Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე. „ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
  2. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ენათმეცნიერი მზექალა შანიძე და ფეხბურთელი შოთა არველაძე “ამჩატდნენ”. ასე გამოეხმაურა ყაველაშვილი შანიძისა და არველაძის მიერ რუსული კანონპროექტის კრიტიკას. საუბარია კანონპროექტზე, რომლის ერთ-ერთი ავტორი ყაველაშვილიცაა. ყაველაშვილს ჟურნალისტებმა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით შოთა არველაძის, საფეხბურთო კლუბების — “დინამოსა” და “გაგრას” — განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს. “აქ დაასახალეს კლუბები, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწეც ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა”, — განაცხადა ყაველაშვილმა. კითხვაზე, შოთა არველაძე, “გაგრა”, “დინამო”, მზექალა შანიძე “ამჩატდა” თუ არა, ყაველაშვილი პასუხობს: “არ სჭირდება დაკონკრეტება. კიდევ ბევრი ამჩატდა. კი, კი, ამჩატდა სამწუხაროდ”, —განაცხადა ყაველაშვილმა. ყაველაშვილის თქმით, ეს ხალხი ცრუ ინფორმაციის გავლენის ქვეშ არიან. “ეს არის ხელმოცარული პოლიტიკოსების და მასთან მიტმასნილი NGO სექტორის გაფართხალება. ეძებენ მიზეზებს, რომ ვნებათაღელვა გამოიწვიონ საზოგადოებაში და როგორმე მიიტანონ ეს ნეგატივი ჩვენთვის ძვირფას საზოგადოების წევრებამდე. თითქოს კურსი შეცვალა ხელისუფლებამ, რუსულ კანონს იღებს და ევროპაზე უარს გვათქმევინებენ… მსგავსი შეფასებებით. როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგოს ან მზექალა შანიძემ, ან არ ვიცი იმ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა და აზრი ვერ გამოიტანონ, რა არის მასში რუსული. ჩემთვის საეჭვო ხდება, რომ ეს ადამიანები “ფეიკის” სივრცეში არიან და გავლენის ქვეშ არიან”, — განაცხადა ყაველაშვილმა. უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს. მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ. კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
  3. სოფელ ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელი ლია ჩლაჩიძე, რომელსაც 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად სახლი დაეწვა, “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონის ანალოგს აკრიტიკებს. ჩლაჩიძე “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს, რომ 2008 წლის ომით დაზარალებულები სწორედ უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააბინავეს. “ომის შემდეგ გაპარტახებულ და გადამწვარ ერგნეთზე იმდროინდელმა ხელისუფლებამ ხელები დაიბანა ,ღია ცის ქვეშ დაგვტოვა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად. საცხოვრებელი თავშესაფრებიც მათ აგვიშენეს და შემდგომში ჩვენი დამწვარი სახლების რეაბილიტაცია მათ ითავეს. ხელისუფლება საერთოდ არ გამოჩენილა, პირიქით, კარგად მოითბეს ხელი… არც კი მახსოვს, ვინ იყო იმ დროს ჩვენი ხმა პარლამენტში…” — წერს ის. ომის მუზეუმი ლია ჩლაჩიძის სახლის სარდაფში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტზე საუბრისას ჩლაჩიძე დასძენს, რომ სიჩუმე ახლა თანამონაწილეობას ნიშნავს: “რუსებმა დაგვხოცეს,გადაგვწვეს,გაგვაპარტახეს და ისევ რუსეთი? ნათესავი რუსი მყავდა ამ ზაფხულს სტუმრად და მუზეუმში ვერ ჩავიყვანე,არ მაინტერესებსო…. ჩვენ უნდა ვიყოთ ახლა გავლენის აგენტები? შეცდომაა,ამ საკითხს ისე შეხედო,რომ თითქოს შორს,სადღაც ხდება და შენ არ გეხება… გაჩუმება ახლა თანამონაწილეობას ნიშნავს… მე მახსოვს, როგორი უკმაყოფილების ტალღა იყო ცხინვალში 2014 წელს, როდესაც არასამთავრობო სექტორს შეუზღუდეს საქმიანობა და რუსული კანონით აგენტის იარლიყები მიაწებეს…” ლია ჩლაჩიძე პოსტს ომის დროს დამწვარი სახლის ფოტოებს ურთავს და ასე ასრულებს ტექსტს: “ასე გამოიყურებოდა ჩემი სახლი ომის შემდეგ… რომ არა დანიის ლტოლვილთა ორგანიზაცია, დღემდე არ მეღირსებოდა ადამიანური ცხოვრება. აგერ, წინ გვაქვს ზარდიანთკარის მაგალითი…” ლია ჩლაჩიძის სახლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. ფოტო: Facebook/Lia Chlachidze 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, 9 აგვისტოს, ერგნეთის მკვიდრი ლია ჩლაჩიძე იძულებული გახდა, სოფელი დაეტოვებინა. 10 დღის შემდეგ უკან დაბრუნებულს თავის ეზოში, სახლის ადგილას, ჩაფერფლილი კედლებიღა დახვდა. დროთა განმავლობაში ლია ჩლაჩიძემ სახლ-კარი ნელ-ნელა ააშენა, სარდაფში კი აგვისტოს ომის მუზეუმი გაიხსნა. “ესაა ის ადგილი, სადაც ადამიანმა უნდა ნახოს, რომ ომი არის უბედურება და მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ესაა მთელი ჩვენი სათქმელი”, – ამბობდა ლია ჩლაჩიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას 2018 წელს. აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამაც ისაუბრა 6 მარტს, პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას. “რა პასუხს აძლევთ, მაგალითად, ქალბატონ ლია ჩლაჩიძეს, რომელიც ერგნეთში ცხოვრობს, ზედ გამყოფ ხაზთან. მან თავისი დანგრეული სახლი სწორედ დასავლური გრანტებით გაარემონტა. იქ აქვს ოკუპაციის მუზეუმი. თხოვნა მექნება, რომ მიხვიდეთ და ნახოთ ეს მუზეუმი”, — უთხრა მან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, გურამ მაჭარაშვილს. რა ხდება უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს. ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”. მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ. კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია. ნეტგაზეთი
  4. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, გაზაფხულზე ომის პროპაგანდის გაძლიერება იგეგმება, რასაც გაორმაგებული ფინანსები სჭირდება. მდინარაძე ამბობს, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებას სინამდვილეში გამჭვირვალობის ვალდებულების გამო ეწინააღმდეგებიან და არა „აგენტის“ იარლიყის შიშით. მდინარაძე დასავლეთის დაფინანსებაზე კრიტიკოსების აქცენტს პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს, ამბობს რა, რომ ექსტრემისტული მოძრაობები ყველა მხრიდან ფინანსდება, საფრთხეები ყველა მხრიდან არსებობს და „ათჯერ მეტი ჩრდილოეთიდან“. თუმცა სახელისუფლებო რიტორიკა და კამპანია სწორედ დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორს მიემართება. ამასთან, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ჰკითხა, საიდან ფინანსდება ეს არხი, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ სარეკლამო ბაზრიდან. „სარეკლამო ბაზარი საქართველოში არის 60- 70 მილიონი ლარი და მარტო თქვენს ტელევიზიას სჭირდება დაახლოებით მაგდენი. 5% გაქვთ სარეკლამო ბაზრის წილი. შესწავლილი მაქვს ეს თემა. პრაქტიკულად რამდენიმე ერთეული მილიონი შემოგდით სარეკლამო ბაზრიდან, რაც არის ძალიან ცოტა. დანარჩენი თანხები საიდან მოგდით?“ — ჰკითხა მდინარაძემ ჟურნალისტს, რომელმაც უპასუხა, რომ „მთავარ არხს“ ფინანსური პრობლემები აქვს და სამი თვეა ხელფასი არ გაუცია. მამუკა მდინარაძის განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი. „ასეთი ტყუილებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ პროტესტი არ ჰქონდეთ რუსულ კანონზე“, — აცხადებს გოგოსაშვილი და აქვეყნებს ამონარიდს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან, რომლის თანახმადაც: „კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ 7 000 ლარზე მეტი შეადგინა“. მაუწყებლების მიერ 7000 ლარზე მეტი შემოსავლის შესახებ სია შეგიძლიათ ნახოთ აქ. ნეტგაზეთი
  5. „კანონი სადაურია ვერ გეტყვით, რუსულია თუ ამერიკული. დიდი აზრი მაგას არ აქვს, რადგან არის კატასტროფა. საშინელებაა, საბჭოთა კავშირში მიბრუნება, ალბათ ეს თუ მიიღეს, ასევე გააგრძელებენ შემდეგ ნაბიჯებს, მაუზერებით სირბილს… ტროიკა და დანოსები…“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ალპინისტმა ბიძინა გუჯაბიძემ. ბიძინა გუჯაბიძის თქმით, ქვეყანას ახლა მსგავსი კანონი არაფერში სჭირდება. „მაგიჟებს, მაცოფებს, რომ არიან ადამიანები, ალბათ ჩვენს ირგვლივაც ჩემი ახლობლებიც, რომლებიც ამას შეიძლება მხარს უჭერდნენ. კატასტროფაა, დაუჯერებელია. მთელი ჩემი არსებით, სულით და ხორცით წინააღმდეგი ვარ ამ კანონის, რომელიც არაფერში გვჭირდება. თან შედეგები საშინელი ექნება. როცა ქვეყანაში შეიზღუდება თავისუფლება. როცა ასე ვთქვათ, მოგუდული და დახრჩობის წინა პერიოდში იქნება [თავისუფლება], ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება. მით უმეტეს, რომ მოდებული ვართ მთელს მსოფლიოს და უამრავი დახმარება შემოდის სხვადასხვა ქვეყნიდან… ფიზიკური პირებიდან, ფიზიკური პირებისთვის. როცა მოეხასიათებათ, როცა არ აწყობთ ჩემი, თქვენი ლაპარაკი, პოზიცია, მაშინვე ჩვენს საწინააღმდეგოდ გამზადებული ექნებათ მექანიზმი, რომ მოგვაშთონ და დაგვახრჩონ,“ – ამბობს „ნეტგაზეთთან“ ბიძინა გუჯაბიძე. „ნეტგაზეთმა“ ალპინისტს ჰკითხა, როგორ უნდა მოიქცეს ახლა საზოგადოება, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ კანონმდებლებმა რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. „პირველ რიგში უნდა გამოვჩნდეთ. ქუჩაში უნდა გამოჩნდნენ, უნდა გამოვიდნენ. მიჭირს ახლა ამის მოწოდება, საერთოდ მოწოდებები ყველაფრის მიჭირს, მაგრამ მე პირადად ამ წუთში ახლა ასე ვფიქრობ. კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მაგრამ აი, ამ კანონს მე არ დავემორჩილები. ჩამსვან ციხეში. ჯარიმას მე არ გადავიხდი, ვერ გადავიხდი თუ მომადგებიან. ახლა მე რაც ვთქვი, ამ კანონის მიღების შემდეგ, თავისუფლად შეუძლიათ ასეთი სიტყვის შემდეგ დამაკავონ. ნორმალური არის ახლა ეგ?“ – სვამს კითხვას ბიძინა გუჯაბიძე. უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. ანალოგიური კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს. მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხება. კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია. მეტიც ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს კანონი შეუთავსებელია 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის სჭირდება. დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას — FC Dinamo „მივმართავ ბლოგერებს, იუთუბერებს – დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია“ რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი „საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა“ — შოთა არველაძე ნეტგაზეთი
  6. სამთავრობო მედიის, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე პარლამენტში წარდგენილ რუსული კანონპროექტის ავტორებს აკრიტიკებს.
  7. „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც თსუ-ის რექტორს ჯაბა სამუშიას და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართავენ საჯაროდ გამოხატონ პოზიცია „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის შესახებ. სტუდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ წამოჭრილი საკითხი დადგება აკადემიური და საფაკულტეტო საბჭოების დღის წესრიგში.
  8. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მოუწოდებს, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის გარემოებები გამოიძიოს. "საშინელი ვიდეო, სადაც ჩანს უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ მან თქვა : "დიდება უკრაინას". კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ომი არის გენოციდი. აუცილებელია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარინ ხანმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ საზარელი ომის დანაშაულის შესახებ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარგლებში. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“. გუშინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯას ასახავს. ვიდეოზე ჩანს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელ ტყვეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს მაშინვე, როგორც კი წარმოთქვა: „დიდება უკრაინას!“. იპნ
  9. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და საქართველოს პარლამენტში ინიციირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა - ინფორმაციას თავად ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. 7 მარტს, ტვიტერის ოფიციალურ არხზე ეუთო/ოდირმა საჯაროდ დაწერა, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად საქართველოში შექმნილი კანონპროექტების შესწავლა დაიწყო. ორგანიზაცია ხაზს უსვამს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ამ მნიშვნელოვანი საქმის განსახორციელებლად საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან გეგმავს თანამშრომლობას. "უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, ეროვნული კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების გზით შეიმუშაოს და მიიღოს. კონსულტაციების საჭიროება კი განსაკუთრებით მაშინ დგება, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე" - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე ნახეთ ანა ნაცვლიშვილი: "ქართული ოცნება" არის მარტო რუსულ კანონთან პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვა ხუთშაბათს არის დაგეგმილი - მმართველი პარტია პირველი მოსმენის შემდეგ გეგმავს მათ გაგზავნას ვენეციის კომისიაში. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელია არა მხოლოდ ამ კანონების მიღება, განხილვაც კი. ასევე ნახეთ ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის დანარჩენი წარმომადგენლებიც უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს. რადიო თავისუფლება
  10. გთხოვთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ ოპოზიციის შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები, რომლის მიზანი ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების ჩაგდებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი მრავლად იქნება ამ ერთი საათის განმავლობაში. „ვხედავთ, რომ დიდი ალბათობით და გარანტიით გაგრძელდება შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური გამოსვლები, შეიძლება ამას ქონდეს კონკრეტული მიზანი, ერთერთი მიზანი შეიძლება იყოს რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან, მაგალითად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე მომზადებული დადგენილება, ომბუდსმენის არჩევის საკითხი. ყველას მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები, ასეთი მრავლად იქნება ამ ერთი საათის განმავლობაში. თუ რამეზე რეაგირება იქნება საჭირო, ბოლოსკენ მივცეთ რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ინტერპრესნიუსი
  11. გთავაზობთ, ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი, სადაც რუსეთის გავლენის შემცირებაზეა აქცენტი და არა დასავლეთის მტრად გამოცხადებაზე, დააყენოთ პლენარულ სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სრული შესაძლებლობა გვექნება პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში გიჩივლოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს განუცხადა. პარლამენტის წევრის თქმით, როდესაც აღნიშნულზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, ის აუცილებლად შეეხება ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ ორ ძირითად პროექტსაც. აქუბარდიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ დაარღვია ალტერნატიული კანონპროექტის წარმდგენი დეპუტატების კონსტიტუციური უფლება. „თქვენ ვალდებული იყავით პროცედურულად ნომერი მიგეცათ და გაგეგზავნათ წამყვანი კომიტეტისთვის და თქვენ როდესაც ეს არ გააკეთეთ, ამით შელახეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება სრულიად ახსნა-განმარტების გარეშე. როგორც ჩანს, [თქვენთვის] დისკომფორტულია რუსეთის მტრად გამოცხადება და რუსეთის გავლენებთან ბრძოლა“, - აღნიშნა აქუბარდიამ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რადგან პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივა ბიურომ არ დაარეგისტრირა, ალტერნატიული კანონპროექტი, სასესიო სხდომაზე იყოს წარდგენილი. „წინააღმდეგ შემთხვევაში არსებითი დარღვევით მიღებული კანონი, როდესაც პარლამენტი არ იხილავს მასთან ერთად წარდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტს, არის კანონის მიღების წესის არსებითი დარღვევა, რომელიც მას ხდის არალეგიტიმურს, არაკონსტიტუციურს“, - დასძინა აქუბარდიამ. აქუბარდიას პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი „მართალია, ტონი დაბალი, მაგრამ შინაარსი ძალიან ხმამაღალი იყო“. პაპუაშვილის თქმით, ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროსთვის არ წარუდგენიათ. „არაფერი წარდგენილი ბიუროს არ ჰქონდა. ბიურომდე, როგორც ორგანოსადმი, ეს დოკუმენტი არ მოსულა, ვინაიდან რამდენიმე წუთით ადრე მიეცა აპარატს. პროცედურები უნდა დაიცავთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, „ეს თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა ნუ ფიქრობთ, რომ არის აბსოლუტური უფლება, არამედ ეს არის ჩამჯდარი პროცედურულ ჩარჩოში“. იპნ
  12. დღეს შევხვდი საქართველოში ესტონეთის ელჩს და ვთხოვე ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, - ამის შესახებ პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა. "ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ", - წერს გახარია.
  13. კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტებზე და წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირთან ინტეგრაციას. ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვაზე: "ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს აქტიური საშინაო და საგარეო პოლიტიკური პროცესი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და დააბრუნოს საქართველოს უსაფრთხოების და სამშვიდობო პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში". ორგანიზაციები ინიცირებულ კანონპროექტებს "რუსულ და ანტი-ქართულს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ისინი შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან და საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებულ მისწრაფებებთან. "მშვიდობა და მისი მშენებლობა ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპია და სწორედ ევროპული ოჯახის წევრობა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების გარანტიები იქნებოდა ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდეს უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის შემდეგ შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ეროვნული ინტერესების აქტიურ გატანას ევროპულ ინსტიტუტებში და აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოებებისთვის ალტერნატიული სამშვიდობო წინადადებების შეთავაზებას, ის ახალი ტიპის კრიზისებს ქმნის ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში და აღრმავებს პოლარიზებას შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დონეზე", - წერია განცხადებაში. ორგანიზაციები, ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოში "აგენტების" შესახებ კანონის მიღებაც კი, საქართველოს როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს აღქმას ასუსტებს: "ეს რეალობა მძიმე გავლენას მოახდენს გამყოფი ხაზის იქით მცხოვრებ საზოგადოებებთან დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროცესზეც, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკასაც". საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის კანონპროექტები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელთა ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე. პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს, 10:00 საათზე გაიმართება, სადაც დეპუტატები მიმდინარე კვირის დღის წესრიგს განსაზღვრავენ. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, "აგენტების" შესახებ კანონპროექტების პლენარულ სესიაზე გატანა ხუთშაბათს, 9 მარტს იგეგმება. საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელსაც მხარს უმრავლესობის დანარჩენი წარმომადგენლებიც უჭერენ "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს. ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტები საქართველოს პრეზიდნეტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს ფორუმზე გააკრიტიკა. „ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისთვის“, - თქვა მან. ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტი გაეროს ფორუმზეც გააკრიტიკა ხელმომწერი ორგანიზაციები და პირები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი ი/გ/პ/ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ქალთა ფონდი “სოხუმი” კავკასიური სახლი მცხეთა მთიანეთის რეგიონული ჰაბი ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP) მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD) ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმი Სტუდია რე საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ახალგაზრდული ალტერნატივა ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად" კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი მოძრაობა აფხაზეთისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი ასოციაცია “მერკური” აქტ ფორ თრასნსფორმეიშნ-ის კაუკასუს ოფისი. ქალთა ფონდი საქართველოში ფონდი აფხაზინტერკონტი AIC გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო მარინა ფაღავა, კავკასიური დიალოგი პაატა ზაქარეიშვილი, ექსპერტი ნათია ჭანკვეტაძე, PhD კანდიდატი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი დავით ბრაგვაძე, ანალიტიკოსი ივლიტა გოგუა, საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge რუსუდან ფუხაშვილი, PhD საერთაშორისო ურთიერთობებში, მკვლევარი radio tavisupleba
  14. ვლოგერი სოსო ნებიერიძე რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და მოუწოდებს კოლეგებს, დააფიქსიროთ მოქალაქეობრივი პოზიცია ამ საკიხთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დავტოვეთ და იქ აღარ დავბრუნდებით”.
  15. საქართველოს საფეხბურთო კლუბები ეხმაურებიან პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტის განხილვებს და განცხადებით აფიქსირებენ მხარდაჭერას ევროპული არჩევანის მიმართ. „დინამო თბილისი”, საფეხბურთო კლუბი „გაგრა“, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის” დირექტორი, გიორგი ყიფიანი – „პუბლიკის” რედაქცია ჩამონათვალს პერიოდულად განაახლებს. „დინამო თბილისი”: „დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის”. საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“: „ევროპა ჩვენი არჩევანია”. საფეხბურთო კლუბი „გაგრა“: „შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს. რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა – ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ. რადგან თავად საქართველოა ევროპა”. საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის” დირექტორი, გიორგი ყიფიანი: „თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს! სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება რომელსაც სახემწიფო განახორციელებს. იქნება ეს კანონის ცვლილება თუ კონკრეტული რეფორმა. – არ აქვს მნიშვნელობა… არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!”. ასევე იხილეთ ეს კანონი ნიშნავს ცენზურასა და კონტროლს. დაუშვებელია ჩვენი არჩევანის გადახედვა - შოთა არველაძე 06 მარტი, 2023
  16. საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტის განხილვებს და განცხადებით აფიქსირებენ მხარდაჭერას ევროპული არჩევანის მიმართ.
  17. „არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი”, – ამის შესახებ განცხადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ავრცელებენ და ამბობენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ. ხელმომწერები იხილეთ ბმულზე;
  18. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის - ამ კანონპროექტის მიმართ, ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა. „ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი. ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო,” - განაცხადა პრეზიდენტმა.
  19. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს. „საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის პერიოდში, მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა. ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გაეროს სხვადასხვა ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური თანამშრომლობა მის დამოკიდებულებაში ვლინდება, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული. საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ქალთა გაძლიერება საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანესი ელემენტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ipn
  20. ყოველწლიური ფოტოკვირეული KOLGA TBILISI PHOTO ეხმაურება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტების განხილვას და გმობს მას. KOLGA TBILISI PHOTO 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს. პუბლიკა
  21. Tbilisi Open Air/AlterVision განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წელს პროექტი 14 წლის ხდება, თუმცა ეს ძალიან მცირე მონაკვეთია იმ დროსთან შედარებით, რომელიც ქვეყანასა და ხალხს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლაში აქვს გატარებული.
  22. თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს! სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. იქნება ეს კანონის ცვლილება თუ კონკრეტული რეფორმა. - არ აქვს მნიშვნელობა. არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!
  23. უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ე.წ. აგენტების კანონების განხილვას მთელი დღე დასჭირდება, ამიტომ სამშაბათის ნაცვლად, ხუთშაბათის, 9 მარტს, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და უყრიან პირველი მოსმენით კენჭს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, ხვალ პლენარულ სხდომა სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონს განიხილავენ. „რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონებს, ორივე კანონზე მაქვს საუბარი, ჩვენ ამისთვის მთელი დღე დაგვჭირდება და ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით. ხვალ იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ განხილვები” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ. მმართველი პარტია პირველი მოსმენით კანონპროექტების მხარდაჭერას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავდა, თუმცა დღის ბოლოს გაირკვევა, რომ კანონპროექტებს კენჭს უყრიან ხუთშაბათს. პუბლიკა
  24. საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. როგორც ცნობილია, იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" შესთავაზა. სახალხო დამცველის არჩევას, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. იპნ
  25. ჩვენი კლუბი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის, - ამის შესახებ განცხადებას „დინამო თბილისი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას. „"დინამო თბილისი", როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, "დინამოს" დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის. როგორც ჩვენ ფეხბურთს, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას”, - ნათქვამია განცხადებაში.
×
×
  • შექმენი...