Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით, ერთ კვირაში გაიხსნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეტროსადგური ამჟამად ექსპლუატაციაში მიღების ბოლო ეტაპზეა. „ბოლო სტადიაზეა, ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ. დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციაში გადაიგზავნება. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ“, -განაცხადა ხმალაძემ. ცნობისთვის, მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს 2021 წლის 8 თებერვლიდან ვერ ემსახურება. მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ არ ჩერდებიან. მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თავდაპირველად, სადგურის სამი თვის განმავლობაში დაკეტვა იყო დაანონსებული, თუმცა, მოგვიანებით ეს ვადა გახანგრძლივდა. იპნ
  2. ძალიან მძიმე მოსასმენია ევროპარლამენტარების შეფასებები ,,ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, რომელიც პირდაპირ რუსული გავლენის ქვეშ მოქმედ ძალადაა მოხსენიებული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე წერს. როგორც კერესელიძე აღნიშნავს, ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ,,ოცნების“ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, მიზანმიმართულად დააზიანა ევროინტეგრაციის პროცესი. "მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროსტრუქტურებში კარგად ხედავენ ქართველი ხალხის სურვილს და საერთო მიზანს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიმართ. მძლავრმა, საზოგადოებრივმა, მშვიდობიანმა და მკაფიო პროტესტმა არ მისცა საშუალება ,,ოცნების“ მოამაგეებს საბოტაჟი მოეწყოთ ევროიტნეგრაციის პროცესისთვის. ხელისუფლებამ უკან დახევის ნაცვლად დაიწყო მიზანმიმართული მადესკრედიტებელი კამპანია და ბულინგი ახალგაზრდების მიმართ, რაც პირდაპირ მიგვანიშნების რომ ქვეყნის დამაზიანებელი ინტერესების გატარებას აქტიურად განაგრძობენ. რაც მთავარია, ხელისუფლება და ივანიშვილი მიხვდნენ, ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებელი რესურსი არ გააჩნიათ. ეს ყველაფერი თქვენი დასასრულის დასაწყისია ბატონებო!", - წერს შალვა კერესელიძე.
  3. ადვოკატი, ლევან ალაფიშვილი: “- ვენეციის კომისიის უარყოფით დასკვნაში (საერთო სასამართლიების ორგანული კანონის თაობაზე) საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ იმ საქმეზე, რომელზეც ვიცავ 5 მოქმედ მოსამართლეს. - ვენეციის კომისიას ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2023 წლის 22 თებერვალს აცნობეს რომ სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებებს არ იღებენ რადგან საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს 5 მოქმედი მოსამართლის სარჩელს და არ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე (დასკვნის მე-3 და მე-13 პუნქტები). - საქართველოს პარლამენტს აქვს უფლება ნებისმიერ დროს (!) მიიღოს ან შეცვალოს კანონი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულიც !!! - ვენეციის კომისიამ ხელისუფლების განმარტებას მკვეთრად ნეგატიურად უპასუხა: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინის აუცილებლობის არგუმენტი მოხმობილია, როგორც მიზეზი, რომ არ იქნეს მიღებული ცვლილებები, რომლებიც დააკმაყოფილებდა ვენეციას კომისიის რეკომენდაციებს (დასკვნის 54-ე პუნქტი). - კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული, ევროინტეგრაციის ხელშეწყობის ვალდებულება აკისრია საკონსტიტუციო სასამართლოსაც, რომელსაც შეუძლია საქმის დაჩქარებული განხილვა. - მიმდინარე წლის 11 თებერვალს მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 5 მოსამართლის სარჩელის საქმის მნიშვნელობისა და ოპერატიული განხილვის თაობაზე (წერილი აქ, კომენტარებშია), უშედეგოდ. - საკონსტიტუციო სასამართლო პანდემიასთან დაკავშირებულ ჩემ ერთ საქმეზე თითქმის 3 წელია არ აცხადებს გადაწყვეტილებას, ამასობაში პანდემია დასრულდა. “ოპერატიულობის” მაგალითად გამოსადეგია. - ხელისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მეცადინეობით სასამართლო რეფორმაზე უარი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფა კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ევროასოცირების ხელშეწყობის ვალდებულების დარღვევის დასტურია #წერტილი ალია
  4. პარადოქსული სიტუაციაა, როცა ხალხი პროევროპელია და ხელისუფლება მოქმედებს მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ და რუსული ინტერესებიდან გამომდინარე. პარადოქსია ის, რის გამოც ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ქართველი ხალხის გზავნილი კარგად დაინახეს. "რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ჩვენმა პარტნიორებმა კარგად დაინახეს და კიდევ ერთხელ და დარწმუნდნენ, რომ ქართველი ხალხი არის პროევროპელი და მათი არჩევანი არის მტკიცე, რაც უკავშირდება ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი სამშობლოს გაწევრიანებას. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" დამსახურებით, მათი პოლიტიკა დაკავშირებული იქნა რუსეთის ინტერესებთან და ისინი ფაქტის კონსტანტირებას ახდენენ, რომ მათი მოქმედება არის რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. მე საერთოდ არ მიხარია, რომ პირდაპირ საუბრობენ ევროპარლამენტში ამ ქვეყნის ხელისუფლების მოქმედების რუსულ ინტერესებზე. დადებითია ის, რომ ქართველი ხალხის გზავნილი დანახულია. ასეთი პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა, როცა ხალხი პროევროპელია და ხელისუფლება მოქმედებს ამ ინტერესების საწინააღმდეგოდ და რუსული ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ის უცნაურობა და პარადოქსია, რის გამოც გაიმართა დებატები ევროპარლამენტში,"- განაცხადა ბუჩუკურმა. IPN
  5. გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს. აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა. „რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისაგან თავის შეკავებისაკენ მოვუწოდეთ. მიუხედავად ამისა, გუშინ, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს. აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი. აღვნიშნავთ, რომ ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, „მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა. საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა. როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას. ვლოცულობთ მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
  6. საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს დაურიგდათ ანტიამერიკული კონსპირაციების და ანტისემიტური შინაარსის მქონე წიგნი – „ლუციფერის მხილება“. ამის შესახებ ინფრომაცია პარტია „ლელოს“ წევრებმა გაავრცელეს. პარლამენტში კი განაცხადეს, რომ პარლამენტარებს წიგნი ავტორმა გაუგზავნა. წიგნი 2022 წელსაა გამოშვებული და ამერიკის შეერთებული შტატები შედრებულია ლუციფერთან. წიგნი ასევე გაჯერებულია ანტისემიტური შინაარსით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კონსპირაციის ნაწილად არიან მოხსენიებულები და ა.შ. პარლამენტში აცხადებენ, რომ წიგნების დარიგებასთან კავშირი არ აქვს საკანონმდებლო ორგანოს აპარატს. პარლამენტში ირწმუნებიან, რომ წიგნები მისმა ავტორმა ფოსტით გაუგზავნა როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის დეპუტატებს. კანცელარიამ კი მიღებული ამანათი ადრესატებს დაურიგა. „სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს. განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება. პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე, პოლიტიკური ჯგუფების წევრები. საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, – აცხადებს პარლამენტის აპარატი. ნეტგაზეთი
  7. რუსეთმა სამხეთ ოსეთის დაფინანსების პირობების გადახედვის პროცესი დაიწყო. მოსკოვს სურს მეტი კონტროლი მიიღოს ფულის ხარჯვაზე და საკუთარი სატელიტისგან მკაცრ საგადასახადო და საკადრო პოლიტიკას მოითხოვს. რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მთავრობათაშორისმა კომისიამ სამხრეთ ოსეთის 2023-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სინვესტიციო პროგრამა მოსკოვში 10 თებერვალს დაამტკიცა. სამწლიანი პროგრამა 3,58 მილიარდი რუბლის ღირებულების 46 პროექტს ითვალისწინებს – ძირითადი ნაწილი, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, სოციალურ საცხოვრისებზე, ინვესტიციებზე სოფლის მეურნეობაზე გადანიწლდება. წელიწადში, საშუალოდ, დაიხარჯება 1.2 მილიარდი რუბლი, რაც 20%-ით ნაკლებია 2018-2022 წლების ანალოგიური პროგრამების ბიუჯეტისა. [აქამდე, წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 1,5 მილიარდ რუბლის შეადგენდა]. მოსკოვის მიერ ხარჯების შემცირება დიდწილად, დაკავშირებულია საერთაშორისო სანქციებთან და სამხედრო საჭიროებებზე გაზრდილ ხარჯებთან. თუმცა, მოსკოვის მოტივაცია უფრო სხვა რამეშია – მოსკოვი ცხინვალს უდგენს იმ ფინანსურ დახმარებას, რომელიც დადგენილ ვადებში შეუძლია აითვისოს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ. საქმე იმაშია, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ასრულებდა საინვესტიციო პროგრამებს დადგენილ ვადებში. უწყებებს ყოველი წლის ბოლოს შეუსრულებელი ნაწილის შემდეგი წლისთვის გადაეტანა უწევდათ. საერთაშორისო სანქციებმა კი, მოსკოვი იძულებული გახადა, საკუთარი ფინანსების გაცემის პირობებში კორექტივები შეიტანა – კრემლი აღარ აპირებს მოითმინოს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ინფანტილურობა და ფედერალური ფულის ქურდობა. შესაბამისად, ის ამკაცრებს დახმარების პირობებს. მოსკოვის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა, ცხინვალმა 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის შესახებ 2022 წლის 4 აგვისტოს შეთანხმება შეასრულოს. შეთანხმება კი სამ ძირითად პუნქტს მოიცავს: ორი მათგანი ითვალისწინებს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოების და საგადასახადო კანონმდებლობის ე.წ. ჰარმონიზაციას, მათ შორის გადასახადების რუსეთის სტანდარტამდე აწევას, რაც ბევრად მაღალია. ამ პირობების შესრულებამ უნდა გაზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტი. ეს კი, ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ მოსწონს ადგილობრივი ბიუროკრატიის განწყობები რუსული ფულთან დაკავშირებით – სამხრეთ ოსეთის განვითარების ნაცვლად, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ფულის მოთხოვნა. ცხადია, გადასახადების გაზრდა ფასების საგრძნობლად ზრდას და ისედაც არც ისე უზრუნველყოფილი მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუარესებას გამოიწვევს. მაგალითად, იმპორტულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადები გაიზრდება 26-ჯერ. მეორად ავტომობილებით აქ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სარგებლობს, რადგან ისინი ახალ რუსულ ავტომობილებზე ბევრად იაფი, ხარისხიანი და გამძლეა. თუკი საბაჟო გადასახადები რუსეთის ტარიფებს გაუტოლდება, უცხოური ავტომობილები მოსახლეობისთვის უბრალოდ აღარ იქნება ხელმისაწვდომი. გადასახადების გათანაბრება ასევე დაღს დაასვამს კერძო ინვესტიციებს. აქ ინვესტიციები ისედაც მცირეა, და ძირითადად ეს ოსური დიასპორის მიერ პატრიოტული მოტივებით ჩადებული ინვესტიციებია, თუმცა, არც ამ სეგმენტისთვის არის მომგებიანი სამხრეთ ოსეთში ინვესტირება. მართლაც, რა აზრი აქვს წარმოების გადატანას როკს გვირაბს მიღმა, რკინიგზიდან 200 კილომეტრში, თუკი არც იქაა საგადასახადო შეღავათები? ამავე დროს, ცხადია, ყველა ეს ზომა, რომელიც მიმართულია საინვესტიციო მომხიბლაობის გაზრდაზე, ფორმალურია. ადგილობრივი ბიუროკრატია, პრინციპში არ არის დაინტერესებული ეკონომიკის განვითარებაში, ამიტომაც მოსკოვი ვერ ხედავს მიზეზს სამხრეთ ოსეთის ოშფორული ინტერესი გაითვალისწინოს. და ბოლოს, შეთანხმების მესამე მნიშვნელოვანი პუნქტი ითვალისწინებს ჩინოვნიკებისა და საჯარო მოხელეების შენახვის ხარჯების ოპტიმიზაციას. რუსეთი თანახმაა გაზარდოს სახელმწიფო მოხელეების ბიუჯეტი და ჩრდილოეთ კავკასიას გაუთანაბროს იმ პირობით, რომ სამხრეთ ოსეთი გაბერილ შტატებს შეამცირებს და უარს იტყვის ერთი და იმავე ჩინოვნიკის სხვადასხვა პოსტზე დანიშვნაზე. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ეს ზომა “გაზრდის მოსახლეობის ცხოვრების დონეს და რესურსების რაციონალურ გამოყენებას შეუწყობს ხელს”. კადრებთან დაკავშირებული სიტუაციის უკეთ გასაგებად საჭიროა სიტუაციის გარკვეული ანალიზი. 2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სამხრეთ ოსეთში 54, 4 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ რაოდენობაში არიან მოქალაქეებიც, ვინც მუდმივად ცხოვრობს რუსეთსა და საქართველოში. ადგილობრივი ექსპერტების და თანამდებობის პირთა შეფასებებით, მოსახლეობის რეალური ციფრი 27-დან 35 ათასამდე მერყეობს. 2015 წლის აღწერითვე, შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხოვნობა [16-დან 55 წლამდე ქალები და 60-მდე კაცები] – 29 ათასია, შესაბამისად, რეალური ციფრი – დაახლოებით, 17.5 ათასი. მათგან 16-დან 21 წლამდე – 2,7 ათასია. გამოდის, დასაქმების საჭიროების მქონე, დაახლოებით, 14.8 ათასია. ახლა ეს რაოდენობა ბიუჯეტით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებს შევადაროთ. ღია წყაროების მიხედვით, 7,9 ათასი ადამიანია დასაქმებული განათლების, კულტურის და ჯანდაცვის სფეროებში; 2 ათასი სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურებში. ძალოვან სტრუქტურებში შსს – 1.2 და 0.5 უშიშროებასა და თავდაცვის სამინისტროში. სახელმწიფო დაცვის სამსახურის, გენერალურ პროკურატურისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მონაცემები ამ მხრივ, ღია წყაროებით არ იძებნება, თუმცა, სხვადასხვა მონაცემით, ეს ციფრი დაახლოებით 1 ათასია. სულ ჯამში 13 ათასი თანამდებობაა. ამას შეგვიძლია დავუმატოთ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის არმიიდან, რუსულ მე-4 სამხედრო ბაზაზე გადავიდნენ. ასევე ადგლობრივი მცხოვრებლები, რომლებიც რუსულ სახელმწიფო საზღვრის სამსახურში მუშაობენ. აქ არ არიან ნაგულისხმევი ისინი, ვინც მუშაობს ელექტრო-გაზმომარაგების და კავშირგაბმულობის კომპანიებში და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსახლეობის ნაწილი ბიუჯეტიდან ხელფასის გარეშე ცხოვრობს და მუშაობს, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის სფეროებში მუშაობს, გამოდის, სამხრეთ ოსეთში სამუშაო ძალების დეფიციტი უნდა იყოს. გაბერილ საბიუჯეტო შტატებს მოსკოვი თავიდან თანხმდებოდა. თავიდანვე ცხადი იყო ისიც, რომ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა და მისი გეოგრაფიული იზოლაცია მოსახლეობის დასაქმების საშუალებას არ იძლევა. არსებითად, ეს იყო სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, რომლის წყალობით მოსკოვი მხარს უჭერდა ამ ტერიტორიაზე ადამიანების “შენახვას”. პარალელურად მოსკოვი საშეღავათო კრედიტებს აძლევდა ბიზნესს განვითარებისთვის იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯზე მყოფების ნაწილი უფრო მომგებიან სექტორში გადავიდოდა. თუმცა, ადგილობრივმა ბიუროკრატიამ პროექტში საკუთარი კორექტივები შეიტანა. ჩინოვნიკებმა ბიუჯეტის დიდი ნაწილი თავად გადაინაწილეს. 2022 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის აუდიტებმა სამხრეთ ოსეთში გამოავლინეს ორ ათასზე მეტი პირი, რომელიც ერთდროულად შვიდ თანამდებობაზე მუშაობდა. თანამდებობებზე მათი ოჯახების წევრები ინიშნებოდნენ – მოზარდებისა და მოხუცების ჩათვლით, იმ დროს როცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უმუშევარია. შედეგად ერთნი მოსკოვში, ვლადიკავკაზში, თბილისში ან ბათუმში ყიდულობენ ბინებს, მეორენი ლუკმა პურის ფულსაც ვერ შოულობენ. “საკადრო პოლიტიკის” ერთ-ერთი შედეგია კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტიც. ჩინოვნიკების პროფესიული დონე უკიდურესად დაბალია. სამინისტროებმა და უწყებებმა ჯერ კიდევ ვერ წარადგინეს 2019 წლის ფინანსური ანგარიშები. ფინანსურ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირებს უბრალოდ არ შეუძლიათ წლიური ანგარიშის წარდგენა ფინანსთა სამინისტროსთვის ან განმარტება აუდიტისთვის, თუ რაში დახარჯეს ფული. ეს არის ჩინოვნიკების მასობრივი კვების პროცესი, რომელიც არ ითვალისწინებს ანალიზს, რაში იხარჯება ფული, რა მიზნებს ემსახურებიან უწყებები. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ჩამონათვალში ყველაზე ძვირადღირებული მომსახურება 100 მილიონ რუბლს მოიცავს წელიწადში, იმ დროს, როდესაც უწყების ბიუჯეტი 1,4 მილიარდი რუბლია. რაში დაიხარჯა სხვაობა, პასუხი არავის აქვს. ამასთან, ყველა სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტის ფონზე, რუსული პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები ვერ შოულბენ სამსახურებს უკვე დაკავებულები ადგილების გამო. მეტიც, ისინი აღიქმებიან როგორც საფრთხე დამყარებული წესრიგის წინააღმდეგ. ამიტომაც, ეს სტუდენტები იძულებული არიან, სამსახურები ისევ რუსეთში ეძიონ. დღეს მოსკოვს აღარ აქვს საბაბი გაბერილი საბიჯეტო შტატები და უსაქმურები შეინახოს. ახალი შეთანხმება ადგენს ხელფასის ზღვარს და შეზღუდვებს სამსახურების შეთავსებაზე – ერთ ადამიანს მხოლოდ ერთნახევარ განაკვეთზე შეუძლია მუშაობა. ამასთან, როგორც შეთანხმებაშია ნათქვამი “ხელფასი თითოეული მუშაკისა დამოკიდებულია მის კვალიფიკაციაზე, სამუშაოს სირთულეზე, რაოდენობაზე და შრომის ხარისხზე”. შეუსრულებლობის ან არასრულად შესრულებული პირობების შემთხვევაში, მოსკოვი იტოვებს უფლებას შეამციროს დაფინანსება ან მთლიანად შეწყვიტოს. დადგენილი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი რუსეთის ხუთ სამინისტროს დაევალა. ოპტიმიზაცია, განსაკურებით, შეეხება სამედიცინო სფეროს. მაგალითდ, 2022 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, აქ 438 ექიმი ირიცხებოდა, 2025 წლის პროგრამის დასრულებისთვის კი ეს როდენობა 305-მდე უნდა შემცირდეს. საშუალო სამედიცინო პერსონალი 822-დან 524-მდე უნდა შემცირდეს, დაბალი – 425-დან 382-მდე. ოპტიმიზაცია შეეხება ასევე უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებსაც – 261-დან 192-მდე. შემცირება შეეხება სახელმწიფო და მუნიციპალურ მოხელეებს, თუმცა ციფრები გასაიდუმლოებულია. მოქმედი ხელისუფლებისთვის ამ შეთანხმების შესრულება ნიშნავს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების გავლენიანი და მეტნაკლებლად უზრუნველყოფილი ნაწილის უკმაყოფილებას ან ბუნტს. ერთ წელში საპარლამენტო არჩევნებია. პრეზიდენტ გაგლოევის გუნდს ასეთი ტვირთით გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ეს შეეხება შემდეგ წელს საპრეზდენტო არჩევნებსაც. შეთანხმების ხელმოწერიდან უკვე ნახევარი წელი გავიდა, თუმცა, ხელისუფლება კვლავ ერიდება ამის შესახებ მოსახლეობას ღიად ელაპარაკოს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვითარება ერთ მომენტში არ წარმოქმნილა პირველად მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის დროს გაახმოვნა. პრეზიდენტი ბიბილოვი კი, ვალდებული იყო ხელი მოეწერა საგზაო რუკაზე, რომელიც 2022 წლამდე, ეტაპობრივად სამხრეთ ოსეთის რუსეთის საბაჟო წესებისა და ტარიფებზე უნდა გადასვლას გულისხმობდა. მის დროს ასევე ზეპირი შეთანხმება შედგა საბიუჯეტო თანამშრომლების შემცირებაზე, თუმცა მაშინ აღებული ვალდებულებებიდან ბიბილოვს არაფერი შეუსრულებია. ის კარგად ხვდებოდა, რომ ამ ვალდებულებების შესრულება მისი პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. შესაძლოა, გაგლოევსაც გაეყვანა დრო, რომ არა ომი უკრაინაში და საერთაშორისო სანქციები. მძიმე პირობებში აღმოჩენილმა მოსკოვმა უბრალოდ შეწყვიტა დათმობები. ნეტგაზეთი
  8. ვენეციის კომისია დელოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედურ მოსაზრებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას. კომისია საკუთარ მოსაზრებაში ორ მიდგომას გამოყოფს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პერსონალური“ მიდგომისას ხდება ადამიანების სპეციფიკური კრიტერიუმებით შერჩევა და მათთვის „ოლიგარქების“ დარქმევა. ამგვარი კრიტერიუმები კი, დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა იყოს მედიის მფლობელობა, სიმდიდრე და ა.შ. და მიზნად ისახავს მათი გავლენის შემცირებას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი მოდელი აჩენს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს და მყარი გარანტიების გარეშე, შესაძლოა დაირღვეს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის პრინციპები. ამრიგად, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ის უპირატესობას ანიჭებს უფრო სისტემურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და ინსტიტუციების გაძლიერებას. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი მოსაზრებით პერსონალური მიდგომა ზოგადად პრობლემურია, არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ელემენტი და მიდგომა არალეგალურია. საკუთარ მოსაზრებაში ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმით შესაძლოა დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პრინციპები და აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ზედმეტად დიდ გავლენას აკისრებს მთავრობას აღნიშნულ პროცესზე. კომისიის შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ პოტენციური „ოლიგარქების“ პერსონალური მონაცემების შეგროვების შეფასებისა და დამუშავების პროცესში შესაძლოა დაირღვეს კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი ცხოვრების უფლება), ხოლო მათთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, საარჩევნო კამპანიებში და დემონსტრაციებში ჩართვის აკრძალვით- მე-10 და 11 მუხლები (გამოხატვის და შეკრების თავისუფლება). ამასთან, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული უფლებები აბსოლუტური არაა და ზოგადად, „ოლიგარქიზაციის“ მავნე ფენომენის გამო, მათი შეზღუდვა შეიძლება, თუმცა აქვე აცხადებს, რომ კრიტერიუმის ბუნდოვანება ართულებს ამგვარი შეზღუდვების გამართლებას. ყოველივე ზემოაღნიშნული მაღალი რისკიდან გამომდინარე, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ „პერსონალური მიდგომა“, რომელიც საქართველოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტშია განსაზღვრული, ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო ადამიანების სტიგმატიზებას ეწევა და ადამიანის უფლებათა დარღვევის დიდ რისკს ატარებს დასახული მიზნის შესრულების გარანტიის გარეშე. ამასთან, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების ფონზე, კიდევ უფრო დიდია რისკი, რომ მიღების შემთხვევაში აღნიშნული კანონპროექტის გამოყენება ოპოზიციის წინააღმდეგ მოხდება. ვენეციის კომისია ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე რიგ რეკომენდაციებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ საჭიროა ძირითადი პროცედურების გადახედვა და გამოკვეთა. მათ შორის კომისია საჭიროდ მიიჩნევს დავიწროვდეს და განიმარტოს ტერმინები- „ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში“, „აქვს მნიშვნელოვანი ზეგავლენა მასმედიაზე“. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ საჭიროა განიმარტოს პროცედურები, თუ რა ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და რომელი უწყებების მიერ. გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ უნდა შემუშავდეს ეფექტური ზომები პროცედურის ინკლუზიურობის თვალსაზრისით. აგრეთვე, კომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს გარკვეული შეზღუდვების პროპორციულობა იმ პირთა მიმართ, ვინც შესაძლოა ოლიგარქებად გამოცხადდნენ და დაინერგოს სისტემური ზომები ოლიგარქიის გავლენის შესამცირებლად, როგორიც შეიძლება იყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ნეტგაზეთი
  9. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების სატელეფონო ხარჯებისთვის ორ წელიწადში 42 698,87 ლარი, კერძოდ, 2021 წელს - 20 723.34, 2022 წელს კი 21 975.53 ლარი დაიხარჯა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სატელეფონო მომსახურებით 52-მა დეპუტატმა ისარგებლა, 2022 წელს კი სატელეფონო საუბრები 62 დეპუტატს დაუფინანსდა. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს 52 დეპუტატიდან, მხოლოდ ორი დეპუტატი პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ანა ბუჩუკური და გიორგი ხოჯევანიშვილი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, 2022 წელს კი 62 დეპუტატიდან კი ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ: დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ანა ბუჩუკური და გიორგი ხოჯევანიშვილი. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს სატელეფონო ხარჯებისთვის ყველაზე მეტი მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დახარჯა, ხოლო 2022 წელს ყველაზე მეტი სატელეფონო საუბარი ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დაუფინანსდა. რაც შეეხება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სატელეფონო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს, 2021 წელს 58 142,75 ლარი დაიხარჯა, 2022 წელს კი 63 480.52 ლარი.
  10. საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, 164 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 347 მსურველის განაცხადი. „მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული ხელმძღვანელი პირებიდან და წევრებიდან: 878 პირი არჩეულია 12 ხმით; 336 - 14 ხმით; 72 – 13 ხმით; 10 – 11 ხმით; 8 - 10 ხმით; ხოლო 8 - 9 ხმით; საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას, იხელმძღვანელეს საარჩევნო რეფორმის შედეგად დაწესებული ახალი რეგულაციებით. მათ შორის, კანდიდატთა მიმართ დაწესებული იმ შეზღუდვებით, რომელიც გამორიცხავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ისეთი პირის არჩევას, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი. გარდა კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა საოლქო საარჩევნო კომისიებმა ასევე გაითვალისწინეს ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. მათ შორის, კონკურსანტთა პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიუკერძოებელი საქმიანობა, ასევე ჩართულობა საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში. არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 8 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია -1 111 პირს, რაც საერთო რაოდენობის 84.67%-ია. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული წევრებიდან 595 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 7 – „საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 1 - „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  11. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას. 14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია "პირველის" ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს. 13 მარტს სამი პარტიის - „დროას", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩი-მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებმა გამართეს ბრიფინგი. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცავი უწყებები გამოკითხვაზე იბარებენ 7-9 მარტს „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს. ასევე ნახეთ ელენე ხოშტარიას განცხადებით, შსს და სუსი მშვიდობიან დემონსტრანტებს გამოკითხვაზე იბარებენ „ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ და სუსმა დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება გამოკითხვაზე. პირველი, რაც უნდა ვუთხრა ხელისუფლებას: კატეგორიულად გაფრთხილებთ, რომ არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების დაბარება შსს-ში და დევნაზე ფიქრიც კი, რომლებმაც ამ დღეებში დაიცვეს ევროპული მომავალი. მეორე, დამნაშავეები ძალადობაში ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან ის მოძალადე პოლიციელები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს", - განაცხადა პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. მოქალაქეებს ოპოზიციური პარტიებიც ჰპირდებიან დახმარებას. 12 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს და აცხადებენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. 2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მათ მიმართეს პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი სთხოვეს, უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. 7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონპროექტი. კანონპროექტი უმრავლესობის ნაწილმა - "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა, თუმცა მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია "ქართული ოცნება". ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას, აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო. ამ პროცესს მოჰყვა რამდენიმედღიანი მასშტაბური აქცია თბილისსა და დანარჩენ საქართველოშიც, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ კანონპროექტი "ჩააგდო". რადიო თავისუფლება
  12. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართული მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი სენსაციური გამარჯვებით დააგვირგვინა - ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის და ოლიმპიური თამაშების მოქმედ ჩემპიონს, სერბეთის ნაკრებს აჯობეს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 11:11 დასრულდა. პენალტები კი ქართველებმა უკეთ შეასრულეს - 12:11. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა შუშიაშვილი დასახელდა. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. სერბეთის გარდა, დაამარცხა ავსტრალია (13:12), წააგო ესპანეთთან, საბერძნეთთან და მონტენეგროსთან და პირველ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. რადიო თავისუფლება
  13. 15 მარტის დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინის მედიის ცნობით, ამის მიზეზია ბელარუსიდან აფრენილი რუსული ავიაგამანადგურებელი МиГ-31К, რომელსაც შესაძლოა Кинжал-ის რაკეტები მიჰქონდეს. საჰაერო განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 09:44 საათზე გაისმა პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში და რამდენიმე წუთში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. სირენების ხმა მოსალოდნელი საავიაციო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს მოქალაქეებს და მოუწოდებს თავშესაფარში ჩასვლისკენ. რადიო თავისუფლება
  14. ბრიტანულმა და გერმანულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა გადაიტაცეს რუსული თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცის სიახლოვეს, იუწყებიან BBC-ს კორესპონდენტები. დასავლეთის ავიაციის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების თვითმფრინავების გადატაცება ხშირად ხდება, თუმცა ეს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების პირველი ერთობლივი ოპერაციაა. ორმა გამანადგურებელმა გადაიტაცა ავიატანკერი Ил-78 (ნატოს კვალიფიკაციით Midas), რომელიც სანქტ-პეტერბურგსა და კალინინგრადს შორის დაფრინავდა. იუწყებიან, რომ რუსული თვითმფრინავი ესტონეთის ავიადისპეტჩერებთან კავშირზე არ გამოდიოდა. Ил-78-ის გადატაცების შემდეგ, Typhoon-ები Ан-148-ის გადატაცებაზე გადაერთნენ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, დაფრინავდა ესტონეთის საჰაერო სივრცის სიახლოვეს. ბრიტანული და გერმანული გამანადგურებლები ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცეში გეგმურ სამორიგეო ფრენას ასრულებენ. რადიო თავისუფლება
  15. „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ შეფასებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა საგანგაშოა. აქვე ნათქვამია, რომ ამ ფონზე, ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული კრემლისტური ჯგუფების ანტილიბერალური და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო ძლიერდება. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლება სამოქალაქო სექტორსა და თავისუფალ მედიას აგენტებად აცხადებს, აკნინებს მათ როლს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ საქმიანობაში ადანაშაულებს. აქვე ვკითხულობთ, რომ ეს განცხადებები ასევე თანხვედრაშია კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებთან და რუსეთში წლების განმავლობაში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დევნასთან, რაც საბოლოოდ მათი გაქრობით დასრულდა. განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. publika
  16. ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორი ახალი პროგრამა შემუშავდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩანაცვლება ვერ მოხდება. შესაბამისად, თბილისის მერიამ და საკრებულომ ერთობლივად შეიმუშავეს ახალი პროგრამები. კალაძე ამბობს, რომ პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. რაც შეეხება მეორე პროგრამას, კახა კალაძის თქმით, ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით, თბილისის მერიამ უზრუნველყოს. მისივე განცხადებით, აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდება. publika
  17. ჰოლანდიელმა ევროპარლამენტარმა, თიის როიტენმა ევროპარლამენტში დებატებისას, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პირდაპირ იმეორებს რუსეთის პროპაგანდას. თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე. მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა. 8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა. მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. 10 მარტს 12 საათზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მეორე კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ იყო მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს. პუბლიკა
  18. ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, თუმცა ამ პოზიციას ხალხი არ მიიღებს.
  19. ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნიშნავს პოლიტიკურ ძვრას და საქართველოს მოსახლეობა ამას ძალიან კარგად აღიქმამს. „უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნიშნავს პოლიტიკურ ძვრას, ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში. საქართველოს მოსახლეობა ამას ძალიან კარგად აღიქმამს, ეს არის გადამწყვეტი მომენტი ყველასთვის და ამიტომ, მე მინდა ქედი მოვიხარო ქართველების სიმამაცისთვის, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსულ კანონს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის გამოკეტვა ციხეში, როგორც პუტინის მძველისა, ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს. იმედია, საქართველოს მთავრობა ამას აცნობიერებს და ვფიქრობთ, რომ ქართველი ხალხის პროტესტი [7-9 მარტს] იყო ამის კარგი გამოხატულება” პუბლიკა
  20. ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები ქუჩაში გავიდნენ, რათა დემოკრატიისადმი და ევროპული ღირებულებებისადმი მათი ერთგულება გაეხსენებინათ. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ვარჰეის თქმით, ორივე კანონპროექტის გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია და ქართველებს მომავალი აქვთ ევროკავშირში. ამასთან, ევროკომისარი აცხადებს, რომ ახლა 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო. “წინა კვირის განმავლობაში ათასობით ქართველმა ისარგებლა უფლებით მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის დამტკიცება. ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები ქუჩაში გავიდნენ, ეჭირათ ევროკავშირის დროშები, რათა დემოკრატიისადმი, ევროპული ღირებულებებისადმი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზისადმი მათი ერთგულება გაეხსენებინათ. ამ დემონსტრაციის შემდეგ მმართველმა პარტიამ წინა ხუთშაბათს თავი გადაწყვეტილება დააანონსა, გაეწვია ეს კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ შემდეგ დღეს იქნა ჩაგდებული. ორივე კანონპროექტის გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია. ქართველების მომავალი ევროკავშირშია. წინა ივნისს მიცემულმა ევროპულმა პერსპექტივამ ევროპული გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში უფრო ახლო ურთიერთობების კურსი ჩამოაყალიბა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გრძელვადიან თანამშრომლობას ეყრდნობა. საქართველოს მიმართ სტანდარტების მხრივ ევროპული მხარე მაღალ თამასას აყენებს და საქართველომ ღირებულებები უნდა დააკმაყოფილოს. ეს გულდასმით მუშაობას და რეფორმების იმპლემენტაციას საჭიროებს, ასევე ევროკავშირის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში. ქართველმა ხალხმა, მისმა დიდმა უმრავლესობამ, მათი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატეს. მთავრობამ მსგავსი მესინჯები გაავრცელა, ახლა კი ადგილზე ქმედებების დრო არის. რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვაღიარებთ, ახლა ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებულ 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო - სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილება საკვანძო პრიორიტეტებია”, - თქვა ვარჰეიმ. იპნ
  21. ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა - უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა. როგორც კალიურადმა აღნიშნა, ევროპას არ აქვს სურვილი, საქართველო ომში ჩაითრიოს. „მე, როგორც სამხრეთკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს ორი „მესიჯი“ მაქვს - საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიო იყო თავისი ევროპული მისწრაფებების გამოხატვაში და ამას მხარს დავუჭერთ. არ გვაქვს სურვილი, ომში ჩაგითრიოთ. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის ომი და ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა - უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ. ეს ფანჯარა მუდმივად არ იქნება, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი მოსახლეობა თქვენგან მოელის“,- განაცხადა მარინა კალიურანდმა, რომლის თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის.
  22. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე: “გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით. #გურულიდღიურებისფონდი” ალია
  23. საჯარო განცხადებების ფონზე საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება. ამის შესახებ საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში წერია. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს. პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მაგალითად მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ანტი-მონოპოლიას, პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებს, გადასახადებს, კორუფციისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სფეროებს. მეორეა “პერსონალური” მიდგომა, რომელიც მიზანში იღებს ხალხს, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად (სიმდიდრე, მედიის ფლობა) შესაძლოა “ოლიგარქებად” კვალიფიცირდნენ. ასეთი მიდგომა ამ ხალხის მიერ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე გავლენის შესაძლებლობას ზღუდავს. ვენეციის კომისიის თანახმად, “პერსონალურ” მიდგომას უფრო სადამსჯელო ხასიათი აქვს და ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს იწვევს, თუ სათანადო დონის სასამართლო პროცესის გარანტიები არ არის არსებობს. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს, მაშინ როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანონპროექტი “პერსონალურ” მიდგომას ეყრდნობა. “ვენეციის კომისია სისტემურ მიდგომას ფურო ემხრობა, რომელიც კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავს, და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საშუალებას იძლევა”, - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში. ვენეციის კომისია კატეგორიულად არ უარყოფს “პერსონალური” მიდგომის ყველა ელემენტს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა მყარ პროცედურულ გარანტიებს საჭიროებს, რათა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევების პრევენცია მოხდეს. “ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა და მაღალი რისკების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ [საქართველოს] კანონპროექტში მიღებული “პერსონალური მიდგომა”, რომელიც გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს პირებს და მათ სტიგმატიზაციას ახდენს, დიდ რისკს მოიცავს, რომ დასახული მიზნების მიღწევის ნაცვლად მოხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება”, - წერია დასკვნაში. იპნ
  24. პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება და დაწვა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას ეხმაურება. ასევე, ლევან იოსელიანის თქმით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. „მინდა გამოვეხმაურო დღეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული. რა თქმა უნდა, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს”, - წერს ლევან იოსელიანი. იპნ
  25. “არ იყო ლამაზი სურათი, მაგრამ ეს იზოლირებული ინციდენტია”, — ასე შეაფასა თბილისში ევროკავშირის რეგიონულ ამბასადორიალზე ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორმა მიხაილ ზიბერტმა ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის, “ალტ-ინფოს” მიერ პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა. “მე პირადად მინახავს ბევრი ვიდეო ბოლო კვირის და 10 დღის განმავლობაში, სადაც ევროპის დროშა ფრიალებს ძალიან გაბედულ მომენტებში. ვნახე, როგორ ფრიალებს ევროკავშირის დროშა წყლის ჭავლის წინააღმდეგ — ეს არის სურათი, რომელიც ჩემს გონებაში რჩება”, — განაცხადა ზიბერტმა. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...