ვ ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...